From Batman to Birdman

მაიკლ დუგლასი ვერც კი იფიქრებდა, რომ გვარის შეცვლა მოუწევდა იმის გამო, რომ სხვა მასზე ბევრად პოპულარულ მსახიობში არ შეშლოდა ხალხს. ასეც მოიქცა, დუგლასი კიტონად გადააკეტა და კარიერულ წინსვლას მიჰყო ხელი. ჩემთვის მაიკლ კიტონი (Michael Keaton) ერთ-ერთი იმ იდეალურ ბეტმენთაგანია, რომელმაც მაყურებელი მონუსხა და აღაფრთოვანა 90-იანების პირველ ნახევარში და დღესაც კი, იმ ძველი დროის პატივისცემით ამ მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ.

la_ca_1006_birdman

სხვისი არ ვიცი და მე პირადად განსაკუთრებულად მახარებს ხოლმე მივიწყებული მსახიობების დაბრუნება. აქ მე მახსენდება გაი პირსის დაბრუნებები “Memento”-ს შემდეგ ან თუნდაც პირს ბროსნანის დაბრუნებები “James Bond”-ების სერიების შემდეგ. თითქოს სხვა ენერგიით არიან სავსე და სხვა მუხტი მოაქვთ ხოლმე ეკრანებიდან. მაიკლ კიტონიც არაა ამ მხრივ გამონაკლისი.

birdman1

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუმ (Alejandro González Iñárritu) მისი წინა ფილმებისგან განსხვავებული შედევრი წარმოგვიდგინა. აქვეა ემანუელ ლუბეცკი (Emmanuel Lubezki), რომელმაც თავისი ოპერატორული ფანტაზიებითა და ხედვით თავი დაგვამახსოვრა ისეთ ფილმებით, როგორებიცაა: “Tree Of Life”, “To The Wonder”, “Gravity”. ოსკარმაც არ დააყოვნა და არაერთი ნომინაციის შემდეგ “გრავიტაცია” მისთვის ჯილდოს მომტან ფილმად იქცა. არ შემიძლია “Birdman”-შიც არ გამოვყო ლუბეცკის კინემატოგრაფიული ფანტაზიის უსაზღვრო სივრცეები. ლუბეცკი ფლობს კამერას, ამ ფრაზის აბსოლუტური მნიშვნელობით.

ძნელია უყურო “Birdman”-ს და თვალწინ არ გიტივტივებდეს 90-იანი წლების დასაწყისში მაიკლის მიერ განსახიერებული “Batman”-ის პერსონაჟი. მაშინდელი დიდება, როდესაც ტიმ ბარტონმა ბევრი ფიქრის გარეშე დაამტკიცა სუპერგმირის როლზე, დღემდე მოჰყვება ცალკე კიტონს და ცალკე მის პერსონაჟს – Riggan Thomson-ს. ბარტონმა დააკავა მაიკლი ამ როლზე, რადგან მიიჩნია, რომ კიტონი ერთადერთი მსახიობი იყო, რომელსაც შეეძლო დამაჯერებლად წარმოეჩინა ადამიანი-ღამურას პირქუში გარეგნობა თუ ხასიათი. ახლა კი, ინარიტუმ თითქოს ბარტონის დაწყებული საქმე “Birdman”-ით გააგრძელა.

birdman-film-review

ინარიტუს მიხედვით “Birdman” არის ფილმი, რომლითაც მსახიობმა რიგან ტომსონმა არნახული წარმატება მოიპოვა. მაგრამ ახლა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რიგანი ისეთივე წარმატებული მსახიობი იყოს ბროდვეის ერთ-ერთი თეატრის სცენაზეც. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ არ ვისაუბრებ. თუმცა, გეტყვით იმას, რომ რიგან ტომსონი “Birdman”-ის შემდეგ ისეთივეა, როგორიც მაიკლ კიტონი – “Batman”-ის შემდეგ. წარმოუდგენელია ფილმის ყურებისას არ ავლებდე ამ პარალელებს. რიგანსაც ეშინია, რომ მაყურებელი სპექტაკლს არ მოიწონებს, რომ მასზე ცუდ რეცენზიას დაწერენ, რომ შვილს არ ეყვარება იგი, რომ იგი არ იქნება ბედნიერი. რიგანი არის სუსტი და არასტაბილური, რიგანი არის ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული. რიგანი არის კეთილიც, ბოროტიც. რიგანი არის ყველანაირი და ზუსტად ამ ყველაფრის გამო ის არის საინტერესო.

birdman2

საინტერესოა ასევე ედვარდ ნორტონის პერსონაჟი, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება მოვიაზროთ ცუდი პერსონაჟების შემსრულებელ არაჩვეულებრივ მსახიობად. ამერიკის კინოაკადემიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ნორტონს ღირსეული ადგილი უჭირავს.

banner-birdman-film_page_np

ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. შეგიყვარდებათ თითოეული მსახიობის თითოეული მიმიკა და სრულიად ის საგიჟეთი, რაც წარმოგვიდგინა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუმ. ფილმმა უკვე მოიპოვა 2 ოქროს გლობუსი (მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი და საუკეთესო ორიგინალი სცენარი). რაც შეეხება ოსკარს – ჩემი პროგნოზი თუ გამართლდა, მაშინ მამაკაცის როლთან და სცენართან ერთად, ემანუელ ლუბეცკი მიიღებს ჯილდოს საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის აგერ უკვე ზედიზედ მეორე წელს.

