დრაფთებში ტირილიანი პოსტი მიდევს…
როგორ მოიპარა გრინჩმა ახალი წელი…
კიარადა…
როგორ ჩამიშხამეს ოჯახის წევრებმა დაბადების დღე…
მაგრამ სანამ პოსტი ისევ დრაფთებშია და სანამ არ გამჩენია ძალიან დიდი სურვილი მისი გამოქვეყნებისა…
დავწერ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს კარგი…ვინაიდან და რადგანაც დღეს…
კიარადა გუშინ…
კიარადა ანუ 6-ში ჩემი გაოცდასამება მოხდა, რაღაცით განსხვავებული მაინც იქნებოდა დანარჩენი ordinary დღეებისგან…
ნათლიამ არ მომილოცა…
ნუ ჩემი და ნათლიის ურთიერთობას მერე აღვწერ…
ახლა არა. კიარადა ეს არ არის ახლა მთავარი.
სრულიად სპონტანურად ჩემთან მოვიდა ჩემი კურსელი, რომელთანაც საკმაოდ ახლოს ვარ მთელი 4 წლის განმავლობაში.
აა, არა, 1-ლ კურსზე რატომღაც არ ვიყავი ახლოს.
აა, გაგონილიც გეყოლებათ, არაერთხელ მიხსენებია აქ.
ბარაშკა…
აი ის ყვითელი საყვარელი ჩაის ჭიქა რომ მაჩუქა…
ხოდა დღეს ბარაშკუნა იყო ჩემთან მოსული.
არათითდამშვენებული…
მოკლედ ნიშნობა ჰქონდა უკვე…
მე კარი გავხსენი თუ არა, ეგრევე თითი მანახა.
მაგრამ ეგ არის მთავარი.
მთავარი ისაა, რომ აპრილში, როდესაც მარხვა დამთავდება, ჯვარს იწერს.
კიარადა ეგეც არ არის მთავარი.
მე ვიქნები მეჯვარე…
პირველად ცხოვრებაში მე ვიქნები მეჯვარე…და მისი პირველი შვილის ნათლია…
პატარა ბარაშკუნას ნათლია…აუ დადებილებული ვარ…
ოღონდ მართლა…
სიხარულისგან ცრემლები არაერთხელ წამომივიდა დღეს…
მერე დავიწყე ოთახში ბოლთის ცემა…
მერე დავჯექი, მერე ისევ…
აი ენით აუწერელი გრძნობაა…
მერე დავჯექი და სიხარულისგან ვიტირე…
დედაჩემს რომ ვუთხარი, ბავშვის ნათლიაც მე უნდა ვიყომეთქი, ეს ასეც ხდება, თუ მეჯვარე ნორმალურიაო.
ხოდა სანამ თეონა ნორმალურად მიმიჩნევს და სანამ ითვალისწინებს ჩემს არანორმალურ და გიჟურ სიყვარულს ბავშვების მიმართ, ბავშვსაც მე ვნათლავ.
აუ, ძალიან მაგარია.
უმაგრესი საჩუქარია დაბადების დღეზე…
ულამაზესი ვერცხლის საყურეები მაჩუქა, მარგალიტის თვლით. სურათი არ გადამიღია, მერე დავდებ თუ არ დამეზარა. იცის, რომ ვერცხლზე ვგიჟდები. ვაიმე!!!!!!
მერე ჩემი ბიძაშვილი მოვიდა მეუღლესთან ერთად.
ნამცხვრებითა და ვერცხლის ბეჭდით.
ესეც ძალიან ლამაზი.
დამლოცეს, ნუ ჩემმა ბიძაშვილმა ტრადიციულად გათხოვება მისურვა, რაზეც ტრადიციულად ზიზღიანი თვალები მივაპყარი.
მანამდე დეიდაშვილსაც გაახსენდა, რომ დაბადების დღე მქონდა, რომ უნდა მოელოცა და სახლში ამოვიდა. ხშირად მგონია, რომ თავისი კლასელები და მეგობრები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მე. ამაზე ხშირად ნერვები მეშლება და მზად ვარ პირში მივახალო ყველაფერი, მაგრამ მერე დიდე მახსენდება და ვჩუმდები. არადა რა კოშმარია პირდაპირი და მოუთმენელი ადამიანისთვის გაჩუმება… ღმერთო, მიშველე!!! მაგალითად მაშინ გამოვშტერდი, როდესაც თავის მეგობარს გაჰყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა face control-ი ვერ გაიარა “გურუ”-ში და უნდა წასულიყო. და მარტო დამტოვა კლუბში. ნუ მე არ დავკარგულვარ, შემთხვევით ყოფილი თანამშრომლები ვნახე, მაგრამ… არ მიყვარს რა უყურადღებო ადამიანი. აი ძალიან არ მიყვარს. თან მითუმეტეს, მე რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვიჩენ და ის მაინც ასე. მაგრამ ნუ მოკლედ რა. მოვრჩი. უბრალოდ მე რომ ვიჩენ ყურადღებასა და სიყვარულს ვიღაცის მიმართ, მისგანაც იგივეს ვითხოვ. და საერთოდაც, თვითონ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ…
ფული მაჩუქა ყულაბისთვის, ნახევარი რათქმაუნდა დავუბრუნე და ცხოვრება გავაგრძელეთ.
მეორე ბიძაშვილმა და მისმა მეუღლემ დამირეკეს. მომილოცეს. მუშაობა დაუწყია ორივეს. ძალიან გამიხარდა.
კიდევ ბლოგერი როდრიგო სანტორო გამოჯანმრთელდა. არ ვიცნობ და არაფერი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. მაინც ერთი დიდი ოჯახი ვართ აქ.
დღესაც ჩემი დღეა…
ჩემი სიმღერა უნდა დავდო…
ბედნიერი ვარ და იმიტომ…
ვაიმე, მეჯვარე და ნათლია ვხდები….
ვერცხლის ახალი ბეჭედი და საყურეც მაქვს…
ყულაბასაც ამაზონიდან გამოვიწერ ალბათ.
ხვალ “გურუ”-ში წავალ მთელი ღამით. ძალიან მაგარია!!!
http://s3.amazonaws.com/stlth/static/production/swf/audio_controller.swf