მეზობელი

დღეს ვფიქრობდი, მოდი დღეს სამსახურში არ წავალ–მეთქი. ვიქნები მთელი დღე სახლში და გავაკეთებ არაფერს. საჭმელი ასეა თუ ისე, მაქვს და მეტი რა მინდა. გარეთ მაინც წვიმიანი ამინდია. აი ისეთი, მე რომ ბუხართან ჯდომა მიყვარს და კორპორატიული ვირთხები კლიენტებს დასდევენ. ჰო, აი ეგაა. მერე თუ ვინმე დაინტერესდა კორპორატიული ვირთხების რაობით, მკითხეთ, ოღონდ მერე. მეც რომ მეცოდინება ზუსტი დეფინაცია.

ისე კი ქალაქსა შინა ვერ გამიგია რა ხდება, ყველა მარტს აბრალებს ასეთ წვიმებს, არადა რახანია ვარდობისთვეა და მე, როგორც სკოლის მოსწავლე,  მაისის ბოლოს ისე ველი. არადა შვებულება ისევე შორსაა, როგორც ყველა ჩემი არ–ასრულებადი ოცნება.

მარტო ცხოვრების ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ შენს გემოზე ხარ. და ალბათ ეგაა ერთადერთი ღირსშესანიშნაობა. თორემ აბა ხმის გამცემი რომ არაა არავინ, ამაშ კარგი რა უნდა იყოს. პერიოდულად დედაჩემი რეკავს:

–        რავი, ვარ, თქვენ რას შვრებით?
–        ჩვენ კარგად ვართ. რამე ხომ არ გჭირდება?
–        არა, არაფერი.
–        საჭმელი გაქვს?
–        კი, დედა, ყველაფერი მაქვს. არ ინერვიულო.
–        რატომ არ გვირეკავ?
–        რავიცი, არ მეცალა ეს დღეები.
–        მაინც დარეკე, მოგვიკითხე.
–        კაი, დავრეკავ. მამა მომიკითხე.

ხო, ძირითადად სულ ესაა. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ რამე ან ვინმე მაკლია. მარტოდაც ვარ ჯიგრულად. და საერთოდაც, მე ვამართლებ იმ ამერიკულ  მეთოდს. გახდი 18-ის, წადი ცალკე იცხოვრე. მაგრამ ქართველი დედებისთვის ამის ახსნა ისეთივე რთულია, როგორც უცხოელებისთვის იმის, რომ 90-იანებში ჩვენ შუქი არ გვქონდა. არადა, ჰა…

მეგობრები ხშირად მოდიან, ან შეიძლება ჩემთან იმდენად არა, რამდენადაც ზოგადად სიტუაციისთვის. ხშირად ვნახულობთ ხოლმე ერთმანეთს. ხან სადმე ვსვამთ, ხან სადმე ფეხბურთის ყურების „პონტია“, ხან საბილიარდოა, ხან ჩვენ თვითონ „სკა“–ზე ვთამაშობთ, ხან კიდევ რამე ხდება.  მოკლედ, ვართ ასე ჯიგრულად ერთმანეთთან. სხვა მეტი რა უნდათ 25-30 წლის ახალგაზრდა ჭარმაგ ბრგეებს :)))))))))) მაგარი სიტყვები გვაქვს ისე ამ ქართველებს, ჭარმაგი ბრგე.

მალე მანჩესტერი – ბარსელონა იქნება. ფინალია. და მე მთელი ფაცი–ფუცით ველოდები ამ თამაშს. ისე მაგარი ღადაობაა, იყო პერიოდი ჩემი და – ლიკუნი ბექჰემის გადამკიდე ლამისაა ვენებს იჭრიდა ამ გუნდის გამო. მას შემდეგ ჯერ იყო რეალში გადაბრძანდა დავით ბატონი, მერე კი „ვაფშე“ დაიკიდა ფეხბურთი და ამერიკის რომელიღაც ჭღპღ გუნდში გადავიდა. ნუ მოკლედ, მაგის დედაც… ლიკუნი და ბექჰემი იქით იყოს და სულ რომ გალათასარაი – ბეშიქტაში თამაშობდეს, მაინც ნახავ კაცი, ფინალია და იმიტომ. ფინალი კი იმას ნიშნავს, რომ დამატებით ერთი დღე გვაქვს იმისათვის, რომ ლუდით ხელში ვილოთაოთ და ვიგინოთ. ხო, ძირითადად ასე ხდება ხოლმე. სტანდარტულად.

