უარი, როგორც სურვილი

ლია ლიქოკელს იცნობთ ხო? თუ ოდნავ მაინც გიყვართ თანამედროვე ლიტერატურა, თვალს ადევნებთ ლიტერატურულ დაჯილდოებებს, მაშინ ლიაც გეცოდინებათ მისი ერთი რომელიმე ლექსით ან ჩანახატით მაინც. თუარადა, ვისაც მე ვყავარ FB-ზე, შეამჩნევს, თუ რამდენად ხშირად ვდებ ხოლმე ჩემს კედელზე მის ნააზრევებს. საკითხი იმდენად ლიას არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ რაც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა: ერთ-ერთ სკოლაში დაპატიჟეს ბავშვებისთვის ლექსების წასაკითხად. ლიამ მისვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად „არ შემიძლია მოსვლა“ თქვა. ამის შემდეგ კი სკოლის დირექტორმა დაურეკა მას და ძალიან უხეში ტონით გამოლანძღა, თავში აგივარდა პოპულარობა, ჯილდოები და მთელი ეს შენი ცნობადობაო. არადა ლია უბრალოდ ცუდად იყო, ლიას უბრალოდ არ უნდოდა მისვლა. ახლა არც ლიას დაცვას ვაპირებ და არც იმ დირექტორის გამოლანძღვას. უბრალოდ მინდა უარის თქმა და ცუდად ყოფნა უფრო დეტალურად და გასაგებად ავხსნა. ოღონდ ავხსნა ისე, რომ არც ჯანმრთელობის პრობლემები, არც ქალების კრიტიკული დღეები ან არც რაიმე სხვა ბიოლოგიური მიზეზები დავასახელო. Continue reading

Advertisements

ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური)  და  აჭარის ტურიზმის სააგენტოს  პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.

12

ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.
Continue reading

სამსახური

ჩემი “ძერსკი” ტელეფონის “არაძერსკი” მაღვიძარა. (ანუ არანაირი მუსიკა, უბრალოდ ვიბრაციის ჟრიალი)
ზოგჯერ კომოდზე შემოდებული HTC.
ზოგჯერ ხელის გულში მაგრად დაჭერილი და მუცელზე შემოდებული, თითქოს ჯვარივით მადევს და ვკვდებიო. მაგიტომაც მტკივა ხელი მეორე დილით.
work: 07:05 a.m. თვალის გახელა როგორ მიჭირს. თითქოს წებო მაქვს ჩასხმულიო. dismiss – მეორე მაღვიძარა დარეკავს.
mezareba: 07:25 a.m. ესეც dismiss – კიდევ 10 წუთი.
jandabaaaaa: 07:35 a.m. – ოფიციალური ადგომის დრო.
საბნის გადაძრობა, გაზმორება, ჩაფუთვნა და ოცნება იმაზე, რომ 8 საათი ჯერ არ დაწყებულა და მობილურმა ტელეფონმა აურია საათი. (ხომ ხდება ხოლმე, რომ უეცრად ჰოპ! და ზამთრის დროზე გადადის?!)
არადა აი 3-ჯერ არ-დაჭერილი dismiss ისაა, რომ სათითაოდ დარეკავს ყოველ 5 წუთში თითოეული.
გამათბობელთან დგომა.
ფანჯარაში ყურება.
ისევ ხალხი, რომელიც მიყვარს – ქუჩის მეეზოვეები.
ისევ შური მათ მიმართ.
ბევრი მთქნარება.
თვალების ტკივილი.
რაღაცის გადაცმა და ამოცმა აბაზანაში შესვლამდე.
აბაზანა.
ცივი თბილისი.
კაშნე, ხელთათმანი, ქუდი, როლინგი, შალის ჯაკეტი და ქურთუკი.
და სადღაც ორი თვალი. ძლივს.
და ორი ნესტო. ეგეც ძლივს.
ბნელი თბილისი.
არადა 22 დეკემბერი ჩავლილია და იდეაში მივემართებით დღის დაგრძელებისკენ.
არადა რა სიმშვიდეა.
და მაინც – მეზიზღება.
ერთი უბნიდან – მეორეში.
არ მინდა.
არ მინდა წერა იმაზე, რაზეც და ვიზეც მეფიქრება.
იმიტომ, რომ ეს მე მასუსტებს.
მასუსტებს ფიქრი უსულო საგანზეც.
მასუსტებს ფიქრი სულიერზეც.
და საერთოდ ოოჰჰჰჰ!!!
“ბაუნტი” და “პეპსი” მაშინ გამახსენდეს ხოლმე, როდესაც მაღაზიასთან ახლოს ვარ. და არ გამახსენდეს ხოლმე მაშინ, როდესაც სააკაძის მოედანზე ვარ. იქ მხოლოდ “კოკა-კოლა”-ა.
და ისევ წერეთლის გამზირი.
ისევ ორშაბათები.
გაუთავებელი ორშაბათები.
და მხოლოდ ერთი კვირა.

მე მაპატიეთ მორიგი იდიოტური პოსტი. ალთას ვიყავი და ბალთას გავედი. მაგრამ წარმოიდგინეთ პოსტი, რომელიც კვირების განმავლობაში იწერება, რა non-worth reading გამოდის ხოლმე. ხოდა აგერ არის ესეც.

ა ხო. სამსახური. ვუყურებ პოსტის სათაურს და ვხვდები, რომ სიტყვა “სამსახურზე” ეს კომენტარი უნდა გავაკეთო.
:oh….
გაგიკვირდებათ რატომ და გეტყვით: იმიტომ, რომ ჩემი უსაყვარლესი მომღერლის სიმღერის ციტირებას ვახდენ.
“Well I already know that you’d find some way to sneak me in and oh
ხოდა  ეს ისეთია რაღაცას ვამბობდე, ვყვებოდე, ეს ასეა, ის ისე და სამსახურის ხსენებისას “ოჰ”.

თურმე

არა..
კი ვიცოდი, მაგრამ ახლა ერთი-ორად დამაფიქრა ამ საკითხმა.
რა ძნელი ყოფილა 100%-ით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.
ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და მაინც არაფერი.
დადიხარ წინ და უკან.
ხან ამას აკეთებ, ხან – იმას.
ხან აქ მიდიხარ, ხან – იქ.
მერე ცდილობ მეგობრები მოიკრიბო გარშემო…
არა მეტიც.
ფუტკრებივით მოისიო.
“არიქა რჩევა მინდა და მოდით.”
“არვიცი, რა ვქნა.”
“არვიცი რა იქნება ამის შემდეგ.”
მაგრამ ისინიც კითხვას აქეთ გიბრუნებენ, თანაც უპასუხოდ.
“და შენ რა გინდა???”
“და შენ როგორ გირჩევნია???”
“ჯერ შენ გაერკვიე, რა გინდა.”გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.
თითქოს ამით ორ კურდღელს იჭერენ.
პირველი ის, რომ რეალურად აინტერესებთ, შენ რა გინდა. რომ მერე უკეთესად მოახერხონ დახმარება.
მეორე კი ის, რომ თავიდან მალე მოგიცილონ. ქვე-ტექსტი ისაა, რომ “რაც გინდა, ის გიქნია” და “როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. მერე მე არ დამაბრალო”.

ვდგავარ ტრიალ მინდორზე.
სრულიად მარტო.
სრულიად.
ვუყურებ მზეს დღისით,
ვუყურებ მთვარეს ღამით.
ვითვლი ვარსკვლავებს ყოველ ღამე.
და მე დავდივარ ამ მინდორზე.
და მე ყველაფერს ვაკეთებ ამ მინდორზე.
იდეაში.
და მე ვიხედები ამ ტრიალი მინდვრის იქით.
რა არის???
უცბად შორენა მახსენდება, რომელიც “გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან”.
ქვევით უფსკრულია.
ლამაზი, ფერადი, თავისუფალი, როგორშიც მინდა მოხვედრა.
მაგრამ არ შეიძლება, რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანს.
ეს ხომ უფსკრულია, რაც ზიანს მომაყენებს.
ირგვლივ არავინაა.
მხოლოდ ბანალური არსებები.

ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ უკვე მე-8-ედ გამომიშვეს სამსახურიდან.
ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს აწეწილი.
ეს ჩანაწერი საბოლოო ჯამში არც იმას ეხება, და მითუმეტეს არც იმას.
უბრალოდ ეს ჩანაწერი ყველაფერს ეხება.
ალბათ დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღო არც თუ ისე დიდი გადაწყვეტილება.
მე კი დავდივარ აქედან იქ, იქიდან – აქ.
და რა???
არც არაფერი.
ხალხი გამუდმებით რაღაცას მოითხოვს ჩემგან.
ოჯახის წევრები – გამოცოცხლებას.
თანამშრომლები (აქ უკვე ყოფილნი) – ნაკლებ პანიკას, “არ-განცდას”, უპანიკობას და მეტ ღიმილს.
მეგობრები – კარგ განწყობას.
ქალები – დაინტერესებას ყველა იმ ქალური სისულელით, რაც მათ აინტერესებთ.
მამაკაცები – მათთან ფლირტს.
ნეტავ ვინაა ის თუნდაც ერთადერთი ადამიანი, ვინც არაფერს ითხოვს ჩემგან და ჩემთანაა მიუხედავად იმისა, როგორი ვარ და როგორ ვიქცევი.
არ შემიძლია ხელოვნური ხასიათები და ქცევები.
რაღაც ახალი მინდა გავაკეთო, რითიც საკუთარ თავს ვასიამოვნებ და არა სხვას.
ვდგავარ უფსკრულის პირას და ვფიქრობ.
გადავხტე თუ ისევ ასე ვიყო.
და იქნებ გადახტომა ჭრელ ფერებში უკეთესია, ვიდრე დადგენილი წესების მიხედვით ცხოვრება.
მიჭირს და ძნელია.
მთელი 2-3 თვე მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად სამსახურში კეტებით ვიარე.
და რომ ვინმეს ვენახე, პასუხი მზად მქონდა.
უტაქტო, უზრდელური, მაგრამ სამართლიანი და ლოგიკური.
“არ ვარ თანამშრომელი და როგორც მინდა, ისე ვიქცევი.
ეგ თქვენი შინაგანაწესები და “უნდა”-ები კი მხოლოდ თანამშრომლებზე ვრცელდება.
ასე რომ … ” და ეს ყველაფერი ღიმილის თანხლებით.

