8 Jahre und Verlassen

 

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen. Continue reading

ლავიწები

– მე ლავიწს მივირთმევ, მომიტანეთ თუ შეიძლება!
– აღარ არის, გათავდა.

 

არც არაფერი, მთელი ეს პერიოდი მე მის ლავიწს ვღრღნიდი, ის ჩემს სისხლს სვამდა და გარნირად ჩემსავე ენერგიას აყოლებდა. პერიოდი? პერიოდი არც ისე პატარა და არც ისე დიდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ I was definitely wasting my young years. ახლა დადგა სიმშვიდის პერიოდი.

12

უბრალოდ ცოტა ტკივილის შეგრძნება მაწუხებს მუცელში. ასე მგონია, რომ რაც კი რამე ნაწლავი მაქვს, ყველა ერთმანეთში არის გადახლართული. კიდევ ისიც ვიცი, რომ ლავიწები მაწვება და მტკივა. თითქოს ცარიელი ძვლები მადევს და იმის შიგნით სიცარიელეა, ამიტომაც მძიმეა ეს ჩემი ლავიწები. ახლა ყელიც მტკივა და მგონი ვცივდები.


ცნობა მოვიდა, თურმე საკუთარი ლავიწები მიღრღნია ყველაზე მეტად. მერე რა. მაინც მიყვარს მარტი. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, როგორი არანორმალური თვეც არის, ისეთი ადამიანი იბადება მარტშიო. ალუზია ჩემზე. ხვალ სამსახურში მივდივარ და ყველაზე მეტად არ მინდა გაციება ახლა.

 

12345

 

 

From Batman to Birdman

მაიკლ დუგლასი ვერც კი იფიქრებდა, რომ გვარის შეცვლა მოუწევდა იმის გამო, რომ სხვა მასზე ბევრად პოპულარულ მსახიობში არ შეშლოდა ხალხს. ასეც მოიქცა, დუგლასი კიტონად გადააკეტა და კარიერულ წინსვლას მიჰყო ხელი. ჩემთვის მაიკლ კიტონი (Michael Keaton) ერთ-ერთი იმ იდეალურ ბეტმენთაგანია, რომელმაც მაყურებელი მონუსხა და აღაფრთოვანა 90-იანების პირველ ნახევარში და დღესაც კი, იმ ძველი დროის პატივისცემით ამ მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ.

la_ca_1006_birdman

სხვისი არ ვიცი და მე პირადად განსაკუთრებულად მახარებს ხოლმე მივიწყებული მსახიობების დაბრუნება. აქ მე მახსენდება გაი პირსის დაბრუნებები “Memento”-ს შემდეგ ან თუნდაც პირს ბროსნანის დაბრუნებები “James Bond”-ების სერიების შემდეგ. თითქოს სხვა ენერგიით არიან სავსე და სხვა მუხტი მოაქვთ ხოლმე ეკრანებიდან. მაიკლ კიტონიც არაა ამ მხრივ გამონაკლისი.
Continue reading

Charlie Countryman

***
ამასწინათ თავში დამარტყა: Why not Bucharest? რატომ მაინცდამაინც ბუქარესტი? ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მომინდებოდა, რომ არა ჩარლი. ხოდა აი ასე სპონტანურად გავეშურე ვიზის ასაღებად. კონსულმა ჯერ ალმაცერად შემათვალიერა, ალბათ გაიფიქრა, იქ რა ჯანდაბა უნდა, რა დაჰკარგვიაო. მაგრამ ჩემს პასპორტში რომ ჩაიხედა, გამიღიმა და ოთახიდან გასვლისას მომაძახა, 10 დღეში დაგიკავშირდებითო. vlcsnap-2013-11-20-15h33m43s226_zps89428bea

***
რა უნდა ვიცოდეთ ჩარლის შესახებ? ის, რომ მისი ნამდვილი გვარია ქანთრიმენი თუ ის, რომ ის რომელიმე ქვეყანას ეტრფის (country man) ?! That is the question. ჩემი აზრით, ორივე. მისი გვარი არამგონია შემთხვევით იყოს სიტყვა “ქვეყანა”-სთან დაკავშირებული. ჰოდა, რას ვამბობდი. აა ჰო. ის ერთი ჩიკაგოელი ბიჭია. არა, ასე არა. ჩარლი არის ძალიან კარგი ადამიანი, თბილი და მგრძნობიარე. ზოგჯერ იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეშინია, ცხოვრებამ არ დაჩაგროს. შეუძლია გარდაცვლილებთან საუბარი. და ზუსტად ის ფაქტი, რომ ჩარლი აშშ-დან რუმინეთში მიემგზავრება, სწორედაც რომ გარდაცვლილი დედის უკანასკნელი სურვილია. წარმოიდგინეთ, ჩარლის მოეჩვენა, რომ გარდაცვლილმა დედამ თხოვა, ბუქარესტში წადიო.

Continue reading

Subliminal

დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.

ახალი

დღეს ორი იანვარია, ბედობა და მე სამსახურში გაშტერებულად ყოფნა დამებედა. პრინციპში ის მაინც მიხარია, რომ სამსახური დამებედა. ამინდია თბილი. როგორც ჩემი ტელეფონი იტყობინება (და ჩემს ტელეფონს უფრო დაეჯერება, ვიდრე ნებისმიერ ქართულ ტელეარხს) ხოხბის ქალაქში 9 გრადუსი ცელსიუსია და საკმაოდ მზიანი დარია.

ორი დღეა, ახალი წელია. ჯერ თითქოს დაჰიპნოზებული ვარ. არანაირად არ ვიყავი მზად ამ დღესასწაულისა და მხიარულებისთვის. არც ნაძვის ხე მომირთავს 1 კვირით ადრე. არ გადახვიდეთ სხვა ლინკზე და ამ პოსტში თქვენ გაიგებთ:

1) როგორ უნდა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერს შეყვარებულს სტატუსი ეცვლება და ხდება “ყოფილი შეყვარებული”
2) რას ვაკეთებდი 31-დან 2-მდე (ანუ დღევანდელ დილამდე, სამსახურში წამოსვლამდე)
3) როგორ შევხვდი ახალ წელს.
4) და ორი დიდი მოლოდინი, რომელიც იმედი მაქვს, ამისრულდება.

1) ხო, შეყვარებულს დავშორდი და როგორც ადრე სხვებს ვეუბნებოდი, ახლა ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე: welcome to the club (of lonely souls/hearts etc)! მე ეჭვი მაქვს, რომ ბოლო წლებია რეკორდებს ვამყარებ მოკლევადიან ურთიერთობების ქონაში. 2 თვიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ასე აჯობებდა. დაშორებაც ჩემი ინიციატივით მოხდა.  ამას ვხვდებოდი უკვე დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მაინც მინდოდა მეცადა ურთიერთობა, საკუთარი თავი გამომეცადა, ყველაფერს დავკვირვებოდი, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვნანობ. და ვიცი, რომ მომავალშიც არ ვინანებ. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. დავშორდით იმაზე უფრო ლამაზად, ვიდრე ოდესმე ვინმეს დავშორებივარ. პრინციპში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის (ნუ ყველაფერში არა რა თქმა უნდა. ყველაფერში რომ გაგვეგო, არც დავშორდებოდით) და ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ. მე ზუსტად ვიცი, რომ ნიკას ჩემი ცუდი ეწყინება და კარგი – გაუხარდება (აი ამ ფრაზას ორგანულად ვერ ვიტან, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვხატე). დაშორების შემდეგ მაქო და მადიდა: “შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ზედმეტად კარგიც, რითიც სხვები ბოროტად სარგებლობენ კიდევაც. თავს მიხედე, აბა შენ იცი” და ა.შ. მე დაშორება აქამდეც მინდოდა, მაგრამ ნუ ჰა და ჰა. მოკლედ, კარგია. თავს თითქოს მსუბუქად ვგრძნობ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ყოფნისას მძიმედ ვგრძნობდი. ერთ-ერთი ყველაზე გამგები ადამიანია, მზრუნველი, კეთილი, მაგრამ ნუ მოკლედ. ზოგჯერ მინდება ხოლმე, რომ ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. ცუდად არ ვარ, არ მიტირია. მეც გამიკვირდა და უცებ ის გამახსენდა კამერონ დიაზის პერსონაჟი ედუარდ ბერნსის პერსონაჟს რომ შორდება და ვერ ტირის. ღმერთს რომ ევედრება, ერთი კურცხალი ცრემლი მაინც გამომიგზავნეო :))) Continue reading

орёл и решка

რა სულელია ეს Google-ის თარგმნა. орёл и решка ჩავწერე (ინგლისურად როგორ არის, არ ვიცი) და Heads and Tails გამოვიდა. ასეა მართლა??? შემდეგ ისევ орёл и решка ჩავწერე და ქართულად თურმე თავები და Tails არის. ანუ ახლა უკვე ვიცი, რომ რუსულიდან ქართულში რამე სიტყვის მნიშვნელობა თუ მომინდა, ჯერ ინგლისურში გადაიყვანს და მერე ინგლისურიდან ქართულში. ახლა შემოვა დვორსკი და დამიწერს ინგლისურ ვერსიას. მაგან ხომ ყველაფერი იცის :love:
კარგი, გავატარეთ.

იდეაში სხვა რაღაცასაც დავაწერდი პოსტს, მაგრამ მეზარება. ყოველთვის ხომ არ იქნება სათაური შინაარსის ადეკვატური. ან მეც ხომ არ ვარ ვალდებული, ყოველთვის ადეკვატური ვიყო?! (მიყვარს ეს სიტყვა “ადეკვატური”, მაგრამ ვერ ვიტან შეცდომით “ადექვატურს” რომ წერენ.)

აი ზოგჯერ ხომ არის, კამათის, რეგვენიზმის და სიტუაციების მობეზრების დღეები რომ დგება? ნერვები რომ უმიზეზოდ გეშლება და ერთადერთი რაც გინდა, ესაა წუწუნი და “აუ აბა რა არის რა, უჰ”-ის ძახილი წარბშეკრული, პატარა ბავშვის გამომეტყველებით. ხო, აი ეგაა რა. ბევრი წერა მეზარება. უბრალოდ აი ეს გაუგებარი დღეები მღლის და არ მიყვარს. ერთფეროვანი და ზაზუნას დღეები. დავიღალე უბრალოდ. მერე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს დაღლაც არ არის შემთხვევითი და ღმერთი უბრალოდ მაკვირდება.

177962622745225691_OS8CQJej_c (1)

ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური)  და  აჭარის ტურიზმის სააგენტოს  პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.

12

ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.
Continue reading

de-active

ჯანდაბა, რამდენიმე დღის წინ პოსტი მქონდა დაწერილი. მახსოვდა, რომ შემდეგ Save Draft-ს დავაჭირე, მაგრამ აი დღეს რომ შევედი, აღარ დამხვდა. ანუ ახლა თავიდან მომიწევს ყველაფრის მოყოლა და დალაგება. როგორც იქნა, საბოლოოდ და ფუნდამენტალურად გადმოვედი wordpress.com-ზე და არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ დავისვენე. უფრო სწორად, არ მეგონა თუ 5 წლიანი blogger.com-ზე ბლოგერობის შემდეგ ამას თუ ვიტყოდი. ყველაფერი ერთი-ორად მარტივი და თვალწინ გადაშლილი მეშველება. დომეინიც მივაბი წარმატებით და ახლა უკვე ახალი შემართებით მზად ვარ საწერად. ამ გადმობარგების წარმატებით განხორცილებისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გიგასა და ვადერს. თუ რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეთ, feel free to suggest your ideas. სამაგიეროდ, facebook-ს გავუკეთე დეაქტივაცია. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. უფრო სწორად, რაღაც მოხდა ისეთი, რამაც მიმახვედრა, რომ ცოტა ხნით პაუზა საჭიროა. საკუთარ თავს ვპირდები, რომ ეს პაუზა დროებითია და მოვა დღე, როდესაც log in ღილაკს დავაჭერ თითს.მაგრამ როდის მოვა ეს დღე, არ ვიცი და ვცდილობ ამაზე ბევრი კი არა და, საერთოდ არ ვიფიქრო. მერე რა მოხდა, თუ ცოტას დავისვენებ აქტიური ვირტუალური ცხოვრებისგან?! რაც უფრო აქტიური ვარ ვირტუალურ ცხოვრებაში, მით პასიური ვარ რეალურში. ბევრი საქმე მაქვს შუა გზაზე მიგდებული. რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარც კი ვიცი. მართვის მოწმობა, უამრავი ტრეინინგი (რომელთა გავლაც ძალიან მინდა. პროფესიული, ნაკლებად-პროფესიული), უამრავი კურსი ( მე არ ვფიქრობ, რომ მაგალითად pr-ს ვისწავლი 1 ან 2 თვეში, მაგრამ კურსი მაინც კურსია). ახლა რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ბევრად უფრო მოტივირებული ვიყავი. ახლა ადვილად ვიღლები თითქოს თუ რა ჯანდაბა მჭირს, არ ვიცი. მოტივაცია დამიქვეითდა. შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს იმის გამო, რომ facebook დავხურე, ხალხთან ურთიერთობა უფრო გამიძნელდა, კონტაქტის დამყარება უფრო სირთულესთან არის დაკავშირებული. არადა მინდა აღვნიშნო, რომ  აგერ “Google+“-ზეც ვარ, სკაიპიც სულ ჩართული მაქვს, აბსოლუტურად ყველა მეილს (kate@k84u.com, katecoldplay@gmail.com და სხვა მრავალი) ყოველდღე ვამოწმებ, მობილურიც ორივე ჩართული მაქვს. და მაინც. ეს fb მაინც სხვა სართულია, ურთიერთობის სხვა დონეა. ეს არის ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის ყველაზე უნივერსალური მეთოდი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარს, ამ გადაწყვეტილების მიღება სასწაულად გამიჭირდა. არა, მოიცა ქეთევან! ასე არა!

