როდესაც აგნეს ობელი თავის თხელ, ლამაზ და ნატიფ თითებს პიანინოს შეახებს და ხალებიან კისერს მოიღერებს, პირობას ვიძლევი – ჩემს უბრალო თითებს ჩემსავე ჩვეულებრივ კისერს მოვხვევ, თვალებს დავხუჭავ, თავს სადღაც უკან გადავაგდებ, მოვდუნდები და მხოლოდ ვისუნთქებ. მისი გარეგნობა იმდენად უხდება პიანინოს, თითქოს თავიდანვე იცი, რომ მისი მუსიკაც ასეთივე მიმზიდველი იქნება. Continue reading
ბლოგი და ბლოგერები
8 Jahre und Verlassen
დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.
მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen. Continue reading
Sex and The City
ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკში დავიწყე ამ სერიალის ყურება. დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, რადგან 2000 წელს ვიყავი ამდენის. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი დის მიმბაძველობით დავიწყე ამის კეთება. წარმოიდგინეთ, 12 და 17 წლის ორი თინეიჯერი და ზის და უყურებს სერიალს სექსის შესახებ 😀 თანაც, სექსი ყოველ სერიაში 😀
Kate’s Lucky Number: 7even
დღეს, 27 ოქტომბერს ჩემი ბლოგი არც მეტი, არც ნაკლები – 7 წლის შესრულდა. რომ მახსენდება რამდენი რამე დაემთხვა შვიდიანს, მეცინება 😀
7 წელი არ არის ცოტა. ამ 7 წელში 27 წლის გავხდი 😀 ვაიმე! ამდენი 7-იანი ბექჰემსაც კი შეშურდება 😀
1) 7 წლის ბლოგი
2) მისი პატრონი 27 წლის “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა” ადამიანი,
3) რომელიც დაიბადა 1987 წელს
4) რომლის საყვარელ ფეხბურთელს მაისურზე ეწერა ციფრი 7,
5) რომელიც შეუყვარდა 1997 წელს.
გავედი მოკლედ 😀
Continue reading
Mother’s Day
3 დღის წინ 11 მაისი იყო. 11 მაისს, ყველა თუ არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დედის დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამას მხოლოდ 3 მარტს ვაკეთებთ. ახლა შევედი instagram-ზე და არაერთ სურათს მოვკარი თვალი, სადაც ცნობილი ადამიანები დედებთან ერთად გადაღებული სურათებით უხსნიან სიყვარულს მათ. ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტექსტი დეინ კუკს ჰქონდა. Dane Cook – ამერიკელი კომედიანტი და მსახიობია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი stand up-ები მე არ მომეწონა და ფილმებს ვამჯობინებ, თუმცა მის სახეს რომ ვხედავ, მსიამოვნებს. პოზიტიური ადამიანის გამომეტყველება აქვს. მაგრამ ამაზე არ მინდოდა ამ პოსტში საუბარი. სხვაგან წავედი.
რატომ გამოვყავი დეინი? იმიტომ, რომ მისი ინსტაგრამი და ტვიტერი ყოველთვის მხოლოდ ღლიცინისგან შედგება. შეიძლება სურათი იყოს სერიოზული, მაგრამ დეინი ისეთ კომენტარებს უკეთებს, რომ მინიმუმ 10 ადამიანს მაინც გაეცინება. 11 მაისს კი დეინი ემოციური, სევდიანი და სენტიმენტალური იყო. გამოვყოფდი ჩემს საყვარელ ემინასაც. აგერ Emina Cunmulaj-ის ემოციური კომენტარი. აგერ ლენი კრავიციც (Lenny Kravitz), ჩემი საყვარელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი (Giovanna Antonelli), რეინალდო ჯიანეკინი (Reynaldo Gianecchini) და სხვები. მოკლედ, კარგი რამეა ინსტაგრამი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ მე სურათებიდან და კომენტარებიდან, ვიდრე ფილმებიდან ან საიტებზე განთავსებული ინფორმაციებიდან. Continue reading
Happy birthday
Meanwhile… მიყვარს ეს სიტყვა. Sex And the city-დან Carrie-ს გადამკიდე ამოვიჩემე. თან ქართულადაც რა ზუსტად ითარგმნება: ამასობაში. :)))))
ხოდა ამასობაში ჩემი ბლოგი დღეს – 27 ოქტომბერს 6 წლის შესრულდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაჩემს, რომ გამაჩინა, დას, სულ ნერვებს რომ მიშლიდა, პროდუსერებს, რეჟისორებს, კინოაკადემ… აა უი, უცბად სხვაგან წარმოვიდგინე თავი 😀
ხოდა აი მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამსახურში საკმაოდ რთული დღე მქონდა და რაღაცაზე ვინერვიულე კიდევაც, მერე ვიტირე, მერე თავს შემოვულაწუნე, ახლა მაინც ვცდილობ კარგი განწყობა შევინარჩუნო. ავად თუ კარგად ჩემი ბლოგის მე-6 წელი ჩავათავე.
