After All

ძალიან ახლო მეგობარი მყავდა, სახელად ანი. რაღა ახლო, დაქალი იყო. ვმეგობრობდით არც კი ვიცი როგორი დოზით. ერთმანეთი რომ გავიცანით, 13 წლისები ვიყავით. ფაქტიურად სულ მასთან სახლში ვიყავი. ვიცნობდი დედამისს, მამამისს, დას, შეყვარებულს, წინა შეყვარებულის შესახებაც ვიცოდი გადმოცემით. სურათიც მაქვს ანისთან გადაღებული, რომლის მიხედვით მის ლოგინზე ვგორაობთ. დაბადების დღეებზე მისვლები და ა.შ. მერე ნელნელა გავიზარდეთ კიდევაც. გავხდით 16-17 წლისები. ანი გათხოვდა და ამ გათხოვების შემდეგაც ვმეგობრობდი მასთან. რომელიღაც მომენტში (არ ვიცი ოღონდ, რომელში) ჩვენ შორის რაღაც მოხდა. არა, არც გვიჩხუბია, არც გვიკამათია, არც გული გვიტკენია ერთმანეთისთვის. მან უბრალოდ მეგობრობის თოკი გადაჭრა.

მთელი ეს წლები (10 წელზე მეტი გავიდა) სულ მღრღნიდა ეჭვი. არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა ამ ყველაფერზე. მთელი ეს წლები გაურკვევლობაში ვიყავი მასთან მიმართებაში. ვერ გავიგე, ასე რატომ მოიქცა. პასუხებს საკუთარ თავში ვეძებდი. მახსოვს შვილის შეძენის შემდეგ დავურეკე კიდევაც და მის დას ვესაუბრე, როგორ ხართ, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ანისგან არანაირი გამოხმაურება.

ხოდა რაზე გამახსენდა ახლა ეს სა-“ნაფტალინ”-ო ამბავი.
გუშინ ვნახე დედამისთან ერთად ბანკში, რიგში მივედი, გამოვეცნაურე, მოვიკითხე, ტრადიციული “სად ხარ, რას შვრები”-ებით. შემდეგ მისი რიგიც მოვიდა, გაარკვია თავისი საქმე და “აბა შენ იცი, მამა და და მომიკითხე”-თი დავემშვიდობე. ქმარი გადამავიწყდა ამასობაში, თუმცა მოკითხვისას ვკითხე, როგორ არის-მეთქი.

ამ შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი გრძნობა არ მაქვს ამ ადამიანის მიმართ. საერთოდ არანაირი. და ნეტავ, უფრო ადრე მენახა იმისათვის, რომ უფრო ადრე მომსვლოდა მის მიმართ ეს არაფრობის გრძნობა. indifference სხვანაირად რომ ვთქვა. ახლა ვარ ბევრად თავისუფალი იმ რაღაც შებოჭილობისგან, რომელიც მთელი ეს 11-12 წელი მღრღნიდა.

პოსტი დიდი არაფერი, მაგრამ ემოცია – კი. ასე მგონია, ლოდი მომშორდა კისრიდან.

და ყველაზე კარგი ის არის, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მე ინტერნეტ სივრცეში გავითქვიფე, სადაც ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ვიპოვე და შესაბამისად, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. და მართალია, ვირტუალურ სივრცეში გაცნობილი ადამიანებიდან მე ჯერ არავისთან დავრჩენილვარ, ერთ ლოგინზე წამოგორებულებს არ გვიჭორავია დილის რომელიღაც საათამდე და არც მათი ოჯახების წევრებს ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ ისინი ბევრად უფრო რეალური მეგობრები არიან, ვიდრე რეალურ სამყაროში გაცნობილი ანი.

ესეთ თემატური სიმღერა

a long time ago we used to be friends
But I haven’t thought of you lately at all 🙂

All these young dudes

http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F7666001&show_comments=true&auto_play=false&color=ff8200   all these young dudes by k84u
“Perry Blake ისევ ყველა ამ ახალგაზრდა ტიპზე მღერის. ისევ ღამეა. ისევ ვერ დავითვალე ვარსკვლავები და ისევ ვერ ავარჩიე და ვერ ვიპოვე ის ერთადერთი წიგნი, რომელიც უსაზღვროდ მეყვარება და უსაზღვროდ ჩემი იქნება. მე სულ რაღაც 3-იოდე წამის წინ დავაფიქსირე, რომ ერთი სიმღერა მხოლოდ ამ აბზაცისხელა მონოლოგის დასაწერად არის საკმარისი. Sehr schade არადა! თუმცა Perry Blake-მა სათქმელი მაინც იმღერა და მეც გავიგე.
ეს ნაწერი რაზეა არვიცი. ამიტომაც იყოს indie, ისევე როგორც ეს სიმღერა.
დგება პერიოდები, როდესაც ადამიანები უცხოები ხდებიან და მეზიზღებიან. შემდეგ ყველაფერი მეზარება მათთან დაკავშირებული. კიდევ ისიც არის, რომ დაღლილობა სურვილებსა და მოტივაციებზე ბევრად ძლიერია. არადა რისგან ვარ დაღლილი, ვერაფრით გამიგია. რამდენიმე წელია უკვე, რაც დაფიქსირებული მაქვს, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ადამიანიც ისეთივე საზიზღარი არსებაა, როგორიც – ზედმეტად პესიმისტიც. ზოგჯერ მეფიქრება, რომ მათ არ იციან სიტყვა “პრობლემა”, “გასაჭირი”, “ნერვიულობა”, “დარდი”. არა კი შეიძლება ფრაზის “დღეს დედაჩემმა საყვარელი საყურე დაკარგა” შემდეგ აუცილებლად “არაუშავს, თქვენი ჭირიც წაუღია, ყველაფერი კარგად იქნება” მომესმინა, რადგან დედაჩემმა საყურე ვეღარ ვიპოვეთ და ქუჩაში დავარდნილ საყურეს ვინმე გამვლელი გაიყოლებდა. მაგრამ მაინც. არცთუ სასიამოვნო იყო დედაჩემის დანაღვლიანებული სახის ყურება. თუმცა ცხოვრება გაგრძელდა და ოპტიმისტმაც ხომ სწორედ ეგ მითხრა?!
ირინას იდაყვი ისევ მაგიდაზე დევს, ყურით კი – ხელისგულს ეყრდნობა, მომჩერებია. რამდენჯერაც თავს ზევით ვწევ და წერას ვწყვეტ, იმდენჯერ თვალებს აფართოებს და თითქოს მანიშნებს, აქ ვარ და აბა რა უნდა თქვაო. ირაკლი ფანჯარასთან დგას, მეუღლისგან განსხვავებით და ფარდის ბოლოდან მისი დასაწყისისკენ ბოლთას სცემს. უაზროდ, მაგრამ თავისთვის.
ამინდებს ცალკე დაბნეულობა მოაქვს. ვერ გავიგე რა ჩავიცვა. სამაგიეროდ ჩემმა ჩანთამ უკვე ზუსტად იცის, რითი დავამძიმებ მას მზიან ამინდში: ქუდი, კაშნე, ჟაკეტი, ხელთათმანი და ქოლგა. ამიტომაც უყვარს მას წვიმიანი ამინდი, რადგან ამ დროს მე მაცვია და მიკეთია, ის კი – მსუბუქია.
ყველაზე ცუდი გრძნობა სიძულვილის შემდეგ არის მობეზრება. და მე მართლა მთელი გულით მეზიზღება მობეზრებები. მაგრამ მგონი ბუნებრივი პროცესია. მობეზრების შემდეგ კი მგონი შეჩვევა მოდის. თვით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი ბასა ჯანიკაშვილიც კი ამას ამბობს ქართული ძვირადღირებული ჟურნალი “სითი”-ს ფურცლებზე ოდნავ სხვანაირად: “ისეთი მამაკაცი, რომელსაც ადვილად მოატყუებ, სწრაფად გბეზრდება.” ეს ისე, სიტყვა “მობეზრება”-ზე გამახსენდა, თორემ კონტექსტიდან რომ ამოვარდნილია და ბასას სასაუბრო თემაც სხვა იყო, მეც კი ვხედავ. უბრალოდ როდესაც რამე ან ვინმე მობეზრებული მყავს და მაქვს, მერე უკვე ფეხებზე მკიდია და წინ მივდივარ.
წავალ დავიძინებ დილის 6 საათზე, თუმცა მანამდე სიზმრის ჩაფიქრება მინდა და დამაცადოს ჩემმა კალამმა, თუ შეიძლებოდეს.
ის არამომაბეზრებელი და არამოსაბეზრებელი ადამიანები მინდა დამესიზმრონ დღეს, რომლებიც არც კი ვიცი ზუსტად, რომლები არიან. მაგრამ არიან იმედია. უბრალოდ მე მხოლოდ მომაბეზრებელ-მოსაბეზრებელ-მობეზრებული ხალხი მახსენდება.

უი ხო, სულ დამავიწყდა: ირინა და ირაკლი ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟებია. მაგრამ მგონი ეს სიახლე არ არის ჩემი ბლოგის მკითხველისთვის.”

2010 წლის რომელიღაც სექტემბერი
დილის 6 საათს აკლია 3-4 წუთი ალბათ.
ადგილ-მდებარეობა: ჩემი ბანძი, ყავისფერი ბლოკნოტი
(off: მოლესკინი მინდა :წუწუნი:  )

ისევ პირველი ლექცია

ოღონდ ამჯერად უკვე მეორე კურსის. რა უნდა ვთქვა, ოთხი დღე გვაქვს სწავლა და ოთხივე ისევ საღამოს.
საბანკო მარკეტინგი, გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივი მეთოდები ( ), ფინანსური და საბანკო რისკების მართვა და ბიზნეს-ლოჯისტიკა. სულ 4 საგანი და 4 ნაცნობი ლექტორი. ნათია ხუმრობს, თავი მეორე კურსზე მგონიაო.

სააკაძეზე ჩემი ყოფილი მეუღლე შემომხვდა. რა ცოტა გინდა ადამიანს სიხარულისთვის. ისე გამიხარდა. ხვალ ცოტათი ადრე გავალ სახლიდან და კიდევ ვნახავ.

ლექცია N 1. საბანკო მარკეტინგი. ლექტორი რათქმაუნდა ნაცნობი, საყვარელი და რაც ყველაზე მთავარია – საინტერესო. მოგვიკითხა, როგორ ხართო; როგორი მოწადინებული მაგისტრები ხართ, ლექციას რომ არ აცდენთო (ღმერთო ჩემო, შარავანდედი შემომადგით ვინმემ ); ალბათ ყველანი მუშაობთ და სათითაოდ ყველას ჩამოგვიარა და გვკითხა სად ვმუშაობდით.
ფილმი “იმერული ესკიზები” გახსოვთ??? “აბა ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს???” ხო როგორი თითიდან გამოწოვილი შეკითხვაა არა??? მე ზუსტად ის ვიყავი დღეს, ვინც მთელი აუდიტორიის მასშტაბით “ჩინჩლავს” გამოაცხადა. “მე გამომიშვეს” – და მთელი ჯგუფის კისკისი კარგი აკომპანიმენტი იყო, ვერაფერს ვიტყვი . იდეალურად მოხერხდა (თუ მოახერხეს), რომ ჩემს მაზოლზე წიხლი დაეჭირათ. მაგრამ მე იხტიბარი არ გავიტეხე და სიცილში მხარი ავუბი. (ღმერთო ჩემო, რა მაცინებს?!) რას ვიკლავდი მთელი ამდენი წელი სწავლით თავს, რას ვღებულობდი პრეზიდენტის ან თუნდაც ჩვეულებრივ სტიპენდიებს, რომ მერე “მე გამომიშვეს” მეთქვა??? ნუ მოკლედ, აქილევსი ვარ და ქუსლი მტკივა. ნათიას მივწერე “ჩემზე წყალწაღებული არავინ ზის აქ”-მეთქი.

ჯგუფელები ისევ იგივე. ისევ ტვინს ბურღავენ ზოგიერთები, ისევ მარიაჟობენ ზოგიერთები, ისევ “შკოლნიკობენ” ზოგიერთები და ისევ ვაგრესიულ-ვუხეშობთ მე და ნათია. ნათია  ისე შეჰყვა კერესასთან ჩხუბს, რომ ბოთეს ერთი ხელი ერთ ყურზე მივადე, მეორე – მეორეზე და თავი შემოვუტრიალე. ხო, კერესელიძის ფენომენი გეციდონებათ ამ პოსტიდან.

მაგრამ შაკომ საერთოდ აღფრთოვანებას გადამცა. მისული არ ვიყავი, “გამარჯობა” უნდა მეთქვა და რომელიღაცას უთხრა “აუ ქეთიმ იმენა დამაჯვა facebook-ის კომენტარში”-ო. ჩემს გონებაში გავიფიქრე “wtf???” და გონებაშივე ასეთი სახე მივიღე: არა იცი, ნუ ჩვენ (ანუ ზოგადად ერი) ხომ დასავლეთისკენ (ანუ თავისუფალი სიტყვი გამოხატვისკენ) მივილტვით და რამე (მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც ), მაგრამ სიტყვა “დაჯმა” რომ არ თქვას ხალხში, ისე ვერ გამოხატავს ნეტავ ადამიანი სათქმელს. მგონი კულტურის ქონაც საჭიროა, მაგრამ როგორც ლათინელებმა ბრძანეს adsinus ad Liram (“ვირი ლირის შესახებ”) ანუ ქართულად რომ ვთქვა – “ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია?!” ასე, რომ გავატარე. შემთხვევას რაც შეეხება, ერთ ჩვენს ჯგუფელს ესიყვარულებოდა, ხომ იცი როგორ მიყვარხარო და all that trash. რომ ვეღარ მოვითმინე, კომენტარში ვუთხარი, აფერისტობასა და ანგარებაში გენიოსი ხარმეთქი. არადა მართლა არ მესმის რა საჭიროა ჯგუფელს ესიყვარულებოდე და “შენ ხომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ მთელს ჯგუფში” უთხრა, როდესაც მისგან უბრალოდ ლექციების ცხრილი გინდა. რა საჭიროა ეს ფსევდო ფამილარული და აფერისტულ-მლიქვნელური ქცევები???

ნუ მოკლედ. ხო, კერესელიძე ისევ ნათიას ეომება, ხან ეპირფერება (არ იღლება მაინც??? ) ვიღაც ისევ იგვიანებს ლექციებზე, ვიღაც ისევე გარბის აუდიტორიიდან მობილურის დარეკვის შემდეგ (ლექტორისთვის ბოდიში მოხდის გარეშე) და ა. შ.

უფულობას რა ვუთხარი, თორემ ძალიან მინდა კარგ უნივერსიტეტში სწავლა და თან რამდენი რაღაცის. ისევ გავივლიდი ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და თუნდაც დოქტურანტურას, რატომაც არა. არაუშავს, კურსებს მაინც ავიღებ რამეში. მაგალითად ფინანსებში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებასა და ასე შემდეგ ეკონომიკურ საგნებში, გარდა ბუღალტერიისა, რომელიც მეზიზღება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის
online-სტატია დაწერილია უშუალოდ მაგისტრატურის მე-2 ანუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ.
თქვენ კი არ გადართოთ, რეკლამა მალე დამთავრდება.
Stay Tuned.

რაღაცას შევიცვლი – უკეთესად გავხდები

ამ ფენომენზე მეცინება.
არა მართლა.
სტატუსები, როგორებიცაა…
“აუუუ რაღაც ცუდად ვარ, ხოდა რა გავაკეთო, რა შევიცვალო?”
“აუ წავალ ახლა მე თმებს შევიჭრი/შევიღებავ/გადავიხოტრავ/სისხლში ამოვისვრი და გავხალისდები”
“აუ რაღაც დეპრესია მაქვს ახლა საშინელი და სვირინგი ხომ არ გავიკეთო ან პირსინგი?”
მერე მთელი სამეგობრო კომენტარებში:
“აუუუ, არა რა”
“მიდიიიიიიიიიიიი”
“ვინც არა”
“ეეე, მართლაააა??????????????”
აღსანიშნავია ხმოვნებისა თუ სასვენი ნიშნების სიუხვე. ეგ ხომ ცალკე ფენომენია.

და მერე ხალხი, რომელიც მართლა იცვლის გარეგნობაში რაიმეს.
მერე რათქმაუნდა ეგრევე ატვირთული სურათები, ქვეტექსტით:
“აი თმები შევიჭერი.”
აი ჩემი ახალი სვირინგი, ხომ ძალიან საყვარელია????”
“ესეც ჩემი გახვრეტილი ენა/ტუჩი”
და სხვა მსგავსი მარაზმები.
და მერე მილიონი კომენტარი, შინაარსის:
“აუუუ დავეციიიიიიიიიიიი თაკუუუუუუუუუუშ, რა მაგრობააააა”
“აუ ღადაობბბ???”
“ვაიმეეეეეეეეეეეეე რა ძნ ძნ ძნ ძნ ძნ ძერზკიააა”

მართლა მეცინება. რატომ ჰგონია ადამიანს, რომ სვირინგის/პირსინგის/ახალი ვარცხნილობის შემდეგ მისი ცხოვრება იქნება მრავალფეროვანი, საინტერესო, თვითონ კი ორიგინალურ ადამიანად ჩაითვლება…
მრავალფეროვნება/ორიგინალურობა/საინტერესოობა (ინგლისურად უკეთესად ჟღერს being interesting) ხომ ადამიანის ხასიათშია, მის ქცევაში და არა მის გარეგნობაში.

მეც ძალიან მომეწონა ნატალი პორტმანი მოკლე ლურჯ თმებში “Closer”-ში, მაგრამ ეს ხომ სულ სხვა რამეა.

