The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.


Continue reading

Advertisements

Batumi Notes

DSC_0581

რომელიღაც 22 საათის მიდამოები

ეს ჩემი ბათუმელი საყვარელი მეგობარი – ანაა. ერთმანეთი შარშანწინდელ ბიაფზე გავიცანით და მას შემდეგ სულ ვმეგობრობთ. არადა, წარმოიდგინეთ, ბიაფი მხოლოდ 1 კვირა გრძელდება ხოლმე და ჩვენ ისედაც ფესტივალის მე-2 თუ მე-3 დღეს გავიცანით ერთმანეთი. ერთადერთი, რაც გვაშორებს, კილომეტრებია. მე თბილისში ვარ, ის – აქ. თუმცა, სხვა ბარიერი ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მის ქება-დიდებას არ მოვყვები; მეზარება 😀 მეზარება ანუ – ბევრი კარგი სიტყვის გამოყენება შემიძლია მის აღსაწერად და მე სასწაულად მეზარება ამდენი ზედსართავი სახელის აქ ჩამოწერა. იდეაში, რომ არ იყოს საქებ-სადიდებელი, ახლო მეგობარიც არ იქნებოდა. სიტყვაზე მენდეთ: ანა არის ჩემი ბათუმური შოკოლადი. ზოგჯერ მწარეა (იცის ხოლმე ემოციური წამოკივლებები 😀 მაგრამ მე ამ დროს მახსენდება ჩემი რთული ხასიათი და მეცინება. და რა თქმა უნდა, არასოდეს მწყინს.) და ძირითადად კი ტკბილია და ამიტომაც სულ მიჩნდება სურვილი ბევრი ვეფერო და ვკოცნო. მთლა შოკოლადივით ვერ ვკბეჩ, თორემ მაგასაც ვუკეთებ ხოლმე საყვარელ ადამიანებს 😀DSC_0585

***

გამარჯობა! ეს ისევ მე ვარ და ამჟამად ბათუმიდან მოგესალმებით. ბათუმი ისე დამხვდა, როგორც მინდოდა, რომ დამხვედროდა: წვიმით და მზით. მე არ ვიცი რამდენჯერ უნდა ჩამოვიდე აქ, რომ მოვიბეზრო. სექტემბრის ბათუმი მიყვარს იმიტომ, რომ არასასურველი ხალხისგან დაცლილია. კი – მწარედ გამომივიდა ამის თქმა. არა – არ ვნანობ, რომ ვთქვი სიმართლე. კი – ჩემ მიერ ნაფიქრი სუბიექტური სიმართლე.

CSC_0614

***

დილის რომელიღაც საათის დასასრული და შუადღის რომელიღაც საათის დასაწყისი

ზღვა არის ბობოქარი. ზღვა არის ქვიშიანი. ზღვა არის ჭუჭყიანი. ზღვა არის ნელ-თბილი. ზღვა არის მაინც მედუზიანი. და ზღვა არის ჩემი. მე სახის მარცხენა ნაწილი რომ უფრო წითელი და დამწვარი მაქვს, იმ ბიჭის ბრალია, ჩემგან მარჯვნივ რომ იწვა 😀 არც არაფერი, უბრალოდ ვუყურებდი და ამ ყურება-ყურებაში ჩამეძინა თავმიტრიალებულს 😀

DSC_0582

***

რომელიღაც 16 საათის მიდამოები

მე ჩემი დის პროვოცირებასა და ნერვების მოშლას არ ვახორციელებ არასოდეს. რაში მჭირდება?! აი მაგალითად, დღეს Privet Iz Batuma-ში ჩემი საყვარელი ცეზარითა და ქლაბ-სენდვიჩით სანამ ვისიამოვნებდი, ორივეს სურათები გადავუღე და ჩემს დას გავუგზავნე Viber-ში იმის პირობაზე, რომ ის ან სამსახურში იჯდა ან გიორგის აძინებდა. სურათების ნახვისას კი მომწერა: „აუუუუუ“. მე ჩემი დის პროვოცირებასა და ნერვების მოშლას არ ვახორციელებ არასოდეს.

***

არცერთი საათის მიდამოები

მიუხედავად იმისა, რომ ბიაფს სპეციალურად დავამთხვიე შვებულება, მინდა ამ თავისუფლებით კიდევ დიდხანს დავტკბე. ყველა ჩემს თვისებას ბოლო 2-3 წლის წინ ჩემი ფსიქოლოგი მეგობრის – მაიას მიერ დიაგოზი: “ინტროვერტი ხარ”-იც დაემატა. თუ ეს არ უნდა მეთქვა??? ნუ მოკლედ, რაც არის.

DSC_0617

***

რომელიღაც 18 საათის მიდამოები

გუშინ ანას სახლისკენ მიმავალს მისამართი ამერია, უფრო სწორად მისამართს გავცდი და წავედი ბათუმის ნაკლებად პრესტიჟულ უბანში. ბევრი კერძო სახლი და მოუწესრიგებელი გზები რომ დავინახე, მხოლოდ მაშინღა დავეჭვდი. თან ზღვიდან მოვდიოდი და დაღლილიც ვიყავი. საცურაო კოსტუმზე ზემოდან მქონდა გადაცმული მაისური და ჯინსის შორტები. მე კი ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად არასექსუალურად მეცვა, მაგრამ ამაში არ დამეთანხმა ვინმე ბათუმელი შუა ასაკის მამაკაცი. ჯერ საზიზღრად ამათვალიერა და შემდეგ გვერდით მდგომთან წამებში გამჭორა სანამ მივუახლოვდი და როდესაც მივუახლოვდი, ისღა გავიგე, პატარა გოგო არისო. გამიკვირდასავით. ამაზრზენი სახით კი გავხედე, მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს. დამეზარა. არ მიღირდა. ხოდა, პატარა გოგო რომელი კრიტერიუმით ვარ, არ ვიცი. ნუ მოკლედ.

 

 

***

ღამის 01 საათის მიდამოები

მე და ანა ახლა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ერთ საკლასო ოთახში ვართ შეყუჟულნი. ანა კედლებს ხატავს, მე პოსტს ვწერ და ანას ვუქმნი კარგ მუსიკალურ განწყობას. აი ახლა მაგალითად Lavern Baker-ის Tweedle Dee-ს ვუსმენთ. არაპროფესიონალის პირობაზე ანა ძალიან კარგად ხატავს. ისე, მაინტერესებს ყველა იმ ბავშვის რეაქცია, ვისთვისაც ღამის პირველ საათზე ამ საკლასო ოთახში ვიმყოფებით. მე ჩემი სკოლა მახსენდება და მენატრება.  ისიც მახსენდება, როდესაც თავად დავდიოდი ხატვაზე და დღემდე ჩემ მიერ დახატული ნატურმორტი სადღაც მაქვს შეჩურთული. ჩემი აუსრულებელი ოცნება კი ისაა, რომ ოდესმე ლამაზი ბინა ან სახლი მექნება, სადაც ჩარჩოში ჩასმულ ჩემს ნატურმორტს კედელზე მოვათავსებ და ყოველთვის, როდესაც შევხედავ, ერთ ხელში მარწყვის ლიქიორს მოვწრუპავ და ვიტყვი, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მინუსებს გამოვაკლებ და პლუსებს დავუმატებ. ლიქიორიან ჭიქას მეორეჯერ მოვიყუდებ და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებასაც არაუშავს. აქაც შევეცდები მინუსების გამოკლებასა და პლუსების დამატებას.

DSC_0618

***

რა მნიშვნელობა აქვს საათის მიდამოებს

ქართველები ძალიან უზნეოები არიან. ბათუმის ტროტუარებზე საველოსიპედო გზა წითლად არის გამოკვეთილი და ფეხით მოსიარულეები ჯინაზე ამ გზაზე დადიან. არადა მათი გზაც იქვეა. მაგრამ ამას ხომ უნდა ცოტაოდენი ზნე?! მე ქართველი არ ვარ, მე ფრანგი ვარ.

Club27

The most of all I miss Amy Winehouse!

ყველა იმ ცნობილი მუსიკოსის გახსენებისას, ვინც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე ყველაზე მეტად ეს ადამიანი მენატრება. ეს 10-20 წლის მერეც ასე იქნება, რადგან ემი იყო მომღერალი, რომელიც შემოიჭრა ჩემს მუსიკალურ განზომილებაში და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ყველა სხვა დანარჩენის გვერდით დაიკავა დამსახურებული ადგილი. მისი არცერთი ალბომი არ მაქვს, როგორც ასეთი. არც მინდა. არ მინდა მომბეზრდეს და ყველა სიმღერა ვიცოდე. პირიქით, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, როდესაც რამე ახალი (ახალი რა, ჩემთვის ახალი) სიმღერა მეჩეხება youtube-ში. აი ახლაც მისი ერთ-ერთი youtube list ჩავრთე და ვუსმენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგ და ჩემთვის ახალ სიმღერას.

თავის დროზე Brit Awards-ის ყურებისას ვნახე ეს სვირინგებიანი და ექსცენტრიული გოგონა და ერთი ნახვით შემიყვარდა. ყველაზე მეტად მის მიერ დაწერილი ტექსტები მიყვარს, რომლებიც რა თქმა უნდა ზუსტად გამოხატავენ მის იმჟამინდელ რეალურ მდგომარეობას. დღეს 23 ივლისია, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. ნეტავ არსებობდნენ იმპულსები, რომელთა საშუალებით ის შეძლებდა ახალი სიმღერებისა და მუსიკის აქეთ გადმოგზავნას. ჩემზე ბედნიერი არ ვიცი, ვინ იქნებოდა.

ყველაზე მეტად მისი ეს სიმღერა მიყვარს: ტექსტი აქვს არაბუნებრივად ბუნებრივი და თუ მე სადმე შემიძლია საკუთარ თავზე რამე ვთქვა, ეს სიმღერა უნდა ვისმინო. Continue reading

მეზობელი

დღეს ვფიქრობდი, მოდი დღეს სამსახურში არ წავალ–მეთქი. ვიქნები მთელი დღე სახლში და გავაკეთებ არაფერს. საჭმელი ასეა თუ ისე, მაქვს და მეტი რა მინდა. გარეთ მაინც წვიმიანი ამინდია. აი ისეთი, მე რომ ბუხართან ჯდომა მიყვარს და კორპორატიული ვირთხები კლიენტებს დასდევენ. ჰო, აი ეგაა. მერე თუ ვინმე დაინტერესდა კორპორატიული ვირთხების რაობით, მკითხეთ, ოღონდ მერე. მეც რომ მეცოდინება ზუსტი დეფინაცია.

ისე კი ქალაქსა შინა ვერ გამიგია რა ხდება, ყველა მარტს აბრალებს ასეთ წვიმებს, არადა რახანია ვარდობისთვეა და მე, როგორც სკოლის მოსწავლე,  მაისის ბოლოს ისე ველი. არადა შვებულება ისევე შორსაა, როგორც ყველა ჩემი არ–ასრულებადი ოცნება.
Continue reading

Subliminal

დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.