პროლოგისეული ბევრი წერტილით არის ჩემი პირველი პოსტი. ახლა რომ ვკითხულობ, მეცინება :))))
და იდეაში არაერთ პოსტზე მეცინება, მაგრამ კარგია ეს. ცუდი ის იქნება, რომ არ მეცინებოდეს. თუ არ მეცინება, ესე იგი ამ 6 წლის მანძილზე გრამი ჭკუა არ მომმატებია.
მიხარია ის, რომ ერთერთი ძველი ბლოგერი ვარ.
მიხარია ის, რომ გაბოს და ჰექსეს მე ვუბიძგე ბლოგერობისკენ. მათ ბლოგებს რომ ვკითხულობ ხოლმე, მიხარია. აი ის მომენტი მაგონდება, ოთარაანთ ქვრივი გიორგის რომ გაჰყურებს შორს მიმავალს. ხოდა ესენიც შორს წავიდნენ კარგი გაგებით. და მიხარია, რომ კარგად წერენ.
მიხარია, როდესაც ვინმე ახალი ბლოგერი რჩევას მეკითხება. ანუ მიხარია, თუ მე ვინმეს ვეხმარები და ამით მისი ბლოგის დახვეწაში ვღებულობ მონაწილეობას.
მიხარია, რომ დღეის მდგომარეობით ძალიან ბევრ ქართულ თუ უცხოურ ბლოგს ვადევნებ თვალყურს.
მიხარია ყველა ის ადამიანი, ვინც ბლოგერობიდან გავიცანი. ამ შემთხვევაში მინდა გამოვყო ის ბლოგერები, რომლებიც არ მყავს ფბ-ზე. არ მყავს და სამაგიეროდ აქ შემოსვლისა და წერის უფრო დიდი სტიმული მაქვს.
აგერ ინებებ ბლოგის ფბ გვერდი: https://www.facebook.com/k84ucom
მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ.
უბრალოდ Happy Birthday To Kate’s Universe (aka K84u, aka Kate for you).
Subliminal
დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.
1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.
თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).
2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.
- არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
- არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
- არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
- არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
- არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
- არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
- არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო.
ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.
რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.
დილის 8 სააათიც მოსულა.
ძილინების.
2012 in review
The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2012 annual report for this blog.
Here’s an excerpt:
600 people reached the top of Mt. Everest in 2012. This blog got about 6,000 views in 2012. If every person who reached the top of Mt. Everest viewed this blog, it would have taken 10 years to get that many views.
Click here to see the complete report.
ასეთი მონაცემებია ამ ერთი წლის მანძილზე.
25 პოსტი ძალიან ცოტაა, ვგონებ. უფრო მეტი დამიწერია წინა წლებში და ახლა ისეთი წარბშეკრული ვუყურებ ამ მონაცემებს. რას ჰგავს ეს. 😦
ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი
როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური) და აჭარის ტურიზმის სააგენტოს პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.
ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.
