Movies to be seen (ep. 7)

მოგესალმებით, ეს ისევ მე ვარ. ძალიან დიდი ხანია ახალი ფილმების ოცეული არ დამიდია ბლოგზე. ეს უკვე ერთგვარი ტრადიციაა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პოსტი თარიღდება 26/07/2012-ით (სირცხვილი და თავის მოჭრა მე!!!), ამიტომ ამ დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ ოცზე გაცილებით მეტი ფილმის ტრეილერს. მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წელს ძალიან, ძალიან კარგი ფილმები გამოდის!!!

1)Blue Jasmine. ვუდიიიიიიიიიიი! მოდი აქ! გავაგრძელო? 😀 ის, რაც ამ ადამიანს გამოარჩევს სხვა დანარჩენი რეჟისორებისგან, არის მისი იუმორისტულ-სატირულ-ირონიული სტილი. წარმოუდგენელია მისი ფილმები არ მოგწონდეს. თან მარტივი და თან ჩახლართული. მთავარ როლებში: ალეკ ბოლდუინი და კეიტ ბლანშეტი.



2)Her. ხოაკინ ფენიქსი ერთერთი იმ მსახიობთაგანია, რომელსაც განსაკუთრებულად ვაკვირდები. არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ თითქოს ძალიან ახლობელია. ალბათ ეს იმის გამოა, მთელი მისი ცხოვრება რომ ვიცი. მისი დარდიანი ცხოვრება. სულ ვაპირებ მის შესახებ პოსტი დავწერო, რასაც ვერა და ვერ მოვაბი თავი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფილმისთვის მაინც ის ოსკარს დამსახურებს. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ: ემი ადამსი, რუნი მარა, ოლივია უაილდი და ისმის სკარლეტ იოჰანსონის უუუვნებიანესი და “უhuskyესი” ხმა.

3)The Wolf Of Wall Street. არა რა. ლეონარდო დიკაპრიოს დონის ვარსკვლავი მის ასაკში არავინ მეგულება. თან როდესაც ფილმი მარტინ სკორსეზეს გადაღებულია, ზუსტად იცი, რომ ფილმი იქნება ძალიან, ძალიან მაღალი დონის. როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, მეტიუ მაკკონაჰი, ჯონ ფავრო, ჯონა ჰილი.

4)Don Jon. დირექტორიც, სცენარისტიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ჯოზეფ გორდონ-ლევიტია. დიდი ხანი ვიმახსოვრებდი ამ ბიჭის სახელსა და გვარს. სხვათაშორის, ამ ფილმში თამაშობს ორი ადამიანი, რომელიც ძალია მიყვარს და ამავდროულად ვერ ვიტან. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და სკარლეტ იოჰანსონი (ჰმ, შეხედეთ ჩემი ბლოგის მარცხენა კუთხეში განთავსებულ სურათს 😀 ). ისე, ადამიანს ასეთი გოგო გყავდეს და პორნოს ყურება გიზიდავდეს, მართლა ვერ უნდა იყო. youtube comment: Has Scarlett Johanson As Girlfriend And Still Addict To Porn…Ok! I Don’t Wanna Live On This Planet Anymore… 😀

5)Lovelace. ამერიკული პორნოვარსკვლავის – ლინდა ბორმანის (სასცენო მეტსახელი – ლოველასი) ბიოგრაფიული ფილმი. როლებში: ამანდა სეიფრიდი, შერონ სტოუნი, პიტერ სარსგარდი, ჰენკ აზარია, ადამ ბროდი.

