Biaff: პატარძლები/Brides

ყოველთვის, როდესაც ქართული კინოს ყურებას ვაპირებ, წინასწარ მეშინია, რომ ფილმი არ იქნება კარგი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი მაქვს ასეთი… შიში იმისა, რომ ქართული კინო არ გაამართლებს. ისევ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები” არის რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. თინათინი შეეცადა ფილმში გადმოეცა ის რეალობა, რაც სუფევს ქართულ ციხეებში. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა დედა, რომლის მეუღლე იმყოფება ციხეში და პერიოდულად დადის ქმართან მოსანახულებლად.

ფილმში არაერთი საკითხია ნაჩვენები. მაგ. როგორი რეაქცია აქვთ ქალებს, როდესაც გებულობენ, რომ ქალი სამჯერ არის გათხოვილი ან როდესაც ქალი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში.

რაღაც მომენტში მთავარი პერსონაჟი – ნუცა ირყევა თავის გრძნობებში, მინი-ფლირტს აბამს მეორე მამაკაცთან და სახლშიც კი მოჰყავს. აზრები გაიყო ამ საკითხის ირგვლივ. ზოგმა ნუცა გააკრიტიკა,ზოგმა კი შეიბრალა და თქვა, ძნელია ახალგაზრდა ქალისთვის მამაკაცური სითბოს გარეშე ცხოვრებაო. ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ “ჩემი ცოლის დაქალები”-დან ნატაშკას პერსონაჟის ისტორია. ანალოგიური მეორდება აქაც. თუმცა-ღა, ნუცას და ნატაშკას მეუღლეებს შორის რადიკალური განსხვავებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანია ციხეში მჯდარი ქმარი, ცოლის საქციელის განხივლა მაინც ხდება სხვადასხვა ასპექტში.

აღსანიშნავია ბავშვების მომენტიც. მათ ნელნელა ავიწყდებათ მამა და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ სხვა მამაკაცთან. მამასთან გაუცხოებას ამჩნევს არა მხოლოდ ნუცა, არამედ ნუცას მეუღლეც. იგი ნელნელა ხვდება, რომ მისი ოჯახი იტანჯება ამდენწლიანი განშორებით და ნუცას იმისაც კი ეუბნება, სამსახურივით მუდმივად ნუ ივლი ჩემთან, არ ხარ ვალდებულიო.

სამსახიობო შესრულება არ მომეწონა. ხელოვნური და არაბუნებრივი იყო. უსულო სიტყვები და სიუჯეტზე ჩამოკიდებული ფილმი. კოცნაც რომ ერიდებათ თითქოს. ნუ მოკლედ.

კარგად არის გადმოცემული ქალების სახეები. ნოტარიუსიდან დაწყებული 18 წლის პატარძლით დამთავრებული. თითოეული ასახავს საქართველოს.

ფილმის დაბოლოება არის გაურკვეველი. რეჟისორი ღიად ტოვებს საკითხს და უფლებას გვაძლევს ფანტაზიას ვუხმოთ. მე კი იმაზე მეფიქრება ხოლმე, ნეტავ უცხოელი მაყურებელი როგორ გაიგებდა ამ ფილმს. პრინციპში ეს კითხვა ყველა ქართულ ფილმის ნახვისას მაქვს. ზედმეტად ქართული სიტუაციები შეიძლება გაუგებარიც კი იყოს უცხოსთვის.

ვისურვებდი ფანტაზიების გასაქანს… ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი… ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გადაღეჭილი თემებით.

Advertisements

6 thoughts on “Biaff: პატარძლები/Brides

    • იმედია მალე დაიდება და მალე ნახავ.
      საინტერესოა რაღაც მხრივ.

    • ხო, მეც ცოტა დაღეჭილი თემა მგონია, მაგრამ ქართული კინოს ყველა სიახლე მაღელვებს და მაინტერესებს, თუმცა 99% იმედგაცრუებული ვრჩები ბოლოს, რეჟისორული გინდა, თუ მსახიობური ნამუშევრით 😦 ეს ხელოვნური და არაადამიანური დიალოგები რისი ბრალია ნეტა? ახალი ქართული კინოს, ასევე სერიალების ნომერი პირველი პრობლემა :0( ასევე ტელევიზიის, ესეც არ გამომრჩეს.

  1. ამ ფილმის ან ონლაინ ვერსია თუ დევს სადმე, ან დისკის შეძენა თუა შესაძლებელი?

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s