F. Scott Tips

Tips not only for sons and daughters. For people rather would do.

As far as I am totally “Fitzgerald”-ed, იქნება ეს წიგნი, ფილმი თუ მომავალი ფილმის უდიდესი მოლოდინი (რომლის გამოც სახელი, სურათი და cover სურათიც კი შევიცვალე facebook-ზე), ალბათ ლოგიკურია რომ ამ რჩევებს ვდებ აქ და ახლა.

 

fitz

 

 

შვებულების დასასრული

გუშინ პირველად გამიჩნდა სურვილი იმისა, რომ ვიდეო პოსტი ჩამეწერა. ნიკა წინ მეჯდა. ღამის რომელიღაც საათი იყო. აა 4-ის ნახევარი და ყურებში ყურსასმენებ-გარჭობილი ვცდილობდი გადამეფარა სერიალების ხმა. უკვე ერთმანეთში მერევა რა რომელ მომენტშია ჩართული და ყველა ერთი მგონია. მოკლედ ვიდეო პოსტზე უარი მივიღე. არაპირდაპირი უარი. ანუ როგორც მე ვეძახი, ლატენტური უარი. ნიკა დამცინის, რადგან “ლატენტური”-ს მნიშვნელობა არ იცი და არც გესმისო. მესმის, ოღონდ ჩემებურად. ისეთი უარი, როგორიც იყო წარბების შეჭმუხვნა და ფრაზა: “ვიდეო პოსტი? რად გინდა?” მე ჩემი გამყავს და “ოოო, მინდა ვა!”-თი უფრო მეტად ვიწყებ ვიდეო პოსტზე ფიქრს. მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ღამის ოთხ საათზე მართლა რა ჯანდაბა უნდა ვთქვა ვიდეოში, არ ვიცი. აა იმას გეტყვით, რომ ისევ ტახტზე ვარ წამოგორებული, “ადიალა”-შემოკეცილი, ჩაიც ბევრი დავლიე, ვადერის რჩევა ჩაიში დიმედროლის ჩაყრის შესახებ გათვალისწინებულ არ იქნა (слава Богу 😀 ). პერიოდულად ერთმანეთს ვუყურებთ და ვეჯღანებით. ისევ ფბ-ის ჩათით ვურთიერთობთ.

უი, კლავიატურაზე გამახსენდა, არაერთხელ უკითხავთ, პიანინოზე ხომ არ უკრავო. არა, არ ვუკრავ. ადრე, ბავშვობის რომელიღაც მონაკვეთში დავდიოდი და მომწონდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მასწავლებელი საერთოდაც არ იყო თბილისელი და ჩვენი მეგრელი მეზობელი იყო, ჩემს მუზიკანტობას მომავალი არ ეწერა. რა კარგი იყო ისე, რამე პატარა ნაწარმოებს კარგად შევასრულებდი და რვეულში ხუთიანს რომ მიწერდა. და ხუთიანის მომდევნო დღეს აუცილებლად ორიანი იყო ხოლმე. ვთამამდებოდი და იმიტომ. ხოდა რატომ გავიხსენე ახლა ეს… აი ის გამახსენდა, პიანისტებმა რომ იციან ხოლმე ნაზად, ნატიფად და ჰაეროვნად ხელის აწევა კლავიატურიდან. მეც ეგრე მასწავლა და ხშირად კლავიატურაზე ისე ვპოსტავ, თითქოს პიანინოს კლავიატურაზე ოქტავებს არ ვასვენებდე.

ეს დღეები რაღაცნაირად ერთმანეთს მიყვა. მოფერების დღეები, კბენის დღეები (მე ვკბენ ნიკას ყბებზე და მერე დადის ჩაწითლებულ-ჩალურჯებული და თან ტკივილისგან იშმუშნება). ჯუჯღუნის დღეები, წუწუნის/სიცილის/ზრუნვის დღეები. შორიდან ვაკვირდები ამ ყველაფერს და მეცინება ხოლმე. ზოგჯერ ეს ყველაფერი მაშინებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არ ვიცი, მაგრამ ისე მაინც იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩაი ისედაც მიყვარდა და ახლა ერთი-ორად შემიყვარდა. რაც მე ამ დღეებში ჩაი დავლიე, იმდენი ბარემ 1 თვის მანძილზე არ დამილევია. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ დიდ მარქსისტს ძალიან უყვარს ყავა და ბევრს სვამს, მე შემოთავაზებაზე ჩაის შესახებ უარს ვერ ვამბობ.
Continue reading

გემრიელად მოკალათდით

დიახ!

გემრიელად მოკალათდით.

  • ტახტზე გემრიელად წამოწექით, “ადიალა” შემოიკეცეთ ფეხებქვეშ, ფეხებზე ლეპტოპი დაიდეთ.
  • როლინგსა და ჟაკეტზე ზემოდან გადაიცვით 5 ზომით დიდი სვიტერი განურჩევლად მისი მფლობელისა 😀
  • არ შეიმჩნიოთ ის ფაქტი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მთელი დღეა სერიალებსა და ფილმებს უყურებს A-დან Z-მდე, თამაშებს თამაშობს, ვიღაც სოციალ-დემოკრატის სტატიებს კითხულობს. აა და ამ ყველაფერს ერთდროულად აკეთებს 😀
  • სამაგიეროდ შეიმჩნიეთ ყველა ის საუზმე, რომელიც ლოგინში მოგართვათ. ყველა ის სადილი და ვახშამი, რომელიც აგერ ამ ტახტთან მოგიტანათ. ისე, რომ თქვენ სამზარეულოს არც კი გაკარებიხართ.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ აგერ უკვე მეოცეჯერ მოგიმზადათ გემრიელი ჩაი.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ იგი ყოველთვის ჩაგიხუტებთ, როდესაც კატის კნავილით ეტყვით, რომ მუცელი გტკივათ და ტირილი გინდათ.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ ღამის რომელიღაც საათზე არ ეზარება წამალზე ჩასვლა.
  • შეიმჩიეთ ის, რომ როდესაც ფბ-ზე დაასტატუსებთ, რომ გცივათ, ის გამათბობელს ფეხებთან მოგიდგამთ და “ადიალას” კიდევ ერთხელ შემოგიკეცავთ.
  • არ შეიმჩნიოთ ის, რომ ფბ ჩეთი არის კომუნიკაციის საშუალება, როდესაც ზუსტად ცხვირწინ გიზით.
  • დალიეთ სექსუალური გემოს მატარებელი ჩაი. ან წრუპეთ ლიქიორი. ნუ უბრალოდ ახლა ლიქიორი отсутствует :/
  • ჩართეთ ოდესღაც დაშლილი და ახლა ისევ გაერთიანებული ჯგუფის ეს ახალი, ცინცხალი სიმღერა, რომელიც ამავე პოსტში დევს და
  • გაიმეორეთ:
    when I see your smile
    when I see you
    something starts to shine
    stimulates my mind

    კვირაღამემშვიდობისა.

ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური)  და  აჭარის ტურიზმის სააგენტოს  პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.

12

ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.
Continue reading

ჩემი მეგობარი Ane

სახელი “ანე” დიდი ხანია, არ მსმენია. ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად “ანა”-ს ვარ მიჩვეული. მაგრამ ეს ალბათ იმიტომაც, რომ ხშირი ქვეყნების შვილებს ვიცნობ. ნორვეგია კი ნამდვილად იშვიათ ქვეყანათა სიაში შედის. ანე როგორია??? ანე არის ჭრელი და ფერადი. ცისფერი თვალები, აპრეხილი, “კურნოსა” ცხვირი, ქერა თმები, ზოგჯერ წითური, წამწამები ზოგჯერ თეთრად შეღებილი ნამდვილად იქცევს ჩემს ყურადღებას. მერე დაიხურავს მწვანე ბერეტს, შემოიხვევს წითელ, თბილ კაშნეს ლურჯ პალტოზე და გაუყვება ბერგენის ქუჩებს. მილიონში ვარჩევ. “ნემკური” ( “немка” – რუს. “გერმანელი ქალი”) გარეგნობა ნამდვილად მისტიური და ამაღელვებელია ჩემნაირი “კავკასკა”-სთვის. თუმცა ნორვეგიისა თუ საერთოდ შუაგული ევროპისთვის ანეს გარეგნობა ერთობ ჩვეულებრივია. იქ ხომ ყველა ერთნაირია.  თუმცა, ჩემის აზრით ანე არ არის ლამაზი. ალბათ იმიტომ, რომ მე “იტალიაშკები” მომწონს, მაგრამ ის ამაზე არ ღელავს. ვცდილობ, ქუჩაში დავეწიო. ხალისიანად გამოვიყურებით მე ჩემი წითელი ქუდით, ის მწვანეთი. გზად ვეკითხები “ყავისფერი რა გაქვს”-მეთქი და “გვარი”-ო მპასუხობს. “Brun” ნორვეგიულად “ყავისფერს” ნიშნავს და ორივეს გვეღიმება. მეტი მართლა არაფერი აქვს ანეს ამ ფერთან საერთო. ჩურჩულით მეუბნება, რომ მისი ნამდვილი გვარია “Brunvoll”, მაგრამ მას მოკლედ ურჩევნია.

Continue reading

Tea for two

 – ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???

