The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.


Continue reading

Advertisements

ჩემი პირველი გამოცხობა

ე. ი. მგონი ასჯერ შევედი სამზარეულოში და მერე თვითკმაყოფილი იდიოტივით გამოვედი. ეს მეტია, ვიდრე ყიყლიყოს გაკეთება. თავი მეგონა Julie Powell რომელსაც რაღაც მომენტში ნერვები არ ჰყოფნის ყველაფრის ბოლო წერტილამდე მისაყვანად. 

მაგრამ მერე ისევ ძალ-ღონე მოვიკრიბე და რაც გამოვიდა, გამოვიდა. 
დავიწყოთ იდეით, რომელიც რათქმაუნდა გაახმოვანა ტომუშკამ თავის ბლოგში. ეს პოსტი რომ არა, მართლა 100 წელი არ გადავწყვიტავდი მსგავსი რაღაცის გაკეთებას.
აქ რამდენიმე let’s უნდა ჩამოვწერო. 
Let’s:

  • არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ერთი კვერცხის გულის მაგივრად, ერთი მთლიანი კვერცხი უნდა მექნა. ანუ გულიც და ცილაც. ამ შემთხვევაში ცომი არ იქნებოდა ასეთი ფშვნადი.
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ღუმელი ძველია პრინციპში და ამის გამო ქვევიდან წვავს და ზევიდან უმს ტოვებს.
  • არ მივაქციოთ  იმას ყურადღება, რომ ჯემი იყო ქვა და რკინა. ამის გამო კი – კი არ წავუსვი, არამედ ზემოდან დავადე. თუმცა დედაჩემმა როგორც თქვა, ძალიან კარგი ჯემი არისო და რავიცი, ვუჯერებ.
  •  ვისიამოვნოთ იმით, რომ მეორე პარტიის შემთხვევაში სულ ზედა განყოფილებაში შევდე ლანგარი და სათითაოდ ამოვაბრუნე კიდევაც.
  • ვისიამოვნოთ იმით, რომ სახლში მარტო ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვიყავი. სამზარეულოში წყლის დასალევადაც კი არავინ შემოსულა და ამის გამო მთელი სამზარეულო “ჩემი” იყო.
  • არაფრად ჩავაგდოთ ის, რომ წელი და ზურგი ძალიან მტკივა.
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ჭურჭელი თავიდან ბოლომდე მე უნდა გამერეცხა.
ეს ამად ღირდა.
ხოდა
აი შედეგებიც..
მართლა ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ მმმმმმ…
კიდევ ერთხელ თომას დიდი მადლობა.
სამზარეულოც მივალაგე, დავრეცხე ჭურჭელი და ჩვეულ “ვიდზე” მოვიყვანე.
მგონი ერთადერთი ოთახია, რომლის ლაგებაც არ მეზარება ხოლმე.