Happy birthday

Meanwhile… მიყვარს ეს სიტყვა. Sex And the city-დან Carrie-ს გადამკიდე ამოვიჩემე. თან ქართულადაც რა ზუსტად ითარგმნება: ამასობაში.  :)))))

ხოდა ამასობაში ჩემი ბლოგი დღეს – 27 ოქტომბერს 6 წლის შესრულდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაჩემს, რომ გამაჩინა, დას, სულ ნერვებს რომ მიშლიდა, პროდუსერებს, რეჟისორებს, კინოაკადემ… აა უი, უცბად სხვაგან წარმოვიდგინე თავი 😀
ხოდა აი მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამსახურში საკმაოდ რთული დღე მქონდა და რაღაცაზე ვინერვიულე კიდევაც, მერე ვიტირე, მერე თავს შემოვულაწუნე, ახლა მაინც ვცდილობ კარგი განწყობა შევინარჩუნო. ავად თუ კარგად ჩემი ბლოგის მე-6 წელი ჩავათავე.

პროლოგისეული ბევრი წერტილით არის ჩემი პირველი პოსტი. ახლა რომ ვკითხულობ, მეცინება :))))
და იდეაში არაერთ პოსტზე მეცინება, მაგრამ კარგია ეს. ცუდი ის იქნება, რომ არ მეცინებოდეს. თუ არ მეცინება, ესე იგი ამ 6 წლის მანძილზე გრამი ჭკუა არ მომმატებია.

მიხარია ის, რომ ერთერთი ძველი ბლოგერი ვარ.
მიხარია ის, რომ გაბოს და ჰექსეს მე ვუბიძგე ბლოგერობისკენ. მათ ბლოგებს რომ ვკითხულობ ხოლმე, მიხარია. აი ის მომენტი მაგონდება, ოთარაანთ ქვრივი გიორგის რომ გაჰყურებს შორს მიმავალს. ხოდა ესენიც შორს წავიდნენ კარგი გაგებით.  და მიხარია, რომ კარგად წერენ.
მიხარია, როდესაც ვინმე ახალი ბლოგერი რჩევას მეკითხება. ანუ მიხარია, თუ მე ვინმეს ვეხმარები და ამით მისი ბლოგის დახვეწაში ვღებულობ მონაწილეობას.
მიხარია, რომ დღეის მდგომარეობით ძალიან ბევრ ქართულ თუ უცხოურ ბლოგს ვადევნებ თვალყურს.
მიხარია ყველა ის ადამიანი, ვინც ბლოგერობიდან გავიცანი. ამ შემთხვევაში მინდა გამოვყო ის ბლოგერები, რომლებიც არ მყავს ფბ-ზე. არ მყავს და სამაგიეროდ აქ შემოსვლისა და წერის უფრო დიდი სტიმული მაქვს.

აგერ ინებებ ბლოგის ფბ გვერდი: https://www.facebook.com/k84ucom

მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ.

უბრალოდ Happy Birthday To Kate’s Universe (aka K84u, aka Kate for you).

Advertisements

27 thoughts on “Happy birthday

  1. Pingback: Kate’s Lucky Number: 7even | Universe

  2. რა კარგია რომ შენი და ჩემი ბლოგის დაბადების დღე ზუსტად 23 ოქტომბერია. უბრალოდ, „ერმონია“ 2 წლით უფროსია შენს ბლოგზე. მოკლედ, გილოცავ, ქეთი. წარმატებებს, მრავალფეროვნებას და ბევრ მკითხველს გისურვებ! :))

    • ჰუმკა ♥ დიდი მადლობა. შენც ასევე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ :2kiss:

  3. ქეთ, გილოცავ და ბევრ წარმატებულ ბლოგერულ წელს გისურვებ! :* მიყვარს შენი ბლოგი ❤

    • ქეთ, ძალიან დიდი მადლობა.

      ვაიმე როგორ მიყვარხართ ყველანი ❤

  4. გილოცავ ქეიტ!
    ჰისურვებ ბევრ პოსტებს და უფრო ბევრ მკითხველს!!!

    ლავიუ! ❤

  5. ქეთევააან , გილოცავ. მიხარია რომ გიხარია 🙂
    შენი ერთგული მკითხველი :*

  6. გიიილოცავ 🙂 ბეევრი, მკითხველი, ბეევრი საინტერესო პოსტი და ბეევრი იდეა სამაგისოდ 😉 გილოცააავ

  7. გილოცავ და ვულოცავ! 😀 ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და დიდი სურვილი მაქვს, უფრო ხშირ-ხშირად ვნახო ახალი პოსტები 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s