 – (რატომღაც ფიქრის შემდეგ) მმმ… კი. 
 – მიდი, ჩაიდანი დაადგი, გამოიტანე რაღაცეები. 
არადა კომპიუტერთან ჯდომა უფრო მინდა, ვიდრე ჩაი. მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ მეტი არაფერი დამრჩენია. საერთოდ არაფერი, აი საერთოდ არაფერი, ვიდრე საყვარელ ადამიანთან ჩაის დალევა. 
და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი გამოსატანია და ეს მე საშინლად მეზარება, მაინც ვდგები კომპიუტერისგან და ვეშურები იმ ოთახისკენ, სადაც ადრე ყველანი ერთად შევდიოდით. ძირითადად მაინც. ერთად ვსხდებოდით, ერთად ვიცინოდით. ერთად მაძლევდნენ შენიშვნას იმის გამო, რომ ხელები ძალიან მქონდა სიგანეზე გაშლილი. ერთად ვყვებოდით ამბებს და ძალიან ბევრს ვიცინოდით. მართლა უზომოდ ბევრს. 
ახლა კი “ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???”–ღა შემოგვრჩა და ისიც მხოლოდ ორს. ისიც ათასში ერთხელ. 
გუშინ ჩემი დის დაბადების დღე იყო. არასოდეს გვქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთთან შეხმატკბილებულად ვყოფილიყავით, პირიქით. სულ ვჩხუბობდით და არასოდეს ვკოცნიდით ან ვეფერებოდით ერთმანეთს. არასოდეს. დამიჯერებთ რომ გითხრათ, რომ არასოდეს ჩავხუტებივართ ერთმანეთს. სულ რაღაცნაირი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. 
გუშინ ჩვენთან დარჩა. არც არაფერი. ჩაი დალიეს. მე რათქმაუნდა კომპიუტერთან ვიჯექი და არა სამზარელოში. მერე დავსვი აქ (დიდი ზუზუნის შემდეგ), ფბ–ზე მადლობა გადაუხადა ყველას მოლოცვისთვის და გავიდა. მალევე დაწვა. მივედი და ლოყაზე ვაკოცე რამდენიმეჯერ. და მას თავი არ გაუწევია, როგორც ადრე აკეთებდა, პირიქით. გამიხარდა. 
დღეს ვფიქრობდი, რომ მაკლია. 
და არა მხოლოდ ის. 
ზოგადად ხალხი მაკლია. 
ყველა სადღაც არის. 
გიოშაც კი სურამშია და სიარული უსწავლია და მე ამაზე ნერვები მეშლება. 
კიარადა ანუ იმაზე მეშლება, რომ უჩემოდ ისწავლა. და არა იმაზე, რომ ისწავლა. მაგრამ პირველი სიტყვა მაინც “ქეთუნა” თქვა და არა “დედა/მამა”!!!! ხოდა გასკდეს ყველა გულზე. ეგრე გინდათ ყველას. მეტის ღირსები ხართ. 
მიშიკო პრაღაშია საერთოდაც და თავისი ინიციატივით არ მეკონტაქტება. მეტიც. კომენტარებს რომ ვუწერთ მე და ვიღაც უცხოელი, იმას ინგლისურად პასუხობს და მე საერთოდ მაიგნორებს. მერე მე ჩხუბს ვიწყებ და მერე კი, ძლივს რამდენიმე სიტყვას გაიმეტებს. დადის ქალაქიდან ქალაქში და გასართობიდან გასართობში. 
ბებიაჩემი ზუგდიდშია და რომ მირეკავს, “დიდე, ჩემი დასაფლავების ფული მინდა რომ შენ შეინახო, რადგან შენ კარგად იცი ფულის შენახვა”–ო მეუბნება. 
თანამშრომლებთან კარგად ვარ, მაგრამ თამთასნაირად მაინც არავისთან. მაგრამ თამთას არასოდეს სცალია და ანუ ისიც არ არის. ზოგჯერ მოვა და მე ვეხუტები. თან აი ისე, მორიდებულად. რომ არ შევაწუხო. სამსახურის სკაიპში დღეში ასჯერ ვკრიფავ Tamta–ს, რომ იქნებ online არის. მაგრამ :((
facebook–მა “ჩაგვყლაპა” ყველანი და მეგობრობა მხოლოდ კომენტარის დატოვებად გადაიქცა. ხოდა მეგობრებიც იქ არიან. 
სოფი ვაფშე გათხოვდა და საერთოდ გაქრა. 
კიდევ ერთ მეგობართან კი ყოველ საღამოს როგორც თვითონ უწოდებს “რაზბორკები” მაქვს და ამაში მე ვარ მუდმივად დამნაშავე. თურმე. არადა აქამდე ყველაფრით მოვწონდი და უპირველეს ყოვლისა კი – ხასიათით. 
და აი ეს ყველაფერი რომ ყელში გამეჩხირა, ვიტირე. აი ისე, მე რომ ვიცი ხოლმე. მთელი გულით. ამეშალა ამ ყველაფერზე ნერვები. სულ ასე ვიცი ხოლმე. რაღაც მომაწვება, გამახსენდება და თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.

ხალხი მინდა. ირგვლივ. 
სულ სულ სულ. 
ბევრი ხალხი. 
მაგრამ ცხოვრება მარტო მინდა. 
სულ მარტო. 
პარადოქსია არა?!
მაგრამ მართლა მარტო მინდა ცხოვრება.
ხალხი მენატრება.
გასულ 24 წელიწადში ნამყოფი ადამიანები. 
მეგობარი მინდა მეტი მყავდეს. ახლაც მყავს ბევრი და უფრო მეტი მინდა.
ზოგადად მიყვარს ხალხი და კომუნიკაბელური. 
მიყვარს ბევრი ღიმიალიანი სახე.   
და ბევრი ახალი, კარგი და საინტერესო ადამიანი მინდა. 
მოდით რა ჩემთან. 
ჩაგიხუტებთ და არ გაგიშვებთ. 
you better come, come, come, come to me 
you better run, run, run, run to me 

sunny June

რომ ვამბობდი კატა–კურდღლის წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგი წელი უნდა იყოს–მეთქი, არ ვიცი რამდენმა დაიჯერა. არადა მართლა ასეა. არის ბევრი რთული სიტუაცია. ბევრი გაუგებრობა, რთული პრობლემა. ხან რა ამოხტება ხოლმე, ხან რა. მერე შენც გეზარება რომელიმე მათგანთან გამკლავება იქით იყოს და თუნდაც შეჭიდება.

რატომ???
იმიტომ, რომ გინდა, რომ:
  •  რაღაც მაინც გამოგივიდეს მარტივად. 
  • რაღაც მაინც იყოს ადვილად მისაღწევი.
  • ოდნავი დოზით მაინც დაგერქვას წარმატებული და ბედნიერი. ან ბოლო–ბოლო წარმატებულთან და ბედნიერთან მიახლოებული. 
  • შეძლო ბევრი პრობლემის მარტივად მოგვარება. თან აი იმ პრობლემების, რომლის მოგვარებაც აუცილებელია ამ მომენტში. 
  • არ შეგეშინდეს იმის, რომ არაერთი ისეთი ადამიანი გადაგეღობება, ვისაც არათუ უბრალოდ არ გაუხარდეს, არამედ შეშურდეს კიდევაც შენი იმის გამო, რომ შენ კარგად ხარ.  
  • ცოტათი მაინც წესრიგში გქონდეს ნერვები. ნერვები, რომლებიც მუდმივად აშლილია იმის გამო, რომ პრობლემები გამუდმებით თავს გახსენებენ. 
  • ცხოვრებით დატკბე ოდნავ მაინც. ცხოვრებით, რომელიც მოგენიჭა შენ, მხოლოდ შენ და არავის შენს გარდა. ამიტომაც მას დაერქვა “შენი ცხოვრება”. შენ ნამდვილად გაქვს უფლება ისიამოვნო. და ეს უფლება გაქვს უამრავი ლოგიკური არგუმენტის გამო. ამ არგუმენტებში კი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და შენ ნამდვილად იმსახურებ, რომ თუ ოდნავ მაინც ნორმალური ადამიანი ხარ, იყო ბედნიერი. 
არ ვიცი კიდევ რამდენი მიზეზის ჩამოწერა შეიძლებოდა. უბრალოდ 24 წლის ასაკი სხვადასხვა რაღაცაა სხვადასხვა ადამიანისთვის. 1 წლისა და 1 თვის გიოშასთვის 24 წელი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია, 82 წლის ბებიაჩემისთვის კი ერთი თვალის დახამხამებაა. აი ჩემთვის კი ესაა ის სრული ასაკი, როდესაც ვაანალიზებ, რომ მეც მინდა ჩემი წილი ბედნიერება. საკმარისია ეს “შუშანიკობები”. ნელ–ნელა უნდა მოვიდე აზრზე და ვაკეთო ის, რაც მინდა. თუ რამე კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სიხარული შევირგო.

ხოდა აი ზუსტად ივნისი რაღაც კარგად დაიწყო, ადრე ვამბობდი რაღაც იდეა მაქვს და ერთ–ერთმა უფროსმა მოიწონამეთქი. ხოდა გუშინ ამ ადამიანმა მითხრა, რომ უკვე ჰა–ჰა განხორციელდება. დირექტორის მოადგილესაც ძალიან მოეწონა და ხელი მოაწერაო.  რათქმაუნდა ამ იდეას უკვე შეეჯახა საწინააღმდეგო აზრი, რომელიც ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. თუმცა ემოციასაც გააჩნია. საკმაოდ უარყოფითი ემოცია იყო და ეს არ მესიამოვნა (ზოგადად ზედმეტად ემოციური ადამიანები არ მომწონს, მეც საკმარისი ვარ მაგისთვის). თან რომ არ გაძლევენ დასაბუთების საშუალებას. თუმცა კარგად ახსნა–განმარტების შემდეგ მივახვედრეთ ამ ადამიანს, რომ კარგი იდეაა (მადლობა ჩემს მუზას და მის გვერდით მჯდომს :** ). ახლა ვფიქრობ, კიდევ რამდენი ადამიანი იქნება ასევე მოსარჯულებელი და აზრზე მოსაყვანი. რამდენს უნდა ჩავუდოთ თავში, რომ კარგი იდეაა. ნეტავ რამდენი შემსვამს ჯორზე უკუღმა და გამასამართლებს ლინჩის წესით ქვების სროლით.
მაგრამ მე ძლიერი ვარ და მოვერევი. მართლა მოვერევი.

და საერთოდაც, საიდუმლოდ გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ.
უფრო სწორად, სამყარო მაქვს, სადაც ბედნიერი ვარ და ეს მახარებს.
კიარადა ანუ, სადღაც ბედნიერი რომ ვარ, ეგ მახარებს, თორემ სამყარო ისედაც მაქვს ჩემი.
და მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე პროცენტი იმისა, რომ მომავალში უფრო ბედნიერი ვიყო, მე დღესაც უკვე კარგად ვარ, რადგან ძალას ვხედავ საკუთარ თავში.
წინააღმდეგობებს რაც შეეხება, კარგად მაქვს გააზრებული, რომ ყველასთვის საყვარელი და “უწი–პუწი” ვერ ვიქნები. და არც ვიქნები. არსებობენ ჩემს ირგვლივ “სიხარულო” ტიპაჟის ადამიანები და მე მათ ფარისევლებს ვეძახი. ამაზე მერე დავწერ, მოგვიანებით.

ახლა კი ამ ერთი ჭიქა ცივი წყლით მე გამიმარჯოს. კიარადა ჩემს მოთმინებას, ჩემს ძალას, რომ მუდამ შემწევდეს თავის დაცვა და ხმამაღლა თქმა იმისა, რაც მუდმივად მერიდება ხოლმე. დაე ზედიზედ შემიძულოს ყველამ. აზრის გამოხატვის უფლება ყოველთვის უნდა მქონდეს.

კარგი თვეა ივნისი. დღეს, 11–ში ჩემი დის დაბადების დღეა და მე ძირითადად სასაცილო ვიდეოების ფბ–ზე დადებით შემოვიფარგლე. მერე მოვიდა, ვეკამათეთ ერთმანეთს რათქმაუნდა და დაწვა ჟურნალით ხელში. მივედი და რამდენიმეჯერ ვაკოცე. მენატრება ხოლმე კვირიდან კვირამდე.

