Malta

არ ვიცი, ვინმემ თუ იცის Sliema/სლიემა, Paceville/პაჩევილე, M’dina/მ(ე)დინა, Valetta/ვალეტა. კადნიერებაში არ ჩამომართვათ და რატომღაც ვფიქრობ, ცოტა ქართველს ექნება ისინი ნანახი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა მათზე მოგითხროთ. აქვე ვიტყვი იმას, რომ მალტური ენა – ეს არის იტალიურისა და არაბული ენების ჰიბრიდი. ინგლისური კი ყველამ იცის. აქედან გამომდინარე იგი მეორე ოფიციალურ ენად ითვლება კუნძულზე. დაიჯერებთ, რომ მთელი მალტა არის დაახლოებით თბილისისხელა??? წარმოიდგინეთ, რომ ცალკე ქალაქი არის საბურთალო, ვაკე, ვერა, მთაწმინდა… აი ეგრეა იქ. ანუ ქალაქების სიდიდე არ აღემატება თბილისის რომელიმე უბნის სიდიდეს. აი მაგალითად იფიქრებდი, რომ ისევ სლიემაში ხარ და ამ დროს თურმე პაჩევილეში სეირნობ.

563405_10200355914156037_1097217712_n.jpg

ჩვენ ვიყავით წასულები ოთხნი, აქედან ერთი უფროსი – ტრეინინგ ცენტრ “ViPR” -ის დამფუძნებელი და პრ სპეციალისტი ირინა ცერცვაძე და სამი სტუდენტი: მე, ნინო და მარიკო. მე და მარიკო ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით, რამაც გამოიწვია ის, რომ ბევრ ადგილს მე და მარიკო ერთად ვეცნობოდით. პირველი, რაც გავიფიქრე, ნეტავ როგორ შევეწყობი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანს. იმიტომ კი არა, რომ მარიკოა რთული და მე ვარ ნაზი, ან პირიქით… არა, უბრალოდ ერთად მგზავრობისას და უცხო ქვეყანაში ერთად ყოფნისას ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისეთი ამბავი, როგორიცაა სასტუმროს ერთ ნომერში ორი ადამიანის თანაცხოვრება. მე არ ვიცი მარიკო როგორია თავის მეგობრებთან და ა.შ., მაგრამ მე ამ ადამიანს ისე უპრობლემოდ შევეწყვე, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა. მთელი 1 კვირის მანძილზე მე მყავდა ყველაზე მაგარი roommate!!! ასე მე ადამიანს არასოდეს შევწყობივარ. რაღაც სასწაული იყო. ჩემთვის მარიკო არის აბსოლუტურად უკონფლიქტო გოგო, რომელთანაც ურთიერთობა იმ ერთი კვირის განმავლობაში იყო სასიამოვნოზე სასიამოვნო. იმდენად არ მჯეროდა ეს, რომ სულ მეშინოდა და ველოდებოდი მის აფეთქებას ჩემი მისამართით. თუნდაც მაშინ, როდესაც ვეზუზუნებოდი ნომერში სიგარეტის არმოწევის გამო (და ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე, თუნდაც ახალნაბანავები, ხალათის ამარა გადიოდა აივანზე, ოღონდ ჩემთვის დისკომფორტი არ შეექმნა. თანაც არასოდეს ხმა არ ამოუღია), ან მაშინ, როდესაც ვცდილობდი სადმე კაფეში წამეყვანა საჭმელად (როდესაც ის ქალაქში ბოდიალს ამბოჯობინებდა ან ძილს). არასოდეს პრობლემა არ გვქონია ერთმანეთთან. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. დილით გიჟებივით ვსაუზმობდით, რომ ლექციაზე მიგვესწრო. მე ვიცოდი რა ჩემი არაპუნქტუალურობის ამბავი, ვეუბნებოდი, შენ წადი და მე დაგეწევი-მეთქი. ალბათ ვინმე იფიქრებს, რომ მარიკო ძალიან რბილი ადამიანია. არადა, საერთოდ არა. წარმოიდგინეთ გოგო, რომელიც ბიჭივითაა. აი საჩხუბრად გამზადებული ბიჭივით და სახის მწარე გამომეტყველებით გიყურებთ. შენ ფიქრობ, რომ აი, ახლა რაღაც მწარეს გეტყვის, აი ახლა გეჩხუბება. გიყვება ამბებს, სადაც ვლინდება კიდევაც მისი ხასიათი და მაინც, არცერთი კონფლიქტი. შეიძლება 1 კვირა ძალიან პატარა პერიოდია რამის გამოსავლენად, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ერთ რამეს: მარიკო არის იდეალური პატრნიორი ნებისმიერ უცხო ქვეყანაში წასვლისას. მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე უფრო დიდი ხნით მასთან ერთად. ყველაზე სასურველი roommate-ია, ვინც კი შეიძლება ვინატრო. მირჩევნია ოჯახის წევრებსაც და დიდი ხნის ნაცნობებსაც. ხშირად მიჩნდებოდა მისი ჩახუტებისა და კოცნის სურვილი.

