ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი 😀

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ 😀 

ჰოდა, მე ახლა ლუდოს ქვეყანაში მივდივარ. ტილ შვაიგერს თავისივე ფილმ “Keinohrhasen”-ში ლუდო ჰქვია. შვაიგერი ჯერ კიდევ „Knockin’ on Heaven’s Door”-იდან და “Driven”-იდან მიყვარს. არადა, შეიძლება გერმანია საერთოდ არ არის ლუდოების ქვეყანა, მაგრამ ჩემს გონებაში მაინც ასეა.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას a minha mala-ს – ჩემს ჩემოდანს გადავუღე სურათი. მინი-ტრადიცია ერთგვარი. 

mala

ტურფები მზად არიან ❤

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვცდილობ არ ვადგინო ნუსხა ქართველებზე სახელწოდებით „მხოლოდ საქართველოში“ და იგივენაირი ნაკლები უცხოელებსაც მოვუძებნო. და მაინც, ჩემგან 1მ-ის მოშორებით სამი ახალგაზრდა ქალისგან ეგრევე მომესმა ნაცნობი ენა და ინსტინქტურად მომენჯღრა სახე. „ამერიკანო გინდა???“ – ხომ შეიძლება, რომ შუა Starbucks”-ში შეღონებული სახით თუ ხმით არ იღრიალო ეს ფრაზა მთელ ხმაზე?! „და შაქარი რამდენი???“ – თვალებს ისევ კომბინეზონიანი ქალისკენ ვაპარებ. „აქ დავლიოთ თუ იქით გადავიდეთ???“ აუ არა რა, მეტად მომთმენი უნდა გავხდე! ვამბობ მე ჩემს გონებაში and I mean it!!!

ჰო მართლა! სამსახურიდან წამოვედი. Yes, I did it და ეს არის ბოლო პერიოდში ჩემ მიერ მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ლათინური გამოთქმაა de mortuis aut bene aut nihil – მკვდარზე ან კარგი თქვი, ან არაფერიო. ჰოდა, ჩემი ვერსია ასე ჟღერს „de სამსახური aut bene aut nihil”. ჰოდა, მოდი მე nihil-ს ანუ არაფერს ვიტყვი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. წლების მანძილზე მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ხან რა მიშლიდა ხელს, ხან – რა.

ოლიმპიური სიმშვიდით ვემზადები მგზავრობისთვის. საერთოდ არ ვღელავ. საერთოდ. აქ ფიქრისკენ იმ ამბისკენ მეპარება, რაც 5 წლის წინ პირველი მგზავრობისას დამემართა: სარდინიის სასტუმროში ნომრის უჯრაში რომ დამრჩა პასპორტი და რამდენიმე საათში რომში რომ უნდა გავფრენილიყავი. ფუ, გახსენებაც არ მინდა. კარდ-კადრ მიტივტივდება კარასტანი და წამით გული მიჩქარდება. დამშვიდდი ქეთევან, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.

ახლა ვზივარ სტამბოლის Sabiha Gokcen სახელობის საერთაშორისო აეროპორტის „Starbucks”-ში და ვწერ. ჯერ ეს ერთი, მიყვარს წერა (you don’t say, blogger?! :D) და მეორეც, ისეთი დაღლილი ვარ, ძალიან მესიკვდილება 3 ვითომ პატარა, მაგრამ მაინც მძიმე ჩანთით მაღაზიებში ბოდიალი.

გახსოვთ, Airgasm-ებზე რომ გიყვებოდით? დღესაც იგივე აზრის ვარ. თვითმფრინავის აფრენის შეგრძნება ერთ-ერთი მოწინავეა ყველა სხვა შეგრძნებებს შორის!

airgasm იცით რა არის ჩემთვის? როდესაც თვითმფინავი ძლივს-ძლივს სეირნობის შემდეგ, ჩერდება და შემდეგ მთელი ძალით და ძალიან დიდი სიჩქარის განვითარებით იწყებს მოძრაობას. შემდეგ ჰაერში ადის და ადამიანი მიჰყავს ცისკენ. ამ დროს მე მაკანკალებს, თავი მგონია ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი და თანავუგრძნობ თვითმფრინავს, რომელსაც უწევს ასეთი დიდი სიმძიმის (ანუ ჩემი) თრევა. ლიფტშიც ხომ ეგრეა, ზევით რომ ადიხარ, საკუთარ წონას გრძნობ. ნერვიულობა ფეხებში, ტვინის უკრედებსა და გულშია მხოლოდ. სასურველ სიმაღლეზე აფრენის შემდეგ თვითმფრინავი სწორდება და airgasm-იც მთავრდება.

ჰოოოოდა, პირველად შევიძინე ბილეთი დამოუკიდებლად, თანაც ელექტრონულად. ონლაინ შოპინგის მოდერატორისთვის ეგ დიდი არაფერი შიშია, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი: ეს არ შემეშალოს, ის არ გამომეპაროს და ა.შ. ახლა უკვე ვიცი, რომელ საიტს შევეკედლები ხოლმე: Edreams.com. თბილისის აეროპორტში რეგისტრატორთან მისვლამდე მინი-პანიკა მჭირდა. „ვაიმე, იქნებ ბილეთი არ მაქვს ნაყიდი და ეს ფარღალალა ფურცელი არაფერს ნიშნავს?!“ რეგისტრატორი შემხვდა უსაყვარლესი ქალი. ეგ კიარადა, 20კგ-ზე მეტი მქონდა a minha mala-ს წონა და არაფერი გადამახდევინა, საყვარელი ❤

20150701_042518

თბილისიდან სტამბოლამდე გვერდით მჯდომი თანამგზავრები არ მყოლია და შედარებით გემრიელად მეძინა.

