12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

ამ ყველაფრის ფონზე ტელევიზორი, რომელშიც ყოველთვის იყო 90-იანი წლების საუკეთესო სიმღერები. ჰოდა, ამ გახსენებას, მე ინგლისური ალტერნატიული როკის, ბრიტპოპისა და ინდის წარმომადგენელი ჯგუფი – Blur გამახსენდა. მახსოვს, მე და ჩემი და ძალიან ხშირად ვცეკვავდით მათ სიმღერებზე 😀 იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, რას მღეროდნენ ან რატომ ჰქონდათ სახის ასეთი უაზრო გამომეტყველებები. მთავარი ის იყო, რომ ვუსმენდით. არ მახსოვს ჩემი ზუსტი ასაკი, მაგრამ დაახლოებით ათი წლისა ვიქნებოდი ან უფრო ნაკლები.  ყოველთვის, როდესაც რამეს ვუსმენ შორეული, თუმცა ჩემთვის ძალიან ახლობელი 90-იანებიდან, თვალები თავისით მიწყლიანდება.

ზუსტად 12 წლიანი პაუზის შემდეგ Blur-მა 2015 წელს ახალი ალბომი “Magis Wrip” (“ჯადოსნური მათრახი”) გამოუშვა. ალბომის წლების განმავლობაში იწერებოდა და დღის სინათლე ამა წლის 27 აპრილს იხილა. იგი ჩაწერილია ჰონკ კონგსა და ლონდონში. ბევრი სმენის შედეგად კი დავასკვენი, რომ ყველაზე მეტად სიმღერა My Terracotta Heart ამეკვიატა. ახლა ჯგუფის წევრები გამოიყურებიან არა ისე, როგორც cover სურათზე, არამედ აი ასე:

Blur-cover-comp-shot-770

თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიიდან არის.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s