ამდენი საოსკარე ფილმის გადამკიდე სრულებით გადამავიწყდა ფილმი, რომელსაც შეიძლება ამერიკის კინოაკადემია დიდად არ სწყალობს, თუმცა მაყურებელი ეკრანებზე მის გამოსვლას არანაკლები ინტერესით ელის. ეს არის ფილმი, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა.
“მატრიცული” ტრილოგიისა და “Cloud Atlas”-ის შემდეგ და-ძმა ენდი და ლანა ვაჩოვსკები შეუდგნენ ახალი ფილმის “Jupiter Ascending”-ის გადაღებას. ფილმში მთავარ როლებზე დაამტკიცეს ჩენინგ ტატუმი (Channing Tatum), მილა კუნისი (Mila Kunis) და ედი რედმეინი (Eddie Redmayne).
არის ფილმები, რომელიც შეგიძლია სახლში მოკალათებულმაც გემრიელად ნახო, თუმცა “იუპიტერის აღზევება” ნამდვილად არ განეკუთვნება სახლის პირობებში სანახავ ფილმთა კატეგორიას. იგი არის 3D ფორმატში და გარდა ამისა, არის ძალიან სანახაობრივი, რაც, პრინციპში არც არის გასაკვირი ვაჩოვსკებისგან.
განსაკუთრებით გამოვყოფდი მასშტაბურ სცენებს, რაშიც ვაჩოვსკებს უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ დაგროვებული.
მილა კუნისი შვილის შეძენის შემდეგ ფაქტიურად ამ ფილმით დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს. რაც შეეხება ტატუმს (The Foxcatcher) და რედმეინს (The Theory Of Everything), მათი ფილმები ოსკარზეა წარდგენილი.
ეს რა სარეკლამო პოსტია? :))
ამაზე დიდი *** ვაჩოვსკებს არ გადაუღიათ და იმედი მაქვს ვერც გადაიღებენ. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალები კინოს ვერ იღებენ 🙂 მითუფრო ხომ ფანტასტიკას. :))
ქალები რა შუაშია? ორივეს ფილმია ეს 😀
ვაჩოვსკების კონტექსტში, დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი შენს მოსაზრებას ამ ფილმზე: http://www.imdb.com/title/tt0311113/
სამწუხაროდ, არ მაქვს ნანახი. როგორც კი ვნახავ, აუცილებლად გაგაგებინებ.