გოქჩენი პირზე კოცნით დამხვდა :)) უკვე მესამე წელია სულ ამ აეროპორტში მაქვს ტრანზიტი, შენ რა გითხარი Pegasus 😀 მაგრამ ამაზე უფრო გასაღიმებელი ისაა, რომ Starbucks”-ში ჩაის (!!!) ვსვამ და დედაჩემის გამომცხვარ ხაჭაპურს. 4 საათიანი ტრანზიტი. მე ძილი მინდა, მაგრამ არ გამოდის. ვნერვიულობ ამ ჩემს ბარგზე. იმ 20,7კგ-იან ჩემოდანზეც, რომელიც დიუსელში (a.k.a. Dusseldorf ანუ დიუსელდორფი) უნდა ავიღო.

ჩავფრინდი დუსელდორფში! Mala მაქვს ასაღები და ვფიქრობ ამ არცთუ ისე დიდ აეროპორტში სად ვიპოვო იგი. ვიბნევი. პირველად ხდება ჩემ თავს ის, რომ Boarding Pass-ის ნაგლეჯს არ აწერია სად ჩამოატარებენ ბარგს. ვიღაცებს ვაჩერებ და ყველა თავიდან მიშორებს. ბოლოს, არც ვაციე და არც ვაცხელე, პოლიციელს მივეჭერი; თურმე აქ მონიტორზე იწერება ინფორმაცია ბარგის შესახებ, მე რა ვიცოდი.  ველოდე, ველოდე და ჩემმა ტურფამაც ჩამოისეირნა ❤ ა ჰო, ბარგის “კალიასკა” ვერ ავიღე, რადგან თურმე ფასიანია, გამოვშტერდი. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე 50 ცენტიანის საშუალებით შეგიძლია აიღო, თუმცა დაბრუნებისას ის 50 ცენტი უკან გიბრუნდება. რას არ გაიგებ. ოხ გერმანია, შენ რა გითხარი.

კარი იღება და ნაცნობი ხმა: “ქეთი!”
ამოვისუნთქე.
უკვე საბოლოოდ.

Advertisements

20 thoughts on “ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

  1. უი მართლაა, ფეისბუქი ლამის ერთი წელია გაუქმებული მაქვს. არ მომსვლია , ნეტა როდის მომწერე ?! აბა ველი ნოემბერს. ახლა მეც ძალიან ბევრი სტრესი მაქვს. მოიცალე და დამადექი. გელი :*

    • რამდენიმე დღის წინ. დაიკიდე. აქაურობა უფრო საინტერესოა. ახლა “კაკრაზ” ვპ მაქვს გახსნილი და გაცხარებული პოსტს ვწერ. კარგია გერმანია :))

  2. ვაააა რა მაგარიაა. მიდი დამადექი 😉 გუგლპლუსი მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ არაფერს რა ვიცი. როდის გეგმავ დადგომას ? მიხარიხარ :p

    • ფბ-ზე შეგნებულად არ გამატებ, ბლოგინგს ჩავკლავთ მაგით 😀 თუმცა “გამარჯობა” მაინც მოგწერე ვერ მოთმენის გამო 😀
      ოოო რას ჰქვია არ იყენებ? ძალიან კარგია გუგლპლუსი. მეც მიხარიხარ. აი ოქტომბერი და ნოემბერი გადავაგორო რა. ტესტები მაქვს. და აი ნოემბერში დაგადგები.

    • კი მინდა და ვგეგმავ მაგას 😀 იმდღეს თათიას ვეკითხებოდი შენს ამბავს და დავადგეთო. ჰოდა, მანამდეც დაგადგები 😀

    • ისე, როგორ მოხდა, რომ.არც ყვიტერი გაქვს და არც ინსტაგრამი და არც გუგლპლუსი.

  3. ჰაჰააა დუესელდორფი კარგი გამომივიდა 😀 😀 😀 düsseldorf- ი ვიგულისხმე ამ უცნაურ სიტყვაში 😀

    • კი კი მივხვდი 😀 ეგრეც წერენ ხოლმე, რიდესაც უმლაუტს ვერ წერენ 😀

  4. ქეთევან!!!!!! შენ გერმანიაში იყავი თუ ხარ ??? ცოტა ადრე მაინც მენახა შენი პოსტი, მე დაგხვდებოდი დუესელდორფში და მაგდენი ჯახირიც არ დაგჭირდებოდა :))))))))))))))

    • გამარჯობა ქეთევან 😀 ახლა ვარ დუსელდორფში და მინიმუმ 1 წელი კიდევ ვიქნები, მინიმუმ. სასწავლებლად ვარ ჩამოსული.

  5. მეც მიყვარს ტილ შვაიგერი ^_^
    ახალი ცხოვრების დაწყებას გილოცავ , წარმატებები ^^

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s