Meu País/ჩემი ქვეყანა

meu-pac3ads-posterგიფიქრიათ იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც დედმამიშვილები თავ-თავიანთ გზაზე მიდიან? მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. ზედმეტად ხშირადაც. აი ახლაც კი დავფიქრდი იმაზე, თუ სად ვიქნები მე წლების შემდეგ და სად იქნება ჩემი და. ნეტავ ჩემს შვილს როგორი სიახლოვის ურთიერთობა ექნება ჩემს დისშვილ – გიორგისთან. შემდეგ ამ აზრს გონებაშივე ვხურავ და აღარ ვუბრუნდები. ამაზე ფიქრის მეშინია. ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცი რა შეიძლება იყოს მომდევნო გაელვება გონებაში.

ძალიან ბევრი ნანახი ფილმის ორომტრიალში, ეს ფილმი ის ერთერთია, რომელიც მარტივია და ამავდროულად ძალიან ემოციური. როგორც რეჟისორი ანდრე რისტუმი (Andre Ristum) გვეუბნება, ამ ფილმში თქვენ ვერც “ექშენს” ნახავთ, ვერც სპეც-ეფექტებს და ვერც ზედმეტ, გარე ელემენტებს. ზუსტად ამიტომ ისეთი უაღრესად ნიჭიერი ადამიანები იყო საჭირო,როგორები ამ ფილმში მოვიწვიეო. თან რისტუმი ამ ფილმის სცენარზე 2 წელი მუშაობდა და მსახიობების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა.

310420_168236583266080_1062639391_nმსახიობები? მმმ…აი ისინი, ვინც ძალიან მიყვარს. როდრიგო სანტორო (Rodrigo Santoro), კაუა რეიმონდი (Cauã Reymond) და დებორა ფალაბელა (Débora Falabella). თქვენი არ ვიცი და მე სამივეს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ცოდვა გამხელილი სჯობს და დავწერ იმას, რომ ბავშვობიდან ვუყურებ ბრაზილიურ სერიალებს. სამივე მათგანი ბრაზილიურ სერიალებში თამაშობს და ძალიან მიყვარს. როდრიგოც კი, რომელიც ვიღაცამ “შანელი”-ს სუნამოს რეკლამირებაში შენიშნა ნიკოლ კიდმანთან ერთად,რომელიც ბაზ ლურმანმა გადაიღო ან ჯენიფერ ლოპესის შეყვარებულობისას , მე უკვე მიყვარდა მანამდე. ვისაც სერიალი “კლონი” გაქვთ ნანახი, იქ დებორაც გეცოდინებათ, ლუკასის შვილს – ნარკომან მელს თამაშობს. აი კაუა “ბრაზილიის გამზირი”-ს ყველაზე სიმპატიური მსახიობია და დებორა მის შეყვარებულს თამაშობს. მაგრამ მოდით თავი დავანებოთ სერიალებს. მაგისთვის ხომ არ შეგყარეთ ახლა აქ?! :))))

PicMonkey Collagen

“ჩემი ქვეყანა” არის 2011 წელს გადაღებული ფილმი ოჯახის შესახებ, რომელიც ინგრევა. მარკოსი (სანტორო) იტალიაში მიემგზავრება. იქ წარმატებული კარიერაც აქვს და საყვარელი მეუღლეც. ტიაგო (რეიმონდი) ბრაზილიაშია და მთლიანად გადაშვებულია აზარტულ თამაშებსა და ვალებში. მანუელა (ფალაბელა) კი ამ დროს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. თავს დამტყდარი უბედურება და-ძმებს აერთიანებს. აერთიანებს სურათებითაც, მოგონებებითაც, სახლითაც და რაც ყველაზე მთავარი და განუზომელია – სიყვარულით. თუმცა ერთი ოჯახის გაერთიანება მეორეს სიმყარეს ეჭვქვეშ აყენებს. მარკოსის ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ ძმები მოულოდნელად შეიტყობენ, რომ 24 წლის და ჰყავთ, რომელსაც კლინიკაში უკვე აღარ იტოვებენ. გოგონას უკვე ოჯახური სითბო ესაჭიროება. თუმცა ტიაგოსთვის მანუელას მიღება ძალიან რთულია. არ ესმის, რატომ უნდა მიხედოს ავადმყოფ ნახევარდას.

PicMonkey Collageaa

ფილმი ძალიან ემოციურია და რისტუმს ვეთანხმები. არცერთი ზედმეტი კადრი არ არის. ეს არის ოჯახური ურთიერთობის 90 წუთი, რომელმაც მე პირადად ცრემლებამდე მიმიყვანა. რისტუმი ისე რეალისტურად აგვიღწერს სიუჟეტს, რომ კითხვის ნიშნებს არ გვიტოვებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ მეყო. მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო, უფრო მესიამოვნა ამ ფილმით. თუმცა ემოციურობის მხრივ, თუ ცრემლებამდე მივედი, ესე იგი ფილმმა თავისი საქმე შეასრულა.

