სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ლონდონელმა მსახიობმა ბენედიქტ კუმბერბაჩმა (Benedict Cumberbatch) მასზე ბევრად ცნობილი ინგლისელი დეტექტივის – შერლოკ ჰოლმსის როლი მოირგო და მთელ მსოფლიოს თუ არა, მესამედს მაინც შეაყვარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტის მიერ განსახიერებული შერლოკი ფრიად თანამედროვეა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც სარგებლობს, კომპიუტერსაც იყენებს და ბლოგსაც არ იუკადრისობს, ბრიტანული სული ალბათ მაინც კონსერვატორ, დახვეწილ, არისტოკრატ და ინტელიგენტ ადამიანად აჩენს მას.
ისე, დაკვირვებული ვარ და ბრიტანელი მსახიობები უფრო რთულად ხდებიან პოპულარულები ჰოლივუდში, ვიდრე ამერიკელები. აგერ ბენიც (როგორც მას შემოკლებით ეძახიან) არ არის გამონაკლისი და ვინ იცის, რომ არა კონან დოილის პერსონაჟი, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა ამერიკული კინემატოგრაფიის ჩრდილქვეშ.
იმასაც ვარ დაკვირვებული, რომ ამერიკის კინოაკადემიაში განსაკუთრებით აფასებენ ხოლმე მსახიობის მიერ გამოჩენილი ადამიანების როლების შესრულებას და მათთვის ოსკარებსაც არ იშურებენ. აქ მე მახსენდება შემდეგი ოსკაროსანი მსახიობები: მერილი მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის, მარიონი ედიტ პიაფის როლისთვის, ჯეიმი რეი ჩარლზის როლისთვის და ბევრი სხვა. ალბათ ეს ამბავი მხედველობიდან არ გამორჩენია ბენედიქტს, როდესაც ინგლისელი მათემატიკოსის, კრიპტოანალიზის სპეციალისტისა და კომპიუტერული მეცნიერის ალან ტიურინგის როლის შესრულებას დათანხმდა.
ფილმში გადმოცემულია ტიურინგის ცხოვრება არაქრონოლოგიურად, რაც სცენარს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. იგი მოგვითხრობს ტიურინგის განსაკუთრებულ ღვაწლს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც მან გერმანელების მიმოწერა გაშიფრა.
ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ კირა ნაიტლი (Keira Knightley) და მეთიუ გუდი (Matthew Goode), რომლებიც შესაბამისად ტიურინგის კოლეგებს ჯოან კლარკსა და ჰიუ ალექსანდერს ასახიარებენ. გარდა იმისა, რომ ფილმი არის დაძაბული, მასში მრავლადაა ღიმილისმომგვრელი ეპიზოდიც, რაც განაპირობებს მის მოწონებას.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ალექსანდრე დესპლატის (Alexandre Desplat) მიერ შექმნილი საუნდტრეკი, რომელიც უბრალოდ არაჩვეულებრივია.
ასე რომ, თუ დაინტერესდით, აუცილებლად ეწვიეთ კ/თ “ამირანს”. მერწმუნეთ, არ ინანებთ.
ბრიტანელები და საერთოდ, ევროპელები ცნობილები იმიტომ ვერ ხდებიან ჰოლივუდში, რომ არასტანდარტული გარეგნობა აქვთ და უფრო სხვა სკოლა აქვთ გავლილი, ვიდრე ამერიკელ მსახიობებს. მენტალიტეტი და ამბები დაუმატე და ეს მგონია მიზეზი.
კუმბერბათჩს ტიპური ცივი და ყინულოვანი გარეგნობა აქვთ, რომელ ქალს უნდა მოეწონოს, არ ვიცი, შესაბამისად, ჰოლივუდში ვერც ეგ მიაღწევს რამეს :პ :დ
კირა კიდევ მშვენიერი გოგოა, მე “ნამდვილ სიყვარულში” მომწონს, უცნაური გარეგნობისაა და მწვანე ფერი უხდება, ნანახი გაქვს “Atonement”?
კი ნანახი მაქვს და ვერ მესმის რა აქვს მაგ ქალს მოსაწონი. კუმბერბაჩი კი ვისთვის როგორ. მე ძალიან მემიმზიდველბა ❤
შერლოკს არ ვუყურებ და არც მაქვს ამის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ბევრია, ვინც ამ სერიალზე გიჟდება. კირაზე “შესაბამისად”-ის ნაცვლად “შესანიშნავად” წავიკითხე თავიდან: ამ გოგოს შესანიშნავად შესრულებული როლი არ მახსენდება :დ მაღიზიანებს მისი არაბუნებრივი თამაში :დ
ვაიმე არა, რა “შესანიშნავად” 😀 ვერ ვიტან ამ გოგოს 😀
ჰოდა, შერლოკის დაწყებას ვაპირებ რამდენი ხანია და ვერ მოვაბი თავი.
უნდა ვაღიარო, რომ ვერც მე ვერ ვიტან
არადა, ჰოლივუდს როგორ პატივში ჰყავს მუდმივად
Huge fan of Ben’s! 🙂
უი მართლა??? შერლოკი ნანახი გაქვს? მოგწონს???
Sherlock dzalian !!!
imitation game ic momeconeboda rom ar chamzineboda 😀 mere lashasgan gavige mzamzareulad danarcheni ambebi, filmis ambebic da prototipis bioc.
აუ ყველას მოსწონს ეს შერლოკი. ერთი მეც უნდა დავუწყო რა 😀 ყველა გიჟდება. აუ რატომ? ამაზე კაკრაზ არ ჩამძინებია. ბენე ძალიან ძალიან საყვარელია და ფილმიც საინტერესო. ნუ ერთი ისაა, რომ კირას ატანა არ მაქვს 😀
xo kiraze arc me vgijdebi. BAFTAze beni zaan sakvarlad iko tavis sacolestan ertad.
why Sherlock? personaji, production, etc.
სოფისთან ერთად ხო? უნდა დავიწყო რა. ისე, ოსკარს მგონი კიტონი აიღებს. ნუ იმედია კიტონი აიღებს.
არ ვიცი რა ქვია სასიამოვნო გოგოა თან ფეხმძიმედაა 🙂
კი, სოფი ჰქვია და ინგლისში ერთერთი თეატრის რეჟისორია.
ვაა, ფეხმძიმედაა? რა მაგარია ❤
სულ არ მახსოვდა ეს ძიალოგი 🙂 ბლოგროლს ჩამოვყევი და ვიფიქრე, მივწერ, რეიზა აღარ წერ ბლოგზე თქვა ❤
აუ, ყველაზე სასაცილო ისაა, რომ დაწყებული მაქვს წერა და ბოლომდე ვერ მივიყვანე 😀
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ნამდვილი ამბავია ისეთი შთამბეჭდავი. გაოგნებული ვიყავი, თურმე რეები ხდებოდა ომის შიგნით. არაფერი არ ვიცოდი ამ კაცზე. ინსპირაციითაა სავსე ეს ამბავი.
ვაიმე კი. აი ზუსტად. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ამბები თუ ხდებოდა შიგნით.
როგორც სერიალი, ისე ფილმი პოლიტიკურ კონტექსტში უფრო საინტერესოდ ინტერპრეტირდება 🙂
კი ნამდვილად.