The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.



9) თავგადასავალის მოლოდინში
ამ სარეკლამო სააგენტოს თვალით სამზარეულო არის კოსმოსი, სადაც საოცარი ამბები ხდება! თან თუ ვიდეოს რიხარდ შტრაუსის “ასე იტყოდა ზარათუსტრა”-ს დავუმატებთ, საერთოდ!

8) ტელევიზორის ოჯახური ყურება
მე პირადად დიდად არ მომეწონა. ზედმეტად უღიმღამო რეკლამად მომეჩვენა.

7) თამაში თამაშის წინ
ეს რეკლამა არც კი ვიცი რამდენჯერ ვნახე და პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ მე – ადამიანს, რომელსაც ფეხბურთიც, ბრაზილიაც და ნეიმარიც ძალიან მიყვარს, ყველაზე მეტად ეს რეკლამა მომწონს. სუბიექტური ვარ, ვიცი. სიუჟეტის მიხედვით მამა ნეიმარი ტრადიციულად ურეკავს შვილს და მოედანზე გასვლამდე ამხნევებს, არიგებს და ლოცავს. ყურთსასმენების კომპანია Beats’ მარკეტოლოგმაც ხომ უფროსი ნეიმარის საუბარს უწოდა რელიგიის, მოტივაციისა და მამის სიყვარულის სინთეზი. თავად ყოფილი ფეხბურთელის სიტყვები მოუწოდებენ უმცროს ნეიმარს სირბილისკენ და უკან არ დახევისკენ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. “Run like you’re a crazy man chasing happiness;” “Run for your family and your friends;”, “It’s important that you don’t hold back.” კადრში იხილავთ შემდეგ ადამიანებს: Neymar Jr., Bastian Schweinsteiger, Cesc Fàbregas, Daniel Sturridge, Chicharito, Luis Suárez, Mario Götze, Robin van Persie. აგრეთვე Neymar da Silva Sr. (ნეიმარის მამა), LeBron James, Lil Wayne, Nicki Minaj, Rafaella Beckran (ნეიმარის და), Rio Ferdinand, Serena Williams, Sydney Leroux, Stuart Scott (ESPN-ის სპორტული წამყვანი, რომელიც 2015 წლის იანვარში გარდაიცვალა) და Thierry Henry. კლიპში ჩემი საყვარელი კომპანია “Nike”-ის “Product placement”-საც შეხვდებით. ვიდეო შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდშია გადაღებული, რის გამოც იგი ერთი ორად ემოციურია. ამბობენ, რომ რეკლამის ასეთი დიდი პოპულარობა https://www.youtube.com/watch?v=aqXW57WM9TA ამ სიმღერის გამოა, ძნელია არ დაეთანხმო.

6) Misty Copeland
ვიდეო ეხება ამერიკელ ბალერინას, რომელსაც მთელი ბავშვობა ეუბნებოდნენ, თუ როგორი ცუდი აღნაგობა ჰქონდა მას ბალეტისთვის. “You have the wrong body for ballet. And at 13, you are too old to be considered.” თუმცა, ვიდეო საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

5) Monty the Penguin
საშობაოდ რეკლამის არ-გადაღება ისეთივე წარმოუდგენელი რამეა, როგორც ახალი წელი კოკა-კოლის ტრაილერების გარეშე.

4) პირველი კოცნა
წარმოშობით ქართველი რეჟისორის თათია ფილიევას ვირუსულმა ვიდეომ ძალიან ბევრი ადამიანი მონუსხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Soko გარდა იმისა, რომ სიმღერას ასრულებს, თავადაც მონაწილეობს ამ რგოლში.

3) მშობლები
იმისდა მიუხედავად, რომ მშობლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული საქმიანობაა, Coca-Cola-მ ის მაინც ყველაზე დიდ ბედნიერებად წარმოგვიჩინა. მე კომენტარისგან თავს შევიკავებ 😀

2) გადაარჩინეთ ბავშვები
ვიდეო ეხება სირიელ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღე საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვიდეოს გზავნილია “ის ფაქტი, რომ ეს აქ არ ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს საერთოდ არ ხდება”.

1) ჩვენ რომ ეს გვექნა
შევხედე ამერიკელ მსახიობ ანა კენდრიკს და გავიფიქრე, მოდი აბა ვნახო როგორი რეკლამაა. Heineken-მა გადაწყვიტა, რომ ლუდის Newcastle Brown Ale-ის რეკლამა მისი ანტირეკლამით გაკეთებინა. anti-advertising campaign, რომელმაც ეგრევე დაიპყრო ინტერნეტ სივრცე.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s