მე რომ სვირინგის გაკეთება დავაპირე 2008 წელს, მიშელსაც უნდოდა. მე მაშინ 21 წლის ვიყავი, მიშელი – 19. ერთი ვთქვი ვაპირებ ჩემი ზოდიაქოს დახატვას და პრეზიდენტის სტიპენდიას ველოდებიმეთქი, რომ ეგრევე ამანაც აუ მეც მინდაო. მაშინათვე გამეცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. თან ვიცოდი, რომ ორმაგად გადამატეხდნენ ჯოხებს თავ-ყბაზე. ჯერ იმიტომ, რომ მე გავკეთებდი და მერე იმიტომ, რომ “ბავშვს შევაცდენდი”. ანუ გამარჯობა ქეთუნა! ნათესაობა ორმაგად გამთელავდა. მე რათქმაუნდა ჩავატარე აგიტაციები მიშელთან, რომ იცი იმიტომ კი არ უნდა გაიკეთო, რომ გახალისდე. არამედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გქონდეს და კარგ ხასიათზეც რომ იქნები, მაშინაც გინდოდეს მისი ტარება, ყურება. მაშინაც მთელი არსებით გიყვარდეს საკუთარი სხეული და ასე შემდეგები. მოკლედ უფროსი დის  როლი შევასრულე.
მოხდა ისე, რომ როდესაც მიშელი თბილისში არ იყო, მაშინ გავიკეთე, თუმცა ეს განზრახ არ მიქნია, უბრალოდ დაემთხვა ჩემი სტიპენდიის ჩარიცხვა მაისის ბოლოს. ხოდა 2008 წლის ივნისში რაც გავაკეთე მაგ სტიპენდიით: სვირინგი გავიკეთე და ბევრი წიგნი შევიძინე წიგნის ფესტივალზე.
მანამდე ლიზარდასთან კონსულტაციები რომ ვისთან, როგორ, რანაირად, რა ვითარებაში და როგორ გავიკეთო. მაშინ ლიზკას ახალი გაკეთებული ჰქონდა და მეც აღარ დავაყოვნე.
არც ცხელ გულზე გამიკეთებია,
არც გაბრაზებულს,
არც დეპრესიაში მყოფს (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ბლოგის მკითხველისთვის 😀 )
პირიქით – ზუსტად მქონდა გაცნობიერებული რას ვაკეთებდი. თავისი პლუსებითა და მინუსებით და მთელი ეს 2 წელი და 2 თვე, რაც მე სვირინგს ვატარებ, არც ერთხელ არ მქონია მობეზრების მომენტი. საკუთარ თავს სარკეში დლით რომ ვუყურებ, მსიამოვნებს.
ნუ მაგის გამო მე რეები გადავიტანე და რეები ვისმინე, ეს ცალკე თემაა. და ნუ პრინციპში ახლაც არაერთხელ მესმის გაკვრით. “შიდსი დაგემართება”, “მოკვდები” და რეები არ ვისმინე მთელი ამ ხნის მანძილზე. თან ბებიაჩემს, რომელიც ამხელაა და ძველი დროისა თუ ადათ-წესების წარმომადგენელი და ა. შ. , არაფერი უთქვამს. არ იცოდა ამდენი ხანი და წელს ჩემმა დამ თვალში მაზოლად ამოუყვანა – დიდე, აი ნახე ქეთუნას თევზი ახატია სამუდამოო. მერე რა, დაანებეთ ამ ბავშვს თავიო. თან მე ამდენი ხანი ვცდილობდი არ მენახებინა იმიტომ,რომ მის ასაკში ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და არ მინდა ასეთი რაღაცის გამო ენერვიულა. ახლა კი ვფიქრობ: რომ მცოდნოდა ასე მშვიდად გადაიტანდა, ხომ ვეტყოდი ან შარშან, ან შარშანწინ. შარშან კი ვიყავი ზუგდიდში, მაგრამ უი რამხელა კოღოს ნაკბენი გაქვსო :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) მეც იხტიბარი არ გავიტეხე. სამაგიეროდ ჩემი და ისევ იკბინება მაგ საკითხის-და გამო, მაგრამ მე უჟმურ სახეს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ. ვინაა ახლა “პრადვინუტი”, თავად განსაჯეთ.
სამაგიეროდ მიშელს არ გაუკეთებია. ვერ გაუძლებდა წინააღმდეგობას და იმიტომ. და პლუს – ძალიან მალე მობეზრდებოდა. ისევე, როგორც მობეზრდა თუნდაც System Of A Dawn, Linkin’ Park  და ა. შ. მე ფლეილისთში spice girls და bryan adams ისევ მიგდია. Linkin’ Park Limp Bizkit-იც. უბრალოდ იმ რაოდენობით არა, როგორითაც მაშინ, როდესაც სვითიმ და ჩორვენმა მაჩუქეს 2004 თუ 2005 წელს.
ეგ არაფერი, მუსიკაც გბეზრდება ადამიანს და მომღერალიც. გამორთავ, სხვას ჩართავ.მორჩა. მაგრამ სვირინგი ხომ სამუდამოა.

ნუ კი, სამუდამო მხოლოდ საათის ისართა სვლაა, გაიკეთებ ბოლო-ბოლო კაცი პლასტიკურ ოპერაციას და გააყოლებ ოდესღაც ოსტატურად შესრულებულ ნახატს.
მაგრამ…
შეჭრილ თმასაც ეშველება და გადაპარსულ თავსაც კიდევ უფრო მარტივად.
მაგრამ…
არა ნახევარ საათში. არადა დეპრესია და ცუდად ყოფნა შეიძლება  ნახევარ საათში აღარც კი გახსოვდეს. მერე კი წუწუნი, ხელახალი გაღიზიანება: ეს რატომ გავიკეთე და ა. შ.

აქედან მორალი: ცხელ გულზე არაფერი არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. დამშვიდდი, დაწყნარდი და მერე რაც გინდა ის ჰქენი.
მორალის მასწავლებელი არ ვარ, ეგღა მაკლია სხვას ჭკუა ვარიგო. ან როგორ უნდა ვარიგო ის, რაც საჩემოდ არ მაქვს და არ მყოფნის?! უბრალოდ ეგრეა ეგ. და ამას ვამბობ (თუ ვწერ) მე – ადამიანი, რომელიც ძალიან, ძალიან ემოციურია!!!

ცხვირი წავიტეხე. ნუ დიდად არა, მაგრამ მაინც.
საკუთარ გვარს აღარ მაწერინებს ფბ.
ესსც ჩემი მორალი ჩემთვის. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, ყოფილიყო.

ლექცია

ჩანაწერებს ვაკეთებ არა მხოლოდ ბლოგში, არამედ ბლოკნოტში. ეს კი იმიტომ, რომ წერა ყველგან მინდება:სამსახურში, მეტროში, ლექციაში, ავტობუსში, ყველგან. 

მაშ ასე: 
განვიხილავ ჩემთვისა და ნათიასთვის “სასიამოვნო” შემთხვევას. 
ახალი სემესტრიდან ანუ სადღაც დაახლოებით თებერვლიდან დაგვინიშნეს ახალი ლექტორი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. დაგვიწყო მე ვარ ესა და ეს. უნდა შეგასწავლოთ ბიზნეს-ურთიერთობები. 
საგნის სახელწოდებაა ბიზნესის ხელოვნება. (ასეა ხო ბოთე???)
პარალელურად მე რათქმაუნდა ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და წავიდა ორი საზიზღარი მაგისტრანტ-ბლოგერის ჩანაწერები. 

მე – რა შუაშია ამის დისერტაციები ჩვენთან??? ამასაც ლაზვიაშვილი ეტაკა??? (ლაზვიაშვილი წინა სემესტრში გვყავდა, რომელიც საკუთარი ქება-დიდებას, სერტიფიკატების ურიცხვ რაოდენობასა და საკუთარ უსაზღვრო ნიჭზე მრავალჯერადად გვაუწყებდა. 6 მარტს ჰქონია დაბადების დღე და ისე გაუხარდა 5 მარტს, ჩაათვლაზე რომ ვუთხარი, ხვალ დაბადების დღე მაქვსმეთქი, რომ ლამის ცას ეწია.)
ნათია – “მე თქვენთან რუსეთიდან ჩამოსული თვითმფრინავი ვარ(P.S. დეპორტირებული)”
მე – სალომესთვის სავიზიტო ბარათი მიუცია და არიქა!!! გავამრავლოთ xerox 😀 მაგრამ რუსული მობილურის ტელეფონის ნომერი რომ წერია, ეს ალბათ ვეღარ გათვალა. 😀
ამასობაში ლექტორმა მოისურვა გაეგო რა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორ მამაკაცს/ქალს ამოვირჩევდით და რა კრიტერიუმები იყო ჩვენთვის მთავარი. 
ნათია – საუბრები ოჯახზე, სექსზე და ჯანმრთელ ბავშვზე.
მე – სექსი ზემოდან თუ ქვემოდან???
ნათია – ტკბილად იძინე. 


ეს იყო ამ ადამიანთან პირველი ლექცია. მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებისა, მართლა სანტერესოდ მიჰყავდა დისკუსია, ასე რომ მე სულაც არ მეზარებოდა საღამოს 8 სააათზე 7-8 სართულის ფეხით ავლა. მართალია მთელი რვა სართული ჟუჟუნას და სტუ-ს ერთად ვლანძღავ იმის გამო, რომ პირველი 7 საათამდე მუშაობს ლიფტში, მეორეს ადმინისტრაცია კი – ჟუჟუნას ანდობს ხოლმე 6 ლიფტის გასაღებს და შესაბამისად 6-ვე დაკეტილ-ჩარაზულია, მაგრამ ამ საგანზე დასწრება მაინც საინტერესოა. 

რამდენიმე კვირის წინ შევდივართ ისევ ლექციაზე და ზემოთ ხსენებული ლექტორის მაგივრად გვხვდება სრულიად სხვა პერსონა. ჩვენი ლექტორი კი რაღაც ბიზნეს-შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ლექციის დროს. 
ჯერ ორი ბოთე დებილებივით შევედით აუდიტორიაში, სადაც ჩვენი ყურდაფჩენილი ჯგუფელები ერთფეროვანი სახის გამომეტყველებით ისხდნენ. 


****
ჩემი ჯგუფი…
ეს რაღაც ენით აღუწერელია. 
ეს უნდა ნახო. 
არის ერთი კერესელიძე, რომელიც ენას არასოდეს აჩერებს იმ მოტივით, რომ “მოდი ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი, მთავარია, რომ ჭკვიანი გამოვჩნდები.” მის მენტალურ ნაკლს ისიც ემატება, რომ არის რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სიმპატიური და მსუქანი და მაგრად რომ ვთქვა, … . მაგრამ გარეგნობა მართლაც არ არის პირველ-ხარისხოვანი და ყურადღება მისაქცევი, რომ იქცეოდეს ნორმალური შეგნებული ადამიანივით, როგორც მაგალითად ამას მეორე მსუქანი ადამიანი აკეთებს. 
არის მარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მთელი თავისი სასწავლო ცხოვრების განმავლობაში სულ პირველ მერხზე იჯდა და 4-იანი არასოდეს მიუღია. ენის არ-გამჩერებელი და კლინიკური შოკი ჩვენი ჯგუფისა. 
თუმცა მისნაირი არაერთია. ძირითადად ქაქანები და ძირითადად ტვინის ბურღები. 
გვყავს შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს მგონი 1 მმ-ის რადიუსით არ შორდება და ვერ ხვდებიან, რომ ლექციის მსვლელობისას ერთმანეთის ლოღვნა არც თუ ისე ლამაზი, ეთიკური და კულტურული ჟესტია. 
გვყავს ჩემი მოგვარე, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ მისი გვარი იმ შემთხვევაში მაღიზიანებს, როდესაც სიას ან ნიშნებს აცხადებენ გვარის მიხედვით. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება. 
არის ერთი ირაკლი, რომელზეც ადრე დავწერე კიდეც. მისი გვარი კი ისეთია,რომ სულ “გადადექი”-ს ვეძახით.

მას ფარულად თუ ხილულად ეფლირტავება თეონა. თეონა “სწერვა”-თაგან ერთ-ერთია. სულ სამნი ვართ. თეონა სულ იმის დემონტრირებაშია, რომ ძალიან ენამახვილია, რეალურად კი მისი იუმორი ზოგჯერ დამღლელია. ერთხელ გაჩერებაზე ირაკლის ნათიასა და მის დასანახად მხარზე თავი ჩამოვადე და ”ქალური ამბები” დავიწყე, რისთვისაც თეონასგან დაბოღმილი თვალები, ბოთესგან კი – სიცილ-კისკისი მივიღე. მე კი, როგორც დამპალმა და საზიზღარმა არსებამ, თეონას ცივი მზერა ვესროლე და “ვჭორაობთ”მეთქი მივუგე.მაგრამ ჩემს თვალებში იკითხებოდა:” რა გინდა??? მიხედე რა შენს საქმეს, მინდა და ვეხუტები!!!” სად იყო თეონა ბაკალავრიატის 4 წლის მანძილზე??? თეონა მაშინ “ილიაუნი”-ში იყო, მე და იკას ერთად რომ გვიტარდებოდა ლექციები. ზოგჯერ მინდა, რომ ეს ხმამაღლა დავუყვირო, მაგრამ მეზარება. ბოთესთვის არაერთხელ მითქვამს არადა.
გვყავს სალომე, რომელმაც მგონი ისიც არ იცის, რომ მაგისტრატურაზე სწავლობს. არასოდეს არაფერი არ იცის. შეიძლება საგანი ჰქონდეს ნასწავლი, მაგრამ მე ამ ცოდნაზე არ მაქვს საუბარი. “გოგო არვიცი, აქ გვაქვს ლექცია???” და ა.შ. 

გვყავს ნინო, რომელიც იმ ყველის ვაჭარს მაგონებს, რომელიც სულ იცინის. ამაზეც ნერვები გვეშლება მე და ნათიას. ვერ გაგვიგია, როგორ შეიძლება ადამიანი სულ იცინოდეს მინიმუმ 28 და მაქსიმუმ 32 კბილით. თუ ცუდ ნიშანს იღებს, ჩვილივით გამეტებით ტირის და საჭიროებს მოფერებას, რომელიც ასე გაიჟღერებს: “აააალა ნინო, აააალ იტილო, აააალა ნინო, ალაა”. 
გვყავს ია, რომლის მაკიჟის რომელიმე ერთი კომპონენტით დაწყებული სამოსის რომელიმე ერთი კომპონენტით დასრულებული ყველაფერი სხვადასხვა ფერის აქვს. თუმცა სხვებთან შედარებით მას ვასმენინებ ხოლმე, როდესაც ჯგუფს რისხვას ვაყრი. 
კიდევ შალვა, რომლის ატანაც არ გვაქვს. ერთხელ იდიოტობები თქვა ნათიაზე და მე ეგრევე ყვირილი დავუწყე: “ნათიას პირში უთხარი, თუ მაგარი ხარმეთქი”. 
ის სწორედაც ის შალვაა, რომელმაც მე, თეონა და ნათია ჯგუფის ყველაზე “სწერვა” გოგოებად შეგვრაცხა მთელი აუდიტორიის გასაგონად. ნუ თეონა მოთამაშეა. ირაკლის ეთამაშება და ირაკლიზე თამაშობს, ასე რომ არ ვცნობ მის “სწერვობა”-ს. მე და ბოთე კი – მართლა საზიზღრები ვართ. ნათია მოხევეა, მე – მთიული. თუ ოდესმე ითამაშებს და ითვალთმაქცებს ან მოხევე და ან მთიული, მაშინ მთებს ბარში ჩამოვიტან. მაგრამ მერე რომ ვუკვირდები, პირდაპირები ვართ. თავს რომ ვერ ვიკავებთ, ხმამაღლა ვამბობთ. 
და ბოლოს ნათია – უბოთესი უბოთესთა შორის. მეზიზღება, მიყვარს, მერე ისევ ვერ ვიტან, მერე ისევ მენატრება. მერე ცემა მინდება, მერე ისევ ვუმესიჯებ, მერე საუბრისას თითებს მიტკაცუნებს. არადა მთელი 4 წელი ზედ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. მერე ჩემი ბლოგი წაიკითხა და კიდევ მერე მითხრა შენი ბლოგი რომ წავიკითხე, მივხვდი,რომ შენ ჩემნაირი ხარო. 
ჭორაობა??? ხო, რავიცი. ჩვენ ისე ვართ, რომ პირდაპირ ვეუბნებით ყველაფერს. აუდიტის ლექტორმა მეთორმეტეჯერ რომ დაიწყო იმის გამოცხადება, თუ როდის და რა სახით გვექნება გამოცდა, ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვიძახე: “აუ რა გჭირთ, რა ვერ გაიგეთმეთქი. მეასეჯერ უნდა თქვას მაინცდამაინც?”-მეთქი. აი ასეთი ფეთქებადი ვარ მე და ვერ მიტანს მთელი ჯგუფი, რადგან ეგრევე აგრესიაზე გადავდივარ. 
ჭორაობა ბლოგზე??? არა მგონია ეს ჭორაობა იყოს, ყველამ კარგად იცის ვიზე რას ვფიქრობ. ვინც არ იცის, ის არაა ისეთი ახლობელი, რომ იცოდეს. მოყვარეს – პირში, მტერს – პირს უკან. ნუ მტრები არ არიან, მაგრმა არც მოყვრები, ასე რომ… : )




***


ლექციას ატარებს ვიღაც 75 წლის მამაკაცი, რომელსაც ხმა ერთ წამში ეხრინწება, მეორეში – კი მოსდის, მაგრამ მერე ისევ ეხრინწება და ნუ მოკლედ.
ნათია – საწყალი:((( ვერ ხვდება,რომ უბერავს. 
მე – ვაიმე!!! ეს ვის დაკარგვია, ხომ არ იცი???
ნათია – “კომპუტერი”
მე – ამან რა იცის, რა არის კომპიუტერი.
ნათია – გონზე არაა ცხოვრების. 
მე – “ზატო” სათვალე უკეთია 15 ზომით დიდი.
ნათია – კომაში ვარ!!!
მე – ქარი უბერავს და ეს საწყალი ფურცლებს იჭერს. ირაკლის სახეს შეხედე  😀 😀 😀
ნათია – და მარი როგორ ყვება ბაზარში? :))))
მე – ეგ ოღონდ ალაპარაკე და მეტი რა უნდა. 
ნათია – “ბოდიშით”
მე – “ზატო” დიპლომები და დისერტაციები აქვს, იიიიშ!!
ნათია – გავარტყი ეგეთ ხარისხებს. 