რაღაც მომენტში უკვე დავიძახე “ჰოპლა” და არვიცი ახლა სად ვარ…
მგონი ჰაერში.
თუმცა ისევ ჩემი გონება თუ მეტყვის საითკენ გავაგრძელო არსებობა.
ჯერ-ჯერობით ჰაერში ვარ.
ისევ.

იმდენი რაღაც მიტრიალებს კიდევ თავში და სიტყვების ნაკლებობას განვიცდი.
ვერ ვახერხებ კონცენტრირებას.
არადა მინდოდა ყველაფერი ამომეღო, რაზეც ამ დღეებში ვფიქრობდი.
რაღაც გაუფასურებას ვგრძნობ და გული მწყდება ამაზე.
ეს დღეები თუ კვირეები მეფიქრება იმაზე, რომ ზოგიერთები როგორც ქალს ისე მიყურებენ და არა როგორც ადამიანს.
და ამაზე არაადამიანურად მწყდება გული.
თითქოს სიამოვნებთ ჩემთან თამაში.
და მე ისევ ტრიალ მინდორზე ვარ.
დავდივარ აქეთ-იქით და ვფიქრობ ამ ხალხთან გადავხტე თუ ისევ ერთფეროვან და ერთ ფერში გადაწყვეტილ მინდორზე დავრჩე.
არადა მათთან უფრო საინტერესოა.

ვერ ვიტან, როდესაც გრძელი ფრჩხილები მაქვს.
არადა მანიკურს ხშირად ვიკეთებ, მაგრამ ფრჩხილები ჯინაზე ძალიან მალე მეზრდება.
და თითების მაგივრად, ფრჩხილებს ვურტყამ კლავიშებს.
ამიტომაც სიმღერასთან ერთად, ფრჩხილების ტკაცა-ტკუცს ვუსმენ.
და მაღიზიანებს მე ჩემი გრძელი ფრჩხილები.
და აღმაგზნებს ჩემი ხმაურიანი კლავიატურა.
აღმაგზნებს მე ის, რომ დიდი, ბუთქუნა და ძნელად რომ დასვამს ეკრანზე ბგერებს, ისეთი კლავიშები აქვს.
მაგრამ მე მაინც მაღიზიანებს გრძელი ფრჩხილები.

და მობილურზე ისევ მესიჯებია.
ფლირტებისა და გახალისებების შესახებ.
და მე ისევ ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს.
და მინდორზე დარჩე.
ვახ.

რაღაც სხვაგან ვიყავი, ამ პოსტის წერა რომ დავიწყე.
და ახლა სხვაგან ვარ, რომ ვასრულებ.
არადა ორივე შემთხვევაში სახლში ვარ და რავიცი აბა…
ხოდა ისა…
დეპრესიაში არ ვარ საერთოდ.
უბრალოდ ასეთი ვარ.

თურმე ამ სიმღერის გარდა არაფერი ჩამირთავს ამ პოსტის წერის განმავლობაში.
კლიპი ამ წამს ვნახე და სიცილი ამივარდა.
რამდენი დამთხვევა…
მეტროდან მგონი აღარ ამოვდივარ.
და რავიცი, რა აღარ.

http://web1.nyc.youtube.com/v/ThYOmxGgXzw&hl=en_US&fs=1

3:00 am

ორშაბათი.

დადგა უკვე…
აი ასე დგება ხოლმე…

და რაც უფრო “დგება”, მით უფრო არ “ჯდება”.
ეზარება ალბათ.

კიარადა უკვე სამშაბათია, მაგრამ მე ორშაბათში ვარ ჯერ. 

არვიცი რომელ სტადიას დავუბრუნდი.
ალბათ არარსებულს.
საიდანღაც კაფკა დამყურებს, ირონიით.
მაგრამ ძირითადად მაინც ჟან გუსტავი.
ჰო, ეგაა…
ისევ მახსენებს, რომ უდაბნო მხოლოდ აფრიკაშია.
მაგრამ უდაბნო იქაა, სადაც რაღაც “ისეთია”…
კიარადა…
არვიცი როგორი…
უდაბნო აქაცააა…
ზოგჯერ ხალხი ლილიპუტებად მეჩვენებიან.
და ზოგჯერ მეჩვენება, რომ ხალხი წვიმაში გამქრალი სიმშრალეა.
არაფერი.
საიდანღაც დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა ჩამესმის.
და ეს მე მაღიზიანებს.
ჩემს სიმშვიდეზე აგრესიულად მოქმედებს.
არვიცი მშვიდად როდის ვარ და როცა ვარ, დაე შემერგოს.
უზარმაზარ ლოგინში ჩემი მარტოდ ძილი ისეთი ნეტარებაა ჩემნაირი ნეტარების მოყვარულისთვის.
და მერე უცბად ყვირილი, ლანძღვა, ჩხუბი…
ვინ მაღვიძებს თუ არა ჩემი მეზობელი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია ფსიქიატრიულში უნდა იწვეს…
მაგრამ მერე წამლები ვინ უყიდოს…
როცა ქმარი უმუშევარია და შვილი – ლოთი.
რა შუაში იყო ახლა ეს…
უბრალოდ she made my afternoon..
made კიარადა პირიქით…
მაგრამ მაგ “პირიქით”–ს რა ჰქვია, არვიცი…
ალბათ ისევ “destroyed”…
უცბად მეღვიძება, აზრზე მოსვლისას კი “აუუუ, ისევ ეს ყვირის..”
რაც გავიგე, რომ ფსიქიკურად არანორმალურია, მას შემდეგ მისი მეშინია…
სადარბაზოში თუ სადმე შევეჩეხე, გავურბივარ. მეშინია.
არადა დედაჩემის შვილს უკვე აღარ.
მაგრამ მისი მეშინია.
ასათიანის კედლები ბავშვობაშივე ავითვისე…
მაშინ როცა ფსიქიკურად დაავადებული ქალი მამაჩემს ლექსებს უკითხავდა გისოსებს იქიდან…
და მე ყურებ– და თვალებდაცქვეტილი ვუყურებდი ხან იმ ქალს, ხან მამაჩემს…
მერე კი მამაჩემს შეშფოთებული სახით ვუთხარი: “გია, ნახე შეუყვარდი, ლექსებს გიკითხავსმეთქი”.
ნეტავ რამდენის ვიყავი მაშინ….
არ მახსოვს, ძალიან სიღრმეში იყო. მაგრამ მაინც დალექილია. ალბათ 6–7–8.
ახლა ასათიანის კედლები ისეთი მშობლიურია.
და თითოეული
“ცოლად გამომყევი რა”…
“მე მომაკითხე??? მიგყავარ ხო აქედან???”
“ერთი მაკოცე რა…”
“ეს ლამაზი გოგო ვისია???”
“გინდა წამლები გაგიყო???”
“ერთს გაკოცებ რა”
“ეს ჯინჯილაკები მაჩუქე რა…”
“გამარჯობა, მე ჩინეთის პრეზიდენტი ვარ”
“ჩინეთის კი არა, სიგარეტი მომეცი…”
“– ნოდარ, მოდი ერთი, უნდა მოგეფერო…
– გადი ქალო მოშორდი”
“ციცო, ისევ კოსმოსში უნდა გავფრინდე, გაგარინს გავასწრო”
“მოგესალმებით, მე მარსიდან ჩამოვედი და ბოროტმა დედამიწელებმა აქ გამომამწყვდიეს.მოიცა გავიდე აქედან, მე თქვენ განახებთ გაფრენას.”
და მერე ვიღაც, რომელიღაც სანიტარი დედაჩემამდე მაცილებს.
მე ვცდილობ სენტიმენტალიზმი უკუვაგდო.

რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი. ეს ხომ უკვე თითქოს წარსულია.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემმა მეზობელმა დღეს გამაღვიძა.
კიარადა ახლა რომ ვუკვირდები, მაგის თქმაც არ მდომებია.
უბრალოდ მომენატრა ჩემი ბლოგი.
კლავიშებს რომ მთელი გამეტებით ვურტყამ და ამასთანავე ნაზად.
და მიყვარს ჩემი კლავიატურის მკვეთრი ხმა.
ჩუმი” კლავიატურა დევს ყუთში და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
მაუსიც ხმაურიანი მაქვს, მკვეთრად გამოსცემს ხმას.
ოდესმე თუ კლავიატურა ვიყიდე, ისევ ხმაურიანსა და დიიიიიიიდ კლავიშებიანს ვიყიდი ისევ….

ან ეს რა შუაში იყო.
უბრალოდ სიგიჟემდე მომენატრა ბლოგი.
მისი სიმყუდროვე.
და უბრალოდ რაღაც სისულელეებს ვწერ.
ხო, ღამის გათევები ისევ დაიწყო…

ხოდა დაიწყო კი,მაგრამ თან თითქოს უფრო მეტად მოთენთილი ვარ. დღეს არაფერი ისეთი არ მომხდარა.
პასპორტი უნდა ავიღო 100 ლარად და სასტიკად მეზარება სირბილი. და ისიც არვიცი სად უნდა მივიდე და როგორ ხდება პასპორტის აღება. იქნებ ვინმემ დეტალურად მითხრას. ერთი ის ვიცი, რომ ბანკში უნდა გადავიხადო ეს 100 ლარი, მაგრამ ამის მეტი არაფერი ვიცი.

ხო, დღეს კვერცხი ისევ ჩემებურად შევწვი. სულ იმას ვიძახი კვერცხისა და ღომის მეტი არაფრის კეთება არვიციმეთქი. ხოდა აჰა.