კარგი თვეა ივნისი 🙂
და მე ბედნიერი ვარ 🙂
აი ასე, უმიზეზოდ.

თქვენ მას არ იცნობთ

დიდი ხანია მინდოდა აი ასე მარტივად მოვკალათებულიყავი ჩემს სკამზე, ასე ვნებიანად ჩამეგდო კომპიუტერის კლავიატურა ხელში და ასე გემრიელად, ანუ ხელის მარტივი და ჰაეროვანი მოძრაობებით დამეწერა პოსტი ადამიანზე, რომელიც ყველასათვის კარგად არის ნაცნობი.

არადა არა.

ის არის ჩემი მუზა (თითქმის ყოველთვის), ჩემი ავატარი (ნუ იდეაში მე ვარ ჩემივე ავატარი, მაგრამ გარეგნობით ის ჰგავს :)))) ), ჩემი სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭას რეალური სახე ( ნუ ჯერ რათქმაუნდა მე შევისისხლხორცე ავატარი და მერე აღმოჩნდა, რომ ისიც ჰგავს ამ სურათის გოგოს).
ყოველდღე სამსახურში მისვლა მიხარია. ვიცი იქ დამხვდება და ან მომწერს რამეს, ან დამირეკავს, ან ჩამოვა/მნახავს.

არ მახსოვს სად და როგორ, მაგრამ „მზიურში“  „მზის ზეიმზე“ რომ შორიდან ვუყურებდი, ეგ მახსოვს. მაშინ ის ბავშვებს დიდ მზეებს ახატავდა სახეზე. მე კი უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ფორუმელი გოგო ამა და ამ ნიკის ქვეშ წერდა.
მანამდე ფორუმი იყო, სადაც უბრალოდ მის პოსტებს დიდ ყურადღებასაც თითქოს არ ვაქცევდი. დიდად არც ის მიწერდა რამეს. სულ ეს იყო. მეტი არაფერი.
მერე მახსოვს ბლოგის კომენტარში დამიწერა, ძალიან საყვარელი ხარ და მომწონხარო. მერე კიდევ კომენტარი. არაერთი. „რა საყვარელი ხარ, ქეთ.“

მერე მე ვფიქრობდი, ასე როგორ შემიყვარა, საერთოდ არ მიცნობს–მეთქი. და მაინც, მიუხედავად ამისა, სულ ვგრძნობდი მის გვერდით ყოფნას.
მერე „ელვისში“ მე და გოჩა ვიყავით და გვერდით ვიღაცამ გოჩას შესძახა: „გაბოჯი (ანუ
gabo.ge)!!!”. 

აი ისეთია რა. როგორი “ტიპშებიც” მე მევასებიან.
არის სასწაულად პირდაპირი. ამაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არასოდეს ფარისევლობს, პირდაპირ და ღიად ამბობს იმას, რაც სათქმელია და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ამის–და გამო არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც ის, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არ მოსწონთ. მაგრამ მას ეს ისევ და ისევ ფეხებზე ჰკიდია, ცხოვრობს ამ “ვიღაცის მიერ მისი არ–მოწონებ”–ის პარალელურ სამყაროში.
არ ჩალიჩობს, რომ ვინმეს თავი მოაწონოს და მითუმეტეს შეაყვაროს. 

აი ამ პირდაპირობისა და არ–ფარისევლობის გამო მე არაადამიანურად მიყვარს.
არ არის მოთამაშე, არის პოხუისტი, ძველი ბიჭი, ჩემი არ იყოს.
თუმცა ჩემგან განსხვავებით, ქალური. 
ჩემსავით ბევრს იცინის. ა არა, ის ისტერიამდე და ტირილამდე არ მიდის ხოლმე. 
ჩემსავით უყვარს უარყოფითი შინაარსიის სიტყვების გამოყენება დადებით კონტექსტში და ეს ადეკვატურად ესმის. მაგ: არასოდეს გაბრაზდება, თუ მე ვეტყვი “საზიზღარო, მეზიზღები!” ან ” აუ რა გოიმი ხარ.” აქეთ “აუ რა ქაჯი ხარ” აქვს დამუღამებული. 
არის კეთილი, იცის რა გულწრფელი და რაც მთავარია, მყარი ურთიერთობა. 
რამდენიმე დღეა დააწინაურეს და სანამ ხალხი ბოღმისა და შურის ეპიცენტრში ყოფნას ამჯობინებდა, მე მთელი რამდენიმედღიანი სიხარულის შოკი მჭირდა.
ამ შოკიდან ჯერ ვერ გამოვსულვარ. მთელი გულით მახარებს მისი წარმატება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ იმსახურებს.
მსიამოვნებს ის მცირედი დახმარება, რასაც შიგადაშიგ მთხოვს ხოლმე. არ მეზარება, რადგან უზომოდ მიყვარს.

საერთო სურათის დადება მინდოდა, მაგრამ მაინც უცხო ხალხი შემოდის. ხოდა იყოს. თუ რამეა ჩემი fb-ზე ნანახი გექნებათ. 

სხვა მეტი რა დავწერო, არ ვიცი. თუ კიდევ რამე გამახსენდა, დავწერ. 
მანამდე კი ვიქნები უაღრესად ბანალური. 
zicke, ძალიან მიყვარხარ. 


და მაინც…and it’s OK

როგორ ვერ ვიტან, როდესაც “რამდენი ხანია არ დამიწერია ბლოგზე”–თი იწყებენ ბლოგზე წერას. და მაინც…

თმებს რომ უფრო ხშირად ვიჭრი, ვიდრე ფრჩხილებს, იცოდით??? არც მე. და მაინც…
იდეაში მიზანი ისაა, რომ 0 სმ–ზე დავიყენო, მაგრამ არის გარემოებები, რის გამოც ვერ ვაკეთებ ამას. 
ძველი სამსახურიდან წამოვედი. წამოვედი კი არა, უხელფასო შვებულებაში გამომიშვეს და რომ ვთქვა ბევრი ვიდარდე–მეთქი, ტყუილია. ისეთ ნერვებ–ათხრილი მოვდიოდი ყოველ საღამოს, რომ მართლა დავისვენე. სამაგიეროდ იმავე დღეს მოხდა ის, რომ სადაც ყველაზე მეტად მინდოდა მუშაობის დაწყება, იქ მივედი ტესტის დასაწერად. ხოდა, კარგად დაწერის–და შედეგად სტაჟირებაზე ამიყვანეს. ყველაფერს ვეცდები, რომ უფროსის იმედები გავამართლო. მართლა ძალიან მომწონს სიტუაცია და რომ ვიცი, რომ zicke-სა და ჩემი ახლო მეგობარი – გიორგისნაირი ადამიანი მყავს, თავს უფრო მეტად კომფორტულად ვგრძნობ. ვიცი, რომ რამე რომ მოხდეს, ყოველთვის შემიძლია მათთან ასვლა. ორივე მათგანი ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან. 
ამ ყველაფრის გამო თავს მართლა მშვიდად ვგრძნობ. და რაც მთავარია, ბედნიერად. 
ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ გიჟ ადამიანებთან ვეღარ ვკონტაქტობ. არა, გიჟებთან იმდენად არა, რამდენადაც – ხმაურის მოყვარულებთან. წარმოიდგინეთ, შეიძლება სულ 3–4 ადამიანი იყოს და 3 იმდენად ხმაურობდეს, რომ შენ უბრალოდ ადგომა და სხვა ოთახში გასვლა გინდოდეს. ან საერთოდ იმ ადგილიდან წასვლა. თან ერთი რომ საუბრობს და დანარჩენი არ უსმენს… ააააააააა, ეს მე მაგიჟებს. 
წავალ, დავჯდები მე ჩემს კაფეში. ადგილი, რომელიც ჩემია და არ არის ან პომპეზური, ან უახლესი პოპულარული მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილი and it’s OK. 
ადგილი, სადაც არასოდეს მესმის სნობების მიერ არა–სნობების ლანძღვა ან პირიქით. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც არ მესმის ქალიშვილების მიერ არა–ქალიშვილების ლანძღვა და პირიქით. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც არ მესმის “უცოდველი” ადამიანების მიერ ცოდვილების ლანძღვა და პირიქით. და მსგავსი იდიოტიზმები. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც იატაკი იმდენად ძველია, რომ ჩემი ფეხის ხმა მესმის და მუდმივად მგონია, რომ ხმაურისგან ჩავარდება. And it’s OK.
ადგილი, სადაც ჭაღები დაფლეთილი ნაჭრისგან არის დამზადებული and it’s OK.
ადგილი, სადაც მე მივდივარ ისეთ სკამზე დასაჯდომად, რომელიც ყანყალებს. And it’s OK.
ადგილი, სადაც მაგიდებზე ძველი ნაჭრის სუფრებია გადაფარებული. And it’s OK.
ადგილი, რომელიც ნახევრად ჩაბნელებულია. And it’s OK.
ადგილი, სადაც მე შემიძლია სარდაფში ჩავიდე და ბალიშებზე წამოვწვე სიბნელეში. And it’s OK.
დავისხა ჩემი საყვარელი მარწყვის ჩაი პირდაპირ პატარა ჩაიდნიდან. And it’s OK.
და წამოვწვე მე ბალიშებზე მშვიდი მუსიკის ფონზე and it’s OK.
ზუსტად ვიცი, რომ არავინ დამადგება თავზე and it’s OK.
ღმერთო, როგორ მინდა ეს “and it’s OK” სიტუაციები ყოველთვის იყოს. ყველაფერი სულ ასე იყოს. ზოგჯერ იმდენად ვერ ვიტან ადამიანებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მინდა ჩემთვის. ერთი ის ვიცი, რომ მია მინდა. მია სულ მინდა. კიდევ ბია მინდა, ბიაც სულ მინდა. ნინაც ჩემია უკვე, თითქმის. 
და ასე იქნება ეს ყველაფერი: 
ნახევარზე მეტად ჩაბნელებულ დიდ ოთახში არის ჩვენი სიმყუდროვე. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ეს სიმღერა იწყება ზუსტადაც რომ…

ბია სახეს მალავს დიდი განიერი ქუდის მიღმა და წერს. გიოს უწერს გრძნობებს. გიო მოდის ხოლმე მასთან  ღამით და ბია უკითხავს ნაწერებს. მეორე ხელში სიგარეტი უჭირავს. მისი ჩაი გვირილისაა.

მია შოკოლადის ნამცხვარს მიირთვამს, გაშლილი კულულები შოკოლადიან კრემს ეხება and it’s OK.

თუმცა სარჭით თმებს უკან იკრავს და ეშმაკურად იღიმის. მომენტებში ჩერდება; ტორტიან კოვზს ჰაერში აჩერებს და სადღაც ქრება. თვალები უშტერდება და ის ფიქრობს რაღაცაზე. მისი ჩაი ჟოლოსია.