563147_10200332872460009_1489018552_n

სლიემა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მალტის დედაქალაქი, არის ყველაზე აქტიური ქალაქი. არის კუნძულის საცხოვრებელი ცენტრი. ყველაზე მეტი სასტუმრო, სახლი თუ მაღაზია სწორედ აქ მდებარეობს. გამოვიდოდით თუ არა სასტუმროდან, ჩამოვდიოდით ცენტრალურ ქუჩაზე. ცენტრალური ქუჩის შუაში რომ დადგე, აქეთ სასტუმროები, მაღაზიები და მეორე მხარეს ხმელთაშუა ზღვა! რომელიც სპეციალური ჯებირებითაა შემოღობილი. ჯებირების კარის გაღებისას და კიბეების ჩავლის შემდეგ აღმოჩნდები უზარმაზარ ლოდებზე, რომელიც უკვე ზღვის ლოდებია. ჩვენ არაერთხელ ჩავსულვართ ხან დღისით, ხან ღამით, დავმჯდარვართ ამ ლოდებზე და გვისაუბრია, სურათები გადაგვიღია, ან უბრალოდ თებერვლის ბრიზისთვის მიგვინდია ჩვენი თავები. დავმჯდარვართ და გვიფიქრია იმ მომენტალურ ბედნიერებაზე. საოცარი ადგილია, ზიხარ ღამის 3-4 საათზე და კაციშვილი არაფერს გერჩის. შენთვის ხარ, მარტოდ და მშვიდად. საოცრებაა. დილა სლიემაში ყოველთვის მზიანია. წარმოიდგინეთ თებერვალი, მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი და ბედნიერი ხარ იმით, რომ ზამთარში ასე თბილა. გამორიცხეთ ყველანაირი გაციება.

488125_10200355880355192_1428267661_n

ღამე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე

285203_10200328588672917_2132674076_n

მე, თევზი და ზღვა

ELA Malta. ანუ English Language Academy Malta. ELA-ში ბევრი უცხოელი სტუდენტია. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ევროპელი. ბრაზილია, იაპონია, ჩინეთი, არგენტინა და ბევრ სხვას ემატებოდა საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, რუსეთი, იტალია და ბევრი სხვა. ეს ზუსტად ისაა, რასაც ვაღმერთებ!!! აღმაფრთოვანებს თუნდაც ერთი ალბათობა იმისა, რომ უცხოელს გავიცნობ. აქვე მახსენდება გოეთეს ინსტიტუტში სიარულისას როგორ მუდმივად ვცდილობდი გერმანელების გაცნობას. ჩემთვის უცხოელთან ურთიერთობა არის ცივილიზაცია, ახალი ხალხის გაცნობა, ახალი სისხლი, კულტურა, ცხოვრების წესი. ყველას ვაკვირდებოდი, ვინც ჩემს კლასში იყო. გონებაში მათი ხასიათების შტრიხებს ვხატავდი. ვიმახსოვრებდი, ვინ როგორია.

420297_10200367584967800_239768585_n

ინგლისურის მასწავლებელი ფრენკი, გერმანელი სტუდენტი იანა და მე

ფრენკი როგორი იყო??? ტიპური ( და არა ტიპიური) ინგლისელი. აი ისეთი, რომ გინდება თვალები დახუჭო და მხოლოდ მისი ბრიტანული Queen’s language ისმინო. რა კარგია, როდესაც არც მისი ჩაცმის სტილია აკადემიური და არც მისი ლექციებია სწორხაზოვანი. ლექციების განმავლობაში ბევრი სტუდენტის ცხოვრების სტილს გავეცანი. ვყვებოდით საკუთარ თავზე ( ვინ რას ვაკეთებთ ჩვენს-ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვერთობით, რა ინტერები გაგვაჩნია.) ვსაუბრობდით მალტის შესახებ, ვსაუბრობდით მსოფლიო პოლიტიკის შესახებ. ეს ყველაფერი ფრენკთან. ხოლო მეორე მასწავლებელთან გავდიოდით გრამატიკას, ლექსიკას. მე ჯერ upper intermediate-ზე ვიყავი, მაგრამ მერე ჩემმა მეორე მასწავლებელმა რომ დაინახა ჩემი დონე, Advanced-ზე გადამიყვანა ფრენკთან. ძალიან მომეწონა იქაური სიტუაცია და დიდი სიამოვნებით კიდევ ვისწავლიდი Ela-ში. 1 კვირის შემდეგ სერტიფიკატებით ხელდამშვენებულები გამოგვიშვეს. ამას პლუს, კომპანია „ViPR”-ში გავლილი ორი კურსის (PR & HR) სერტიფიკატი.

