8 Jahre und Verlassen

 

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen. Continue reading

Advertisements

ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი 😀

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ 😀  Continue reading

Biaff: შემთხვევითი პაემნები

ლევან კოღუაშვილი ის ქართველი რეჟისორია, რომელიც მეტნაკლებად ცნობილია ქართველი მაყურებლისთვის. “ცნობილი”-ს ხსენებაზე ცოტა არ იყოს და მეღიმება. თბილისი პატარაა და პოპულარობის მოპოვება ადვილია, რაც არ უნდა იყოს. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის – “ქუჩის დღეები”-ს შემდეგ რეჟისორმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა და ამ პაუზის შემდეგ ერთიანი ძალებით შეუდგა ახალი ფილმის – “შემთხვევითი პაემნები”-ს გადაღებას.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, რაც ქართველი მაყურებლისთვის და თუნდაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო 2013 წლის ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა. 2014 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი “ფორუმის” პროგრამაში უჩვენეს. მიხარია, რომ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში მოვახერხე მისი ნახვა, რადგან ფილმი არის საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი. ესეც რომ არ იყოს, ყოველთვის მინდა ფეხი ავუწყო იმ სიახლეებს, რაც მშობლიურ კინოინდუსტრიაში ხდება. მეტნაკლებად მაინც.

ფილმი არის ტრაგიკომედია, რომელშიც ძალიან ბევრი ქართული სატირული მომენტია დაჭერილი. სიუჟეტის მიხედვით, სანდრო არის 40 წელს მიტანებული მარტოხელა მასწავლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. სანდრო, როგორც იტყვიან ხოლმე, საკუთარი თავის უბედური ადამიანია. წარუმატებელი შემთხვევითი პაემნის შემდეგ ის ქობულეთში მიემგზავრება ძმაკაც ივასთან ერთად, სადაც იგი გაიცნობს და შეუყვარდება მანანა, რომლის მეუღლეც ციხეში ზის. მთელი აბსურდისტანი კი ციხიდან თენგოს გამოსვლის შემდეგ იწყება. Continue reading

Biaff: პატარძლები/Brides

ყოველთვის, როდესაც ქართული კინოს ყურებას ვაპირებ, წინასწარ მეშინია, რომ ფილმი არ იქნება კარგი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი მაქვს ასეთი… შიში იმისა, რომ ქართული კინო არ გაამართლებს. ისევ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები” არის რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. თინათინი შეეცადა ფილმში გადმოეცა ის რეალობა, რაც სუფევს ქართულ ციხეებში. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა დედა, რომლის მეუღლე იმყოფება ციხეში და პერიოდულად დადის ქმართან მოსანახულებლად.

ფილმში არაერთი საკითხია ნაჩვენები. მაგ. როგორი რეაქცია აქვთ ქალებს, როდესაც გებულობენ, რომ ქალი სამჯერ არის გათხოვილი ან როდესაც ქალი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში.

რაღაც მომენტში მთავარი პერსონაჟი – ნუცა ირყევა თავის გრძნობებში, მინი-ფლირტს აბამს მეორე მამაკაცთან და სახლშიც კი მოჰყავს. აზრები გაიყო ამ საკითხის ირგვლივ. ზოგმა ნუცა გააკრიტიკა,ზოგმა კი შეიბრალა და თქვა, ძნელია ახალგაზრდა ქალისთვის მამაკაცური სითბოს გარეშე ცხოვრებაო. ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ “ჩემი ცოლის დაქალები”-დან ნატაშკას პერსონაჟის ისტორია. ანალოგიური მეორდება აქაც. თუმცა-ღა, ნუცას და ნატაშკას მეუღლეებს შორის რადიკალური განსხვავებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანია ციხეში მჯდარი ქმარი, ცოლის საქციელის განხივლა მაინც ხდება სხვადასხვა ასპექტში.

აღსანიშნავია ბავშვების მომენტიც. მათ ნელნელა ავიწყდებათ მამა და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ სხვა მამაკაცთან. მამასთან გაუცხოებას ამჩნევს არა მხოლოდ ნუცა, არამედ ნუცას მეუღლეც. იგი ნელნელა ხვდება, რომ მისი ოჯახი იტანჯება ამდენწლიანი განშორებით და ნუცას იმისაც კი ეუბნება, სამსახურივით მუდმივად ნუ ივლი ჩემთან, არ ხარ ვალდებულიო.

სამსახიობო შესრულება არ მომეწონა. ხელოვნური და არაბუნებრივი იყო. უსულო სიტყვები და სიუჯეტზე ჩამოკიდებული ფილმი. კოცნაც რომ ერიდებათ თითქოს. ნუ მოკლედ.

კარგად არის გადმოცემული ქალების სახეები. ნოტარიუსიდან დაწყებული 18 წლის პატარძლით დამთავრებული. თითოეული ასახავს საქართველოს.

