DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც.

I feel very spoilt this morning! #DB40

A post shared by David Beckham (@davidbeckham) on

დამშვიდდით, მე არ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ მოიხიბლა 1996 წლის ნოემბერში თბილისში მყოფი დევიდი Victoria Adams-ით Spice Girls-ის კლიპ “Say You’ll Be There”-ის ყურებისას და როგორ გადაულაპარაკა Gary Neville-ს, რომ აი ის გოგო შავ კატისებრ ფორმაში მისი გახდება, თუ სურვილი ორმხრივი იქნა. არც იმას მოგიყვებით რამდენი შვილი ჰყავთ და არც იმას, რომ ყველა გუნდთან ერთად, სადაც კი ითამაშა, კარიერულ მწვერვალს მიაღწია. იმასაც არ მოგიყვებით, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი Zinedine Zidane არის და არც იმას, რომ Paris Saint Germain-ში ბოლო, გამოსათხოვარი თამაშისას იტირა.

Thanks to my beautiful wife for such an amazing day x

A post shared by David Beckham (@davidbeckham) on

Great to see these shy and retiring ladies. Never a dull moment.

A post shared by David Beckham (@davidbeckham) on

მე იმას მოგიყვებით, რომ მისი თითოეული გამოჩენა მახარებს აგერ უკვე 16-17 წელია. იმასაც მოგიყვებით, რომ მასთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობა და ბარემ იმასაც, რომ ძველი თამაშები, ძველი ფეხბურთელები და ზოგადად ძველი დრო ანუ ბავშვობა მენატრება.

Amazing evening with my girls last night x vb #DB40 @evalongoria @melaniecmusic @denisevasi @tanaramsay

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on

ბავშვობა ისაა, რომელიც ალბათ ყველას სენტიმენტებით ახსენდება და ამ მხრივ მეც არ ვარ გამონაკლისი. თვალები მიფართოვდება და სახტად ვრჩები ხოლმე, როდესაც ვინმე მეუბნება, რომ ფეხბურთი არ უყვარს. არადა, რა ჩემი საქმეა.

PicMonkey Collage

2003 წელს ბლოკნოტში ჩაწებებული და ჩასაწებებლად გამზადებული სურათები 😀

დღეს, როდესაც კრისტიანო-მესი-სუარესი-ნეიმარის დრო დგას, მე პერიოდულად შევდივარ youtube-ზე და ძველ კადრებს ვათვალიერებ. ძველი კადრების თვალიერებას კი, რა თქმა უნდა, თვალების დაცრემლიანება მოჰყვება აუცილებლად. ძალითაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ ვიკავებ თავს და შემდეგ ვაცნობიერებ, რომ უი, ფეხბურთის კადრებზე ვტირი. ვუყურებ ამ ახალი ფეხბურთელების ვიდეოებსაც, განა მარტო ძველებს და რაც უფრო მეტ ვიდეოს ვუყურებ, მით უფრო აღმაფრთოვანებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთი არ არის სპორტი, ფეხბურთი არის ცხოვრების სტილი.

Spice Girls in Marrakech! #DB40 x vb @Melaniecmusic @evalongoria @therealgerihalliwell

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on

@Brooklynbeckham foto bomb cutie.

A post shared by Geri Horner (@therealgerihalliwell) on

Too much fun with Emma and Mel! #DB40

A post shared by Eva Longoria Baston (@evalongoria) on

გამარჯობა!
დღეს 2 მაისია, 2015 წელი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კი 40 წლის გახდა. მან 20-ზე მეტი წელიწადი მიუძღვნა იმას, რითიც მილიონობით ადამიანი ბედნიერდება. და სანამ დევიდი Spice Girls-ის გოგოებთან, ევა ლონგორიასთან, შვილებთან, მშობლებთან და სხვა ახლობელ ადამიანებთან ერთად ივ სენ ლორანის საყვარელ ქალაქში – მარაკეშში სასიამოვნო დროს ატარებს, ვირტუალური სივრცე თუ საფეხბურთო სამყარო აჭრელებულია მისი სურათებით თუ ვიდეოებით. ზოგი მის დაბადების დღეს ზეიმობს, ზოგი კი ინსტაგრამზე მის გამოჩენას.

Happy birthday @davidbeckham, welcome to Instagram my friend! ZZ.

