My super-puper twitter

ამ პოსტში ტვიტერი ადრეც ვახსენე,

რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retweeted რაღაცეები რომ მიჩნდება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.

მაშინ ჯერ კიდევ არ “ვენდობოდი” დიდად და საკმაოდ იშვიათად ვსტუმრობდი. შემდეგ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება იმდენად მიიპყრო, რომ “ჯანდაბას, ტვიტერზე ავედევნები”-ს პრინციპით მის პროფილზე შესვლისას Follow-ს დავაჭირე. ეს გოგო ჩემი ბლოგის აქტიურ მკითხველს ეცოდინება. ემინა კუნმულაჟის თითოეულ აფრენას, დაფრენას, ფოტოსესიას თუ ახალ ფეხსაცმელს გაფაციცებული ვადევნებდი თვალყურს. პრინციპში, ინგლისური სლენგურ-ჟარგონული ენით რომ ვთქვა, ემინა ჩემი პირველი, ყველაზე დიდხნიანი და ალბათ ყველაზე მყარი (ანუ სტაბილური)  ტვიტერული “ქრაშია”.  თუმცა-ღა Emina Cunmulaj-იც კი ვერ მაიძულებდა იმას, რომ ტვიტერი ყოველდღიურად შემემოწმებინა.

ბოლო რამდენიმე თვეა, ძალიან შემიყვარდა აქაურობა. განვაახლე “ქუდი”-ც, ფონიც და კიდევ არაერთ ადამიანს თუ კომპანიას ავედევნე. საბოლოო ჯამში მივიღე ის, რომ ყოველდღე შემოვდივარ. დიახ, დიახ – ყოველდღე.

რაღაც მომენტში უფრო მეტად მესაინტერესოება, ვიდრე facebook. აქ არის სიმყუდროვე, სიმშვიდე. არ გხვდება სტატუსები, აქ უფრო მეტად ინფორმაციები დევს და ჩემი აზრით, უფრო სუფთაა. facebook ძირითადად თუ არა, 50%-ით მაინც ნაგვიანია. ძალიან ბევრი ადამიანი (და კი, მეც) ბევრ სისულელეს წერს, რაც იწვევს ტვინის დაღლას. ან შეიძლება ჩემი ტვინი იღლება ადვილად, არ ვიცი. თუმცა-ღა საქართველოში მაინც facebook რჩება ყველაზე პოპულარულ სოციალურ სივრცედ. თორემ რაც მე იმ ხალხს თუ კომპანიებს ვუკვირდები, ვისი მიმდევარი ვარ, ვატყობ, რომ მათ ტვიტერი უფრო უყვართ.

მიზეზი, თუ რატომ სჯობს ტვიტერი პირწიგნაკს ( ასე ვთარგმნი ხოლმე facebook-ს 😀 ) არაერთია.

1) მხოლოდ 140 სიმბოლოს დაწერა შეგიძლია. კი, მესმის, რომ გინდა “ვეფხისტყაოსნის” დაწერა და თავადაც მახასიათებს ხოლმე უშველებელი სტატუსები, მაგრამ “ვეფხისტყაოსნის” დამწერმა დაგვიბარა, გრძელი სიტყვა მოკლედ თქვით და უფრო ლამაზი ნათქვამი გამოგივათო. ამასწინათ, შოთამ (“ვეფხისტყაოსნის” დამწერმა არა 😀 , ჩემმა მეგობარმა) დაწერა ასეთი რამ: “ტვიტში სათქმელს ვერ ატევ? მესმის შენი, მეც ქართველი ვარ” ხო, ეგრეა  😀 მაგრამ პატარა შეტყობინებები უფრო უხდება აქაურობას და არ ტვირთავს.

2) ტვიტერი “იცნობს” ყველას და “იცის” ყველაფერი. არ არსებობს კომპანია, სამთავრობო სექტორი, კინოკომპანია, რესტორანი თუ სხვა ტიპის იურიდიული პირი, რომელსაც ტვიტერი არ ჰქონდეს. ისევე, როგორც არ არსებობს სპორტსმენი, მოდელი, დიზაინერი, მსახიობი, რეჟისორი. აქ არის ყველა და ყველაფერი. ნებისმიერი მათგანის სიახლეები შეგიძლია გაიგო.