Continue reading
ბლოგერთა workshop და ფესტივალის ოფიციალური გახსნა
15 სექტემბერს, შეიძლება ითქვას, რომ სტარტი აიღო ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალმა. საღამოს შევიკრიბეთ ბლოგერთა დაახლოებით 20 კაციანი შემადგენლობა ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად და გავმართეთ დებატები. საკითხი ეხებოდა სოციალური მედიის როლს ქართულ რეალობაში. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს უკვე არც ტელევიზიას, არც რადიოს, არც ქუჩაში გამოფენილ ბილბორდებს – ანუ სამივეს ერთად აღებულს წონა არ აქვს და მარკეტინგის მხრივ არაფერი ხეირი არ მოაქვს, თუ რეკლამა არ განთავსდება ვირტუალურ სივრცეში. ხოლო სოციალური მენეჯერთან მიახლოებული “პროფესია” მოგეხსენებათ, რომ არის ბლოგერობა. შეხვედრა დაიწყო იმით, რომ დავიწყეთ სოციალურ სივრცეში ინფორმაციის გავრცელების მეთოდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური არის facebook, შემდეგ საკუთარი ბლოგები (რადგან ამ ბლოგპოსტების გავრცელება ისევ და ისევ facebook-ზე ხორციელდება) და შემდეგ twitter. ამასთანავე ძველი ამბავია ის, რომ შეგვიძლია სამივე ადგილას მარტივი მეთოდით დავდოთ ერთი და იგივე ინფორმაცია. განვიხილეთ, თუ რა სარგებლობას მოუტანს ბლოგერი ბათუმის კინოფესტივალს და ზოგადად მის პოპულარიზაციას ვირტუალურ სივრცეში. აბსოლუტურად ყველა ბლოგერს მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოეთქვა, აგრეთვე დაესვა კითხვები, მიეღო პასუხები, გარკვეულიყო მისთვის საინტერესო საკითხში. პერიოდულად გვქონდა lunch-break-ები და დასვენება-გართობისთვის განკუთვნილი დრო. 16 სექტემბერს დრო დაეთმო ბლოგერთა პრეზენტაციებს. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო ლიტერატორის ქეისი, რომელიც უშუალოდ ვირტუალურ სივრცეში ფილმების pr-ს ეხებოდა.
16-შივე საღამოს 7 საათზე კინოფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რა თქმა უნდა 1 საათი მოხმარდა სტუმართა შეგროვებას, სურათების გადაღებასა და ერთმანეთის მოკითხვას. აქ თქვენ ნახავდით რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს.
ტრადიციულად წელსაც გაიმართება კონკურსები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
საუკეთესო მხატვრული ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: ელდარ შენგელაია
წევრები: რიჩარდ ბრილსკი, გიორგი პალფი, სერგეი ლავრენტიევი, ნიკ ჰოლდსოურთი.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: რადოსლავ პივოვარსკი
წევრები: სერგეი ბულოვსკი, გულენ გუნერი, ნინო ორჯონიკიძე, ფარდინ ზამანი.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: სიტორა ალიევა
წევრები: დათო ჯანელიძე, მიხაილ კლიმკიევიჩი, ქშიშტოფ კოპჩინსკი.
გულითადი მისალმების შემდეგ BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ცნობილ ქართველ რეჟისორ – ელდარ შენგელაიას და ნური ბილგე ჩეილანs.
8 საათზე გაიმართა “Battle of Warsaw 1920”-ს ჩვენება. ფილმი არ არის იყო ბიაფფ-ის პროგრამით გათვალისწინებული, მან უბრალოდ ფესტივალი გახსნა და ამით ფაქტიურად პატივი მიაგეს პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს. გთავაზობთ ფილმის ტრეილერს.
ფილმის სიუჟეტი 1920 წლის პოლონეთში ვითარდება, როდესაც რუსეთი ცდილობდა მის დაპყრობას. ამის გამო პოლონეთი საშინელ მდგომარეობაში იყო. ფილმს ლეიტმოტივად გასდევს ცოლ-ქმრის არცთუ ისე სიხარულით აღსავსე ქორწინება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბანალური დასასრულით.
მე პირადად ფილმი არ მომეწონა. თავი დავანებოთ იმას, რომ საშინლად არ მიყვარს საომარ-ისტორიული ფილმები და არ ძალმიძს ჩავწვდე იმ შინაარსს, რასაც ომი ეწოდება. ამის გამო ბევრი საომარი ფილმი უბრალოდ დავაიგნორე. თუმცა ჩემს მიერ ნანახ ფილმებს რომ გადავხედო, მაინც შედის რამდენიმე მსგავსი ფილმი და ახლა შედარება რომ გავაკეთო, მათთან შედარებით “Battle of Warsaw 1920”-მა საერთოდ არ გამოიწვია ჩემგან მოწონება.