6)To The Wonder. ტერენს მალიკი ის რეჟისორია, რომლის ფილმი აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა. გავიხსენოთ თუნდაც “სიცოცხლის ხე” ბრედ პიტის, ჯესიკა ჩესტეინისა და შონ პენის მონაწილეობით. ფილმი, რომელიც პირადად ჩემში შემოიჭრა ყველაფრით. დიდძალი გრძნობების დემონსტრირებით. საოცარი პეიზაჟებით, არასიმეტრიული კადრებით, აღმაფრთოვანებელი მუსიკით. მახსოვს, ამ ფილმს კინოთეატრში ვუყურე და საოცარი ეფექტი მოახდინა. ხოლო აი ახლა, ამ ფილმის ტრეილერის ნახვისას, ვფიქრობ, რომ ესეც დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს. როლებში: ბენ ეფლექი, ოლგა კურილენკო, რეიჩელ მაკადამსი და ხავიერ ბარდემი.

7)Jobs. ესეც მეორე ბიოგრაფიული ფილმი. ამჯერად apple-ის დამფუძნებლის – სტივ ჯობსის შესახებ. ეშტონ კაჩერი მთავარ როლში. სტივის ახალგაზრდობის სურათებს რომ გადავხედე, თურმე როგორ ჰგავს ეშტონს. კარგი არჩევანია.

8)Stuck In Love. აი მოვედით რომანტიულ კომედიამდე. როლებში: ჯენიფერ კონელი, გრეგ კინერი, კრისტენ ბელი, ლილი კოლინსი.

9)Wanderlust. ორი ადამიანი, რომელსაც კარგად გამოსდის კომედიის “კეთება”, ანუ პოლ რადი და ჯენიფერ ენისტონი. არ მკითხოთ, რატომ მომწონს პოლ რადი. ალბათ იმიტომ, რომ არ უნდა მომწონდეს 😀

10)Thanks For Sharing. ამ ფილმს დიდი ხანია ველოდები და მიზეზი მაქვს სამი. მომწონს ჟანრი (ანუ კომედია), მიყვარს მარკ რუფალო და მიყვარს პელტროუ. წერტილი. ქრისტინე თუ წაიკითხავს ამ პოსტს, ვეტყვი, რომ ამ ფილმს უყუროს. პინკი თამაშობს და იმიტომ 😀

11)The Big Wedding. კიდევ ერთი სასიამოვნო კომედია გელით ამ ფილმის სახით. როლებში: რობერტ დე ნირო, სიუზან სარანდონი, კეტრინ ჰეიგლი, დაიან კიტონი. მოკლედ, კარგი იქნება, კარგი.

12)Hello I Must Be Going. არის ამ ფილმში რაღაც ბრიჯიტ ჯონსისეული. ვფიქრობ, კარგი ფილმი იქნება. თან ბლიტ დენერი (გვინეტ პელტროუს დედა) ყოველთვის დადებითი მუხტის მატარებელია ხოლმე ფილმებში.

13)12 Years a Slave. ფერადკანიანების დისკრიმინაციის შესახებ გადაღებული ფილმია და ვფიქრობ, კარგი უნდა იყოს. თუ გადავხედავთ მსახიობებს, მითუმეტეს. როლებში: მაიკლ ფასბენდერი, ბრედ პიტი, პოლ ჯიამატი, პოლ დანო, ბენედიქტ კუმბერბაჩი.

14)Girl Most Likely. ვისაც ანეტ ბენინგი მოენატრა, ამ კომედიით ისიამოვნებთ 😀

15) Disconnect. ამ ფილმით დავინტერესდი მოულოდნელად. თინეიჯერულ-მამა-შვილურ პრობლემებზეა. მთავარ როლში ჯეისონ ბეიტმენი.

16)Laurence Anyways. არა აი ჩემს ერთერთ საყვარელ ფრანგ მსახიობ – მელვინ პუპოს არასოდეს მივიღებ ქალად. არასოდეს 😀

17)Broken City. ბოევიკიც მოსულაო :love: როდესაც გავალებენ ცოლის თვათვალს, საქმე რომ მხოლოდ სურათების გადაცემითა და ფულის გადახდით არ ამოიწურება, ამას თავადაც უნდა ხვდებოდე. ყველაფერი გაცილებით რთულად არის. როლებში: მარკ უოლბერგი, რასელ ქროუ, კეტრინ ზეტა-ჯონსი.