მე მართლა ძალიან გამიჭირდა facebook-ის დახურვა… 

უბრალოდ ხდება ხოლმე რაღაცეები, როდესაც გინდა ყველაფერი დახურო და ჩაიკეტო საკუთარ თავთან. აანალიზებ, რომ ან შენ, ან სხვას, ან სულაც ორივეს რაღაც შეგეშალათ. ვთვლი, რომ ახლა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს. ვიცი და იმდენს ვაცნობიერებ, რომ fb-ის დახურვა ოკეანეში წვეთია. მაგრამ მაინც, ეს ის წვეთია, რომლის გარეშე მე პირადად ჩემი ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია და რაღაც დროის განმავლობაში მინდა ჩემთვის ვიყო. მინდა ნებისყოფა გამოვიჩინო და “მეგობრების” ( ანუ friend-ების) სტატუს/კომენტარ/სურათის კითხვა/ნახვის მაგივრად დრო საკუთარ თავს მეტად დავუთმო. ახლა თითქოს პაუზა მჭირდება.

ნერვები მეშლება არაერთ გაუაზრებელ შეცდომაზე, რაც არ უნდა დამეშვა. და შემეძლო, არ დამეშვა. უბრალოდ ამას დაფიქრება უნდოდა, გააანალიზება. მე კი ეს არ მიქნია. მერე იყო სილამაზის სალონში ჩემი კანკალი, ტირილი და დამამშვიდებლის დალევა, მთელი პერსონალის თანდასწრებით. არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება – უბრალოდ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც რაღაცეებს მალავ, შენთვის იტოვებ და ამ დროს სჯობს ყველაფერი დაიბრალო და ნება მისცე სიტუაციას, რომ შენზე გადატეხოს ჯოხები. უბრალოდ მე ვზივარ პირზე ბოქლომ-დადებული და ვთვლი, რომ ასე სჯობს. მინდა, რომ მაპატიონ, თუმცა ეს ხომ ინდივიდუალურია. ვიღაცას უნდა, ვიღაცას – არა. ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას – არა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ვისაც და რასაც უფრთხილდები, ჯინაზე იმასთან და იქ ხდება ხოლმე გაუგებრობა და უსიამოვნება.

 

სასტიკი სიმართლე კი ამ სურათზე წერია 🙂

მოგესალმებით ახალი ბლოგიდან. მომენატრეთ.

welcomed me

ახლა, როცა blogger.com-ი უნამუსოდ თუ არც ისე უნამუსოდ მივატოვე…

ახლა, როდესაც აბზაცის შეწევაც კი არ ვიცი და preview post-საც ვერსად ვხედავ, რომ მესამე თვალით შევხედო რას და როგორ ვწერ…

ახლა, როდესაც www.k84u.com-ს ჯერ ისევ ძველ ბლოგში შევყავარ და მე ამაზე ისევ ნერვები მეშლება…

ახლა, როდესაც აქაურობა არის k84u.wordpress.com  და არ ვიცი www.k84u.com-ად როგორ გადავაქციო …

როდესაც საერთოდ აზრზე არ ვარ, რა როგორ კეთდება და გუშინდელი პოსტი თურმე draft-ებში საერთოდაც არ ჩავარდნილა ავტომატურად.

როდესაც არ ვიცი ვიჯეტები როგორ ჩავსვა, პოსტი როგორ დავყო read more-მდე და მას შემდეგ…

როგორ შევამცირო არქივში თვეების რაოდენობა და მრავალი სხვა კატასტროფა.

მოკლედ, სასწაული დომხალისა და გაუგებრობის ფონზე ნაცნობი თუ არანაცნობი ბლოგერების ნებისმიერი რჩევა და დახმარება მისაღებია. კიარადა, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით.

სანამ 1/4 მოვა

        დღეს ვფიქრობდი რა მოხდება რამდენიმე წუთის შემდეგ. მერე მივხვდი, რომ არც არაფერი განსაკუთრებული.
      ყველა ჩემზე უფროსის speech:

ხო აბა, აბა, როგორ დაბერდი. რა დაბერდი, ცხოვრებას ახლა იწყებ. სულელი ხომ არ ხარ?! მე რაღა უნდა ვთქვა?!

      ყველა ჩემზე უმცროსის speech:

ვაიმეეე, რამხელა ხარ ( და ჩუმი აზრები იმის შესახებ, რომ “მე ამისხელა არასოდეს გავხდები”)

     ეს კი ალბათ იმიტომ, რომ მეც მსგავსი რეაქცია მქონდა, როდესაც ერთი ჩემი ამხანაგი 25 წლის შესრულდა და როდესაც ყველაფერი ვუთხარი, რაც კი მინდოდა მესურვებინა, დანანებით მობრიცა ცხვირი და “ეჰ, 25 უკვე სერიოზული ასაკია”-ო მითხრა. მაშინ მე გამეცინა, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სულ რაღაც 21 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ 4 წელი ძალიან დიდი დრო იყო.
     ალბათ ყოველ 5 წელიწადში ადამიანი რაღაც განსხვავებული მდგომარეობის წინაშე დგება. ფიქრობს, აანალიზებს, რაღაც განსაკუთრებულსა და განსხვავებულ გეგმებს აწყობს. გონებაში აზრებს ალაგებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი ცხოვრება.
     აი მე კი ტოტალურად მოუმზადებელი, ველოდები 25-ე დაბადების დღეს. ქაოსია ჩემს ცხოვრებაში, გონებაში და რა გეგმებზე შეიძლება იყოს საუბარი. ჯერ ეს სუსხიანი ზამთარი გახდა აბეზარი და ცხოვრების დემოტივატორი. ახლა კი მარტი იქცა ქართა დედოფლად. ყველა აგინებს ამ თვეს და მე მინდება იმ ხალხს ვაგინო ძალიან არასაგინებელი ფრაზით: “ყველამ თქვენს თვეს მიხედეთ!”. მერე ვატყობ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს თვე ჩემთვის. ხოდა ამიტომ არაფერსაც არ ვეუბნები.

Photobucket

     ლოლ, 25-ე იუბილეს შესახებ მინდოდა დამეწერა და მაინც მარტზე შემომეწერა. სულ ასე ხდება ხოლმე. არადა ეს პოსტი რას ემსახურება საერთოდ არ ვიცი.

  •  ალბათ იმას, რომ მოუმზადებელი აზრებით ვხვდები ასეთ მნიშვნელოვან დღეს. 
  •  ან იქნებ იმას, რომ “25” არც ისე საშიში ასაკია, როგორ საშიშადაც მე ის წარმომიდგენია. 
  • ან იქნებ იმას, რომ ხალხი მუდმივად გაზრდასა და დასერიოზულებას მთხოვს კიარადა ითხოვს ჩემგან, მე კი ისევ ისეთი ვარ. 
  • ან იქნებ იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად ვიფიქრო ოჯახის შექმნაზე. ან ბოლო-ბოლო შეყვარებულის გაჩენაზე მაინც. ვერა და ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ეს ამბავი ჩემთვის მეასეხარისხოვანიც კი არ არის და საერთოდაც არ შედის ჩემს გეგმაში. 
  • ან იქნებ იმას, რომ ხალხი ძლივს შევაჩვიე იმ ფაქტს, რომ ასაკის მატება არ ნიშნავს მაკიაჟის მიმართ დაუოკებელ სიყვარულს. ჩემი გარეგნობის ბუნებრიობა მირჩევნია ყველა მისი პლუსითა და მინუსით. 
  • და აქ კიდევ მილიონი რამ, რაც თავში მიტრიალებს და ვერ ვახერხებ ლამაზ-ლამაზი ფრაზებით მათ ჩამოწერას.

Photobucket
     რაც არ უნდა იყოს,

  • ვერ ვიცვლები. 
  • ვერ ვცვლი ჩემს ინტერესებს/ცხოვრებას.
  •  ვერ ვიყვარებ ვინმეს განსაკუთრებულად და ვერ ვხედავ ამ შეყვარების აუცილებლობას. 
  • ვერ ვიცვლი შეხედულებებს მთელი რიგი საკითხების მიმართ. ვერ ვხედავ ამ ცვლილების აუცილებლობას. 
  • ვერ ვხვდები რატომ ეძახის ხალხი გაზრდას იმას, რაც უბრალოდ ცვლილებაა და მეტი არაფერი.
  • ვერ ვხვდები რატომ ვგონივარ ხალხს გასაზრდელი და დასასერიოზულებელი ადამიანი. რატომ ჰგონიათ, რომ არ ვარ სერიოზული?!
  • თავში არ მომდის ერთი იდეა მაინც, თუ რატომ არის ჩემი ემოციურობა ეგზომ საშინელი ხალხის აზრით?! ნუ კი არის მთელი რიგი საკითხებისა, როდესაც მე თვითონ ვებრძვი ამ თვისებას, მაგრამ სხვა რატომ მებრძვის მე ამ თვისების გამო, ვერ ვგებულობ. ან თუ არ მოსწონთ, უბრალოდ მომშორდნენ, არა???
     კიდევ მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რაოდენ არანორმალურად მიყვარს ჩემი ორი ძმაკაცი. ორივე “IT-შნიკი” და ორივე მშვიდი, გაწონასწორებული მამაკაცი. ორი ადამიანი, რომლებთან მუდმივად მაქვს მეგობრობის პლუსები და მინუსები. ორი მამაკაცი, რომელიც მშვიდად აღიქვამს ჩემს ემოციურ აფეთქებას და თავიანთი საქციელებით ისევ იმას გამოხატავენ, რომ ორივეს ძალიან ვუყვარვარ. ორივე სასწაულად მიხვედრილი, საზრიანი, ჭკვიანი და ზუსტად ისეთი, როგორებიც მინდოდა, რომ აღმოჩენილიყვნენ.
     კიდევ მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რაოდენ არანორმალურად მიყვარს გიორგი. გიორგი არის დასაბამი ჩემი ახალი ცხოვრებისა, ჩემი ბედნიერების ელექსირი და მაშინ, როდესაც თვეების წინ ამ საკითხს ასე არ აღვიქვამდი, დღეს სიტუაცია არის შეცვლილი. ყოველი ის დილა, როდესაც ის ჩემს ოთახში შემოდის, სახე მოაქვს ახლოს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი ენით მიმართავს დიდაქტიკურ საუბარს ლოგინიდან ჩემი ადგომის შესახებ, “ქუთი ადე, ადე”-ს მეუბნება და ცხვირზე მკოცნის, არის ჩემთვის უბედნიერესი.
     აი ასე! არ ვიზრდები ladies and gentlemen! უბრალოდ ასაკი მემატება რამდენიმე წუთში და საუკუნის მეოთხედი მისრულდება. გეგმები კი ისევ არ მაქვს. ისევ სპონტანურად ვცხოვრობ და იმედია უფსკრულისკენ არ წავალ.

Photobucket

     წითელქუდას რას ვუსურვებ??? რთულია პასუხის გაცემა… ალბათ იმას, რომ ბევრს ვუყვარდე წრფელი და დიდი სიყვარულით და მეც ანალოგიურად ბევრი მიყვარდეს.
     მანამდე კი ჩემი ოჯახის ორ ადამიანთან ერთად, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ, წავალ ხვალ რომელიმე ბარში, ბევრს ვიცინებ, ბევრსაც დავლევ და დავტკბები 6 მარტის აღნიშვნით. 

