Brooklyn Baby – Lana Del Rey

მაშინ, როდესაც ლიზი ახალ სასცენო სახელს დაირქვამს, ნიუ იორკის ცაზე გამეფებული მზის სხივი მიწის პატარა მონაკვეთს მოზომავს და გააცხელებს. მაშინ, როდესაც ლიზი ტუჩებს გაიდიდებს, მისი თაყვანისმცემლები Youtube-ზე კიდევ ასჯერ მოისმენენ მის რომელიმე სიმღერას. მაშინ, როდესაც ლიზი რომანს გააბამს Guns’N’Roses-ის ვოკალისტ Axl Rose-სთან, ლიზის მამა კიდევ ერთ ზედმეტ მილიონ დოლარს იშოვის. გაიცანით, ეს ლიზია. ამერიკული შოუ-ბიზნესის ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე თავნება გოგონა.

ვინ დაითვლის, რამდენჯერ შეასრულა გრანტმა სიმღერა ცოცხლად ცუდად. ისევ მისი თაყვანისმცემლები. არა, ვცდები. მათ ლიზი ყველანაირი უყვართ და სანამ მისთვის ცოცხლად შესრულება ისევ და ისევ პრობლემაა, მისი ვიდეოების ნახვები Youtube-ზე მილიონებს სცდება. არადა, მას ისევ და ისევ უჭირს სიმღერის ალბომისეული სიზუსტით შესრულება. კვირის ბოლოს კი ის განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, რომ ის მუსიკოსია, მისთვის მთავარი სიმღერის უშუალოდ წერის პროცესია და არა შესრულება. და ეს იქნება ის განცხადება, რის შემდეგაც მის თაყვანისმცემლებს უფრო შეუყვარდებათ ბრუკლინელი გათათამებული გოგო.

მოვა დრო და გრანტს ძალიან დიდ პოპულარობას მოუტანს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გახმაურებული რომანის „დიდი გეტსბი“-ს ბაზ ლურმანისეული ეკრანიზაცია, რომელიც 2013 წლის მაისში იხილავს დღის სინათლეს. ამ ფილმში გამოყენებული იქნება ლიზის ულამაზესი სიმღერა „Young And Beautiful”.  კერი მულიგანისეულ დეიზი ბიუქენონს სამუდამო სიყვარულის პირობას მიიღებს ლეონარდო დიკაპრიოსეული ჯეი გეთსბისგან, როდესაც იგი ლიზი გრანტის პირით იკითხავს: Will you still love me, when I’m no longer young and beautiful? Will you still love me when I’ve got nothing but my aching soul? I know you will, I know you will, I know that you will! ამის შემდეგ კი მოვა დრო, როდესაც ყველა გოგონა შეიყვარებს ამ სიმღერას და ჯეისნაირ დიდ სიყვარულს მოითხოვენ თავიანთი შეყვარებულებისგან. მანამდე კი ლიზი ისევ მზეს ეფიცხება და Lou Reed-ის სიმღერებს ღიღინებს.

„არც ეგეთი უშიშარი ვარ, რომ ვეფხვების გარემოცვაში ვიმღერო. რა თქმა უნდა, მონტაჟია“ – იხსენებს ლიზი „Born To Die“-ს გადაღების დეტალებს და აქვე მე მახსენდება, რომ ამ კლიპის გადაღებისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ Woodkid-ს. ლიზის უყვარს ცეცხლთან თამაში, ან მაყურებლის შეშინება მაინც უყვარს თავისი კლიპებითა და ცუდი მამაკაცებით. ამ კლიპის კომენტარებში დაუწერეს კიდევაც, ნუ ურთიერთობ მაგასთან, ხომ ხედავ, ბოლოს მოგკლაო. არადა, ეს კონკრეტული მამაკაცი ლიზის რამდენიმე კლიპშია.