ლექტორი:
პროგნოზირება და რისკი – გადაწყვეტილების მიღების უშეცდომო მნიშვნელობა (გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკაში)
პროგნოზირება – მეცნიერული და ალბათური მსჯელობა მომავლის შესახებ, მომავლის განჭვრეტა. 
გლობალიზაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაერთიანება. 
პროგნოზი – მომავლის განჭვრეტის შედეგი. 
მოდელი – უცნობის ნაცნობი ფორმით გამოხატვა. 
ალბათობა – რაიმე მოვლენის მოხდენის რიცხვითი შეფასება ( 0≤a≤1)






და ჩანაწერი ლექციაზე:
დიდი ხანია არ ვყოფილვარ ლექციებზე. აქედან გამომდინარე, მომენატრა… თუმცა ის, ვისი ლექციაც მინდოდა (აუდიტი), სადღაც წასულა, ხოდა ახლა მე-2 ლექციას ვესწრებით. 
ლექტორი ამ შემთხვევაშიც სხვაა, ის რატომღაც გვიცდენს და ახლა სხვა გვიტარებს. 
მე – ცრემლიანი ლოყებითა და თვალებით. 
ნათია – კარე შავი თმით ხითხითებს. 
ია – გარუჯული. 
შალვა, ირაკლი, თეონა – ენამოსწრებულები. 
“სისწრაფეც მაღალი აქვს კომპუტერს” – ეს არის დღის ფრაზა. 
რა უნდა, რას გვერჩის?! ან ვინაა???
რა განწყობაზე უნდა იყოს 12 სტუდენტი, როდესაც ლექტორს 10 ზომით დიდი ზომით დიდი სათვალე უკეთია და უჭირს წინადადების იმ ხმაზე წარმოთქმა,რომ ჩვენ გავიგოთ. აზრის ჩამოყალიბებაც სირთულესთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, დიპლომი და სერტიფიკატი ექნება მრავლად და დისერტაციები დაცული და წიგნები გამოშვებული და კიდევ რამე და კიდევ რამე. ასაკი – 75-ს ზემოთ. არადა მომავალზე, კომპიუტერზე, სიახლესა და გლობალიზაციაზე გვესაუბრება. ჩემი და ნათიას გამოთვლით მისი მომავალი ჩვენი, ჯერ კიდევ იდეაშიც რომ არ ვიყავით ის პერიოდია, ანუ სადღაც 40-50-60-იანები. საბჭოთა კავშირის მძვინვარება როდესაც სჭარბობდა “ქართსა შინა”.
პეპსის მაგივრად კოკა-კოლა შემომეყიდა და ვცდილობ იმით მაინც მოვიკლა წყურვილი. 
20:37 სრულდება უკვე. სახლში “წერტილუკა” მელოდება და მისი წერტილოვანი ცხვირი მენატრება. გარეთ ვიყურებითკიდევ კარგი, ფანჯარა ღიაა და თბილისი გარეთაა. 2 მერცხალი ცას ეთამაშება . ცა დღეს აგრესიული არ არის, თბილია და მოსიყვარულე. მერცხალი რა… ჩემთვის ცაში მფრინავი ყველა ჩიტი მერცხალია. თბილისი ფიქრობს, იღიმის, მოძრაობს, ტკბება ზაფხულის მეორე დღით. ანძას გავხედე. ფუნიკულიორი თავისი ჭრელი ფერებით მიბრუებს თვალებსა და გონებას, დამცინის: ” მე ასე ვცელქობ, შენ კი კიდევ 40 წუთი მანდ უნდა იჯდე.” “სკამზე ძლივს დაჯდა” – მიჩურჩულებს ნათია. ხმაც იხლიჩება. რაღაც ხუმრობას ამბობს და იცინის. შაკოც ფსევდო სიცილით უბამს მხარს, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ ხუმრობაზე კი არა, ლექტორზე გვეცინება ყველას. დიდი ძალისხმევით ვცდილობ ჩემი საქვეყნოდ ცნიბილი ისტერიული სიცილი შევიკავო, ნათია მირტყამს, გაჩერდი, ახლა არ დაიწყოო. იქით კერესელიძე რათქმაუნდა სიბრძეებს აფრქვევს. ეგ ხომ ჩვენი ჯგუფის კომაა. უცბად “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მახსენდება, ვიღაც რომ გახდება ცუდად და კლასის 97% რომ მიყვება. ეს რა შუაში იყო ახლა??? მაგრამ ლექციაა ასეთი. 
თბილისი უკვე გამოწვევაზე მიდის. მთლიანად დაბნელდა. ფუნიკულიორი ისევ მე მეპრანჭება და მეკეკლუცება. ღმერთო, რა სიმწარეა. ბოთემ მობილურით აღბეჭდა ლექციის მსვლელობა. ორივე სამსახურებიდან მოვდივართ და ორივეს გული გვაქვს შეღონებული, რომ ლექცია ასე მომადუნებელია. 

ნათიას კომენტარი: 
ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როგორც წესი, ოთხშაბათობით ტექნიკური უნივერსიტეტის ბოროტი ბიძები ანუ დაცვა 9 სთ-ზე ამოდის მე-7 სართულზე და გვიქრობს ხოლმე შუქს. ანუ ეს ბრძანებაა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ წესით და რიგით, ჩვენი ლექცია კი 9:30-ზე მთავრდება. 
არცერთ დღეს არ მინატრია იმ ფორმიანების ამოსვლა, მაგრამ დღეს ვინატრე…
ნეტავ შუქი ჩააქრონ..
ნეტავ…






კოლაჟები

***

არსებობენ ადამიანები, რომლების მიმართაც პირველად შექმნილი შთაბეჭდილება არასოდეს მეცვლება. მერე ვიწყებ ხოლმე გამუდმებით მათზე საუბარს. ყველგან და ნებისმიერ კომპანიაში. ვინც რა არ უნდა მითხრას ცუდი მასზე, მინიმუმ არ მაღელვებს და მაქსიმუმ ამ ადამიანს ვეუბნები, რომ “ის ჩემი ახლობელია, შენ მას საერთოდ არ იცნობ და თან, გარდა ამისა, მიდი და პირში უთხარი ეს ყველაფერი მას, ჩემი თანდასწრებით ნუ საუბრობ ჩემთვის ძვირფას ადამიანზე”. გარდა ამისა,  მერე უკვე საოცარი რამ მემართება; ვეღარ ვხვდები მისი ქება–დიდების მომენტს როდის უნდა მოვუძებნო დასასრული. ვაქებ დაუსრულებლად, მზად ვარ მხარში ვედგე ნებისმიერ მომენტში. თუ ახლო მეგობარია ეს ადამიანი, მაშინ სურვილი მიჩნდება ჩახუტებაში, კოცნასა და ფერებაში ამოვხადო სული.მაგრამ თუ ძალიან ახლო არ არის, მაშინ მზად ვარ, რომ ნებისმიერ მის მიერ დაწყებულ საქმეში მხარში ამოვუდგე და მივახვედრო, რომ შეიძლება ცუდად ან საერთოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ მასთან ვარ.
გუშინ ისეთი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ერთ–ერთი ასეთისგან, რომ სულ ვერ ვიფიქრებდი. იმასაც ვერ ვიფიქრებდი ასე ძლიერ თუ იქნებოდა ჩემიანი. არა პრინციპში ეს ვიცოდი ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მუშაობა დავიწყე. აი მაშინ, როდესაც სრულიად არ მაღელვებდა მუშაობა, როდესაც ასამდე წიგნით დატვირთული ჩანთით, საზაფხულო მაისურითა და კეტებით (“კედებს” ვერაფრით შევეჩვიე) მივედი გასაუბრებაზე. 10 წუთის დაგვიანებით. 12-ის 10 წუთი იყო, მერე რა მოხდა…მაგრამ ის იყო არაბუნებრივად უშუალო და საყვარელი. არანაირი ბარიერი. მას შემდეგ 19 თვე (წელიწადი და 7 თვე) გავიდა და დღეს იგივე ადამიანთან მიწევს მუშაობა. თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად და არ მინდა ეს დრო ოდესმე დასრულდეს. ძალიან მაგარი ადამიანია. მესაუბრა გუშინ, დაახლოებით 1 საათი… იმდენ რაღაცას შევეხეთ, იმდენი მომენტი თუ სიტუაცია განვიხილეთ, შევაფასეთ და ავწონ–დავწონეთ ბევრი რამ. თუნდაც ჩემი ამბავი…დაუსრულებელი ეპოპეა. ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ მორიდებისგან გავწითლდი და ავტომატურად იმის მტკიცება დავიწყე, თუ როგორი ცუდი ვარ (ხო, ეს ჩვევა ვერ ამოვიგდე და მგონი ვერ ვერასდროს ამოვიგდებ). ხო… ეგეთია ჩემი 2–კვირიანი უფროსი!!! ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანის თანამშრომელი მქვია!!! 
კიარადა ახლა უკვე 1–კვირიანი   1 კვირის მერე ისევ სახლი    (ნუ ეს უკვე არავის უკვირს   )
***
მალე გამოცდები უნდა დამეწყოს. პპც. უსიკვდილოდ მეზარება. მალე ანუ ორშაბათიდან.
საერთოდ 2010 წელს, თუ გავიხსენებთ როგორ სევდით აღსავსე შევხვდი სავარძელში მწოლიარე ტირილითა და ძილით, რა დამებედა რთული წარმოსადგენ–მისახვედრი არ უნდა იყოს. ხოდა მთელი 2010 წელი მეძინება. ეკონომიკისა და ინოვაციური მენეჯმენტისთვის ნამდვილად არ მცხელა. ნუ ინგლისურს, ფინანსებსა და საბანკო საქმეს კიდევ ჩავაბარებ, არაა პრობლემა.ვიცი ეგ საგნები ძალიან, ძალიან კარგად და იმიტომ. თორემ ხელის ხლება მათთვისაც დამეზარებოდა. უბრალოდ აწეწილმა სამსახურებრივმა და პირადმა ამბებმა ისე დამღალა, რომ სწავლა დავივიწყე. არადა პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი მთელი ბაკალავრის განმავლობაში. და ახლა წიგნის გადაშლაც კი მეზარება. ერთხელაც არ ჩამიბარებია რამე რომელიმესთვის. ხოდა გამოცდებზე თავის მოკვლა და ტრადიციული ღამის თენებები თუ მიშველის, არვიცი. 
***
მოხუცებული ქალი რომ გეტყვის ნამტირალევი ხმით, ბავშვისთვის წამალს ვერ ვყიდულობ, რადგან მხოლოდ 5 ლარი მაქვს და 70 თეთრი მაკლდებაო, რა უნდა ჰქნა??? და ამ 70 თეთრის გამო აფთიაქში რომ წამალს არ აძლევენ, რა უნდა ჰქნა??? მერე რომ ამოიღებს სააკაშვილის “იაფი დაზვევა”–ს პროექტით მიცემულ სადაზღვევო ბარათს და ერთ–ორს შეიკურთხება, ეს არის საზიზღარი სააკაშვილის დაზღვევაო, წამალი ვერ მიყიდიაო და ტირილს იწყებს…რა უნდა ჰქნა???
ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მოხუცელი ადამიანს რომ ვხედავ, თვალები ცრემლებით მევსება ხოლმე…ძალაუნებურად…გაჭირვებულსაც თავი რომ და მინდოდა წვიმიან ქუჩაში მეტირა… ჯიბიდან ამოვიღე 2ლარიანი მონეტა და მივეცი. სიხარულისგან მე–9 ცაზე იყო ის და მე მე–100–ზე იმის გამო, რომ ის მე–9–ზე იყო… ხელები უნდა დაგიკოცნოო… მორიდებისგან და სირცხვილისგან დამბურძგლა…არა არ არის საჭირო, იყოსმეთქი. იუარა… აქ ყველა ჩემი მორიდებულობის კომპლექსი ერთდროულად ჩაირთო. მლოცა ბევრი და წავიდა. 
ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ისეთ კარგ ნოტაზე გამოვედი უფროსისგან, რომ ეს ქალი სპეციალურად შემხვდა. უცბად მახსენდება ფილმი the family man, სადაც ნიკოლას კეიჯის გმირს ხვდება ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მას ცხოვრებას უცვლის… ნუ მოკლედ… ძალიან ბედნიერი ვიყავი.
***
საბოლოოდ მივხვდი, კიარადა დავრწმუნდი იმაში, რომ არ მსიამოვნებს საკუთარ ბლოგზე (და მასში გაკეთებულ პოსტებზე) საუბარი. ვერ ვიტან მართლა. ისევე როგორც საკუთარ თავზე. ჩემი ბლოგი (პოსტი) ისაა, რაც მე. თუ პირიქით მე ვარ, რაც ჩემი ბლოგია (პოსტია). ნუ მოკლედ არ მიყვარს არც ერთი, არც მეორე. მაგრამ ეს კიდევ არ არის “საბოლოოდ მივხვდი”. “საბოლოოდ მივხვდი” არის ის, რომ სხვები რომ საუბრობენ ჩემს ბლოგზე (ან მასში დაწერილ პოსტზე), სასტიკად არ მსიამოვნებს. ვერ ვიტან ფრაზებს, როგორებიცაა: “უი გუშინ შენი პოსტი წავიკითხე და გუშინწინ მართლა იტირე???”, “ბლოგში რომ წერ ვიღაც ბიჭზე, ისაა შენი შეყვარებული???”, “აუ შენ მაგარი დეპრესიული ხარ, შენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი”, “ბლოგი რა არის??? რას აკეთებ ბლოგში???” , “მერე რომ წერ ბლოგში, რომ შემოვიდეს ვინმე და ნახოს რეებს წერ, არ ტეხავს???”, “ვაიმე გუშინ რომ დაწერე სიგარეტი მოვწიეო, მართლა მოწიე???” და ა. შ. 
რახან აქ შემოდის ადამიანი, რახან მე მივეცი ამ ბლოგის ლინკი, თუ გუგლმა ამოუგდო, თუ ვიღაც სხვამ მისცა და ახლა უკვე შემოდის აქტიურად და მეც კეთილი მასპინძლის სტატუსი მოვირგე, იმას არ ნიშნავს, რომ პირად შეხვედრებში ასეთი ფრაზები მითხრას. არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ვინმე რომ ფათურობს. რახან აქ შემოდის, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემს პირადს იგებს და მგონი ეს საკმარისია. არ მიყვარს ცნობისმოყვარეობა. კითხულობ, იკითხე, მაგრამ პირად შეხვედრებზე ზედმეტი კითხვები არ დასვა და არც ალოგიკური დასკვნები გამოიტანო. 
ეს პატარა კოლაჟი არავის არ ეხება კონკრეტულად. არცერთ ბლოგერს და არცერთ არაბლოგერს. მართლა არა. უბრალოდ ამის დაწერა მინდა ძალიან დიდი ხანია და არვიცი რატომ არ ვწერდი. ამის დაწერა მაშინ მინდოდა, როდესაც ჯერ კიდევ 2007–ის დასასრული და 2008-ის დასაწყისი იდგა და საერთოდ არ ვიყავი ცნობილი ბლოგერი. მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა კომენტარი მქონდა ხოლმე და ბლოგსამყაროც ძალიან განუვითარებელი იყო დღევანდელთან შედარებით. მაგრამ მაშინ არ დავწერე არვიცი რატომ. 
თუმცა იმედი მაქვს ხალხი ამის გამო მეორე უკიდურესობაში არ გადავარდება და არ იტყვის: “საერთოდ არ შემოვალ, არ წავიკითხავ და არ გკითხავ არაფერს.” პირიქით, ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები და ის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ აქაურობას. 
აუუუ, არვიცი, მგონი ძალიან იდიოტურად ვთქვი სათქმელი. არ მინდა, რომ რომელიმე დაიძაბოთ ან არასწორად გამიგოთ. მაშინ ისევ ისე მოიქეცით, როგორც აქამდე იქცეოდით და მე მივხედავ “ზედმეტობებს”. უბრალოდ ოფიციალური ღიმილის ოფიციალური ფანი გავხდები და არ მინდა ეგ. 
ახლა საიდან გაჩნდა ეს ცუდი დამოკიდებულება ამის მიმართ. საიდან და ბლოგერული შეხვედრებზე დავაკვირდი სხვების საუბრებს. და კიდევ კარგი მე რამდენჯერაც ვიყავი ამ შეხვედრებზე, იმდენჯერ ჩვეულებრივი რიგითი ბლოგერის სტატუსით მივედი და აწიც ეგრე მივალ, და არა როგორც “ეეე, შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე??? ახლავე დაჯექი და ნახე. ამით შენ ხომ სუპერ–სენსაციას ვერ გაიგებ”. კარგით რა. მე არ ვარ რა ეგ ტიპაჟი. ასეთ ხალხს მე “მატერიალისტებს” ვუწოდებ ხოლმე. მატერიალისტი კი არ მსიამოვნებს ამ სიტყვის არანაირი მნიშვნელობით. 
ერთადერთი ბლოგერების შეხვედრა, სადაც ზუსტად ის სიტუაციაა, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ანუშკასთან სტუმრად. ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით ერთმანეთის ამბები ბლოგის მეშვეობით, ყველა შევდივართ ერთმანეთის პოსტების სანახავად და ყველანი თვალს ვადევნებთ ერთმანეთის სიახლეს. და თუ ვინმეს რამის თქმა მოუნდა საკუთარ თავზე დამატებით, ამბობს, ყვება. და არა იმიტომ, რომ ვიღაც ეკითხება რამეს. პირველი შეხვედრაც ზუსტად ბლოგის ცნობის საფუძველზე მოხდა, თორემ არც ანუშკას, არც ნატალიას, არც ნასტასიას არ ვიცნობდი. 
***
რამდენიმე დღეა აქტიურად ვიყენებ ღილაკს “გამოიწერე კომენტარები”. ჩემს ბლოგში გაკეთებულებს არ ვგულისხმობ, ეგენი ისედაც მომდის მეილზე. ანუ მე დავუშვათ ვეკითხები გიღაცას რაღაცას მისსავე ბლოგში. და მაინტერესებს პასუხი.  გადის დრო და საერთოდ მავიწყდება, რომ ოდესმე რაღაც ვიკითხე. ხოდა კომენტარების გამოწერა ძალიან კარგი საშუალებაა იმის გასაგებად გიპასუხეს თუ არა კითხვაზე. დავწერ ვინმესთან კომენტარს და ვიწერ კომენტარებს. სულ ეგაა. ამის გამო მართალია gmail–თან გაცნობის დღესავით მქონდა, რადგან ჩემი სული და გული hotmail–ს ეკუთვნის, მაგრამ ბლოგი იმაზეა მიბმული. თუ არა blogspot–ზეა ის ბლოგი, მაშინ რათქმაუნდა  hotmail–ს ვუთითებ. 
***
დღეიდან მე და ის  ერთმანეთს 2 თვის მანძილზე საერთოდ არ დავეკონტაქტებით. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ხოდა ეს შეთანხმება მოიცავს: არა შეხვედრას, არა სმს–ს, არა სატელეფონო ზარს, არაფერს საერთოდ. ამიტომაც ეს დღეები ინტენსიურად ვნახეთ ერთმანეთი. ბოლოს – დღეს. იმის თავში მაგარი არეულობაა. ზოგჯერ პატარა სულელი და ცელქი ბავშვი მგონია და მე მისი ჭკუის დამრიგებელი დეიდა. არადა ჩემზე უფროსია. სულელურად რომ იქცევა, მინდა, წავიდე ხოლმე. ნერვები მეშლება მის ცანცარზე. ვბრაზდები საკუთარ თავზე, რატომ ვხვდები საერთოდ, თუ ასე მაღიზიანებსმეთქი. მაგრამ მაინც ვზივარ, ვაკვირდები. მერე ვეჩხუბები, შენიშვნას ვაძლევ და ზევით ვწევ ტონს. მერე ის იწყებს ხუმრობას, მერე სერიოზულდება და სიტუაციაც თავის კალაპოტს უბრუნდება. არადა არ მინდა ასე ვიყო. 
ჩემზე არასტაბილური ადამიანი თუ არსებობდა არ მეგონაო. 
2 თვე მასთან ურთიერთობის გარეშე როგორი იქნება??? არვიცი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადებილებს.ზოგჯერ მგონია, რომ ვთამაშობთ.  არვიცი როგორ მოვიქცე, ჯერჯერობით დინებას მივყვები. დრო და სიტუაცია მიჩვენებს. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ. თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ არვიცი არაფერი. 
***
პირველი თოვლი. გუშინ ღამე თვალყურს ვადევნებდი. ჩემს გარეშე არ მოსულა. გამიხარდა. მართალია დღეს დამაგვიანდა მაგს გამო, მაგრამ ვაპატიე. ყველაზე ვნებიანი ბუნებრივი მოვლენა. 
და დღესსაც იგივე აზრზე ვარ, რომ არ არსებობს თოვლზე უფრო 
საყვარელი…
ვნებიანი…
მიმზიდველი…
ლამაზი…
სექსუალური…
იდუმალი..
ჯადოსნური…
იმედის მომცემი…
ოცნებებით აღსავსე…
ეს ყველაფერი თოვლია!!!




one of thoze "just"-s

ყოველთვის, როდესაც პოსტის წერას ვიწყებ, ვფიქრობ – როგორ დავიწყო. ეს არის ის მომენტი, რომელიც პანიკას იწვევს ჩემში. შინაარსი უკვე მეორე საქმეა და მასზე არ მაქვს ახლა საუბარი. მაგრამ დაწყებაა ის, რაც მაჩერებს ხოლმე. ყოველ იმ ჯერზე, როდესაც რაიმე უნდა დავწერო აქ. და მე – ადამიანი, რომელსაც პანიკური და კატასტროფული შიში აქვს სიახლის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერ შეუყვარდეს ეს სიახლე, ვცერდები ხოლმე და რაღაც შინაგან წინააღმდეგობას ვლახავ ხოლმე.