18)Diana. კიდევ ერთი ბიოგრაფიული ფილმი, ამჯერად უელსის პრინცესა დაიანა სპენსერის შესახებ. ჩემთვის ერთერთი საკულტო ადამიანი. მის ცხოვრებას მუდამ თვალს ვადევნებდით ბავშვობაში მთელი ოჯახი. რა სიმბოლურია. ახლა დაიანა შვილიშვილს მოესწრებოდა. მთავალ როლში: ნაომი ვოთსი.

19)Upside Down. ცოტაოდენი ფანტასტიკა არ გვაწყენს ჯიმ სტარჯესისა და კირსტენ დანსტის მონაწილეობით.

20)White House Down. ამ ფილმს თუ კინოში ვერ ნახავთ, ის მაინც იცოდეთ, რომ სახლში ნახოთ. ნუ მე რომ მინდა ნახვა და თან ძალიან, ეგ ვიცი. ძალიან მიყვარს ასეთი სტილის ბოევიკები. როლებში: ჯეიმი ფოქსი და ჩენინგ ტატუმი.

21)Olympus Had Fallen. აბსოლუტურად მსგავსი ფილმია ესეც.

22)Breathe In. ვისაც “მემენტო”-ს შემდეგ გაი პირსი მოენატრა, შეგიძლიათ დატკბეთ ამ ფილმით. ვფიქრობ, კარგი დრამა იქნება. როლებში: გაი პირსი და ჩემი საყვარელი მსახიობი – ფელისიტი ჯონსი.

23)Before Midnight. ფილმი, რომელსაც ველოდები და ველოდები, ველოდები და ველოდები. ერთი სული მაქვს. ა ხო, მთავარი, სანამ ამას ნახავთ, მანამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ამის ორი წინამორბედი: Before Sunrise და Before Sunset. მთავარ როლებში: ეთან ჰოუკი და ჯული დელფი. მიყვარს ამათი დიალოგები. ერთერთი უსაყვარლესი რომანტიული ფილმებია და ვფიქრობ, მესამეც ასეთი იქნება.

24)Arthur Newman. კოლინ ფერტი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ნიჭირიერი ინგლისელი მსახიობია. ვფიქრობ,ეს კარგი ფილმი იქნება. როლებში: კოლინ ფერტი, ემილი ბლანტი, ენ ჰეჩი.

25)Stand Up Guys. ბებერი მგლები – ალ პაჩინო, კრისტოფერ უოკენი და აარონ არკინი გაუდგნენ გზას. ხოოოოდა…

26)The Way Way Back. მე მიყვარს ჯიმ რაში, მე მიყვარს ჯიმ რაში. ვინც ამერიკულ სიტკომს – Community-ს უყურებს, იმასაც ყვარს სასაცილო დეკანი. ხოლო ვინც ოსკარების ცერემონიალს არ ტოვებს, ალბათ ემახსოვრება ანჯელინა ჯოლის ფეხი. და ისიც ემახსოვრება ერთმა მელოტმა ტიპმა ენჯის სცენაზე დგომის პოზა რომ გააშარჟა. ოსკარის მიღების შემდეგ ნეტ ფაქსონი და ჯიმ რაში ახალი ფილმით ბრუნდებიან. როლებში: სტივ კარელი, ტონი კოლეტი, სემ როკუელი.

27)Wish You Were Here. აი ამ დეტექტიური ჟანრის ფილმსაც ველოდები. თან ჯოელ ეჯერტონი ერთი-ორად ზევით აიწია გეთბბიში თამაშის შემდეგ. მოკლედ, ღირს ყურება.

28) The Immigrant. ეს ფილმი ძალიან საინტერესო იქნება. როლებში: მარიონ კოწილიარდი, ხოაკინ ფენიქსი, ჯერემი რანერი. სამწუხაროდ, ტრეილერი არ აქვს, ასე რომ ვიდეოსთვის ბოდიში.

