Gravity with(out) gravity

წლების წინ, როდესაც ვიღაცამ ცხარე კინემატოგრაფიული კამათისას (ასეთი კამათები ხშირად მაქვს ხოლმე კონკრეტულ FB ჯგუფში გაწევრიანებულ კინომანებთან, ვინაიდან მეც ერთ-ერთი წევრთაგანი ვარ, წლებია) მითხრა, რომ Oscar-ზე ნომინირებით არ განისაზღრვრება ფილმიო, საკმაოდ გამიკვირდა. პოლემიკაში შევედი, რადგან მეგონა, რომ ამერიკის კინოაკადემია ყველაზე სამართლიანი ორგანიზაცია იყო და მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს აჯილდოებდნენ. ამასთანავე, ისიც მეგონა, რომ Oscar-ზე ნომინაცია ძალიან დიდი პატივი იყო და მასზე წარდგენა უკვე ფილმის ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავდა. თუმცაღა, ჩემთან მოკამათე ადამიანის სიტყვების სისწორეში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც “Crash“-მა 3 ოსკარი ჩაიჯიბა. ახლაც კი მახსოვს, კინოთეატრიდან გამოსული ვკითხულობდი ამას როგორ მისცეს ოსკარი-მეთქი.

5419455509168128

ფილმი, რომელზეც მე დღეს მინდა ვისაუბრო, Crash-თან იზიარებს ერთ ადამიანს – სანდრა ბალოკს. სწორედ იმ სანდრა ბალოკს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მისცეს ოსკარი და მთელი სამყარო თუ არა, ნახევარი მაინც გმინავდა, ეს როგორ ქნესო. ბევრი კამათი შეიძლება იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად თამაშობს ის ფილმ “The Blind Side“-ში. პირადად მე ვთვლი, რომ არ იმსახურებდა. მეტიც, მე ვთვლი რომ არც “Gravity”-ში შესრულებული როლისთვის უნდა მისცენ. ის ოსკარს არ იმსახურებს – ცალსახად არ იმსახურებს. თუმცა ამერიკის კინოაკადემია რას გადაწყვეტს, კაცმა არ უწყის. ერთში კი უკვე დავრწმუნდი: ოქროსფერი კაცუნას ფლობის თუ პოტენციური ფლობის რაოდენობით არ უნდა განსაზღვრო ფილმის ავკარგიანობა. სხვანაირად არ მესმის, როგორ შეიძება “გრავიტაცია”-ს ჰქონდეს 10 საოსკარო ნომინაცია და “Inception“-ს ჰქონოდა 8 (აქედან 4 წარმატებულიი).

გრავიტაცია” ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელთან დაკავშირებითაც აზრი ორად გაიყო. იყო სიღრმისეული დებატებიც. “ვარგა-არვარგა”-ს შორის უამრავი ქვე-აზრი დაიბადა, რამაც სანდრა ბალოკის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი მოულბო გული. თუმცაღა არც იმდენად, რომ რომელიმე კინომანს (და მათ შორის მეც) მისთვის “ოსკარი” ემეტებოდეს. ერთ-ორი კურცხალი რომ ვერ მოჰგვრის მას პრემიას, ეს თვითონ ბალოკმა თუ არა, ჩვენ მაინც ვიცით. ამას ემატება ჯორჯ კლუნი. ალბათ ფილმის რეჟისორმა სპეციალურად შეარჩია 2 ცუდი მსახიობი: სანდრა ბალოკი და კლუნი. არ ვიცი, არ ვიცი.

ფილმი არის ძალიან სანახაობრივი. მისი კომპიუტერში ყურება არის ცოდვის კითხვა. მე რომ მცოდნოდა, როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა, აუცილებლად კინოში წავიდოდი. ფილმია ყურების ყოველ მომენტში მქონდა შეგრძნება, თითქოს გულზე მიჭერდა, სუნთქვა მეკვრებოდა და ჟანგბადის უკმარისობა მეც მქონდა სანდრასთან ერთად. უყურებ და ყოველ ახალ მომენტში ახალ სუნთვისშემკვრელ ეპიზოდს ელოდები. ფიქრობ, რომ აი ეს არის ბოლო კადრი და ამით დამთავრდება. და უცბად, ჩნდება მომდევნო ეპიზოდი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გიმძაფრებს ფილმის ყურების, მყარად ჯდომისა და ჟანგბადის ჩასუნთქვის სურვილს.

მაგრამ აქვე იმას დავამატებ, რომ სუარონმა ფილმის გადაღებისას კომერციული გათვლა გააკეთა იდეალურად. ეს არ არის რომანტიული დრამა, რომელსაც ან უყურებ და ან არა. ეს არ არის უბრალო “Action”. ეს არის ფილმი, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან დაიკარგა სახლში ნახვის პირობებში და ალბათ სადღაც ფილმის ფაბულაში სუარონმა მინიშნება გააკეთა, რომ ფილმი კინოგაქირავებიდან დიდი ხანი არ უნდა ჩამოვიდეს. და პრინციპში ძნელია ამაში არ დაეთანხმო. ვფიქრობ, ეფექტი გაცილებით დიდი ექნებოდა, კინოთეატრში რომ მენახა. მთელი დატვირთვა ხომ 3D ფორმატზეა და არა ბალოკისა და კლუნის მინიმალისტურ დიალოგებზე.

