Oscars, Actors, Jared, Jennifer, Selfie, Highlights and Laughs

Oscar”-ის კაცუნები როგორ გადანაწილდა ერთი თვის წინ, ყველამ კარგად იცის. ვის რა კაბა ეცვა, ეგეც. წინა წლებში რომ ზუსტად მსახიობთა ჩაცმულობაზე გავამახვილე ყურადღება. ხოოოოოდა, შესაბამისად, წელს იმ ამბებზე მოგიყვებით, რაც არ იცით. ან შეიძლება იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.

1) ელენ დეჯენერესი (Ellen Degeneres) <3. ძალიან მომეწონა ამერიკის კინოაკადემიის არჩევანი ამ ადამიანზე. “the Ellen’s Show”-ს ერთგული მაყურებელი ვარ და როდესაც გავიგე, რომ ის იქნებოდა ცერემონიის მასპინძელი, ძალიან გამიხარდა. ეს ადამიანი მეტია, ვიდრე უბრალოდ წამყვანი ან stand up კომედიანტი. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდ სიხარულს ანიჭებს ხალხს და მისი ყოველი გადაცემა არის პოზიტივით აღსავსე (გესმით ქართველო წამყვანებო???). გადაცემას ყოველთვის ამთავრებს ფრაზით: “be kind to one another.”

აღსანიშნავია დაჯილდოების გახსნაც:

აპლოდისმენტები ელენ ❤

2) ჯენიფერი ლოურენსი (Jennifer Lawrence) წელსაც წაიქცა, ოღონდ ამჯერად წითელ ხალიჩაზე. და რა თქმა უნდა, ელენმაც იხუმრა მასზე 😀


3) ბენედიქტ კუმბერბაჩმა (Benedict Cumberbatch) U2-ს სურათი “გააფუჭა” 😀

4) ეთან ჰოუკი (Ethan Hawke) საყვარლად ეამბორა ჯული დელფის (Julie Delpy). 3 ფილმი ცოტა ხომ არ არის ❤

86th Annual Academy Awards - Arrivals

5) ჯარედ ლეტოს (Jared Leto) ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ტექსტი. გარდა იმისა, რომ მან დედამისი საღამოს გმირად აქცია, მან ასევე ვენესუელა და უკრაინა გაამხნევა. აგრეთვე თავისი ოსკარი მიუძღვნა შიდსით გარდაცვლილ ადამიანებს.

6) ელენმა გადაიღო პირველი selfie-სურათი შუა ცერემონიაზე, რომელიც გაუშვა ტვიტერზე, ტაგებით: #oscars #blessed

oscars blessed

7) ჯიმ კერიმ (Jim Carrey) გააკეთა ბრიუს დერნის (Bruce Dern) არაჩვეულებრივი პაროდია 😀

8) Pharrell-მა არა მხოლოდ არაჩვეულებრივად შეასრულა მისი ასევე არაჩვეულებრივი სიმღერა “Happy”, არამედ ააცეკვა 3 ნომინანტი ქალბატონი: ლუპიტა ნიონგ’ო (Lupita Nyong’o)

მერილ სტრიპი (Meryl Streep)

და ემი ადამსი (Amy Adams)

8) ელენმა მეორე selfie-სურათი გადაიღო. ამჯერად ლაიზა მინელისთან ერთად.

ellen

და “12 years a slave”-ის მსახიობებთან.

9) მესამე selfie-სურათი, რომელმაც ტვიტერში უკანასკნელი მონაცემებით 3,426,242 გაზიარება ირგუნა.

შედეგი: eleneeee

10) თუმცა ლაიზა მინელი ვერ მოხვდა კადრში მისი სიდაბლის-და გამო.

enhanced-buzz-20376-1393826422-18

11) პიცაც მოვიდა და ბრედ პიტმა (Brad Pitt) დაიწყო თეფშების დარიგება.

12) ჯარედმა თავისი წილი დედამისს მიაწოდა :))

13) ვუპი გოლდბერგი ასეთი წინდების წარსდგა მაყურებლის წინაშე.

14) ელენი ასეთიც იყო 😀

ellen-degeneres

15) ჯეიმი ფოქსი ვერა და ვერ გაჩერდა სცენაზე 😀

16) ამასობაში ელენმა მოიხელთა Pharrell-ის ორიგინალური ქუდი და პიცის ფულის შეგროვებაც დაიწყო 😀

17) ლეოს ფანებს გეძღვნებათ ეს

და გულითადი მილოცვა მისგან მეთიუს (Matthew McConaughey).

enhanced-buzz-31805-1393825442-34

ეს კი ბონუსი:

1
2
1393850737022_jared-leto-anne-hathaway-photobomb

დიდი მადლობა ყველა იმ საიტს, რომელთა დახმარებით მოპოვებულ იქნა ამ პოსტში გამოყენებული სურათები 🙂
მაგალითად http://www.buzzfeed.com/lyapalater/the-best-moments-from-2014-academy-awards და ა.შ.