29)The Best Offer. ეს ფილმი უკვე სამმა ადამიანმა მირჩია და თუ კომენტარებს გადავხედავთ, მხოლოდ დადებითი გამოხმაურება აქვს. აუცილებლად უნდა ვნახო. როლებში: ჯეფრი რაში, ჯიმ სტარჯესი, დონალდ საზერლენდი.

30)The Butler. მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ხოლმე ფილმები თეთრი სახლის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა ვისზეა აქცენტი, მცველზე, მებაღეზე, მზარეულზე, დამლაგებელზე, მძღოლზე თუ უშუალოდ პრეზიდენტზე. თან აქ ობამასაც შეხვდებით და კენედისაც. როლებში: ფორესტ უიტაკერი, ჯეინ ფონდა, ოპრა უინფრი, ალექს პეტიფერი, ვანესა რედგრეივი, ტერენს ჰოვარდი, მერაია ქერი, მაიკლ მერსდენი.

31)As Cool As I Am. რა მალე იზრდება ხალხი, უიმე 😀 ქლერ დეინსი ჯულიეტას როლში ერთი ციცქნა არ იყო??? ამ მაიკლ მერსდენი “ბელა მაფია”-ში ნასტასია კინსკის ძლივს ნაპოვნ შვილად რომ მოგვევლინა?! ახლა კი უკვე მშობლების როლს აძლევენ და ეგ უხარიათ 😀 ეს კარგი ფილმი იქნება, ოჯახური გარჩევებით სავარაუდოდ.

32)Rush. ერთი ფილმი აუცილებლად უნდა იყოს რბოლაზე. 😀 მთავარ როლში: კრის სემსვორტი (ხო, ლაიამის ძმა). პლუს ესეც ბიოგრაფიული ფილმია.

33)Runner Runner. რა კარგი მსახიობი გახდა ეს ჩვენი ბიჭი – ჯასტინი, ახლა უკვე ბენ ეფლექთან თამაშობს და კაზინოში აფერისტობს.

34)Paranoia. აი ისიც ანუ ლაიამ სემსვორტი :D. როლებში: ჰარისონ ფორდი, გარი ოლდმანი, ამბერ ჰარდი.

35)The Secret Life Of Walter Mitty. მიყვარს ასეთი აბდაუბდა ფილმები, ბენ სტილერის სტილშია.

36)The Counselor. აი ეს ფილმი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება. ნუ ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, სხვანაირად წარმოუდგენელია. მაიკლ ფასბენდერი, პენელოპე კრუსი, კამერონ დიაზი, ბრედ პიტი, ხავიერ ბარდემი.

37)August: Osage County. ადამიანები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთად შეიკრიბნენ. მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ჯულიეტ ლუისი, ევან მაკგრეგორი, დერმოტ მალრუნი, კრის კუპერი, სემ შეპარდი, აბიგაილ ბრესლინი, ბენედიქტ კუმბერბაჩი.

38)The Family. ოოო აი განგსტერები ბოლომდე განგსტერებარ რჩებიან. მაგალითად რობერტ დე ნირო (“ერთხელ ამერიკაში”) და მიშელ ფაიფერი (“შრამიანი სახე”). ეს კარგი კრიმინალური კომედია არის 😀

39)Prisoners. ერთი ოჯახი სტუმრად მიდის მეორე ოჯახთან. როდესაც ოჯახის ყველაზე პატარა წევრები გარეთ სათანაშოდ გადიან, ისინი აღარ ბრუნდებიან. როლებში: ჰიუ ჯეკმანი, მარია ბელო, ტენენს ჰოვარდი, ვაიოლა დევისი, ჯეიკ ჯილენჰაალი, მარისა ლეო, პოლ დანო.

40) Some Girl(s). რომანტიული კომედია ადამ ბროდის მონაწილეობით. აგრეთვე კრისტენ ბელი და ზოე კაზანი.

