უარი, როგორც სურვილი

ლია ლიქოკელს იცნობთ ხო? თუ ოდნავ მაინც გიყვართ თანამედროვე ლიტერატურა, თვალს ადევნებთ ლიტერატურულ დაჯილდოებებს, მაშინ ლიაც გეცოდინებათ მისი ერთი რომელიმე ლექსით ან ჩანახატით მაინც. თუარადა, ვისაც მე ვყავარ FB-ზე, შეამჩნევს, თუ რამდენად ხშირად ვდებ ხოლმე ჩემს კედელზე მის ნააზრევებს. საკითხი იმდენად ლიას არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ რაც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა: ერთ-ერთ სკოლაში დაპატიჟეს ბავშვებისთვის ლექსების წასაკითხად. ლიამ მისვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად „არ შემიძლია მოსვლა“ თქვა. ამის შემდეგ კი სკოლის დირექტორმა დაურეკა მას და ძალიან უხეში ტონით გამოლანძღა, თავში აგივარდა პოპულარობა, ჯილდოები და მთელი ეს შენი ცნობადობაო. არადა ლია უბრალოდ ცუდად იყო, ლიას უბრალოდ არ უნდოდა მისვლა. ახლა არც ლიას დაცვას ვაპირებ და არც იმ დირექტორის გამოლანძღვას. უბრალოდ მინდა უარის თქმა და ცუდად ყოფნა უფრო დეტალურად და გასაგებად ავხსნა. ოღონდ ავხსნა ისე, რომ არც ჯანმრთელობის პრობლემები, არც ქალების კრიტიკული დღეები ან არც რაიმე სხვა ბიოლოგიური მიზეზები დავასახელო.მე მაინც ვფიქრობ, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ბავშვს რა არ უყვარს? სადილის ჭამა. რა უყვარს? ულევი რაოდენობის შოკოლადი. ჩვენ თავიდანვე თავს გვევლებიან და გვთაფლავენ, რომ თუ შევჭამთ საჭმელს, მივიღებთ შოკოლადს. ჩემი ბავშვობიდან არ დავიწყებ მაგალითების მოყვანას, დღევანდელობას შევეხები. საკუთარი შვილი არ მყავს, მაგრამ მყავს დის შვილი, რომლის აღზრდაში გარკვეულ ასაკამდე რამდენიმე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას და მათ შორის მეც. „არა“-ს ყოველთვის მტკივნეულად განიცდიან ბავშვები, როდესაც ვთქვათ, შოკოლადის მე-8 ნატეხს არ ღებულობენ. აი აქ იწყება დრამა. გიორგის დრამა სხვადასხვანაირი იყო: ეს ხან იყო წამწამების გამალებული ხამხამი და ტუჩების „დაპრუწვა“, რომელსაც მოსდევდა ასეთივე გამალებული ცრემლდენა, ტირილი, ღნავილი და მკვლელი ფრაზა: „მე შენ არ მიყვარხარ“ :D, ეს ხან იყო ხელების გადაჯვარედინება, ხმამაღალი ყვირილი და მეორე მკვლელი ფრაზა: „ცუდი ქეთუნა/თამუნა/ჩემი ოჯახის სხვა რომელიმე წევრის სახელი ხარ“ :D, ეს ხან იყო ერთი ოთახიდან მეორეში გავარდნა, იმ ოთახის კარის მოჯახუნება-არგაღება და მესამე მკვლელი ფრაზა: „მე გაგებუტე, არ გელაპარაკები“ :D, ხან კი ყველაზე რადიკალური გამოხატულება – ხელ-ფეხის ქნევა. გიორგის რომელიმე ქცევაში თუ იცანით დირექტორი, ესე იგი, სწორად მივდივართ მეც და თქვენც.

ვინაიდან Facebook ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, მოდი, მასაც შევეხები.  აქ უარის ნაირსახეობებია:

  1. ვინმეს დამეგობრობის შემოთავაზებაზე უარის თქმა (ანუ და-reject-ება)
  2. დაბლოკვა (რის შედეგადაც შენ და ის ადამიანი საერთოდ ვერ ხედავთ ერთმანეთს)
  3. დამალვა (ანუ და-hide-ება),
  4. სურათის თუ სტატუსის არმოწონება (იგივე არდა-like-ება).