რა შუაში იყო ახლა იმ პოსტთან, რომელიც აწი უნდა დავწერო…
არც არაფერში.
უბრალოდ ახლაც იგივე ვიგრძენი და დაახლოებით 15-20 წუთია ვუყურებ ამ გვერდს, ჯერ კიდევ ცარიელს. მაგრამ დავარღვიე სიჩუმე
კიარადა…
სიცარიელე.
გუშინ ვიყავით ბასა ჯანიკაშვილის წიგნის – “აბსურდისტანი”–ს პრეზენტაციაზე. მე, ნუცა, ნასტასია და მისი მეგობარი, რომელსაც თურმე ეკა ჰქვია. (სიტყვა “თურმე” რატომ, მერე ნახავთ)
წიგნზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, რადგან არის ისტორიული. და მე – როგორც ადამიანი, რომელსაც სკოლის დროიდან ეზიზღება ყველაფერი, რასაც “ისტორია” ჰქვია, არც ვიყიდი და რომ მომცეს ვინმემ, არ წავიკითხავ. ეს ისეთია, ჩართო რომელიმე პოლიტიკური გადაცემა და დასაწყისიდან დასრულებამდე უყურო. არ მიყვარს საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გახსენება. ისევე, როგორც საქართველოს ისტორიის. თან არც თუ ისე ლამაზი ფინალებით.
მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი და მერე ნასწისაც.
“რაც არ უნდა ბანძობა იყოს, მაინც არ იქნება ბანძობა, რადგან ჩვენ მივდივართ”. მიყვარს აქა თუ იქ ვინმესთან ერთად სიარული. თეატრი, გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია, კინო, მუზეუმი, კაფე ან თუნდაც უბრალოდ ქუჩაში ბოდიალი.. იმდენი რაღაც მემატება ხოლმე.
ბანძობა არ ყოფილა. მე რომ მიყვარს ისეთი ადამიანები იყვნენ.
დათო ტურაშვილი
რატი ამაღლობელი
ლაშა ბუღაძე
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფი “ვაკის პარკი” წარსდგა ჩვენს წინაშე.
შემდეგ კიდევ ვიღაცეები, რომელთა სახელები და გვარები ვერ დავიმახსოვრე.
საბოლოო ჯამში ფრიად კარგი იყო.
ყველა ის ახლობელი სიმღერა. მესიამოვნა.
ჩემი მზერა სულ ერთი მაღალი და ქერა მამაკაცისკენ იყო მიმართული, რომელიც უბრალოდ სურათებს იღებდა. ნუ ჩაცმულობა ხო ზუსტად ის, რაც ასე ძალიან მომწონს მამაკაცზე და ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დიახთ, რათქმაუნდა უცხოელი იყო, გასვლისას რომ დამეჯახა და “sorry”–ო რომ მითხრა. ნასტასია ჩაბჟირდა: რა გინდა, ხო დაგეჯახაო.
წამოვედით, კაფე “რუსთაველი”, რომელშიც ისეთი დამშეულები შევედით, რომ მომსახურე პერსონალი რატომღაც ერთს ოცნებობდა – მალე წავსულიყავით. wtf??? ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ იქ ვეღარ გავაგრძელე სადილობის გამო. (რაღა სადილობა ღამის 10სთ–ზე, მაგრამ მაინც).
პრეზენტაციამდე კაფე “acts”. ზუსტად ისეთი სიტუაცია, როგორიც მე მიყვარს. მე და ნა. ლუდი – იმის სისხლში, ბეილისი – ჩემსაში. დავაფიქსირე, რომ ზუსტად ჩემნაირია. არანორმალური და free-minded. აი ისეთი, ფანტაზიას გასაქანს რომ აძლევენ. ერთნაირი ოცნებები, სურვილები.
თავისუფლება..
რაღაცეებზე ჩაბჟირებები.
წვიმის წვეთები გარეთ.
ანჯელინა და ბრედი.
ოდრი და გრეგორი.
მაიკლი და ელვისი.
სურათებით მოჭედილი კედლები.
ისევ თავისუფლება.
შინაგანი.
აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი არ მაქვს ისეთი, როგორიც მინდა, რომ მქონდეს.
მხოლოდ კორპორატიული მაქვს.
და ახლა როდესაც შევიძენ ჩემებურ რაღაცეებს, ხელფასი არ მაქვს.
როდესაც მინდა, რომ არსებობიდან ცხოვრებაზე გადავიდე, ფული აღარ მექნება.
ბლინ!
და აი ის ჩანაწერი, რომელიც დავიწყე ბლოკნოტში და ვაგრძელებ აქ.
***
ეს ის ადგილია, სადაც ახლა ვარ. ჩემი სიმღერა “what it feels like for a girl”. გასხივოსნება მემართება ხოლმე მუდამ, როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ. ამ სიმღერას აშკარად ვუყვარვარ, ზუსტად ვიცი, თვითონ მითხრა.
მე, ნასტასია და მისი მეგობარი, რომლის სახელი არც კი ვიცი.
(აქ წყდება ეს ჩანაწერი და ვაგრძელებ)
ახლა ქუჩაში ვდგავარ. მშობლიური ავტობუსის ლოდინით აღსავსე. ვდგავარ და არც ვდგავარ. ვმოძრაობ ერთ ადგილიდან მეორეში, გათბობის მიზნით. ვდგავარ ოპერასთან, 11-ის რაღაცაა უკვე და მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ჩემი ავტობუსი ჩამოივლის და სახლში ამიყვანს. სახლში, სადაც სითბოა. გაჩერებაზე ცოტა ხალხია. ზოგჯერ ოპერას ვუყურებ და ვხედავ მის ერთ–ერთ სვეტზე დიდი, მწვანე ბეჭედმირტყმულ სიტყვებს: “თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას” თუ გიორგის, აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სულ ერთია. ადამიანი, რომელიც კულტურულ დაწესებულებას რამეს მიაწერს ან რეკლამის სახით რამე ქაღალდს მიაკრავს, უკვე მერიდება ხოლმე, რომ მე და ის ადამიანი ერთი და იგივე ქვეყანაში ვართ. მერე ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც სრულებითაც არ ხდება ჩემი ჩანახატის გმირი, რადგან თავისთვის დგას და ისიც ჩემს ბედშია ჩავარდნილი ავტობუსის ლოდინის თვალსაზრისით. 4 გოგო, რომელთაგან 4–ვე ქერაა და ძალიან “ჯაან ტაკოი ვიდზე”. არ მიყვარს ზოგადად ქერა ადამიანი, არც ადრე მიყვარდა. უნდობლობას იწვევს. ბავშვობაში, მე და ჩემი და ერთმანეთს რომ ვეუბნებოდით ვინ მოგვწონდა, მე სულ შავგვრემნებს ვასახელებდი და ის თუ ვინმე ქერას იტყოდა (მაგალითად კლაუდია შიფერი), ეგ ხო ქერაა და ეგ როგორ მოგწონსმეთქი. რაღაც ცრუა, არ მიყვარს. 4 ქერა და 4 ერთმანეთზე იდიოტური საქციელი. სურათების გადაღება ოპერის სვეტთან, აუცილებლად ყურებამდე სიცილი და ტუჩების “დაპრუწვა”. ან სულაც იმ ძეგლთან, რომელიც ოპერასთან დგას (არვიცი ვისია). ნუ აი რა მარაზმია. ეს კაცი კი – რომელიც საერთოდაც არ უნდა გამხდარიყო ჩემი ჩანაწერის პერსონაჟი, მისდევს ამ “ჩიტვორკას”. თან ისინი ხან აქეთ არიან, ხან – იქით. ეს კაციც მიძუნძულებს, მიყვება. სად მიყვები??? ვინ ხარ??? რა გინდა???
რატომღაც სულ მეგონა, რომ თბილისის ანძა ძალიან შორს იყო. უფრო სწორად, ვერ გამოვთქვი. ანუ მეგონა, რომ იყო სადღაც თავისუფლების ზევით. არადა ოპერასთან დგომისას აღმოვაჩინე, რომ უნდა გაიხედო წინ და ზევით. ანუ დიაგონალზე. და ეგაა. დაინახავ ფუნიკულიორს, რომელშიც ნაპერწკალი ინთება და ქვრება ყოველ რაღაც წამში.
მეღირსა ჩემი ავტობუსი. უკან რამდენიმე მთვრალი მამაკაცი. აუ, როგორ ვერ ვიტან ამ ერთსა და იმავე ქართულ სიტუაციას. ალკოჰოლის სუნი მთელს ავტობუსში რომ ტრიალებს. 12-ის რაღაცაა უკვე და სახლამდე რამდენიმე მეტრი მაშორებს. მიყვარს დედაჩემი. არ მირეკავს და იმიტომ. იცის ჩემი ამბავი. მენდობა და არ დამირეკავს შეკითხვებით: “სად ხარ??? როდის მოხვალ???” მართლა მიყვარს, ოღონდ მართლა ძალიან. თუმცა ჩემს ტელეფონში მას მაინც “სად ხარ???” ჰქვია და არა სახელი.

მაგისტრატურის 1–ლი დღეები

მოკლედ ბევრი წოწიალისა თუ ნერვიულობის შემდეგ, მაინც ჩემი სპეციალობით ვაგრძელებ სწავლას. ამჯერად მაგისტრატურაში. მაგრამ ვაიმე… როგორც ნათია იტყოდა… “რა სიმწარეა” კიარადა…ამ პოსტის დაწერა მინდა უკვე რამდენიმე დღეა, მაგრამ კაუკასუსის გადამკიდე ის მიკვირს ახლა რომ ვახერხებ. ხოდა ე. ი. სანამ იმას აღვწერდე თუ რა ხდებოდა, პირველ ლექციებზე, დავწერ მანამდე რა ხდებოდა. კიარადა ანუ იმავე დღეს, დილით მას გავატანე TBC-ში გადახდილი თანხის ქვითარი სასწავლებლის ანგარიშზე, ჩემი კურსელის მიერ დაწერილი განცხადება, რომ მას არ სურს სწავლის გაგრძელება და გავეშურე სამსახურისკენ. სამსახურში მთელი დღე ვცქმუტავდი,, ბოლოს მიმ ასჯერ დამირეკა კითხვებით: ქეთუნა, ახლა ეს როგორ ვქნა, ახლა ეს სად ვიპოვო და ასეთები. და ასმეერთე საუბრის შემდეგ უკვე მითხრა: ქეთუ, ხელშეკრულება გავაფორმე შენს მაგივრად, მორჩა, წადი ლექციებზე!” პირველი, რამაც თავში გამიელვა… კიარადა ორმა რამემ და არ მესიამოვნა (ვაიმე, რა დებილი ვარ): 1) ჩემი ხელმოწერა გააყალბა. (არადა მე ვერანაირად ვერ გამოვიდოდი სამსახურიდან და მთელი დეკანატი გავაფრთხილე ჩემს მაგივრად სხვა მოვამეთქი) 2) ულამაზოდ მოაწერა ხელი. (ნუ ეს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი მისი ცაცია ხელის ამბავი) მერე რაღაცამ დამიარა სხეულზე. რეაქცია: “ვაიმე, რა მაგარია.” იქვე ვინც მისმენდა, ყველამ მომილოცა. ამასთანავე ნათიას ვემეილები. მაგრად მეცინება ხოლმე ამ მეილებზე. ხან ვიზე ვჭორაობთ, ხან ვიზე. ხოდა მეუბნება მოდი ლექციაზეო. არვიცი როგორი სისწრაფით უნდა გამოვიქცე ხოლმე სამსახურიდან, რომ 30 წუთში ლექციაზე ვიჯდე, მაგრამ ნუ, ქართული არაპუნქტუალურობის იმედი მაქვს აღნიშნულ შემთხვევაში. მოკლედ დამაგვიანდა. სამსახურიდან გამოსვლისას, გზიდან, შენობაში შესვლისას რათქმაუნდა ვის დავურეკავდი თუარა ნათიას. შევაღე აუდიტორია და რომ დავინახე, ბედნიერებისგან გავიღიმე. ჩემი ბოთე. ისე მომნატრებია თურმე. შევედი და გვერდით მოვუჯექი. სიყვარულს ფრიად დებილურად გამოვხატავთ ხოლმე ერთმანეთის მიმართ… პწკენით, კალმის თავში ჩარტყმით, თმების მოქაჩვით, მოღუტუნებით. თუ რაღაცას მიყვება, უეჭველი ჩემი ხელი უჭირავს და თითებს აწვალებს ხოლმე. ან თუარადა თმებს მიხვევს თითებით, ან თუარადა რამე მსგავსს. მეცინება ხოლმე ეგეთ რაღაცეებზე. ბავშვობაში მამაჩემის მიმართ სიყვარულის გამოხატვის შემდეგი მეთოდი მქონდა: დავიჭერდი მის მკლავს და მთელი ძალითა და გამეტებით ვურტყამდი. თან იმდენად ძლიერად, რომ ტკიოდა. At least მე მეუბნებოდა მტკივა და შემეშვიო. ხოდა რამდენი მე და ნათია ერთმანეთს ვხოცავთ, იმდენი ჩემი თავი მახსენდება. ხოდა, მოკლედ შევედი. ტელეფოი გავთიშე, როგორც კი ნათია დავინახე. მაგრამ შევედი თუ არა. თავი ისევ ბაკალავრზე მეგონა. ზუსტად იგივე სახეები. არავინ ახალი. ღმერთო რა სიმწარეა. ისევ ის კურსელები. ჯგუფიდან მხოლოდ მე და ბოთე. დანარჩენი – კურსელები. ის ხალხი, რომელთან ერთად გაერთიანებულ ლექციებს აქამდე ვერ ვიტანდით მთელი 4 წელი და ახლა კიდევ ესენი. ვაიმე დედა!!! მე – მშიერი. მთელი დღე არაფერი მიჭამია. დილით ვისაუზმე და მერე სამსახურში ლანჩის ბიჭმა მწარედ გადაგვაგდო. ხოდა მშია უსასწაულესად. ნათიაც – ანალოგიურად. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ნახევარსაათიანი შესვენების გამოყენებით “მაჭახელა”-ში ან “თაღლაურა”-ში გადავსულიყავით. მაგრამ წამოყვეს ოფოფებმა თავი ტექსტებით: “5 წუთი დავისვენოთ და სახლში ადრე მივალთ” აი რა მნიშვნელობა აქვს საღამოს 8-ზე მიხვალ სახლში თუ 9-ის ნახევარზე??? თან განსაკუთრებული ოფოფური თვისებებით ის გოგო გამოიჩევა, ვინც არ გვეხატება გულზე მე და ბოთეს. სასადილოდ გადასვლის გეგმა ვერ განვახორციელეთ. ხოდა აიიიიი…. როგორ ჩავირთე. ვიწუწუნე, ვიწუწუნე, ვიწუწუნე. მთელს ჯგუფს ხომ კარგად ვასმენინე წუწუნი. იიშშშ!!! სამაგიეროდ ერთმა გოგომ პატარა შოკოლადი მომცა და ლექტორმა შედი იქით, რაღაცეები დევს და ჭამეო. მე მომერიდა და გაბრაზებული ცოფებს ვყრიდი. მან კი – არაქისი გამომიტანა. კი, დამანაყრა როგორ არა. ლექცია. ეს ლექტორი 1-ლი კურსიდან ძალიან მიყვარს. კარგი ადამიანია და საყვარელი. გაბრაზებული არ მახსოვს. ლექციებიც მუდამ საინტერესო. გამოიყვანა ეს ოფოფი და აკითხებს წიგნს… ვაიმეეეე… მე და ბოთემ გავრეკეთ. მაგისტრანტმა გოგომ კითხვა არ იცის!!!!!!! ვისმენდი და თავი 1-ლ კლასში მეგონა. ღმერთო რა სიმწარეა რა. ეს ჩემი რვეულის სკრინშოტი. ანუ იქვე რა ჩანაწერებიც გავაკეთე.

სიმწარე N 1 და ამ ეტაპზე ყველაზე აუტანელი იყო ჩემი კურსელის სმენა, რომელიც საშინლად კითხულობდა წიგნს. კინაღამ მოვკდით.

back to Tb

კვირა დილა…
კიარადა ჯერ შაბათი ღამე.
ზუგდიდი.
ცხელი შხაპი მივიღე.
ძალიან მციოდა.
წვიმები თითქმის გაუთავებლად.
ზოგჯერ ნოემბრის და არა აგვისტოსი.
გაყინული შევედი ცხელი ჭავლის ქვეშ.
უფრო გასათბობად, ვიდრე დანიშნულების გამო.
რომ შევდივარ, მერე გამოსვლა აღარ მიყვარს.
თბილად ვარ. თან საშინელი მცივანა ვარ.
გამოვედი, პატარა ჩანთა ჩავალაგე.
ჩემოდანსაც რომ ვერ უწოდებს კაცი.
ოთახში წამოწოლილი დედაჩემის შენიშვნა.
“მაინცდამაინც ღამის 1 საათამდე უნდა მოგეტანა ჩანთის ჩალაგება” და ა.შ.–ები.
კოღოები სადაც ნაკლებია, იქ ვწვები.
ანუ ზალაში, ტახტზე, თუმცა ლოგინის მხრივ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია სიგრძით ვეტეოდე.
და სიგანის ნაკლებობასა და მოუხერხებლობას ავიტან.
ღამის 2–ის წუთები.
3 საათში უკვე ფეხზე უნდა ვიყო.
ბიძაჩემს მანქანით მოვყავართ მე და დედაჩემი.
როგორი ბიძაა არ მკითხოთ. ბაბუაჩემის ბიძაშვილის შვილია,დედაჩემი ბიძაშვილად მიიჩნევს, და მეც – ბიძად. საერთოდ სამეგრელოში სულმთლად ყვავი ჩხიკვის მამიდა რომ იყოს, მაინც ვახლობლობთ, თუ ვიცით, რომ რომელიღაცა ჩვენი წინაპრის ვიღაც იყო.


