ახალი

ახალი წელი, ფურცელი, პოსტი…
ყველაფერი ისე მეზარება, თითქოს გილიოტინაზე მიმათრევდეს ვინმე.
მმმ… განწყობა??? სრულიად არა-საახალწლო. ისე მიილია 2013 წელი და ისე მომეპარა 2014, რომ არაფერი მიგრძვნია. არც სიხარული, არც ბედნიერება. არ მინდა მჯეროდეს, რომ ბედნიერების განცდის მომენტი გამიქრა ან დამიქვეითდა. უბრალოდ, ალბათ ბევრი რამის მიმართ გავხდი ფრიგიდული და უემოციო. ხო აი ჩემი უემოციობა ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს, მაგრამ მაინც.

ისე აი ჩემს ემოციურობაზე გამახსენდა სრულიად ჩემი ხასიათი. იმდენ ადამიანს უთქვამს განსხვავებული და უცნაური ხარო, ბოლოს მეც დავიჯერე. ოღონდ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ჩემი განსხვავებულობა ან უცნაურობა, ვერ გამიგია. ამ ეტაპზე ჩემი ხასიათის მხოლოდ ერთ მახასიათებელს – რომანტიზმს ვაკვირდები. თურმე ეგეც სხვანაირი მაქვს. ეს ჩემმა დაკვირვებულობამ აღმომაჩენინა, “იმდენი ადამიანი” არ ჩართულა ამ ამბავში.

ჯერ ვერ ვეგუები იმას, რომ ახალი წელი დადგა. 2013 წლის სექტემბერი მგონია ჯერ, როდესაც ვაპირებ პოსტის დაწერას, სახელწოდებით “my summer is gone”. არ ვიცი მომავალში რა იქნება შეგუების მხრივ. აქ უნდა იდოს ჩემი ვერცხლისფერი ნაძვის ხის სურათი, მაგრამ დამეზარა გადაღებაც და დადებაც. ხოდა წარმოიდგინეთ პატარა, ვერცხლისფერი ნაძვის ხე ჩემ მიერ შეძენილი ჭრელი სათამაშოებით. ერთგვარი ტრადიცია მაქვს, რომ ყოველი დეკემბრის ბოლოს რამე ახალი სათამაშო შევიძინო ნაძვის ხისთვის. წელსაც შევასრულე. ისე, რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო პატარავდება ნაძვის ხე და ეს არ მომწონს. ვოცნებობ, რომ ჩემს სახლში ყოველ ახალ წელს იდგას დიდი ნაძვის ხე უამრავი სათამაშოთი თუ წვიმით დატვირთული. კიდევ მინდა ბევრი ხალხი და ბევრი საჩუქარი ერთმანეთისთვის. წელს არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩემები სტუმრად იყვნენ და მე სრულიად მარტო შევეგებე ცხენის წელიწადს. გული რომ დამწყდა ამის გამო, ვიტირე კიდევაც, რასაც ბებიაჩემი მიმიხვდა ტელეფონზე მოლოცვისას. ნუ მოკლედ.

შეჯამებაც მეზარება პრინციპში, მაგრამ აზრებს მოვუყრი თავს.

მოგზაურობა: 2013 წელს ვიყავი მალტასა და საფრანგეთში. ორივემ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მალტის შესახებ ცალკე პოსტიც კი მაქვს დაწერილი და თავს აღარ შეგაწყენთ. რაც შეეხება, საფრანგეთს, პარიზში ვიყავი მხოლოდ და მის შესახებ პოსტების მთელ სერიას ვგეგმავ. ერთი ეგაა მუზა შვებულებაში გავუშვი და რომ დაბრუნდება, მეც დავიწყებ ამ სერიებს.

სამსახური: ბოლო რამდენიმე წელია, ეს პუნქტი ჩემთვის ყველაზე რთული პუნქტია. მეტი მინდა, მეტი. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისგან და ვცდილობ ყველაფერს. მაქსიმალურად ვიხარჯები. ყველაფერს გვერდზე ვდებ, რომ ამ პუნქტში მეტს მივაღწიო. ნერვები მეშლება, როდესაც არ ჩანს ჩემი მცდელობები და მერე ისევ მე ვდგები ცუდ ხასიათზე. 99 კარგი თუ გავაკეთე და 1 შემეშალა, ის 1 შეცდომა ჩანს სხვის თვალში მხოლოდ. ამას კი ისევ და ისევ, მე განვიცდი.

