Biaff: Lost in Karastan

ყოვეთვის მოგზაურობისას, რომელიმე უცხო ქვეყნის უცხო აეროპორტში ჩასვლისას ვფიქრობ ხოლმე, რამე გაუთვალისწინებელი, უცნაური და უსიამოვნო არ შემემთხვეს. პასპორტი და ჩანთა მყარად მიჭირავს და მთლიანად მობილიზებული ვარ. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც სიურპრიზებისთვის არ მცხელა. თუმცა, სიურპრიზებს რა გამოლევს და მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში.
რას წარმოვიდგენდი, თუ თავგადასავლები კარასტანში ჩასვლისას მელოდა.
გამარჯობა, მე ემილ ფორესტერი ვარ. ძირითადად ინგლისელი რეჟისორი, არაძირითადად კი მშვიდი ადამიანი, რომელიც მისდევს ცხოვრების ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ტემპს. ბოჰემა და სიგიჟეები საჩემო არ არის. სადმე რომელიმე წვეულებაზე ყოფნას მე მირჩევნია ჩემი ძაღლი ვასეირნო ლონდონის ბინდიან ქუჩებში. სევდიანიც ვარ, კი. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. სხვანაირი როგორი იქნება ადამიანი, რომლის ქვეყანაში ძირითადად ცივი ამინდებია?!

კარასტანის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. ამიტომ ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დილის რომელიღაც საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ქალის სასიამოვნო და მშვიდმა ხმამ მის ქვეყანაში დამპატიჟა. რა უცნაურია არა? იღებ ფილმს, ხდები ცნობადი და ახლა უკვე ყველამ იცის შენი ტელეფონის ნომერი. წესიერად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ერთი ის გავიგე, რომ კარასტანში ფილმების ფესტივალზე უნდა ჩავსულიყავი. კარგი, წავალ, ცოტას გარემოს შევიცვლი. ცოლთან განშორების შემდეგ ეს ნამდვილად მჭირდება.

აეროპორტში დროზე გამოვცხადდი. ფრენასაც არაუშავდა. გზად ჩემს სახლსა და ძაღლზე ვფიქრობდი, არ მიყვარს ქვეყნიდან დიდი ხნით გასვლა და იმედი მაქვს, მალე მოვახერხებ დაბრუნებას. ჩავედი! აეროპორტი დიდი არაფერი, როგორც ვხვდები, ქვეყანა საკმაოდ ღარიბია. ნებისმიერი ქვეყნის სახე არის მისი აეროპორტი. თუმცა ეგ არაფერი, ყველას ხომ არ ექნება Heathrow-სნაირი შენობა-ნაგებობა. პასპორტის კონტროლისას რატომღაც პრობლემა მექმნება. ვერ გავიგე, რა ხდება. უცბად ფეხსაცმლის გახდას მთხოვენ, ხელს მავლებენ და სადღაც მივყავარ. დავიბენი, არაფერი დამიშავებია. ან რას დავაშავებდი, ეს წუთია კარასტანში ჩამოვედი…

***
ბენ ჰოპკინსი ის ინგლისელი რეჟისორია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. უცბად და სპონტანურად მას საქართველოში ჩამოსვლისა და ფილმის გადაღების იდეა მოუვიდა თავში. ჩამოსვლამდე მსახიობებს Matthew Macfadyen-ს, MyAnna Buring-ს და სხვებს “გამოუარა” და ერთად ესტუმრნენ გურჯისტანს. სიტყვა გურჯისტანს ირონიისა და პათეტიკის გამო რომ არ ვამბობ, ამაში პოსტის კითხვისას დარწმუნდებით.
ფილმის სახელწოდება თავდაპირველად იყო Epic. “რატომ? რადგან ყველაფერი, რაც ამ ფილმში ხდება – ეპიკურია” – გვეუბნება ჰოპკინსი. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ დასახელება შეეცვალა და ასე დაერქვა ფილმს “Lost In Karastan”. კარასტანი, როგორც ქვეყანა, არ არსებობს; ის რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ზიხარ, უყურებ და აანალიზებ, რომ ის მაინც არსებობს. მე პირადად ფილმის მსველობისას გამიჩნდა აზრი, რომ კარასტანი ესაა თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის ჰიბრიდი.

ემილ ფორესტერის (Matthew Macfadyen) ცხოვრებაში თავგადასავლები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ის კარასტანის აეროპორტში პასპორტის კონტროლიორთან მიდის. მის ცხოვრებაში ჩნდება ჩულპანი (MyAnna Buring), რომელიც ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსშია, აქვს პირადი კონტაქტები რესპუბლიკის პრეზიდენტთან – აბაშილიევთან. თუმცა ჩულპანის მუდმივი დახმარებების მიუხედავად, ფორესტერს მაინც არაერთი კითხვა უჩნდება. მაგ: ფორესტერს უკვირს რატომ დადიან ქუჩებში ტანკები და ფრიად გაკვირვებულია ჩულპანის პასუხით, რომ თითქოს მათ უყვართ ტანკები.


თავგადასავლების კულმინაცია მაშინ დგება, როდესაც ჩულპანი ემილს კარასტანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გააცნობს. ერთი შეხედვით, რბილი ადამიანი თუმცა-ღა, გროტესკული ხასიათის ელემენტებით. ნიშანდობლივია ის მსგავსება, რაც პრეზიდენტ აბაშილიევსა და ნამდვილი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის არსებობს. ერთ მომენტში აბაშილიევი ემილს ასეთ ფრაზას ეუბნება: “Here, if you want it, you can have it, because I own it. I mean, people own it, but I own the people.” ამ ფრაზის მოსმენისას საბოლოოდ დაიხატა პრეზიდენტის ხასიათის შტრიხები: ტირანი, დამპყრობლური სულით.

ერთ-ერთ მთავარ როლში ლაშა რამიშვილი გვევლინება

თუ თქვენ რომანისთვის ან სექსისთვის აპირებთ ამ ფილმის ყურებას, მინდა იმედები გაგიცრუოთ.
თუ თქვენ ტყუილის, ვერაგობისა და მლიქვნელობის ნახვა გინდათ, მობრძანდით.
ვთვლი, რომ ეს ფილმი უნივერსალურად ხატავს ცუდი ქვეყნისა და ცუდი ადამიანების სახეს

Advertisements

One thought on “Biaff: Lost in Karastan

  1. Pingback: ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით | Universe

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s