საღამო სასიამოვნოდ გაგრძელდა სასტუმრო “World Palace”-ში. უგემრიელესი ალა-ფურშეტითა და Susanna Berivan-ის სასიამოვნო სიმღერებით. განვიხილეთ გახსნის ცერემონიალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით.
de-active
ჯანდაბა, რამდენიმე დღის წინ პოსტი მქონდა დაწერილი. მახსოვდა, რომ შემდეგ Save Draft-ს დავაჭირე, მაგრამ აი დღეს რომ შევედი, აღარ დამხვდა. ანუ ახლა თავიდან მომიწევს ყველაფრის მოყოლა და დალაგება. როგორც იქნა, საბოლოოდ და ფუნდამენტალურად გადმოვედი wordpress.com-ზე და არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ დავისვენე. უფრო სწორად, არ მეგონა თუ 5 წლიანი blogger.com-ზე ბლოგერობის შემდეგ ამას თუ ვიტყოდი. ყველაფერი ერთი-ორად მარტივი და თვალწინ გადაშლილი მეშველება. დომეინიც მივაბი წარმატებით და ახლა უკვე ახალი შემართებით მზად ვარ საწერად. ამ გადმობარგების წარმატებით განხორცილებისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გიგასა და ვადერს. თუ რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეთ, feel free to suggest your ideas. სამაგიეროდ, facebook-ს გავუკეთე დეაქტივაცია. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. უფრო სწორად, რაღაც მოხდა ისეთი, რამაც მიმახვედრა, რომ ცოტა ხნით პაუზა საჭიროა. საკუთარ თავს ვპირდები, რომ ეს პაუზა დროებითია და მოვა დღე, როდესაც log in ღილაკს დავაჭერ თითს.მაგრამ როდის მოვა ეს დღე, არ ვიცი და ვცდილობ ამაზე ბევრი კი არა და, საერთოდ არ ვიფიქრო. მერე რა მოხდა, თუ ცოტას დავისვენებ აქტიური ვირტუალური ცხოვრებისგან?! რაც უფრო აქტიური ვარ ვირტუალურ ცხოვრებაში, მით პასიური ვარ რეალურში. ბევრი საქმე მაქვს შუა გზაზე მიგდებული. რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარც კი ვიცი. მართვის მოწმობა, უამრავი ტრეინინგი (რომელთა გავლაც ძალიან მინდა. პროფესიული, ნაკლებად-პროფესიული), უამრავი კურსი ( მე არ ვფიქრობ, რომ მაგალითად pr-ს ვისწავლი 1 ან 2 თვეში, მაგრამ კურსი მაინც კურსია). ახლა რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ბევრად უფრო მოტივირებული ვიყავი. ახლა ადვილად ვიღლები თითქოს თუ რა ჯანდაბა მჭირს, არ ვიცი. მოტივაცია დამიქვეითდა. შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს იმის გამო, რომ facebook დავხურე, ხალხთან ურთიერთობა უფრო გამიძნელდა, კონტაქტის დამყარება უფრო სირთულესთან არის დაკავშირებული. არადა მინდა აღვნიშნო, რომ აგერ “Google+“-ზეც ვარ, სკაიპიც სულ ჩართული მაქვს, აბსოლუტურად ყველა მეილს (kate@k84u.com, katecoldplay@gmail.com და სხვა მრავალი) ყოველდღე ვამოწმებ, მობილურიც ორივე ჩართული მაქვს. და მაინც. ეს fb მაინც სხვა სართულია, ურთიერთობის სხვა დონეა. ეს არის ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის ყველაზე უნივერსალური მეთოდი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარს, ამ გადაწყვეტილების მიღება სასწაულად გამიჭირდა. არა, მოიცა ქეთევან! ასე არა!
უბრალოდ ხდება ხოლმე რაღაცეები, როდესაც გინდა ყველაფერი დახურო და ჩაიკეტო საკუთარ თავთან. აანალიზებ, რომ ან შენ, ან სხვას, ან სულაც ორივეს რაღაც შეგეშალათ. ვთვლი, რომ ახლა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს. ვიცი და იმდენს ვაცნობიერებ, რომ fb-ის დახურვა ოკეანეში წვეთია. მაგრამ მაინც, ეს ის წვეთია, რომლის გარეშე მე პირადად ჩემი ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია და რაღაც დროის განმავლობაში მინდა ჩემთვის ვიყო. მინდა ნებისყოფა გამოვიჩინო და “მეგობრების” ( ანუ friend-ების) სტატუს/კომენტარ/სურათის კითხვა/ნახვის მაგივრად დრო საკუთარ თავს მეტად დავუთმო. ახლა თითქოს პაუზა მჭირდება.