Is this goodbye???

       Junior Boys – This is goodbye ვის აქვს მოსმენილი ჩემი და გორეცკის გარდა??? პრინციპში არც არავის რომ ჰქონდეს, არ გამიკვირდება, რადგან მე ნინასთან ფბ-ზე მოვისმინე ეს სიმღერა და ეგრევე დავამატე მოსასმენ სიმღერათა სიაში (ე.წ.playlist-ში).
       გუშინ სოფიმ მკითხა, შენ მართლა ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ხარ თუ ცხოვრებაში უფრო ცივად იქცევი ხოლმე?! დავჯდები და ვიფიქრებ ამ საკითზეო. ხოდა სანამ სოფი ფიქრობს და დასკვნებამდე ნელნელა მიდის, მე პოსტს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ ბლოგზე წერა თითქოს მიძნელდება. არადა იდეაში ისევ ისე უნდა ვიყო. რადიკალური და კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. ისევ ისეთი ვარ და ყველაფერი ძველებურადაა.

       მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა. თუ ბლოგერი მეგობრების… არ ვიცი, რომელია შინაარსობრივად სწორი. უბრალოდ ბლოგერებს შორის არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. არასოდეს მბეზრდებიან და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა/სტატუსი/პოსტი/კომენტარი/სიცილი და აზრების სმენა. გუშინწინაც ეგეთი დღე იყო. თავისი პიცით, სიცილით, აზრებით, მიამიტობით, კამათით, ბოდიალით, ჩახუტებებით, ტაქსით, დაღლით და სიამოვნებით. აი მაგალითად მია, ზურაპერწკლი და კიდევ სხვები, რომლებსაც სხვა დროს ვნახავ.
       თუ სადმე არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მას უკვე ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია და უკვე ცალი ფეხით იქითაა, ეს ადამიანი აუცილებლად მეგრელია, სუფთა მეგრული სახელითა და გვარით და აუცილებლად ბებიაჩემია. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, რომ მას რამე ემართება, მე მომენტალურად სიკვდილი მინდება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც ის არ იქნება. ვერ წარმომიდგენია ასეთი დიდი სახლი მისი დიასახლისობის გარეშე და ვერ წარმომიდგენია მისი ლოგინი მის გარეშე, რომელშიც აგერ უკვე 24 წელია მიყვარს რბილად შეგორება და დაძინება.
       შემოდგომის პირველ რიცხვებში თუთაკა ჩადის პირველად. დედაჩემი, ჩემი და. ყველა ჩემ გარდა. სამსახურიდან ორი დღე ვითხოვე – ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ–კვირას გადავაბამდი. ხელფასის დაქვითვით რათქმაუნდა. არ მიშვებენ. მთელი ეს დღეები ვარ მოშხამული.        დიდე კი იქიდან მირეკავს და მეუბნება: მომენატრეო. მე კი ერთგულად ვურახუნებ ყოველდღე 8 საათი მე რომ არ მიყვარს, ისეთ კლავიატურას და ვუყურებ სხვა მოხუცებულ ხალხს, ჩემის მაგივრად. დღეს მაგალითად, გაჩერებაზე ვიდექი და მოხუცებული ქალი შევნიშნე, რომელიც ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დიდე გამახსენდა. ნეტავ იქ როგორ არის–მეთქი. მინდა მასთან ყოფნა, მეც მისნაირი მშვიდი ვხდები და ვწყნარდები. ჩვენი ოჯახური კონფლიქტების წამალია და ჩვენც უფრო საყვარლები ვხდებით. მერე მე გული მწყდება, რომ დიდედა ( ანუ დიდი დედა, ანუ დედის დედა) ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მე ფაფას მაჭმევდა და ბევრს მეფერებოდა. (offtopic: ისე პოსტის წერისას დიდეს რომ ვახსენებ, სულ მეტირება ხოლმე და კიდევ კარგი სამსახურში ასეთ რამეებს ვერავინ მამჩნევს, თუ ვინმე არ დამიჯდა ცხვირწინ).
       დიდე ახლაც მეფერება და თუ არსებობს ვინმე, ვინც მეფერება – ეს მხოლოდ დიდედაა. მინდა, რომ გიოშაც მეფერებოდეს, მაგრამ გიოშა მხოლოდ თავის სათამაშოებს ეფერება და იხუტებს; მე მისთვის ჯერ–ჯერობით ვიღაც, ვისაც შაბათ–კვირას ხედავს. ვიღაც, ვისაც შაბათ დილით ხელებს ურტყამს სახეში, რომ გააღვიძოს და ვიღაც, ვისაც შეუძლია კომპიუტერში „ბაბაბა“–ს (ანუ „ბასტი ბუბუ“–ს + „ობობა“) ჩართვა.


      მივხვდი, რომ მეგობრებს უნდა გაეკიდო, დაეწიო, შეეცადო ყველაფერი აუხსნა. ყველაფერი იღონო მათ შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს და ამ ყველაფრისგან შენ უკვე ტირილამდე ხარ მისული, მაშინ უბრალოდ უნდა მოტრიალდე და შენი გზით წახვიდე. ხო, ამას დღეს მივხვდი, 24 აგვისტოს. მაშინ, როდესაც ძალიან ძვირფას ადამიანს გული 100 თუ არა, 95%-ით მაინც გადავუშალე. თან ცრემლნარევი თვალებისა და ნერვიულობის ფონზე. კიდევ კარგი წინ არ მეჯდა, თორემ კანკალი და ტირილი ერთად ამივარდებოდა. ხოდა ვნახოთ რა იქნება. ველოდები, will this be goodbye of our friendship or not…

დავიღალე.

დასვენება მინდა.

თუნდაც ზამთრის სახლში.

აბა ზაფხული უკვე კარს იხურავს და უჩინარდება 1 წლით.

(არც თუ ისე) ორიოდე სიტყვით…

    ბოლო რამდენიმე ხანია სულ ერთსა და იმავე საკითზე მეფიქრება. კიარადა იდეაში ამ საკითხზე სულ ვფიქრობ ხოლმე. რამდენი წელია. მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მძაფრად მეფიქრება. მერე ნელ–ნელა რაღაც დასკვნებამდე მივდივარ.

    ადამიანი რა ინტენსივობითაც ხდება საქმიანი და დაკავებული, იმავე ინტენსივობით ივიწყებს მეგობრებს.

    არადა ახალი არაფერი მითქვამს. ამერიკა არ აღმომიჩენია პატარა სარკმლიდან და არც ველოსიპედი გამომიგონებია. უბრალოდ ნებისმიერი რამ, რაც ბევრს უთქვამს და უმტკიცებია, შენ თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე, არ/ვერ იჯერებ. მეც ასე ვარ. თუ მე თვითონ არ გამოვცადე და დავინახე, რომ აი მაგალითად დრო ყველაფრის მკურნალია, უბრალოდ „დრო ყველაფრის მკურნალია“ ფრაზის არ მჯერა.

    ხოდა დავუბრუნდები ისევ იმავე საკითხს.

    ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ მე ზედმეტად მიყვარს ადამიანები. ა უი, აქვე ისიც უნდა მეთქვა, რომ ეს პოსტი თავიდან ბოლომდე ეხება მეგობრულ სიყვარულს და საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ ურთიერთობასთან. მაგ საკითხზე მე უკვე ბევრი ვისაუბრე, ვწერე, ვიფიქრე და აწი იმედია, აღარ მომიწევს.

    მიუხედავად ყველა იმ უარყოფით თვისებებს შორის რაც გამაჩნია, და მე ასეთი საკმაოდ ბევრი გამაჩნია, მაქვს ერთი დადებითი და ესაა ადამიანის სიყვარული. ოღონდ დღეს უკვე აღარ ვიცი, ეს რამდენად დადებითია. თუმცა როგორც ჩემს უარყოფით თვისებებს ვერ ვიშორებ, ანალოგიურად ვერ ვიშორებ დადებითებსაც.

    მერე ვიწყებ ხოლმე იმის განხილვას, რამდენად ნორმალურია ეს თვისება. ხალხს ვაკვირდები, ისინი როგორები არიან, როგორ იქცევიან, რას გრძნობენ ხოლმე, რას გამოხატავენ.

    საკმარისია ადამიანი გახდეს დასაქმებული, ის ცხვირს ზევით წევს თითქოს და მორჩა. იმისთვის N 1 საქმე არის „ჩემი საქმე“, რომელიც „აუ იცი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დამრჩა გასაკეთებელი“ და სამაგიეროდ ამ ბევრ საქმეს ეწირება ურთიერთობები.

    თანამედროვე პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც წალეკილები ვართ ამ ახალი ტექნოლოგიებით და მეც ასეა თუ ისე, ვცდილობ ფეხი ავუწყო ამ ამბავს, ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას ადამიანებთან ურთიერთობა.

    მაგალითად იყო დრო, როდესაც სახლის ტელეფონიც კი სანატრელი იყო მასისთვის, არათუ მობილური. ის პერიოდიც მახსოვს, როდესაც ზუგდიდის ფოსტაში დავდიოდით მე და დიდე, რომ დედაჩემისთვის თბილისში დაგვერეკა. მერე გამოჩნდა მობილური ტელეფონი და ფოსტაში სიარული აღარ გვიწევდა. პარალელურად ბებიაჩემი მაინც უხსოვარი დროიდან წერილს გვწერდა, მობილური და ეგეთი სისულელეები საჩემო არ არისო. ნუ წერილს თუ აჯიკის ან ეზოს მწვანილის სურნელი ამშვენებდა, ეგ არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გასაკვირი. და მე რომ სულ ვბრაზდებოდი, ასეთი სასწაულად გაურკვეველი კალიგრაფია რატომ აქვს დიდეს–მეთქი, ეგეც კარგად მახსოვს. ახლა კი იქამდე ვართ მისულები, რომ რამდენიმე თვის წინ, skype-ით დავურეკე ჩემს დეიდაშვილს და დიდეს გიოთუთაკა ვანახეთ live-ში.

    ანუ ამით იმის მაგალითი მოვიყვანე, რომ დღეს უფრო ადვილია კიარადა ბევრად ადვილია ადამიანთან ურთიერთობა. ოღონდ ერთი პუნქტის თანხლებით: ამის სურვილი უნდა გქონდეს.

    მე მაგალითად ისე ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ლეპტოპი ( და ამ ფრაზის წერისას იგულისხმება ჩემი სახის უსაზღვროდ სევდიანი და desperate გამომეტყველება), მობილურის საშუალებით ყოველთვის მაქვს fb–სა თუ არაერთ მეილთან წვდომა. აღარაფერს ვამბობ მობილურის ბალანსის ქონაზე გინდ დასარეკად, გინდ სამესიჯოდ ( ძნელი მისახვედრი არ არის, რომ „ბალი“–თ ვსარგებლობ). თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი მობილურიც უძლური იყო. აი მაგალითად მიუნჰენიდან უპრობლემოდ ვუმესიჯებდი დედაჩემსა და ჩემს დას, თითქოს საქართველოში ვიყავი და მათგანაც მომდიოდა პასუხები, მაგრამ ვერც კალიარიდან და ვერც რომიდან ოჯახთან დაკავშირება ვერ მოვახერხე და კომპიუტერის მაგვარი კი რათქმაუნდა არაფერი მქონდა. მაგრამ აი ამ შემთხვევაში მთავარი იყო სურვილი და მერე მოხერხება. უფრო მეტად კი სურვილი.

    ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ურთიერთობაში ყველაზე მთავარია სურვილი. როდესაც ადამიანს აქვს სურვილი ურთიერთობისა, ამ ურთიერთობის ქონის იდეაც და ხერხიც მალევე მოვა გონებაში.