ფილმის დაბოლოება არის გაურკვეველი. რეჟისორი ღიად ტოვებს საკითხს და უფლებას გვაძლევს ფანტაზიას ვუხმოთ. მე კი იმაზე მეფიქრება ხოლმე, ნეტავ უცხოელი მაყურებელი როგორ გაიგებდა ამ ფილმს. პრინციპში ეს კითხვა ყველა ქართულ ფილმის ნახვისას მაქვს. ზედმეტად ქართული სიტუაციები შეიძლება გაუგებარიც კი იყოს უცხოსთვის.

ვისურვებდი ფანტაზიების გასაქანს… ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი… ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გადაღეჭილი თემებით.

Biaff: Lost in Karastan

ყოვეთვის მოგზაურობისას, რომელიმე უცხო ქვეყნის უცხო აეროპორტში ჩასვლისას ვფიქრობ ხოლმე, რამე გაუთვალისწინებელი, უცნაური და უსიამოვნო არ შემემთხვეს. პასპორტი და ჩანთა მყარად მიჭირავს და მთლიანად მობილიზებული ვარ. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც სიურპრიზებისთვის არ მცხელა. თუმცა, სიურპრიზებს რა გამოლევს და მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში.
რას წარმოვიდგენდი, თუ თავგადასავლები კარასტანში ჩასვლისას მელოდა.
გამარჯობა, მე ემილ ფორესტერი ვარ. ძირითადად ინგლისელი რეჟისორი, არაძირითადად კი მშვიდი ადამიანი, რომელიც მისდევს ცხოვრების ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ტემპს. ბოჰემა და სიგიჟეები საჩემო არ არის. სადმე რომელიმე წვეულებაზე ყოფნას მე მირჩევნია ჩემი ძაღლი ვასეირნო ლონდონის ბინდიან ქუჩებში. სევდიანიც ვარ, კი. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. სხვანაირი როგორი იქნება ადამიანი, რომლის ქვეყანაში ძირითადად ცივი ამინდებია?!

კარასტანის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. ამიტომ ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დილის რომელიღაც საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ქალის სასიამოვნო და მშვიდმა ხმამ მის ქვეყანაში დამპატიჟა. რა უცნაურია არა? იღებ ფილმს, ხდები ცნობადი და ახლა უკვე ყველამ იცის შენი ტელეფონის ნომერი. წესიერად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ერთი ის გავიგე, რომ კარასტანში ფილმების ფესტივალზე უნდა ჩავსულიყავი. კარგი, წავალ, ცოტას გარემოს შევიცვლი. ცოლთან განშორების შემდეგ ეს ნამდვილად მჭირდება.

აეროპორტში დროზე გამოვცხადდი. ფრენასაც არაუშავდა. გზად ჩემს სახლსა და ძაღლზე ვფიქრობდი, არ მიყვარს ქვეყნიდან დიდი ხნით გასვლა და იმედი მაქვს, მალე მოვახერხებ დაბრუნებას. ჩავედი! აეროპორტი დიდი არაფერი, როგორც ვხვდები, ქვეყანა საკმაოდ ღარიბია. ნებისმიერი ქვეყნის სახე არის მისი აეროპორტი. თუმცა ეგ არაფერი, ყველას ხომ არ ექნება Heathrow-სნაირი შენობა-ნაგებობა. პასპორტის კონტროლისას რატომღაც პრობლემა მექმნება. ვერ გავიგე, რა ხდება. უცბად ფეხსაცმლის გახდას მთხოვენ, ხელს მავლებენ და სადღაც მივყავარ. დავიბენი, არაფერი დამიშავებია. ან რას დავაშავებდი, ეს წუთია კარასტანში ჩამოვედი…

Continue reading

კონტრასტები

იმ დღეს ერთ ქართულ ყვითელ საიტს ვეწვიე. არადა, არასოდეს შევდივარ, მაგრამ…. ნუ მოკლედ.

აქეთ რონალდო და შეიკის ნახევრად შიშველი ფოტოსურათი.

იქით ქართველი ბიჭების გამოკითხვა ქალიშვილობასთან დაკავშირებით.

