Magic in the Moonlight და კინოთეატრის სეზონის გახსნა

სულ იმას ვიძახი, ვუდი ალენს გვიან, არაქრონოლოგიურად და ანუ არასწორად ავედევნე-მეთქი. მისი ძველი ფილმები ჯერ ნანახი არ მაქვს და ეგრევე Match Point-სა და Scoop-ს მივადექი. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც მეგონა, რომ ჰოლოვუდი სკარლეტ იოჰანსონის ირგვლივ ტრიალებდა. შემდეგ წლებმა განვლო და მე ფილმების ცოტა სხვანაირი შეფასებაც დავიწყე. სხვანაირი რა – ექსპერტობას არ ვიბრალებ, თავმდაბალი ვარ ეგზომ, მაგრამ ის, რომ ფილმები მხოლოდ ლამაზი, ვნებიანი თუ სექსუალური მსახიობით არ უნდა აირჩიო, ამაზე ნამდვილად ჩამოვყალიბდი.

Blue Jasmine-ის წარმატებების შესახებ საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ყველამ იცის კეიტ ბლანშეტის და ვუდის ძალიან იღბლიანი ტანდემის შესახებ. Allan Stewart Konigsberg-მა – იგივე ვუდი ალენმა არც აცია, არც აცხელა -მორიგი ფილმის “Magic in the Moonlight”-ის სცენარი დაწერა, მსახიობები Emma Stone და Colin Firth დაამტკიცა მთავარ როლებზე და ფილმის გადაღებას მიჰყო ხელი.

როდესაც Magic in the Moonlinght”-ის მიმდინარე გადაღების შესახებ შევიტყვე, საერთოდ არ ვიცოდი, თუ “Blue Jasmin” ჩაშვებული იყო პროექტში. კოლინ ფერტის მონაწილეობის ამბავიც არ ვიცოდი და ასეთ რეჟიმში გავნაგრძობდი ლოდინს.

რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ “ამინანში” საზაფხულო არდადეგები დასრულდა, აქტიური პერიოდისთვის მოემზადა და ზუსტად ფილმებით დახუნძლული სეზონი ვუდი ალენის ფილმით გახსნა. ამირანში მისულ სტუმრებს დაგვხვდა თბილი გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ალაფურშეტი. სასიმოანოდ გაკვირვებული დავრჩი ამ ფაქტით, რადგან ძირითადად პრემიერები იმართება ხოლმე კინოთეატრ “რუსთაველში” და “ამირანი” მუდამ ფილმის ყურების მეორეხარისხოვან ადგილად რჩება. თუმცა, წელს ეს ტრადიცია დაირღვა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

ვუდი ალენი ის რეჟისორია, რომელიც ისე ღებულობს ოსკარებს, რომ არასოდეს ეკარება ამ საზეიმო ღონისძიებას. ბევრი რამ შეგვიძლია განვიხილოთ ამის მიზეზად.

  • მისვლა ეზარება ხოლმე;
  • ახალ პროექტზე მუშაობს და არ სცალია ოსკარის ცერემონიისთვის;
  • აკადემიაზე ნაწყენია რამის გამო;
  • უბრალოდ მისთვის ოსკარი ფრიად უმნიშვნელო რამეა.

რაც არ უნდა იყოს, ვუდი მაინც არის ის რეჟისორი, რომლის ფილმებს ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით და ფრაზა “ეს ვუდი ალენის ფილმია” შთაგვაგონებს, რომ ეს ფილმი აუცილებლად ვნახოთ.


მის ფილმებში დიდი დოზითაა იუმორი. თუმცა ცალსახად ვერავინ მონათლავს მათ კომედიებად. ჭარბად არის სატირა და ტრაგედიებიც, რაც იმისკენ მიგვითითებს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი ამბები არ ხდება. მისი სატირული კომედიები გვახალისებს კიდევაც და გვაფიქრებს დეტალებზე.

აი ახლაც მან შემოგვთავაზა სატირული კომედია “Magic in the moonlight”. თუმცა ვუდი გვაბნევს, ის რომანტიულ სიუჟეტსაც გვთავაზობს აქვე და ალბათ ამიტომ გამოიწვია ამ ფილმმა უკმაყოფილება. ეს არ არის “Match Point, სადაც ჯონათან რის მეიერსის გმირი ორ ქალს თავბრუს ახვევს და ინტრიგულ სიტუაციებს ხლართავს. თუმცაღა აფერისტობის გარეშე ვუდი ფილმს არ იღებს, მგონი.