ნინა. სად ხარ ნინა??? ნინა სივრცეში იყურება და მშრალ, წითელ ღვინოს ესაუბრება. პერიოდულად ჭიქას ლოყასა და შუბლზე იდებს. მერე ჩართული მუსიკის ჰანგებს ჰყვება, ღვინოს წრუპავს და ბედნიერია, რომ საკონდიტროს საქმეებს მალე შევუდგებით. მცირე ტექნიკური პრობლემებია მხოლოდ მოსაგვარებელი.

ხან Greenfield-ის tropical marvel–ს ეტანება. ეს მისი საყვარელი ჩაია, რადგან ქვიშისა და ანანასის არომატი აქვს.

მე…
კიარადა…
მე ისა…
ხო, მეც მანდ ვარ.
სადღაც, ეპიზოდურ როლში.

რაღაცის კვალდაკვალ, რაღაცის მაგიერ

გუშინწინ, 28 რომ მთავრდებოდა,  ვფიქრობდი: რა ცუდია, ლიქიორი აღარ მაქვს სახლში, რომ მარტის მოსვლა აღვნიშნო–მეთქი. ხილის მქონდა და ბოლო წვეთამდე ამოვწრუპე, გრაფინი კი არ გამირეცხავს, დევს ისევ ისე იმავე . სიზარმაცე არაფერ შუაშია. უბრალოდ ლიქიორიანი რომ დევს, იმიტაციას ვიქმნი ჩემთვის. ვითომ სავსეა. არადა მართლა როგორ მინდა ლიქიორი, მხოლოდ ჩემმა ენამ იცის. მოკლედ,  მორიგი სისულელე.

ყველაფერში რადიკალური რომ ვარ, ეგ თემა არაერთხელ განმიხილავს და ახლა მხოლოდ გაკვრით შევეხები, ისე კი იმაზე მინდოდა დამეწერა, რომ ყველა ადამიანი ეგოისტია მეტ–ნაკლებად. ალბათ მეც. უბრალოდ ისევ და ისევ რადიკალური ვარ. არის პერიოდები, როდესაც თვითგვემისა და შუშანიკობის პიკში ვარ, არის პერიოდები, როდესაც ნარცისიზმის პიკში ვარ. ეს უკანასკნელი მსიამოვნებს–მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. პირიქით, მაღიზიანებს კიდევაც და მაინც, ამას ვერ ვებრძვი.

საერთოდ, ეს პოსტი არ არის ეგოიზმზე და მითუმეტეს ჩემს ეგოიზმზე. ამას იმიტომ ვწერ, რომ კომენტარებში არ ვნახო “ხო, შენ ეგოისტი ხარ” ტიპის ფრაზები. აი ხომ ხედავთ, ახლაც ეგოისტი და  ნარციზი ვარ და უარყოფით კომენტარებს არ მოვიწონებ. :დდდ

ახლა უკვე მარტია,
მე ისევ ნარციზი,
ისევ წვიმისა და თოვლის კომბინაცია,
და ისევ დედაჩემის მუდმივი ტექსტები…
რომ მარტში ყოველთვის საშინელი ამინდებია და ადამიანებიც აუტანლები.
რომ მარტში დაბადებულები გიჟები და არანორმალურები ვართ.
რომ ჩვენი საშველი არასოდეს იქნება.
რომ ჩვენ ყველაზე ჯიუტები და დაუმორჩილებლები ვართ.
რომ არასოდეს იცი, რა იქნება მარტში, არასოდეს იცი, როგორ მოიქცევა მარტში დაბადებული.
და სხვა კატასტროფები. (other disasters)

მკიდია, ამ თვეში ნარციზი ვარ. მაინც ვარ.
მე მაინც თმებში მაქვს ხელები შეყოფილი და თითზე ვიხვევ მათ ღერებს. მკიდია.
მე ბლოგზე ვწერ და მთელი არსებით მიხარია მარტის მოსვლა.
ამ დროს სხვანაირი ვხდები, უფრო სენსიტიური და მუღამი მიჩნდება, რომ ვიყო ყოვლად დაუმორჩილებელი…
ვეფლირტავები ხალხს “ნა ლევა, ნა პრავა” განუსაზღვრელად მათი სიბანძე–სიგოიმისა და ასაკისა. (ო, ღმერთო, ნუთუ ეს მე ვარ?!)
“ვაიმეეეე, რა სიმპატიური ხარ”–ს ვეუბნები მამაკაცებს მხოლოდ იმიტომ, რომ თმები გადაივარცხნეს.
ქალებსაც.
აგრესიული ვარ. როგორც ყოველთვის.
არ ვაკონტროლებ ქმედებებს და მკიდია ხალხი რას ამბობს ჩემს ირგვლივ ჩემზე.
ზოგი უკვე “მეროჟება” და ამაზე მე მეცინება.
იმ მოფლირტავე თანამშრომელმა წითელი პომადის ჩემს ტუჩებზე დანახვისას: ვაიმე, ქეთევან როგორ გიხდება წითელი პომადა”–ო. გაკვირვებისგან ჩემი თვალები და წარბები ერთმანეთს შეერწყნენ. რამდენიმე ერთეული საათის შემდეგ: სად წაიღე პომადა?”–ო. ვაკოცე და გამიქრა–მეთქი. რა საჭირო იყო ასეთი პასუხი ჩემგან. თან აქ ხომ ყველა “კოცნა მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიძლება” შეიყარა და მე ამ დროს ასეთ თამამ (მათთვის თამამ) განცხადებას ვაკეთებ.

რა მარაზმია ფრაზის “მე და გიორგი სასტუმროდან რომ გამოვდიოდით, ვინმეს რომ დავენახეთ, რას იფიქრებდნენ?!” სმენა. ამის სმენა არის “გთხოვთ ორი აგური მომაწოდეთ, თავში უნდა ვირტყა”–ს ანალოგი ჩემთვის. კოშმარია და მეცოდება ჩემი თავი, ამის სმენა რომ მიწევს, ხოდა აგურები მინდა. მე ისევ მეცინება. გულში ვფიქრობ. ხალხი არ არის ნორმალური და შენც თუ ამ ხალხზე იფიქრე, შენც ვერ იქნები ნორმალური.
მაგრამ მე ჩუმად ვარ. რა ჩემი საქმეა ჩემს “ვერ–ყოფნის–გზაზე–დამდგარ” თანამშრომელზე რას იფიქრებს ხალხი. და საერთოდ, მე მაინც ჩუმად ვარ. მეზარება ამათთან პოლემიკაში შესვლა. ამათ უმტკიცე ახლა რაციონალური, დემოკრატიული და პრაგმატული აზროვნების არსი.

კარგია, რომ დამონტაჟებულ ვიდეო თუ აუდიო კამერებს ჩემი აზრების კითხვა არ შეუძლით, თორემ უფროსი კარგს არაფერს მოისმენდა.

სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს ეს სიმღერა:  

არადა სრულებით სხვანაირად დავიწყე და სხვაგან წავედი.
უიმეე. :((((
რაღაცას ვწერდი და რაღაცის მაგიერ შემომეწერა.
და მაინც…
ჩემი თვე მოვიდა.  
და კატა–კურღლელ–თევზების უნივერსალური ზონაა დამდგარი.
ხოდა მაცალეთ  

p.s. უი მართლა, “კვალდაკვალ” სწორად მიწერია თუ იცით???  

სავსე თებერვალი

ალბათ საკმაოდ შესამჩნევი იყო ის, რომ 1 იანვრის მერე არაფერი დამიწერია. მიზეზები იყო არც თუ ისე ცოტა. თუმცა ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო თებერვლის წყალობით. ანუ 1 თებერვლიდან ყოველდღე დავწერ ახალ პოსტს, რომელსაც ექნება წერილის ფორმატი. საკმაოდ გაბედული და თამამი საქციელია იმ თვალსაზრისით, რომ რაც არ უნდა ბევრი პირადი ხასიათის ჩანაწერი მქონდეს გაკეთებული, წერილის სტილის მქონე არამგონია ბევრი მათგანი იყოს. ნუ მოკლედ, რაც არის, ეგ არის. გადავწყვიტე, ყოველი დღე ამა თუ იმ ადამიანს მივუძღვნა. ვნახოთ რა გამოვა. 
იდეისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ციციკორეს, აი ამ პოსტისთვის. 
მაშ ასე. სია შემდეგნაირად გამოიყურება: 
Day 01 — Your Best Friend
Day 02 — Your Crush
Day 03 — Your parents
Day 04 — Your sibling (or closest relative)
Day 05 — Your dreams
Day 06 — A stranger
Day 07 — Your Ex-boyfriend/girlfriend/love/crush
Day 08 — Your favorite internet friend
Day 09 — Someone you wish you could meet
Day 10 — Someone you don’t talk to as much as you’d like to
Day 11 — A Deceased person you wish you could talk to
Day 12 — The person you hate most/caused you a lot of pain
Day 13 — Someone you wish could forgive you
Day 14 — Someone you’ve drifted away from
Day 15 — The person you miss the most
Day 16 — Someone that’s not in your state/country
Day 17 — Someone from your childhood
Day 18 — The person that you wish you could be
Day 19 — Someone that pesters your mind—good or bad
Day 20 — The one that broke your heart the hardest
Day 21 — Someone you judged by their first impression
Day 22 — Someone you want to give a second chance to
Day 23 — The last person you kissed
Day 24 — The person that gave you your favorite memory
Day 25 — The person you know that is going through the worst of times
Day 26 — The last person you made a pinky promise to
Day 27 — The friendliest person you knew for only one day
Day 28 — Someone that changed your life
Day 29 — The person that you want tell everything to, but too afraid to
Day 30 — Your reflection in the mirror
 
ინგლისური ყველამ ვიცით (ავად თუ კარგად), ამიტომაც არ ვთარგმნე. ხოდა ვნახოთ. და კიდევ ის, რომ 28 დღიანი თებერვალში როგორ ჩავატიო 30 დღის მანძილზე დასაწერი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიზამ რამეს. რამდენიმე ადრესატი ერთი და იგივე ადამიანია, ასე რომ ბარემ გავაერთიანებ. 
წავედი, ორშაბათი დაიწყო. დავიძინებ ამის დედაც ჯეკ.  
 
 

Hey Katie

დრაფთებში ტირილიანი პოსტი მიდევს…
როგორ მოიპარა გრინჩმა ახალი წელი…
კიარადა…
როგორ ჩამიშხამეს ოჯახის წევრებმა დაბადების დღე…
მაგრამ სანამ პოსტი ისევ დრაფთებშია და სანამ არ გამჩენია ძალიან დიდი სურვილი მისი გამოქვეყნებისა…
დავწერ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს კარგი…ვინაიდან და რადგანაც დღეს…
კიარადა გუშინ…
კიარადა ანუ 6-ში ჩემი გაოცდასამება მოხდა, რაღაცით განსხვავებული მაინც იქნებოდა დანარჩენი ordinary დღეებისგან…

ნათლიამ არ მომილოცა… 
ნუ ჩემი და ნათლიის ურთიერთობას მერე აღვწერ…
ახლა არა. კიარადა ეს არ არის ახლა მთავარი. 