ორი ამოუწურავი თემაა პრინციპში 😀

x

ლაგოდეხის ნაკრძალი ანუ ჩემი პირველი ლაშქრობა

“კი, წამოვალ” იყო ჩემი პასუხი, როდესაც ნიკამ სრულიად მოულოდნელად შემომთავაზა ლაგოდეხის ნაკრძალში სალაშქროდ წასვლა. პირველი მიზეზი, რის გამოც დავთანხმდი – ბებია-ბაბუის დიდი ხნის წინ გასხვისებული სახლის მონახულება. რამდენიმე დღის შემდეგ ნიკამ მითხრა, რომ შიგ ლაგოდეხში ვერ შევიდოდით, ასე რომ მე ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი. თუმცა-ღა, ბარემ აქვე მივაწერ, რომ იმედგაცრუებამ ძალიან მალე გადამიარა და კიდევ ერთხელ გავიხარე იმ ფაქტით, რომ ლაგოდეხში ჩაუსვლელობის გამო არ გადავიფიქრე ლაშქრობაში წასვლა. ანუ აღმოცენდა მეორე მიზეზი – “მოდი, მოვსინჯავ და პირველად ცხოვრებაში წავალ სალაშქროდ”. ბარემ იმასაც დავწერ, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად ქვევით.

წარმოიდგინეთ ადამიანი,

  • უჭირს რთულ ადგილებში სიარული და ზოგ შემთხვევაში საჭიროებს დახმარებას;
  • არ აქვს კარავი;
  • არ აქვს საძილე ტომარა;
  • მიუხედავად სპორტულობისა, იღლება და ხშირ შემთხვევაში სიარულისას რიგში არის ბოლო (თუმცა, აქ ჩემი სიმაღლეც თავისას შვრება);
  • არ ფლობს ცეცხლის დანთების განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს;
  • არც კარვის გაშლა იცის და არც დაკეცვა (პრინციპში, როდესაც კარავი არ გაქვს, როგორ გეცოდინება);
  • და ა.შ. მრავალი სხვა შეგიძლიათ დაამატოთ სურვილისამებრ 😀

მაშ ასე Continue reading

online help calls

დღესდღეობით ალბათ ერთი ადამიანიც არ არსებობს, ვისაც call center-ში არ დაურეკავს. იქნება ეს ზოგადი საინფორმაციო ტიპის სატელეფონო მომსახურების ცენტრი ( აქ უნდა ყოფოლიყო ნულრაღაცის რეკლამა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ ნომერს), უცხოური online თუ რიგითი მაღაზიის, ბანკის თუ კიდევ რაიმე სხვა დაწესებულების. მინდა ამჯერად ყურადღება გავამახვილო ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრზე.

ალბათ ყველას გაგვიგია და შეგვისისხლხორცებია ფრაზა “კლიენტი ყოვეთვის მართალია”. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფრაზა მოგონილია მატერიალისტი ბიზნესმენებისა და PR სპეციალისტების მიერ. ჰმ… კარგი, არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ფრაზა, მაგრამ ტყულია ეგ. არ არის კლიენტი ყოველთვის მართალი!!!

მე მინდა ჩამოვწერო არაერთი სიტყვისა თუ ფრაზის განმარტება იმისათვის, რომ მზად იყოთ უპასუხოთ ოპერატორის კითხვებს და ტელეფონის დაკიდებისას მან თქვას, აუ რა საყვარელი კლიენტი იყოო. გარდა ამისა, ზედმეტი ინფორმაცია არავის ავნებს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დროსა და სიტუაციაშიც გამოგადგებათ.

აგრეთვე ჩამოვწერ იმ ხშირ შემთხვევებს, რომლებსაც კლიენტები უშვებენ ოპერატორთან საუბრისას.

მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და ამ პოსტში მე ვიქნები არა კლიენტის მხარეს, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე ყველას მიერ, არამედ ოპერატორის მხარეს. თუ სხვები ლანძღავენ ბანკებს, მე გავლანძღავ კლიენტს ( ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, არავის გალანძღვას არ ვაპირებ, უბრალოდ სიტუაციას სხვა კუთხით დაგანახებთ). რაც არ უნდა ხდებოდეს, ოპერატორიც ადამიანია და თქვენ თუ ბრაზდებით, ღიზიანდებით, ნერვები გეშლებათ – ანალოგიურ სიტუაციაში და ზოგჯერ უარესშიც ვარდებიან ისინი.

შემთხვევა N 1: ნინო ფიფია გისმენთ, გამარჯობა.
კლიენტი: ალო, გამარჯობა, ABC ბანკია???
ოპერატორი: დიახ, გისმენთ.
შენიშვნა: რა თქმა უნდა ABC ბანკია. აბა მთელი წუთნახევრიანი მელოდიის ფონზე ავტომოპასუხე არ გამცნობდათ, სად რეკავდით? შესაბამისად, ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ კიდევ იმის კითხვა სწორად მოხვდით თუ არა, მაპატიეთ და თქვენს სულელურ საქციელზე მიუთითებს.
Continue reading

სად არის სასწრაფო???