ვწვები…
ვიცი, რომ უნდა დავიძინო, რადგან 3 საათია ადგომამდე.
და დილის 11 საათზე სამსახურში გასაუბრებაზე უნდა ვიყო.
არვიცი როგორ მოვასწრებთ თბილისში ისე ჩასვლას, რომ 11–ზე უკვე გასაუბრებაზე ვიყო.
დაგვიანებაზე საუბარიც არ არის.
მაგრამ მაინც ტელეფონს ვიღებ მაგიდიდან.
100%–ით დატენილ ტელეფონს.
და ვიწყებ Twilight–ის კითხვას…
კიარადა ვაგრძელებ.
ჯანდაბა!!!
აზრი არ აქვს, ძალიან გვიანია, “ნარკომანის თვალებით” მისვლა კი იქ არ მინდა.
ვდებ ტელეფონს და ვხუჭავ თვალებს.
და თითქოს 5 წუთში მესმის ჩემი ტელეფონის საშინლად უსიამოვნო და გამაყრუებელი ხმა.
ვტრიალდები და კარებზე ვუკაკუნებ დედაჩემს.
“ხო, მღვიძავს უკვე.”
მე ძილს ვაგრძელებ, თუმცა მალევე დედაჩემი შემოდის ზალაში.
“ადექი, მალე უნდა გავიდეთ, სოსო სადაცაა მოვა.”
დაჰიპნოზებული დავდივარ ოთახებში, აბაზანას ვეძებ.
წყლის შესხმა, კბილების გამოხეხვა, ლინზები…
ყველაფერს ვაკეთებ, მორჩა, მზად ვარ.
ჩაი მინდა ნახევარი ჭიქა მაინც.
“ვაიმე, შენ უკვე აქ ხარ?! ახლავე ჩამოვდივართ.”
ჯანდაბა, ჩაისაც ვერ ვასწრებ, მაგრამ მირჩევნია დროზე გავიდეთ.
მივდივართ სენაკში, კიდევ ერთი მგზავრი უნდა დავიმატოთ, მე და დედაჩემი უკან ვსხედვართ.
დედაჩემი არვიცი და მე საშინლად ვზივარ, შუაში ბიძაჩემის გრძელი, სპორტული ჩანთა მიდევს, რის გამოც ვერ ვეტევი. თან მცივა, მაგრამ მერიდება რამე რომ ვთქვა.
სენაკი დილის 5 საათზე.
რატომღაც მეგონა, რომ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
მაგრამ სოფლის და ზოგადად საქართველოს პირობაზე არაჩვეულებრივია.
გალამაზებული, მოვლილი, დახვეტილი.
ძალიან მომეწონა.
თვალებს ფართოდ ვახელ და ვამჩნევ, რომ რაც კი სახლი დგას, აბსოლუტურად ყველა აგურისაა, წითელი აგურის. და ყველა ეს სახლი თითქოს ერთნაირია და ლამაზი, მყუდრო.
არის კორპუსებიც და ანუ შესაბამისად ბინებიც.
რომ არ ვიცოდე, რომ სოფელში ვარ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ.
თვითონვე მიკვირს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არის პატარა საყვარელი ქალაქი.
თეატრიც გარემონტებული, შადრევნები ლამაზად მოპირკეთებული.
აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ პატარა ტიპის ქალაქში, ოღონდ თბილისთან ახლოს.
აი მაგალითად სადმე ბაგებში რომ იყოს.
და თავისი რომ ჰქონდეს ამ ქალაქს ყველაფერი.
მმართველობა (გამგეობის ტიპის)…
სადგური (ისეთივე მოწესრიგებული, როგორიც სენაკისაა)
კულტურული ობიექტები (კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო დარბაზები)
მაღაზიები (ჯეოსელისა და მაგთის მაღაზიები დავინახე, ანათებდნენ, დანარჩენები არის თუ არა, არვიცი, დილის 5 საათზე ისედაც დახურული იქნებოდა.)
მგზავრი მალევე გვიჯდება და ჩვენც გამოვდივართ. იქვე ვგრძნობ ბორბლებქვეშ რკინებს, ეს რელსებია. მე ვხვდები, რომ ისევ ჰიპნოზში ვარ და ამიტომაც მინდა დავიძინო. მაგრამ საშინლად მოუხერხებლად და ვიწროდ ვზივარ. მინდა, რომ მძღოლმა თავისი სკამი გაწიოს, მაგრამ ეგეც მერიდება, არადა ფეხები არ მეტევა. მე მაპატიეთ, მაღალი ვარ.
თავად მგზავრი კი რასაც ჰქვია “ჯგარჯგალა” მეგრელი. ჯგარჯგალი როგორ არის ქართულად, არვიცი. საუბარი კი არა, აი რაღაც ძალიან უსიამოვნო საუბარი, რომელიც ყურს გიხვრიტავს. ტან სენაკური მეგრული მაინც უფრო სოფლურია, ვიდრე ზუგდიდური, ფოთური. საშინელი აქცენტით, მახვილებითა და ინტონაციებით.
მინდა ვუთხრა: “ჭიჭე ხანს გაჩენდ, ვე შემლებ თეზმა დო თეცალь ჯგარჯგალь” (“ცოტა ხანი გაჩერდით, არ შემიძლია ასეთი და ამდენი ლაყბობა)
მაგრამ მე ისევ ხმას არ ვიღებ.
ვიღებ ფოტოაპარატსა და სურათებს, მიყვარს ის გძელი ხეივანი.
იქითაც რომ ჩავდიოდი და ამ ხეივანში შევიდა ავტობუსი, რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
სურათები ულამაზო გამოდის, რადგან მანქანა ჩქარა მიდის.
თეთრად რაც მოსჩანს, ის წესით მაღალი, თეთრი ლამპიონებია.




ვხვდები, რომ ამ კაცზე დროს ტყუილად დავკარგავ და აჯობებს, დავიძინო.
მარჯვენა ხელისკენ გვერდულად ვიხრები ნახევარი ტანით და ჩემოდანს ვაწვები ზემოდან. დედაჩემიც რაღაცას მაძლევს მოსახურს, დასაფარებელს. მცივა და იმიტომ.
არვიცი როგორ, მაგრამ მეღვიძება. გავჩერდით.
“სად ვართ?” – ისევ დაჰიპნოზებული სახის გამომეტყველებით ვიყურები ხან აქეთ, ხან იქით.
“ქუთაიში ვართ,საჭირო ოთახში ხომ არ გინდა? “
“არა” და ისევ ცალი გვერდით ვემხობი”
ცოტა ხნის მერე ისევ.
“სად ვართ???”
“გორში”
“ვაა, რა მაგარია ასე მალე. კიდევ რამდენი დარჩა???”
“დაახლოებით 1 საათი”
პასუხის შემდეგ იგივე პოზაში ვთავსდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ წელი, ზურგი და კისერი ძალიან მტკივა. კაცმა არ იცის რამდენი საათი ვწევარ ასე მოღრეცილი, ერთ მხარეს გადაწოლილი. მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
დედაჩემი მაჯანჯღარებს.
“ქეთუნა გაიღვიძე, უკვე თბილისში შევდივართ.”
ვიხედები ფანჯრიდან და ტრასას ვცნობ უკვე მშობლიურს.
“ხო კაი”
და ისევ ვიძინებ.
ისევ დედაჩემი.
“გაიღვიძე უკვე, რა წესია, საკმარისია ნუ.”
წარბებს ვღრიცავ უკმაყოფილების გამოსახატავად.
ვაა, უკვე გაგარინის მოედანი.
არადა თითქოს რამდენიმე წუთით ვიძინებდი, მაგრამ აჰა.
არადა მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ძალიან მალე ჩამოვედი. იმიტომ, რომ ძილი არ მეყო და ჩემის მოკლე ჭკუით ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მეძინა. არადა 5 საათი გამოვიდა. 5–დან 10–მდე.
ვიღვიძებ და ილიასი არ იყოს, “ოყრაყული” სახით ვიყურები. უკვე ჩემი ქუჩა.
იმაზე ათჯერ მეტად დანგრეული და გადათხრილი, ვიდრე წასვლამდე.
უბანიც ისეთი, როგორიც დავტოვე თითქოს.
11–ის 20 წუთია და სახლში შევდგით ფეხი.
11–ზე კი იქ უნდა ვიყო…
გიჟივით ჩავიცვი ოფიციალური ტანისამოსი და გავქანდი.
ამანაც დრო წაიღო.
ვერ მოვასწრებ, ტაქსით უნდა წავიდე.
მივედი, მძღოლს ფული გავუწოდე, საათს დავხედე, ზუსტად 11.
შევედი, ვიკითხე ის ადამიანი, ვინც უნდა გამსაუბრებოდა.
ამიშვეს ზევით და ისიც გამომესაუბრა.
“უი შენ ხარ ქეთი??? რამდენიმე წუთი შეგიძლია დამელოდო???”
“დიახ, რათქმაუნდა” და ღიმილი.
დავჯექი მოსაცდელში და ვცდილობ გარემო დავათვალიერო.
მაგრამ უხერხულად, რადგან პირველად ვარ აქ და თან მგონი ვკვდები შიმშილისგან.
წინა დღეს, ზუგდიდში რომ ვისადილე, იმის მერე ლუკმა არ ჩამიდია.
ანუ შუადღის 3–4 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე მშიერი ვარ.
რა “მეგასაუბრება”???
მაგრამ კარგი, ვითმენ as always.
ამოდის თემო…
კიდევ კარგი ერთადერთი ნაცნობი.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი.
ჩემი ამბებით დაინტერესდა და მეც მოვუყევი რა და როგორ იყო.
მერე ისევ სკამზე ვჯდები და ველოდები.
უკვე იმდენ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, რომ საკუთარ თავზე ვხუმრობ უკვე.
“თუ სადმე გასაუბრებაა საჭირო, მე დამიკავშირდით
ეს მე–6 გასაუბრებაა უკვე. თანაც ერთი და იგივე სამსახურში. ერთი და იგივე პოზიციაზე.
ამასობაში ინტერვიუერი მოდის, ერთ–ერთ კოლეგას უხმობს და გასაუბრება იწყება.
“აბა მოგვიყევი შენს შესახებ”
ყველანაირ კითხვას ველოდი და ამას არა.
საშინლად მეზიზღება რაღაცის მოყოლა.
რაიმე უბრალო ამბავსაც რომ ვყვები ხოლმე, იმასაც ისე არეულად ვყვები, რომ მე თვითონ ვერ ვგებულობ სად იყო თავი და სად იქნება ბოლო.
ბლოგშიც ანალოგიურად არეულად და გაუგებრად ვწერ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ნორმალურად.
სასწაულად დავიძაბე.
გოგო და ბიჭი მიყურებენ მომღიმარი სახეებით, მე კი ვცდილობ “ჩემს შესახებ”–ი აზრებად შევკრა, აზრები – სიტყვებად, სიტყვები – წინადადებებად, წინადადები – გადმოვცე. თანაც გადმოცე ისე, რომ მათ მეც მოვეწონო, ჩემი “ჩემს შესახებ”–იც, ჩემი გადმოცემის უნარიც და საუბრის მანერაც.
“ღმერთო, კითხვებს რატომ არ მისვამენ??? ნეტავ კითხვები დაესვათ” – მწარე აზრი მიტრიალებს თავში. მინდა იატაკი გასკდეს, რომ ჩავვარდე და ამოვისუნთქო;მინდა ავორთქლდე;მინდა ვინმემ კარი შემოაღოს და რომელიმეს დაუძახოს. მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი ხდება.
“პირველ რიგში მე ვარ ქე…” – ვიწყებ.
მაგრამ ჩემი აზრები სრულიად სხვაგან არიან,ვნერვიულობ, რომ არ შემიძლია საუბარი.
შიგნით მუცელი მტკივა.
რადგან უჭმელი ვარ.
წელი მტკივა.
რადგან გზაში ცივი ჰაერი მიბერავდა მანქანის უკანა სკამიდან.
ზურგი და კისერიც მტკივა.
რადგან საშინელი მოღრეცილი მეძინა მთელი გზა.
თვალები მტკივა.
რადგან რასაც გზაში ვაკეთებდი, იმას “ძილი” არ ერქვა. მაგას “მაზოხიზმი” და “სადიზმი” ერქვა.
საუბარი გრძელდება.
კიარადა, რა საუბარი.
გრძელდება ჩემი მონოლოგი.
ძლივს მეშველა და ბიჭმა კითხვეის დასვა დაიწყო.
მეც ცოტა ამოვისუნთქე.
“თემოს საიდან იცნობ???” – გამჭოლი მზერით მეკითხება. თითქოს მისი თვალებში იკითხება – “თემოს რა პონტში იცნობ???
მეც თითქოს საკუთარი თავის გამართლების მიზნით ვეუბნები სად და როგორ გავიცანი თემო.
ორივე საკმაოდ კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, მაგრამ მე ძალიან დაძაბული ვარ და ვნერვიულობ. მეშინია, ამან ცუდად არ იმოქმედოს ამ ყველაფერზე.
“კარგი ქეთი, მე რამე განსაკუთრებული ჩამჭრელი შეკითხები არ მაქვს.”
ოფიციალური ღიმილი, თითქოს ხუმრობაა და “არა, რა სისულელეა.”
“ჩვენ კიდევ 1–2 გოგოს გავესაუბრებით და თუ რამეა, თეო(ის გოგო, ვინც მე დამიკავშირდა ზუგდიდში) შემოგეხმიანება.)ამას სადღაც ორი დღე დასჭირდება სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.”
ისევ ღიმილები.
წამოვედი. წავედი ძველ სამუშაო ადგილას. იქ ძალიან თბილად დამხვდნენ. თურმე იქაურ თანამშრომელს გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. ვეუბნები, რომ ძალიან ვნერვიულობდი. იქ კი ჩემი ორივე ინტერვიუერი აქეს, არ არიან ისეთები, როგორიც მე მეგონა.
იგივე დღე. საღამო. კომპიუტერთან ვზივარ.
ზარი. თეონა.
“ქეთი, ზეგიდან უკვე ივლი.”
ამოვისუნთქე.
ხოდა დავდივარ.
არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი სიტუაცია, სიმყუდროვე, სიწყნარე. არ მიყვარს ყაყანი, ადვილად ვიღლები და ვღიზიანდები, და გულიც მიცრუვდება. აქ კი ისეთი სიწყნარეა, ისეთი…
შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და იმან ატეხოს ერთი ამბავი, იხმაუროს, ალიაქოთი დააყენოს, მაგრამ მე სხვა სიწყნარეზე მაქვს საუბარი. მშვიდი და წყნარი, კეთილგანწყობილი სიტუაცია სუფევს და თავს ძალიან კარგად გრძნობ.
როდემდე???
სანამ ის გოგო, რომელიც 2 დღის წინ გავიცანი, დეკრეტიდან არ გამოვა. ანუ 4 თვე.
4 თვის მერე რა იქნება, არვიცი.

ეროვნული სამაგისტრო გამოცდები

ე. ი. ერთი სული მქონდა როდის ჩაივლიდა 8 და 10 ივლისი, რომ დამეწერა ეს დიადი და ალბათ დიდი პოსტიც.
ნუ დიადი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესო იქნება მათთვის, ვინც უკვე ჩააბარა, მომავალში აბარებს ან უბრალოდ აინტერესებს რა არის ეროვნული გამოცდები…
განურჩევლად იმისა,თუ სამაგისტრო არის თუ საბაკალავრო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ყველა იმ ადამიანს (განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა. შ)თუ სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები.
2009 წლიდან კი ანალოგიური სიტუაციაა მაგისტრატურაში ჩამბარებელთათვისაც.
ასე რომ, რა არის “ეროვნული გამოცდები” მეტნაკლებად ყველამ იცის და ამაზე არ შევყოვნდები.

გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე/განმავლობაში:
დედაჩემმა (და არა მე!!!) გადაწყვიტა ჩამებარებინა მაგისტრატურაზე. ამ მიზნით დავიწყე მომზადება 2 სხვადასხვა ადამიანთან.
1) ჩემი ყოფილი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი – ქეთი.
2) დედაჩემის მეგობარი, საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგი. (უფრო სწორად მისი სტუდენტი, 19 წლის ბექა, რომელიც ისეთი ჭკვიანი და განათლებულია, რომ მე 22 წლის ადამიანს ხმა არ მქონდა ამოსაღები.)
პირველი უფრო მათემატიკურ ნაწილში მამზადებდა…
კიარადა უფრო “გახსენება”–ს დავარქვამდი ამას, რადგან მათემატიკა მგონი ერთადერთი საგანია, რომელიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
ხოლო ბექა კი ძირითადად ლოგიკურ მსჯელობას მიხსნიდა. ფსიქოლოგის სტუდენტია ბოლობოლო და თვითონაც ფსიქოლოგიურზე სწავლობს.
წაკითხულის გააზრებაზე – ორივემ საკმაოდ დამამჩნიეს კვალი. ანალიტიკურ წერაზე – ზოგადი მონახაზი ორივემ გამაკეთებინა.

გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე:
ამიტანა საშინელმა ნერვიულობამ.
აი მართლა საშინელმა.
ზუსტად ორი დღით ადრე ქეთისთან ვიჯექი, ბოლო რჩევებს მაძლევდა და იმდენი ვიწუწუნე, რომ ქალი იძახდა, მომაშორეთ ეს ბავშვიო.
ხოლო ერთი დღით ადრე ბექასთან რომ ვიმეცადინე, კუთხეში ლამაზად იდო რამდენიმე 25,100 200-ნაჭრიანი puzzle. ნუ აი puzzle!!! ეს თამაში არის ჩემი სისუსტე. ფსიქოლოგები მას იყენებენ ბავშვებთან მუშაობისას. ხოოოოდა, ყველა ფსოქოლოგი რომ წავიდა, მე ბექას შვუჩნდი, მოდი ავაწყოთმეთქი. აუუუუ, რა მაგარი იყო.
თუ ვინმე რამის ჩუქებას გადაწყვეტს, ეგ მაჩუქეთ. :ნაგლივარვიცი: მაგრამ ამასობაში 9 საათი გახდა და წამოვედით.
მოვდიოდით მე და ბექა ჭავჭავაძის გრძელ გამზირზე…
კიარადა გრძელი არის ფეხითმოსიარულეთათვის, თორემ ტრანსპორტით არაფერია.
მოვდიოდი და ვგრძნობდი მუხლებში კანკალს.
ისე საგრძნობლად, რომ ბექას შემოთავაზებას ვეღარ დავემორჩილე.
ანუ მთელი მანძილი ფეხით ვერ გავიარე. დაველოდე ავტობუსს და სახლში ასე მოვედი. სახლშიც იგივე გრძნობა. კანკალი. არადა ზუსტად 4 წლის წინ იგივე გამოცდები ჩავაბარე და მაშინაც ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში მოვყევი.
წესით არ უნდა მოვყოლილიყავი, მაგრან ESM–ის მოსამზადებელმა დამაგვიანა ერთი წლით.
ახლაც პირველი ნაკადი ვიყავი.
ჩემი მეგობარი მეხუმრება, თუ სადმე რამე გამოცდა იქნება პირველად ჩასაბარებელი, ქეთის დაუძახეთო.