A post shared by zidane (@zidane) on

happy birthday my friend … good vibes God bless! @DavidBeckham #DB

A post shared by Nj 🇧🇷 👻 neymarjr (@neymarjr) on

#HappyBirthday #davidbeckham #psg

A post shared by Paris Saint-Germain (@psg) on

Happy 40th birthday to #mufc legend @DavidBeckham, who's joined Instagram today! Enjoy your celebrations, David… #DB40

A post shared by Manchester United (@manchesterunited) on

და განსაკუთრებული ვიდეო-კოლაჟი აშშ-ის საფეხბურთო ლიგისგან :))

ეს ვიდეოც ბონუსად :))

Advertisements

19 thoughts on “DB40

  1. წინა დაბადების დღეზე დამიშეარეს ეს ვოლზე, ხოდა ამ ორ მაისს მემორიში ამოაგდო და გადასარევად წავიკითხე კიდევ ერთხელ. კარგია როცა შენ და შენს იდეალს ერთ-დღეს გაქვთ დაბადების დღე. :))

    • უი ვინ დაგიშეარა? ვინმე საერთო ნაცნობი იქნებოდა 😀
      რა სასიამოვნო შეგრძნებაა, შენს ბლოგპოსტს რომ აშეარებენ 😀
      ჰოდა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
      გილოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებას გისურვებ.

  2. ერთი შეყვარებული გვყოლია. ფილმი ნახე დევიდის დოკუმენტარი? ველურ ბუნებაში დადის და სასაცილოდ ცდილობს უკომფორტო ცხოვრებას. მე არ მომეწონა უკომფორტო და ველური ბექჰემი. მისი არ იყო. სახლის კაცია და ოჯახის. სულ მაინტერესებდა, მართლა ასეთი ჰარმონია თუ აქვთ ვიკის და მაგას როგორც შუქდება.

    • ეგ ჯერ არ მინახავს, ვერ ჩავუჯექი.
      რა ვიცი, იმდენი ხანია ვგიჟდები მაგ ადამიანზე, რომ მკიდია ველურია თუ სახლის. ყველანაირი მიყვარს. 1997 წლიდან ❤

  3. სფაის გერლზებში ემა მომწონდა ყოველთვის 🙂 რაღაცნაირი ფუმფულა და ნათელი ტიპია :))

    დევიდი კაი ოჯახის კაცი შეიქნა :))) რა კარგი ფოტოებია ფართების.

    ასე ვეტრფოდი მე მერაბ ნინიძეს. ინტერნეტი რომ არ იყო, მეც ჟურნალებს დავსდევდი, რომ მისი ფოტო მენახა. ინგლისელებიდან – სტინგს :)))

    • კი მეც ემა. მაგრამ ჩემს დას მოსწონდა ვიქტორია და მერე მეც დავინტერესდი ვიკით 😀 ემა უფრო baby იყო და მაგიტომ ალბათ 😀
      კი, ძალიან. თან ადრე დაქორწინდა, 23-24 წლის იყო და მას შემდეგ ოჯახსა და კარიერას ერთმანეთს უთავსებს. 17-18 წელია ერთად არიან სტაბილურად.
      აუ მერაბ ნინიძე მეც ისე მომწონდა. ძალიან სიმპატიური იყო და არის კიდევაც. უბრალოდ, ცოტა ზედა თაობაა. თორემ, დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი ქართველი მსახიობია. სტინგის სიმღერები ძალიან მიყვარს, თუმცა მისი და ტრუდის თანაცხოვრების შესახენ ცოტა რამ თუ ვიცი.

        • დიდი სიამოვნებით მოვისმენ ^_^
          ერთი ის ვიცი რომ დიდი ვინმე მაჭანკალია. მაგან შეყარა მგონი თავის დროზე მადონა და გაი რიჩი. თუ გვინეტი და კრის მარტინი. ნუ, რომელიღაც ინგლისელს რომ გაუხსნა ბედი, ეგ მახსოვს 😀

    • ეს რა გამახსენე თინინა, სტინგი ყოველთვის ჩემი სიყვარული იყო ❤ ერთი დილა გამიცოცხლდა ახლა, დილით მე მამიკოსთან ერთად მის საწოლში "შეხურხლული და ძველ ტელევიზორში ბოლო ხმაზე სტინგი თავის ინგლისელით ნიუ იორკში, ეს რა ხნის წინ იყო თითქოს დამავიწყდა და თან ძალიან მომენატრააა….

      ,მადლობა გოგონებო ამ ემოციებისთვის!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s