სტაჟირება: კი. ამასაც ვახერხებ სამსახურის პარალელურად. ერთ-ერთ ფოლკლორულ ანსამბლში ვარ. 19 დეკემბერს ფილარმონიაში კონცერტი გვქონდა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა და მე მიხარია ჩემის მხრივ იმ წვლილის შეტანისთვის, რაც ძალიან წაადგა კოლექტივს. პლუს, facebook & youtube არხების განვითარება სრულიად მე მეხება და ყოველი “ლაიქი” ჩემს გულს ახარებს. ახლა ვისვენებ 20 იანვრამდე და ლამისაა კედლებზე გავიდე, ისე მენატრება თითოეული ქართული ცეკვა. განსაკუთრებით კი ხორუმი და ჩვენი საფირმო მარულა. ასევე, ძალიან მენატრება თითოეული მოცეკვავე. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ყველა მათგანს.

ტრეინინგი: კი, ამასაც ვახერხებ როგორღაც. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი და მაცკა შემომიჩნდა. დავდივარ Cambridge Study-ში და ვეუფლები საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიულ მენეჯმენტს. ლექტორები არიან არაჩვეულებრივები. ზოგს ვიცნობდი აქამდე პირადად, ზოგის შესახებ მხოლოდ შორიდან მქონდა გაგონილი. მაქსიმალურად ვცდილობ, ინფორმაცია შევისრუტო. ვარ საკმაოდ აქტიური, ვსვამ კითხვებს და მაქსიმალურად ვერთვები ყველა დისკუსიაში თუ სხვა სახის აქტივობაში. ყველაფერი, რასაც ყვებიან უაღრესად საინტერესოა. ახლა ვფიქრობდი, რომელი ლექცია იყო ყველაზე საინტერესო, მაგრამ გახსენებისას ყველა მათგანი მომაგონდა. სტუდენტებიც ასევე ძალიან კარგები არიან. ყველა თავისებურად ინდივიდუალური, განსხვავებული და საინტერესონი არიან. ყოველი სალექციო დღე მახარებს და მსიამოვნებს. სახლში მომავალს, ჩემს Ipod-ის playlist-საც ეტყობა ეს. ღამე რომ გამაღვიძოს ვინმემ და მკითხოს, რა ხდება შენს ცხოვრებაში სასიამოვნო და სასიხარულოო, უპირველეს ყოვლისა, ამ ტრეინინგს დავასახელებ. ვისურვებ, რომ დამთავრების შემდეგაც შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს და ვიკონტაქტოთ შეძლებისდაგვარად. თუ დაინტერესდით, გეტყვით იმას, რომ არ ინანებთ. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ პიარის PR-ის შესახებ. საკონტაქტო აგერაა.

პირადი ცხოვრება: აქ არ ვიცი რა ხდება. უფრო სწორად, აქ არის ქაოსი. და ამ ქაოსის ერთერთი პუნქტი არის ჩემი რთული ხასიათის თმენა იმ ადამიანის მიერ, რომელიც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ზუსტად <em>1 თვის წინ, 13 დეკემბერს</em> და დღესდღეობით ჩემი გონებისა და გულის ნაწილი აქვს ოკუპირებული. ჯერ არის გაურკვეველი აზრები ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად რისიც მეშინია – ჩემი არაპროგნოზირებადი, არაერთგვაროვანი, ემოციური, მოულოდნელი ქცევებია. ვშორდებით კვირაში რამდენჯერმე და მე რომ გავიფიქრებ, აი მოვრჩით, ის თითქოს იმ დღეს მასვენებსო და მეორე დღეს ისეთი განწყობით მწერს, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარაო. ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ. ველოდები, როდის აფეთქდება. ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოთმინების დიდი უნარი გააჩნია. ამიტომაცაა ეს ადამიანი ჩემი. Вот так :))

სურვილი: ყველაფერი ის, რაც ამ ასანთის ღერს ჩავუთქვი. და უფრო მეტი, რაც ამ დღეებში მომინდა.

ესეც ყველაზე universal სიმღერა თქვენ.
Kate for you (K84u)

Advertisements

10 thoughts on “ახალი

  1. გილოცავ ქეთ ახალ წელს, გასული წელი კი მართლა მშვენიერი გქონია 🙂

    • კი ნამდვილად.

      დიდი მადლობა.
      შენც ასევე, მრავალს დაესწარი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s