ლიზი კი ისევ ცეცხლს ეთამაშება და საბედისწერო გოგოს იმიჯს იქმნის. კლიპში ის აუცილებლად იჯდება მოტოციკლეტზე ვინმე ხანშიშესულ ბაიკერთან და მას აუცილებლად ეტყვის ორად ორ სიტყვას: Just Ride! 26 წლის ასაკში აუცილებლად იტყვის, რომ მას 27 წლის ასაკში უნდა გარდაცვალება და Club 27-ში შესვლა. ამ განცხადებას კი 27 წლის ასაკში თვითმკვლელი კურტ კობეინის შვილი – ფრენსისი გამოეხმაურება და იტყვის, რომ ამ ასაკში სიკვდილი ყველაზე დიდი უაზრობაა, რაც კი შეიძლება ადამიანს მოუნდეს. კიდევ კარგი, ლიზის ეს უაზრო ფიქრები მალე გაუვლის.

lana-del-rey2

ხანშიშესულ მამაკაცზე გამახსენდა –  ლიზი აუცილებლად შეიყვარებს მასზე ბევრად უფროს Axl Rose-ს და მას სიმღერასაც მიუძღვნის “Axl Rose Husband”, სადაცაა სიტყვები “You’re my one king daddy, I’m your little queen”. ლიზის მხოლოდ თავისზე უფროსი მამაკაცები იზიდავს. Rose-საც სხვა არაფერი უნდა. მის კლიპებში ძირითადად ასაკშიშესული მამაკაცებია. ლიზის ასე უნდა, ლიზის ასე მოსწონს.

ყველაზე იდეალური სიტუაცია მაშინაა, როდესაც ლიზის მამაკაცი (არ მომერიდება ასე მოვიხსენიო ეს ადამიანები) მუსიკოსია. აქ მახსენდება ერთერთი კარგი სიმღერა „Brooklyn Baby” მისი ბოლო ალბომიდან: “But my boyfriend’s in the band, he plays guitar while I sing Lou Reed”. არც აქსელ როუზია გამონაკლისი და არც „West Coast“-ის სიუჟეტი. კლიპის პირველივე კადრები მომღიმარი ადამიანებითა და ლამაზი სანაპიროთი თუ არაფერს გეტყვიან, დოკუმენტურ ფილმს გაეცანით Cher Baker-ის შესახებ. და უკვე იცნობთ, მაშინ, გამოდის, რომ არც ლიზის კლიპში გიკვირთ ჭაღარა მამაკაცი 60-ების მანქანით. ლიზი, რა თქმა უნდა, ამ მამაკაცს ესიყვარულება.

ლიზი აუცილებლად მოახდენს მერილინ მონროს კულტივირებას და ზუსტად იმავე სტილში შეასრულებს „National Anthem“-ს, როგორც მერილინმა თავის საყვარელს, იმ დროინდელ ამერიკის პრეზიდენტ John F. Kennedy-ს უმღერა „Happy Birthday, Mr. President”. მაგრამ ლიზი ამით არ დაკმაყოფილდება და „გადაიღებს“ Tropico-ს. ღმერთი, ელვისი, მერილინი,  – ყველა აქაა.

ლიზის სიმღერების ყოველთვის ძალიან სასიყვარულოა. თავად კი ყოველთვის ვნებიანი, სექსუალური და მიმზიდველია ამ სიმღერების შესრულებისას. მის კლიპებში ყოველთვის თვითონაა მთავარი მოქმედი პერსონაჟი და მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ყველა სიუჟეტი, რაც კი კლიპში ვითარდება, თავად ლიზის ცხოვრებიდანაა.

lana-del-rey-big-eyes

სიმღერისას იგი არასოდეს უწევს ტონს, განსხვავებით სხვა ამერიკელი თუ ბრიტანელი ქალი ვოკალისტებისგან. მას არ სჭირდება ეს. მისამღერის მესამე ან მეოთხე გამეორების დროსაც ის იგივე ხმასა და ემოციაში ასრულებს სტროფს. მისი სიმღერები ამის გარეშეც კარგად გადმოსცემენ გრძნობებსა და ვნებას. არც სხეულის სიშიშვლეა მისთვის დამახასიათებელი. ამასწინათ Burning Desire”-ის კლიპის ყურებისას კომენტარს გადავაწყდი: She’s always well dressed and still manages to have such sexy videos.

ამერიკაზე გამახსენდა… გრანტს ის ძალიან უყვარს და ამას არც მალავს. ან კი რა არის დასამალი?! შესაბამისად, ამ სიმღერას რომ თავი დავანებოთ, 50 ვარსკვლავიან დროშას ხშირად შეხვდებით ლიზის ვიდეოებსა თუ სურათებში.

ასეთია Lana Del Rey.

Advertisements

4 thoughts on “Brooklyn Baby – Lana Del Rey

    • იასამნისფერი გოგო მოვიდა ^_^ ძალიან დიდი დიდი მადლობა ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s