ნერვები მეშლება არაერთ გაუაზრებელ შეცდომაზე, რაც არ უნდა დამეშვა. და შემეძლო, არ დამეშვა. უბრალოდ ამას დაფიქრება უნდოდა, გააანალიზება. მე კი ეს არ მიქნია. მერე იყო სილამაზის სალონში ჩემი კანკალი, ტირილი და დამამშვიდებლის დალევა, მთელი პერსონალის თანდასწრებით. არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება – უბრალოდ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც რაღაცეებს მალავ, შენთვის იტოვებ და ამ დროს სჯობს ყველაფერი დაიბრალო და ნება მისცე სიტუაციას, რომ შენზე გადატეხოს ჯოხები. უბრალოდ მე ვზივარ პირზე ბოქლომ-დადებული და ვთვლი, რომ ასე სჯობს. მინდა, რომ მაპატიონ, თუმცა ეს ხომ ინდივიდუალურია. ვიღაცას უნდა, ვიღაცას – არა. ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას – არა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ვისაც და რასაც უფრთხილდები, ჯინაზე იმასთან და იქ ხდება ხოლმე გაუგებრობა და უსიამოვნება.
სასტიკი სიმართლე კი ამ სურათზე წერია 🙂
მოგესალმებით ახალი ბლოგიდან. მომენატრეთ.
welcomed me
ახლა, როცა blogger.com-ი უნამუსოდ თუ არც ისე უნამუსოდ მივატოვე…
ახლა, როდესაც აბზაცის შეწევაც კი არ ვიცი და preview post-საც ვერსად ვხედავ, რომ მესამე თვალით შევხედო რას და როგორ ვწერ…
ახლა, როდესაც www.k84u.com-ს ჯერ ისევ ძველ ბლოგში შევყავარ და მე ამაზე ისევ ნერვები მეშლება…
ახლა, როდესაც აქაურობა არის k84u.wordpress.com და არ ვიცი www.k84u.com-ად როგორ გადავაქციო …
როდესაც საერთოდ აზრზე არ ვარ, რა როგორ კეთდება და გუშინდელი პოსტი თურმე draft-ებში საერთოდაც არ ჩავარდნილა ავტომატურად.
როდესაც არ ვიცი ვიჯეტები როგორ ჩავსვა, პოსტი როგორ დავყო read more-მდე და მას შემდეგ…
როგორ შევამცირო არქივში თვეების რაოდენობა და მრავალი სხვა კატასტროფა.
მოკლედ, სასწაული დომხალისა და გაუგებრობის ფონზე ნაცნობი თუ არანაცნობი ბლოგერების ნებისმიერი რჩევა და დახმარება მისაღებია. კიარადა, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით.
27/10/2011-ის მაგიერ
:*
So…
ან რა სასიამოვნოა პუტკუნა მეფუნუშესთან საუბარი, როდესაც იცი, რომ ის გემრიელი და თბილი ფუნთუშებით გამოგიშვებს.
დღეს უკვე 31 აგვისტოა და ველოდები შაბათ-კვირას, როდესაც მია კვლავ ჩემთან. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი დღე.
Is this goodbye???
Junior Boys – This is goodbye ვის აქვს მოსმენილი ჩემი და გორეცკის გარდა??? პრინციპში არც არავის რომ ჰქონდეს, არ გამიკვირდება, რადგან მე ნინასთან ფბ-ზე მოვისმინე ეს სიმღერა და ეგრევე დავამატე მოსასმენ სიმღერათა სიაში (ე.წ.playlist-ში).
გუშინ სოფიმ მკითხა, შენ მართლა ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ხარ თუ ცხოვრებაში უფრო ცივად იქცევი ხოლმე?! დავჯდები და ვიფიქრებ ამ საკითზეო. ხოდა სანამ სოფი ფიქრობს და დასკვნებამდე ნელნელა მიდის, მე პოსტს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ ბლოგზე წერა თითქოს მიძნელდება. არადა იდეაში ისევ ისე უნდა ვიყო. რადიკალური და კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. ისევ ისეთი ვარ და ყველაფერი ძველებურადაა.
მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა. თუ ბლოგერი მეგობრების… არ ვიცი, რომელია შინაარსობრივად სწორი. უბრალოდ ბლოგერებს შორის არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. არასოდეს მბეზრდებიან და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა/სტატუსი/პოსტი/კომენტარი/სიცილი და აზრების სმენა. გუშინწინაც ეგეთი დღე იყო. თავისი პიცით, სიცილით, აზრებით, მიამიტობით, კამათით, ბოდიალით, ჩახუტებებით, ტაქსით, დაღლით და სიამოვნებით. აი მაგალითად მია, ზურა, პერწკლი და კიდევ სხვები, რომლებსაც სხვა დროს ვნახავ.