ხოდა ახლა ისევ რაღაც ამეკვიატა ეს მელოდია. მთელი დღეებია ამას ვუსმენ.
და ამ მომენტამდე, სანამ youtube-ში მოვძებნიდი ამ მელოდიას, მეგონა sting-ის ამ ნამუშევარს the complete chicago sessions ერქვა, რადგან ასე მიწერია მე კომპიუტერში. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე I Miss You Kate ჰქვია… გამეცინა….:))))))))))

არც არაფერი პოსტია, უბრალოდ ბლოგი მომენატრა.

"ვუიდედა" პოსტი

დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე.

რამდენიმე დღეა დავრეგისტრირდი http://www.blogroll.ge–ზე…
კიარადა სადღაც 10 დღეა უკვე…
ხოდა სანამ, მანამ და მანამ, სანამ დარეგისტრირებულთა 99% აქებს და ადიდებს ამ საიტს თავ–თავიანთ ბლოგებშში, მე ვიტყოდი , რომ…
კიარადა…
მეც ვაქებ და ვადიდებ…
მეც ველოდებოდი მის გამოჩენას, ცივილიზაცია შემოიტანა ბლოგ–სამყაროში და ამაზე დავა ამაოა. ეს აშკარად ასეა. და ა. შ. და ა. შ.
უბრალოდ უცბად რაღაც საოცრად შემეშინდა…
წარმოვიდგინე, ადრე თუ იყო 10-16 წყვილი თვალი შემოპარული ჩემს ბლოგში, ახლა არის 20-30 წყვილი… ვინმემ ორი აგური მომაწოდეთ.
თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მე მინდა–არმინდა ცნობილი ვარ, როგორც ბლოგერი, რომელიც ძალიან გულახდილად წერს, მაშინ ბარემ 4 აგურს უნდა მაწოდებდეთ.
კიარადა ეს სმაილი>>>>>
ეგ კიარადა…
წინა პოსტს რომ ვწერდი, საერთოდ ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი და შემთხვევით publish post–ზე დამეჭირა. ანუ გამოვიდა ის, რომ სათაურითა და ცარიელი პოსტით გამოქვეყნდა. რაღაც სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. და მითუმეტეს რა დამემართება როდესაც პირადულ საკითხზე მომინდება პოსტის დაწერა. კიდევ 3–იც დაამატეთ.
მე მაინც ყველანაირ სიახლეს შიშით ვუყურებ, ხოდა ისა…
კიარადა…
ვიტყვი იმას, რომ მე არ შევიცვლები და არც ჩემი პოსტები გახდება პიზძეცინტელექტუალური… არც იმაზე ვიფიქრებ ბევრი პლუსი როგორ დააგროვოს რომელიმე ჩემმა პოსტმა. არც მე გავხდები კომენტარებისა თუ ვიზიტორების ხამკა. I’ve never been… ისევ ისე იქნება ყველაფერი. ისევ ისე დაიწერება ჩემი დაბნეული, online აზრები… ისევ აქ წერისას გამეხნება მუზები და არა ვორდის ფაილში დამუშავებულ–რედაქტირებული… ისევ იქნება უამრავი “ეს კიარადა ეს ვიგულისხმე” ტიპის წინადადებები იმიტომ, რომ ისევ წერის მომენტში მივხვდები, რომ რაღაც ვერ გამოვხატე სათანადოდ. იგივე დარჩება ყველაფერი…
მე მაინც გუგლ–რიდერის ერთგული ვიქნები. რადგან ვის ბლოგებშიც შევდივარ, ისინი ძირითადად გუგლ–რიდერით მოიძებნებიან ჩემს მიერ და არა blogroll.ge–ის საშუალებით.
ხო, რავიცი… მგონი ყველაფერი დავწერე… თან ეს blogroll.ge მხოლოდ ახალ პოსტებზე აკეთებს აქცენტს და გუგლი კი – ყველაზე. მიყვარს 2,3,4,10, 20, 30 დღის წინ დაწერილი პოსტების კითხვა, როცა ყველას უკვე გაკეთებული აქვს კომენტარი და მე ბოლო შევდივარ… სიმშვიდეა ხოლმე იმ მომენტში იმ კონკრეტულ პოსტთან…
არ ვითხოვ შექებას და შესაბამისად კრიტიკითაც ნუ შეიწუხებთ თავს. უბრალოდ რასაც ვიგრძნობ, იმას დავწერ.. ჩემს ემოციებსა და სიღრმეებს… კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ დაიკიდეთ. ვერ ვწერ, რადგან წინადადება ვერ დავაწყვე გრამატიკულად და შინაარსობრივად.

Dream

არადა აშკარად “ჩემი შეყვარებული”–ს გაგრძელებას ვაპირებდი, რომ თურმე დავუტაგივარ როიზინს პოსტში. არც ვიცი რაზეა საუბარი.., კიარადა სავარაუდოდ ოცნებებზე. ხოოო…

ოცნებები…
ეგ ადრე იყო, სანამ ჭკუა არ მქონდა… სანამ გულუბრყვილო, ბედნიერი და დებილი ვიყავი…
All dreams have vanished…
Slipped away…
Goodbye sweet childhood. 🙂
ტაგები

upcoming wedding

ხვალ ჩემი ბიძაშვილის ქორწილია. ეს ამბავი ისე მოულოდნელად დაგვაცხრა ოჯახს რამდენიმე კვირის წინ თავს, რომ “აგლანუტსა ნი უსპელი”. ჯერ ბიძაჩემი გადმოვიდა ჩვენთან და გვითხრა ეს ამბავი, მეორე დღეს კი თავად ვაჟბატონი გვეახლა. მე სამსახურიდან დადებილებული მივედი სახლში, მან კი თავისი გაბრწყინებული თვალები შემომაგება და მითხრა – “შენ ცეკვა არ იცი??? მაშინ უნდა იარო.” ნუ ჩემი ძმა დადიოდა ბავშვობაში, გერმანიაშიც იყო წასული მაგ ამბით, მაგრამ მე მეორე კლასში ანუ 7 წლის ასაკში დავდიოდი 2 თვით მგონი. მერე მამაჩემმა ჩემი მადლი მოისხა, გამომიყვანა და ინგლისურზე შემიყვანა. რათქმაუნდა ჩემს სიახარულს საზღვარი არ ჰქონდა.

რაღაცნაირად” დავიარები. არა, იმას არ ვამბობ, რომ ვაიმე, ჯერ რა დროსი იყო და სად ეჩქარებოდა, ჩემზე 10 წლით უფროსია და პრინციპში დროული იყო, კიარადა აშკარად დროულია. . მაგრამ არვიცი, მე ვარ რაღაც უცნაურად. ყველა გათხოვდა და დაქორწინდა. ერთი ჩემი დეიდაშვილი დარჩა მგონი და მე. ნუ 21 წლისაა და ჯერ ეგეთებზე არ ფიქრობს. მაგრამ მეტი სამეგობროში, კოლეგებში ყველა გათხოვილია. და მეც შემიძლია საათობით ვითმინო, როდესაც რომელიმე თანამშრომელი გოგო ქმარს ურეკავს 2 საათში 10–ჯერ შეკითხვით – “რას შვრები???”. და მერე გამოკითხვები, წაიყვანა თუ არა ბავშვი ბაღში, გამოუვლის თუ არა დღეს სამსახურის მერე და მისთანები.
ამას წინათ ქუჩაში მივდიოდი და რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში რაღაც ჩანახატის გაკეთებისა. დავწერ კიდევაც. საერთოდ ქუჩაში სიარული ბევრ აზრსა თუ იდეას მიღვივებს, ფანტაზიას მიგვიძებს, რაღაც წარმოდგენებს ვაკეთებ ხოლმე გონებაში. და მერე გული მწყდება, რომ კომპიუტერის წინ აზრების ჩამოყალიბება მიჭირს. არადა ქუჩაში სიარულისას აზრების ჩამწერი დიქტოფონი არ არსებობს. მაგრამ მაინც დავწერ, რადგან ამ ჩანახატს არ მივეცი გაქრობის საშუალება.
არ მინდა ქორწილში წასვლა. რომ არ ვისაუბროთ ზოგადად ქართული ქორწილის ღრმა სიძულვილზე, არ მინდა ტაშ–ფანდური და დიდი რაოდენობით ხელოვნური ღიმილი და სიცილი. მუდმივად ეგ როლი – ვეღარ ვიტან. ღიმილი იმისთვის, რომ სხვის განწყობას ავუბა მხარი. მაშინ როცა არავინ ტირის, რომ ჩემს განწყობას აუბას მხარი.
დედაჩემს ვუთხარი ვითომ გაციებული ვარ სიცხე მაქვსმეთქი, მაგრამ ნერვებს ნუ მიშლიო.
მოკლედ მივდივარ ხვალ ქორწილში, იმედია არ მოვკვდები.