Advertisements

24 thoughts on “Oscars, Actors, Jared, Jennifer, Selfie, Highlights and Laughs

  1. არა რა უნდა შეჩერდე გაგჟდი ?! ძაან მაგარია. თუ შეგიძლია რატომ უნდა შეწყვიტო. პირიქით, შემოგიერთდება ხალხი დროთა განმავლობაში 😉

  2. გამორიცხული არაფერია. იქნებ მართლაც ახდეს. :))))))))))))) იცი რატომ მიყვარს შენი პოსტები?! ეგეთი ემოციური რომ ხარ. ადმაიანს როცა ვხვდები და ემოციურია, ჩემთვის ის ადამიანი ცხოვრობს მართლა და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რა წვრილმანებსაც შენ აქცევ ყურადღებას, როგორ შეიძლება ვიღაც უცნობის კომენტარმა ეგრე აგაღელვოს რომ ცრემლი წამოგივიდეს. ეს უმაგრესი თვისებაა და ვისურვებდი რომ არასდროს დაკარგო. სწორედ მაგით ხარ,ნუ ერთ-ერთი სხვა მრავალი თვისებებიდან გამორჩეული ყველასგან ჩემთვის. სადღაც , რაღაცნაირად მეც ძალიან მიყვარხარ 🙂 წერა მიჭირს. ჩავიკეტე ეს ბოლო დრო და ჩემი აზრების და განცდების ღიად გამოტანაზე პრობლემები მაქვს. დღიურსაც კი შევეშვი.აუცილებლად შევეცდები დავიწყო ისევ, სტიმული კი მაქვს უკვე 😉 :*

    • აუ მორჩი ახლა გეყო ჩემი ქება-დიდება 😀 უკვე ზედმეტია 😀 😀 მგონი ერთადერთი თვისება, რომელიც 100%-ით გამაჩნია – ემოციურობაა. არ მიხუნდება 😀 არ ვიცი, კარგია ეს თუ არა. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ამას უკვე აღარაფერი ეშველება 😀
      იმდენისგან მესმის, პირადზე ვერ ვწერო, ლამისაა მეც შევჩერდე. იქნებ ზედმეტად ვაკეთებ?! არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში გადავეშვი, თითოეულ მათგანში ჩემი პირადი ამბავი დევს. თუნდაც ემოციების დონეზე. ხოდა, ახლა შენ რომ მეუბნები, ვერ ვწერ და ჩავიკეტეო, არ მომწონს. ან იქნებ ეგრეა საჭირო – არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მე მინდა წერა. ხან კარგად, ხან ცუდად. who cares. 😀 :*

  3. მართლაა? რა მაგარიააა.. აი ახლა ველაპარაკები სკაიპში და მოგიკითხე. მმ .. ენა მოგიტანო ? შენზე რა ვიჭრავეთ ?? კარგი. ცოტას გაგიმხელ.მოვუყევი რომ შენს ბლოგს 2009 წლიდან ვკითხულობ. ჩემი სეხნია ხარ. ჩემთვის ბევრს ნიშნავ, თუმცა არ გიცნობ, მაგრამ რაღაც მნიშვნელობის მატარებელი ხარ ჩემს ცხოვრებაში. რომ პოსტის წერა ხანდახან იმიტომ მინდება, შენ რომ წაიკითხო. რომ ოდესმე შენი გაცნობა მინდა, მაგრამ მეშინია რომ არ გაბანალურდეს ჩემი შენდამი დამოკიდებულება გაცნობის შემდეგ და ეს ყველაფერი არ დაიკარგოს. ჰოო, ამაზე მიპასუხა რომ ურთიერთობა ჩემთვის ბანალური მაშინ ხდება, როცა მას მე თვითონ გავაბანალურებ. ჰმ. საინტერესო მოსაზრებაა. სიმართლე გითხრა ხშირად მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე ოდესღაც. სურათები დამილაგებია წარმოსახვაში რა მოხდებოდა და როგორ იქნებოდა.. ჩემი მეგობარი ლამაზ ისტორიად მიიჩნევს , ეს მომწერა ,, das ist doch ne schöne sache.
    ist immer schön zu wissen das jemand sich für eine interessiert,ganz ohne aussehen und äussere zwang ”
    ესეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება ისე არავისთან მაქვს. ჩემი პირველი ვირტუალური მეგობარი ხარ, თუ შეიძლება კაცმა საერთოდ ამ ყველაფერს მეგობარი უწოდოს. ახლობელი უფრო შეეფერება ალბათ. ნუ რაც არის. მოკლედ, მიხარია რომ არსებობ და წერ.. 🙂

