some likes it old

აი ზუსტად მაშინ, როდესაც თავზე მილიონი საქმე მაყრია და ზუსტად მაშინ, როდესაც რაც არ მაყრია, ისიც უნდა დამეყაროს, მე ასაკი მემატება. აი ასე მარტივად და კანონზომიერად დგება 6 მარტი და მე ვხდები 28 წლის. დაბადების დღის მარტში ქონას აქვს  ერთი სულელური პლუსი: ეგრევე გემატება ასაკი და შემდეგ მთელი წელი არ გაიძახი: “აუ ამდენის ვარ და ამდენის უნდა გავხდე.” მარტი ხომ მესამე თვეა, მე კი დღეების ათვლას იანვრიდან ვიწყებ ხოლმე.

აი ასე გამოიყურება 28 წლის ნასვამი გოგო ღამის 10-11 საათზე პაბში 😀

აი ასე გამოიყურება 28 წლის მთვრალი გოგო ღამის 3-4 საათზე კლუბში 😀

1234

განწყობა? ფრიად მხიარული 😀 თუმცა, მგონი ვიტყუები 😐 მთელი დღეებია ასაკის მატებაზე მეფიქრება. ბევრმა მკითხა, რა შეგრძნება არის, რას გრძნობო. და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ კითხვას მისვამენ, მე მინდა ხოლმე სადმე ბნელ ოთახში ვიპოვო კიდევ უფრო ბნელი კარადა, ჩავჯდე და არასოდეს გამოვიდე 😀 😀 ამ დროს მგონი ისიც კი მავიწყდება, სიბნელე რომ არცთუ ისე სასიამოვნო ამბავია. განწყობა მაქვს ისეთი, თითქოს ორგანიზმში სისხლძარღვებს ვიღაც მიხლართავს ერთმანეთშიო. GOD! და კი, ეს იმიტომ, რომ ვაცნობიერებ, რომ 28 უკვე 30-თან უფრო ახლოსაა, ვიდრე 20-თან ან თუნდაც 25-თან. არადა, მთელი შარშანდელი წელი ამოფარებული ვიყავი 27-ე საინტერესო წელიწადს, მაგრამ წელს უკვე რას ამოვეფარო, არ ვიცი 😀

2014 წელს საინტერესო პრინციპში არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. აა უი უი უი, პარიზში, რომსა და ფლორენციაში ვიმოგზაურე! ამაზე ეტაპ-ეტაპ დავწერ, ახლა მეზარება და ამ პოსტთანაც არაფერ შუაშია.

ცუდი ამბის გარეშეც არ ჩაუვლია ამ წელს, სამწუხაროდ 😐 შუა ოქტომბერში გარდაიცვალა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი – ბლოგერი, ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი. მეგობარმა მკითხა, ნანა ზარდიაშვილი ვინ იყოო და სიტყვა “ბლოგერი” და “ჟურნალისტი” მეპატარავა ნანასნაირი საოცარი ადამიანისთვის, წესიერად ვერ გავეცი მეგობარს პასუხი. მე, ალბათ, ძალიან დიდხანს ვერ მოვინელებ ამ ამბავს და ძალიან დიდხანს არ მოვეშვები მისი ძველი სტატუსების კითხვას. ხო, აი ასე უცერემონიოდ შევდივარ და ვკითხულობ ხოლმე ჩემთვის ჩუმად. ძალიან მიჭირს ამ ადამიანის გარეშე. და თუ ვინმე იტყვის, რომ facebook ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ მე დავამატებ, რომ ჩემი facebook-ური ცხოვრება ნანას გარეშე ერთი-ორად ნაკლულია. ვიღაცამ facebook-ის უგვირგვინო დედოფალიც კი უწოდა :)) მისი გარდაცვალებიდან  5 თვის თავზე ზუსტად ისე მიყვარს ეს ერთხელ ნანახი ადამიანი, როგორც ადრე და ზუსტად ისევე მეტირება უმისობით გამოწვეულ მწარე რეალობაზე. მაგრამ, ამასთანავე, რაღაც პოზა მაქვს მორგებული. პოზა იმისა, რომ ნანა ჩემთანაა და ცოცხალია! ვოტ ტაკ, გოსპაძი! (c)
213

მე ის ვარ, 28 წლის ასაკშიც რომ პატარა სასიამოვნო სისულელეებს აქცევს ყურადღებას. აი მაგალითად მოლოცვას
1) google-ისგან 6march