თუ სადმე არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მას უკვე ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია და უკვე ცალი ფეხით იქითაა, ეს ადამიანი აუცილებლად მეგრელია, სუფთა მეგრული სახელითა და გვარით და აუცილებლად ბებიაჩემია. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, რომ მას რამე ემართება, მე მომენტალურად სიკვდილი მინდება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც ის არ იქნება. ვერ წარმომიდგენია ასეთი დიდი სახლი მისი დიასახლისობის გარეშე და ვერ წარმომიდგენია მისი ლოგინი მის გარეშე, რომელშიც აგერ უკვე 24 წელია მიყვარს რბილად შეგორება და დაძინება.
შემოდგომის პირველ რიცხვებში თუთაკა ჩადის პირველად. დედაჩემი, ჩემი და. ყველა ჩემ გარდა. სამსახურიდან ორი დღე ვითხოვე – ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ–კვირას გადავაბამდი. ხელფასის დაქვითვით რათქმაუნდა. არ მიშვებენ. მთელი ეს დღეები ვარ მოშხამული. დიდე კი იქიდან მირეკავს და მეუბნება: მომენატრეო. მე კი ერთგულად ვურახუნებ ყოველდღე 8 საათი მე რომ არ მიყვარს, ისეთ კლავიატურას და ვუყურებ სხვა მოხუცებულ ხალხს, ჩემის მაგივრად. დღეს მაგალითად, გაჩერებაზე ვიდექი და მოხუცებული ქალი შევნიშნე, რომელიც ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დიდე გამახსენდა. ნეტავ იქ როგორ არის–მეთქი. მინდა მასთან ყოფნა, მეც მისნაირი მშვიდი ვხდები და ვწყნარდები. ჩვენი ოჯახური კონფლიქტების წამალია და ჩვენც უფრო საყვარლები ვხდებით. მერე მე გული მწყდება, რომ დიდედა ( ანუ დიდი დედა, ანუ დედის დედა) ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მე ფაფას მაჭმევდა და ბევრს მეფერებოდა. (offtopic: ისე პოსტის წერისას დიდეს რომ ვახსენებ, სულ მეტირება ხოლმე და კიდევ კარგი სამსახურში ასეთ რამეებს ვერავინ მამჩნევს, თუ ვინმე არ დამიჯდა ცხვირწინ).
დიდე ახლაც მეფერება და თუ არსებობს ვინმე, ვინც მეფერება – ეს მხოლოდ დიდედაა. მინდა, რომ გიოშაც მეფერებოდეს, მაგრამ გიოშა მხოლოდ თავის სათამაშოებს ეფერება და იხუტებს; მე მისთვის ჯერ–ჯერობით ვიღაც, ვისაც შაბათ–კვირას ხედავს. ვიღაც, ვისაც შაბათ დილით ხელებს ურტყამს სახეში, რომ გააღვიძოს და ვიღაც, ვისაც შეუძლია კომპიუტერში „ბაბაბა“–ს (ანუ „ბასტი ბუბუ“–ს + „ობობა“) ჩართვა.
მივხვდი, რომ მეგობრებს უნდა გაეკიდო, დაეწიო, შეეცადო ყველაფერი აუხსნა. ყველაფერი იღონო მათ შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს და ამ ყველაფრისგან შენ უკვე ტირილამდე ხარ მისული, მაშინ უბრალოდ უნდა მოტრიალდე და შენი გზით წახვიდე. ხო, ამას დღეს მივხვდი, 24 აგვისტოს. მაშინ, როდესაც ძალიან ძვირფას ადამიანს გული 100 თუ არა, 95%-ით მაინც გადავუშალე. თან ცრემლნარევი თვალებისა და ნერვიულობის ფონზე. კიდევ კარგი წინ არ მეჯდა, თორემ კანკალი და ტირილი ერთად ამივარდებოდა. ხოდა ვნახოთ რა იქნება. ველოდები, will this be goodbye of our friendship or not…
დავიღალე.
დასვენება მინდა.
თუნდაც ზამთრის სახლში.
აბა ზაფხული უკვე კარს იხურავს და უჩინარდება 1 წლით.
სავსე თებერვალი
18-23
3 years of existence
ზოგადად: არც კი მჯერა, რომ უკვე ასეთი დიდია ჩემი ბლოგი. არადა ფაქტია. რაც ხდება, სულ ხდება. და რაც სულ ხდება, ყველაფერი იწერება აქ. იცვლის მკითხველებს. იყო პერიოდი, სხვა მკითხველები აქტიურობდნენ, ახლა სხვები აქტიურობდნენ. მომავალში ვინ იაქტიურებს არც ბლოგმა იცის და არც მისმა პატრონმა.
