– მე ლავიწს მივირთმევ, მომიტანეთ თუ შეიძლება!
– აღარ არის, გათავდა.
არც არაფერი, მთელი ეს პერიოდი მე მის ლავიწს ვღრღნიდი, ის ჩემს სისხლს სვამდა და გარნირად ჩემსავე ენერგიას აყოლებდა. პერიოდი? პერიოდი არც ისე პატარა და არც ისე დიდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ I was definitely wasting my young years. ახლა დადგა სიმშვიდის პერიოდი.
უბრალოდ ცოტა ტკივილის შეგრძნება მაწუხებს მუცელში. ასე მგონია, რომ რაც კი რამე ნაწლავი მაქვს, ყველა ერთმანეთში არის გადახლართული. კიდევ ისიც ვიცი, რომ ლავიწები მაწვება და მტკივა. თითქოს ცარიელი ძვლები მადევს და იმის შიგნით სიცარიელეა, ამიტომაც მძიმეა ეს ჩემი ლავიწები. ახლა ყელიც მტკივა და მგონი ვცივდები.
ცნობა მოვიდა, თურმე საკუთარი ლავიწები მიღრღნია ყველაზე მეტად. მერე რა. მაინც მიყვარს მარტი. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, როგორი არანორმალური თვეც არის, ისეთი ადამიანი იბადება მარტშიო. ალუზია ჩემზე. ხვალ სამსახურში მივდივარ და ყველაზე მეტად არ მინდა გაციება ახლა.