ბონუსად კი მინდა ისიამოვნოთ ანტონიო სანჩესის მუსიკით, რომელიც ძალიან მოუხდა ფილმს.

ფილმის ნახვა კინოთეატრ “ამირანში” შეგიძლიათ. ასე რომ, არ დააყოვნოთ და მიბრძანდით.

Advertisements

23 thoughts on “From Batman to Birdman

  1. ქამბექი, თრავოლთამ რომ ქნა ეგეთი უნდა. უბრალოდ დაბრუნებამდელი როგორი იყო შენ კიარა მეც არ მახსოვს. 🙂 თუმცა, სუპერ-ვარსკვლავი იყო მაშინაც.

      • ინდიიდ.
        მანამდე დიდი ხნის ჩავარდნა ჰქონდა, არადა 70-იანებში საკულტო ფიგურა იყო.

          • კი ეგ და ბიჯისი. მაგრამ სხვა ფილმებიც აქვს ძალიან ცნობილი. მოკლედ ფიგურა იყო და მერე უცებ ყველამ დაიკიდა 🙂 და ფალფ ფიქშენში დაბრუნდა ფენიქსივით.

            მადლობა ბატონ ქვენთინს. 🙂

  2. ზუსტად დღეს მივდივარ “ამირანში” ამ ფილმზე ^^
    აბა, ვნახოთ – თუმცა უნდა ვაღიარ,”ბეტმენი” საერთოდ არ მახსოვს 😦

    • უი უი რა კარგია. მშურს. მე ვნახავდი დიდი სიამოვნებით.

      ბეტმენი მეც მიმავიწყდა და თავიდან მინდა ყველა ბეტმენი ვნახო.

      ისიამოვნე და მერე დამიკომენტე აქვე შთაბეჭდილებები.

      • უჰ, ამ წამს დავბრუნდი სახლში შთაბეჭდილებებით სავსე და რა კარგია რომ მანამდე ეს პოსტი წავიკითხე. უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურე ფილმს, მართლა!
        უფრო მეტ რამეს ვუკვირდებოდი, რაზეც მანამდე ყურადღებას არ ვამახვილებდი ხოლმე – ანუ ყოველთვის შინაარსზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ დღეს ოპერატორის ნამუშევარმა მართლა ცალკე შთაბეჭდილება მოახდინა! თითქოს ერთი წამითაც კი არ ყოფილა წყვეტა და მთელი ფილმის განმავლობაში ისე ახლოს ვიყავი პერსონაჟებთან, რომ თავი მეც ბროდვეიზე მეგონა 🙂
        ნუ, მსახიობების თამაშზე კომენტარს არ გავაკეთებ – მართალია რუსულად იყო დუბლირებული, მაგრამ ისევ და ისევ ამ ე.წ. “კრუპნების” გამო მათი მიმიკები დეტალურად შევისწავლე…
        და შინაარსი – ყველაზე მეტად მიყვარს ისეთი ფილმები, სადაც ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტები იკვეთება და შენც მათ ტვინში დაძვრები…
        ნუ, მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე 🙂

        • იეეეეეეეს. ანუ ამ პოსტმა თავისი მისია შეასრულა. აი ზუსტად ამ ყველაფრისთვის არაფერი არ დამისპოილერებია. აი საერთოდ. შესაბამისად, ამ პოსტის წაკითხვა მხოლოდ დაგეხმარა ფილმის ყურებისას. ხომ ასეა?

          აუ ისე მიხარია, რომ ფილმი მოგეწონა ❤
          კი, მეც მიყვარს ასეთი ფილმები. ადამიანის შინაგანი სამყარო რომ ჩანს კარგად.

          • კიკი, ნამდვილად შეასრულა… საერთოდაც ეს პოსტი დღეს ამომიგდო რიდერში, მაგრამ მარტო სათაური წავიკითხე და დაქალის სანახავად გავედი… იმან მითხრა საღამოს კინოში მივდივარ, “რაღაცა მენზეო” 😀
            ჰოდა ეგრევე გამახსენდა რომ შენ პოსტი გეწერა, რომელიც წაკითხული არ მქონდა, მაგრამ მეც წამოვალ მეთქი ვუთხარი ))))
            ასე რომ არა მხოლოდ დამეხმარა ყურებაში, საერთოდ რომ ვნახე მაგაშიც მიგიძღვის წვლილი 😀

            • ვაიმე! ახლა გავწითლდები. დიდი მადლობა ❤

              ამ პოსტმა top.ge-ზე პირველ ადგილზე ამიყვანა 😀

  3. კაი ბოვში შეიქენი.

    ნელნელა ვნახულობთ, ჯერ ბერდმენამდე არ მივსულვართ.

    • მე შევიქენი კაი ბოვში? 😀 დიდი მადლობა ❤
      კიდევ და კიდევ დავწერ :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s