სილამაზე Viaderm-ისგან

ამასწინათ ვიდექი სარკესთან და საკუთარ სახეს გავყურებდი. ფაქტიურად, არ არსებობს მომენტი, რომ სარკესთან დგომის დროს ამას არ ვაკეთებდე. ერთ წუნს მეორე ემატება და მეც ვღიზიანდები. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერი ჩემს კანს არაფერი ისეთი განსაკუთრებული წუნი არ აქვს და თუ გავითვალისწინებ ჩემს ასაკს, ფრიად მშვენიერ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არსებობს რაიმე დანამატი, რაც გინდა რომ მიიღო ასაკის მატებასთან ერთად რადგან, გინდა – არ გინდა, წლებს თავისი მიაქვს. ამასწინათ ერთი კომპანიის პრეზენტაციაზე მოვხვდი, რომელზეც დამაბალანსებელ საკვებ დანამატზე იყო საუბარი. რომ მოვისმინე რა ინგრედიენტებს შეიცავს ეს პროდუქტი, გულში მეღიმებოდა და ჩანიშვნასავით ვაკეთებდი: ეს ხომ საჩემოა, ეს ხომ დამჭირდება, ეს ხომ აუცილებელია. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ კომპანია “Viaderm”-ის პროდუქტს.

Viaderm – ესაა ჩეხური წარმოების ნუტრიკოსმეტიკური საშუალება, რომელიც უნაკლო კანის, ჯანსაღი თმისა და მტკიცე ფრჩხილების გარანტია. მასში შემავალი ნივთიერებები არის აბსოლუტურად გამოზომილი, ეფექტიანი. ის წარმოდგენილია ორი სახით: Skin Beauty, რომელიც უშუალოდ კანის სილამაზისთვის გამოიყენება და Complete, რომელიც სრულიად მთელი ორგანიზმისთვის არის განკუთვნილი. მასში შემავალი ინგრედიენტებია: ფურისულას ზეთი, ჰიალურონის მჟავა, კოენზიმ Q10, სილიციუმი. 
ფურისულა გამოიყენება დაბერების, გულის დაავადებების, ჭარბი წონის, მრავლობითი სკლეროზის წინააღმდეგ.
ჰიალურონის მჟავა გამოიყენება კანისთვის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად, აგრეთვე კანის გასაჯანსაღებლად და ელასტიურობის შესანარჩუნებლად და პლუს, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა.
კოენზიმ Q10 იცავს კანს გამოშრობისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.
სილიციუმი აფერხებს თმის ცვენასა და ნაოჭების გაჩენას.

Viaderm-ის პროდუქცია არ შეიცავს საფუარს, არ იწვევს წონის მატებას და ყველაზე მთავარი – არ გააჩნია გვერდითი ეფექტები!

ვისთვის არის ეს პროდუქტი განკუთვნილი?
მისთვის,

  • ვინც დიდხანს მუშაობს კომპიუტერთან, სტრესულ გარემოში;
  • ვისაც სურს ჰქონდეს ჯანმრთელი, მყარი ფრჩხილები;
  • ვისაც აწუხებს ქრონიკული გადაღლილობა;
  • ვისაც არ სურს გაუჩნდეს თმის შეთხელების პრობლემა
  • ვისაც სურს ჰქონდეს ელასტიური კანი;
  • ვისაც სურს ჰქონდეს ბზინვარე, ჯანმრთელი თმა;
  • ვისაც უნდა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.


პრეზენტაციაზე კითხვები დაისვა, რომლებზეც კომპანია “Walmark”-ის წარმომადგენელმა პასუხები გაგვცა და პროდუქტზე დაწვრილებით გვესაუბრა. პროდუქტი მიიღება დღეში ერთხელ 1 აბი. იგი ნელნელა დაეხმარება ორგანიზმს სწორ ფუნქციონირებაში და გააძლიერებს კანის სტრუქტურას შიგნიდან. პირველ შედეგს დაინახავთ გამოყენებიდან 6 თვეში. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ “ფარმა სახლი”-ის ფილიალებში.

 

 

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s