მშვიდად

არვიცი რა განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში მივემგზავრები. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე რა დავტოვე აქ და რა მელოდება იქ. ვინ დავტოვე აქ და ვინ დამხვდება იქ. თუმცა ნებისმიერი მგზავრობა მაინც მუდამ სევდით აღსავსე დროის სვლაა და მეტი არაფერი. მანძილის არა, მხოლოდ დროის. მანძილი ამ დროსთან ერთად ილევა, თუმცა მხოლოდ დროებით. იგი ისეთივე სიგრძის რჩება,რაც თავიდან იყო. დრო კი მოკლდება. და მოკლდება არა მხოლოდ მგზავრობის კონკრეტულ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, გზაში სულ ცრემლები მაწვება ხოლმე. რატომ???
იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გზაში ყოფნისას ვამჩნევ, რომ დრო ძალიან ჩქარა გარბის. ტირილის გარდა ფიქრიც მაწვება. გზაში ვფიქრობ თითქმის ყველა იმ მომენტზე, რაც ცხოვრებაში გადამხდენია. და აქ ხდება ხოლმე დეფინაცია თუ რა ამბავი უფრო ადრე გადამხდა, რა უფრო გვიან. რა უფრო წინარე წარსულია, რა უფრო ახალი მომხდარია, რა იქნება რამდენიმე ხნის მერე წარსული და არასოდეს იქნება წარსულიც კი.
ფიქრი…ხშირად იმდენად დამღლელია და სევდიანი, რომ ვცდილობ ამ არაქვეცნობიერ და ჩამთრევ პროცესს გავექცე ხოლმე. ვიცი, რომ ამას ღრმად შევყვები მეც და მირჩევნია რამე ვაკეთო უფრო ნაკლებ სენტიმენტალური, ვიდრე ფიქრია. თუნდაც ჩემს სევდიან ბლოგში ახალი პოსტის გაკეთება ნაკლებ სევდიანია, ვიდრე ფიქრი. ყველაფერი, რაც ოდესმე მომხდარა, ხდება ან მოხდება ქვეცნობიერად არ მსიამოვნებს საბოლოო ჯამში, რადგან ვიცი, რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბავს ან უარყოფითად გავიხსენებ და გავიფიქრებ რა ცუდია, რომ ეს მოხდამეთქი. ან დადებითად გავიხსენებ და გავიფიქრებ, რა ცუდია, რომ ის კარგი მომენტი უკვე წარსულია და დამთავრდამეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გავიხსენებ ამბავს თუ ცუდად, მაინც სევდიანი იქნება ეს გახსენება. მაგრამ გვინდა-არ გვინდა ვიხსენებთ, რადგან მეხსიერება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
დღეს შხაპი მივიღე. შხაპის მიღებაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. არც განსაკუთრებით აღსანიშნავი პროცესია, ყველა აკეთებს და ზაფხულში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დროს. მაგრამ ახლა შხაპის მიღების ჰიგიენურ თუ აუცილებელ მხარეზე არ მაქვს საუბარი. თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ძილის და მგზავრობის დროს მოდის საფიქრალი??? არადა არა. თუმცა აქამდე მეც ასე მეგონა. დგახარ ცხელი წყლით სავსე ჭავლის ქვეშ, გრძნობ თითოეულ წვეთს, და რა??? და ისევ ფიქრობ. თითოეული ცხელი წვეთი სხეულზე დაცემული, თითოეული იმ წამის ტოლფასია, რაც გაგივლია, რაც გიცხოვრია და აანალიზებ მომხდარს, მერე უკვრიდები ან ცდილობ მაინც დაუკვირდე, სად შეცდი შენ, ან სად შეცდა სხვა. მერე მაინც გული გტკივა, რომ რამე ცუდი დაგემართა, მაგრამ ის კი არ გახსოვს, რომ შენც დამართე ვინმეს ცუდი. ვიდექი ჭავლის ქვეშ და საერთოდ არ ვფიქრობდი ამ ჭავლიდან გამოსვლაზე. ვიდექი, ვიდექი. მერე დიდე შემოვიდა, ხო ცოცხალი ხარო?! იდეაში ვიყავი, მაგრამ არვიცი მართლა ვიყავი თუ არა ცოცხალი, აქაურ სამყაროში. მგონი ეს პირველი პოსტია, სადაც 3 წერტილი არ დამისვამს რომელიმე წინადადების ბოლოში. არადა მესიჯებზეც უკვე ისეთი მიჩვეული ვარ, რომ ერთი წერტილის მნიშვნელობა აღარც მახსოვს მგონი, თუმცა ახლა ამას ვინ დაეძებს. ან ვინ უკვირდება?! ან ჩემს 3 კითხვის ნიშანს ვინ უკვირდება, ყოველი კითხვითი წინადადების ბოლოში რომ ვსვამ??? მგონი არც არავინ საკუთარი თავის გარდა და მგონი არც არავის შეუმჩნევია დიდად.

სანამ მე აქ მშვიდად ყოფნა მინდა და დროებით თბილისისგან დასვენება, უინტერნეტობის ფონზე ჩემი დეიდაშვილის (რომელსაც მე ხშირად ძმადაც მოვიხსენიებ ხოლმე და არ დაიბნეთ) უმაუსო ლეპტოპი დავიმარტოხელე ღამის 4 საათზე, თუ დილის. ნუ ვისთვის როგორ. და ვორდის ფაილს ვქმნი, რომელსაც მერე სავარაუდოდ მობილურში შევიტან (რადგან ჩემი ძმა „Fლეშკა“-ს ვერ მოიძიებს ხვალ დილით სავარაუდოდ) მერე წავალ ინტერნეტ კაფეში და ამ ყველაფერს ბლოგში დავდებ. არადა იდეაში ბლოგისგანაც უნდა ვისვენებდე, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს. ეს 2 დღეა, რაც ჩამოსული ვარ, მიშიკოს მეზობელთან დავყავარ და აქტიურად ვთამაშობთ ჯოკერს. ისე სასწაულად გავედი მეოთხე ადგილზე, რომ ჯამიდან 20 თეთრიანის ამოღება მე მომიწია. მომიწია რა, ვერ ამოვიღე. მასპინძელმა 18 წლის ბაქარმა გამომიტანა ნახევრადსავსე ჯამი, შიგ 20 თეთრიანი ჩააგდო და წინ დამიდო.თან არ მინდოდა ძალიან ბევრი წყალი ყოფილიყო, რადგან ლინზების დასველება ვერა მთლად კარგი ამბავი, თუმცა ბაქარმა ჩემი თვალების ამბავი საერთოდ რომ არ იცოდა, ისე შემისრულა ცოტა წყლის არსებობის პირობა. ენით ვცადე, პირით თუ ცხვირით შესრუტვა, წყლის დალევისმიერი მეთოდით მისი შემცირებით, ვერა!!! ვერაფრით ვერ მოვახერხე. თავანი ვერ ჩავაბარე, თან თავანს ჩემი ძმა იბარებდა, ყვეგანლა ხო სასწაულად დაიხოცა სიცილისგან და რჩევები არ დაიშურეს. ასე ქენი, ისე ქენი, ენით უფრო ადვილია, წყალი დალიე და ეგრევე ამოვა. მაგრამ ვერ ვქენი. ამასობაში მეც უკვე მუღამში შევედი, ბიჭებმა უკვე ბურას თამაში დაიწყეს, ჩემს საყურებლად არავის ეცალა, ბაქარს შევხედე და შენი ცოდვით აღარ ვარო, რამდენიმეჯერ ამოიხვნეშა. ვერ ვიღებმეთქი და დამინდეს, შეეშვიო. დღეს სადილზე მიშიკოს ვუთხარი, ჯოკერი ადამიანურად მასწავლემეთქი, ანუ აი ისე, რომ კარგად ვთამაშობდემეთქი. მე როგორ გასწავლო, ეგ ნიჭი უნდა გქონდესო – სიამაყით განმიცხადა
ხო, ნიჭს რაც შეეხება, დღეს აქ ყოფნის განმავლობაში პირველად ხელი მოვკიდე ბისერებს. მაიკო გადმოვიდა – ჩვენი მეზობლის რძალი, 3 წლის ელენესა და 2 წლის ლიზისთან ერთად, თვითონ მაიკო მესამე ბავშვზე და თან მესამე გოგოზე მე-9 თვეშია. მშურს სასწაულად. თან ისეთ დროს შემოვიდნენ, როდესაც ბისერებს ვაცვამდი. მოვიდნენ, წინა კვირებში აცმული ბისერებით აღფრთოვანდნენ. ელენე გამიშინაურდა, არადა მთელი 2 დღეა „როჟები მიკერა“, მაგრამ ბისერებმა თავისი ჰქნა. არ არსებობს ბავშვი არ მოვიშინაურო, უბრალოდ არ ხდება ასეთი რამ. (ახლა უცებ ის გამახსენდა, Mr.M-მა თავის ცოლ-შვილიან მეგობართან ერთად რომ წამიყვანა სახინკლეში, 3 წლის ლიზი ერთადერთხელ ვნახე. Mr.M-ი მახარბებდა შენთან არ მოვა, მე მეხუტება, ტყუილად ნუ ეძახიო. არადა ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში ჩავიხუტე, გამოშტერდა Mr.M-ი,ეს როგორ მოახერხეო.:დ )ხოდა ახლა ჩემმა დეიდაშვილმა გუშინ მითხრა ელენიკო არ მიგიკარებს შენო, მხოლოდ მე მეძმაკაცებაო:დ არაფერი ვუპასუხე, მაგრამ დღეს სასწაულად მომეკარა. მიყვარს ბავშვები, ყოველთვის მიყვარდა და ის მომენტიც მიყვარს, როცა მასთან კონტაქტს ვამყარებ. ვესაუბრები, თვლას ვასწავლი, ვთხოვ მიპასუხოს რა გვარია, ვთხოვ დამისახელოს მისი ოჯახის წევრები რა სახის ნათესავები არიან მისთვის, ვეუბნები, რომ ლამაზ სამკაულს გავუკეთებ, თუ ჩემთან ახლოს მოიწევა. ასეც მოხდა დღეს. ჭრელი ბისერისგან ხელის სამაჯური გავუკეთე, თან აქეთ მაფრთხილა „ახა ნემცები მოაძე, თოლე მეტინება“ ქერა, სწორი კარე ძალიან საყვარლად აქვს, დეიდაჩემს შეუჭრია. სამაჯური გავუკეთე და ეგრევე დედამისთან გაიქცა. ამდენი ხანი მარტო გამიჩერდა, რაც სასწაულად გამიკვირდა.

თუ ფიქრობთ, რომ პოსტი უაზროდ არის გაწყვეტილი, არ დაიბნეთ.
სულ ეგრე არ ვაკეთებ?!

ხოდა ისა…
კიარადა…
კიდევ შემოვირბენ ხოლმე.
და დავწერ რამეს…
მანამდე კი ვორდის ფაილი და იქ წერა მომავალი პოსტის.