2) wattpad-ისგან 1234

3) 8tracks-ისგან 12345

4) და რა თქმა უნდა ყოველთვის ორიგინალური Miles & More-ისგან ❤

5204518410125312

შემდეგ გადავედი აქ:

6330418316967936

სადაც, რა თქმა უნდა, არ იყო საქართველო 😐 რომ ყოფილიყო, ეგ უფრო გამიკვირდებოდა 😀 ასე რომ, კაპიტანმა ვერ დამირეკა, თუმცა დარეკვის გარეშეც მივიღე მილოცვა:

6330418316967936

მითხრეს, რომ მილოცავენ დაბადების დღეს, მისურვებენ ყველაფერ საუკეთესოს და აგრეთვე მისურვებენ ბევრ, საინტერესო მოგზაურობას. შემდეგ კი მითხრეს, რომ ასაფრენად ემზადებიან და შესაბამისად, მომიწოდეს თვითმფრინავში ჩემი ადგილის დაკავებისკენ 😀

ამინ!!!
მოგზაურობა ხომ ჩემთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ჰობია! და ვნახოთ წელსაც თუ მოვახერხე რამე.

საღამოს ყველაზე ახლობელი ადამიანები შევკრიბე და არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ. ასე კარგად და სასიამოვნოდ დიდი ხანია არ შევხვედრივარ საკუთარ დაბადების დღეს.
ახალი კიდევ ის ხდება, რომ გერმანულის გახსენება დავიწყე აქტიურად.

ჰოდა, განწყობაზე ვსაუბრობდი ზევით. აი ისეთი, რომლის შესახებაც ასევე 6 მარტს დაბადებული დევიდ გილმორი მღერის.

Advertisements

15 thoughts on “some likes it old

  1. აქ რომ არ მომილოცავს ჯერ, სინდისის ქენჯნაში გადამივიდა ლამის და აჰა, გილოცავ მოგვიანებით!!! :* only those who blog will get this 😀

  2. გილოცავ ❤
    მართალია ცოოტა დაგვიანებით, მაგრამ საუკეთესო სურვილებით…

    პ.ს.: სასიამოვნო, სევდანარევი პოსტია 🙂

  3. გილოცავ დაგვიანებით, ქეით! წარმატებები ყველაფერში, ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული!!!

    ნანა ზარდიაშვილი კიდევ, არ ვიცი, სასწაული ადამიანი იყო და ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. ძალიან დიდი ხანია ვიცნობდი, მერე ფეისბუქზე კიდევ მისი პოსტები არ დამავიწყდება. თუ ქართული სოციალური მედიის გავლენიანი ქალი არსებობდა, ეგ იყო პირველი. მსოფლიოს პირველი და უკანასკნელი თუმოროფობი მოჰიკანი. ღმერტმა აცხონოს!

    • ძალიან დიდი მადლობა სოფი ასეთი კარგი სურვილებისთვის ❤ ❤

      ნანა კი ნამდვილად სოციალური მედიის გავლენიანი და საინტერესო ადამიანი იყო ❤

  4. გილოცავ ქეით, დიდი და კიდევ უფრო ბედნიერი გოგო გაიზარდე ❤
    ეს სიმღერა ^^

    • ძალიან დიდუ მადლობა ❤
      ეს სიმღერა და ეს კაცი არის საოცრება

  5. დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს :* ძალიან მიყვარხარ, არაჩვეულებრივი და გამორჩეული გოგო ხარ (ეს ის, რაც შენი ბლოგიდან ჩანს და დარწმუნებული ვარ, რეალურადაც ასეთი იქნები) ^.^ ძალიან კარგი პოსტია, მთელი შენი ემოციები გადმომედო 😀 მეც ვუახლოვდები 28–ს, რამდენიმე დღეში დაგეწევი და ამ 30 წლის გახსენებაზე ხანდახან ჩუმი პანიკა მიპყრობს 😀

    P.S. შენი ოცნებების ასრულებას გისურვებ!

    P.P.S. ეგ სასიამოვნო სისულელეები მეც მიყვარს ^.^

    • შენ რომ იცოდე, როგორი სასიამოვნოა ასეთი თბილი კომენტარის წაკითხვა. მეც ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის. მეც შემოვალ და მოგილოცავ, როცა გექნება. დიდი მადლობა სურვილებისთვის! მთავარია არ დავნებდე!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s