მთავარი პერსონაჟია საქვეყნოდ ცნობილი სტენლი (კოლინ ფერტი), რომელსაც მისი მეგობარი ილუზიონისტი უამბობს, თუ როგორ ასულელებს ახალგაზრდა ქალი სოფია ბეიკერი (ემა სტოუნი) ერთ არისტოკრატ ოჯახს. ვითომდა სულებს იძახებს და მათ ესაუბრება. სტენლის თავიდან რა თქმა უნდა, არაფრის სჯერა, თუმცა სოფის მაგიით უფრო მეტს აღწევს, რაც სტენლის არ ტოვებს გულგრილს. და ზუსტად ამ დროს ხდება ის მთავარი ჯადოსნობა, რაც განაპირობებს ფილმის სათაურს.

ვუდის თაყვანისმცემლები და მათ შორის მეც ფილმით გაწბილებული დავრჩი. მიუხედავად არაჩვეულებრივი სიმღერებისა და არაჩვეულებრივი მსახიობებისა.  მინდა მჯეროდეს, რომ ეს ვუდის სიბერის ბრალი არ არის და მას არ დაუსრულებია გენიალური სცენარების გენერირება.

ფილმი გადის თბილისის კინოთეატრებში და შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ნახოთ, შეაფასოთ. მე კი ველოდები ვუდის უკეთეს ნამუშევარს. თუმცაღა გემოვნება სუბიექტური რამეა. მე რაც მომწონს, ის სხვას არ მოსწონს და პირიქით. ასე რომ, ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს.

Advertisements

10 thoughts on “Magic in the Moonlight და კინოთეატრის სეზონის გახსნა

  1. მარსია გეი ჰარდენის (ემა სტოუნის გვერდით რომ დგას ფოტოზე) გამო ვუყურებდი ამ ფილმს, თორემ ვუდი ალენი ცოტა გამოშტერდა ამ ჭარმაგობაში :ლოლ: ვგიჟდები ჰარდენზე, აი, მეორეხარისხოვანი როლების დედოფალია და თან ისეთი, პირველხარისხოვნებს მილიონჯერ ჯობნის და თავს გამახსოვრებს. “Whip It” და “Detached” უნდა ნახო რა. ორი რადიკალურად განსხვავებული ფილმი და მარსია მაინც rock star.

    • აუ კი, მარსია მეც მომწონს ფილმებში. აქაც მაგარი ტიპშაა 😀

      მე meet Joe Black -იდან მახსოვს 😀

  2. იშვიათია, როცა მომწონს ისეთი ფილმი, სადაც ბევრს ლაპარაკობენ (გამონაკლისი ალბათ ლინკლეიტერის ფილმებია). ვუდი ალენის ფილმებში კი ნამეტნავად ბევრს ლაპარაკობენ და არ მახსოვს მისი ფილმი, მთქნარება რომ არ ამტეხოდეს, გარდა შორტებისა. ;))

    • უი მართლა? მე კიდევ მიყვარს ვუდის ფილმები. სახალისოა ხოლმე. თუმცა ამ ფილმზე მეც კინაღამ ჩამეძინა. ნუ ჩემს დას ხომ საერთოდ. 😀

      • კინო იმიტომ მიყვარს, რომ რაღაცის ნახვა, მოსმენა და მერე გააზრება (ან უბრალოდ გართობა) შეიძლება. მარტო მოსასმენად, რადიოსპექტაკლებია კაი. 😀 ძალიან მიყვარს ესპანური და იტალიური კინემატოგრაფი და მათი ენერგიული გმირები, მარა კინოს პერსონაჟები ტყვიამფრქვევებივით რომ ქაქანებენ და კაკანებენ და თან ათასობით თემას მიედ-მოედებიან, ძაან მთენთავს და მაძინებს… ჰოდა ჩემთვის ეგეთია ვუდიც, ამიტომ არასოდეს მომწონდა. :))

        • ხო, ვუდის პერსონაჟებს უყვართ ბევრი საუბარი.

          ანუ არცერთი მისი ფილმი არ მოგწონს? :/

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s