3) ტვიტერზე უფრო თავისუფალი ხარ. ზოგადად “თავისუფალი სიტყვა” საქართველოში არ არსებობს, როგორც ასეთი, სამწუხაროდ. მაგრამ მე პირადად აქ უფრო მაქვს “ხმამაღლა” საუბრის გამბედაობა. ამ თავისუფლებასთან ერთად, ვარ გაცილებით მყუდროდ.

4) ტვიტერზე უფრო მარტივია მეგობრების შეძენა.  მაშინ როდესაც FB-ზე ჯერ დამეგობრების მოთხოვნას (Friend Request) უგზავნი სასურველ ადამიანს და შემდეგ ელოდები, დაგამატა თუ არა (ანუ დაგა-accept-ა თუ არა, ანუ დაგა-approve-ა თუ არა). თუ მეგობრებში არ დაგამატა (ანუ თუ დაგა-reject-ა, ანუ თუ დაგაიგნორა (დაგა-ignore-ა)), მაშინ კარგად იყავი, ვერ მიადევნებ ამ ადამიანს თვალს. ტვიტერზე კი საკმარისია აედევნო (ანუ დაუ-follow-ერდე), რომ საშუალება გეძლევა მის ტვიტერულ აქტივობას სრულფასოვნად მიადევნო თვალი.

5) ტვიტერზე ყველა ახალი ამბავი ერთ ფანჯარაშია. ახალი ამბები (ე.წ. news feed) კი, fb-ზეც ეგრევე ნახლდება და აქაც, მაგრამ fb-ზე არ მიჩანს მთავარ გვერდზე. აი ვთქვათ, რომელიმე კომპანიიამ ახალი ამბავი განათავსა: ტვიტერზე ეგრევე ჩანს, ხოლო fb-ზე ხშირად Pages Feed-ში შესვლაა საჭირო.

6) შეგიძლიათ ტვიტების შენახვა. დიახ დიახ. შეგიძლიათ ტვიტები შეინახოთ Pocket-ში ( სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის Rear later-ის ძალიან კარგი პლატფორმა) და თქვენთვის სასურველ დროს ჩაუჯდეთ დატვიტულ ლინკებსა და ინფორმაციებს. მე პირადად ძალიან მიყვარს Pocket (ქართულად ის ნიშნავს “ჯიბე”-ს) და საკმაოდ ხშირად ვიყენებ მას.

7) მისი დიზაინი არის მარტივი. იქედან გამომდინარე, როდესაც დღეს უკვე ყველა ტელეფონშია შემძვრალი, აუცილებელია, რომ ვირტულური სივრცე მალე იტვირთებოდეს. კი, ამით ტვიტერი ნამდვილად სჯობს fb-ს.

8) “ჰეშტეგები” (hashtags). პრიმიტიულად რომ ავხსნა, ეს არის დიეზის (აი ამის #) გამოყენება რომელიმე სიტყვის წინ. fb-ზეც არის, კი. მაგრამ უფრო აქტიურად მას, რა თქმა უნდა, ტვიტერზე იყენებენ. სად იყო fb, მას რომ ტვიტერზე იყენებდნენ 😀 როდესაც მე დავწერ: #ცა არის მოღრუბლული, ეს ჩემი ფრაზა მიაღწევს ყველა იმ ადამიანამდე, ვინც დაძებნის სიტყვა “ცა”-ს. ფაქტიურად, “ცა” გამოდის სიტყვა-გასაღები (Keyword), რომელიც მოიყვანს ვიღაც ტვიტერელს ჩემამდე. და ამ შემთხვევაში ჩემამდე მოსასვლელად სულაც არ არის საჭირო ჩემი და-follow-ერება.