ELA-ს საქაღალდე, ქვევით ცხრილი და ზევით ჩემი სტუდბარათი.

პაჩევილე. ოოოო აქ არის ღამის ცხოვრება. უზარმაზარი და ულამაზესი შენობები. თვალწარმტაცი ღამის კლუბები, ფეშენებელური სასტუმროები და რესტორნები, ასეთივე გემებითა და კატერებით სავსე პორტი. ეს არის ყველაფერი პაჩევილე. ქუჩები აქ ძალიან ვიწროა და ისინი ჭადრაკისებურად არიან განლაგებულნი. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როდესაც ერთერთი რესტორნის ბანერი მომეწონა და მასთან გავჩერდი. იქვე მდგარ პოვარს ნებართვა ვთხოვე, გადავიღებ-მეთქი. როდესაც გაიგო საქართველოდან ვიყავით, თავის თანამშრომელ გოგოს უხმო. ეს გოგო კი აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ქართველი გოგო, სახელად ნინო. მე და მარიკოს ისე გაგვიხარდა, სიხარულისგან შევკივლეთ. გაცნობის შემდეგ მოვიკითხეთ ერთმანეთი. უცხო ადგილებში ქართველის აღმოჩენა ყოველთვის სენტიმენტალურ მომენტებთან არის ხოლმე დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ გავიხარეთ ნინოს ნახვით, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, თუ როგორ გაიხარა ნინომ ჩვენი ნახვით. დაგვპატიჟა კიდევაც რესტორანში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეჩქარებოდა. შევპირდით, რომ წასვლამდე აუცილებლად შევუვლიდით და გემრიელი კერძების ფონზე ის მალტურ ამბებს მოგვიყვებოდა, ჩვენ – ქართულს. სამწუხაროდ, პაჩევილეში მეტი არ ვყოფილვართ, რაზეც ძალიან მწყდება გული. თუ ნინო ოდესმე ჩემს ბლოგსა და ამ პოსტს აღმოაჩენს, ალბათ ძალიან გაუხარდება.

პაჩევილეს ქუჩებში

DSCN5239.JPG

307408_10200332878140151_186199915_n

პორტი პაჩევილეში

საკვები. სასტუმროს საჭმელი კარგად ნაცნობია (კვერცხი მრავალნაირად, არაერთი სახეობის ძეხვი, სოსისი, სარდელი, ბლინები, იოგურტი, ჯემები, ჩაი, რძე, ყავა, წვენები, მოკლედ ყველაფერი ნაცნობი და ძალიან გემრიელი), მაგრამ ჭამ უნახავივით მაინც. აქ მაგონდება, რომ ადამიანის აზროვნება ტვინი იქით იყოს და, კუჭზე გადის. მე პირადად ყოველ დილით ვიყავი დადებილებული, ვერ ვაზროვნებდი და რომ გეკითხათ სახელი და გვარი, ვერ გიპასუხებდით. მაგრამ ვიცოდი ერთი: საუზმეზე უნდა მეჭამა ბევრი!!!   კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დილის 8 საათზე მხოლოდ საუზმე მინდოდა და მეტი არაფერი. აქვე მახსენდება ის, რომ ადამიანი მაინც ცხოველების კატეგორიაში გადის, უმთავრესი ამომავალი წერტილი ჭამა და ძილი რომაა. დაფიცებას არ დავიწყებ, მაგრამ მკითხელის დარწმუნებისთვის ვიტყვი იმას, რომ მალტაზე მქონდა მგლის მადა. არ ვიცი, რა მჭირდა. თითქმის სულ მშიოდა. ალბათ ჰავისა და ზღვის კლიმატის ბრალი იყო. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ სულ მშიოდა. ამ დროს მახსენდება მარიკოს სახის გამომეტყველება. “აუ რა არის, შენ ჭამ და მაინც მე მერგება :((((((( ” ეს ფრაზა ერთერთი ხშირი იყო ჩვენს საუბრებში. არადა თბილისში დღეები ისე გადის, რომ შეიძლება პურზე და ყველზე გადავიტანო უჭმელობა. მაგრამ მალტაზე სიტყვა “გადატანა” და “გადაგორება” უადგილო იყო. ან როგორ არ უნდა მეჭამა, როდესაც ძალიან გემრიელი კერძები ჰქონდათ. სასტუმროდან 2 მეტრში გვქონდა ძალიან პრესტიჟული რესტორანი “Mareluna”.