ჩემდა სამწუხაროდ მოვხვდი სასოფლო (აგრარულ)უნივერსიტეტში.
ახლობელმა აქაოდა არ დაგვავიანდესო და 2–ზე რომ რეგისტრაცია იწყებოდა, 12:30–ზე მომაკითხა, დედაჩემს გავუარეთ და წავედით.
საშინელი მზე.
დედაჩემმა რაღაც უაზრო შენიშვნა მომცა ისედაც ეკლებზე მჯდომს და ეგრევე გამოვუცხადე:
მგონი სამსახურში გელოდებიან
ვინანე, რომ ფოტოაპარატი არ წავიღე, რომ მერე აქ დამედო სურათები. მაგრამ მერე სად წამეღო აპარატი, დიდის ამბით წაღებული საწერკალმებიც კი ჩამომართვეს.
ე. ი. საქართველო რომ მართლა სოფელია, კი ვიცი და ვცდილობ აღნიშნულ ფაქტზე რეაქცია აღარ მქონდეს. მაგრამ დღითიდღე რომ მიღრმავდება ეს აზრი, მაგაზეა გული რომ მწყდება

გამოცდის დღე N1 ანუ 8 ივლისი:
წაკითხულის გააზრება.
მგონი კარგად “გავიაზრე” და კარგად დავწერე, არადა ძალიან მეშინოდა.
3 ტექსტი იყო:
ინვაზიური ბოცვრები.
როგორ უნდა დაამუშაონ მეცმიერებმა ცოდნა და გადასცენ იგი სკოლების საშუალებით ბავშვებს.
ლიბერალიზმი თომას ჯეფერსონისა და ჯონ ლოკის მიხედვით.
რაოდენ მცირედაც არ უნდა მიყვარდეს ლიტერატურა, საკუთარმა თავმა გამაკვირვა.
კარგად შემოვხაზე პასუხები.
ანალიტიკური წერა.
მეგონა მოვასწრებდი, მაგრამ ეჰ..
“რამდენად საზიანოა თანამედროვე შტრიხების შეტანა ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებში”.
ამაზე “სუხიშვილები”–ს მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ბოლო 10 წუთში ბევრი ვერაფერი მოვასწარი.
“N ქალაქის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელმა მე–6 კლასელებს მისცა დავალება, საზაფხულო არდადეგებზე ეშოვნათ მსოფლიო ხალხთა ზღაპრები მშობლიურ ენაზე ნათარგმნი და წაეკითხათ. თუმცა დავალება ბავშვების მხირე ნაწილმა შეასრულა, რის შედეგად დაასკვნეს, რომ აღნიშნული დავალება რთული იყო მათთვის”
მე უნდა შევწინააღმდეგებოდი ამ დასკვნას.
ხოდა ამაზე გავილექსე..
კიარადა “გავიმოთხრობე” თუ რაც არის რა.
დავწერე შემდეგი რამ:
ჯერ საერთოდ იქნებ ამ ბავშვების ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება აღნიშნული წიგნების საშოვნელად (ლტოლვილი, უპატრონოთა თავშესაფარი, ლუკმა–პური და ა. შ ვახსენე)
მერე იქნებ სადმე ისვენებენ მთელი ზაფხული და უცხო ქვეყნებს ათვალიერებენ და დრო არ აქვთ წასაკითხად.
მერე იქნებ ზარმაცები არიან. სულაც არ არის რთული ეს დავალება მათთვის, მაგრამ ეზარებათ.
მერე მარტო ერთ სკოლაზე რომ ჩატარდა დაკვირვება, იქნებ სხვა სკოლების ბავშვები “სხლავენ”–მეთქი.
მერე დავწერე მარტო N ქალაქს რომ დააკვირდნენ, იქნებ M და J ქალაქებში ვუნდერკინდები ცხოვრობენმეთქი.
ამიტომ დასკვნა: მე–6 კლასელი ბავშვებისთვის აღნიშნული წიგნების წაკითხვა რთულია – არ არის მართებული.
ანუ ეს არის ანალიტიკური წერა, რომ გაითვალისწინოთ სამომავლოდ.
თუ ვინმეს გამოგადგათ.

გამოცდის დღე N2 ანუ 10 ივლისი:
ლოგიკური აზროვნება.
სულ 16 საკითხი.
ნუ 11–12 რომ ზუსტად მიწერია, ვიცი.
და დანარჩენები რომ ვერ ვასწრებდი, ისე შემოვხაზე.
კარგად დავწერე საბოლოო ჯამში, თუმცა კიდევ 10 წუთი უფრო დიდ სიხარულს მომგვრიდა.
რაოდენობრივი მსჯელობა.
ნუ არა რა.
მიყვარს რა ეს საგანი.
მაქვს 1 შეცდომა, რაც ახლა გავიგე.
თუმცა გააჩნია სიტუაციას.
თუ 1–ს ჩავსვამ, გამოდის.
თუ სხვა რიცხვს, არ გამოდის.
ხოდა ანუ მაინც არ არის სწორი პასუხი, მაგრამ რა ვქნა.
პანიკებს არ ავტეხავ, შეცდომა ვის არ მოსვლია.
აი ჩემმა ჯგუფელმა კი მართლა ერთი ამბები ატეხა, როცა ნახევარი ჯგუფი ვუმტკიცებდით, რომ შეცდა. გოგომ ლამის ტირილი დაიწყო. არადა რამდენიმე დღით ადრე თურმე ტრაბახობდა, პირველ 50–ში აუცილებლად მოვხვდებიო. მთელი 4 წელია ნიშნებს დაჰკანკალებს, “სკოლნიკი”–ა და რა ქნას?!
არანაირი კომენტარი.
უბრალოდ smile
შემხვდა 2 ადამიანი, რომელსაც ბოლოს 4 წლის ESM–ის მოსამზადებელზე ვხედავდი.
მაია, რომელმაც ძლივს მიცნო.
და ლევანი – წლევანდელი ESM–ის კურსდამთავრებული და მისი სიამაყე.
გამიხარდა მათი ნახვა. ნოსტალგია.

სწორი პასუხები naec.ge-ზე დაიდება რამდენიმე დღეში, ხოლო ქულები – დაახლოებით 3 კვირაში.
ეკონომისტებს და იურისტებს დიდად არ უნდა გვქონდეს დაფინანსების იმედი.
რადგან სახელმწიფოსთვის (და ანუ მიშას ხალხისთვის) პრიორეტული პროფესიის მიმდევრები არ ვართ.
გეოლოგიური, საინჟინრო და ა. შ. სპეციალიზაციის ხალხს კი იცოცხლე
ვიღიმები ისევ, ეს ხომ ჩემი მთავრობაა

რჩევები:
რავიცი აბა.
1)ნებისმიერი პირობა კარგად წაიკითხეთ.
თავიდან ბოლომდე.
“უნარები” სწორედაც რომ ეგაა, თორემ წერა, კითხვა და ანგარიში ყველამ ვიცით.
იმის გამო, რომ პირობის წაკითხვა დამეზარა დღეს, ბოლოსთვის გადავდე ერთი ამოცანა, რომელიც როგორც ბოლოს დავასკვენი უმარტივესი ამოსახსნელი იყო. საბოლოოდ ამოვხსენი და გამეცინა, რა დებილი ვარმეთქი.
2)არ იწრიალოთ.
გარდა იმისა, რომ ამაში გაფრთხილებას დაიმსახურებთ, გონება გეფანტებათ და კონცენტრაციას თავიდან იწყებთ. ამაში კი დრო იხარჯება. დრო კი ქულაა.
3)არ ეცადოთ, რომ სხვის დაწერში ჩაიჭყიტოთ.
გარდა იმისა, რომ ამაშიც გაფრთხილებაა, სხვისი პასუხი არ უდრის სწორ პასუხს.
4)თავიდან მოილიეთ მარტივი ამოცანები და დავალებები, რთულს მერე ჩაუჯექით. ვინიცობაა რთული ვერ გააკეთეთ, მარტივები მაინც გაკეთებული გექნებათ.
5) მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. ნუ შეხედავთ ივანეს, რომელიც უყურებს და ჭორავს პავლეს. ამაში დროს დაკარგავთ.

საბოლოო ჯამში ყოველივე ზ/ა–ისა, ეროვნული გამოცდები არის:
უნიკალური საშუალება მიიღო რუჯი დღის ყველაზე ცუდ შუალედში,
მიიღო საშინელი მზის დარტყმა საშინელ ჭყლეტვაში,
იყო ქურთის ბინძური მათხოვარი, ირბინო ფეხშიშველი და ცდილობდე იშოვო ფული ყოვლად თავხედური გზებით,
გაყიდო “სტაკანჩიკი მაროჯნეეეე”, ცივი წყალი (რომელიც წესით 20-40 თეთრით ძვირია), მზესუმზირა, ბურბუშელა, ჩიფსი, ფუნთუშეული და ა. შ.
გაშალო რამდენიმე ათეული ქოლგა მზისგან დასაცავად.
მოიყვანო მთელი ნათესაობა

არა რა, როგორც დოდიმ თქვა: I love Georgia, there is always some სანახაობა

არადა

notifications

არადა სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა ზედა პოსტი დამეწერა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მერე სულ სხვა რამეზე შემომეწერა.
შევხედე მის სიგრძეს, უკვე საკმაოდ გრძელი იყო და იმისთვის რომ ეს დამემატებინა, უკვე მაგარი აჯაფსანდალი გამოვიდოდა…
ხოდა ახლა კი 2009 წლის გეგმების ჩემეული ვერსია…

1) შევეცდები უფრო ხალისიანი ვიყო. (მობილურში რამდენი ხანია, ჩართვისას იწერება ასეთი ფრაზა ich muss sehr froh sein!!!!! და მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ამბობს კარგი წელი იქნებაო, მოდი მეც დავიჯერებ. კიარადა ილუზიას შევიქმნი იმისას, რომ კარგი წელი იქნება.
2)გამოცდებს კარგად ჩავაბარებ (ჯერ იანვრისას და მერე ივნისისას. და ბოლო–ბოლო დავამთავრებ უნივერსიტეტს. კარგი დიპლომი მინდა. მანამდე კი – კარგი სტიპენდიები, როგორც აქამდე ვიღებ.)
3)კარგად ვიმუშავებ (ხო, ეს პუნქტი უნდა ავამოქმედო ხვალიდან. და ძალიან აქტიურად. ისე, რომ შტატში ჩამსვან. თუ არ ჩამსვეს, მაგასაც გადავიტან, მაგრამ მაინც უნდა ვეცადო.)
4)მეგობრები… (ხო, ეს პუნქტი ჯერჯერობით under constuction არის. ჯერ ისევ ნაწყენი Kate <===სმაილები არიან ამ პუნქტში. იმედს ვიტოვებ, რომ მალე სიტყვა "ნაწყენი" სიტყვა "ბედნიერი"–თ შეიცვლება, თორემ Kate<===სმაილები არსად წავლენ, რადგან სევდასაც ისევე კარგად გამოხატავს ეს სმაილი, როგორც სიხარულს.)
5)მოვიფიქრებ სად გავიარო ხარისხიანი მაგისტრატურა. (ხო, ესეც სერიოზული საფიქრალია. დედაჩემმა დღეს იესემის მაგისტრატურაო და კინაღამ წნევამ მგლიჯა. რა იესემი? სამსახურში უნდა ვიარო, ნერვების დაგლეჯვა აშკარად არ მინდა, არც ტვინის და თან ძვირია ძალიან. მაგრამ რამე უნდა ვქნა ისეთი, საღამოს რომ იყოს, დიდად არ დამქანცოს და არც ძვირიანი.)
6)სიზარმაცე უნდა დავძლიო. (აუ, ეს მგონი ყველაზე რთულად შესასრულებელია)
7)შევეცდები მაინც, რომ დაბადების დღეზე კარგი ხასიათი მქონდეს. (ვნახოთ, ვნახოთ)
8)არანაირი მამაკაცი. (ძალიან მიხარია, რომ შეყვარებული არ მყავს. თავისუფალი და ჩემს ჭკუაზე ვარ. რასაც/როცა/როგორც მინდა, ისე ვაკეთებ და ეს მგვრის მე ძალიან დიდ სიამოვნებას.
9)ვიქნები ისევ ისეთივე პირდაპირი, როგორიც ახლა ვარ (დიახაც. ასი წელი რა. არ ვაპირებ შეცვლას. რამე არ მომეწონება და ვიტყვი. აი დარდი, თუ ვინმე გაღიზიანდა . ნუ ოღონდ, ამას ტაქტის ფარგლებში ვიზამ.
10)ნაკლებად გამოვხატავ საკუთარ აზრს საყვარელ ადამიანებთან. (ზუსტადაც რომ საყვარელ ადამიანებს უჭირთ პირდაპირობისა და სწერვობის ერთმანეთისგან გარჩევა, ხოდა ასი წელი რა )
11)მივცემ ხალხს ნაკლებ რჩევას. (ან საერთოდ არ მივცემ. რამდენი მე ახლო მეგობრებს რჩევები მივეცი და ვუთხარი: სირია ეგ ბიჭი, არ შეგეფერება და დაშორდი–მეთქი, იმდენი შემსვეს ჯორზე უკუღმა, ქვები დამიშინეს და ლინჩის წესით ჩამქოლეს. სამაგიეროდ როცა კარგა გვარიანად წაიტეხეს ცხვირები, მერე მე დავაფასე საკუთარი თავი. ისევ მე თუ ვქენი ეგ, თორემ იმათ საერთოდ არ გახსენებიათ ჩემი საუბრები და რჩევები. ხოდა ახლა უფრო მეტად იტეხონ ცხვირები. )
12)მივიღებ რჩევებს (აქეთ მე მივიღებ და ბევრს. რამეთუ მე არ ვარ ადამიანი “მე მაგარი პრადვინუტი ვარ და რჩევა/დახმარება/საუბარი არ მჭირდება”. თუ დავინახე, რომ მეგობარს შეუძლია შეცდომის დაშვებას ამარიდოს და ამაცილოს, ნამდვილად არ ვაპირებ მაზოხისტობასა და კამიკაძეობას. თუმცა გააჩნია, ვინ იქნება ეს მრჩეველი.)
13)ერთხელ, სამუდამოდ და წესიერად გავაკონტროლებ პირად კალენდარს (გთხოვთ, მამაკაცებმა გვერდი აუაროთ ამ ფუნქტს. თუ ვერ მიხვდით, მითუმეტეს აუარეთ.)
14)შევეცდები ფული უფრო დავზოგო (და ვიყიდო თუნდაც მობილური. მაისში 3 წელი გახდება, რაც ეს ტელეფონი მაქვს და ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. თან მეხსიერება აქვს ძალიან პატარა.)
15)გავაჩაღებ ფლირტს.(ნუ ეს პუნქტი თითქოს ეწინააღმდეგება მე-8 პუნქტს, მაგრამ ფლირტი უფრო მომხიბვლელია და ნერვების შლა მინიმუმამდე არის დაყვანილი.Kate)
16)გავხდები ნარცისი და ეგოისტი (უბრალოდ მივხვდი, რომ ყველა არ იმსახურებს ჩემს სიყვარულს.უყურადღებოები და დაუნახავები არიან მაინც. ხოდა, საკუთარმა თავმა თუ არ შემიყვარა, სხვას რა ჯანდაბა უნდა მოთხოვო?
17)კიდევ გავაგრძელებ to do list–ს.

ხელების გაშლით დაწერილი

ხოდა ახლა 1:12 AM არის, ანუ ღამის 1 საათს გადასცდა თორმეთიოდე წუთით. ფრიად კარგ ხასიათზე მყოფი მე, დავსვი საკუთარი თავი ჩემს კუთვნილ სკამზე (კუთვნილი იმიტომ, რომ ძირითადად მე ვზივარ კომპიუტერთან) და ფრიად წარბებ–აზიდული (მგონი ტირე არ უნდა. თუ ვინმემ იცით ზუსტად, იქნებ შემატყობინოთ) და თვალებ–მომარჯვებული (ნუ აქაც) ვუყურებ კომპიუტერს. უფრო სწორად რომ გამოვხატო საკუთარი აზრი, ვიყურები კომპიუტერში. გუგლი 9 ახალ პოსტს მაუწყებს. თუმცა ჯერ არ შევსულვარ მათ წასაკითხად, რადგან მერე საკუთარში წერა გადამივა მეორე ხარისხში, ეს კი ამ შემთხვევაში არ მინდა. რაზე შემიძლია ახლა ვწერო მე??? ნუ, მე როგორც ყოველთვის, ახლაც სპონტანურად ვწერ, კიარადა, ანუ დაფიქრების გარეშე, პრე–ვერსია ვორდის ფაილში არ ინახება არასოდეს და რათქმაუნდა (ეს ვერ გავიგე, ერთად იწერება, თუ არა) არც ახლა. ასე რომ, თუ რამე სისულელე დაიწერა, ეგეც ჩემი მოკლე ჭკუის ამბავი იქნება. label–ის ერთერთი სახელწოდება გახლავთ “უცბად გაკეთებული note–ები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირდაპირ, დაუფიქრებლად კლავიატურაზე ვაჩხაკუნებ.

