Biaff: შემთხვევითი პაემნები

ლევან კოღუაშვილი ის ქართველი რეჟისორია, რომელიც მეტნაკლებად ცნობილია ქართველი მაყურებლისთვის. “ცნობილი”-ს ხსენებაზე ცოტა არ იყოს და მეღიმება. თბილისი პატარაა და პოპულარობის მოპოვება ადვილია, რაც არ უნდა იყოს. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის – “ქუჩის დღეები”-ს შემდეგ რეჟისორმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა და ამ პაუზის შემდეგ ერთიანი ძალებით შეუდგა ახალი ფილმის – “შემთხვევითი პაემნები”-ს გადაღებას.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, რაც ქართველი მაყურებლისთვის და თუნდაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო 2013 წლის ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა. 2014 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი “ფორუმის” პროგრამაში უჩვენეს. მიხარია, რომ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში მოვახერხე მისი ნახვა, რადგან ფილმი არის საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი. ესეც რომ არ იყოს, ყოველთვის მინდა ფეხი ავუწყო იმ სიახლეებს, რაც მშობლიურ კინოინდუსტრიაში ხდება. მეტნაკლებად მაინც.

ფილმი არის ტრაგიკომედია, რომელშიც ძალიან ბევრი ქართული სატირული მომენტია დაჭერილი. სიუჟეტის მიხედვით, სანდრო არის 40 წელს მიტანებული მარტოხელა მასწავლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. სანდრო, როგორც იტყვიან ხოლმე, საკუთარი თავის უბედური ადამიანია. წარუმატებელი შემთხვევითი პაემნის შემდეგ ის ქობულეთში მიემგზავრება ძმაკაც ივასთან ერთად, სადაც იგი გაიცნობს და შეუყვარდება მანანა, რომლის მეუღლეც ციხეში ზის. მთელი აბსურდისტანი კი ციხიდან თენგოს გამოსვლის შემდეგ იწყება.


ამ ფილმიდან თქვენ გაიგებთ და თვალს გადაავლებთ ბევრ ნიშანდობლივ ეპიზოდს, რომელიც მრავლადაა ქართულ რეალობაში. გაიგებთ იმას, თუ

  • რამდენად უსიამოვნო მომენტია ხანში შესულ აბეზარ მშობლებთან ცხოვრება 40 წლის ასაკში;
  • როგორ არასოდეს არ ილევიან ეს “ძველი ბიჭი” ტიპები;
  • როგორ ყალიბდებიან “ძველი ბიჭი”-ს შვილები მოძველბიჭო ბავშვებად;
  • როგორ შეიძლება გაქრეს ძლივს აღმოცენებული გრძნობა;
  • როგორ არასოდეს არ ეღება ბოლო ხიდჩატეხილობას;
  • როგორ არასოდეს ბეზრდებათ ადამიანებს ტყუილის თქმა.

მსახიობებს რაც შეეხება:
ხანშიშესული მამის როლში კახი კავსაძე გვევლინება – და ამით ყველაფერია თუ არა, ბევრი რამეა ნათქვამი. თითოეული მისი ფრაზა, მიმიკა, მოძრაობა არის ბრწყინვალე და არტისტიზმის უმაღლესი დონის გამოხატულება. მომენტი არ ყოფილა, რომ მის ეპიზოდზე არ გაეცინა ფილმის მაყურებელს.
მანანას როლში ია სუხიტაშვილია – რა შემიძლია ვთქვა. ია საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია და როლებს კარგად ართმევს თავს. მინდა გავიხსენო რუსუდან ჭყონიას ფილმი “Keep Smiling”, სადაც სუხიტაშვილი აგრეთვე ძალიან კარგად თამაშობს. თუმცა ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, თითქოს მეინსტრიმული გახდა იას თამაშები ფილმებში. მინდა ვისურვო, რომ სხვა ახალგაზრდა ქალი მსახიობებიც იყვნენ ქართულ კინოინდუსტრიაში ჩაბმულები.
თენგოს როლში არის ვახო ჩაჩანიძე, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” – ანკას (თინა მახარაძე) მეუღლის – მიშკას როლით. ამ მსახიობის მიმართ ჩემი სიმპატიები ზუსტადაც სერიალის წყალობაა მიუხედავად იმისა, რომ სერიალში არ აქვს მთავარი როლი. სერიალშიც და ფილმში ვახოს “ძველი ბიჭი”-ს როლი აქვს და იმედია, ეს ერთგვარ კლიშედ არ ჩამოყალიბდება მის სამსახიობო კარიერაში. პირად საუბარში ვახოს წავეწუწუნესავით, რა არის, სულ ერთნაირ პერსონაჟებს თამაშობ-მეთქი, რაზეც მსახიობმა მომიგო: მოდი თეატრში და მნახავ მეცხვარის როლშიო 😀 😀 😀

მე და მსახიობი ვახო ჩაჩანიძე. სურათის ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით.

ფილმი მომწონს, რადგან სცენარი არის ორიგინალური. თუმცა ციხის თემა უკვე მობეზრებულია ქართულ ფილმებსა თუ რეალობაში. მაგრამ რეჟისორის სურვილით ფილმი აცდენილია მწვავე სოციალურ საკითხებს. ფილმი არის ადამიანური ურთიერთობების, იმედგაცრუებებისა და ემოციების შესახებ. კოღუაშვილს კი მინდა წარმატება ვუსურვო ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე.

 

Advertisements

2 thoughts on “Biaff: შემთხვევითი პაემნები

  1. თითოეული მისი ფრაზა, მიმიკა, მოძრაობა არის ბრწყინვალე და არტისტიზმის უმაღლესი დონის გამოხატულება. – მართლა გულით ამბობ ამ ზედსართავ სახელებს და თითოეულის მნიშვნელობაც იცი? ლოლ გეხუმრები.
    კაცო, ეს ციხეში მჯდომი თუ მდგომი ქმარი როგორ ყველა ფილმსა და სერიალში უნდა იყოს, საშინელებაა. წარმოიდგინე, ეს გამოდის საქართველოს ოჯახების რეალობა, რომ ქმარი ყოველთვის ციხეში მიდის და მერე ცოლი ცოტას აუცილებლად წაიბ—ებს? :დ
    ეჰ :0(

    • “ართლა გულით ამბობ ამ ზედსართავ სახელებს და თითოეულის მნიშვნელობაც იცი?” და რატომ არ უნდა ვიცოდე? 😀

      ხო, ეს ციხე მართლა ძალიან გადაღეჭილი თემაა 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s