გენერალური დალაგება ანუ სენტიმენტალური მე

შაბათ–კვირა რომ მართლაც 2 უიდეალურესი დღეა დალაგებისთვის, ამაში დღეს, ანუ კვირას დავრწმუნდი.
მოკლედ, მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ის სეკრეტერი დაგველაგებინა თავიდან ბოლომდე, სადაც ეს ჩემი კომპიუტერი არის შედებული.
მართლა შედებულია, ანუ მაგიდაზე არ მიდევს, როგორც ალბათ უმეტესობას.
გვიდგას ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ნაქონი ძველი სეკრეტერი, რომელიც ამ უკანასკნელებს ლაგოდეხში ედგათ 40 (!!!) წლის განმავლობაში. მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ ისევ და ყველა ავეჯი ჩამოიტანეს აქ. მათ შორის ეს სეკრეტერიც. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, ბარემ იმათ ბინაში ადგილი აღარ არის და მოდი აქ დავდგათ, ჩვენთანო. ასე აღმოჩნდა აღნიშნული ავეჯი ჩვენთან. სადღაც დაახლოებით 10 წლის წინ, თუ არ მეშლება. მერე კომპიუტერიც შევიძინეთ 2005–ში მგონი. ხოდა კომპიუტერის ადგილი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ ამ სეკრეტერში შეგვესახლებინა.
ასეც მოვიქეცით.

ვინც არ იცის როგორ გამოიყურება სეკრეტერი – ეს არის ნახევარკარადა ანუ ორსართულიანი კარადა. რომელთაგან ზედა ნაწილი იღება და იხურება ზევიდან ქვევით კარის ჩამოწევით, სადაც ამჟამად მონიტორი, დინამიკები და ბასი დევს. ხოლო ქვედა ნაწილი იღება როგორც ჩვეულებრივი კარადა – ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით.
მთელი ამდენი წლის განმავლობაში რაც კი რამე შესაჩურთი მოგვეპოვებოდა მე და ჩემს დას, ყველაფერს ამ ორ სართულზე ვდებდით. ამ საქმეში განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობდა.
დედაჩემმა არაერთხელ გვთხოვა ამ ნახევარკარადის დალაგება, მაგრამ მაგას სიკვდილი გვერჩივნა ორივეს და დედას ფრაზით: ხო, დავალაგებ”–ით ვიშორებდით.
არვიცი რა მოხდა დღეს ჩემს ტვინში ისეთი, რომ სასწაულად მომინდა დალაგება.
გამოვალაგე მთელი 2 სართული.
ვიღაცისთვის ეს ალბათ მართლა არაფერია, იმდენად შრომისმოყვარეა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც დიდი ამბავი იყო.
ისტორიის სახელმძღვანელო მე–10 კლასი…
ფიზიკის სახელმძღვანელო მე-10 კლასი…
ქართული ლიტერატურა მე-10 კლასი…
რუსული ლიტერატურა მე-9 კლასი…
ჩემი დღის პირადი დღიური, რომელშიც წერდა 1995-2000 წლებში…
გერმანულისა და მათემატიკის წიგნები და რვეულები…
“გოეთე”–ს წიგნები…
ჩემი ნახატები, რომლის ჩარჩოში ჩასმა და ოთახში დაკიდება ისევ ოცნებაა ჩემი…
გუაშები, ფუნჯები, სახატავი ფურცლები…
ქართული გრამატიკა მე-6 კლასი…
ჩემი სურათი 10 წლის ასაკში…

ჩემი დის უამრავი Cosmopolitan–ი…
2003…
1998…
1996…
2004 წლისები…
ჩემი დის უამრავი სამკაული, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთოდ აღარც ახსოვს…
მისივე კოსმეტიკის არაერთი ნაწარმი…
მისივე სამედიცინო ლიტერატურა…
მისივე იურიდიული ლიტერატურა…
სერტიფიკატები…
იმდენი ძველი ნივთი…
იმდენი…
ყველაფერი გამოვალაგე, ერთად ვისხედით მე და დედაჩემი, უზარმაზარი ტომრის მაგვარი პარკი ავავსეთ ნაგვით. თურმე რამდენი ხარახურა იდო ამ სეკრეტერში. არადა ერთ დროს როგორ საჭირო იყო ეს ნივთები.
ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ.
დაახლოებით 2–3 საათი მოვუნდით ამას.
ამ დროს საზამთრო გამოიღო მაცივრიდან და დამიძახა, შემომიერთდი, ცივიაო.
დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.
ისეთი სასწაული ნოსტალგია შემომაწვა.
უსასწაულესი.
ისე მალე გადის დრო, ისე.
რომ მართლა გული მწყდება ძალიან ბევრ რამეზე.
ახლა რომ ვუფიქრდები, საერთოდ რა გვინდა, რისთვის ვჩნდებით?!
ილია ვეკუას, რომელიც 60 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაცვლილა, აღსასრულამდე რამდენიმე ხნით ადრე უთქვამს, პოტიკია ეს ცხოვრებაო.
პოტიკი – მეგრული სიტყვაა და არც ვიცი როგორ ავხსნა. ანუ შრომა, ჯაფა, გარჯა, წვალება, სულ რომ რაღაცას “ჩალიჩობ”, რომ რაღაც მცირედს მიაღწიო. ცხოვრება, როგორც ციყვი გალიაში, გამუდმებულ რუტინაში.
გული ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ვცდილობ ხოლმე, რომ სიკვდილსა და სიბერეზე არ ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის. ტირილი მომინდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ იცოდე როგორ მიჭირს ამ სეკრეტერის ლაგება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ლაგება მეზარება, არამედ იმიტომ,რომ უამრავ რამეს მახსენებს ბავშვობიდანმეთქი. შემომიბრუნდა და მითხრა, აბა ახლა მე მკითხე რამდენს მახსენებს, თან შენ მაინც წინ გაქვს მთელი ცხოვრებაო. ცრემლი ძლივს შევიკავე.
წინა დღეს ბუსუნას ბლოგში შევედი, იმასაც სიკვდილზე დაუწერია. არ წამიკითხავს, ვიცოდი, ცუდად გავხდებოდი. მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ფიქრი უფრო.
რა თემაზეც არ უნდა ვფიქრობდე, ბოლოს მაინც სიკვდილამდე მივდივარ. თითქოს ესაა ნებისმიერი სასაუბრო თემის ბოლო აკორდი. ძნელია.
მერე კომპიუტერის აბსოლუტურად ყველა კაბელი, რაც კი რამე აბია, გავწმინდა. ხარისხიანად. მთელი 4 წლის მტვერი ზედ ედო. ახლა UPS-დან დაწყებული მაუსით დამთავრებული, ყველაფერი ბზინავს. ნუ შეიძლება არ ბზინავს, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავწმინდე. “შენ მართლა საღოლ”–იც კი დავიმსახურე ადამიანისგან, რომელიც სულ იმაზე მაძლევს შენიშვნას, როგორ არ გიყვარს სახლში რამის კეთებაო.

მერე ისევ Mr.M–ი ამომიტივტივდა. საერთოდ აღარ ვარ მასზე გაბრაზებული ან ნაწყენი. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ არ ღირს ვინმეზე გაბრაზებული იყო. მერე ისევ მე დამწყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ის რას ფიქრობს, ის მაინც ვიცი, რომ დამნაშავედ მე არ მიმიჩნევს და ჩემთან გატარებულ დროს ძალიან კარგად იხსენებს. ანუ ადამიანი ერთი თვის მანძილზე მაინც გავაბედნიერე ჩემი დიდი სითბოთი. ანუ ისიც ვიცი, რომ მე საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. ძალიან დიდი სიყვარული გავეცი და გუშინდელისგან – წინა პოსტის დაწერის დღისგან და 11-18 ივლისისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავით ვარ წარმოუდგენლად კმაყოფილი. შეიძლება ცოტა არ იყოს და თავხედური და ამბიციური განცხადებაა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემიყვარდა, რადგან შემიძლია სიყვარული. მიუხედავად იმისა, მაწყენინეს თუ არა. და ეს მე სასწაულად მაბედნიერებს. სიყვარული ყოველთვის შემეძლო მაგრამ ახლა უფრო დავინახე ეს, რადგან ასე გული ჯერ არ მტკენია და ასე ძლიერ არ განმიცდია.
“მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ”–ის პრინციპი 100%–ით მუშაობს. არადა თავის დროზე Mr.M–მა მითხრა რა ცუდი ფრაზაა, როგორ უნდა გეკიდოს, მე ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი რას ვგრძნობს შენს მიმართო, მაგრამ ასეა და რა ვუყო?! დედა ტერეზას უთქვამს თურმე, მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და საპასუხოდ არაფერს ელოდებიო. მართლა არ მაღელვებს იმას რა გრძნობა ამოძრავებს ჩემს მიმართ, მე მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ ყველაფრის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ტკივილი მომაყენა. ამით მე გამოცდილება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე უფრო მკაცრი გავხდებიმეთქი ადამიანების მიმართ, მირჩია კიდევაც რამდენიმემ, აწი ასე ერთ კვირაში არ შეიყვარო ადამიანიო, მაგრამ ხომ ვიცი, არ გამომივა. უბრალოდ არ გამომივა.თუ რამე შევამჩნიე საკუთარ თავში, რატომ შევიკავო?! იმან იკითხოს, ვინც არ დამიფასებს და არ დაინახავს, თორემ მე რა. დიდი–დიდი 1–კვირიანი ცრემლები. თუ რამე აღმოვაჩინე ადამიანში პლუსი, უკვე გული სხვანაირად მიცემს ხოლმე. არ ვარ ბოღმა. და ეს ერთი კვირა რომ ვიყავი,ზუსტად ეგ იყო მიზეზი ჩემი ტირილებისა და შუშანიკობისა.
ახლა როგორ ვაფასებ მის საქციელს??? ისევ ისე, როგორც წინა პოსტში. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნსჯი და აღარ ვბრაზდები. ასე იყო საჭირო, რადგან მოხდა. სასწაულად ვიღიმი მთელი დღეა და თვალწინ წარმოდგენას ვდგამ, თითქოს მთელი მისი სამეგობრო და მე ერთად ვართ და რაღაცაზე ძალიან ბევრს ვიცინით. და მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერად მახსენდება მასთან გატარებული ესა თუ ის მომენტი. მიხარია, რომ ამდენი ახალი ადამიანი გავიცანი და იმედს ვიტოვებ მათთან მექნება ძალიან თბილი ურთიერთობა. ისიც მინდა, რომ Mr.M–თანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყო, მინდა ამ დღეებში შევხვდე და ვუთხრა, რომ არ ვარ მასზე ნაწყენი, ჩემი ხელით დავუბრუნო ფსალმუნი და არა ნათიას საშუალებით. ვუთხრა, რომ მე მისი კეთილისმსურველი ვარ და ყველგან კარგად მოვიხსენიებ. და ყველაფერს კარგად გავიხსენებ. ვიცი,საშინლად მოერიდება ჩემი და თავს დახრის ისევ ისე, როგორც შაბათს დახარა, მაგრამ არაუშავს,უშეცდომო არავინაა.
დილის 7–ის ნახევარია, წავედი “გავთხარე ლოგინი” როგორც ერთი ფორუმელი იტყოდა, 2 საათში უნდა ავდგე.

