თაიგული ბიანკასთვის or Bianca for Italy

589საუბრები იმის შესახებ, რომ ბიანკა ბალტი დღევანდელი იტალიის სახეა, სულაც არ არის გადაჭარბებული. მის გარეგნობაში შერწყმულია სოფია ლორენი და მონიკა ბელუჩი. მთელი 10 წელი კი ღირსეულად წარმოადგენს ისეთ ლამაზ იტალიურ ბრენდს, როგორიცაა Dolce & Gabbana. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Bianca Balti არის ამ კომპანიის მუზა. იშვიათად შეხვდებით მათ სარეკლამო კამპანიას ბიანკას გარეშე.
bianca-balti-coco-ro-213455967

“21 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ლოდის პიეტრო ვერის სახელობის ლიცეუმი დავამთავრე, სულ ვმოდელობ” – სიცილით მეუბნება ბიანკა. მისი წარმატებული კარიერა დაიწყო 2005 წელს Dolce & Gabbana-სთან გაფორმებული კონტრაქტით. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სარეკლამო კამპანიებში, რომელთა შორის იყო Dolce & Gabbana (რომელიც დაეხმარა ბიანკას მოდის ინდუსტრიაში გზის გაკვალვაში), Missoni, Rolex, Paul Smith, Revlon, Guess, Donna Karan, Roberto Cavalli, Armani Jeans, Antonio Berardi, Mango, Guerlain, WarnsingDesign, Christian Dior Make Up, Pollini, Bebe, Intimissimi, და აგრეთვე La Perla. bbამავე 2005 წელს ბალტიმ მონაწილეობა მიიღო Victoria’s Secret-ის ჩვენებაში. ის პირველი და ერთადერთი იტალიელი იტალიელი მოდელი იყო ამ ჩვენებაში. ფოტოები გადაუღეს იაპონური Vogue-სთვის და სხვა ჟურნალებისთვის.
“2007 წელს ფილმ “Go Go Tales”-ში მონაწილეობისა და მატილდას (Matilde) გაჩენის შემდეგ რომიდან ნიუ იორკში გადავედი საცხოვრებლად. გადავედი იმისათვის, რომ, როგორც მოდელს უფრო მეტისთვის მიმეღწია. 2008 წელს ის გახდა Cesare Paciotti-ის სარეკლამო სახე და ამით მან ანჯელინა ჯოლი (Angelina Jolie) ჩაანაცვლა.

 

a კარზე კაკუნია. არადა, ჯერ კიდევ დილის რომელიღაც საათია. საბანში გახვეულმა გოგონამ შავი შარვალი და წინდები ამოიცვა. არადა, რა გემრიელად იყო მოკალათებული ლოგინში.

sდა საერთოდაც, ფეხმძიმე ქალის შეწუხება არ შეიძლება, განსათრებით დილის საათებში. მაშინ, როდესაც ძილის გარდა არაფერი გინდა ამ ქვეყნად. კარის გაღების შემდეგ ვარდების უზარმაზარი თაიგული მიიღო ღია ბარათის თანხლებით. “ვაიმე! რა ლამაზია და რამხელაა” – ღრმად და ბედნიერად ამოისუნთქა ბიანკამ. დღეს 19 მარტია და ბიანკა ბალტი 31 წლის გახდა. ამიტომაც რა გასაკვირია, თუ ბევრ საჩუქარს მიიღებს.

tumblr_mo8v3p3boD1sretbqo1_500

“ყველაზე საყვარელი გადაღება? 2012 წლის Dolce & Gabbana. მე, მონიკა, მზე, ზაფხული, ოჯახი, იტალია. გადასაღებ მოედანზე ისეთი თბილი გარემო შეიქმნა, საოცრება იყო!”

francesco_mele_and_bianca_balti_825881214_north_545x

Bianca Balti and Francesco Mele

 

კარიერული წარმატების ფონზე ბიანკას პირად ცხოვრებაში მუდმივი ქაოსია. მატილდას მამას – ფოტოგრაფ Christian Lucidi-ს 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მას შემდეგ იყო ახალგაზრდა ყმაწვილი Francesco Mele, რომელიც გარდა სურათისა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო youtube-ზე ბიანკას ვიდეოებქვეშ დაწერილი კომენტარები. ვიღაცამ დაწერა, ეს გოგო კია ლამაზი, მაგრამ ეტყობა საკუთარ თავს არასათანადოდ აფასებს, რადგან ასეთი shit of boyfriend ჰყავსო. ამაზე ფრანჩესკომ მოაყოლა 78 98ვერაფრით ვხვდები, რა საჭირო იყო ასე ემოციებს აყოლა ვიღაცის კომენტარებზე. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფრანჩესკოს კომპლექსების ბრალიც იყო. ასეთ ლამაზ ქალთან ექნებოდა, რატომაც არა.

მისი იტალიური აქცენტი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რამ. ხასიათიც იტალიური. როგორც დედაჩემი ეძახის, ტაშფანდურა იტალიელებიო. well, ეგაა იტალიური სული. სიმშვიდე არ იციან. მთელი თუ არა, ნახევარი 2013-2014 წელი ამ ვიდეოთი ვტკბებოდი.

2015 წელი კი ისევ Dolce & Gabbana. ამჯერად ჩვენებაში მონაწილეობას ღებულობენ დედა-მოდელები და მეორე შვილზე 7 თვის ფეხმძიმე ულამაზესი ბიანკა. როდესაც ეკითხებიან, ბავშვის მამა ვინ არისო, ბიანკა სიცილითა და იტალიური აქცენტით პასუხობს: “he’s American, a normal man, hard working”.

123333

Screenshot_2015-03-25-01-46-24
ამასწინათ Instagram-ზე ვათვალიერებდი მის სურათებს და უცებ ჩემგა გასაკვირად, ვინმე ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილი – გიორგი პაპიძე ვიხილე. გიორგი თავად მოდელი მეგონა და თურმე ნუ იტყვით და ბიანკას ასისტენტია სოციალური მედიის კუთხით. ეგ იქით იყოს და გიორგიც ძალიან პოპულარულია ბიანკასთან მეგობრობის გამო და არაერთი ჟურნალისტი წერს გიორგისთან ინტერვიუს ბიანკასთან თანამშრომლობის გამო. გამართლებაც ამას ჰქვია :))

 

მატილდა! ეს სახელი იმდენჯერ ვახსენე, რომ სტეფანო დოლჩემ და დომენიკო გაბანამ მისთვისაც მოიფიქრეს როლი თავიანთ სარეკლამო რგოლში.


კარზე ისევ კაკუნია.

bianca-balti-coco-ro-213455967

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s