არადა, როდესაც პოსტის წერა დავიწყე, სულაც არ ვაპირებდი, რაიმე შემეცნებითი დამეწერა. უბრალოდ შემდეგ მომაგონდა, რომ ბევრი ადამიანი “არ ვიცი და არ მინდა”-ს პოზიციაშია ტვიტერთან მიმართებაში.

მე ძალიან ბევრ რამეზე თუ ვინმეზე ვარ ადევნებული. მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, მოდელები, ჟურნალები, ტელე-გადაცემები, სერიალები.

მეგობრებიდან გამოვყოფდი ძალიან ჭკვიან ადამიანს (რომ ჩამოვთვალო რამდენი რამე აქვს შესწავლილი, ალბათ თვითონაც დაიბნევა 😀 ასე რომ, სიტყვაზე მენდეთ). მაშ ასე, უბრალოდ შოთა ხინჩაგაშვილი. შოთიკო (ასე მარტო მე ვეძახი მგონი და ვაცოფებ 😀 ) ძირითადად პოსტავს პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე, ხანდახან პირადზეც და ზოგადად, აქტუალურ თემებზე. მისი ტვიტები ხან ინგლისურია, ხან ქართული. უაღრესად საინტერესო ტვიტერელი და უბრალოდ კარგი ტიპია. იყო დრო (აი მაშინ, როდესაც ფორუმიდან გავიცანი ზედმეტად განათლებული ბიჭი, ნიკით “ლიშთოთა”) ვერ მივყვებოდი მის აზრებს, ვერ ვგებულობდი რა პლანეტაზე ცხოვრობდა 😀 . ახლა კი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ტვიტერი მის გარეშე. ხოდა, კარგი ყაზილარია შოთა 😀

lishtot

ცნობილი ადამიანებიდან ამ მომენტისთვის მახსენდება ამერიკელი შოუ-ვუმენი – ელენ დეჯენერესი, რომლის ოსკარების ცერემონიაზე გადაღებულმა სელფშოტმა 3 მილიონზე მეტი retweet  (ანუ გაზიარება, ანუ და-share-ება) იწვნია. ესეც თქვენ ტვიტერის ძალა.

elende

და სანამ მანამ და მანამ სანამ თქვენი მონა-მორჩილი ამ პოსტს წერდა: 

შოთიკო No Smoking კაფეს ეძებდა, რაც მეც მაინტერესებს, როგორც არამწეველს.
hio

ჩემი მეორე მეგობარი – ბექა (რომლის ხელოვნების მახე ერთი-ერთი კარგი თავშესაქცევია ბლოგოსფეროში) ახალი რეჟისორით მოხიბლულა.

hio

გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი (Heidi Klum) “ნერვებს მიშლიდა” თავისი პარიზული სურათებით. არ იცის, რომ მეც ძალიან მინდა საფრანგეთის დედაქალაქში ყოფნა.

hiohiol

იტალიის გუნდის – მილანის ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ გოლი გაიტანა (თუმცა საბოლოოდ გუნდი დამარცხდა პარმასთან 2:4)

