I Wanna Go

😦

ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ თბილისს ჭკუიდან გადავყავარ.
უკვე ძალიან დავიღალე.
არა, ნელ-ნელა არა. წასვლა ადრეც მინდოდა, მაგრამ შემდეგ მაინც ვჩერდებოდი მთელი რიგი მიზეზების გამო.
ჩემი 8 მეგობარი წასულია საზღვარგარეთ და იქ ზოგი სწავლობს, ზოგი – მუშაობს.
სულ თვალყურს ვადევნებ მათ იქაურ ცხოვრებას და მიხარია მათი წარმატება.

ძალიან მინდა, შემდეგ ვდუნდები და არაფერი, ვჩერდები.
ვიღაცამ მითხრა ადრე; ესე იგი სათანადოდ არ გინდაო. მინდა! უბრალოდ ბევრი შემაფერხებელი მიზეზია, რის გამოც იძულებული ვარ, გავჩერდე.
თუ არსებობს უბედურება და მოწყენილობა, მათ მეორენაირად “თბილისში ცხოვრება” ეწოდებათ.
Jesus.

სასიამოვნო კვირა საღამოს გისურვებთ ყველას.

Advertisements

11 thoughts on “I Wanna Go

  1. რა შუაშია ამ თემასთან, მაგრამ მომენატრა აქაურობა. თან დიზაინიც შეგიცვლია და მომწონს!

  2. საზღვარგარეთ ცხოვრება იოლი არ არის, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თან შენს გარემოს თბილისში 5 თითივით იცნობ, საზღვარგარეთ კი ყველაფრის ფაქტიურად ნოლიდან დაწყება სჭირდება. მაგრამ თუ სურვილია იქ ხერხიც მოიძებნება. არსებობს სხვადასხვა პროგრამები, გააჩნია შენ რა მიზნები გაქვს. წარმატებებს გისურვებ!

    • კი მართალი ხარ.
      ყველაზე მეტად სასწავლებლად მინდა წასვლა. ნუ, ბონუსად თუ ვიმუშავებ კიდევაც, მთლად კარგი იქნება.
      უფასო პროგრამებს ვეძებ და ვერ მივაგენი ჯერ კარგს.

      • სამუშაო ვიზა ძალიან ჭირს, მაგრამ სასწავლებად კარგი იდეაა, რატომაც არ უნდა სინჯო. მაგალითად არის DAAD-ის პროგრამა გერმნაიაში სასწავლებლად. უმეტესწილად პროგრამები გერმანულადაა მაგრამ ინგლისურენოვანებსაც სთავაზობენ. შეგიძლია მათ გვერდზე მოიძიო მეტი ინფორმაცია.

        • დაადზე ადრე ვცადე და ქულები დამაკლდა.
          მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ასეა თუ ისე, ვიცი და თან გოეთეშიც დავდიოდი, ამჯერად ინგლისურენოვანი მირჩევნია.
          კი ვნახავ.
          კიდევ სხვაც ხომ არ გეგულება???
          გუგლში კი ვიქექები, მაგრამ მაინც.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s