არ შემიძლია არ ვახსენო სტივენ პრაისი (Steven Price), რომელმაც არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა ფილმისთვის. შეგეძლო საერთოდ არ გესმინა მსახიობების საუბრისთვის და მუსიკა აკეთებდა ამას მათ მაგივრად. მთელი ფილმი არის მუსიკა და კადრები, რაც საუცხოო ტანდემს ქმნის და ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რასაც უწონადობა ეწოდება.

ფილმის ძლიერი მხარე აშკარად არის მისი ხმის ეფექტები და ზოგადად ტექნიკური მხარე აბსოლუტურად იდეალურია. ამაში ჯილდო ნამდვილად ეკუთვნის. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ფილმი აუცილებლად ნახეთ და აუცილებლად დიდ ეკრანზე.

sandra

Advertisements

7 thoughts on “Gravity with(out) gravity

  1. აუ მე ვერ ვიკაიფე ამ ფილზე :დ ტოესწ, ვიკაიფე მარა ბევრი ძიშოვი მომენტი იყო და თან სანდრას გმირი იყო უკიდეგანოდ ისტერიჩკა, ყოვლად აუტანელი და იმ კაცის გადარჩენასაც შეუძალა ხელი მაგითი

    • ხო, იმ კაცი სგადარჩენას ხელი ნამდვილად შეუშალა ხელი. იმ კაცისთვის უნდა დაეჯერებინა იმ მომენტში.

      ხოდა ისტერიჩკა რა ვიცი აბა. ჩემი თავი წარმოვიგდინე იმის ადგილზე და კიდევ კარგად გადაიტანა ყველაფერი :/

  2. ქეთი, დიმიტრიმაც დაწერა პოსტი ამ ფილმზე გუშინ და იგივეს ვიტყვი:

    “გრავიტაცია” სახლში ვნახე და ოსკარების ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” ( ჯერ არ მინახავს “ამერიქან ჰასლა”, “ფილომენა” და “ის”) ჩემი ფავორიტია. ამ რეჟისორის არაფერი მაქვს ნანახი, ამიტომ მისი შემოქმდების ხაზიდან გამომდინარე ფილმს ვერ შევაფასებ.
    სიმართლე გითხრა, მე სულ არ მიმიქცევია ყურადღება რელიგიური სიმბოლიკისთვის და ის აღვიქვი, როგორც ჩვეულებრივი დამატება. მთელი ფილმი გატაცებული ვიყავი კოსმოსის შესწავლით. რა ხდება იქ, როგორ მოიაზრებს ადამიანი თავის თავს, რა ემართება, რაზე ფიქრობს. და მე რას გავაკეთებდი მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი. სწორედ ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება ვარკვლავურ სახელებს, ფილმის ჰეფი ენდს და სხვა ჰოლივიდურ მხარეებს.
    მომეწონა ის იდეა, რომ უწონადობა არის ერთადერთი სივრცე, სადაც ადამიანი ყველა დედამიწისეული სოციალური სტატუსისგან თავისუფლდება (ეროვნება, პროფესია, რწმენა…) და ბოლომდე შეიგრძნობს მარტოსულობას.

    იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სანდრას ოსკარს არ მისცემენ.
    ან ქეით ბლანშეტი გაიმარჯვებს, ან მერილ სტრიპი.

    • კი, დიტომაც დაწერა. კიდევ გიორგი ხერგიანმაც.

      რაც შეეხება ფილმს, მეც გეთანხმები იმაში, რომ მსგავსი რამეებით ძალიან ვინტერესდებოდი. ანუ როგორია დედამიწა from outer space. როგორია მზის ამოსვლა და ჩასვლა. რა ხდება ღრუბლებსა და ცაში. იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო მსგავსი კადრები.
      არცთუ ისე ჰეფიენდურია ფილმი. არაერთი ადამიანი იღუპება. მაგრამ ისე კი, გეთანხმები, ჰოლივუდს უყვარს happy end-ები. რელიგიის თემა მეც მენიშნა, თუმცა აქ რელიგიაზე მეტად ის რწმენისა და ერთიანობის მომენტია. ანუ ვის როგორ ესმის რწმენა.

      მე იმედს ვიტოვებ, რომ სანდრას არ მისცემენ ოსკარს. ყველაზე მეტად კეიტისთვის და მერილისთვის მინდა. მერილის August: Osage County ვნახე და ეს ქალი მგონი არ არის დედამიწელი. სასწაულად თამაშობს ❤

      • ბლანშეტი ძალიან მომეწონა, მაგრამ მერე მერილი რო ვნახე, ისიც ისეთი ძლიერი ნამუშევარია… ორივეს ვგულშემატკივრობ :დ:)

        • ხო აი ბლანშეტი ჯერ არ მინახავს მე და ამ დღეებში ვნახავ. მაგრამ სტრიპი მართლა სასწაულია. რომ ვნახე, გავგიჟდი, ისეთი გარდასახვაა.

  3. Pingback: Gravity with(out) gravity - ქართული ბლოგები

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s