Kate’s Lucky Number: 7even

დღეს, 27 ოქტომბერს ჩემი ბლოგი არც მეტი, არც ნაკლები – 7 წლის შესრულდა. რომ მახსენდება რამდენი რამე დაემთხვა შვიდიანს, მეცინება 😀

7 წელი არ არის ცოტა. ამ 7 წელში 27 წლის გავხდი 😀 ვაიმე! ამდენი 7-იანი ბექჰემსაც კი შეშურდება 😀
1) 7 წლის ბლოგი
2) მისი პატრონი 27 წლის “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა” ადამიანი,
3) რომელიც დაიბადა 1987 წელს
4) რომლის საყვარელ ფეხბურთელს მაისურზე ეწერა ციფრი 7,
5) რომელიც შეუყვარდა 1997 წელს.

გავედი მოკლედ 😀

ჰოდა, მე იმის თქმა მინდა, რომ ამ 7 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ბლოგის ისტორიაში. და პრინციპში ყველაზე კარგი რამე, რაც მოხდა, ისაა, რომ წერა დავხვეწე.

  • გავიზარდე და აღარ ვწერ დებილურ პოსტებს. ან მე მგონია, რომ აღარ ვწერ დებილურ პოსტებს :D;
  • წავშალე და სამუდამოდ მოვაშთე პირველ პუნქტში ნახსენები დებილური პოსტები;
  • ჩამოვყალიბდი რის შესახებ წერა მსიამოვნებს ყველაზე მეტად: ესაა კინემატოგრაფია (და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ movies-ის სექცია ცალკე), მოგზაურობა, მუსიკა (ესეც ცალკეა), მოდაც ალაგ-ალაგ. და ეს ის სფეროებია, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებს და მიყვარს;
  • ძველებურად არ ვწერ პოლიტიკაზე; ცხოვრება ისედაც საკმარისად მოსაწყენია, რომ კიდევ უფრო მოსაწყენი არ გავხადო პოლიტიკის შესახებ დაწერილი პოსტებით;
  • ვაწარმოებ “reader”-ს, რომელშიც ძალიან ბევრი კარგი ბლოგი მაქვს ჩანიშნული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს გულისყურით ვეცნობი და ახალ ბლოგებსაც ვამატებ, რა თქმა უნდა.
  • ზედა პუნქტიდან გამომდინარე, უშუალოდ wordpress-ზე არავის მიმდევარი (ანუ follower-ი) არ ვარ, რადგან როდესაც wordpress “მიგდებს” წასაკითხ ბლოგებს, საკუთარზე ვერ ვორიენტირდები.
  • არ ვიზრდები და ისევ მიყვარს David Beckham, როგორც მიყვარდა 1997, 1998, 1999 და ა.შ წლებში;
  • ვიმოგზაურე იტალიაში (2-ჯერ), სარდინიაში, მალტაში, საფრანგეთში (2-ჯერ), გერმანიაშიც (მიუნჰენში – Marienplatz-ზე) შევყავი ცხვირი რამდენიმე საათით და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების აზრი მოგზაურობაშია. ამასწინათ ვთქვი კიდევაც – “მე ვცხოვრობ მოგზაურობისას, ხოლო სხვა დროს უბრალოდ ვარსებობ”-მეთქი. გულწრფელად მწამს, რომ მოგზაურობისას ადამიანი ძალიან  ბევრ რამეს სწავლობს და პიროვნულად იზრდება. ну, თუ ადამიანი იმდენს ხვდება, რომ უნდა ისწავლოს და პიროვნულად გაიზარდოს.
  • ტრადიციულად, ყველასთან ვტოვებ კომენტარს, ვის პოსტსაც ვკითხულობ. ერთგვარ პატივისცემას გამოვხატავ ამით იმ ბლოგერის მიმართ.

ასე გახდა ბლოგი 1 წლის, 2 წლის რომ გახდა, დამავიწყდა :))) , 3 წლის, 4 წლის, მე-5 წელიც დამავიწყდა და 6 წლის.

ზუსტად ამ ბლოგერობის წყალობით ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ბლოგერების კონკურსში მე-2 ადგილზე გავედი და ფრიად სასიამოვნო პრიზიც დავიმსახურე. ძალიან, ძალიან, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. 2012 წელს მესამე ადგილი წლევანდელი მეორე ადგილით გავაუმჯობესე.

ააა და კიდევ ამ 7 წლის თავზე მივხვდი, რომ ვითვალწუნებ ადამიანს, რომელიც მისვამს კითხვას: “რად გინდა ეს ბლოგი?!”

ესეც სასიამოვნო ფაქტი top.ge-დან:

hjk

სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს მასტერკარდი კიარადა, ჩემი ჰედერის კოლაჟი, რომელიც ბევრ რამეს ამბობს ამ ბლოგის თუ ჩემ შესახებ.

Advertisements

15 thoughts on “Kate’s Lucky Number: 7even

  1. ქეთ, აღარ მინდა სოფის ლინკი. უკვე წავიკითხე და დაგიკომენტარე კიდეც. სასიამოვნო საკითხავი იყო შენზე 🙂 ❤

  2. უი არაა არ მინახავს. ლინკი მომწერე აბა ვნახავ რომელი პოსტი დევს შენზე სოფისთან. მე დავწერე ახალი პოსტი და აწი ვაპირებ ხშირად წერას 🙂

  3. ქეთევაან, მომენატრე. 7 წლის გამხდარა შენი ბლოგი, მე კიდე რამდენი ხანია არ შემომიხედავს არც შენს ბლოგში და არც ჩემსა და ჩემი დეიდაშვილების 😀 პოსტის დაწერა მინდა, ჰოდა მოდი ჯერ ქეთევანთან შევიჭყიტები და უფრო მუღამზე მოვალ წერის და მერე დავწერ ჩემთან თქო. ხედააავ :* კიდევ ბევრჯერ გეზეიმოს 7 – იანი წლები 🙂

    • ვაიმე ქეთი ❤ ❤ ❤ ❤ ვაიმე როგორ მომენატრე!!!! აუ აუ აუ დაწერე რა.

      სოფისთან რომ პოსტი დევს ჩემ შესახებ, ნახე? 😀

  4. ყველაფერს გილოცავ მშ7ვიდობიანო მარტიშკა!
    კიდევ 7-ჯერ 7 ხანია გებლოგინგოს
    და ბევრ მოგზაურობებს გისურვებ 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s