    • ცრემლები მომადგა ამ ყველაფრის წაკითხვისას. ახლა პოსტს ვწერ ბუქარესტზე. ხოდა მანამდე ქვევით პეკინზე ვიყავი რაღაც საქმეზე ჩასული. ფეხით ჩავირბინე და გზაში ვფიქრობდი უცხო ქვეყნების შესახებ. ანუ აი წარმოვიდგინე, რომ გერმანიაში ჩამოვედი და მერე უცებ გამახსენდა, რომ მანდ ხარ. დაგიკავშირდი, მოგძებნე და მერე კაფეში შეგხვდი კიდევაც. და მთელი ის პერიოდი, რაც მე გერმანიაში ვიყავი, სულ ერთად ვატარებდით დროს. აუ რა კარგი იქნებოდა.
      შენი კომენტარები რომ მხვდება აქ, ისე მიხარია. გერმანელს რა ზუსტად უთქვამს. მინდა, რომ ბევრი წერო. ბევრი რამე ვიცოდე შენ შესახებ. შენი ემოციები ძალიან მაინტერესებს. რას ფიქრობ მანდ ყოფნაზე, რა აზრებს გიტოვებს ეგ ქალაქი, რა სიმღერებს უსმენ, რა ხალხთან ურთიერთობ, რა ფილმებს უყურებ და ა.შ. ხოდა წერე. ძალიან მიყვარხარ.

  4. ჰაჰააა თვალებდაჭყეტილი წავიკითხე შენი კომენტარი. არ ვიცი ეგ ფილმი და მომინდა ყურება. მოვძებნი დრო რომ მექნება და ჩავუჯდები. გუშინ ვუყვებოდი ჩემს გერმანელ მეგობარს შენს შესახებ. babysitting -ი გავაკეთე შუა ღამემდე და დილის 8 საათიდან გასული ვიყავი სახლიდან. 2-ზე მოვედი და ტანსაცმლის გახდის თავიც აღარ მქონდა რომ დავწოლილიყავი. შენი პოსტის კითხვას ვაპირებდი, ტელეფონზე ველაპრაკებოდი მეგობარს. ახალი პოსტი დავინახე და ვეღარ მოვიცადე დილამდე. გაუკვირდა , ვერ მიხვდა ნახევრად მკვდარი რატო დავიწყე მაინც კითხვა, როცა მეორე დღეს მთელი დღე მქონდა ყველაფრის მშვიდად გაკეთებისთვის. :)) ავუხსენი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაიგო როგორ მიყვარს შენი პოსტები და რატომ ვერ ვითმენ მეორე დღემდე :))

    • ვაიმე ❤
      არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ჩემზე რომ ესაუბრე. გავსხივოსნდი ❤ არ გიცნობს, მაგრამ მოგიკითხათქო ^_^ რა უთხარი შენ, მომიყევი 😀
      ხოდა, კიდევ ის მახარებს, ასე რომ გიყვარს ჩემი ბლოგი. და მე რომ ვწერ, სულ შენზე მეფიქრება. აი ქეთი შემოვა და წაიკითხავს.

  5. ჰმ. ჯერ უნდა გავიგო შენ როგორ ხარ, მერე გეტყვი მე როგორ ვარ. კითხვას კითხვით რომ მიბრუნებ აქ. 😀
    რავი,ნორმალურად. სტრესული , ყოველდღიური გადამღლელი გრაფიკით,მაგრამ მაინც კმაყოფილი. აი ესე ვარ 🙂 ჰო და მოუცლელი კიდე,მაგრამ შენი პოსტებისთვის მაქვს ყოველთვის დრო 😉

    • რა საყვარელი ხარ. ❤ აი ძალიან.
      თქვენთან შემოვედი, გვანცას და თათიას ახალი პოსტები წავიკითხე. შენი არ იყო. ხოდა არ მეყე კიარადა ანუ არ მეყო ქეთი ანუ 😀
      ჩემკენ არაფერი საერთოდ. შენ გერმანულ რუტინაში მაინც ხარ :))))
      ნეტავ გუგლ მეფით შემეძლოს შენი დანახვა აქედან მანდ. ის ფილმი იცი? "lake house" კიანუ რივზი და სანდრა ბალოკი თამაშობენ. სხვადასხვა დროებში არიან და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ერთ ეპიზოდში სანდრა კიანუს უყურებს შორიდან და გულში ფიქრობს: "ფრთხილად, ახლა არ გადაჭრა ქუჩა, მანქანა დაგეჯახება". მოკლედ, რას მოვაყოლე. მინდა ასე დაგყურებდე და ვნახულობდე რას აკეთებ.
      შენ ერთერთი საყვარელი სტუმარი ხარ აქაურობის. ხომ იცი?!

    • ქეთუსი ❤
      როგორ მიხარია ხოლმე ასე რომ შემოდიხარ.
      შენ როგორ ხარ?
      რა ხდება შენკენ???

    • კი ოფრა ხელოვნურიც ჩანს და არ მევასება დიდად. მგონია, რომ მოსნობო ტიპაჟია მიუხედავად მისი ქცელმოქმედებისა.

    • უიი დიდი მადლობა ❤

      ჩაცმულობებსა და გამარჯვებულებს ხომ სჯობს?

  6. რაღაცეები ვიცოდი, ცხადია, რაღაცეები არა. აი, ვუპის წინდების და ჯიმ კერის ამბავი არ ვიცოდი ))
    ლეოს მილოცვა რამდენად გულითადი იყო, საკითხავი აი ეგ არის )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s