მცირეოდენი ისტორია: დაარსების თარიღი არის 2007 წლის 27 ოქტომბერი, როდესაც ეს პირველი პოსტი ანუ პროლოგისეული ბევრი წერტილით დაიწერა. მას შემდეგ მოვდივართ და მოვდივართ. ავტორსაც და ბლოგსაც ჰქონდათ დაცემის პერიოდები, მერე ისევ ადგომის პერიოდები, მერე ისევ დაცემის, მერე ადგომის და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.
მობეზრება: არა, არასოდეს მომბეზრებია. არაერთხელ მქონია “ლომკა” (ქართულად არვიცი ეს სიტყვა.), მაგრამ მობეზრებით არასოდეს მომბეზრებია.
დიზაინი: სულ 3-ჯერ შევუცვალე და ჯერ-ჯერობით არსებული ძალიან მომწონს. ჩემს ფერებშია: სტაფილოსფერი, ნაცრისფერი, ცოტაოდენი ლურჯი/ყავისფერი/წითელი/თეთრი, ბაცი ვარდისფერი, კრემისფერი.
კატეგორიები: ამ მხრივ გააჩნია რა შინაარსის პოსტს ვწერ; თუ ცნობილ ადამიანებზე – Celebs, თუ ფილმებზე – Cinematography, თუ ცუდ ხასიათზე ვარ – ჯანდაბა, თუ რამე პატარა დეტალიც კი მახარებს – ყველა ეს პატარა შპუნწიკი, თუ სადმე ყოფნისას ბლოკნოტში დავწერე ყველაფერი და იმას ვაკოპირებ –უცბად გაკეთებული note-ები, თუ სადმე გასართობად ვიყავი – Party Fever, თუ იტალიაზე – Italian Job, თუ ყოვლად სისულელეები წერია პოსტში, ის აუცილებლად just-ში უნდა იყოს გაწევრიანებული. თუ საქართველოს მარაზმებზე ვწერ – ჩვენი ქვეყანა, როგორც ასეთი. ჩემი დაღლილი მუზები – ოოო, თუ აქ ჩავაგდე რამე, ე. ი. წერის მუზა საერთოდ არ მაქვს. თუ ჩემს პატარა მოთხრობებს ვწერ, ის აუცილებლად Novels-ში იქნება. მას ცალკე გვერდიც აქვს გამოყოფილი. ძირითადად ესენია, დანარჩენები უნდა გადავახარისხო კარგად. ზოგი საერთოდ წავშალო
სპამები: შემაღონეს!!!! მაგრამ ერთ კარგ ხერხს მივმართე: 100 დღეზე ადრე თუა პოსტი დაწერილი, იმაზე კომენტარის დატოვებისას მოდერაცია მაქვს ჩართული. რადგან სპამერები ძირითადად ძველ პოსტებზე აკომენტებენ ხოლმე. მერე ყველას ერთად ვყრი ერთ საქაღალდეში და ერთიანად ვშლი.
ვიზიტორები: ყველას, ვისაც უნდა. რაოდენობა 0-დან + უსასრულობამდე. ამ საკითხზე ჩემი რეაქცია – 0. მეტიც,ბლოგი მწყრალად არის ისეთ ბლოგებთან, რომლებიც “მუშაობენ” ვიზიტორებზე. არცერთ ჩემს პოსტს არასოდეს ჰქონია ვიზიტორების მოსაზიდი სათაური. :მაუსზე ხელის დადების სმაილიკი:
სტატისტიკა: 2010 May – 2010 October
ავატარი: მთელი 3 წლის მანძილზე სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო. სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო მონაწილეობს ერთ-ერთ უთბილეს სიმღერაში: და ამასთან, სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო არის ემინა კუნმულაჟი (ბოლო სურათში). რათქმაუნდა სამივე გოგო სხვადასხვაა, მაგრამ სამივეს აერთიანებს სტაფილოსფერი ხუჭუჭა თმა.