DSCN5245.JPG

“Mareluna”-ს უუუგემრიელესი სპაგეტი. მნიამ.

პიცა ❤

ახლა დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი მარელუნაში მუსიკისა და უგემრიელესი კერძებისთვის. მე შევუკვეთე სპაგეტი. ხოლო პიცა ორივესთვი იყო. მე მგელივით მშიოდა. მოხდა ისე, რომ ოფიციანტმა არასწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი და სანამ მე სპაგეტის არ მოვრჩი, მანამდე პიცა არ მოუტანია. არ დამავიწყდება მარიკოს შეწუხებული სახე 😀 ამდენი ხანი რატომ არ მოაქვთ პიცაო? 😀 წინა დღეს კიდევ სხვაგან ვიყავით, იმის წინა დღეს კიდევ სადღაც. ნუ მოკლედ, მალტური საჭმელი არის უგემრიელესი. უგემრიელესი ანუ იტალიური პიცებითა და სპაგეტებით

559804_10200324614013553_1734947218_n

“Mareluna”-ში ქეიფის მომდევნო დილას ძლივს თავაწეულები, გიჟებივით მივიჩქარით საუზმეზე 😀

ბირკირკარა. შოპინგის გარეშე ოდესმე ჩამოსულხართ უცხოეთიდან??? ხოდა აი ამ ქალაქში არის უუუუუუუზარმაზარი Shopping Mall, სახელად Point. ყოველდღე დავდიოდით და ბევრი რამეც შევიძინეთ. თან ჩვენ ვალენტობას დავემთხვიეთ და სასწაულმა ფასდაკლებებმა მოუწია. გავიხარეთ და გავბედნიერდით. Stradivarius, Mango, Zara, Armani Jeans, Gap, Chanel, Gucci, Moschino და სხვა და სხვა. 5 სართულიან, უზარმაზარ მოლში ყველაფერი იყო.

ფული მომცა და აქ ჩამსვა :)

ფული მომცა და აქ ჩამსვა 🙂

535463_10200319821933754_429163605_n

“Point” გამოვზიდე 😀

ვალეტა და მდინა. ეს ორი ქალაქი კი მალტის ისტორიული ადგილებია. აქ შეხვდებით ძველ ისტორიულ ძეგლებს, სასახლეებს, არქიტექტურულ ნაგებობებს. ყველაფერი ულამაზესი და თვალწარმტაცი!!! არ გეგონოთ, რომ იმ სასახლეებში არავინ ცხოვრობს. უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს, უმდიდრესი!!! რამდენიმე ადამიანი რომ დავინახეთ, ეგრევე შევნიშნეთ რა ფენის წარმომადგენლებიც იყვნენ.

857737_10200335820533709_1138116792_o

მ’დინა

45841_10200337823143773_1892504999_n

მ’დინას შენობა-ნაგებობები და რა თქმა უნდა, ტრადიციული სურათი კარგ მანქანასთან 😀

dscn5268

იტალიის გავლენა :))

 

538235_10200329114486062_1353920229_n

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იტალიაა… კუნძულოვანი (მალტა, სარდინია) თუ ნახევარძულოვანი (ქვეყანა იტალია), სამივეგან არის ასეთი წკლიპურტი მანქანების კულტი. სანთლით საძაბარია სამივეგან ჯიპი. FIAT mafia in action :))

560063_10200337828663911_1939876876_n

10880_10200332870059949_1992431204_n

მალტის ხედები

545691_10200355762672250_361303950_n

ო, ეს ეკლესია, რა დიდებულია?! :))

487911_10200355762592248_1213681621_n

აქეთ კაფე, იქით კაფე, შუაში კი ბიბლიოთეკა 

ხალხი. ერთი სიტყვით დავახასიათებ – ბედნიერი. ქუჩაში, არ არსებობს, ნახოთ მალტელი დაღვრემილი სახით. უბრალოდ გამორიცხულია. ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ, თუ ვინიცობაა და ქუჩაში დაიკარგე. თან იტალიელებისგან (ვგულისხმობ აპენინებს) განსხვავებით, არ გატყუებენ. ძალიან კეთილი და მეგობრული ხალხია. კრიმინოგენული სიტუაცია – 0. როგორც ზევით დავწერე, ღამის რაღაც საათზე მე და მარიკო ზღვის ლოდებზე ვეყარეთ და საერთოდ არ იყო საშიში.