სრულიად სპონტანურად ჩემთან მოვიდა ჩემი კურსელი, რომელთანაც საკმაოდ ახლოს ვარ მთელი 4 წლის განმავლობაში. 
აა, არა, 1-ლ კურსზე რატომღაც არ ვიყავი ახლოს. 
აა, გაგონილიც გეყოლებათ, არაერთხელ მიხსენებია აქ. 
ბარაშკა…
აი ის ყვითელი საყვარელი ჩაის ჭიქა რომ მაჩუქა…
ხოდა დღეს ბარაშკუნა იყო ჩემთან მოსული. 

არათითდამშვენებული… 
მოკლედ ნიშნობა ჰქონდა უკვე…
მე კარი გავხსენი თუ არა, ეგრევე თითი მანახა. 
მაგრამ ეგ არის მთავარი. 
მთავარი ისაა, რომ აპრილში, როდესაც მარხვა დამთავდება, ჯვარს იწერს. 
კიარადა ეგეც არ არის მთავარი.

მე ვიქნები მეჯვარე… 
პირველად ცხოვრებაში მე ვიქნები მეჯვარე…
და მისი პირველი შვილის ნათლია…
პატარა ბარაშკუნას ნათლია…აუ დადებილებული ვარ…
ოღონდ მართლა…
სიხარულისგან ცრემლები არაერთხელ წამომივიდა დღეს…
მერე დავიწყე ოთახში ბოლთის ცემა…
მერე დავჯექი, მერე ისევ…

აი ენით აუწერელი გრძნობაა…
მერე დავჯექი და სიხარულისგან ვიტირე…
დედაჩემს რომ ვუთხარი, ბავშვის ნათლიაც მე უნდა ვიყომეთქი, ეს ასეც ხდება, თუ მეჯვარე ნორმალურიაო.
ხოდა სანამ თეონა ნორმალურად მიმიჩნევს და სანამ ითვალისწინებს ჩემს არანორმალურ და გიჟურ სიყვარულს ბავშვების მიმართ, ბავშვსაც მე ვნათლავ.  
აუ, ძალიან მაგარია. 
უმაგრესი საჩუქარია დაბადების დღეზე…

ულამაზესი ვერცხლის საყურეები მაჩუქა, მარგალიტის თვლით. სურათი არ გადამიღია, მერე დავდებ თუ არ დამეზარა. იცის, რომ ვერცხლზე ვგიჟდები. ვაიმე!!!!!!


მერე ჩემი ბიძაშვილი მოვიდა მეუღლესთან ერთად. 
ნამცხვრებითა და ვერცხლის ბეჭდით. 
ესეც ძალიან ლამაზი. 
დამლოცეს, ნუ ჩემმა ბიძაშვილმა ტრადიციულად გათხოვება მისურვა, რაზეც ტრადიციულად ზიზღიანი თვალები მივაპყარი. 
მანამდე დეიდაშვილსაც გაახსენდა, რომ დაბადების დღე მქონდა, რომ უნდა მოელოცა და სახლში ამოვიდა. ხშირად მგონია, რომ თავისი კლასელები და მეგობრები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მე. ამაზე ხშირად ნერვები მეშლება და მზად ვარ პირში მივახალო ყველაფერი, მაგრამ მერე დიდე მახსენდება და ვჩუმდები. არადა რა კოშმარია პირდაპირი და მოუთმენელი ადამიანისთვის გაჩუმება… ღმერთო, მიშველე!!! მაგალითად მაშინ გამოვშტერდი, როდესაც თავის მეგობარს გაჰყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა face control-ი ვერ გაიარა “გურუ”-ში და უნდა წასულიყო. და მარტო დამტოვა კლუბში. ნუ მე არ დავკარგულვარ, შემთხვევით ყოფილი თანამშრომლები ვნახე, მაგრამ… არ მიყვარს რა უყურადღებო ადამიანი. აი ძალიან არ მიყვარს. თან მითუმეტეს, მე რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვიჩენ და ის მაინც ასე.
მაგრამ ნუ მოკლედ რა.  მოვრჩი. უბრალოდ მე რომ ვიჩენ ყურადღებასა და სიყვარულს ვიღაცის მიმართ, მისგანაც იგივეს ვითხოვ. და საერთოდაც, თვითონ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ…
ფული მაჩუქა ყულაბისთვის, ნახევარი რათქმაუნდა დავუბრუნე და ცხოვრება გავაგრძელეთ. 
მეორე ბიძაშვილმა და მისმა მეუღლემ დამირეკეს. მომილოცეს. მუშაობა დაუწყია ორივეს. ძალიან გამიხარდა. 
კიდევ ბლოგერი როდრიგო სანტორო გამოჯანმრთელდა. არ ვიცნობ და არაფერი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. მაინც ერთი დიდი ოჯახი ვართ აქ. 


დღესაც ჩემი დღეა…
ჩემი სიმღერა უნდა დავდო…
ბედნიერი ვარ და იმიტომ…
ვაიმე, მეჯვარე და ნათლია ვხდები….

ვერცხლის ახალი ბეჭედი და საყურეც მაქვს…

ყულაბასაც ამაზონიდან გამოვიწერ ალბათ. 

ხვალ “გურუ”-ში წავალ მთელი ღამით. ძალიან მაგარია!!!


 

მთვრალი

რა კარგია სიმთრალე…

აკეთებ ყველაფერს და არავინ არ გეუბნება არაფერს…
თქვი რაც გინდა…
აკეთე რაც გინდა…
ისე იყავი, როგორც გინდა…
მაინც ყველაფერს შენს სიმთვრალეს დააბრალებენ და ჩაივლიან…
ახლა ვზივარ…
სრულიად დადებილებული ალკოჰოლისგან…
ვიღაც იტყვის ისედაც არ აკლდაო…
აუ რა მინდოდა…
კიარადა..
იმას რა უნდოდა…
იმას ანუ რათქმაუნდა ჩემი დის ქმარს…
სიძე რომ არის…
მაგრამ მე რომ ვერ ჩამისიძევდა…
თუ რაღაც ეგეთი.
კიარადა ჩუმად შემომაპარა…
ლუდი გინდაო???
ნუ ისიც ჩემმა დამ ჩააწვეთა კიარადა როგორც იყო…
ნუ იცის იმან ჩემი სუსტი წერტილი.
ხოდა რა პასუხი უნდა გამეცა…
კიარადა ხო…
რათქმაუნდა “ხო”–ს ვეტყოდი…
ახლა როგორ ვარ???
თვალები ერთმანეთში ირევიან და იმედია აქ კოშმარულ გრამატიკულ შეცდომებს არ ნახულობს ვინმე.
რადგან სასტიკად მეზარება ამის დარედაქტირება.
ხოდა სანამ ჩემი თვალები გარბიან და გამორბიან ეკრანზე…
კიარადა მონიტორზე…
კიარადა “აძინ ჩორტი”…
“გუშინ”–ზე ვიტყვი…
მე, ნასტასია და ნუცა სასტიკად სასოწარკვეთილები დავრჩით იმ ფაქტით, რომ “პურპურში” იყო face control–ი…
კიარადა age control–ი.
მე მაპატიეთ..
22-going-on-23 ვარ და არა 13-17 წლის “პადსანკა”…
რომელსაც არ უნდა იყოს მომღერალი ან იკითხოს მისი ბლოგში შემავალი პოსტები ხალხში, რომელთაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ბლოგი, განწყობა და ასე შემდეგები.
მაგრამ ეგ კარგი, გამოვედით.
და ვიბოდიალეთ.
ხოდა მერე…
აუ მერე ის, რომ არ უნდა დამელია ამდენი ლუდი…
თუ უნდა დამელია არვიცი.
ხოდა მერე ალბათ sweet person–სთვის არ უნდა დამერეკა…
და არ უნდა მემეორა ჩახვეული კასეტასავით “მეზიზღები, იდიოტო, დეგენერატო, კრეტინო!!!”
კიარადა ახლა რომ ვაკეთებ.
მაგრამ ახლა მთვრალი ვარ და არაუშავს.
და იმასაც ვეუბნები, მადლობა მითხარი, რომ მთვრალი ვარ, თორემ სიფხიზლეში ხმას არ გაგცემდიმეთქი.
უნდა მეთქვა ხო ეს თუ არა??? მაგრამ უკვე ვუთხარი.
არადა “პურპურმა” იმედები გამიცრუა.
არადა თავიდან კარგი იყო.
მე რაღაც ზომბივით ვარ ხოლმე ზოგჯერ.
არავისი არ მესმის.
შევაჭრი ხოლმე ვიღაცეების თავებში, აზრებში, გონებებში და ვცდილობ იქ მოვშინაურდე ხოლმე…
აუ, ზოგჯერ როგორ მეზარება ხოლმე ეგეც.
მაგრამ ეგ რომ არ ვქნა, შეიძლება გავითიშო იმ მომენტში, საკუთარმა თავმა მომიღოს ბოლო…
ახლაც კი ვცდილობ სხვის გონებაში შევაღწიო.
თუმცა არვიცი ეს სხვა როდემე იქნება ის, ვის თავშიც შევაღწევ ხოლმე…
გუშინ რომ რაღაც მეწყინა ადამიანისგან და გადავწყვიტე აღარ მივკარებოდი მას…
სადაც კი შემომეხმიანა, არსად ვუპასუხე და დღეს მე თვითონ დავურეკე.
დღეს დავლიე და იმიტომ.
დღეს მეპატიება.
გუშინ 3 ადამიანს მივწერე, მინდოდა რომელიმეს ღვიძებოდა და სამივეს ეძინა.
ხო, მე ხომ მიწერისას არვიცი დროის შეგრძნება და ეგეთი მატერიალური საკითხები.
არვიცი, ვიკარგები.
კიდევ კარგი, გუშინ ძალიან სქლად არ მეცვა, თორემ ძალიან დამცხებოდა.
არადა ღამით როგორ გავიყინე საბავშვო ბაღის ეზოში.
აი დღეს კი შედეგი ჩემი ცხვირი ჟანგბადსა და ნახშირბადს არ ათამაშებს ერთმანეთში.
კარგად ვარ.
უბრალოდ საჭიროა საკუთარი თავი არ დავკარგო.
მთავარია საკუთარი თავი ოდნავ მაინც მიყვარდეს.
და მერე ყველაფერი მარტივია.
კარგია, რომ ნასვამი ვარ.
და კარგია, რომ მარტო ვარ.
ასე უფრო მშვიდად ვარ და გულიც არ მიცემს ხოლმე რაღაცნაირად.
ვასომ დამირეკა.
არადა ადრე როგორ არაშინაურულად ვიყავი მასთან.
დეპარტამენტის უფროსი და ალბათ სიმკაცრეც შესაბამისი…
არვიცი…
უბრალოდ ალბათ facebook–ის ჩეთში იმდენი ვეწუწუნე, რომ ვეღარ მოითმინა.
შენი ნომერი მომეციო და ზუსტად 18 წუთი მესაუბრა.
აზრზე მოვედი. მომიყვანა უფრო სწორად.
მანამდე უაზრო თუ აზრიანი ცრემლები და რავიცი კიდევ რამდენი უაზრობა ჩემი მხრიდან…
მარტო ყოფნა უკეთესია.
და მეგობარს ვერცერთი მამაკაცი ვერ შეედრება.
და ძალიან მიყვარს, როდესაც “მამაკაცი”–დან “ძმაკაცამ”–დე ერთი პატარა ნაბიჯია.
But the Sweetest Person stays the same.
და თან როდესაც მისთვის მისივე წიგნის ერთი მოზრდილი თავი ვარ. ოღონდ ისეთი კი არა, რომ მოცულობით არის დიდი, არამედ შინაარსით დიდი.
სიმღერას არავინ უსმენხს ხოლმე, სამწუხაროდ…
მაგრამ მაშინ ჩემთვის დავდებ, თუ სხვა არ ჩართავს…