და ყველაზე მეტად მეზიზღება არდამეგობრებული/დაბლოკილი/დამალული/არმოწონებული ხალხიგან გარჩევების სმენა/კითხვა: შენ მე რატომ დაბლოკე? რატომ არ დამიმეგობრდი? რატომ არ დამილაიქე? რატომ დამაჰაიდე? თუ თქვენ ამ ხალხის ქცევაშიც იცანით დირექტორი, ესე იგი, ისევ სწორად მივდივართ მეც და თქვენც.

რატომ მოვიქეცი მე ასე? პასუხი მარტივია – იმიტომ J
რატომ თქვა ლიამ სკოლაში მისვლაზე უარი? პასუხი მარტივია – იმიტომ J

ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაცაზე უარის თქმის სრულიად ლეგიტიმური უფლება. ლიას – სკოლაში მისვლაზე, მე – FB-ზე ვინმეს დამატებაზე, შენს მეზობელ მაყვალას – შენთვის 2 თავი ხახვის მოცემაზე, თუნდაც 150 ჰქონდეს სამზარეულოში. არავინაა ვალდებული, ისე მოიქცეს, როგორც შენ გინდა. ჩვენ ყველანი ვართ ცალკეული ინდივიდები და გვაქვს ჩვენი საკუთარი, პირადი სურვილები და ეს სურვილები არის როგორც ვიღაცისთვის რაიმე სიკეთის გაკეთების, ასევე ამ სიკეთის არგაკეთების. სიკეთის და ზოგადად რაღაცის გაკეთება არის პირადი სურვილი. სხვა დანარჩენი კი არის ვალდებულება/მოვალეობა. მაგ.: მოვალეობაა სამსახურში დილის 10 საათზე ყოფნა, მაგრამ პირადი სურვილია თანამშრომლისთვის წყლის მიტანა ან სტეპლერის მიწოდება.

იმის გამო, რომ

  1. ლია სკოლაში არ მიდის და ლექსებს არ უკითხავს ბავშვებს,
  2. მე ვიღაცას ვბლოკავ და მეგობრებში არ ვამატებ,
  3. შენი მეზობელი ხახვს არ გაძლევს,

არ ნიშნავს იმას, რომ

  1. ლიას პოპულარობა და ჯილდოები თავში აუვარდა,
  2. მე ვინმეს არ ვკადრულობ და ზემოდან ვუყურებ,
  3. შენს მეზობელს ცუდია.

ეს უბრალოდ ნიშნავს ადამიანის თავისუფალ ნებას – რაღაც გააკეთოს ისე, როგორც მას უნდა.

ცუდად ყოფნაც ინდივიდუალურია. ხომ არის პერიოდი, როდესაც არაფრისა და არავის დანახვა არ გვინდა?! არც ვკვდებით, არც გვჭირს რამე, უბრალოდ გვინდა საკუთარ ოთახში ვიყოთ შეყუჟულები და განმარტოებულები?! არ ვიცი, ახლა ამას ჩემი დიდი დოზით ინტროვერტობის გამო ვწერ თუ ყველა ასეა. თან, მითუმეტეს ზამთარში – ანუ იმ დროს, როდესაც აქტივობის უნარი საგრძნობლად დაქვეითებულია ადამიანში და თვალის გახელისას მხოლოდ ჭიქა ჩაი გვინდა და მეტი არაფერი.

ვწერ ამ პოსტს და გული მწყდება, რომ ვწერ 28 წლის ასაკში იმას, რაც 20 წლის ასაკში გავიაზრე.
ვწერ ამ პოსტს და გული მწყდება, რომ ვწერ ადამიანისთვის, რომლის ასაკი ალბათ 50-ზე ზევითაა.

Advertisements

10 thoughts on “უარი, როგორც სურვილი

  1. ამდენი წეშმატიტება ერთად კარგა ხანია არ წამიკითხავს … სამწუხაროდ 😦 მართლა თავისით წამეკითხა და ნეტავ ბევრმა წაიკითხოს ეს და თან შეიგნოს…

  2. და თათია რად გინდა, ჩამოდი თათიას გარეშე. მეც მივდივარ ახლა საქართველოში. ორი წელია არ ვყოფილვარ. მარტში ჩამოვდივარ და ჩამოდი. არაა საშიში კაცო, ვცხოვრობ ჩვეულებრივად. შენ მიზეზებს ნუ იგონებ ახლა 😀 ეგრე, ყველგან საშიშია :))

    • აუ მარტში საით მიდიხარ ანუ? მე ახალ წელს ვიყავი თბილისში და ახლა უკვე ისევ დუსეში ვარ.