    არიან ადამიანები, რომლებიც კომპიუტერს არასოდეს თიშავენ. მე არა. მე ვთიშავ მიუხედავად იმისა, რომ ups მიყენია და თუ შუქი გაითიშა (საქართველოში ვართ და ეს მოვლენა არ არის გასაკვირი), აღნიშნული მოწყობილობა 10-15 წუთის განმავლობაში ისე იწრიპინებს, რომ ყველას გაგვაღვიძებს. უფრო იმიტომ, რომ ელექტრო–ენერგიას ვზოგავ. კიარადა, ოჯახის ერთობლივ ბიუჯეტს. მაგრამ რაც შეეხება, არასოდეს ვთიშავ. საერთოდ არასოდეს!!! 24 საათის განმავლობაში ვარ მისაწვდომი ანუ available. და ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღე–ღამის ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩემთან დაკავშირება. მეგობრისთვის – ხომ მითუმეტეს. ჩემთვის არ არსებობს ფრაზა: „მძინავს და არ დამირეკო/მომწერო“. უბრალოდ არ არსებობს. იმასაც დავსძენდი, რომ ჩემი ტელეფონი მესიჯის მიღებისას გამოსცემს ერთადერთ ბგერას, ერთადერთს. და ჩემი ფხიზელი ძილის პირობებში ეგრევე მეღვიძება ხოლმე და მესიჯსაც ეგრევე ვნახულობ. ან თუ ძალიან გამოუძინებელი ვარ, მაშინ მაპატიოს ყველა მეგობარმა და მართლა მკვდარივით მძინავს. ამას ემატება ის მნიშვნელობანი შეხვედრები თუ თათბირები, რომელთა გამო იმ მომენტში ვერ ვნახულობ რაიმე სახის შეტყობინებას. თორემ მერე აუცილებლად ვუკავშირდები იმ ადამიანს რამენაირად მაინც. ჩემთვის არ არსებობს უპასუხო მეილები/ზარები/შეტყობინებები.

    პოსტი კი დიდი გამოვიდა და არ ვიცი ვინ როგორ გაიგო ჩემი სათქმელი. მე კი არც ბებიაჩემზე ვაპირებდი დაწერას, არც ლეპტოპის არქონაზე, არც საკომუნიკაციო სისტემის განვითარებაზე და მითუმეტეს – არც ჩემს ძილზე. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ადამიანი ღირებულია ჩემთვის, არასოდეს მენანება მისთვის არც დრო, არც თანხები, არც ლამაზი სიტყვები ( და ახლა უკვე სიცილაკებიც) და რაც ყველაზე მთავარია – არც ემოციები. ჩემთვის არ არსებობს „მეგობრის შეწუხება“, ჩემთვის არსებობს მხოლოდ „მეგობრის მოცდენა“. ვარ ეჭვიანი (ოღონდ მხოლოდ მეგობრის მიმართ!!!!!). შემიძლია ვიეჭვიანო სტეპლერზე და კომპიუტერზეც, თუ შევამჩნიე, რომ იმას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე მე. გამორიცხული არ არის, ვუთხრა: შენ სტეპლერი უფრო გიყვარს, ვიდრე მე“. და თუ ვინმე მზად არ არის ჩემი გიჟური და ულიმიტო სიყვარულისთვის, მაშინ ის ადამიანი მზად არ არის იმისათვის, რომ იყოს ჩემი მეგობარი.

აუგუსტ

“კრენძელ’ჩიკები” ისინია, რასაც მე და გიოშა არ ვაჩერებთ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ გიოშა ლოღნის და მე – ვშთანთქავ. 

პოსტი. პოსტი. პოსტი. 
არ ვიცი რაზე დავწერო. უფრო სწორად, თავში მხოლოდ Random აზრები მიტრიალებს და გული მიგრძნობს, ეს პოსტი შესაბამისი იქნება. 
* ოქროს საყურე დამეკარგა. ანუ 1 ცალი. მე ალბათ ძალიან ინდიფერენტული ვარ ხოლმე ასეთი მნიშვნელოვანი ამბების მოხდენის დროს. ზოგი მაგალითად ჩხუბის მე-3 კატეგორიაზე გადადის ხოლმე ამ დროს (არ დავასახელებ ნათესაურ სიტყვას, ადვილი მისახვედრია). მაგრამ მე “პოხუისტი” ვარ ისეთ ნივთებში, როგორებიცაა ოქროს საყურე, ბეჭედი, სამაჯური, კბილი, ნერვები და ა. შ. 
თუმცაღა
მთელი დღე ვატატას ვეზუზუნები ერთადერთი საყურე მაქვს და იმასაც ვერ მივხედე-მეთქი. ღამით მოვიხსენი, როდესაც ფრიად გავღიზიანდი ტკივილით, რომელიც ყურსა და ბალიშს შორის მოქცეულმა საყურემ გამოიწვია. ხოდა მოვიხსენი, იქვე შემოვდე, გაქრა. 
* ადამიანები ზედმეტ სიყვარულს არ იმსახურებენ-მეთქი, ამასწინათ “ავასტატუსე”. ხოოოდა ეგ იყო და ეგ. ჩამოვაყალიბე ყველაფერი დეტალურად. იდეაში ახალი არაფერი, ყველაფერი იმაზეა დაფუძნებული, რომ მე საოცრად მიჭირს ვიღაცის “წიკებთან” და ვიღაც “წიკიანთან” ურთიერთობა. აა დაკიდევ იმაზე, რომ ურთიერთობაში აუცილებლად მოხდება არაერთი “fail” სიტუაცია და მთელი ბლა-ბლა-ბლა. აქვე აღვნიშნე, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი და ასე შემდეგ. 
თუმცაღა
მე და ის ადამიანი, ვისაც ეხებოდა ეს სტატუსი მალევე შევრიგდით. და მივხვდით იმას, რომ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის. bullshit, მეგობრები არ ვართ, ვართ დაქალ-ძმაკაცი. ან შეიძლება არა-ბიოლოგიური და-ძმა. და ნუ დამიწყებს ახლა ვინმე ლექციის ჩატარებას იმის თაობაზე, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა და დაქალ-ძმაკაცობა არ არსებობს. ამ და სხვა დანარჩენი bullshit ამბების სმენის ეტაპი გავიარე უკვე დიდი ხანია. I’ma big girl. 
და საერთოდაც, მეგობრობაზე ნელნელა მეცვლება აზრი. ვფიქრობ, ამ საკითხს ცალკე პოსტი მივუძღვნა თუ ბარემ აქ მოვილიო. აი ასე დაჯდები ერთ დღეს და შენი ცხოვრების ყველაზე არაგასამხელ თუ არაგამხელილ დეტალებს მოუყვები ბიჭს, რომელიც ხვდები, რომ ისაა.
კი, ნამდვილად ისაა, ვინც მთელი ეს წლები გაკლდა. ურთიერთობის რომელიღაცა დღეს მითხრა: ნეტავ ადრე გამეცანი. მაშინ, როდესაც გჭირდებოდი ყველაზე მეტად. ბევრ რამეში დაგეხმარებოდი და შენ გვერდით ვიქნებოდი. ბევრ შეცდომას აგარიდებდიო. მთელი ეს დრო ვფიქრობდი ამ სიტყვებზე, მაშინ უბრალოდ ძალიან მესიამოვნა.  დღეს, სეირნობისას, სიჩუმეში მოულოდნელად წამოვიძახე: აქამდე სად იყავიმეთქი. არც ვიცი ამაზე რა დავწერო. ეს იმდენად დამაფიქრებელი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი მის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ არ იყო ჩემი მეგობარი 5 ან მეტი წლის წინ. მაშინ არც ირაკლის გავაჩენდი და არც ჩემი სურეალური სამყაროს სხვა წევრებს. ან ის როგორ იყო, დღეს რომ მომაძახა: წადი ახლა სახლში, დაისვენე, ირაკლის გაესაუბრე და მერე მომწერეო. :)))))))))
* ყველა წავშალე, ვისთანაც კი ოდესმე ფლირტის მაგვარი მაკავშირებდა. ერთი მეორეზე. ფბ მაინც დამპალია. წაშლილი ადამიანის დაბადების დღე ამომიგდო. თუმცა მე ხომ ოსტატურად შემიძლია ვიყო სალი და ციცაბო კლდე. ხოდა არც არაფერი. ვითომც მომეჩვენა. სკაიპიც გამოვცვალე. მალე იმ მეილსაც გამოვცვლი, რომელზეც ეს წაშლილი ადამიანი წელიწადში ერთხელ ანეგდოტს მიგზავნის. თან არც მოკითხვა, არც გამარჯობა, ეგრევე ანეგდოტი. ან ეს everyone-ზე კიარადა, 10 კაცთან გაგზავნილი მეილი რაღა ბედენაა?!
* გარეთ ძლივს აგრილდა. რომანტიული და მე რომ კატასავით ვკრუწუნებ, ის ამინდებია. 
თუმცაღა გუშინწინ თუ გუშინ  – არ მახსოვს სქელი “ადიალა” შემოვიხვიე შიშველ მხრებზე და სასწაულად მესიამოვნა მიუხედავად იმისა, რომ ასევე სასწაულად დამსუსხა. 
კიდევ ბევრი რამ მინდოდა დამეწერა, მაგრამ იყოს. 
არეულობა თავსა შიგან და თავსა გარეთ. 

ჩასაკბეჩი

ამდენი ხანია ინტერნეტი არ მქონია.

ნუ აი თითქმის 2 თვე. გადარევასა და გაგიჟებას მივეცი, მაგრამ გუშინწინ ისევ ჩემი მეზობლის დახმარების ხელი. ხოდა აი ისევ მაქვს კომპიუტერი წესრიგში. მართალია ყოველდღე მინიმუმ 3 დისკიდან ვიწერ სიმღერებსა და სურათებს. პლუს, ჩორვენსა და ჰერმიონეს აქვთ ჩემი რამდენიმე ფოლდერი, რომელსაც ამ დღეებში უკან გამოვითხოვ, მაგრამ მაინც დავბრუნდი ინტერნეტ–სივრცეში.

ხოდა კიარადა ანუ პოსტი ჩემს დაბრუნებაზე არ არის იდეაში. ხოდა აი პოსტის მეორე გადასახვევი, რის შესახებაც მინდა დაწერა. 
ამდენი ხანია ინტერნეტთან არ ვყოფილვარ (თუ არ ჩავთვლით ჩემს allmighty ტელეფონს, რომლის საშუალებით ფბ–სა და მეილზე შევდიოდი) და როდესაც გუშინ უკვე სრულად შევედი, პირველი რაც ვქენი ფბ–ზე შევედი ისე, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიერე, წავშალე წასაშლელი და ასე შემდეგები. 
მათ შორის შევაჭერი facebook>>messages>>other, ყველანაირი ინფორმაციას რომ გადაეყრები ადამიანი, ეგ ადგილია ზუსტადაც რომ. ხოოოოდა, აი ამ პოსტის მთავარი ინსპირაცია.

ვაჟა ვიღაცაშვილის მესიჯი:

ვაა, შენ რა მაგარი ვიღაც ჩანხარ, პირდაპირ ჩასაკბეჩი ხარ. არ გინდა facebook–ები გავცვალოთ? მაინტერესებ. 

ჰმმ… ამ პოსტის იდეაც მაშინ გამიჩნდა. (თან რეალურად რომ ვაღიარო, რამენაირად ხომ უნდა დავბრუნებულიყავი ბლოგსა შინა).

შემდეგ შევედი ფორუმზე, სადაც დამხვდა სრულიად უცხო ადამიანის პმ:

ამის მერე შენც ზიხარ და შენთვის ფიქრობ, რა მომენტში გახდი საინტერესო სრულიად უცნობი ადამიანისთვის.
და იმასაც ხვდები, რომ ეს სრულებით არ გხიბლავს.
კიარადა, უფრო სწორად, არ იცი როგორი იყო.
ყოვლად ინდიფერენტული დამოკიდებულებითა და ამასთანავე თვალების აქეთ–იქით ტრიალით შესცქერი ამას და ელოდები ვარსკვლავებს ცაზა შინა და დედამიწასა ზედა.
ოო ღმერთო, ვარსკვლავი გაიმეტე ჩემთვის და ცოტა მეტი ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიყო ბიჭი.
კიარადა…
რა საინტერესო?!
საერთოდ არ იცნობ.
იცნობ ისე, შორიდან.
უბრალოდ რომ რაღაც აქეთ-იქით და მორჩა, იმის იქით არაფერი.
და მერე მაინც გეტყვის საინტერესო ხარო.
და შენ მერე შედიხარ შენს ერთადერთ და განუმეორებელ ბუნაგში და წერ ყველაფერ ამაზე.
მერე ვინმე პოულობს ამ ნაწერს და კითხულობს.
და საერთოდაც არ ენაღვლება, რომ შენ მხოლოდ შენი კოკაინის დოზა გინდა და მეტი არაფერი.

კიარადა, ეს იქით იყოს და ყოველთვის მეფიქრება ხოლმე ადამიანებზე, უფრო კონკრეტულად კი – მამაკაცსა და ქალზე. (ამაზე ის ანეგდოტი მახსენდება: ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა 😀 ) ნუ მოკლედ.
ასეთი ტიპის პმ–ები არაერთი მომდის დღესაც კი და რაღაც უცნაური განწყობა მეუფლება.

