ახლა რომ ვფიქრობ, თუ ვინ შეიძლება მისნაირი საყვარელი ადამიანი მეგულებოდეს აპენინებზე – ვერავის ვიხსენებ. ცნობილი მამის შვილობა ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შენც კარგი უნდა იყო. ხოლო თუ მის საქმეს აგრძელებ, მითუმეტეს.
ეს არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს გაუცვლია საკუთარი ქალაქი და კლუბი სხვა ადგილზე. მან 31 წელი გაატარა “მილანი”-ს შემადგელობაში: 7 და 24! გაიტანა 29 გოლი, რაც მცველის პირობაზე საკმაოდ კარგი შედეგია. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღარც მალდინი თამაშობს და აღარც მისი მეწყვილე ალესანდრო ნესტა, იტალიის ნაკრებიც გამოეთიშა მსოფლიო თასს და მილანიც ისე ხშირად ვეღარ იგებს, იტალიის ნაკლები თუ მილანის კლუბი მაინც განთქმულია ე.წ. იტალიური დაცვით ან სხვანაირად რომ ვთქვა, მალდინის სკოლით.
გარდა საუცხოო მცველისა, ის ასევე ცნობილია საოცარი სულგრძელობით, სიმშვიდითა და ჯენტლმენური თვისებებით. ის “il capitano” იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლუბის თუ ნაკრების კაპიტნობა ებარა, არამედ იმიტომაც, რომ ზრუნავდა საკუთარ ფეხბურთელებზე. ისე, როგორც ამას ახლა ჯანლუიჯი ბუფონი აკეთებს, რომელიც, ჩემის აზრით, არანაკლებად კარგი ფეხბურთელია.
დღეს პაოლო მალდინის დაბადების დღეა და მას 46 წელი შეუსრულდა.
მენატრება მისი თამაშის პერიოდი და მენანება, რომ დღეს იტალიას არავინ ჰყავს მისნაირი.
დღეს FIFA-მ პატივით მოიხსენია პაოლო და სტატიაც მიუძღვნა.
http://www.fifa.com/classicfootball/players/player=174730/
მე კი ამ ვიდეოს ვუყურე და ცრემლები მომადგა.
რაფერ გყვარებია :))))
მე მომწონდა ბაღნობაში ნიკოლა ბერტი იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მერაბ ნინიძეს გავდა! :))))))
თბილისში რომ ამბობენ – “მალძინი” ამაზე ვგიჟდები :)))
ერთ ფოტოზე რა პრიჩო აქვს, არა ? :)))
მალძინის უნდა უყურო და თან სვამდე მარწინის.
აუ კი, ძალიან მიყვარს. 😀
უი ვნახო აბა ნიკოლა ბერტი. არ ვიცი ეგ. აუ ნინიძე მეც ძალიან მომწონს.
“მალძინი” და “გოწიე” 😀
რომელზე აბა???
აჰამ.
ქვეიდან მეორეზე 🙂 შუაზე გადაყოფილი :))) მაშინ ასე იყო მოდაში.
ქვევიდან მეორეში ბურძგლაა 😀
და ვაბშე რაც ასაკში შევიდა, უფრო სიმპატიური გახდა.
პირველ სურათში არის საოცრება ❤