Biaff: Maddened By His Absence/J’enrage de son absence

როგორ იციან ხოლმე ფრანგებმა მინიმალისტური კადრებითა და მოკლე-მოკლე დიალოგებით დიდი სათქმელის გამოხატვა. აი ახლაც ასეა – ემოციებით “საუბრობს” სანდრინ ბონერი (Sandrine Bonnaire) და გვიხატავს სიტუაციას აბსოლუტური სისრულით. ვაჟიშვილის არყოფნით გაგიჟებული ჟაკი ამერიკაში ცხოვრობს 8-10 წელია. ეს ის პერიოდია, რაც, წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო მისი ძველი ტრაგედიის – შვილის გარდაცვალების მოსანელებლად. თუმცა, ის მაინც ბრუნდება საფრანგეთში მამის გარდაცვალების გამო. მაგრამ ჟაკი ამ ახალ ტრაგედიას უფრო მარტივად ეგუება, ვიდრე იმას, რაც წლების წინ მოხდა. ის შვილთან ერთად ავტო-ავარიაში მოჰყვა და ამის გამოა ის მუდმივ სინდისის ქენჯნას რომ განიცდის. ისიც და მადოც მიხვდნენ, რომ ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ, ამიტომაც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრება ცალცალკე განაგრძეს. ჟაკი ამერიკაში წავიდა, მადომ კი საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება მეუღლე – სტეფანთან და შვილ – პოლთან ერთად. დაბრუნების შემდეგ ჟაკმა პოლი გაიცნო და მიხვდა, რომ ვაჟიშვილის ჩანაცვლება პოლით შეიძლებოდა. მადო მალევე მიხვდა ჟაკის ჩანაფიქრს და შვილს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თუმცა, ეს ჟაკისთვის დაბრკოლება არ ყოფილა; ის ფაქტიურად ყოფილ მეუღლეს სახლში ჩაუსახლდა.

ალექსანდრა ლემი ისაა, ვინც, ჩემის აზრით, მეუღლის ჩრდილშია მთელი ეს წლები. მისი მეუღლე ვინ არის? – მმმ, ამაზე ბოლოს. თუმცა, იმას ვიტყვი, რომ მისი მეორე ნახევარი 2012 წლის მონაცემებით ყველაზე კარგი მოცეკვავეა მსახიობებს შორის და ყველაზე კარგი მსახიობია მოცეკვავეებს შორის. თუმცა, ეს მერე. ჯერ ის ვთქვათ, რომ მადოს როლი ალექსანდრას ძალიან მოუხდა. დრამატიზმით გადმოსცემს ემოციას და მაყურებელიც გულგრილი არ რჩება მისი ყვირილისა თუ ტირილის მიმართ. 

როდესაც სანდრინ ბონერი მთავარი როლის შემსრულებელ მამაკაცს ეძებდა, მას არ უფიქრია ბევრი; მალევე გაიხსენა თავისი შვილის მამა, ცნობილი ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი – უილიამ ჰარტი. უილიამიც როლს დათანხმდა და ჟაკის პერსონაჟის ხორცშესხმასაც ნელნელა მიჰყო ხელი.

ფილმი ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალზე ვნახე. არ ვიცი, შეიძლება მე მაქვს ფრანგული ფილმების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება თუ ისინი არიან ყოველთვის განსაკუთრებულები, ერთი რამ ცხადია – ფილმი მომეწონა. ფრანგებს იცით რა ახასიათებთ??? ემოციით გამოხატავენ სიუჟეტებს და არა კადრებით. მაგალითად, წლების წინანდელი მადოსა და უილიამის ძველი სიყვარული აქ არსადაა ნაჩვენები, ისევე, როგორც მათ ვაჟიშვილის გარდაცვალება. მაგრამ ეს ამბები ისე კარგად არის გადმოცებული, რომ შენ შთაბეჭდილება გიჩნდება, თითქოს ის უნახავი კადრები ნანახი გაქვს.

“J’enrage de son absence” სანდრინ ბონერის მეორე ფილმია. უფრო სწორად, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, თუ არ ჩავთვლით მისი აუტისტი დის – საბინას შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “მისი სახელია საბინა”-ს (“Elle s’appelle Sabine”). ჩემი აზრით სანდრინმა წარმატებით გაართვა თავი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას და დიდი სიამოვნებით დაველოდები მომავალ  ნამუშევრებს. და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში თავ სდევს ფილმში განვითარებულ მოვლენებს. ამისთვის კი Arvo Part-სა (არვო პერტი) და Henryk Gorecki-ს (ჰენრიკ გორეცკი) უნდა ვუმადლოდე.

ალექსანდრა ლემის ცნობილი ოსკაროსანი მეუღლე ჟან დიუჟარდენია. თუმცა, რა დროს ეგ იყო 🙂

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s