Getting ready for Berlinale

კონკრეტულად რომელი პოსტის შემდეგ ან რა დროს გადავწყვიტე, პირადი ამბებიდან კინოსა და მუსიკაზე გადავსულიყავი, არ მახსოვს. სამაგიეროდ, ვიცი რამ იქონია ჩემზე გავლენა – კინოზე მეწერა. ეს, რა თქმა უნდა, ფილმების მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულისა  და  ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) აკრედიტაციის წარმატებით გავლის დამსახურებაა. ჩემი პირადი მოუცლელობის გამო, მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მასზე დასწრება, თუმცა ბლოგერების კონკურსში ორივეჯერ საპატიო ადგილები დავიკავე და პრიზებიც დავიმსახურე. ამის შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი (CineDoc). თავის დროზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მინდოდა აკრედიტაციის გავლა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ მოსახვედრად ან გოგი გვახარია უნდა იყო ან რომელიმე მედიის წარმომადგენელი კულტურის დარგში. მე კი ერთი უბრალო ბლოგერი ვარ. სამწუხაროდ, არც გოგი ვარ და საბედნიეროდ, არც ჟურნალისტი 😀

ფილმების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად არ ვაპირებ ქართველი მომღერლების საყვარელი ფრაზებით დაწერაას 😀 თქვენც იცით ეს ფრაზები: “მე ბავშვობიდან ვმღერი. აკვნიდან ვღიღინებ” და ა.შ. 😀 მაგრამ ჩემეული რეალობა ამ ფრაზებისგან შორს რომ არ დგას, ალბათ უკვე მიმიხვდით.
წლიდან წლამდე უფრო მეტს ვწერ კინემატოგრაფიის შესახებ და ვფიქრობ, რომ “ბერლინალე” ზუსტად ისაა, რაც ჩემს ახლანდელ ჰობისთან თუ მომავალ პროფესიასთან ყველაზე ახლოსაა.

2015 წელს ნოემბრისკენ კი ბედის მონახევრე ცდას მივმართე და მისამართის ველში Berlinale-ს საიტის მისამართი ავკრიფე. ანკეტის შევსების პროცესშიც მომთხოვეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა ჩემი ბლოგის სტატისტიკური მონაცემები და ბლოგის ისტორია. პროცესი ამ დეტალების გამო უფრო გაიწელა. თუმცა, საბოლოოდ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა ბლოგერის აკრედიტაცია მომცა 🙂

berlin

მას შემდეგ არ წყდება წერილების ნაკადი. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ თითოეული ფილმის პროდიუსერი ცალცალკე მიგზავნის პრეზენტაციას საკუთარი ფილმის შესახებ 😀 ამას დამატებული უამრავი პრესკონფერენცია, მასტერკლასი, გამოფენა, პრეზენტაცია და ა.შ.

ჟიურის პრეზიდენტი მერილ სტრიპი რომაა, ამის შესახებ მერე დავწერ. ფილმებისა და სხვა ამბების შესახებ წერას მალე შევუდგები. ერთადერთი ისაა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო როდის მოვახერხებ ამას, ზუსტად არ ვიცი 😀
ესეც ჩემი გრაფიკი :))

45

ეს მხოლოდ ფილმებია :))
და აი ახლა, როდესაც 2016 წლის 10 თებერვალია, ჩემი გული გახშირებული დარტყებით მატყობინებს ცხოვრების ნიშან-წყალს და ჩემოდანი ჯერ კიდევ არ გადმომიღია მაღალი კარადიდან, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ!

შევხვდებით ბერლინში 😛

Advertisements

20 thoughts on “Getting ready for Berlinale

  1. ვაიმე, გამარჯობა ქეთი! მეც ვარ კინოზე შეყვარებული ადამიანი და ისე სასიამოვნო იყო ამ ბლოგის აღმოჩენა, რომ მეტი არ შეიძლება!!!! ნეტავ როგორ ჩაიარა ბერლინის ამბებმა? იმედია კარგად. 🙂

    • სალამი სალამი სალამი :))
      აი გამოცდებს რომ მივილევ, აუცილებლად დავწერ ყველაფერს და დაწვრილებით. მანამდე კი სხვა ფილმების შესახებ დაწერილ პოსტებს გადახედე.
      კეთილი იყოს შენი კლავიატურა ჩემს ბლოგზე ^_^

  2. ჯერ ერთი, არც ვიცოდი wordpressზე თუ შემორჩა ასეთი კარგი “მწერლები”.
    მელამაზა ეს პოსტი და ღიმილით ვკითხულობდი.
    კარგი ადამიანი ჩანხარ შენ, წარმატებებს ნამდვილად იმსახურებ. ^__^

    • სალამი ნენე. კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემს ბლოგზე. ჰოდა, კომპლიმენტისთვის უდიდესი მადლობა!
      კარგ ადამიანობას რაც შეეხება, ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი რა გამომდის. დიდი მადლობა!!!

    • დღეს ღამე ჩემი დაბადების დღე დგება და ნასურვი წარმატებებისთვის დიდი მადლობა ^_^

      • მაშინ, გილოცავ.
        ახალი დაწყებული მაქვს ჩემი ბლოგი, ძირითადად საკუთარი აზროვნების მომენტებზე ვწერ, მაგრამ შენნაირი ადამიანები ძალიან მიფართოებენ წარმოსახვას და ფანტაზიას.
        გადავიკითხე შენი სხვა პოსტებიც და რაღაცნაირად შთაგონება მომემატა თითქოს. მადლობა ამისთვის.
        სიმშვიდეს და ლამაზი ნაბიჯებით სიარულს გისურვებ.

        • ძალიან დიდი მადლობა. მორიგი 6 მარტი დგება და ისევ პატარა ბავშვივით მიხარია. დიდი მადლობა!
          ბლოგინგს რაც შეეხება, წარმატებებს გისურვებ, ბევრი იფიქრე და ბევრი წერე. ნელნელა დაიხვეწები.

  3. ქეთ, წარმატებები! ძალიან მაგარია, აი, უზომოდ მაგარი ეს ყველაფერი. ველი შენს პოსტებს :*

    • ახლა მერილ სტრიპს ველოდები წითელ ხალიჩაზე. ტვიტერი ნახე ჩემი ან ინსტა.

    • კი საოცარი. ინსტაზე და ტვიტერზეც მადევნე თვალი. დავდე უკვე რაღაცები. ახლა ვერ გავხსნი მაგ ლინკს, სტრიპს ველოდები.

      • ომგ, კი გადევნებ ყველგან თვალს, სადაც მყევხარ, შორიდან თუ ახლოდან თუ პლანეტა სამარტიშკუნეთიდან.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s