რეალურად რომ ვთქვა…

… თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

იმაზე უფრო კარგად, ვიდრე ველოდი.
არვიცი მიზეზი.
უფრო სწორად ვიცი, მაგრამ რავიცი, ვიცი???
კიარადა…
label-იდან mr.M საერთოდ ამოვშალე და ახლა ერთი ორად კარგად ვგრძნობ თავს.
ხვალ ისევ ჩემს სამსახურში რიგით მე–11 გასაუბრებაზე მივდივარ. მე–10–ზე გუშინწინ ვიყავი. და იმედი მაქვს, რომ ეს ზუსტად “ის” ერთადერთი და განუმეორებელი გასაუბრება იქნება. თუ არ იქნება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. ვინც გამესაუბრა იმან ვიღაცას უთხრა, მინდოდა ძალიან მკაცრი ვყოფილიყავიო, მაგრამ ისეთი კარგი გოგოა, რომ ვერ შევძელიო. კარგი ვარ??? რავიცი, ვიცი???
განსაკუთრებით დავახლოვდი ერთ ადამიანთან. ჯერ–ჯერობით მასში ცუდ თვისებას ვერ ვხედავ. ძალიან ჩემიანია. თავს რაღაც არანორმალურად კარგად ვგრძნობ. ისეთ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, რომ მე თვითონ აზრზე ვერ მოვდივარ.
ძირითად ორ პირობას აკმაყოფილებს.
1) ჩვენს შორის ასაკში სხვაობა 4–ის ჯერადი რიცხვია. (ვინც მათემატიკა ჩინურია, გეტყვით, რომ 4–ის ჯერადი რიცხვებია 0,4,8,12,16 და ა. შ. )
2) ჩემი გვარი მის გვარზე გრძელი არ არის. ანუ მისი გვარი ჩემს გვარზე მოკლე არ არის.
და ეს 2 ფაქტორი წინაპირობაა იმისა, რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ. არა, კარგად არა. არაჩვეულებრივად. არ ჩამოვთვლი იმ დადებით მხარეებს, რაც მას ახასიათებს. უბრალოდ he’s my kind of person. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეცნობით ერთმანეთს და აი არვიცი რა… რაღაც სასწაულად კარგად ვარ.
(ახლა არის 12:28 a.m. და წერა რამდენიმე წუთით შევწყვიტე იმის გამო, რომ დამირეკა…)
ხოდა ეგრე. არვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემი რაღაც დებილური ოცნებათაგან რამდენიმე ვუთხარი. მოდი ერთად ავასრულოთო.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს რაღაც ადგილიდან (საძმაკაცო, სამსახური თუ რამე სხვა) დაბრუნებული სახლში (ანუ ამ შემთხვევაში ჩემთან) უნდა მოვიდეს და მეუბნება ხოლმე ტელეფონში: “მოვდივარ და ცხელი ჩაი დამახვედრე და კეთილი გული”–ო.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ნოემბერში ტყუპები შეგვეძინება… ტყუპები იმიტომ, რომ მისი ბაბუა ტყიპისცალია და ანუ გენეტიკაში ეგ მაქვსო. პირველი გიორგი და მეორე ალექსანდრე. სახელები ჩემი სურვილით. ნოემბერიც ჩემი სურვილით. გიორგობისთვეა და იმიტომ. არადა გვერდიდან რომ შეხედოს ვინმემ, რა სისულელეებია არა??? მაგრამ ვსულელობთ ერთად და რა მოხდა, რამე შავდება??? რეალობას ხომ მაინც არ ვწყდებით… უბრალოდ ჩვენთვის ვსულელობთ. და ვინც მეტყვის, რომ sweet person–თან სისულელეები ტეხავს, იმას ვეტყვი, რომ თუ თქვენ არ იცით რა არის სისულელე, თქვენ ისიც არ იცით, რა არის ჭკვიანური საუბარი. ასე რომ თქვენი ჭკუის დარიგებები თქვენთან, თქვენს თავებში დაიტოვეთ. და ამას მე არათუ მხოლოდ აქ დავწერ, ყველას ვეტყვი, ვინც კი რამე იდიოტობას მეტყვის.
მარიამის ეს პოსტი წავიკითხე ემოციის მიერ გამოწვეულ ახალ ემოციაზე და უცებ ის გამახსენდა… რომ ვაკოცე და რომ გაინაბა… ისეთი სახე მიიღო, რომ კინაღამ თვალსა და ხელს შუა დამიდნა. და იმ მომენტში მე ვიყავი უბედნიერესი. საერთოდ აი მაგ მომენტებში უბედნიერესი ვარ ხოლმე. როდესაც ვხედავ ის როგორი გაცისკროვნებულია.
ვინაიდან რამდენიმე დღე ამ ოთახში ციმბირული პირობების გამო არ შემოვსულვარ არსად, ხალხს მოვენატრე.
ნასტასია…
ბაბისა…
ალკა…
ანუშკა…
და ყველამ მომწერა…
ზოგმა facebook–ზე…
ზოგმა skype–ში.
და ხვალაც რამდენიმე მათგანთან ერთად ჩემს საყვარელ ადგილას მივდივარ. ადგილი, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.
შაბათს კი ალკას ვნახავ.
აი არვიცი…
რა ვიქნებოდი სიყვარული რომ არ მცოდნოდა…
მართლა ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეგობრები.
და თუ ის არ არის ის, ვისთან ერთადაც უნდა ვიყო და თუ ისინი არ არიან ისინი, ვინებთან ერთადაც უნდა ვიყო, არ მაღელვებს. დღეს მსიამოვნებს ეს ადამიანები და შემიძლია დიდი სიყვარული გავცე იმისთვის, რომ კარგად იყვნენ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მიხარია მათი ყოველი ღიმილი.
თავს გიჟად ვგრძნობ საგიჟეთში…
თუმცა გიჟი ვარ ისედაც და…
მაგრამ ეს კარგი საგიჟეთია.

მიყვარს ასეთი არეული დღეები

მრავალჯერადი ჩართვა ნებადართულია 😛 😛 😛

იმდღეს იყო ძალიან არეული და ამავდროულად სასიამოვნო დღე. 7 ნოემბერი. 

