თუ თქვენ 2 დეკემბერს არ იმყოფებოდით ლონდონში და ვერ დაესწარით Victoria’s Secret Fashion Show-ს, არ იდარდოთ – 9 დეკემბრიდან ეს აღმაფრთოვანებელი სანახაობა მთელი მსოფლიოსთვის თვალმისაწვდომი გახდა. მანამდე კი მოდით თვალი გადავავლოთ Victoria’s Secret-ის 8 ანგელოზს, რომლებმაც სხვა დანარჩენ მოდელებთან ერთად წარმოადგინეს ამ ბრენდის პროდუქცია.
ადრიანა ლიმა (Adriana Lima)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 12.11.1981 (ამჟამად 33 წლის)
ყოფილი მეუღლე: სერბი კალათბურთელი – მარკო იარიჩი
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).
ალესანდრა ამბროზიო (Alessandra Ambrosio)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 11.04.1981 (ამჟამად 33 წლის)
პარტნიორი: ბიზნესმენი – ჯეიმი მაზური
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).
ბეჰატი პრინსლუ (Behati Prinsloo)
ეროვნება: ნამიბიელი
დაბადების თარიღი: 16.05.1989 (ამჟამად 25 წლის)
მეუღლე: ჯგუფ Maroon 5-ის ვოკალისტი – ადამ ლევინი, გადაღებულია ჯგუფის ამ კლიპში
შვილი: 0
VS: 8 გამოსვლა პოდიუმზე.
კენდის სვონაპული (Candice Swanepoel)
ეროვნება: სამხრეთ აფრიკელი
დაბადების თარიღი: 20.10.1988 (ამჟამად 26 წლის)
პარტნიორი: მოდელი – ჰერმან ნიკოლი
შვილი: 0
VS: 8 გამოსვლა პოდიუმზე.
დაუცენ კრუსი (Doutzen Kroes)
ეროვნება: ჰოლანდიელი
დაბადების თარიღი: 23.01.1985 (ამჟამად 29 წლის)
მეუღლე: დიჯეი – სანერი ჯეიმსი
შვილი: 2
VS: 8 გამოსვლა პოდიუმზე.
კარლი კლოსი (Karlie Kloss)
ეროვნება: ამერიკელი
დაბადების თარიღი: 03.08.1992 (ამჟამად 22 წლის)
პარტნიორი/მეუღლე: არ ჰყავს
შვილი: 0
VS: 4 გამოსვლა პოდიუმზე.
ლილი ოლდრიჯი (Lily Aldridge)
ეროვნება: ამერიკელი
დაბადების თარიღი: 15.11.1985 (ამჟამად 29 წლის)
მეუღლე: ჯგუფ Kings Of Leon-ის ვოკალისტი – კალებ ფოლოვილი, გადაღებულია ჯგუფის ამ კლიპში
შვილი: 1
VS: 6 გამოსვლა პოდიუმზე.
ლინდსი ელინგსონი (Lindsay Ellingson)
ეროვნება: ამერიკელი
დაბადების თარიღი: 19.11.1984 (ამჟამად 30 წლის)
მეუღლე: ფეხბურთელი – შონ კლეიტონი
შვილი: 0
VS: 8 გამოსვლა პოდიუმზე.
წლევანდელი ჩვენება მუსიკალურად გააფორმეს შემდეგმა მომღერლებმა:
წელს პირველად VS-მ შექმნა არა ერთი, არამედ 2 Fantasy Bra, რომლებიც, რა თქმა უნდა, მოირგეს ყველაზე სტაჟიანმა ანგელოზებმა, ორმა ბრაზილიელმა ლამაზმანმა: ადრიანა ლიმამ და ალესანდრა ამბროზიომ.
მაშ ასე 😀
ისიამოვნეთ ჩვენებით.
The Victoria’s Secret Fashion Show 2014 London from MBUNET on Vimeo.
ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო წარმომიდგენია ვიქტორიას სიმბოლოებად 🙂 იმდენად სტაჟიანები არიან. პირველად ვიქტორიას კატალოგი ვნახე ამერიკაში, როცა მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. და ეგ ბრა იყო გარეკანზე. 5 მილიონი ეწერა. ბრეტელები სულ ბრილიანტისა ჰქონდა :))))
ჩამოვიტანე საქართველოში და ჩემ დეიდაშვილს ვეკითხები, ეს ბრა რომ გქონდეს, რას იზამდი-თქო. თავის ფასში გავყიდდი 3 მილიონადო. :)))))
აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰა 😀 😀 😀 😀 😀 😀
მე ალბათ არ გავყიდდი, არ ვიცი. მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცი გამქურდავდნენ, ამიტომაც გავყიდდი.
ხო აი ადრიანა და ალესანდრა ნამდვილად ვს-ის სიმბოლოები არიან. ვიდეოშიც საუბრობენ ვს-ის წარმომადგენლები. ამდენწლიანი თავდადებისთვის გადავწყვიტეთ მადლობა გვეთქვა მათთვისო.
🙂 🙂 🙂
რაც სხვადასხვა დროს გამოვიწერე, ყველაფერი ხარისხიანია. ისედაც, ბრენდის იმიჯი და ასოცირებული ემოციებია ვიქტორია ჩემთვის.
ამ ზაფხულს, პარიზიდან რომ მოვფრინავდი, გოკჩენში გვქონდა ცოტა დრო. დავინახე ვიქტორიას მაღაზია და იმდენი ვიბოდიალე, რეისზე დავაგვიანე. გეითთან რომ მივედი, საეჭვოდ ცარიელი იყო. მერე თანამშრომელმა მკითხა უემოციოდ: ტიფლის? და დაიწყო რაციაში ბურდღუნი :))))
ვაიმე!!!! აუ გოქჩენში მეც რამდენჯერაც მოვხვდდრილვარ ( წელსაც და შარშანაც), იმდენჯერ ვს-ის მაღაზიიდაბ ვერ გამოვეტიე. ყველა სუნამო ვნახე. რა მაგრებია მართლა. ახლა ერთ კვირაში საიტოდან ჩამომივა ამანათები და საჩუქრად მიგზავნიან სუნამოევის ნაკრებ სეტს. ისე მიხარია ❤ კვირა არ გავა, არ შევიდე და არ დავათვალიერო, ძალიან მიყვარს ეგ საიტი. ეს გოგოებიც მგონია ჩემები არიან. Customer service აქვთ ზე-იდეალური. გამოვიწერე თუ არა, მეორე დღეს უკვე დაშიფული იყო და ძალიან მალე უკვე მისული იყო კამექსში. გადავირიე. თან მე 2009 წლიდან ონლაინვშოპინგობ ჩემთვისაც და სხვებისთვის და თითოეულ მაღაზიას უდიდეს ყურადღებას ვაქცევ.
ხო, მაგას მეც ძალიან ვაფასებ, როგორი სერვისი აქვთ!
გილოცავ სუნამოებს! 🙂
მადლობა ❤
აუ პარიზში მეც წელს ზაფხულს ვიყავი ისე 😀 ივლისში.
ძალიან მაგარი!!! რაღაც სასწაული დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლისადმი.
ლინკი რომ მიდევს ნახე? უყურე? არ მოგეწონა?
ვაიმე, ვუყურე (გადახტომებით). სასწაულობაა 🙂 ყოველ წელს ასეთი შთამბეჭდავია.
კი ნამდვილად.
ეს არ არის მხოლოდ მოდის ჩვენება, ეს არის სანახაობა ❤
exactly! 🙂
ომაიგუდნეს!
ქეით, კარგი რა, კარგი რა!!!!!!!!! :პ
რა გინდა ქალო? 😀