პარიზის მოდის კვირეულის შესახებ წინა პოსტში უკვე დავიწყე საუბარი, თუმცა დღეს მინდა უშუალოდ კონკრეტულ ჩვენებაზე გადავიდე. ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ფრანგულ ბრენდ – Dévastée -ზე. იგი ფრანგი დიზაინერების – ოფელი კლერისა (Ophelie Klere) და ფრანსუა ალარის (Francois Alary) შემოქმედებით ტანდემს წარმოადგენს. Dévastée-მ უკანასკნელი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა 24 სექტემბერს.
როგორც თავად Dévastée აცხადებს, მათი მთავარი მესიჯი არის პრინტი, ძირითადი ფერები კი შავი, თეთრი, ნაცრისფერი. ისინი ინსპირაციის ძებნისას იაპონიას მიადგნენ და ვფიქრობ, რომ არცთუ ამაოდ. მიიჩნევენ, რომ მათი ტანისამოსის ჩამცმელი ჩვეულებრივი ადამიანია და არა ვინმე ცნობილი და პოპულარული. ადამიანი, რომელიც თავისთვის, საიდუმლოდ განმარტოებულია ტოკოის თუ პარიზის პარკებში. ფილმი, მუსიკა ან სურათი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მათ კოლექციას??? ალბათ ისევ რაიმე იაპონური. წარმოიდგინეთ გაზაფხულის მიწურული ტოკიოში. აოიამას სასაფლაო, დილის 5-6 საათი, მზეც ხომ პირველად ამ ქვეყანაში ამოდის. შენც ამ ულამაზეს სასაფლაოში სეირნობ და მასთან ერთად ფხიზლდები და იწყებ მომდევნო დღეს. ტკბები ჩიტების ჟღურტულის სმენით და ყოველივე იდეალურადაა.
ტოკიო მრავალი წელია, ჩემი საოცნებო სამოგზაურო ქალაქია. სულ მეფიქრება ხოლმე მასზე. მერე ჩავრთავ სოფია კოპოლას “Lost In Translation”-ს და იქ ვპოულობ ჩემს იაპონიას. Dévastée-ც ასეა ალბათ. ფრანგულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Air-მაც ხომ ასეთი საუნდტრეკი შეუქმნა ამ არაჩვეულებრივ ფილმს. იაპონიის მშვიდ პარკებსა თუ სასაფლაოებში ინსპირირებული კოლექცია მე პირადად ძალიან მომეწონა.
ჩართეთ მუსიკა, ჩემთან და სკარლეტთან ერთად ისეირნეთ ტოკიოს პარკებში
და ისიამოვნეთ Dévastée-ს ახალი პარიზულ-იაპონური კოლექციით.
რა კარგი ფილმი გამახსენე… 🙂
კოლექცია ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად – კონცეფცია. რა უცნაური დამთხვევაა და როცა სადმე ახალ ქალაქში/ქვეყანაში მივდივარ, ყველგან ვკითხულობ სასაფლაოებს. თუ გამიმართლებს და გაზაფხულია, მთლად კარგი, თუ არა და ისინი ყველა სეზონზე ლამაზია. ბოლოს მე და ლაშა სტოკჰოლმის ცნობილ ვუდლენდის სასაფლაოზე ვიყავით. ნიავი იყო და ტირიფები.
ეგ ფილმი ისე მიყვარს, ისე, ისე. არასოდეს მბეზრდება. კოლექცია მეც ძალიან მომეწონა. სადა და ამავდროულად ამბიციური. მეც მაინტერესებს ხოლმე სასაფლაოები. ერთი პარიზის სასაფლაოზე ვერ მოვასწარი წასვლა. დრო გვქონდა სასწაულად ცოტა. უი სტოქჰოლმი… ლამაზი იყო???
http://kokinia.blogspot.com/2012/09/a-trip-to-stockholm.html
http://ermonia.blogspot.com/2012/09/sky-over-stockholm.html
http://kokinia.blogspot.com/2012/09/filmstaden.html
უი ჩავუჯდები. დიდი მადლობა.