რატომ ინტერესდებიან ჩემით??? რა უნდათ??? შემეშვან რა. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ “მოდი ვიღაც შევაბა/მოვხიბლო/მოვეწონო/შევუყვარდე”. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ტიპის გოგოებს. რაღაც გაურკვეველი არის ხოლმე ეს საკითხი. შევეჩვევი ხოლმე, რომ ყურადღებას არავინ იჩენს ჩემ მიმართ და მშვიდად ვარ. არ ვფორიაქობ. ვცხოვრობ კარგად, ბიჭივით მარტივად. ოღონდ მართლა კარგად და მართლა მარტივად.

ამ სკაიპის შემთხვევითი ადამიანებისგან ერთ დიიიიიიიდ ფოლდერს გავაკეთებდი, სახელწოდებით “დეგრადირებული თაობა”. მე გულწრფელად მიყვარს block ღილაკი.

ჩემი “კიარადა” ვერსიები ერთმანეთში ირევა (ზმნა: არევა) და ირევა (ზმნა: აღრევა). არ ვარ მე ეს ჩასაკბეჩი, საინტერესო,მიმზიდველი, ლამაზი, მომხიბვლელი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ადამიანი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ და მარტივზე რთული ვარ. არ მხიბლავს ეს “მოდი ახლა ეს ბიჭი შევაბა” სიტუაციები. ურო მაჩუქოს ვინმემ. ოღონდ ზემოდან ეწეროს: “ჯერ ადრესატს ჩაარტყი და მერე შენს თავს”.

არადა ახლა რომ მე ზუსტადაც შემთხვევითი ურთიერთობის მუზეუმის ექსპონატმა გამხვია ანალოგიურ ისტორიაში, იმას რა ვუწუდო, აღარ ვიცი უკვე. მეუბნება საინტერესო ხარ, შენთან არ ვიძაბები, მსიამოვნებს შენთან ურთიერთობაო. და მე თავს ზემოთ ძალის მაგივრად, ჩალა მაყრია. ო, გოშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh.

და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მახეში არგაბმის პერსპექტივით მეგონა, სოფოკლეა. თხოვდება ივნისში და მე თავზარი შემომეცა. ხან მიას მივწერე, ხან სოფოს ვუღრინე. არადა მართლა შოკში ვიყავი რამდენიმე დღე. ხან რომელი უცხოელი მეგობარი ტაგავდა სურათში და ხან – რომელი. მია მამშვიდებდა, მეც ეგრე ვიყავიო.

და ახლა რა ხდება???
და მაინც, მე ბუზი ვარ, რომელიც ბზუის. სულ ბზუის.
და ის ექსპონატი მაინც ობობაა, თავისი გრანდიოზული ქსელით.
და მე მაინც ვბზუი, როდესაც ქვეცნობიერად მისი ვარ. მინდა თუ არ მინდა.
და ბუზი ორმაგად ბზუის, როდესაც ობობის ქსელში ხვდება.
და აი ჩემს თავს ვერ ვიტან ხოლმე.
როგორც ბუზს ვერ ვიტან. მაგრამ სასწაულად მეცოდება ხოლმე, როდესაც მას ამ ქსელში გაბმულს ვხედავ. ძალიან მებრალება ხოლმე.
თავად ქსელის მომენტია საშინელი. თორემ ობობასთან თავს სასწაულად კარგად ვგრძნობ.
ამ დღეებში ასჯერ ვკითხე, რატომ მოგეწონე–მეთქი და სიტყვას ბანზე მიგდებს სასწაულად. მივხვდი, რომ შენთან კარგად ვარო. მე რომ ვფიქრდები, არ ვიცი პასუხი. იმიტომ, რომ მე ვერაფერს ვხედავ ჩემს თავში მოსაწონს. და აი ზუსტად ამაზე მეშლება ნერვები. რომ მაინც მოვწონვარ. უხილავი ძაფია ჩვენს შორის. მაგრამ იმდენი, რომ ვერ გაგლიჯავ. ის რითი მომწონს??? არ ვიცი. ხელის მტევანით და ყბით. დიახ, მე ხომ გარეგნობის ჩემეული აღქმა მაქვს. ისე კი სასწაული მიხვედრილობით, სასწაული მიხვედრილობით და დაკვირვებულობით. აი ყველაფერს აკვირდება და მე ეს აღმარფრთოვანებს. სასწაულად თან. არ არსებობს რამე გამოეპაროს. სასწაულად მიზიდავს.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულ–არარეალურია და მაინც მე დინებას მივყვები, მისი არ იყოს. ასე მინდა და იმიტომ.

პ.ს. ეს კი იმ პმ–ის ბოლო აკორდი. რავი ისე იდოს მაინც.

გავსაყვარელდი

ეს ის დროა, როდესაც ჩემს გასაყვარლებას აკლია დღეები. ან წუთები, ან კიდევ წლები, ან სულაც რამდენიმე წამი. არ ვიცი, ჯერ უფრო კონკრეტულად არ მიფიქრია ამ საკითხზე.
გამარჯობა, მე საყვარელი ვხდები.
ვისი??? არის ერთი ასეთი.
ის ერთი არის ასეთი, ისეთი, მერე ისევ ასეთი და ისეთი.
მე ისედაც მინდოდა ეს ყველაფერი და ისედაც არ მეზარებოდა.
რატომღაც მომინდა ეს ყველაფერი და თამაში სახელად “გავსაყვარელდი”–ც დაიწყო.
მერე რა, რომ სიტყვა “დაოჯახებული” ჩემი პრობლემა უნდა ყოფილიყო. არ იყო და…
უბრალოდ მომინდა ინსტინქტების ჭკუაზე მევლო. არ მიმექცია ყურადღება მორალისა და ზნეობისთვის.
მერე რა, თუ ორიდან ერთ–ერთი დაკავებული იყო თანაც სერიოზულად. მომინდი და მორჩა.
შენ მოგინდი, როდესაც გეგონე ასეთი.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიყავი ასეთი.

ხო, ახლაც ასეთი ვარ. თმა რამდენიმე დღის წინ შევიჭერი ბიჭურად და ხალხი უკვე აქტიურად მაიგივებს ბიჭთან.
მაგრამ მაინც შენ მე გიზიდავ!!!
გეუბნებოდი, არ ვარ ლამაზი–მეთქი.
არ ვარ განსაკუთრებული–მეთქი.
და სხვა დანარჩენი.
შენ არ დაიჯერე.

ხოდა შედეგიც ის იყო, რომ რაც უფრო ძლიერად ცდილობდი საკუთარ დამკავებელთან ყოფილიყავი, მით უფრო ძლიერად მე გინდოდი.
მეც დავიწყე თამაში.
დავივიწყე ეგ დამკავებელი, თამაში ხომ უნდა დაიწყოს?!
თუმცა ალაგ–ალაგ მშვიდობაში მე უფრო მახსენდება ეგ დამკავებელი, ვიდრე შენ.
შენ ჩემთან გინდა. და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე.
დღეს ნატალი პორტმანის მასტურბაციის დღე იყო და ქალი მომანდომა. o, gosh, რა ვნებიანად კოცნიდა მილა კუნისს?! ან თუნდაც ვენსან კასელს?!
თუმცა მე მაინც სკარლეტის ვარ, რომელიც ერთგან სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს. მეორე ფილმში სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს და მერე მის ცოლზეც არ ამბობს უარს. მესამე ფილმში კი ეტიც, საკუთარი ქმარი ჰყავს და მაინც სხვის ქმართან ერთობა.
მერე კირა ნაიტლი, რომელიც ვერ ჯერდება იმას, რომ გათხოვილია. მაინც ძველი სიყვარული ახსენდება, შანსს ხელიდან არ უშვებს და მე იცი რას ვფიქრობ?!
იმას, რომ ვნება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატუსი იმისა, ვინც შენს გვერდითადაა.

არადა მაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი არა–მიმზიდველი ტანსაცმლით ვმოძრაობ, სრულიად არა–მიმზიდველი გამომეტყველებით.

არადა ამასთანავე, როგორ ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ არაფერს აშავებ. უბრალოდ რაღაც გინდა და აკეთებ. მაგრამ მერე იწყება სინდისის ქენჯნა. გამუდმებული. საკუთარ თავს ვერ პატიობ იმას, რომ ვიღაცას ვნებ. იმის დამკავებელს თუ შენსას. მერე რა, თუ იმის თუ შენი დამკავებელი უარესად გღალატობს. და შენ მაინც ისევე გინდა ძლიერი პიროვნება იყო და პრინციპებს არ ღალატობდე. ბოლო მომენტამდე შენც და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფრის აღიარება სიმშვიდეს მოგვიტანს, მაგრამ ჩვენ არაფერსაც არ ვამბობთ, არავისაც არ ვუყვებით.
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიზიდავს.
და მე როგორ სასწაულად მეშინია, რომ ამას ვერ გადავაბიჯო.

ამ ყველაფერზე მე არ მინდა ფიქრი. უბრალოდ ახლა ასე ვარ, როგორც სურათზე. არ ვიცი რა აზრები მომდის თავში და არ ვიცი, რა აზრები მიმდის თავიდან.

კირა კი – ასე.

p.s. გადამრიეს ამ ფილმებმა. 

ბუსაკას შტერი დეიდა

დღეს კომპიუტერთან ჯდომისას რამდენიმე ათეული წამის (არადა სხვა შემთხვევაში მაქსიმუმ 2-3 წამი ვძლებ ხოლმე) განმავლობაში ვიჯექი და ამ ეკრანს ვუყურებდი. უაღრესად საინტერესო იყო. 



მერე ისიც მივხვდი, რომ ხშირად მზად ვარ ჩემი ახლა უკვე მოძველებული კომპიუტერი 2 წუთით მივატოვო, კარადიდან დიდი ჩაქუჩი გამოვიღო და რამდენიმე ათეული მოქნევა განვახორციელო კომპიუტერის თითოეული ნაწილის მიმართ. დაწყებით კი მონიტორით დავიწყებდი, შემდეგ პროცესორი (ზოგი რომ სისტემურ ბლოკს ან თუნდაც კეისს უწოდებს), შემდეგ ups, დინამიკები, ბასი. შემდეგ რიგში დგას კლავიატურა იმიტომ, რომ მასზე რიცხვები რომ წერია მარჯვენა მხარეს 9-ს ვწერ და +9 იწერება, 3-ს ვწერ და  “3 ენტერ” კეთდება (და კიდევ დაახლოებით 5-6 არასწორი შედეგი ზოგიერთ სხვა ღილაკზე დაჭერისას) და ბოლოს მაუსი, რომელიც ზოგჯერ ეკრანზე “შეშდება”. 



მერე მომივიდა ის აზრი, რომ უკვე საგრძნობლად ცუდად ვარ და ისიც მომივიდა თავში, რომ ხალხს მხოლოდ კარგ ხასიათზე მყოფი ვუყვარვარ. ყველას უკლებლივ. 
და ეს პოსტი იწერება არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი შევაცოდო (რა აზრი აქვს, თორემ კი), უბრალოდ მე დღეს ბლოგის გარდა ვერაფერი (და ვერავინ) ვიპოვე, ვისთვისაც შევძლებდი ეს ყველაფერი მეთქვა. 
რაღა შორს წავიდე: თვით ოჯახის წევრებსაც კი, როდესაც 4 თვისა და 9 დღის ბავშვი (1 სექტემბერს გახდა 4 თვის) ჩემთან შემოჰყავთ, ასეთ ტექსტებს ეუბნებიან: “ბუსაკა, მოდი ვნახოთ რას შვრება შენი შტერი დეიდა”. 


ბუსაკას შტერი დეიდა არაფერსას არ შვრება. საერთოდ არაფერს.

ბუსაკას შტერ დეიდას ღამით არ სძინავს. ღამის პირველი ნახევარი იმიტომ არ სძინავს, რომ არ ეძინება და კომპიუტერთან ჯდომა და მერე წიგნის კითხვა უნდა. ღამის მეორე ნახევარი იმიტომ არ სძინავს, რომ კი – ძალიან ეძინება და კი – უკვე ლოგინშია ჩაწოლილი, მაგრამ ბუსაკას კვნესა ფხიზლად ამყოფებს. და როცა ეს კვნესა უკვე წუხილსა და ტანჯვაშია გადასული და ბუსაკას დედას ეს მაინც არ ესმის, მაშინ ბუსაკას შტერი დეიდა უყვირის ბუსაკას დედას: “თამუნაააააააა, გაიღვიძე, ტირის უკვე ბავშვი, მიხედე რა”. 