ოთხშაბათს ჩათვლა მქონდა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო გავაცდინე და ამის გამო ლექტორმა დაგვრთო ნება დღეს მივსულიყავით. ნუ, რატომღაც მე …
კიარადა ჩემი არაპუნქტუალურობიდან გამომდინარე მივედი არა 2–ის ნახევარზე, არამედ 1:45–ზე მგონი. ავედი მე–7 სართულზე, სადაც მიტარდება სრულიად ყველა გამოცდა. მაგრამ ლექტორი არსადაა. ჩამოვედი ჩემს კურატორთან. რუსიკომ არ იცოდა მისი ნომერი, ადი და იქნებ ვინმემ იცოდესო. ავედი ისევ მე–7–ზე, ვიღაც ლექტორს შევუვარდი კათედრაზე ასე და ასემეთქი. იმან ჯერ იფიქრა აგრესიულად მოვიშორებ ამ მაგისტრანტსო, მაგრამ ისეთი საწყალი ვიყავი,რომ აშკარად გადაიფიქრა. ბედად სადღაც აღმოაჩინა ამ ჩემი ლექტორის მობილურის ნომერი, მომცა და მეც გამოვედი. ბედად ტელეფონი დამიჯდა. ჩამოვედი ისევ რუსიკოსთან, დამარეკინა, თურმე მე–8 სართულზე ასულან. მესამედ ავედი ამჯერად უკვე მე–8–ზე და დავიწყე 808-ე აუდიტორიის ძებნა. მოვნახე და ცარიელია. აუუუ!!! გამოვედი აქეთ ბლოკში და ვიპოვე ძლივს. რამდენიმე ჩემნაირი გაჭირვებულიც წერდა. ბილეთი ავიღე, რვეული ამოვიღე და წერას შევუდექი. დაახლოებით 4–ის ნახევარზე მოვრჩი. ჩემი თავის გამიკვირდა, ბევრი წერისას კალიგრაფია მიფუჭდება და ხელი მეღლება და მტკივდება ხოლმე, მაგრამ ეს ორი დღეა კარგად ვწერ ჩათვლებს. თორემ 3 დღის წინ რომ მქონდა, მაშინ ძალიან დამეღალა. დავწერე, ნაშრომი ჩავაბარე და წამოვედი. 4 ხდებოდა, როდესაც გამოვედი შენობიდან. წავედი რუსთაველზე. რუსთაველზე ვერც, რუსთაველის ძეგლამდე, რადგან მის შემდეგ საცობებია და ხალხი.ჩამოვედი ავტობუსიდან და რას ვხედავ, ხალხი მიიჩქარის პარლამენტისკენ, კიარადა მირბის. უცბად გამახსენდა, რომ დღეს 7 ნოემბერია. მივედი ტელეფონის გასაკეთებელ პუნქტში, 10 წუთში გამიკეთეს, დამირეკეს, დავურეკე, ყველაფერი კარგადაა. შიბზიკას დავურეკე, თამუნასთან ავდივარ, ლეპტოპი უნდა წამოვიღოო, ბარემ მეც რუსთაველზე ვიყავი და დავაწექი შიბზიკასთან შესახვედრად. მაგრამ მომიწია ფეხით. სხვა რა გზა იყო. ფოსტიდან თავისუფლებამდე ფეხით ვიარე. ამ დროს კი თურმე პარლამენტთან რა ხდება. მე მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც…
კიარადა ანუ მე ხომ განსაკუთრებით უნარშეზღუდული ვარ რამის მოფიქრებაში…
ხოდა მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო… მგონი 5 წუთის განმავლობაში 20-25–ჯერ ვთქვი “უკაცრავად” იმისთვის, რომ ხალხს გზა დაეთმო. აქეთ კოკა გუნცაძე, იქით ჯანრი კაშია მეუღლესთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად… ძლივს გავედი… ხალხს ტანსაცმელზე მიკრული ფურცლები… “მიშა წადი” თუ რაღაც მსგავსი შინაარსი… და ამ დროს ჩემი ფიქრები… კიარადა ერთადერთი…
“მე მინდა პეპსი…”
“მე მხოლოდ პეპსი მინდა!!!”
“მე პეპსის გარდა არაფერი მინდა.”
მაგრამ როგორც კი წყალი დავინახე, ეგრევე მივვარდი. თურმე შემიძლია პეპსის გარეშე. იშვიათად, მაგრამ მაინც. მაგრამ ამ დროს ტელეფონითა და უზარმაზარი ზურგჩანთით შიბზიკა დავინახე. ვერ ვიტან. საოცრად ვერ ვიტან რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს. უზნეო ხალხის პოლიგონად არის ქცეული და იმიტომ. აქეთ მათხოვართა ბრბო, იქით – თავში ავარდნილთა. რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ რუსთაველზე გაივლიან, სხვის თვალში უკეთესები გამოჩნდებიან. ნეტავ რატომ ჰგონიათ ასე??? არვიცი, ჩემი მოკლე ჭკუით, ეს კომპლექსების ბრალია. და საერთოდაც ბევრი რამე სწორედაც რომ კომპლექსების დამსახურებაა. დავადექით გზას, რომელიც სოლოლაკისკენ მიუყვება. ლეონიძეს ავუყევით, უკვე იმ გრძნობამ შეგვაწუხა, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ ფოტოსინთეზით ვერ ვახშობ ხოლმე. აი ლერმონტოვის ქუჩაც. მიყვარს ეს უბანი. ოღონდ ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მეტად ის ქუჩები მიყვარს, რომლებიც უფრო ღრმაა. ღრმა მხოლოდ იმ გაგებით არა, რომ ღრმად მდებარეობენ, არამედ იმითაც, რომ უფრო დამაფიქრებელია. რა საინტერესოა არა, დამაფიქრებელი ქუჩა. ანუ ეს ისეთი ქუჩაა, რომელზეც გაივლი და ქვეცნობიერად ფიქრს იწყებ… ხან რაზე, ხან რაზე. ოღონდ შენც აუცილებლად “ღრმა” საკითხზე უნდა ფიქრობდე. თორემ “აუ როგორი დაღლილი ვარ”-ისთვის პეკინიც და რუსთაველიც ფრიად მოსახერხებელი ადგილებია. “ეს ქუჩა ორგანულად მეზიზღება”-სთვის კი – მარჯანიშვილ-აღმაშენებელი იდეალური ადგილებია. 
 – მოდი რამე ვიყიდოთ და ვჭამოთ. მშია.
ვლუღლუღებ სუნთქვაარეული.
 – მოიცა, მივედით უკვე.
მივედით. მე რატომღაც კარებს მივეფარე რატომღაც ავტომატურად.
 – ვაა, მიშო, რას შვრები, როგორ ხარ???
მე ნაბიჯს წინ ვდგამ და უკვე მხედავს მასპინძელი.
 – ვაააა, ქეთო, როგორ ხარ??
ღმერთო, როგორ მეზიზღება “ქეთო”-ს რომ მეძახიან. სურვილი მიჩნდება, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც “ქეთო”-ს მეძახის, თმებში ვწვდე და ღერა-ღერა…
თუმცა მე მშვიდად ვარ, როგორც არვიცი ბოლოს როდის ვიყავი ისე… არ ვიმჩნევ. ეს “არ-შემჩნევა” ჩემი ბოლო პერიოდის მისწრაფებაა. 
შევედით, ისეთი სიცხეა, რომ შეგვიძლია თამამად გავიხადოთ ჩვენი თბილი ქურთუკები, თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ აზრამდე ჩვენით მივდივართ, და არა მასპინძლის. ვდგავართ შუა ოთახში, იდეაში დაჯდომაც მან უნდა შემოგვთავაზოს, მაგრამ ის გვაუწყებს, რომ დამლაგებელი ჰყავს და სამზარეულოსკენ უჩინარდება.
მე და შიბზიკა ვჯდებით, თუმცა ქურთუკებს რატომღაც არ ვიხდით. თუმცა მალევე ვგრძნობთ, რომ საშინელი სიცხეა. ეს ის მომენტია, როდესაც ჩემნაირ მცივანასაც კი ცხელა. ტელევიზორში “House M.D.” გადის და მე და შიბზიკა ვიწყებთ მის ყურებას. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, როცა ეს სიტუაცია მბეზრდება, შიბზიკას ვუტრიალდები და ვეკითხები:
 – ჩვენ აქ “ჰაუს”-ის საყურებლად მოვედით???
მას გულიანად ეღიმება. რადგან მას ყველა სეზონი აქვს ნანახი. და ახლა უახლესს უყურებს იმ ლეპტოპის საშუალებით, რომლის წამოსაღებადაც ვართ აქ მოსულები. მე კი საერთოდ არ მადარდებს ეს სერიალი. მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე არხზე შემთხვევით გადავაწყდი. მაგრამ მაინც ვსხედვართ. არც არაფერი. თამუნა სამზარეულოდან გამოდის, სადაც დამლაგებელთან ერთად საუბრობს მთელი ამდენი ხანი. ზევით ადის და ლეპტოპით ბრუნდება.  შიბზიკა გიგანტურ ზურგჩანთაში დებს საყვარელ ნივთს და ფეხზეც ვდგებით. 
 – ამ ღიპში ვინ ალისო, ვინო???
შიბზიკა თამუნას მუცელზე ეფერება. მე ამრეზით ვუყურებ, საკუთარ დას ვერ აღვიქვამ ფეხმძიმეს, საერთოდ არ ეტყობა. და მე, გამომდინარე იქიდან, რომ მხედველობითი აღქმა მაქვს უფრო ძლიერი, რეაქცია არ მეხატება სახეზე. ალბათ შევიცვლები დროთა განმავლობაში. არვიცი. უბრალოდ ჩემი და სრულიად სხვანაირია ჩემს ცნობიერებაში. ის ის ადამიანია, რომელიც მუდამ ამბობდა, ვერ ვიტან ბავშვებს და არც მინდა მყავდესო. ხოოო…იცვლება ხალხი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ღალატობს ხალხი საკუთარ პრინციპებს. და ახლა რომ უთხრა რომელიმე მათგანს, აი გახსოვს, შენ ამას ასე და ასე რომ ამბობდი და აკეთებდიო, აქეთ მოგდებენ შარს, ეგ როდის, 10 წლის რომ ვიყავიო. არადა აშკარად არა 10 წლის ასაკში, მაგრამ კაი. ჩემი პასუხია კაი. და სმაილი :). 
გამოვდივართ და ისევ გვშია. მოვდივართ ისევ რუსთაველზე.
 – დედააა, რა კარგად გაგვიმასპინძლდა.
სარკაზმის დრო მიდგება ხოლმე ასეთ მომენტებში.
შიბზიკა ისევ გულიანად იცინის. კიდევ კარგი, ვიღაცას ზოგჯერ მაინც აქვს ხოლმე ჩემს სარკაზმზე დადებითი კიარადა, ჯანსაღი რეაქცია.
– მოდი შევაჭრათ სადმე.
უკვე მოუთმენლობის ვულკანი ამოფრქვევას იწყებს ჩემში. იქვე ისევ პარლამენტი. ხალხი ისევ განცხრომაშია. ნეტავ აზრი თუ აქვს ამ აქციებს??? “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” არის უკვე ჩვენი მდგომარეობა. 
იქვე ლამაზი კაფე “ანტრე”. გარედან რომ ასე მოვიხიბლეთ იქეთობისას. შევდივართ. Wi-Fi-ც ჰქონიათ და გემრიელი შპუნწიკებიც.
 – მე 20 დოლარი მაქვს და დავახურდავებ. 
დებილი, როგორ ეტყობა, რომ ახლახანს ჩამოვიდა.
 – არა, დღეს მე გეპატიჯები.
მონატრებული მყავდა შიბზიკა. უკრაინიდან ჩამოვიდა და წესიერად ვერ დავეკონტაქტე. სადმე გასვლა კი მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგო რა ხდება კიევში, ოდესაში, სიმფეროპოლში, ლუგანსკში. მიყვება იმასაც, თუ მართლა მძვინვარებს თუ არა ღორის გრიპი იქ, მართლა არიან თუ არა არაჩვეულებრივი გოგოები. მერე დეტალურად მიყვება რა ამბები გადახდა ამ უკრაინტურის განმავლობაში. 
– აუ, იქაურების მერე ქართველი გოგოები როგორი კონტრასტია. 
ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი და იგივეა.
 – აი მაგის გამო ღირსი ხარ არათუ უკრაინელმა, არამედ ქართველმაც კი ზედ არ შემოგხედოს.
მერე ერთად ვიცინით. დებილებივით. იმასაც კი არ უკვირდება, რომ მეც მინდა-არმინდა გოგო ვარ. მაგრამ დებილი, რა ქნას.
ფეხით მოვედით უკვე კინოთეატრ “ამირანი”-მდე. მერე იქ იმის გამო, რომ მან ფეხის აჩქარება არ იკადრა, 40 წუთი ასე დავეყუდეთ.
მერე ისევ მე ვაძლევ მუზებს გასაქანს და ვიწყებ კითხვების დასმას. მამაკაცებზე. 
 – ეს იმიტომ, მე რომ დამპატიჟე???
 – აუ მიშიკო, რა დებილი ხარ!!!!!
ისევ გულიანად იცინის. 
 – არა მართლა, რა ნაგლები არიან დღევანდელი მამაკაცები. 
ისიც თავის სულელურ რეპლიკებს რთავს. 
 – არა, სერიოზულად გეუბნები. 5-მა სხვადასხვა მამაკაცმა მითხრა სადმე დამპატიჟეო. რა პონტია???
 – ხო, რა მოხდა, მეც ეგრე ვიქცევი ხოლმე…
თვალები მიფართოვდება და ისევ ვიცინით. 
ასე დებილ-დებილობაში მოვდივართ სახლში და ორივეს გვიხარია, რომ არავინ გვირეკავს, არავინ გვაწუხებს, არავინ გვიფრთხობს ანგელოზებსა და ერთად ყოფნის მუზებს.