შემოვიდა

დღეს, სამსახურში რომ მივადექი, ერთი წამომცდა გუშინ ბლოგში შენზე დავწერემეთქი და…
აუ, ახლა რომ მოვრჩები საქმეებს, ჩემთან ავიდეთ, ვისადილოთ და შენი ბლოგი ვნახოთო
ნუ აი რა მინდოდა
ვინ მექაჩებოდა ენაზე
ვინ მეხვეწებოდა და მემუდარებოდა “შენზე დავწერე ბლოგში” თქვიო…
ჯერ გაცნობის პირველივე დღეს რატომ ვატაკე ფორუმელი და ბლოგერი ვარმეთქი
აი რატომ??? ვყოფილიყავი ჩუმად ჩემთვის. მაგრამ ასე მემართება ყოვეთვის, როცა ადამიანს ვუახლოვდები. მინდა, რომ გულახდილი ვიყო ხოლმე.
კიარადა… ნუ მოკლედ, გავატარეთ.

მოკლედ წაიკითხა Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი და მოკვდა სიცილით. მე ვიჯექი უკან და ჩუმად ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ასე იცინოდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. რაღაც მომენტში სერიოზულად გამიტყდა.

მერე გადავიდა “Novels”–ზე და რატომღაც ჩათვალა, რომ “ჩემი შეყვარებული” სხვისი ნაწერი იყო, არადა აშკარად ვუთხარი ადრე აი ბლოგში ამაზე და ამაზე ვწერმეთქი, მაგრამ ეტყობა ჰაერს გააყოლა ნათქვამი. საიდან დავასკვენი, რომ სხვისი ეგონა??? საიდან და შემდეგი ფრაზებიდან:
1)აუ ნახე ვიღაცამ თავის შეყვარებულზე დაწერა.
(ამ დროს მე: ხოო, მერე როგორია???
ის – აუ რავიცი მე, სხვისი ნაწერები არ მაინტერესებს.
მეც <<<< ეს გამომეტყველება მივიღე, ვითომ სულ არ არის ეგ ჩემი დაწერილი. გულში ვფიქრობდი, თუ რამეა, ვითომ ნატოშამ იკაცამეთქი. ნატოშ, მაპატიე,ახლა არ დამიწყო გამოკითხვები "ჩემი შეყვარებული" მე რა პონტში შემომტენეო. lineage–ზე შენ მახსენდები ავტომატურად და იმ მომენტშიც შენ გამახსენდი )
2)ეეე, მოიცა არ მაინტერესებს მე სხვისი ნაწერები. შენები როგორ ვიპოვო???
(ნუ აი რა უნდა ჩემს ბლოგში სხვის ნაწერებს )
3)აღტაცება, როდესაც ცალკე widjet-ში შეეჩეხა ჩემს კომენტარებს: ეეე, აი ახლა მივაგნებ შენს ნაწერებს
(ღმერთო აქ ხომ სულ ჩემი ნაწერებია და მეტი არავისი)
4)აუ აზრზე ხარ ეს რამხელა საიტია.
(სიტყვა “საიტი” ანუ როგორც ჩვენ გვესმის ფორუმი, სადაც მილიონობით ადამიანი პოსტავს, ისე მიიღო პატივცემულმა და გულმოდგინედ ეძებდა ჩემს ნაწერებს. )
5)აუ ეს უნდა შევინახო favourites–ებში, თორემ ისე ვერ მოვაგნებ ხოლმე მე აქ.
(არადა ვუთხარი, აკრიფე კ, მერე რვიანი, მერე ოთხიანი და …
კიარადა ვინ დაგაცადა ბოლომდე???
და მე უკვე ჩემთვის ჩუმად ვბურტყუნებდი k8 არის ჩემი სახელი იმიტომ, რომ რვა არის ინგლისურად “ეით” და ერთად გამოდის “ქეით” და 4u არის შენთვის, თქვენთვის იმიტომ, რომ ოთხი ინგლისურად არის “fორ” და ….
კიარადა ვინ მოისმინა საერთოდ)
6) აუ აზრზე ხარ, ხალხი აქ რა დღეშია, რამდენს წერს და რამე…
(არადა კონკრეტულად k84u.blogspot.com არის ჩემი ვახ, ხალხი პრი ჩომ )

“გააგრძელეთ კითხვა” ჩემდა გასაკვირად პირველივე ჯერზევე დაამუღამა. მე ეგეც გამიკვირდა.

ხოდა ეს არ არის მთავარი. ნუ კარგი, დაბადებიდან ვის სცოდნია ბლოგი და ან თუნდაც კომპიუტერი???
ასე რომ ამაზე მართლა არ მქონია რეაქცია.
არც დამიცინია და არც ჩამიცინია.
რეაქცია მქონდა favourites–ებში ჩაკოპირებაზე.
მორჩა, ახლა ყოველდღე შემოვა. ყოველ ახალ პოსტს წაიკითხავს.
” ეეე, მე სულ შემოვალ ხოლმე აქ იმიტომ, რომ აქიდან გავიგებ რაზე ფიქრობ და რას ფიქრობ ხოლმე. აბა ხომ უნდა გავიგო რას ფიქრობ?! ისე არ მეუბნები იმიტომ, რომ გიჭირს საუბარი იმაზე, რაზეც ფიქრობ.”

აქ რომ 2–ანს ვხედავ, უკვე ავტომატურად მეფიქრება, რომ შემოსულია და კითხულობს.

მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დამერხა .

მირჩიეთ რა

მოკლედ ე. ი. ღრმად პატივცემულო ბლოგერებო და არა მხოლოდ!!!
მესაჭიროება თქვენი რჩევა.
განსაკუთრებით კი მათი, ვინც ერკვევა ამ საკითხში.
მოგეხსენებათ…
და თუ არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ,რომ არ მაქვს ფოტოაპარატი.
ისიც მოგეხსენებათ…
და თუ ესეც არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ, რომ ძალიან მიყვარს სურათი.
არ აქვს მნიშვნელობა ჩემი იქნება, სხვისი, ბალახის თუ მტვრის.
ზოგადად სურათები მიყვარს.
ხოდა იქნებ თქვენ მირჩიოთ რომელი ფოტოაპარატი შევიძინო.

ჩემს პირობებს ჩამოვწერ, რომ უფრო მარტივად მიხვდეთ როგორი მინდა.
როგორი მინდა: გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მთლა უზარმაზარი არ მინდა, რადგან მოუხერხებელი იქნება სატარებლად. მაგრამ თუ ჩემს ყველა დანარჩენ სურვილსა თუ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯანდაბას იყოს დიდი. ანუ გარეგნულად როგორია, ეს არ არის ჩემთვის მთავარი.
რისთვის მინდა: ზოგადად გადასაღებად. ნებისმიერი რამისა და ვინმესი.
როგორ: night mode რომ ჰქონდეს და negative. აგრეთვე შავ–თეთრ სურათებსაც რომ იღებდეს.
ნუ ზოგ აპარატს აქვს აგრეთვე ვიდეოს ფუნქციაც. ესეც კარგი იქნებოდა, თუმცა არ არის აუცილებელი.მეხსიერებებში საერთოდ ვერ ვერკვევი და არვიცი როგორი მინდა. მაგრამ რაც მეტ სურათი შეინახება,მით უკეთესი.
არ უნდა იყოს ძალიან ძვირი. ვარ მოყვარული და შესაბამისად მინდა სამოყვარულო. ულტრა–ნავაროჩენი და პრადვინუტი აპარატზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ რაც ზევით ჩამოვთვალე ის პირობები მინდა რომ დააკმაყოფილოს.

ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აგერ ჩამოვწერ ზოგადად რა მირჩიეს.
1) Panasonic Lumix Lx3

2) Canon EOS 1000D შესაბამისი ლინკი

3) Canon PowerShot SX200 IS შესაბამისი ლინკი

4) Nikon COOLPIX P90 შესაბამისი ლინკი

5) Nikon COOLPIX L100 შესაბამისი ლინკი

ანუ ძირითადად ამათ შორის ვარ გაჭედილი.
თუ კიდევ რამე სხვა suggestion–ები გაქვთ, you’re welcome.

გარდა ამისა ამ საიტსაც ვათვალიერებ და რავიცი აბა.

კოშმარი

აი ნუ აი….
ნუ აი იცი…
აი, აი ისე…
მაგრამ თან ასე…
მაგრამ მერე მაინც არანაირად არც…
უბრალოდ აი უცაბედად…
მერე თითქოს არაფერი…
მერე ისევ ისეა ყველაფერი, როგორც ადრე იყო…
და მეც ისევე მკიდია ყველაფერი…
და იმას ორმაგად ჰკიდია…
და მე სამმაგად მკიდია…
და იმას ოთხმაგად ჰკიდია…
და მე კი ხუთმაგად დავიკიდებ…
მერე ისევ მე, ნერვებმოშლილი…
და მერე ისევ ის, გაღიზიანებული, სევდიანი, დადარდიანებული …


მერე ისევ ის, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე რაღაც მოპარული, სულიდან ამოღებული და შორს, ძალიან შორს წაღებული…
მერე ისევ მე, “ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, სევდიანი, იმედგაცრუებული, ნაღველით აღსავსე…
მერე ისევ მე, “ამასაც გადავიტან და მე ძალიან ძლიერი ვარ” ტიპი…

და ის, ანუ შენ…

მერე თითქოს შენ, ჩემთან მოსული, მოცინარი.
ვსხედვართ შენს სამეგობროში და ბევრს ვიცინით.
მერე ჩემი გაღვიძება და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება, სადაც შენ უკვე აღარ ხარ…
და რომც იყო, უკვე ადგილი დაკარგე ჩემს ცხოვრებაში, თითქოს არასოდეს ყოფილხარ.

მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემთან.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დაივიწყე ეს ყველაფერი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გამიცრუე იმედები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დამემუქრე.
მერე ამბავი იმისა, როგორ შეგეშინდა ამდენ უცხო ხალხში გაბანძების და იძულებული გამხადე მოვსულიყავი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ გიფიქრია იმაზე, თუ რას ვფიქრობდი მე.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორი დიდი მონდომებით გაითქვიფე უმეცართა შორის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გაქრი და აორთქლდი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა შენი ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა ჩემი ნივთები.
საბნები, ჭიქები, ვაზა, სამურაბე, პატარა და სიმბოლური ნივთები…
ნუთუ ქოხში მიდიოდი საცხოვრებლად???
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ხდება ნელნელა იმის აღმოჩენა, რომ გამქრალია სხვა ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ საერთოდ უკრიტიკო გახდი უმეცრების მიმართ მაშინ, როცა ადრე……..
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ვიქეცი “პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ თამამი გავხდი “გაპოხუისტობის” შედეგად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ინდიფერენტულად შემიძლია ყოველდღე ფეხით ჩავუარო შენს სამსახურს.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები შენი სამსახურის ვიტრინაში.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები ამ ვიტრინაში, რომ შენ არ მოგკრა თვალი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვარსებობთ ჩვენ ერთმანეთისთვის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს.

კოშმარი იყო ეს ყველაფერი.
ახლა ფხიზელი ვარ.
ახლა ძლიერი ვარ.
ახლა კარგად ვარ.
ახლა კარგად ვიქნები.

ვალენტინობა არა ხახვი

ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, ფაციფუცში არის შემჩნეული…
“ვაიმე ვალენტინობა, დედაააა”

რა სჭირს ამ ხალხს ერთი ვიცოდე რა????

არა, ნუ გასაგებია სიყვარული და უწი–პუწი, მაგრამ მე მგონი სხვა პლანეტაზე ვარ…

არა, ახლა არ დამიწყოთ რომელიმემ
“ეს იმიტომ, რომ შენ თვითონ არ გყავს შეყვარებული” და მსგავსი ხახვობები….
რა სისულელეა… მე რომ არავინ მყავს, მაგაში ნამდვილად არ არის საქმე.
ბევრმა იცის თუ როგორი რომანტიული ადამიანი ვარ.
უბრალოდ როდესაც ადამიანი გიყვარს, რატომ უნდა ელოდო 14 თებერვალს???
რატომ არ უნდა იყოს ყოველი დღე მისთვის ვალენტინობა???

მოკლედ რა….
ნა ხუი ახლა ეს საკითხი….
მაგარი თამაში გავჩითე ვალენტინობაზე და მთავარია გული არ დამეცეს (ეს ბოლო ფრაზა როგორც გინდათ ისე გაიგეთ)

აჰა თქვენ ჩემგან ვალენტინობის დღე….

მაგარი სასაცილო თამაშია
http://jimpix.co.uk/ecards/ecard.asp?e=4375

wish list –ის მაგიერ

დღე იგი ორშაბათი…
ვზივარ აგერ კომპიუტერთან და ვუსმენ playlist–ს.
მეგობარ ბლოგებში გადავედი და რამდენიმესთან ამოვიკითხე საახალწლო სურვილების ნუსხა.
ფორუმზეც თემა გაიხსნა.
მეც მინდოდა სურვილების სია ჩამომეწერა, მაგრამ რა აზრი აქვს???
არა, მართლა რა აზრი აქვს, თორემ ჰა, დავწერ, წაიკითხავს ვინმე და რა???
ამისრულდება თუ რა???
არ აქვს რა აზრი. სასწაულების კი კარგა ხანია, არ მჯერა.

სამსახურიდან გამოვედი. იქვე სიახლოვეს “პარნასი”–ა, ცდუნებას ვერ გავუძელი. ისე დაკვირვებული ვარ, რაც მუშაობა დავიწყე, მას მერე წიგნი არ მიყიდია. მატერიალისტი გავხდი თუ რა მეტაკა, არვიცი. არადა, იყო დრო სახიდან მხოლოდ იმისთვის გამოვდიოდი, რომ წიგნები მეყიდა. ეს რამდენიმე თვის წინ იყო. ახლა, დავჩლუნგდი. შევედი და რათქმაუნდა ეგრევე აკა მორჩილაძის წიგნები სად დევსმეთქი. გუშინ წავიკითხე, რომ თურმე გამოსულა ახალი წიგნი და ვიფიქრე, თვალს შევავლებმეთქი. საბოლოო ჯამში Maid In Tiflis ვიყიდე, რადგან ზევით აღნიშნული წიგნი რაღაცნაირად გაგრძელებაა “სანტა–ესპერანსა”–სა და ” მისის დიქსლის მდუმარე ყუთი”–ს. და ვინაიდან მე არცერთი მაქვს და არც მეორე, ამის წაკითხვასაც მუღამი არ ექნებოდა. ხოდა ის ვიყიდე, რაც ამ დროიდან მოყოლებული მინდა გარდა ამისა, კიდევ 3 წიგნი შევიძინე. მათ შორის კი “სამი მეგობარი” გერმანულად. გადავშალე, არ მეძნელა და რატომაც არა… სმს მომივიდა ამასობაში ჩემი დისგან. ა, ხო, საჩუქარი. შევიაურე იქვე ჩემს დას სამსახურში და “ისი პარი”–ში დედაჩემს საახალწლოთ სუნამო ვუყიდე. ამასთანავე გათამაშების ერთ–ერთი მონაწილე გავხდი KateKateKate როგორც ჰელჰამერა იტყოდა ხოლმე: “აწი რაღა მოგკლავს KateKate

მალე მოვიდეს 5 იანვარი, ჩაგვირიცხონ პრემიები…

ხოდა საბოლოო ჯამში საკუთარ თავს ვაჩუქე:
4 წიგნი (ერთ–ერთი საყვარელი მწერლის)
ლინზები
ლინზების სითხე “renu” ( ჩემო “renu”, ხომ იცი არ გღალატობ Kate
ფრჩხილების ლაქი (არადა არ ვაპირებდი, უბრალოდ “ისი პარი”–ში შევედი და…)
ლამაზი სვიტერი “მანგო”–ს მაღაზიაში (პერანგის ზემოდან ჩასაცმელი)
და ვიკერავ პერანგს (სამსახურში ჩასაცმელად და ამის ჩათვლით მექნება საიუბილეო მე–10 პერანგი სამსახურისთვის Kate
სუნამო be delicious (კარგა ხანია მინდა და ნამდვილი შევიძინე და არა “ისი პარი”–ს ტუალეტის წყალი)

ხო, ისევ შევედი ფორუმში იმ თემაში, სადაც დასმულია კითხვა რა საჩუქარი გინდათ საახალწლო….
ამწეკრანი დავწერე…
ამწეკრანზე მეტად რამე თუ მინდოდეს, უსინდისო ვიყო…

არ მეწერინება და ზუსტად მაგიტომ ვწერ

ხო რა…
რაღაც სასწაულად არ მომდის თავში არაფერი…
იმდენად დაღლილი ვარ, რომ ისიც არ ვიცი რაზე ვწერო…
რავიცი აბა…
მუზები ახლა სად არიან, ნეტავ ვიცოდე?
კიარადა ვიცი….

ისინი ახლა სადღაც სკანდინავიაში ან სულაც ბრიტანეთში არიან…
ნუ სკანდინავია იმიტომ, რომ კარგი თოვლიანობაა ახლა ალბათ იქ…
და ნისლიანი ალბიონი კი იმიტომ, რომ ევროპაში ყველაზე საყვარელი ქვეყანაა (ალავერდი იტალიასა და გერმანიას)…
ხოდა ახლა ჩემი მუზები ნამდვილად იქ არიან…
მათ აქვთ დიდი სახლი.. და არა ბინა…
მათ სახლში არის ჟრიამული განწყობა… და არა დაღლილობა…
მათ სახლში დგას დიდი, მაღალი ნაძვის ხე… და არა კლავიატურადამპალი როიალი…
აი ასეთი ნაძვის ხე
მათ სახლში არის დიდი და გიზგიზა ბუხარი… და არა გამათბობელი “carma”…
მათი ნაძვის ხის ქვეშ, იატაკზე ბევრი საჩუქარი აწყვია… და არა იატაკის მილიონი საპრიალებელი ნაჭერი…
ისინი იქ ლამაზ თოვლს უმზერენ… და არა ტალახსა და მოყინულ გზებს…
ისინი სახლის ფანჯრიდან უსმენენ და უმზერენ საახალწლო სიმღერებსა და გირლანდებით მორთულ არათუ საგნებს, არამედ ხალხსაც კი… და არა უბნელი ნარკომანებისა და ლოთების, ან თუნდაც ნაქეიფარი კაცების მტლაშა–მტლუშსა და დედის გინებას…

nUdE

რაღაც სული მაქვს ცარიელი…
ყველაფერი კარგად არის და მაგიტომ ალბათ…
ემოციებს სძინავთ..
მუზებსაც…
ყველა ისვენებს…
Soul is empty…
და რაღაცნაირად შიშველია
ეს სიმღერა გამახსენდა უცებ…


საზიზღარი ორგანოიდები

“პინგვინებში” ხორცი ცუდად გამეჩხირა კბილებში…
არა, საჭმლის გაჩხერა ასეა თუ ისე, ჭამის თანმდევი ეტაპია…
მაგრამ ნუ, ეს რაღაც ძალიან უსიამოვნო მომენტი იყო…
ლოყაზე ცუდად მხვდებოდა…
ნუ, მე რათქმაუნდა საჭმელს დავაბრალე ეს ყველაფერი, მაგრამ თურმე სადა ვბანაობ?!
მთელი ღამე ვერ დავიძინე…
ლოყა მტკიოდა.. ყბასთან…
თურმე სიბრძნის კბილი ამომივიდა…
ღმერთო, ვინა სთქვა ჩემი დაბრძენება და დაჭკვიანება?!
ეს მინდოდა ახლა მე???
როგორ მტკივა, რომ იცოდეთ.
პირდაპირ ლოყაზე მხვდება და თითქოს მიხვრიტავსო, ისეთი შეგრძნება მაქვს…
მორჩა!!!
გადაწყვეტილია!!!
როგორც კი ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკაში რემონტი დამთავრდება, ეგრევე მივალ და ამოვაღებინებ my lovely სტომატოლოგს.
ახლაც კი, როდესაც საუბრის მერე პირს ვხურავ, ლოყას იყოლებს და ითრევს.
საწყალი ლოყა…
ერთი დღის ამოსულიც არ არის ეს საზიზღარი და რა დღეში აგდებს?!