41)The Congress. სტანისლავ ლემი ვის უყვარს? 😀 მე ვიცი ასეთი ადამიანი, he’s my ex :D. რობინ რაიტი თავისსავე როლში. ნუ თუმცა ვაღიარებ იმას, რომ ლემი თავის ჟანრში ძალიან კარგია.

42)Adore. ფილმი მეგობრების შესახებ. შემდეგ ერთი მეგობრის შვილს უყვარდება ეს მეგობარი და ბევრი რაღა გავაგრძელო და სიუჟეტი იხლართება. როლებში: რობინ რაიტი, ნაომი ვოტსი. ისე, სულ მინდოდა, რომ ამათ ერთად ეთამაშათ.

43)American Hustle. ისევ აფერისტობა, ისევ კრიმინალი, ისევ კარგი შემადგენლობა. როლებში: რობერტ დე ნირო, ბრედლი კუპერი, კრისტიან ბეილი, ემი ადამსი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯერემი რენერი.

44)Saving Mr. Banks. ვისაც ოდნავ მაინც იზიდავს ვოლტ დისნეის სამყარო, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოს. როლებში: ტომ ჰენკსი, ემა ტომსონი, კოლინ ფარელი, პოლ ჯიამატი.

სულ ეს იყო. ზოგი მათგანი უკვე გამოსულიც არის. იმედია ისიამოვნებთ.
ამასთანავე შეგიძლიათ გადახედოთ წინა პოსტებს.

Advertisements

15 thoughts on “Movies to be seen (ep. 7)

    • სალამი იალინდა 🙂

      ხო “პარანოია” უკვე ნანახი მაქვს კინოში ვნახე და მომეწონა. აი რაც შეეხება “უოლ სტრიტის მგლებს”, მაგას მეც სასწაულად ველოდები. ლეოს და სკორსეზეს ტანდემი მაინც სულ სხვაა ♥

  1. კაი პოსტია, რამდენიმეს კი ვნახავ აქედან:)
    სკარლეტი ჩემი ქალია, შეგიძლიათ გძულდეთ!!! :))

    • ჩემს მთავარ გვერდს შეხედე მირანდუხტ მარცხენა ფლიგელში. 😀
      ხოდა მე მჭირს ასეთი რამ. თან მიყვარს და თან ვერ ვიტან 😀 ისევე, როგორც ლევიტი. სხვა დანარჩენები ან მიყვარს და ან არა. მაგრამ ეს ორი მსახიობი ვერ გავიგე მიყვარს თუ არა. 😀

  2. ძიკაპრიოს და წიმბერლეიკს დაველოდები 🙂
    პალტროუს და იოჰანსონს არა :/ აქვს ორივეს რაღაც ისეთი, რაც არ მომწონს და ვერ ვხვდები რა. და კირა ნაითლის კიდევ 😀

    • ძიკაპრიოს და წიმბერლეიკს მეც ველოდები. მეც ეგრე ვარ სკარლეტზე და ლევიტზე ზუსტად. მომწონს და თან მეზიზღება.

  3. Before Midnight ვნახე უკვე. ტორენტიდან გადმოვწერე, ბანძი ხარისხით და თვალები დავითხარე 😀

  4. აუგუსტ ოსაგას როგორ ველი და გრეის კელის ბიოპიკს ❤ ბევრი საინტერესო ფილმი ჩანს 😉

    • უი გრეის კელის მეც ველოდები, მაგრამ ტრეილერი არ იყო და ამიტომ ვერ დავდე.

    • ui ui ar motyuvde, Rode, banzi filmebia sashinlad 😦 dges normalur filmebs mxolod iranelebi igeben. da zogjer samxret amerikac gamourevs. es amerikuli filmebi kidev gulisamrevi, gadagechili scenarebita da unicho msaxiobebitaa savse. daje De Niro da Michelle Pfeifer-ic ki, kargi ra, mosiarule botox-ebi arian, amati yureba rogor sheizleba 😆

      • ო კარგი ახლა. ეგრეც არ არის. გააცამტვერა ყველა და ყველაფერი.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s