  3. ქეთევან და მე რატომ არ მესტუმრე აწ გასულ ნოემბერში? მიუხედავად იმისა, რომ შენი პოსტი მესიამოვნა და იმაზე გავამახვილე ყურადღება, არ მინდა და რატომ? და იმიტომო, ალბათ იმიტომ არ მესტუმრე ნოემბერში. შენ არ სტუმრობის ლეგიტიმური უფლება გაქვს, მაგრამ მე გელოდე მთელი თვე ძმაო. სადაა ეგრე. შენი იმიტომ-ც ვერ გიშველის და შენი პოსტიც ვერ გიშველის ჩემო ინდივიდო ქეთევან. პასუხი მივიღო. პ.ს. ესეც ჩემი ლეგიტიმური უფლებაა 😉 :))))

    • ვაიმე! გოგო, თათიას ველოდებოდი და რომ არ გამოჩნდა, მეთქი რა ხდება?! ეს პოსტი ნამდვილად არაფერ კავშირშია შენთან ❤ სტუმრობას ნამდვილად ვაპირებდი და თათია რომ არ შემომეხმიანა, ვიფიქრე, აღარ აპირებს-მეთქი ეტყობა გერმანიის დალაშქვრას და მერე სურათები რომ ვნახე, დავიბენი, თუმცა მაინც არ ვკითხე არაფერი. იქნებ მას არ უნდოდა ჩემთან ერთად. ჰოდა ასე იყო ეს ამბავი ძმაო. მე არ გადამიგდიხარ.
      პ.ს. ახლა არ დამპატიჟო კიოლნში, გეხვეწები 😀 ბოლო დროს რაც მანდ ამბები ხდება, მეშინია განძრევისაც კი. მანდ კიარადა, აქაც კი.
      გუშინ ჩამოვედი ისევ აქ. 3 კვირა თბილისში ვიყავი და მაგიტომაც ეს კომენტარი ამდენი ხანი ვერ ვნახე. იქ ნეტი არ მქონდა.

  4. ძალიან კარგი პოსტია, სუპერგონიერი გოგოს დაწერილი. ასეთები წერე რა, მოეშვი ამ დეპრესიულ და გადაქანცული სახის მომღერლებს :დ

    ლია ლიქოკელს არ ვიცნობ და არც დირექტორს :ლოლ:
    მაგრამ პრობლემა აღზრდაშია, მშობლები რომ ყველაფერს უსრულებენ შვილებს, ოღონდ შენ კარგად იყავი და მე დახეული ფეხსაცმლით ვივლიო და კიდევ “ოთარაანთ ქვრივში” რომ იყო, შენ გემახსოვრება, ჩემად მაცქერალ თვალს დავიბრმავებო თუ რაღაც ამგვარი, ამაზე დიდი შეცდომა არ არსებობს და არა.
    ლია ლ-ს დირექტორიც ზუსტად ასეთი ყოფილა, გაუწონასწორებელი ბავშვი, შოკოლადს რომ არ მისცემენ და ფეხების ბაკუნს იწყებს. მერე მშობლები ეტყვიან, კაი არაუშავს, ბავშვია, რა მოხდაო და მისცემენ. There you have it!!!
    ჰაჰა ძაან ქართული ანდაზების გავლენის ქვეშ ვარ დღევანდელი ჰოროსკოპით აშკარად, მაგრამ რასაც დასთესავ, იმას მოიმკიო… :პ
    მოიცა, კიდევ გავიხსენო რამე… გოდორის დაწვნაზეა კიდევ რაღაც იგავი და ახლა აღარ დაგსპამავ :ლოლ:

    ლია ლიქოკელს უთხარი, რომ მარტო არ არის!!! 🙂 :დ

    • ჰაჰაჰაჰა 😀 სოფი ❤
      კარგი, ცოტა ხანი მოვეშვები მომღერლებს და მითუმეტეს ლანასნაირ გადაქანცულებს 😀
      ხო აი ზუსტად "ოთარაანთ ქვრივი"-ს რეჟიმში არის დღემდე უმეტესობა. არადა, თავიდანვე თუ მიაჩვევ ბავშვს "არა"-ს, ვფიქრობ, უფრო სწორად აღიზრდება.
      არა არა, მეც მიყვარს ხოლმე ანდაზების მოშველიება. აუცილებლად. ისეთი კარგი გოგოა ❤ ისიც ჩემსავით 6 მარტს არის დაბადებული, ოღონდ ჩემზე ერთი წლით ადრე. შენ რომ ფბ-ზე იყო, ისე გულზე მოგედებოდა მისი ნაწერები.
      და საერთოდ, რა კარგია, ასეთი დიდი კომენტარები ❤ ❤ ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s