ბუსაკას შტერ დეიდას დილით არ აძინებენ. ბუსაკას, ბუსაკას დედას, ბუსაკას ბებიას და ბუსაკას ძიძას (ხოო, ესღა მაკლდა, ისე ნაკლები ხმაურია სახლში) კროსი (ეს ხომ ქართული სიტყვაა??? თუ არა, შემისწორეთ) აქვთ გამართული იმ ოთახში, სადაც ბუსაკას შტერ დეიდას სძინავს. 

ბუსაკას შტერი დეიდა არ ჭამს საჭმელს. დღეს მაგალითად მთელი დღის მანძილზე ჭამა რამდენიმე 3-4 ქლიავი, 1 კოვზი მოხარშული რძე (ვცდილობ გამართული ქართულით ვწერო, თორემ მაგას ყველანი “სგუშონკა”ს ვეძახით) და ერთი ჩანგალი ხორციანი მაკარონი. 1 ჩანგალი ის, 1 კოვზი ის, 3-4 ქლიავი. სულ ეს იყო. 

ბუსაკას შტერი დეიდა სახლიდან არ გადის. სად გავიდეს, ვისთან გავიდეს? ყველა მუშაობს და საღამოს ყველას ერთი სული აქვს სახლში მივიდეს და კომპიუტერს მიუჯდეს. 

ბუსაკას შტერი დეიდას არც უნდა სახლიდან გასვლა. სახლიდან გასვლისთვის ფულია საჭირო, მაგრამ ბუსაკას შტერი დეიდა დროებით უმუშევარია. ( ეს “დროებით უმუშევარი” მაგარი მიღწევაა სრულიად ქართული ანკეტების ლექსიკონებში. რამდენი ხანია ეს “დროებით”??? როგორ გავზომო ეს “დრო”??? 14 ივლისიდან რამდენი “დროებით” გავიდა??? )

ბუსაკას შტერი დეიდა ყოველღამე ვარსკვლავებს ითვლის. იმ ღამეს 38 იყო, იმის მეორე დღეს 32 აღრიცხა თავში. იმის მერე აღარ ახსოვს, შეიძლება ნაუცბადევად გაეშურა ლოგინისკენ და დაავიწყდა ცისთვის შეხედვა.გუშინ ყველა ვარსკვლავს ეძინა და ანუ, შესაბამისად, 0.

ბუსაკას შტერი დეიდა ღამის რომელიმე კონკრეტულ დროს მობილურ ტელეფონს იღებს და contacts”-ებს ათვალიერებს. ეს იმისთვის, რომ ვინმე ისეთი იპოვოს, ვისთანაც ღამის რომელიღაც საათზე ფიჭური წერილის (ანუ მესიჯის) გაგზავნა არ იქნება უხერხული და უაზრო “რას შვრები, როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ ახალი, მომენატრე”-ების გარეშე დაიწყება და გაგრძელდება მიმოწერა. 
1) ჰოლანდიაშია.
2) ინგლისშია. დღეს მითხრა ჩამოდი ჩემთანო. ვიზა და ბილეთი ჩემზე იყოსო. 
3) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. (როგორც ჩემმა ჯგუფელმა მაიკომ ლამის ხატს გადამცა 2 წლის წინ: ეგრე გვიან რატომ მისწერე, გათხოვილია და იქნებ რას აკეთებდა ქმართან ერთადო. მას შემდეგ გათხოვილებს ღამით აღარ ვწერ. 
4) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
5) ბათუმშია და ერთობა. თან არც ვარ ისე ახლოს, რომ გვიან რამე მივწერო. 
6) ეს მხოლოდ ბალანსის გასაგებად გამოიყენება. “ბალი”-ს ნომერია. 
7) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
8) ეს ვერ გამიგებს. არადა ალბათ უნდოდა, მაგრამ სხვა ტიპია. თორემ ვიცი, არ სძინავს. რომ სძინავდეს, არ მეუხერხულება.
9) ამას ვწერდი 2-3 ღამე, მაგრამ გუშინწინ რომ მივწერე – კარგი, აღარ მოგაცდენ, დაიძინემეთქი, მას შემდეგ არ მომიცდენია. 
10) ამას სძინავს. თავს იზღვევს და სკაიპშივე მაფრთხილებს ახლა წავედი, ვიძინებ და არ მომწეროო. 
11) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
12) ეს ნომერი უკვე წასაშლელია. რომ მივწერო, ვერ გამიხსენებს. ხოდა ამდენ ამბავს სჯობს წავშალო. 
13) ეს რაღაც კონკრეტული საქმისთვის ჩაწერილი ნომერია. 
14) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
15) facebook. ამას რამე რომ მივწერო, ყველას გავაგებინებ. 
16) გერმანიაშია და მითხრა როცა გინდა, მაშინ მომწერეო. უზომოდ მენატრება და სულ მინდება მივწერო. საუბარი არასოდეს იწყება შაბლონურად და ყოველთვის ჩემიანია. ბედი არ გინდა – რაღაც ვუქენი ტელეფონს და უცხოეთში ვერ ვაგზავნი მესიჯებს. უნდა მივიდე “მაგთი”-ში. 
17) ჯგუფელს რა ჯანდაბა მივწერო. “როდის ვიწყებთ სწავლას???”-ს გარდა. 
18) ამას მალე აქვს დაბადების დღე და უნდა მივულოცო. რიგითი მამრი ყოფილი კოლეგის სტატუსით.
19) სტუ-ს ადმინისტრაცია. 
20) დეკანატი. 
21) მიშელს არასოდეს აქვს ანგარიშზე. 
22) “რას შვრები, როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ ახალი, მომენატრე”-ები მძაგს. 
23) ჩემი ჯგუფის კურატორი. 
24) ოოოო, ოღონდ ეს არა, გვერდითა ოთახშია და “მოდი, 2 წუთი ბავშვი დაიჭირე”-ს მეძახის მხოლოდ. 
25) ეს აქეთ მწერს “გეხვეწები წყალი შემომიტანე რა”.
26) იაფი ტაქსი.
27) ტვიტერი. იხილეთ მე-15 ნომერი. 
28) ამას შემიძლია რომ მივწერო, მაგრამ ვცდილობ გავუფრთხილდე და არ შევაწუხო. 
28) ამასაც მალე დაბადების დღე აქვს და უნდა მივულოცო. ესეც რიგითი ყოფილი თანამშრომელია. 

ბუსაკას შტერ დეიდას ბოლო მოუღო კრიტიკულმა დღეებმა, რომელიც  ზღვის შემდეგ თუა, სჯობს ნაჯახი ჩაირტყას მუცელში, რადგან დღეში 3 აბი წამალი არაფრისმაქნისია. 
თუმცა ბუსაკას შტერი დეიდა მაინც თვლის, რომ მას კრიტიკული დღეები კი არა, კრიტიკული ცხოვრება აქვს. 

არვიცი პოსტი როგორ დავაბოლოვო და მოდი, ჩუმად გავიპარები. სხვების 18 პოსტი მაქვს წასაკითხი.

ესეც ბუსაკა და ბუსაკას შტერი დეიდა. 
ერთმანეთის ჭამაში. 


თურმე

არა..
კი ვიცოდი, მაგრამ ახლა ერთი-ორად დამაფიქრა ამ საკითხმა.
რა ძნელი ყოფილა 100%-ით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.
ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და მაინც არაფერი.
დადიხარ წინ და უკან.
ხან ამას აკეთებ, ხან – იმას.
ხან აქ მიდიხარ, ხან – იქ.
მერე ცდილობ მეგობრები მოიკრიბო გარშემო…
არა მეტიც.
ფუტკრებივით მოისიო.
“არიქა რჩევა მინდა და მოდით.”
“არვიცი, რა ვქნა.”
“არვიცი რა იქნება ამის შემდეგ.”
მაგრამ ისინიც კითხვას აქეთ გიბრუნებენ, თანაც უპასუხოდ.
“და შენ რა გინდა???”
“და შენ როგორ გირჩევნია???”
“ჯერ შენ გაერკვიე, რა გინდა.”გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.
თითქოს ამით ორ კურდღელს იჭერენ.
პირველი ის, რომ რეალურად აინტერესებთ, შენ რა გინდა. რომ მერე უკეთესად მოახერხონ დახმარება.
მეორე კი ის, რომ თავიდან მალე მოგიცილონ. ქვე-ტექსტი ისაა, რომ “რაც გინდა, ის გიქნია” და “როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. მერე მე არ დამაბრალო”.

ვდგავარ ტრიალ მინდორზე.
სრულიად მარტო.
სრულიად.
ვუყურებ მზეს დღისით,
ვუყურებ მთვარეს ღამით.
ვითვლი ვარსკვლავებს ყოველ ღამე.
და მე დავდივარ ამ მინდორზე.
და მე ყველაფერს ვაკეთებ ამ მინდორზე.
იდეაში.
და მე ვიხედები ამ ტრიალი მინდვრის იქით.
რა არის???
უცბად შორენა მახსენდება, რომელიც “გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან”.
ქვევით უფსკრულია.
ლამაზი, ფერადი, თავისუფალი, როგორშიც მინდა მოხვედრა.
მაგრამ არ შეიძლება, რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანს.
ეს ხომ უფსკრულია, რაც ზიანს მომაყენებს.
ირგვლივ არავინაა.
მხოლოდ ბანალური არსებები.

ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ უკვე მე-8-ედ გამომიშვეს სამსახურიდან.
ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს აწეწილი.
ეს ჩანაწერი საბოლოო ჯამში არც იმას ეხება, და მითუმეტეს არც იმას.
უბრალოდ ეს ჩანაწერი ყველაფერს ეხება.
ალბათ დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღო არც თუ ისე დიდი გადაწყვეტილება.
მე კი დავდივარ აქედან იქ, იქიდან – აქ.
და რა???
არც არაფერი.
ხალხი გამუდმებით რაღაცას მოითხოვს ჩემგან.
ოჯახის წევრები – გამოცოცხლებას.
თანამშრომლები (აქ უკვე ყოფილნი) – ნაკლებ პანიკას, “არ-განცდას”, უპანიკობას და მეტ ღიმილს.
მეგობრები – კარგ განწყობას.
ქალები – დაინტერესებას ყველა იმ ქალური სისულელით, რაც მათ აინტერესებთ.
მამაკაცები – მათთან ფლირტს.
ნეტავ ვინაა ის თუნდაც ერთადერთი ადამიანი, ვინც არაფერს ითხოვს ჩემგან და ჩემთანაა მიუხედავად იმისა, როგორი ვარ და როგორ ვიქცევი.
არ შემიძლია ხელოვნური ხასიათები და ქცევები.
რაღაც ახალი მინდა გავაკეთო, რითიც საკუთარ თავს ვასიამოვნებ და არა სხვას.
ვდგავარ უფსკრულის პირას და ვფიქრობ.
გადავხტე თუ ისევ ასე ვიყო.
და იქნებ გადახტომა ჭრელ ფერებში უკეთესია, ვიდრე დადგენილი წესების მიხედვით ცხოვრება.
მიჭირს და ძნელია.
მთელი 2-3 თვე მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად სამსახურში კეტებით ვიარე.
და რომ ვინმეს ვენახე, პასუხი მზად მქონდა.
უტაქტო, უზრდელური, მაგრამ სამართლიანი და ლოგიკური.
“არ ვარ თანამშრომელი და როგორც მინდა, ისე ვიქცევი.
ეგ თქვენი შინაგანაწესები და “უნდა”-ები კი მხოლოდ თანამშრომლებზე ვრცელდება.
ასე რომ … ” და ეს ყველაფერი ღიმილის თანხლებით.

რაღაც მომენტში უკვე დავიძახე “ჰოპლა” და არვიცი ახლა სად ვარ…
მგონი ჰაერში.
თუმცა ისევ ჩემი გონება თუ მეტყვის საითკენ გავაგრძელო არსებობა.
ჯერ-ჯერობით ჰაერში ვარ.
ისევ.