PicMonkey Collagea

მიუხედავად ფილმის სახელწოდებისა, ფილმი გვიღვივებს ეჭვს და ჩვენ ზუსტად ვერ ვხვდებით  სად არის სამშობლო. რომელი ქვეყნის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ პატრიოტიზმი: ბრაზილიის, იტალიის თუ რომელიმე სხვა ადგილის მიმართ. და ზუსტად ეს იჭვნეულობა არის ანდრე რისტუმის შთაგონების წყარო. რისტუმს არც ის დაუმალავს, რომ ფილმი ცოტათი ავტობიოგრაფიულიც არის. თვითონ ბრაზილიის მიწას ეკუთვნის, თუმცა სხვა ქვეყანაში გაიზარდა. “მე გრძნობ ამ როლს, რადგან ის ყველგან უცხოდ გრძნობს თავს” – ამბობს რისტუმი, რომელმაც სანტოროს სახით გადაწყვიტა ფილმში შესულიყო და გაერკვია, სად არის მისი ქვეყანა. პახუხს მაყურებელი ფილმის დასრულებისას პოულობს.

PicMonkey Collage

სხვათაშორის, მთავარი როლის შემსრულებელი ზუსტად არის შერჩეული. სხვა რომელიმე იტალიაში გადახვეწილი ბრაზილიელი ისე ვერ შეასრულებდა ამ როლს. იტალიელი მამის შვილი, სანტორო ბავშვობაში ხშირად ისმენდა ბაბუის საუბარს სიყვარულის ენაზე ანუ იტალიურად. აქედან გამომდინარე, ამ მომენტმა კიდევ უფრო მეტად მოანდომა როდრიგოს, დასტური განეცხადებინა ამ როლისთვის. “ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ამ როლმა მე საშუალება მომცა უფრო მეტად ჩავძიებოდი იტალიისა და ბრაზილიის კულტურას” – თქვა როდემ. “მეორე მომენტი, რის გამოც დავთანხმდი ის იყო, რომ ამ ფილმში ხაზგასმული ოჯახის, ქორწინებისა და სიყვარულის ცნება. ამ ყველაფერზე საუბარი ხომ ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს”.

იხილეთ ტრეილერი:

ბრაზილიამ ძალიან თბილად მიიღო ფილმი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იმდენად დიდი, რომ პრიზებიც კი გადასცეს.

PicMonkey Collageaq

ვინაიდან ბრაზილიური ფილმების დეფიციტია online, აგერ დაგიდებთ ტორენტის ლინკს. ფილმი პორტუგალიურად არის, მაგრამ ინგლისური სუბტიტრები აქვს. გირჩევთ ნახოთ, არ ინანებთ.

ესეც ფილმის ძალიან ლამაზი საუნდტრეკი:

Advertisements

10 thoughts on “Meu País/ჩემი ქვეყანა

  1. როდემ თქვა უნდა ვუყურო როდესო, აბა ისე არ გამოვა.
    მადლობა ლინკიზა ;))

    • ნამდვილად. :))))

      და საერთოდაც, შენ სულ დაივიწყე ჩემი ბლოგი :/

  2. გუშინ ეს პოსტი რომ წავიკითხე, გადმოვწერე ფილმი და ზუსტად ახლა მოვრჩი ყურებას.
    ჰოდა, მეც ამატირა – აი, იმ მომენტზე მამას ჩანაწერს რომ უსმენენ…
    არადა, თითქოს არ ვიყავი განწყობილი სენტიმენტალურად და როგორც კი იმ კაცმა სიმღერა დაიწყო, ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა.
    თემას რაც შეეხება, ასეთი ამბები, ერთი შეხედვით, ჰო მარტო სერიალებში და კინოებში ხდება, მაგრამ ზუსტად წელს ჩემს ოჯახშიც დატრიალდა – მოულოდნელად ბიძა აღმომაჩნდა 🙂

    • აუ კი. ზუსტად მაგ მომენტზე ისე ვტიროდი მეც. ძალიან ემოციური მომენტი იყო ეგ სიმღერის მომენტი.
      უი მართლა??? კარგია ეგ. მე ძალიან გამიხარდებოდა, სადმე და ან ძმა რომ მყავდეს.

  3. როდრიგოს ხათრით ღირს ამ ფილმის ნახვა. თან, რა კარგ თემაზე ყოფილა. მადლობა, რომ გაგვაცანი.
    ვალტერ სალესის ფილმშია კიდევ ძალიან კარგი.
    ეს გოგოც მახსოვს კლონიდან. იქ მოკლე თმა ჰქონდა 🙂

    • კი ეგაა დებორა. ახლა კაუა (ტიაგოს როლში ვინც არის) დებორას შეყვარებულს თამაშობს “ბრაზილიის გამზირი” რომ გადის რუსთავზე, აი იქ. ეს ნახე წესით უნდა მოგეწონოს. ვალტერის ფილმი არ ვიცი ჯერ. ახლა ვლაშქრავ ბრაზილიურ ფილმებს. ეს ნახე. წესით მოგეწონება.

  4. ვახ, სად გაქრა ჩემი კომენტარი :/
    მოკლედ, ამას უკვე ვიწერ, ვენდობი რა შენს რევიუს
    და შენ კიდევ, თუ არ გინახავს, სანტოროს 2001 წ ფილმი ნახე, Behind the Sun. ძალიან მძიმე ფილმია, მაგრამ არაჩვეულებრივი ❤

    • კი კი აგერაა ორივე კომენტარი. ხოდა ნახე ეს. მგონი მოგეწონება. რა ვიცი. იმას კიდევ აუცილებლად ვნახავ. უკვე მეორე ხარ, ვინც მირჩია.

    • კი კი ნახე აუცილებლად.
      აუ ეგ ფილმი იმდენმა მირჩია, რომ უეჭველი უნდა ვნახო.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s