ვმუშაობ ერთერთ ფირმაში ერთერთ თანამდებობაზე. თანამდებობა არა, კვახი. პოზიცია მაქვს და ამ პოზიციის სახელწოდებაა „სპეციალისტი“.  დღეს ყველას „სპეციალისტი“ ჰქვია და რამდენად სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის, ეგ  თვითონაც არ იციან.

მეტი რა გითხრათ, მეც არ ვიცი. მამაკაცთა მოდგმა ორ კატეგორიად იყოფა: ძმა–ბიჭები და ბიძია–კაცები, ქალთა კი: ჯერ ვერ გამირკვევია. ნუ, ბავშვებს არ ვგულისხმობ.
ბიძია–კაცებისთვის  – “შვილო, ირაკლი” ვარ.
დეიდა–ქალებისთვის – “ირაკლი, შვილო, აწი კი დროა მომავალზე დაფიქრდე. უკვე პატარა აღარ ხარ, მალე 30-ის გახდები. ხომ გჭირდება საკუთარი ოჯახი?! სახლი, მადლობა უფალს, გაქვს და აწი კია უკვე დრო საკუთარი ბუდე შექმნა.”
ძმა–ბიჭებისთვის – “ვაა, იკა, რავა ხარ, ძმა??? გუშინ უყურე „შალკე“–ს “მისუხარებას”???”
თინეიჯერი გოგჩოებისთვის – “ირაკლი როგორ ხარ???” (მაგრამ ამ ფრაზამდე არის თმების სწორება. აგრეთვე კაბის, ჟაკეტის და ნუ როგორც ხდება ხოლმე).
გათხოვილი, ახალგაზრდა ქალებისთვის კი – უბრალოდ ირაკლი, რომლის მკლავებშიც ისე უნდათ მოხვედრა, როგორც თავად ირაკლის უნდა ლუდი. ნუ, სულ არ მინდა ლუდი, მაგრამ ძირითადად მინდა.

არადა ერთი ჩვეულებრივი 28 წლის ახალგაზრდა ადამიანი ვარ, რომელსაც არც განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და აწყობილი, მაგარი ცხოვრება ხომ მითუმეტეს. უბრალოდ მე ვარ მარტივი. ‘Cause I’m easy, I’m easy like a Sunday morning!!! უბრალოდ მე მარტივად მოწყობილ–შექმნილი ვარ. სულ ესაა. ცოლ–შვილზე კი სერიოზულად არასოდეს მიფიქრია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ეს საკითხი არ მადარდებს. მოვა ალბათ ამის დროც. ან არც. არ ვიცი რა, ვნახოთ. გიო მეუბნება, როგორც უქმრო ქალები არიან შინაბერა, კლიმაქსიანი ნევროტიჩკები, ისე უცოლო კაცები არიან პოხუისტები, რომლებიც გამუდმებით სხვებს დასცინიან და არაფერს აკეთენო. იქნები შენც ნაცარქექია პოხუისტიო.
გლიჯავს გიო. მოვა, რაღაც სიბრძნეებს „დადებს“ ხოლმე და წავა. ზოგჯერ გალეშილი მოდის და მერე მე ვურეკავ მაგისი ოჯახის წევრებს, ჩემთან არის, არ ინერვიულოთ–მეთქი. თორემ ეს ისეთი ხიფათიანია, პატარა ბავშვივითაა.
ამას წინათ, კინაღამ X5–ს შეუვარდა, კიდევ კარგი ლევანამ დროზე ჩაავლო ხელი. მერე მთელი თვე ზუზუნებდა, მკლავი მტკივა, მაგ ჩემისამ რომ ჩამავლო და ჩამილურჯაო. იმაზე კი არაფერს ამბობს, ლევანამ რომ გადაარჩინა. ამას დამატებული, წვრილ–წვრილი შელაპარაკებები და მოკლედ რა.
მაგრამ აი მიუხედავად ამისა, გიო განსაკუთრებით მიყვარს, ძმასავითაა.

Advertisements

11 thoughts on “მეზობელი

      • ნამდვილად ღირს. საშინელი უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. კარგა ხანს გაგრძელების ბმულს ვეძებდი. ისე გემრიელად დაიწყო და უცებ, ბრახ.

        კარგი იქნება ძალიან.

        • უი მართლა???
          მე კი მეგონა, რომ დებილობა დავწერე. და ამიტომაც შევჩერდი.

        • თანაც ეს მეორე რაღაცაა (ნოველასაც ვერ ვუწოდებ, რა სინდისით.), რომელიც შევაჩერე.
          პირველი აი ეს იყო. ნუ უფრო ხანგრძლივი იყო.
          https://k84u.com/2009/03/25/myboy/

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s