იმდენი რაღაც მიტრიალებს კიდევ თავში და სიტყვების ნაკლებობას განვიცდი.
ვერ ვახერხებ კონცენტრირებას.
არადა მინდოდა ყველაფერი ამომეღო, რაზეც ამ დღეებში ვფიქრობდი.
რაღაც გაუფასურებას ვგრძნობ და გული მწყდება ამაზე.
ეს დღეები თუ კვირეები მეფიქრება იმაზე, რომ ზოგიერთები როგორც ქალს ისე მიყურებენ და არა როგორც ადამიანს.
და ამაზე არაადამიანურად მწყდება გული.
თითქოს სიამოვნებთ ჩემთან თამაში.
და მე ისევ ტრიალ მინდორზე ვარ.
დავდივარ აქეთ-იქით და ვფიქრობ ამ ხალხთან გადავხტე თუ ისევ ერთფეროვან და ერთ ფერში გადაწყვეტილ მინდორზე დავრჩე.
არადა მათთან უფრო საინტერესოა.

ვერ ვიტან, როდესაც გრძელი ფრჩხილები მაქვს.
არადა მანიკურს ხშირად ვიკეთებ, მაგრამ ფრჩხილები ჯინაზე ძალიან მალე მეზრდება.
და თითების მაგივრად, ფრჩხილებს ვურტყამ კლავიშებს.
ამიტომაც სიმღერასთან ერთად, ფრჩხილების ტკაცა-ტკუცს ვუსმენ.
და მაღიზიანებს მე ჩემი გრძელი ფრჩხილები.
და აღმაგზნებს ჩემი ხმაურიანი კლავიატურა.
აღმაგზნებს მე ის, რომ დიდი, ბუთქუნა და ძნელად რომ დასვამს ეკრანზე ბგერებს, ისეთი კლავიშები აქვს.
მაგრამ მე მაინც მაღიზიანებს გრძელი ფრჩხილები.

და მობილურზე ისევ მესიჯებია.
ფლირტებისა და გახალისებების შესახებ.
და მე ისევ ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს.
და მინდორზე დარჩე.
ვახ.

რაღაც სხვაგან ვიყავი, ამ პოსტის წერა რომ დავიწყე.
და ახლა სხვაგან ვარ, რომ ვასრულებ.
არადა ორივე შემთხვევაში სახლში ვარ და რავიცი აბა…
ხოდა ისა…
დეპრესიაში არ ვარ საერთოდ.
უბრალოდ ასეთი ვარ.

თურმე ამ სიმღერის გარდა არაფერი ჩამირთავს ამ პოსტის წერის განმავლობაში.
კლიპი ამ წამს ვნახე და სიცილი ამივარდა.
რამდენი დამთხვევა…
მეტროდან მგონი აღარ ამოვდივარ.
და რავიცი, რა აღარ.

http://web1.nyc.youtube.com/v/ThYOmxGgXzw&hl=en_US&fs=1

აი ასე უბრალოდ

ასე უბრალოდ ხდება ხოლმე. 
ყოველგვარი დიდი მონდომების გარეშე. 

კიარადა.. აქ ლირიული გადახვევა ნამბერ უან…

მარტო მე მიმესიჯებენ ხოლმე, როდესაც ვიღაცას რაღაც სჭირდება???
ანუ აი ისე… არც მოკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელია არ გადავყრივართ ერთმანეთს არსად, არც იქნებ რამე გიჭირს, იქნებ გძინავს, იქნებ ავად ხარ…
თუ მარტო მე მაქვს ხოლმე ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია, რომ ვცოფდები და ნერვები მეგლიჯება ხოლმე. 



და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ თუ…
ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაცის გამოცხობა. არვიცი რატომ, მაგრამ მომინდა, რომ ჩაიდანის ადუღების, კვერცხის შეწვისა და ღომის მოხარშვიდან (და აქ ალბათ კიდევ რამეა, მაგრამ მე არ მახსენდება ამ მომენტში სამწუხაროდ) მეორე ეტაპზე გადავსულიყავი. იდეაში და “მამენტ” ჩემი კომენტარები რომ ენახა ვინმეს ტომუშკას ბლოგში, იფიქრებდა, რომ აჰა, ეგაა. მაგრამ გუშინ ისეთ დროს გავიძვიძე, რომ გვერდზე გადავდე ეს საქმე. და აი მოვიდა დღევანდელი დღე. ყველაფერი გავაკეთე: რეცეპტი ვორდის ფაილზე “გადმოვიტანე”, ზედა ნაწილზე სურათი დავადე იმისა, თუ რა უნდა გამოსულიყო საბოლოო ჯამში, გავვარდი კვერცხის საყიდლად, შაქარი, მარილი, სოდა, ლიმნის ცედრა და საერთოდ ყველაფერი დანარჩენი, facebook-ში დადებული სურათი, ჩემი ამ წუთსაც კი შაქრის, ლიმნის, ვანილისა და ნიგვზის სურნელიანი თითები და საკუთარი თავის გასამხნევებელი კომენტარი. მაგრამ აუცილებლად რაღაც მოხდება. თუმდაც ის,რომ ძალიან კარგი კულინარი სახლში მაინცდამაინც დღეს გვიან მოვა და მე კი ჯერ კიდევ სრულიად უნიჭოს ამ საკითხში, გამბედაობა არ მყოფნის, რომ 100%-ით დამოუკიდებლად საქმე ბოლომდე მივიყვანო, მაინც მჭირდება,რომ კეთების პროცესში მიყურებდეს ვინმე გამოცდილი.  მერე კი უიი… ჯემი არ გვაქვს, მხოლოდ მურაბები და ის უშველებელი ბლენდერი ვერ დამეხმარება, რადგანაც ხილს წყლად აქცევს და როგორ თუ მე არ დავფიქრდი მანამ, სანამ რაღაცის გაკეთება დავაპირე. დევს ახლა მადისაღმძვრელი სურნელით აღსავსე ცომი მაცივარში და რას ელოდება არვიცი. ალბათ სანაგვე ყუთში მოთავსებას. “ხვალ ვიყიდოთ ჯემი და გავაკეთოთ”. არადა დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი, ხვალ მთელი დღე სახლში არ იქნება, მერე მე საღამოს ლექცია მაქვს, მოვალ სადღაც 9-ზე. ხალისი აღარ მაქვს უკვე გაკეთების, არადა იდეაში ეს უნდა გამოსულიყო და როგორ მინდოდა.
 

და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ სრი…  
თუმდაც ის, რომ არაერთი ჯგუფელი ასჯერ დაგირეკავს კითხვებით” მაგისტრატურის ფული როდის არის შესატანი?”, “ხვალ რომელ აუდიტორიაში გვაქვს ლექცია?”, “კობას (ლექტორი) ქსეროქსები არ გაქვს, რომ მათხოვო?” და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იწყებს ხმამაღლა და გამაღიზიანებლად საუბარს მაშინ, როდესაც დილის 10 საათია და შენთვის იქით არ არსებობს არანაირი რეალური სამყარო. საღამოს კი შემოდის სკაიპში და იგივე ტექსტს აგრძელებს. ნელნელა (და რატომ ნელნელა და ამდენი ხანი სად ჯანდაბაში ვიყავი ნეტავ) ვხვდები, რომ არ შემიძლია ისტერიკიან ეგოისტებთან ურთიერთობა. აი ნუ არა და მორჩა რა. ორი მინუსი ერთმანეთს რომ ვერ ეწყობა, ეს ჯერ კიდევ როდის თქვა ხალხმა, დაამტკიცა და მერე ამ დამტკიცებებს “ფიზიკა” და “ქიმია” უწოდეს. ნუ რა ვქნა. არ შემიძლია ისეთ ადამიანებს დავუთმო და კომპრომისს მოვუხმო, როდესაც იგივეს ვერ ვხედავ მისგან.








და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ ფორ…
ჩემს ბლოგს ჰყავს 41 ოფიციალური მკითხველი (ანუ ბლოგურ და უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა “მიმდევარი” და ანუ “follower”-ი).
ბლოგი სულ 3-4 დღით დავხურე მგონი და დღეს დილით რომ შემოვედი, 41-დან 40-ზე ჩამოვიდა.
დღეს საღამოს კი ისევ 41-ზე ავიდა.
საქმე 
follower-ობაში არ არის, იყო დრო ერთიც არ მყავდა და არც შურის თვალით ვუყურებდი, სხვას რომ 20 ჰყავდა, ჩემზე მაგარი ბლოგის პატრონს. და დღემდე არცერთი ბლოგის follower-ი არ ვარ, მაგრამ არცერთი პოსტი არ მრჩება უყურადღებოდ. 
საქმე იმაშია, როგორ იკიდებს A ადამიანი B ადამიანს, როდესაც  B ადამიანი თავს რაღაც ისე კარგად არ გრძნობს, როგორც A მისგან მოელის. და კიდევ იმაში, თუ როგორ ეგრევე ახსენდება, როდესაც B ადამიანი ისევ “ცვეტში”-ა და ბლოგ- თუ ურთიერთობაგახსნილია.
ნასტასიამ დაწერა ასეთი რამ: “იდეალურია, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პერიოდულად, მაგრამ ნებისმიერი ,,შენ” უყვარხარ”. და ნეტავ ასეთი “იდეალური” ოდესმე თუ არსებობს??? არვიცი.
სხვა დრო რომ ყოფილიყო, ყველაფერს ვიღონებდი იმ ადამიანის დასაბრუნებლად, ახლა კი უკაცრავად ქუჩური და უტაქტო სიტყვისთვის, მაგრამ “მკიდია”. კარი ყველასთვის ღიაა. და ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც უნდა გავიდეს.

გამოვრთე სკაიპი..
გამოვედი facebook-დან. 

გამოვკეტე ოთახის კარი.
Thank’s God, he’s not in here for a couple of days.
და ვცდილობ ყველა და ყველაფრისგან იზოლირებას, რაც მაგიჟებს.
ერთი ეს სურნელი ვერ მოვიშორე თითებიდან. მინდა ხვალ მივუბრუნდე ისევ. უბრალოდ მურაბებს უფრო ხშირად ვაკეთებთ, ვიდრე თვალს ვახამხამებთ და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან, თორემ…
 
ღამის 11 საათზე დახურული “პოპული”-ს დედა ვატირე, თორემ რა უნდა ჯემის შოვნას.

მანამდე კი… ჩვევაში გადასული იდიოკრატია…
26 hours of hunger. :))))) 




just

ge ან com დომეინი მინდოდა, მაგრამ ნერვების აშლის შედეგად აღარ მინდა. არ მოვკვდები blogspot-ზე. იყოს რაც არის. ჩიტი ბრდღვნად არ მიღირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცი მისი ბრდღვნა,თუმცაღა ჩიტი მინდოდეს.
არაუშავს, დავიკიდე. უბრალოდ ნერვების აშლის შედეგად.

