La salutation

როდესაც სრულიად შემთხვევით მივიღე შემოთავაზება პარიზში გამგზავრების შესახებ, ჯერ გავიცინე, შემდეგ გადავიხარხარე, შემდეგ კი გავიღიმე. ხო, ალბათ თანმიმდევრობა სხვაგვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის და რეაქციაც შესაბამისი მქონდა. არადა ახლაც მეცინება. როგორ უნდა გავემგზავრო ქვეყანაში, რომელიც დასანახად მეზიზღება. ფეხბურთი – ზიდან-ლიზარაზუ-ბარტეზიანად (ზიდანისთვის დღემდე ვერ მიპატიებია მატერაცის გულში თავის ჩარტყმა), ხალხია და ცივი, ცხვირაწეული. ენაა და ჟღვტნ, შხშლ, ნუ მოკლედ ყოვლად ულამაზო. ფილმებით კი, ამ პუნქტებიდან გამომდინარე, აღარ დავინტერესებულვარ. როდესაც “Amelie” გამოვიდა კინოთეატრში, მახსოვს ვიღაცასთან ვაპროტესტებდი, ეს რაღაც ფრანგული ფილმი რატომ ჩამოიტანეს-მეთქი (წლების შემდეგ ეს ფილმი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი ფილმი ხდება :P). ნუ მოკლედ, პათოსი გასაგებია.

მალტიდან ჩამოსულს აღარ მეგონა, თუ ამ წელს კიდევ გავიდოდი ქვეყნიდან. თებერვალში, როდესაც იტალიის საელჩოში (მალტის ვიზას იტალიის საელჩო იძლევა) 6 თვიანი ვიზა ჩამირყეს 1 კვირიანის მაგივრად, ჩავილაპარაკე, რა ჯანდაბად მინდა 6 თვიანი, წელს მაინც არ წავალ-მეთქი. მაგრამ თურმე სად ვარ :))

ყველაფერმა ჩაიარა, საელჩოში არც მივსულვარ, ვიზა პასპორტში მაქვს და ბილეთები – ხელში. ვდგავარ აეროპორტში, “ვაcheckინებ”, თვალების აქეთ-იქით ცეცებასა და უცხოელებზე დაკვირვებაში გამყავს რეგისტრაციამდე დარჩენილი საათები. არა, საათები აღარ, წუთები. ვიმგზავრეთ არა უშავს. სამომავლოდ ვიცი, რომ Pegasus-ს არ უნდა მივეკარო. არც აქეთ და არც იქით არ მომეწონა. ჯაყჯაყი, ვიწრო სავარძლები, ფასიანი საკვები, უსაფრთხოების ზომების ახსნა საშინელი ინგლისურით, პლუს არა სტიუარდესას, არამედ მონიტორზე გამოსახული 3-4 წლის ბავშვების მიერ. ნუ მოკლედ.

ჩავფრინდით. ენა აბსოლუტურად უცხო. განწყობა ისეთივე, როგორც პირველ აბზაცში. ანუ “აუ ხო, რავი პარიზში მივფრინავ და რავიცი აბა” და ყველას შეშფოთებული სახე “გოგო რას ამბობ, პარიზზე ეგეთ რამეს როგორ ამბობ? ულამაზესია” მე ისევ მეღიმება და ჩემთვის ვფიქრობ, “მოდი, აღარ ვიტყვი, რომ მეზიზღება, თორემ ყველა შეშფოთებულ მზერას მაპყრობს”.

მაშ ასე.
პოსტები პარიზის შესახებ გახსნილად გამომიცხადებია 😛

Advertisements

12 thoughts on “La salutation

  1. აჰა, ესე იგი 2 საათის სავალზე იმყოფები ჩემგან. საინტერესოა 🙂 პეგასუსს მეც ვერ ვიტან. ველი ახალ პოსტებს პარიზიდან … :*

  2. ჰმ.. 25ში ღამე მეც პეგასუსით ვიფრინე და მაგ ბავშვების ახსნილ უსაფრთხოების წესებზე მაგრად ვიცინე.. ნეტავ ერთად ხომ არ ვიმგზავრეთ? (რამდენი დამთხვევებია ჩვენს შორის, ღმერთო ჩემო)

    • ვაიმე გადავირევი რა. შენ მგონი ჩემი ორეული ხარ და ჯერ არ ვიცით ამის შესახებ. :)))))))))

      ეგ რა შუაშია და მიხარია, ჩემს ბლოგს რომ სტუმრობ 🙂
      მე 7 ივლისს გავფრინდი.

      • რა თქმა უნდა, ვსტუმრობ შენს ბლოგს და მიხარია ხოლმე, როცა რიდერში შენგან ახალი პოსტი მხვდება ))))

    • რატომ დაგასლოკინა, ერთი ეგეც მითხარი 😀

      მაააადლობა ❤

      • ზიდანის იმას ვსაყვედურობ, პროვოკატორს რომ აჰყვა. შენ, ეჭვი მაქვს, სხვა ტრიბუნიდან უყურებ ამ ყველაფერს 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s