დღევანდელი დღე რომ აღვწერო მოკლედ, ამას დავწერ…
გუშინწინ დედაჩემმა ცალი თვალით უყურა ფილმს “you’ve got mail“. ყველამ იცით ალბათ მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის ცნობილი ტანდემი. ხოდა გადმოგიწერ ინტერნეტიდან და გაყურებინებმეთქი. ხოდა, დღეს დავსხედით და ერთად ვუყურეთ. ძალიან მოეწონა. აღვნიშნეთ, როგორც მსახიობების ნიჭი, აგრეთვე ისიც რომ ტომ ჰენკსი მის შორეულ ბიძაშვილს წააგავს, ხოლო მეგ რაიანს კი საშინელი მამაკაცური აღნაგობა აქვს. სეანსი მშვიდობიანად დასრულდა. ძალიან ვისიამოვნეო. მეც ვისიამოვნე 10 წლის წინანდელი ფილმის კიდევ ერთხელ ნახვით, რადგან მართლა მიყვარს ეს კომედია. ამის შემდეგ გავავედით მკერავთან, რომელიც მე პერანგს მიკერავს. ეს იქნება საიუბილეო მე–10 პერანგი ჩემს გარდერობში KateKateKateKate დიდი მადლობა პატრ…კიარადა სამსახურს აღნიშნული ფაქტის გამო. 40 გრადუს ყინვაშიც რომ პერანგი მაცვია. მოვედით ძლივს და აქტიურად, გაერთიანებული ძალებით დავიწყეთ ჩინური ტორტის გაკეთება. უფრო სწორად, ტორტების. რადგან სულ 4 გავაკეთეთ და კიდევ მე–5–საც , ოღონდ ხვალ ან ზეგ. აქედან პირველი ჩქარა გავაკეთეთ და მკერავს გადავუტანეთ, დანარჩენი 3 კი მაცივარშ აწყვია. კი მითხრა, ხვალ სამსახურში წავ… მაგრამ არ ვაცალე და ეს ტორტები ყველა სახლში დარჩებამეთქი. თან ეს ბევრჯერ გავიმეორე და რომ ვეღარ მოითმინა, შენ რაღაც გადაიმტერე ჩემი სამსახურიო. არაფერიც, უბრალოდ წელიწადში ერთხელ მზადდება ჩინური ტორტი. და თან უზომოდ მიყვარს..უზომოდ. კრემიანი რომ არის იმიტომ. ნუ ხილიც გემრიელად არის დაჭრილი და ნუ მოკლედ. თან ბოლო–ბოლო კრემის ხარშვის პროცესზე დავიტანჯე. მე ვხარშე და ახლა კიდევ სხვასთან მიჰქონდა. ხო, ნუ ეს საკითხი ჩემ–და დადებითად გადავჭერით და გავაგრძელეთ ცხოვრება. მერე შხაპი მივიღე და მოვედი აქ. ახლა უკვე 2:25 AM არის და გიკვირთ ხო, კომპიუტერთან რომ ვზივარ? საქმე იმაშია, რომ ქალბატონი მეგობარ ირინასთან ბრძანდება. როგორც დედაჩემი ამბობს, ახლა ჩაცხოვრდება ამ ირინასთანო. ძალიანაც კარგი. და ვინაიდან ერთი მეორეს არ ელაპარაკება ახალი წლიდან მოყოლებული, ისევ მე გავხდი იძულებული პოსტალიონობა და კურიერობა მეკისრა, ხოდა გადავეცი დედაჩემს ქალბატონის ჩემთვის სასიხარულო ამბავი. რაც უნდა ის ქნასო და გავაგრძელეთ ცხოვრება. ისე, რომ ვუკვირდები, ჩემი და როცა არ არის, სახლში სრული ნაკლები კონფლიქტია. თუმცა ჩემი დაც ასე ამბობს; შენ როცა არ ხარ, მშვიდად ვართო. თუმცა ისიც ვიცით მე და ქალბატონმა, რომ როცა დედაჩემი არ არის სახლში, მაშინაც მშვიდად ვართ. არვიცი, არვიცი, ვინ უფრო ამრევია სიტუაციის, მაგრამ ის კი ვიცი,რომ ერთად ყოფნა ძალიან რთულია. ხოდა რავიცი, იმედია ეშველება ოდესმე რომელიმეს ნერვებს.

insomnia / სასაცილოა ფაქტიურად

ოო, ცისფერი მთები ანუ ტიანშანი???
კი, მაგრამ რა საჭიროა ეს ორი სათაური…
მელოდიას არ ავტვირთავ, რადგან სავარაუდოდ გაქვთ…
მაგრამ თუ არ გაქვთ, ხომ იცით მაინც…
“ცისფერი მთები”–ს გენიალური მუსიკალური ფონი…
გია ყანჩელის, ჩემი საყვარელი კომპოზიტორის ნაწარმოები…
ისე მეორენაირად “საუნდტრეკი”, მაგრამ ქართულ ფილმს “მუსიკალური ფონი” უფრო უხდება…
სინატიფეს ანიჭებს…

დღეს სავსე ვარ…
ირონიით, სარკაზმითა და ცინიზმით სავსე ვარ…
ხოდა, თუ ძალიან შეწუხდა ვინმე, როგორც ჩემი კომენტარების ყუთის პროლოგად წერია: “თუ თავს ცუდად გრძნობთ ჩემს ბლოგში, მსოფლიოში მილიონი სხვა ბლოგი არსებობს.”
ხოდა…
რა შუაში იყო ახლა ეს, ისიც არვიცი..
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვწერ…
კიარადა, მუზა დავიჭირე ერთ–ერთი…
და სანამ სადმე გაქცეულა…
სანამ ლამის მთელ საბლოგერო სამყაროს აღუწერია, თუ როგორი მაგარი და “cool” ფილმი იყო “ის, რაც შენ გიყვარს”…
სანამ Mr-President–ს თავისი მეოციათასე პოსტი დაუდია თავის საყვარელი სამსახურის თემაში…და მე დავუდანაშაულებივარ ინტრიგნობაში TBC bank–ის თემაში შეცდომების აღმოჩენისთვის…

სანამ უძილობას საბოლოოდ ბოლო მოუღია ჩემთვის…
მანამ ჩემს ყოველდღიურ ბლოკნოტში ჩამიწერია რაღაცეები.

დღე იგი შაბათი…
დილით 10–ზე უკვე სამსახურში ვიყავი.სამუშაო დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მობილურმა დამირეკა სამსახურში…
და ჩემი მოსწრებული პასუხი…
მე – ქეთი გისმენთ.
ტელეფონი – დათუკა შენ ხარ?
მე – სხვაგან მოხვდით…

ხო…
მომილოცეთ!!!!
ძლივს დავაყენე საშველი!!!
ვიყიდე ლინზები და შორს, უკიდეგანო სივრცეში გადავაგდე ჩემი ტანჯვა, რასაც “სათვალით ყურება” ეწოდება…
მოიხსენი, გაიკეთე, მოიხსენი, გაიკეთე…
“პიზძეცი” მქონდა უკიდეგანო მაგის გამო აკიდებული…თან ყურებზე და ცხვირზე ისე მაწვებოდა, მეგონა სკაფანდრი მეკეთა. ეს 2 კვირა როგორ გავძელი, ის მიკვირს. მაგრამ ლინზა, რომ ვიკეთებდი, თვალში დამეკარგა, ზევით ავიდა, და რომ ჩამოვიდა და გამოვიღე, გახეული დამხვდა. 2 თვის მანძილზე ეს უკვე მე–3–ჯერ გახეული ლინზაა, სულ ახალი. გარდა იმისა, რომ ეს ხარჯიცაა, ნერვების მოშლაცაა. ხომ მეკარგებოდა ადრეც, მაგრამ ვიღებდი, ვასწორებდი და სწორად ვიდებდი. ახლა კიდევ სულ მეხევა. გუშინ “რონიკო”–ში რომ დამინახეს სათვალით, დაჯიმ შენი ნერვები მე აღარ მაქვსო და ჯაბადარში გამიშვა. ხოდა შევიძინე 2 ცალი მინუს 5 მხედველობის ლინზა, სითხე “renu”, რომლის ახლანდელი დიდი მარაგი მალე დამიმთავრდება და სათვალის ლამაზი ჩამოსაკიდებელი, რომ სათვალე ადვილად მოძებნადი გახდეს. KateKateKate
სათვალით ხალხი რომ მხედავდა, ყველამ რატომღაც იმიჯის შეცვლა ღიმილით მომილოცა. ვერ ვიტან, როცა მიწევს იმის ახსნა, რომ “იცით, სათვალე იმისთვის კი არ მიკეთია, რომ “პაგანი” იმიჯი შევიცვალო, არამედ იმიტომ, რომ თვალში მაკლია და არც თუ ისე ცოტა. რამდენიმე დღის წინ ლილიანი და მაო მოვიდნენ ჩემთან სამსახურში და გამიარდა. არა, მათი მოსვლა კი გამიხარდა, რათქმაუნდა. მაგრამ მაგაზე უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ მათაც არ მითხრეს: “უი, ახალი იმიჯი” Kate მათგან ნაღდად ვერ გადავიტანდი მსგავს ფრაზას. თუმცა მამენტ მარო არც მეტყოდა, თვითონ მეუბნებოდა მე–10 კლასში თვალებს აწვრილებ და სათვალე გჭირდებაო. ხოდა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ზედმეტი ემოციის, რეპლიკის თუ “სწერვობის” გარეშე შემომხედა თვალებში ოპტიკური ხელსაწყოს მიღმა.
ხშირად ვიხსნიდი, ნერვები მეშლებოდა და მოთმინება აღარ მყოფნიდა და იმიტომ. გარდა ამისა, ტრანსპოტში ვიხსნიდი, რომ არ მენახა ქუჩები, რომლების გავლაც მიწევს ყოველდღე.
რომ ამ მანძილის გავლისას ყურებაზე კი არა, სუნთქვაზე ვიყო ორიენტირებული. ვიჯექი და უბრალოდ ვსუნთქავდი სახლიდან სამსახურამდე ან პირიქით. ეს იყო ერთგვარი შვება.
ახლა მართლა ბედნიერი ვარ, მართლა. დავისვენე, ამოვისუნთქე. მართლა დაღლილი და ბედნიერი ვარ.

ხო, ეს იმას მოვაყოლე, რომ შაბათს სამსახურის მერე “რონიკო”–ში ვიყავი თამარ მეფეზე. იქიდან ბარემ სადგურზე ავედი და სახლში მომავალ სამარშრუტო ტაქსში დავჯექი. “რონიკო”–სთანაც გამოივლიდა, მაგრამ არ გამიჩერებდა.
აი აქ უკვე ჩემს ჩანაწერს დავდებ…

“27.12.2008 დღის 5 საათი
ხოდა, მე იმ ჩანაწერს ვაკეთებ, რომელსაც სავარაუდოდ საღამოს ბლოგში დავდებ. ვზივარ სახლში მომავალ სამარშრუტო ტაქსში და სიმართლე ვთქვა, თავ–ბედს ვიწყევლი, მეტროთი რატომ არ წამოვედიმეთქი. რკინიგზის სადგურიდან მივდივარ. მინი–ავტობუსი ხალხით რომ სავსეა,ნუ კარგი. მაგრამ ჩანთა რომ პატრონზე მეტია, ეგაა აქ აღსანიშნავი. გასაგებია პრინციპში, ახალი წელია და მისი ყოველწლიური ამბავი…
კიარადა…
ყოველი წლის დეკემბრის ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი “საახალწლოს პროდუქტები უნდა მოვიმარაგო”‘ სიტუაცია. ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი. ამასაც ავიტანდით, რადგან ეს სამარშრუტო ხაზი მიჩვეულია ამ სიტუაციებს, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვწერ ამ შემთხვევაში…
საცობი – და ეს საცობია, რომელიც არანაირ კავშირშია შამპანურთან. მე საზოგადო ჭირზედ მოგახსენებთ” – როგორც დიდმა ილიამ გვაუწყა “კაცია–ადამიანი?!”–ს პროლოგში. ხოდა, პრინციპში მეც საზოგადოებრივ ჭირზე მაქვს საუბარი. ეს უკანასკნელი კი ქუჩაში არსებული საცობია. რა მსგავსებაა ამ ორ ომონიმს შორის? საქმეც იმაშია, რომ ეს ორი ვითომდა სხვადასხვა სიტყვა უკვე სცდება ომონიმის არსსა და ცნებას. ეს კი იმიტომ, რომ ორივე აფერხებს დინებას, მოძრაობას, ერთი – ალკოჰოლური სასმლისა, მეორე კი – ტრანსპორტისა. და ვინაიდან და რადგანაც სიტყვა უკვე ომონიმ–სინონიმია. იმისთვის, რომ დავკონკრეტდე, ვიტყვი, რომ მე მეორეზე ვიწერები.
1 საათი სრულდება უკვე, რაც საცობში ვარ… ა, უი, ჯერ 5 წუთი აკლია 1 საათის შესრულებას. მაგარი მომენტია. ტელეფონი მაქვს დამჯდარ/გათიშული და რადიოსაც ვერ ვუსმენ აღნიშნული მიზეზის–და გამო. ასე რომ, იძულებული ვარ მისმინო და ვუყურო მიმდინარე მოვლენებს.
აქვე უნდა გავითვალისწინო, რომ მჯდომარე მდგომარეობაში რამდენიმეჯერ ჩამეძინა. ეს კი იმ საშინელი უძილობის გამო, რაც წინა ღამეს ვიწვნიე. ხოდა იმდენად ხშირად ჩვყვინე, რომ ყოველი გამოღვიძებისას აქეთ–იქით ვიყურებოდი, ხომ არ გავცდი სახლსმეთქი. რა დროს სახლია??? ჯერ ხიდამდე ვერ მიმიღწევია. საშინლად მეძინება, მართლა საშინლად. თავი ნარკომანი მგონია, რომელიც “ლომკაშია” და თვალების გახელა ძალიან უჭირს, თუ ეგ მთვრალ ხალხს ემართება anyway, ვისაც არ უნდა ემართებოდეს, მეც ძალიან მეძინება. რამდენჯერმე თავი დავხარე, “ჩოლკა” ჩამოვიყარე წინ, რომ ვერ შემამჩნიონ და მიდიიი… ისე, მართლა ეფექტურად გამომივიდა, კაციშვილს არ შემოუხედავს. ან კაცმა რომ თქვას, ვის ეცალა?! ყველა ხომ საცობზე საუბრით იყო გართული. ამიტომაც ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და ვწერ ახლა, რომ ისევ არ ჩამომექინდროს. img src=”http://forum.ge/html/emoticons/-_-.gif”/&gt;
ხოდა, აზრზე ხარ, ბლოკნოტო, რა მწარედ მეძინება და რაც მეძინა, რა ღრმად მეძინა, რომ საერთოდ არ ჩამესმოდა წინ მჯდომი ხალხის ვიშვიში. განსაკუთრებით ერთი ქალი არ ცხრება. ლანძღავს ყველას, ვისაც მანქანა ჰყავს… მაგრად ვკაიფობ ხოლმე მსგავს სიტუაციებზე. სასაცილოა ფაქტიურად, სატირალი რომ არ იყოს. სხვა სხვის ომში ბრძენიაო და აჰა, გავიდა დიადი რიტორიკოსი ქალბატონი… კიარადა, სახელი არ ვიცი… კიარადა რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთი რიგითი მგზავრის სახელს, რომელიც სავარაუდოდ არ შემხვდება და შემხვდება და ყურადღებას არ მივაქცევ. მაგრამ ეს ის მომენტია, კიარადა ტიპაჟი, რომელიც არ ჩერდება. დედაააააა… დავიტანჯე, მთელი მანქანა აიყოლია
– აი შეხედე, შეხედე, სად ეჩხირება?!
– გაუკეთებია სათვალე მანქანაში და ჰგონია, რომ კარგად იცის ტარება..
– არა, აი იმას შეხედეთ ერთი რა..

სერიოზული “პიზძეცია”…
ან შეიძლება, სულაც არ არის სერიოზული “პიზძეცი” და უბრალოდ მე მიდგას ხანა, წოდებული “პიზძეცად”… KateKate
რაც და როგორც არ უნდა იყოს, აშკარად დავიღალე. ფიზიკურად რომ დაღლილი ვარ, ეგ ვიცი;ვკვდები, ისე მეძინება.
მაგრამ მორალურადაც დავიღალე…
გურჯისტანული სიტუაციისგან დავიღალე… როდის მივხვდებით, რომ არ არის ჩვენი საქმე, როგორ ვატარებთ მანქანას, unless ჩვენ არ ვზარალობთ… რატომ უნდა იყოს ამ ქალის განსახილველი, ვიღაც გოგო მზის სათვალეებით რატომ მართავს საჭეს? დარწმუნებული ვარ, მისი მეუღლე/შვილი რომ იყოს რომელიმე ამ მძღოლთაგანი, ჩუმად იჯდებოდა და ხმას არ ამოიღებდა. რადგან საკუთარზე ცუდის თქმა კაი ბოჭობაში არმოსული პონტია… კიარადა… ამ შემთხვევაში, “ქართველობა”–ში არმოსული… დავიღალე… მართლა დავიღალე. თან ისეთი ზიზღით შეხედა ამ გოგოს, რომ გულში ცოტაღა უკლია, რომ მეძავს გაუტოლოს. აი რატომ??? რატომ??? და თუ იმიტომ,, მაშინ როდემდე??? როდემდე??? მართლა დავიღალე, რეალურად დავიღალე. თან იმდენ ადგილას ვხვდები ასეთ სიტუაციას, რომ უბრალოდ უსუსური ვხდები. ამასთან ბრძოლისთვის საჭირო ნერვები და გამძლეობა მეფანტება, და უკვე გაღიზიანების თავიც აღარ მაქვს.”

დღე იგი კვირა…
ისევ სამსახური დილის 10 საათზე…
არ მოგჩვენებიათ
სწორად ამოიკითხეთ.
ვინაიდან დასვენების დღეები მოდის, ამიტომაც კვირასაც სამსახურში მივედი. შაბათს უფროსმა ისეთი საბრალო თვალებით შემომხედა ხვალ ვინ მოდისო, რომ ბევრი არც მიფიქრია, მემეთქი. სხვებისგან განსხვავებით, არ ვარ ის ტიპი, რომ უარი მეთქვა. ჯერ ეს 1, უფროსია და უფლება აქვს მომთხოვოს. მეორეც, არ ვარ მე ის ტიპი, რომ ნაგლობასა და სიჯიხვეზე გავიქაჩო. არადა საკმაოდ ჯიხვი ვარ, მთიული ჯიხვი, მაგრამ გააჩნია ვისთან. სამაგიეროდ 1,2,3,4 დავისვენებ. 1,2 დასვენებაა (უცნაურია არა, ამ ორ დღეს დასვენების დღეებად რომ მოვიხსენიებ და არა ახალი წლის დღეებად. ) 3 შაბათია და 4 კვირა. თუმცა 3–ში ვმუშაობთ, მაგრამ არვიცი მე მომიწევს თუ არა. წინა შაბათს ვიყავი, გუშინაც ვიყავი, დღესაც ვიყავი და 3–შიც რომ მომიწიოს, მართლა გული დამწყდება. რა პონტია??? თუმცა მერე რომ ვფიქრდები, გულის წყვეტას გულშივე ვიტოვებ და ვთვლი, რომ თუ დამიბარებს, მივალ. და არც არაფერს მოვიმიზეზებ იმისათვის, რომ არ წავიდე. არ ვარ რა მე აფერისტი და საჩკაობის მოყვარული ადამიანი. გადავიტან მაგას რამენაირად.
ხოდა, მივედი და სულ 3–4 კაცი მოგვადგა. არ იცოდნენ, რომ ვმუშაობდით. ადრე გამომიშვეს. წამოვედი, სახლში დავიძინე.

მიღებულ–გაგზავნილი სიტყვები…

აზრზე არ ვარ რატომ მომინდა ამ ყველაფრის აქ დაწერა…
სმს–ები…
მსნ speech–ები…
ერსონალური ესიჯები…(Personal Messages) კიარადა…ანუ პმ–ები..
ფორუმზე დაწერილი პოსტები…
არვიცი მართლა…
უბრალოდ მომინდა…

1)მზიური..
ოქტომბერ–ნოემბერი…
პუშკინამ(ფორუმელი Andy_Kaufman) შეპირებული 2 ცალი ბაუნტი მომიტანა…
საქანელებზე ვსხედვართ…
უფრო სწორად ის ზის და მე ვქანაობ ისე,რომ ლამისაა თავ–პირი გავიერთიანო..
წინა დღეს “ჩოლკა” შევიჭერი…
მე – ეეე, რატომ არ იმჩნევ ჩემს ახალ “ჩოლკა”–ს??? Kate Kate
დაბნეული ლევანჩიკა – “ჩოლკა”? აბა ადრე როგორი “ჩოლკა” გქონდა????