დღეს დეკანატში დავრეკე და 22 მარტამდე არის შემოსატანიო. თანხის რაოდენობა რომ ვიკითხე, ენა ჩამეყლაპა. წინა სემესტრში ორ ნაწილად შევიტანე ანუ ჯერ x, მერე, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ y, ჯამში კი z გამოვიდა. და ვიფიქრე, ახლაც ასე უნდა შევიტანომეთქი, მაგრამ ახლა პირდაპირ z-ს ითხოვენ. მიზეზი არ მიკითხავს. დედაჩემი რომ მოვიდა, ვუთხარი. (და აქ დიდი პაუზა)………….
საღამოს მივედი ლექციაზე, მერე მე-7-ზეც ავედი და შავით თეთრ A4-ზე ეწერა ეს ინფორმაცია. მეტიც… თუ 22 მარტამდე არ იქნება თანხა შემოტანილიო, ჯარიმა დაგერიცხებათ თანხის 10%-იო. წამოვედი. მთელი გზა რაღაცნაირად ვიყავი. “სახალხო”-ს ბანკომატი რომ დავინახე, ეგრევე მივედი და ფული გამოვიტანე. ბანკომატთან დგომის ფობია მჭირს ხოლმე, მაგრამ ადრე უფრო მეტად მჭირდა. სულ მგონია, რომ უკან ვიღაც მიდგას და ჰა ჰა, ფულს გამომგლიჯავს ხელიდან. გამოვიტანე და თავში აზრები მიტრიალებდა: “ეს ხომ თანხის 10%-ია მხოლოდ და მხოლოდ” წავედი მერე მეორე ბანკში საბურთალოდან ვაკეში საღამოს 7-8 საათზე, მეგონა რაღაც მედო ანგარიშზე. კი, როგორ არა. ადრე გამომიტანია. თან ოპერატორმა ცალკე ამითხარა ნერვები, ამონაწერი ვერ გამიკეთა ისეთი, როგორიც მინდოდა, თან ხონჩის იქით იჯდა. ხოდა ხონჩაშივე ჩავძახე ზუსტად ეს სიტყვები: “აუ შემომიტრიალე რა კომპიუტერი” და ვკარნახობდი იმ ღილაკებს, რომელთა დაჭერის შედეგად მე – კმაყოფილი, ის კი – ნასწავლი იქნებოდა. დააყოლა, შენ გენაცვალე IT-ში მუშაობდი მგონიო. არადა არანაირად. უბრალოდ როდესაც ამბობ 2007წლიდან ამ პოზიციაზე ვარო, უნდა იცოდე ასეთი სახის ამონაწერის გაკეთება. ცოტა ტონიც ხმამაღალი მომივიდა, არადა “ვიღაც” მოლარე-ოპერატორი არ არის, მაგრამ მაინც ნერვები მქონდა აშლილი და როდესაც ნერვები მაქვს აშლილი a საკითხზე, მერე თუ გინდა b, c, d, e, f, ……და ა. შ. z კარგი რამ რომ მოხდეს, მე მაინც a-ზე ვფიქრობ. კარგი, წამოვედი. აგერ უკვე მერამდენე ამონაწერით ჩემი დოლარის საბარათე ამონაწერით ხელში. აბა ტყუილად მივედი და “რაღაც” მაინც ხომ უნდა მექნა… სახლში მოვდიოდი, კიბეებზე ჩამოვედი და ჩემი სახლის ფანჯარაში დედაჩემი დავლანდე. უფრო სწორად მისი ხელი, თითქოს რაღაც აიღო თუ დადო. მეორე ოთახი ჩაბნელებული იყო. აქიდან რომ გავიდა, ესეც ჩააბნელა. მთელი სახლი შუქჩამქრალი იყო. არვიცი გამიხარდა თუ არა. და ისიც არვიცი რა გამიხარდა თუ მეწყინა. უბრალოდ ჩამოვდიოდი კიბეებზე და დავინახე დედაჩემი, რომელიც ერთადერთია. იმიტომ კი არა, რომ დედა ზოგადად ყველას ერთი ჰყავს და ყველას განსაკუთრებით უყვარს. უბრალოდ ის დავინახე ერთადერთ ადამიანად, ვისაც მართლა ვუყვარვარ. ვინც მართლა არაადამიანურად ზრუნავს ჩემზე. ვისაც შეუძლია დამეხმაროს ისეთ გამოუვალ მდგომარებისას, როგორიც უფულობაა. არადა ბანკიდან სახლამდე ვფიქრობდი, რაღა მაინცდამაინც ახლა გამომიშვესმეთქი. არადა ცოტა ხანი არ მინდა მუშაობა, დასვენება მინდა მორალურად და ფიზიკურად. სახლში მოვედი და მთელი ჩემი დაბადების დღეზე ნაჩუქარი მარაგი გამოვიტანე. დედაჩემს მივუტანე და დავუდე: “ეს ჩემი დანაზოგი”-მეთქი. დედაჩემმა ფული არ გამომართვა, მე გადაგიხდი. ახლა ეს რომ გამოგართვა, მერე სულ იზუზუნებ, რომ ფული არ გაქვს,მერე ისევ მე მომიშლი მაგაზე ნერვებს, ხოდა არ მინდა, შეინახეო. არადა მართლა როგორ მეზიზღება, როდესაც ფული არ მაქვს საკუთარი. ჩემი და სხვა ტიპაჟია, უყვარს, როდესაც ვინმე ფულს ახარჯავს და ერთიანად ფეხებზე ჰკიდია პირადი საფულე. მე – არა. მიშელმაც რომ მაჩუქა ფული,იმდენი ვქენი, რომ ნაწილი დავუბრუნე. განა არ მინდოდა ფული??? ან ვის არ უნდა?! ბოლო-ბოლო სულ თუ არაფერი, მობილურში ჩავირიცხავდი. თუ სხვა არაფერი. მაგრამ არ შემიძლია იმის ყურება, სხვა როგორ იხარჯება. არვიცი როგორი სჯობს, რომ ვიყო. ჩემი და ირგებს ამ ყველაფერს. მე კი განვიცდი ხოლმე. ახლაც ვზივარ კომპიუტერთან და რამდენი ჩემი მაგისტრატურა მახსენდება, იმდენჯერ ნერვები მეშლება. მაგისტრატურა რა. უფულობა და უსამსახურობა. არადა იდეაში უნდა მიხაროდეს, რომ სხვა მიხდის, მაგრამ მე არ მიხარია.
“draft”-ებში პოსტი რომ მიდევს, იმას აღარ გამოაქვეყნებ, არ ღირს. წავშლი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ აგერ უკვე მეორე დაბადების დღეა, რაც ჩემმა დამ დაბადების დღე არ მომილოცა. ლეპტოპი გამოვუწერე მას და მის მეუღლეს ინტერნეტის საშუალებით. მისმა მეუღლემ თანხა მეტობით შემოიტანა ჩემს ბარათზე. ჩანაფიქრით ლეპტოპის ჩანთისთვის, მაგრამ მერე ძმაკაცს უთქვამს, მე გაჩუქებო ჩანთას. ხოდა ეს ნამატი “შერჩა” ჩემს ბარათს. ჯერ ხო გავწამდი ამ ლეპტოპის განბაჟებაზე. ჯერ ხო რამდენი ვინერვიულე და მერე ამდენი ვირბინე. ნუ მოკლედ. ხოდა ამან 100-ჯერ მითხრა საათები გამომიწერეო იმ დარჩენილი თანხითო, კარგიმეთქი. მაგრამ ვერ მოვახერხე ლეპტოპების გადამკიდე. ადვილი საქმე ხომ არ იყო 2 ლეპტოპის განბაჟება. ერთი – მათ, ერთი – მიშელს. შემთხვევით კი ვგებულობ მისი ქმრისგან, რომ ის მორჩენილი თანხა მე მაჩუქა. მაგრამ ჩემი და ამაზე სიტყვასაც არ ძრავს და ისევ აქტიურად მარწუხობს საათების ლინკებით. არადა ეს ყველაფერს იფიცება, მაგრად მეწყინება, რომ არ დაიტოვო ეგ თანხაო. მორიგი მარწუხობის შემდეგ ნომერი ავკრიფე, მაგრამ ისიც იმან აიღო. ჩემი ქმარი როდის გახდა შენთვის ასეთი ავტორიტეტი, რომ მას უთანხმებ ამ ამბავს. არ მჭირდება ეგ ფულიო. ამაზე ამომასხა, ტირილი ამიტყდა, ეგრევე ბანკში გავვარდი, გამოვიტანე ის ფული და მათკენ გავეშურე. თან სმსებს მწერდა, აქ არ მომიტანო, არ მაჩხუბო ახლა ამასთანო. მაინც მივედი. კარი გამიღეს. “შენი ფულის მათხოვარი არავინ არ არის”-მეთქი, იქვე დავუდე და წამოვედი. ეს იყო 3 მარტს. დაბადების დღემდე 3 დღით ადრე. აი იცი რა არის… მაისში 1 წელი ხდება, რაც ნივთებს ვიწერ ინტერნეტ-საიტებიდან…
ნუცა…
ალა…
ალას დაქალი…
კარამელკა…
მიშელი…
ალას მეორე დაქალმა მომცა დღეს ლინკები…
სალიც შემითანხმდა…
ნუცას დაქალი…
1 ცენტი რომ მრჩება ხოლმე ბარათზე, იმას ვუბრუნებ ხოლმე… ნუცა დამცინის ხოლმე, რა იცი შენ 1 და 2 ლარის დაბრუნებებიო… მაგრამ ნუ არ ვარ რა ის ტიპი, რომ ვინმეს ფული შევიტყაპუნო და ამან რატომ გადაწყვიტა, რომ ამისას დავიტოვებდი. მე არვიცი, მგონი, მართლა სხვა პლანეტაზე ვარ. ნუთუ ღირდა ეს თანხა ჩვენს მორიგ განხეთქილებად…

ალბათ ვინმეს რომ ვუთხრა, სახლში კომპიუტერის მცოდნე ადამიანი მყავს და მიუხედავად ამისა, ყოველდღე ახალი პრობლემა მაქვს ვინდოუსის გადაყენების მერემეთქი, ალბათ საქვეყნოდ დასაცინი ვიქნები. ხოდა არსად არ ვამბობ. ფორუმი>>პროგრამები>>კითხვა-პასუხი… მე-4 ადგილზე ვარ პოსტების რაოდენობით. შაკომ დამიპოსტა ეს…

 და ზურამ რომ დისკი მათხოვა, გააქანა და თავის კლასელს გადაუყენა ვინდიუსი. ნუ აი რა ჰქვია ახლა ამ საქციელს… თან ყველაზე მეტად იცი რაზე მეთხრება ნერვები, შენიშვნის აბსოლუტური გაუგონარია. იმ დღეს კიდევ მითხრა, რა კარგად მოგიტანია პურიო. ნუ კარგი, გავატარე. მერე მეუბნება ხუმრობით, თუ გახსოვს, ბოლოს როდის მოიტანე პურიო… არადა დედაჩემი მოვიდა დაღლილი, მშიერი. ხომ შეიძლება, რომ ეს პურის პრობლემა მაინც მოაგვაროს სახლში, არა?! ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე… კარგი, მე წავალ, პურს მოვიტან და შენ სამზარეულო გამოხვეტე, გაწყობს???? მაგიტომ არ გეუბნები, ისე გითხარიო. “ისე თქმა” რას ნიშნავს???
გუშინ “ჰაუს”-ს უყურებდა, მე-6 სეზონის ბოლო სერიას.  სადაც ერთი გოგო არის ბლოგერი და ღიად წერს როგორ იჩხუბა შეყვარებულთან და ნუ მთელი ამბები. ხოდა დამიძახა, მოდი შენი თავი განახოო…რომ ვწერ, იცის, მაგრამ რა შინაარსის პოსტებს – საიდან გაიგო… ნუ ერთხელ ლინკი “დამრჩა” მის ბრაუზერში.  ანუ მგონი შემოდის აქ, არვიცი. მკიდია. ჯერჯერობით არ ვხურავ ბლოგს და იკითხოს რაც უნდა, რამდენიც უნდა. დღეს ცეკვა მინდოდა ოთახში. აი ეგრე მინდება ხოლმე და ზოგჯერ ვცეკვავ. არადა “გურუ”-ში დავდივარ კვირაში ერთხელ მაინც საშუალოდ, მაგრამ აი ხომ არის, რომ სახლში, უცბად ან წაიმღერებ, ან რაღაც. შემოვიდა თავის განუყრელ ლეპტოპთან. რაღაც ვიზამდი, დავჯექი და საიტებზე შევედი. ოთახში – სრული ბარდაგი. ზოგჯერ მინდა, რომ ვუთხრა ეს ყველაფერი, მაგრამ 1)აზრი არ აქვს შენიშვნას. უბრალოდ არ იღებს და მორჩა. 2)ისევ მე ამეთხრება ნერვები. რა უნდა ველაპარაკო, იმას ვერ ხვდება დედაჩემის თქმის გარეშე, რომ პური მოიტანოს. 
ჩემი და თავისი ფეხმძიმობით ხო ცალკე ტვინის ბურღვაა. წნევა აქვს დაბალი თუ მაღალი და შეძრა ახლა ქვეყანა. ვინ არ ყოფილა ფეხმძიმე და ვის არ ჰქონია ფეხმძიმობისას წნევა??? გინეკოლოგიც არ მოსწონს და სხვა უნდა. დედაჩემი საკმაოდ გაბრაზებულია მასზე ჩემი დაბადებისდღის ამბის გამო, მაგრამ ამანაც რა ჰქნას, შვილია ბოლო-ბოლო.  ხოდა დაჰყავს სადღაც. არვიცი, არ მაინტერესებს. ფეხმძიმე არის 9 თვე, ხოლო და არის მთელი ცხოვრება. 

ფორუმზე 12 თემაზე ბოლო კომენტარი ჩემია. ყველას სძინავს ხოლმე. ძირითადად. 
facebook-ზეც არანაირი სიახლე. აქაც სძინავთ. 

გავა დრო და ამას შეიძლება ისე მარტივად შევხედო, რომ მოვკვდე სიცილისგან, მაგრამ ახლა, სანამ დრო გასულა, ნერვები მეშლება. ვღიზიანდები. 

სამაგიეროდ forever-ს მოვნატრებივარ. მოვალ ხო, მოვალ. რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, გამიხარდა რაღაცნაირად…

მარტო ყოფნა მინდა. 

თავისუფლება მინდა. 

ცხოვრება მინდა…

და არა – არსებობა. 

დილის 9-ის 30 წუთი. წავედი დავწვები. 

თქვენ ეს…
Freedom And Its Owner :)მიყვარს ეს სიმღერა