დომეინი: დიახ!!! საკუთარი com დომეინი. რომლის მფლობელიც ა/წ მარტიდან არის. არ დამავიწყდეს მარტში ანგარიშზე 10 დოლარის შეტანა!!! დომეინში იგულისხმება უნივერსალური მეილის მისამართიც, რომელზეც დაჭერისას შეგიძლიათ მეილი მომწეროთ.
universe: აქ ყველაფერი ეგეთია. universe სამყაროს ნიშნავს რომ იცოდეთ. ხოდა სამყაროსეულია აქ ყველაფერი. სიმღერა, პოსტები. თუ არ გჯერათ, საიდბარს შეხედეთ.
ტვიტერი: ეს რამდენიმე თვეა, რაც მაქვს. მათთვის, ვისაც უნდა იქაც გამომაყოლოს თვალი. (კიარადა ჩემს პოსტებს, არ დაიბნეს ახლა ხალხი :დ )
ფბ: არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ბლოგი არის ბლოგი და ფბ არის ფბ. იქ არასოდეს დავწერ, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და თუ რამეს ვა”შეარ”ებ, მხოლოდ ბლოგერები და ფორუმელები ხედავენ.
კიდევ რამდენიმე სიახლე:
1) პოპულარული პოსტები გამოვიტანე. უფრო სწორად მე უბრალოდ ეგ ფუნქცია ჩავრთე და ყველაზე პოპულარულად რომელიც მიიჩნია ბლოგსპოტმა, გამოაგდო და საიდბარში მოათავსა.
2) Amazon.com-ის ბანერები დავდე. თუ ვინმე ჩემი ბლოგიდან გადავა მანდ, ძალიან დამავალებთ, რადგან სპეციალური აქციები გავრცელდება ჩემზე, როგორც მათი ხშირი კლიენტისთვის. თუარადა დაიკიდეთ.
3) ვიდეო: ეს სულ რამდენიმე დღეა, რაც დავამატე. ვფიქრობდი ღირდა თუ არა. ამ ეტაპზე ძალიან მინდოდა. ეს არის Faithless – Crazy English Summer. ამ ეტაპზე ეს სიმღერა არის ჩემი ამოჩემება ალბათ დიდი ხნით. ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე.
სულ მგონი ეს იყო.
27 ოქტომბერია დღეს. ზუსტად 3 წელი.
blog addicted
78%
Created by OnePlusYou – Free Online Dating
გიგას ბლოგზე დადებულმა ტესტმა რამდენიმე ბლოგერი მოგვიცვა.
მათ შორის მეც.
ბლოგი უკვე ცხოვრების ნაწილია.
მგონი ყველაზე მაღალი % ავიღე :))))))))
სოციალური ქსელები და რეალობა
რა საოცრად რადიკალური ვარ… ან საერთოდ არ ვიცი პოსტს რა დავარქვა და უცოდინარივით “…”-ს მივაწერ ხოლმე, ან კი ასეთი გრძელი სათაური “მივაჭედე”.
ახლა ამას რომ ვინმე კითხულობს, სათაურის შესაბამის პოსტს ელოდება, არადა მეც ისეთი ვარ, ამინდზე ვერ დავწერ, როდესაც პოსტის სათაური სულ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის ეს 10 პოსტიც გამოდგება სამასრაღაც პოსტიდან. დანარჩენი წერტილებიან-სათაურიანი პოსტების ჩამოწერა ძალიან დამეზარა.
1) ქუჩაში…
2) I Do It All Again…
3) მმმ… ჩუპსსმაილურად
4) აუ მალე რა, მალე რა…
5) ისევ…
6) ასტრალში გავედით…
7) fish…
8) როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში………
9) კიიი, როგორ არა…
10) რა ხდება მაშინ, როცა მარტო ვარ სახლში…
პოსტი ბლოგზე:
გუშინ და დღეს, ანუ შაბათ-კვირას, ანუ 5-6 ივნისს წავიკითხე ყველა GR (google reader)-ში არსებული ახალი პოსტი. აღარ მახსოვს სულ რამდენი იყო, მაგრამ 48 კომენტარი დავტოვე ზუსტად. ეს მხოლოდ 2 დღის მონაცემებია, თორემ პარასკევს, ხუთშაბათს და ზოგადად ამ კვირის მონაცემები რომ დავუმატოთ, სადღაც 200 კომენტარამდე თავისუფლად ავალ.
ზოგადად GR იმისთვის მაქვს, რომ სხვისი პოსტები ვიკითხო და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები სხვა GR-ის “მფლობელ” ბლოგერებს რატომ აქვთ იგი, მაშინ როდესაც არ კითხულობენ სხვათა ბლოგებს. Continue reading