გაციებული ვარ…
გრიპია თუ არა, ვერ ვხვდები…
სიცხეს არ ვიზომავ შეგნებულად…
მაინც ვსვამ პარაცეტამოლს.
ვიტამინ ცე–ს…
კიდევ რაღაცას მასმევს დედაჩემი…
მთელი ღამე , გარდა იმისა, რომ ლოყას მიხვრიტავდა ახალი კბილი…
ცხვირი გასული იყო მომსახურების ზონიდან.
და პირით ვსუნთქავდი.
კიდევ კარგი, ყელის ტკივილში არ გადამივიდა ეს გაციება.
თორემ აი მაშინ საბოლოოდ გავნაცარდებოდი. თითქოს მინდა ამ ოხერი გლანდების ამოღება, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის…

ჩემს დას გუშინ ღამე ბრმანაწლავი ატკივდა…
ბიძაჩემი გადმოვიდა, გასინჯა, ხვალ ანალიზები გაიკეთეო.
რომ წავიდა, ჩემმა დამ მალევე ტირილი დაიწყო…
მე, ვერ მივხვდი რა, რის გამო წამოუცვივდა ცრემლები (მომავალი სათუო ოპერაციის თუ აუტანელი ტკივილის გამო), დავიწყე დამშვიდება.
დავიწყე 2 ნაცნობი მაგალითის მოყვანა. ერთი ჩემი კლასელის მაკას მაგალითი დავუსახელე, რომელმაც მე–6 თუ მე–7 კლასში ამოიჭრა ეს “ორგანოიდი”. მერე ნატოშას მაგალითი მოვიყვანე. ბოლოს როდის ვიყავი მისთვის და და მეგობარი არვიცი და გუშინ ღამით რომ ვიყავი, ეგ ვიცი.
და თუ სხვა დღეებში მაგდებს ხოლმე კომპიუტერიდან, ახლა მეხვეწებოდა, არ გახვიდე, მარტო არ დამტოვოო… ცეეეემი ძიბილკა ეტყობა მართლა აუტანელი ტკივილი იწვნია.
დღეს ანალიზებსა და ექოსკოპიაზე ტატიშვილის კლინიკაში იყო. პასუხები 2–3 დღეში იქნება.
დღეს მივაკითხე სამსახურში და ისეთი წყლიანი თვალებით შემომხედა. ნერვიულობს, მაგრამ ცდილობს არ გამოხატოს. ჩემთან გამოხატავს მხოლოდ, ან შეიძლება სხვასთანაც. მაგრამ როცა ავად არის, ან რამე ფიზიკურ ტკივილს განიცდის, პატარა ბავშვივით არის ხოლმე. ეტირება, ისეთი საბრალო ხდება, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მასზე ვიზრუნო. არვიცი, რაღაც მისი ცუდად ყოფნისას მეც და ისიც სხვანაირები ვართ ხოლმე.

ხოდა…
ისა…
ეს ყველაფერი ასეა და რა საჭიროა ადამიანს ჰქონდეს გლანდები, სიბრძნის კბილები და ბრმანაწლავი???
“ალბათ საჭიროა” არ გამაგონოთ…
ყველა ორგანოს რაღაც ფუნქცია აკისრია და ამათ რა უნდათ, რას ითხოვენ, საიდან მოვიდნენ ვაფშე???

გულმავიწყი

არა რა…
ჩემი საშველი არ არის.
საოცრად გულმავიწყი ადამიანი ვარ რა.
მინდა ბევრ რამეს ვიმახსოვრებდე, მაგრამ იშვიათად გამომდის.
ვიმახსოვრებ საოცრად კარგად ტელეფონის ნომრებს, დაბადების დღეებს, კიდევ არვიცი რას, მაგრამ მგონი კიდევ არც თუ ისე ცოტა რამეს.
ნუ ტექნიკური აზროვნება რომ მაქვს, იმაში გამოიხატება, რომ რიცხვებთან მართლა კარგად ვარ…
ყველა დაბადების დღე, რაც კი ვიცი, ჯერ გონებაში მიწერია და მერე ტელეფონსა თუ ბლოკნოტში.
კიარადა…
ანუ, ამ მხრივ, იდეალურიც კი არის ჩემი მეხსიერება.
მაგრამ აი, დავუშვათ, ვინმე რამეს მავალებს, ოოოო, რომ იცოდეთ, როგორ შარში ვვარდები ხოლმე ამ შემთხვევაში.
ვიტყვი: “კი, კი, აუცილებლად გავაკეთებ”.
მაგრამ მეორე წუთში საერთოდ აღარ მახსოვს…
ამ შედეგის არაერთხელ დაფიქსირების შედეგად დედაჩემმა შეტყვიტა ჩემთვის რაიმეს დავალება.
მაინც აზრი არ აქვსო. მიხვდა, რომ მართლა არ ჰქონდა აზრი. ნუ, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმეჯერ მიმეორებს ხოლმე.
საქმე ალბათ იმაშია, რომ იმდენად პოხუისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც მავალებს, რომ ეგრევე ვიკიდებ ი ვსო.
მაგრამ ხომ არის, როცა სერიოზულ რაღაცას გავალებენ და ის აუცილებლად უნდა შეასრულო?
მაგალითად, სამსახურში მქონდა ასეთი შემთხვევები, რომ ნათქვამი მავიწყდებოდა.
და მეორეჯერ მიმეორებდნენ.
არადა, ეს ხომ ნამდვილად არ ხდებოდა პოხუიზმის გამო.
მართლა არა.
პირიქით, სულ ვცდილობდი, რომ ეგრევე გამეკეთებინა.
მაგრამ როგორც კი სხვა საგანსა თუ ნივთხე გადამაქვს ყურადღება, პირველი მავიწყდება.
ზოგჯერ ამ საკითხზე რომ ვფიქრობ, ნერვები მეშლება და ვიგრუზები.
ზოგჯერ ფეხებზე მკიდია.

რამდენი ღამე გამიტარებია გარეთ, ქუჩაში.
კიარადა…
ანუ
როცა ჩემს ტრანსპორტს ველოდებოდი და რამდენი რაღაც გამიფიქრებია.
ისედაც სულ რაღცაზე ვფიქრობ ხოლმე და თუ მარტო ვარ, მითუმეტეს.
ფაქტიურად, თუ ადამიანი არ მესაუბრება, ეგრევე ავტომატურად “ფიქრის რეჟიმი” მერთვება ხოლმე.
ა, თუნდაც, ღამე, 10 საათზე,გოეთედან გამოსული ვდგავარ და ჩემს ავობუსს ველოდები.
ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე.
ვფიქრობ, რომ მივალ სახლში, ამ ნაფიქრებს ბლოგში დავწერ და ა. შ.
მაგრამ შედეგად, მოვდივარ სახლში და აუხსნელი რამ მემართება. აქაოდა, სადილიო, ოჯახიო და კი, ბაზარი არაა, ვჯდები კომპიუტერთან, მაგრამ ფიქრებით დატვირთული აღარ ვარ. მიწყდება ყველა ის ძაფი, რომელიც ასე ერთ გორგალად მიხლართავენ ტვინს. ცუდია რა.

აი, მთელი მაისი ბლოკნოტი დამქონდა. რადგან online ჩანაწერებს ვაკეთებდი.
და აი, ეგ იყო მაგარი კაიფი.
გაჩერებებზე, ტრანსპორტში, ლექციებზე… ყველგან ბლოკნოტი მქონდა გადაშლილი და ვწერდი.
თან ფანქრით…
ხალხი შტერდებოდა ჩემი ყურებისას.
აი, წვერჩასადები ფანქრები მევასება მე და მაგით ვწერდი.
ცის ფერიდან დაწყებული, მიწაზე მოსიარულე ჭიანჭველით დასრულებული, ყველანაირ უაზრობაზე ვწერდი. “აი, ახლა აქ ვარ და ამას ვაკეთებ” –ის ტიპის ჩანაწერებით იყო გაძეძგილი. თან არ ვკითხულობდი, უბრალოდ ვწერდი. მერე, უკვე სულ ბოლოს რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვაიმე სულ გამირეკიამეთქი. მაგრამ არანაირი რედაქტირება და დაედიტება არ შეხებია ამ ჩანაწერებს. ეს იყო ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები და ანუ, ყოველდღიური ფიქრები თუ აზრები. მერე ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ მწერალს გავუგზავნე, რომლისგანაც შექება დავუმსახურე ძალიან კარგად წერო. ჩემი წერის რა მოგახსენოთ და მე კი მაინც დებილობად მიმაჩნია ის ჩანაწერები.
ხოდა, იმდენად გულმავიწყი ვარ, რომ ისევ უნდა ვატარო ბლოკნოტი რა… სხვა საშველი ჩემი აზრებისა თუ ფიქრების დამახსოვრების არვიცი მე…