განსაკუთრებული მადლობა  ირინა ცერცვაძეს, რომელიც გახლავთ კომპანია „ViPR”-ის დამფუძნებელი და PR სპეციალისტი. კომპანია „ViPR” არის მალტაზე არსებული კომპანიის „K-STUDIO MALTA LIMITED” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. იგი მუდმივად მართავს ტრეინინგებს უცხოეთში, ასე რომ, მოგიწოდებთ შეუერთდეთ.

რამდენიმე ინფორმაცია:

1) ქუჩაში მოძრაობა არის თბილისისგან გასხვავებული. ანუ ბრიტანული. ანუ ქუჩაზე გადასვლისას ჯერ ვიხედებით მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ეს ზუსტადაც რომ გაერთიანებული სამეფოს გავლენაა. მისგან დამოუკიდებლობა მალტამ 1964 წლის 21 სექტემბერს მოიპოვა. ამ ფაქტს ძალიან ძნელად ვეგუებოდით. კიარადა, ყოველი გადასვლისას გვეშლებოდა.

2) საღამოს 8-9 საათის შემდეგ სეირნობისას არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმემ გიჟივით ჩაგირბინათ. ისინი იქ სპორტული ცხოვრების წესს მისდევენ და ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი დარბის დღეღამის ამ მონაკვეთში. “წიკიანი”-ვით აქეთ-იქით ვიყურებოდით, რომ ვინმე არ დაგვჯახებოდა.

3) მეტრო არ არის. ან შეიძლება ჩვენ ვერ ვიპოვეთ. ქალაქში გადაადგილება ხდება ავტობუსით და ტაქსით. მაგრამ ჩვენ ძირითადად ფეხით დავდიოდით.

4) არსებობს ორად ორი პარტია: ნაციონალური და ლეიბორისტული. პოლიტიკურ აქციას ერთადერთხელ შევესწარით და ეს იყო დროშებიანი ხალხის ავტობუსით ჩაქროლება.

5) ქართველისთვის კიარადა ზოგადად უცხოელისთვის სამსახურის შოვნა წარმოუდგენელია. ერთადერთი შანსია მიმტანებად (ნინოს მსგავსად) ან დამლაგებლებად. თუმცა პირობები და ხელფასი – ნორმალური.

6) რელიგია არის კათოლიკური ქრისტიანობა. თუმცა, მე და მარიკო ბაპტისტურ ეკლესიაში შევედით, სადაც ულამაზეს მონუმენტებს ვათვალიერებდით. ცოტა ხანში კარისკაცმა ყველა კარი ჩაკეტა და ჩვენ დავრჩით შიგნით. მარიკო მივარდა გიჟივით და კარებს ჯაჯგური დაუწყო. მოვიდა კარისკაცი და გვითხრა: “იცით, ეკლესია დაიკეტა და თქვენ დღეს აქ მოგიწევთ ღამის გათევა”. უცბად ისმის მარიკოს განწირული ხმა: “Really?????????” მე და კარისკაცს ისეთი სიცილი აგვივარდა, რომ ძლივს გავჩერდით. მთელი გზა ეკლესიიდან სასტუმრომდე ისტერიულად ვიცინოდი.

7) კლიმატი საკმაოდ ცხელია. თებერვალში ვიყავით და მხოლოდ 2 დღე იწვიმა და იქროლა ქარმა, დანარჩენი დღეები მზე აცხუნებდა.

8) მანქანის სერიები არის ქართულის მსგავსი. ასე რომ არ შეიცხადოთ, თუ სადმე ABC – 123 დაინახეთ 😀

ყველას გისურვებთ ამ საოცრად მშვიდი და საყვარელი ადგილის მონახულებას.

Advertisements

10 thoughts on “Malta

  1. Pingback: Kate’s Lucky Number: 7even | Universe

  2. Pingback: ახალი | Universe

  3. გამახსენდა, წინა დღეს წუწუნებდი აღარ მიკომენტებენო, ხოდა დაგიკომენტე 😀

  4. რა კარგად მოყევი, ქეთ. მეც მომინდა მალტაზე 🙂 ძალიან მომწონს ფოტოებზე, ლამაზი ყოფილა

    • კი, ძალიან ლამაზია.

      მადლობა ქეთ :*

      პარიზზეც უნდა დავწერო. ახლახანს ჩამოვედი.

    • ძალიან დიდი მადლობა!!!
      ნელნელა უნდა მოინდომო. მართლა გეუბნები. მეც ეგრე მოვახერხე.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s