ძალიან მიყვარს…რაღაც არანორმალურად კარგი ბავშვია…Kate

2)26 ნოემბერი…
თამოსთან სახლში…
ჩემი ტირილის შემდეგ ღამით მის მიერ გამოგზავნილი სმს–ი…
მე – ძალა არ მაქვს, არც გამბედაობა…
თაკა – გაქვს.დამიჯერე..მე ვიცი, რო გაქვს. მე ვიცი და ვხედავ შენში პატარა, თბილ, მაგრამ ძლიერ ქალს…ჰოდა დამაჯერე, რო არ შევმცდარვარ..დამაჯერე, რო ის ხარ, რასაც ვხედავ.
მე – შევეცდები.
თაკა – ჩემი ჭკვიანი გოგო. აი ასეთი ქეთი მე უკვე მომწონს.. აი დღეს რომ გიყურებდი , ჩემი თავი მედგა თვალწინ.. მართლა, მართლა..ხოდა მე მჯერა, რომ შენ შეძლებ და გაძლიერდები.. მე მჯერა, რომ ბევრ რამეს სხვანაირად დაუწყებ ყურებას. ბრძოლა უნდა ისწავლო ქეთ, ისე მოგსპობს ეს ცხოვრება და ბოლოს მოგიღებს. ბრძოლა კი საკუთარი თავიდან და ემოციებიდან უნდა დაიწყო. საკუთარ თავზე გამარჯვებაა, დამიჯერე. მეც არ მჯეროდა, მაგრამ მასწავლა და ახლა დავრწმუნდი, რომ ეგრეა…

3) msn conversation.
ის – მადლობ კარგად, თავად?
მე – გენაცვალე მომერიდა და იმიტომ
ის – კაი მაშინ პკ
მე – არა მოიცა კიარადა არა მოდი აქ. იყავი აქ უბრალოდ მომერიდა მოსალმება
ის – რატომ?
მე – იმიტომ, რომ რავიცი თითქოს გავბანძდი და გავაბანძე ჩვენი ურთიერთობა რა დებილობაა ხო? არადა ვცდილობ არ გავაბანძო რადგან შენ არ ხარ ჩემთვის ის ტიპი, რომ დაგიკიდო პირიქით შენ კაკრაზ რომ არ ხარ ეგ ტიპი მაგრამ მე მაინც ვბანძდები…
ის – რა ტიპი?
მე – რომლის დაკიდებაც მე მინდა, მაგრამ მე ვბანძდები…
ის – უნდა დაიკიდო 🙂
მე – არა..
ის – კი.
მე – ხომ იცი, რომ არ ვიკიდებ ხომ იცი, რომ ვერ… უბრალოდ მეც ვბანძდები, მასოვკა ვხდები არ მინდა არც ერთი და არც მეორე. არ მინდა. მთელი ცხოვრება თუ არა ნახევარი მაინც ვცდილობ მასოვკა არ ვიყო, მაგრამ აი ახლა ვხდები და ამაზე ნერვები მეშლება, მაგრამ სხვა გზა თითქოს არც მაქვს დინებას მივყვები. დაე, იყოს, რაც არის და რაც იქნება… თითქოს ჩემზე არც არის ეს დამოკიდებული… ეს გარემოების ბრალია თითქოს არვიცი ტვინი არეული მაქვს და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვინც გონებას მიხსნის:) მაგრამ შენთან, ზუსტადაც რომ შენთან, შემცირებული სიხშირით მაქვს ურთიერთობა იმის გამო, რომ ვბანძდები
ის – რატო ბანძდები?
მე – მიყვარდება და იმიტომ…ვდებილდები.. ერთხელაც იქნება ეს გრძნობა დამამარცხებს…სამუდამოდ ბოლოს მომიღებს…
ის – ვერ გავიგე ვერაფერი
მე – კაი დაიკიდე…
ის – თქვი…
მე – არა, დაიკიდე…
ის – მითხარი!!!
მე – სისულელეა არ ღირს ამის სმენა კიარადა კითხვა…
ის – მითხარი…
მე – მიყვარდება…
ის – მერე ცუდია ეგ?
მე – ცუდია აბა კარგია?
ის – რატოა ცუდი?
მე – რომ ვბანძდები კარგია? მასოვკა რომ ვხდები, კარგია? დებილი რომ ვხდები, კარგია?
ის – რატო ბანძდები ?რას ერჩი მაგ ადამიანს? რატო ხდები დებილი?
მე – სიყვარული რომ ადებილებს, არ იცი?
ის – უბერავ შენ ხო იცი
მე – ვიცი
ის – მაშინ დაჯექი სახლში და გახდი შინაბერა
მე –

3) მე …
მეგუნა, მე და გიორგი…
მე მეგუნას – That member’s Personal Messenger box is full and is unable to accept any new messages.

იქნებ ვკვდები Kate….
მეგუნა – გავათავისუფლე პმ-ბოქსი
იმ აზრზე ვრჩები, რომ ყველაზე ემოციური თევზი ხარ ჩემს ნაცნობებს შორის : )))
გიორგი მეგუნას – ემოციური აღარ ქვია მაგას … რაღაც სხვა ქვია ზეემოციურიც არა … რაღაც კიდე სხვა
მეგუნა გიოს – მაგ თვისებით ყველასგან გამოირჩევა და ეგეთი გვიყვარს ყველას, მაგრამ საკუთარ თავს ვნებს ხოლმე
მე თამოს –მე შენთან ვარ რაც არ უნდა იყოს..
და ვინც არ უნდა გაქციოს ზურგი…
გამგები გაგიგებს…
და არგამგების დედაც მოვტყანთ მეც და შენც

4) sms
მე – ვიცი, რომ არ გაქვს ანგარიშზე, მაგრამ მკიდია. ახლა ცხელ რადიატორსა და ფეხებზე ის “ადიალა” მაქვს გადაფარებული, რომელშიც დედაჩემი მხვევდა, როცა ახალშობილი მერქვა. ჩემი ტანის სიგრძისაა, წითელია და პატარა გოგო ახატია. “გოგოიანი ადიალა” ჰქვია ჩემს ოჯახში. ჩემს შვილსაც ამაში გავახვევ, რომ მეყოლება. ჩვენს სიმღერას ვუსმენ და თხილიან შოკოლადს მივირთმევ. ხო, ჩვენს სიმღერას. არ არის დრო, რომ ჩვენი სიმღერა გვქონდეს??? ხოდა გვაქვს .. თუ არ მოგწონს, სხვასაც ავარჩევთ, მაგრამ ესეც იყოს… კიდევ ბევრი რამე მინდა მოგწერო, მაგრამ შენს ტელეფონს ვეზიზღები და ვერ დაიტევს დიდი მესიჯს… უბრალოდ მენატრები და შენთან მინდა

message pending……………..

და ძლივს რამდენიმე საათის შემდეგ
delivered…

5) skype
ის – ხო, რა მინდოდა მეთქვა… ის სმს ბოლომდე არ მოვიდა :S რაღაც ტექსტი მოჭრა…
ჩემს შვილსაც ამას მოვახურებო, მაგის მერე აღარ იყო.
მე – კაი დაიკიდე.. ვიცოდი.. რომ რაღაც ეგეთი დაემართებოდა მაგ სმს-ს…
ის – გადმოგზავნე მაგის მერე რაც იყო… მაინტერესებს
ამ ტელეფონში მარტლა ცოტა ეტევა :S ჩემი ძმისაში უფრო მეტი…
მე – ბლოგზე ვწერ და ნახავ მერე…
ის – უი მართლა??? დღეს რომ მივალ სახლში, ვნახავ…

ნახევარი საათის წინ…
6) sms
ის – დედა ვატირე მე ამათი , შუქი არ მაქვს, რაც მოვედი სახლში… დაწერე უკვე თუ ჯერ კიდევ მანდ ხარ???
მე – დავწერე…
ის – ამდენი ხნის ნაწვალები საინტერესო იქნება…

კურიოზია ფაქტიურად… KateKate

ეს ასე იქნება

გუშინ ღამის 3–4 საათზე ვიჯექი დიდ ოთახში და ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. სასაცილოა არა, წესით უნდა დამეძინა, მაგრამ არ მეძინებოდა. ავიღე მობილური და სმს–ები გავუშვი ხალხთან…
მარაზმა…
მარიამი
ბარაშკა…
ანა…
მეგუნა…
მარი…

ყველა ამ ადამიანთა შორის მხოლოდ მარიმ მიპასუხა… კიარადა საუბარიც კი გამიგრძელა…
რამდენიმე სმს–ის შემდეგ მითხრა, მერე დაგელაპარაკები, ახლა მამაჩემთან მივდივარ, რიგი უნდა დავიკავოო. რაღაც გულზე ლოდი დამაწვა… ისე, როგორც არასდროს მომინდა მისთვის ლოყაზე მეკოცნა, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ამაზე უარესი ამბებიც ხდება. მინდოდა, მთელი ძალით ჩავხუტებოდი, მთელი, მთელი… ძალიან მიყვარს, უსაყვარლესი ადამიანია.


ხო…
ყველა ამ ადამიანთა შორის მხოლოდ მარიმ მიპასუხა.. სხვა ყველას ეძინა.
კიარადა…
მარიამმა მომწერა: “ეს კიდე all მესიჯი იყო არა?
ტოჟე მნე yahoo messenger–ის all მესიჯები

გადავშალე ჩემი დღიური და…

” 14 ნოემბერი 2008

თავხედი ვარ? შენ წარმოიდგინე, უშენოდაც ვიცი. მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაცეები ხდება (ნუ ძირითადად ცუდი, მაგრამ მაინც), აქ მინიმუმ 4 ან 5 ჩანაწერი უნდა კეთდებოდეს დღეში, მაგრამ სითავხედეს + სიზარმაცე + კომპიუტერს მიჯაჭვულობა + მოუცლელობა + დაღლილობა. და მიიღება ის, რომ შენზე ხშირად ჩემს ონლაინ დღიურში ვწერ. შენში რომ ვაკეთებ ჩანაწერებს, შენი სახელი კიწი მგონია, ჩემი – ანა. თუმცა მერე აზრზე მოვდივარ და რეალურ სამყაროს ვუბრუნდები.
სხვათაშორის, რამდენჯერ ანა ფრანკი მახსენდება, იმდენჯერ ჩემი გერმანულის კერძო მასწავლებელი მაგონდება. იმიტომ, რომ მან მათხოვა გერმანულად ეს წიგნი, რომელიც დღემდე წაუკითხავია ჩემს მიერ და უჯრაში კარგად და ლაზათიანად მაქვს შენახული. თავს ვიკავებ უფრო მეტად არა იმიტომ, რომ ძნელი და გაუგებარი იქნება, რა უნდა იყოს პატარა გოგოს გერმანული, თან ლექსიკონის გვერდით დადება არ იქნება დიდი პრობლემა. არამედ იმიტომ, რომ რაღაც მაკლია. არვიცი, ეს რაღაც რა არის. ალბათ ის, რაც ზოგადად წიგნის წასაკითხად მაკლია. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ წავიკითხავ ანა ფრანკს გერმანულად. კიარადა…მეტიც. წავიკითხავ ყველა იმ წიგნს, რომელიც წელს შევიძინე. მართლა, ბევრი შევიძინე და თითოეული მათგანი ისე მიყვარს, თითქოს რომელიმე გადაშლილი მქონდეს ყიდვის შემდეგ. არადა, აი ზუსტად, ივნისის ბოლო დღეს, 30 ივნისს, წიგნის ფესტივალიდან წიგნებით დახუნძლული მივედი გასაუბრებაზე. სერთოდ, არ მეტყობოდა, რომ მუშაობის დაწყება მინდოდა. მკრთალზე მკრთალი მაკიაჟი (ზაფხულში ვერ ვიტან მაკიაჟს), ჩვეულებრივი ტანსაცმელი, უბრალოდ შეკრული თმები, 10 წუთით დაგვიანება. ისე მადარდებდა მე გასაუბრება, როგორც შენ გადარდებს, რომელ ადგილას დაგმალავ. მაგრამ შენ უფრო გადარდებს შენი მომავალი ადგილსამყოფელი, რადგან სულ იმის შიში მაქვს, რომ ვინმე აგიღებს, გადაგშლის და შენც ძალით გაუმხელ ყველაფერს, რაც მე შენ გაგანდე. კარგა ხნის მანძილზე მრავალი წლის გამოუყენებელ და დაკეცილ ხალიჩაში შეგტენე, მერე მაღალი კარადის თავზე. ახლა ამ ნაწერის მერე სად დაგდებ, ჯერ არვიცი. მაგრამ პრინციპი არ უნდა დაირღვეს. მთავარია არავინ გიპოვოს. ხოდადამტოვეს 2 ივლისიდან დღემდე სულ ვმუშაობ და წიგნი არ ამიღია ხელში. რამდენიმე დღის წინ მორეირამ მკითხა შენი მარაგი როგორ არისო. მომერიდა, პასუხი არ გავეცი. არ მინდა, ისევ ისეთივე ზარმაცი გავხდე, როგორიც ადრე ვიყავი, მინდა შენს და წიგნებსაც ერთნაირად გაქცევდეთ ყურადღებას. ამ მუშაობამ კი გეგმები შემიცვალა.
წელს ბათუმში არ ვყოფილვარ…
ზღვა არ მინახავს წელს…
ზაფხულის ცა არ მინახავს…
ჩემს საყვარელ კაფეში ჩემი საყვარელი ცეზარი არ მიმირთმევია…
ქვების შხუილისთვის არ მისმენია…
ღამის კლუბებში არ მიცეკვია..
ღამეში არ მივლია ბათუმის საყვარელ ქუჩებში, როცა ცეკვიდან დაღლილი სახლში მივდიოდი…
მზისთვის არ მიმინდვია ჩემი სხეულის შეფერადება…
დაისისთვის არ მიმზერია… მზის წყალში ჩაძინებისთვის არ მიყურებია…
დღისით უაზროდ არ მიბოდიალია მაღაზიებით აჭრელებულ ქუჩებში…

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შიში გამიჩნდა, მატერიალისტი არ გავხდე. არ მინდა “სამსახურის ვირთხა” გავხდე. არ მინდა “ხელფასიდან ხელფასამდე” გავხდე. მე ხომ ეს არასოდეს მინდოდა.

პირობას ვდებ, მივხედავ მე ამ ყველაფერს. გავერთობი კიდეც, წიგნებსაც წავიკითხავ კიდევ და შენს ხის თხელ ფირფიტებსაც გავჩხაპნი საწერი კალმით.

04:17 am “

ტექსტი READ-MORE-ს შემდეგ

08 OcT 2008 BuS nOtE

წეღან ვიყავი ჩემს ყოფილ სამსახურში, უფრო სწორად სათაო ოფისში. ვეღარ გავიგე. სავარაუდოდ მტოვებენ. ან შეიძლება არც. ტესტირებაო, გასაუბრებაო ესაო, ისაო. არვიცი, მეზარება ამდენი ტვინის ბურღვა. ერთხელაც იქნება, ეს ყველაფერი მომბეზრდება. ან შეიძლება, არც. ზოგადად შეიძლება ყველაფერი მომბეზრდეს. იქითობისას ვერ ვასწრებდი და ტაქსით მომიწია მოსვლა. ტაქსის მძღოლი რატომღაც ძალიან კომუნიკაბელური შემხვდა. ზედმეტადაც კი. ერთი–ორი გაღიმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შეუძლია, კიარადა, უფლება აქვს პირად საკითხებზე მესაუბროს.

*საერთოდ მე ძალიან კომუნიკაბელური ვარ, აი მართლა ძალიან, მაგრამ რრრავი, მორიდებულობა და თავშეკავებაც მაქვს, რამე რომ იყოს და ასე პირველად ნანახ ადამიანთან არ ვკონტაქტობ ხოლმე. მითუმეტეს, მანქანით ძალიან იშვიათად ვმოძრაობ, ძირითადად ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით. ხოდა მანქანაში მიყვარს ჩუმად ჯდომა და მუსიკის სმენა. ვტკბები სიმყუდროვით, რასაც “მანქანაში ჯდომა” ეწოდება. *

საუბარი იწყება ჩემი საცხოვრებელი უბნის გარკვევით, ვერ ვხსნი რა, ვაკეში ზუსტად რა ადგილას მივდივარ…
– შენ აქაური ხარ თუ ვაკელი?
– აქაური.
ვიმედოვნებ, რომ საუბარი შეწყდება, რადგან ზუსტად ქუჩას ვუსახელებ, სადაც მიმეჩქარება. მაგრამ ვინ მახარებს?!
– რა კარგი გოგო ხარ?
– (მორიდებული ღიმილი)
– გათხოვილი ხარ?
– (სიცილი)უი!!! არა, არც ვფიქრობ.
უკვე კოსტავაზე ჩავედით, ტელევიზიასთან. ვთხოვ, უფრო ჩქარა იაროს. კიდევ მაქვს იმედი, რომ მორჩება ეს ჩემთვის უსიამოვნო, მისთვის – კი გასართობი დიალოგი.
– კი, მაგრამ რატომ? ასეთი კარგი გოგო ხარ?! მუშაობ?
– დაახლოებით.
– სწავლობ?
– კი.
– მერე რა გინდა? ქმარი რატომ არ გინდა? ასეთი ლამაზი გოგო? რამდენი წლის ხარ? ალბათ 20–ის ხო?
– 21.
– აჰა, რა გინდა, ხომ გამოვიცანი.
– თითქმის. (იხტიბარს არ ვიტეხ და ისევ ღიმილი, ამჯერად ნაძალადევი)
– არა როგორ თქვი “არც ვფიქრობ”–ო. ასეთი კარგი გოგო რატომ არ უნდა ფიქრობდეს გათხოვებაზე?
– (არგუმენტი არ მაქვს)
– აი, ერთ ამბავს მოგიყვები რა. ამას წინათ გოგონა ჩამიჯდა დედამისთან ერთად. გოგო იქნებოდა შენი ხნის. და მე ვკითხე, თქვენ დები ხართმეთქი. გაეცინა ორივეს. დედა–შვილი იყვნენ. და ისეთი ლამაზები. აი შენ არ გინდა, რომ ახალგაზრდა დედა იყო და ლამაზი ისედაც ხარ? არ გინდა?
– (წადი შენი…)
– აი, დედაშენი რამდენი წლისაა?
– (ღმერთო შენ მიშველე… )
– არ გიფიქრია იმაზე, რომ დედაშენი უფრო ნაკლების იყოს, უკეთესად გაუგებდით ერთმანეთს?
– ისედაც კარგად ვუგებთ. (გველი ვარ, გიგესლები)
– აი კიდევ, ამასწინათ, გოგოები მიმყავდა. ეგ გოგოები ხშირად მიმყავს ხოლმე. მიძახებენ ხოლმე. ხოდა რომ ვუთხარი, რატომ არ თხოვდებითმეთქი, ასე მითხრეს სად არიან კარგი ბიჭები. უმეტესობა ნარკომანი არისო. მერე რამდენიმე დღეში 2 ბიჭი ჩამიჯდა, დიდი ჩანთებით, ვკითხე, ეს თბილისელი ბიჭები რატომ ხართ ასეთი დატვირთულებიმეთქი და თურმე სპორტსმენები ყოფილან და ვერის ის რომ არის, რა ჰქვია, დამავიწყდა. ა, ხო, ბასეინი, იქ ვართ და ვვარჯოშობთ და ვცურავთო. მერე იმ გოგოებს მივასწავლე ეს ბასეინი და მართლა მისულან, გაუცნიათ იქაური ბიჭები და ორივე გათხოვილია ახლა. მეზობელმა მითხრა, რა დაუსწრებელი მაჭანკალი გამოდექიო. ხოდა ისა, შენც ქენი რა რამე.
–(ძლიიიიიიიიიივს, ვაკეეე )
ჩამოვედი. 2 წუთში შეხვედრა მეწყებოდა.
ღმერთო, რა საშინელებაა, როცა ტვინს არავინ მიტყნავს პირად ცხოვრებაზე საუბრით. არ მინდა ეს ქმარი და ვალდებულებაა?!
როგორ ვერ ვიტან, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან?

*
მეტყობა ხო, რომ ავტობუსში გაკეთებული ჩანაწერია?!
ხო რა, არ მავიწყდება მაინც სათქმელი…
კიარადა…
ბლოგში დასაწერი…