hio

და რამდენიმე კარგ სიმღერას მოვუსმინე

hio

ჰოდა რისი თქმა მინდოდა. ამედევნეთ. კარგი ტიპი ვარ 😀

njk

Advertisements

36 thoughts on “My super-puper twitter

  1. ძლივს ნორმალური პოსტი ვნახე თვითერის შესახებ 😀 ძალიან მიყვარს, 2009 წლიდან შევუერთდი და თავიდან მეც ვერ გავუგე, მაგრამ სადღაც 1 წელიწადში ისევ დავუბრუნდი. ბევრი პლუსი აქვს, თუნდაც ის, რომ ზედმეტ ხალხს არ მიყვები და ზრდილობის გამო არ იმატებ ვინმეს. და ეს სიმშვიდე ♥ მეც მართლა მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა თვითერზე შევდივარ. კიდევ ის მომწონს, რომ თვითების გაგზავნა sms-ითაც შეიძლება. ეს Pocket არ ვიცოდი და დავინტერესდი, თუმცა, თვითების შენახვა ისედაც ხომ შეიძლება Favorite-ბში ჩამატებით. და ჰეშთეგებზე მინდოდა მეთქვა, რომ “#ცა არის მოღრუბლული” ჰეშთეგად არ გამოჩნდება, რადგან ჰეშთეგის ქართულად შექმნის ბედნიერება ჯერ არ გვაქვს თვითერზე. ისე, სისულელეების წერაზე გამეცინა 😀 მეც არაერთხელ მიფიქრია, რომ სისულელეებს ვწერ, მაგრამ თვითერზე თავს ვგრძნობ ძალიან თავისუფლად (ფეისბუქისგან განსხვავებით) და რასაც მინდა, იმას ვწერ. ვისაც არ მოსწონს, არც მომყვება და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ბოლო-ბოლო სისულელეების წერა ჯობია იმას, რასაც ქართველების უმეტესობა აკეთებს თვითერში. ვგულისხმობ თვითერის და ფეისბუქის გადაბმას და ლინკების ავტომატურად გაზიარებას. ფეისბუქს რომ გაურბი და თვითერშიც რომ ფეისბუქი გხვდება 😀 მოკლედ, რამდენი ვიბოდიალე 😀 სულ არ მეტყობა, რომ თვითერის მომხმარებელი ვარ 😀 კარგი პოსტია ♥

    • “რამდენი იბოდიალე” კი არა, ძალიან კარგი კომენტარია. დიდი მადლობა ამისთვის.

      ხოდა ხო, მართალი ხარ #ცა არ “გაჰეშტეგდება, რადგან ქართული სიტყვაა. შევცვლი რამე ინგლისური სიტყვით. მაგრამ ზოგადად “გაჰეშტეგება” ეგრე ხდება და მაგის თქმა მინდოდა.

      ხოდა დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. მეც ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ანგარიშები გადაბმული. მე არ მაქვს და არც ვაპირებ.

      სიმშვიდესა და თვისუფლებაში გეთანხმები.

      • პირიქით, დიდი მადლობა ამ პოსტისთვის და კიდევ იმისთვის, რომ Pocket-ის არსებობის შესახებ გამაგებინე 😀 2 დღეა, მუდმივად გახსნილი მაქვს, ძალიან მომწონს 😀

        • კი, Pocket ძალიან კარგი რამეა. იქ ვყრი ხოლმე ლინკებს და მერე ვკითხულობ.

  2. კე, მირჩევნია 🙂 რაღაცნაერად 🙂 ორჯერ დაპოსტილა, აქ ასე ჩანს. რომელიმე მიაშალე 🙂

  3. კარგი არგუმენტებია, გეთანხმები. ბევრად უკეთესი პონტია ტვიტერი, ვიდრე ყბადაღებული ფეისი. თან ისიც მომწონს, უშუალოდ რომ იჭყიტები სელებრითების ცხოვრებაში და შეიძლება რაღაც კითხვაზე გიპასუხონ კიდეც 🙂

    • ვაიმე ხო 😀 😀 გუშინ მსახიობ დეინ კუკს მივულოცე დაბადების დღე 😀
      ხოდა აი ეგ მომწონს ძალიან. ცნობილ ხალხთან ახლოს რომ ხარ 😀

  4. კარგი არგუმენტებია, გეთანხმები. ბევრად უკეთესი პონტია ტვიტერი, ვიდრე ყბადაღებული ფეისი 🙂 ოდესმე მიხვდებიან ამას საქართველოში 🙂

    • ხო იმედია მიხვდებიან.
      ანუ შენც ტვიტერი გირჩევნია ხო???

  5. აი, მე კიდევ ვერაფრით შევიყვარე ტვიტერი… ამ პოსტის მერე კიდევ ერთხელ ვცდი, აბა ))

    • აუ არა, საყვარელია. უბრალოდ ფბ-ს არ ელოდო. საერთოდ სხვა სიტუაციაა. ხომ გეუბნები, მეც ვერ ვუღებდი ალღოს და ახლა ძალიან მიყვარს. ანუ დამუღამება უნდა რა.

  6. Pingback: my super-puper twitter - ქართული ბლოგები

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s