დღეს მოხდა სასწაული და გავიღვიძე იმაზე 10 წუთით ადრე, ვიდრე სხვა სამუშაო დილებს ახსოვთ. აღარ ვიცი, გავღიზიანდე თუ ვიცინო ამ ამბავზე. ალბათ თვითკრიტიკული ღიმილი გადამკრავს ხოლმე სახეზე იმის გააზრებისას, რომ ეგზომ უნებისყოფო ვარ და ეს 10 წუთი მიმაჩნია მთების გადადგმად. მიზანი იყო ერთადერთი: ტაქსით არ-წასვლა და თანხის დაზოგვა. 3 ლარი, ყოველდღე რომ უკვირდები, არაფერია გარდა გონებაში შეძახილისა “კარგი, არაუშავს, ვითომ ჩიფსები ვიყიდე”. მაგრამ როდესაც 20 რიცხვისთვის 10-15 გრჩება, შემდეგ ნერვები გეშლება, თუ როგორ უაზროდ ხარჯავ ყოველდიურად 3 ლარს. ხოდა 10-ის 15 წუთზე უკვე პეკინზე რომ ვიდექი და ამაყად ველოდებოდი ავტობუსს, საკუთარ თავს თითქოს შევძახე: “აი, თურმე შეგიძლია, საჭიროა მცირეოდენი მონდომება და მეტი არაფერი.”.

მოვიდა ნანატრი 85 ნომერი ავტობუსი, მე  კი უშფოთველად დავიკავე ადგილი. თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს: “რა კარგია, რომ თანხა დავზოგე და ტაქსით არ მივდივარ სამსახურში”. ადგილი კი  დავიკავე იქ, სადაც იყო: ანუ სულ ბოლო რიგში, ფანჯრიდან მესამე სკამი. ხოლო უშუალოდ ფანჯარასთან იჯდა 18-20-იოდე წლის ბიჭი, რომელსაც თავი ჰქონდა ფანჯარას მიყრდნობილი და ტკბილად ეძინა. მერე რა? რა მოხდა? მეც მქონია მსგავსი მომენტი, რომ ან დილით გამოუღვიძებელს და ან საღამოს დაღლილს ჩამძინებია ტრანსპორტში. ჩემსა და ამ მძინარეს შორის კი მოკალათდა ასევე ახალგაზრდა მზის სათვალიანი ბიჭი. აღნიშნული პიროვნება ბოდიში მომითხოვია და შეწუხდა ამ მძინარის პოზით, ვინაიდან იგი ისე არხეინად იყო გადაწოლილი, რომ ეს საკმაოდ ვიწროდ იჯდა. მძინარე მგზავრი ნამდვილად არ მიკვირს. ხდება ხსირად და რას იზამ, ვიღლებით. გავცდით დოლიძის კუთხეს, მივუახლოვდით სტუ-ს კორპუსს და მძღოლმა მაინცდამაინც ორმოს დაუმიზნა. ალბათ ყველამ იცის, რომ ორმოებში ჩავარდნას ყველა მტკივნეულად ბოლო რიგებში მსხდომი ხალხი განიცდის. შესაბამისად, მე და ეს მზის სათვალიანი ჩავეჭიდეთ წინა სკამების სახელურებს და უსიამოვნოდ ავხტით. მძინარე კი საკმაოდ მტკივნეულად მიენარცხა წინა სკამის კიდესაც და გვერდით ფანჯარასაც. როგორ ღრმად არ უნდა სძინებოდა, ის მტკივნეული ახტომა ეგრევე, მომენტალურად გამოაფხიზლებდა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და ტელევიზიის გაჩერებაზე ავტობუსი ჩერდება. ესეც ჩვეულებრივი მომენტია. მოდის მძღოლი უკანა რიგში და ამ მძინარეს აჯანჯღარებს. თურმე, ამ ბიჭს საკმაოდ დიდი ხანია ასე “სძინავს”. რა სძინავს, თურმე ცუდად არის. სათითაოდ მივიდა არაერთი მგზავრი და “ბიჭი, გაიღვიძე”-სა და ხან მუჯლუგუნის შემორტყმით თუ ხან ქურთუკის გამოქაჩვით ეცადნენ მის გამოფხიზლებას. მზის სათვალიანმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ ორმოზე არ გაეღვიძა და ახლა მითუმეტეს ვერ გავაღვიძებთ. მძინარე გაიზმორა. აქ ვიფიქრეთ, “ვაიმე, მადლობა უფალს”, რომ მაშინვე თავის პოზიციას დაუბრუნდა და ძილი განაგრძო. ეს გაზმორებაც რაღაც მეუცნაურა. ექიმების ოჯახში გაზრდილს იმდენი რამე მსმენია, რომ რატომღაც ზ/ა ქცევა კანკალთან და კრუნჩხვასთან უფრო გავაიგივე. ნუ კანკალთან უცილობლად. ეგრევე გამოვთქვი ხმამაღლა ჩემი ვარაუდი, თუმცა აქაც მარტო არ ვიყავი. ერთმა ქალმა თვალები აუქაჩა და ზევით აზიდული გუგები რომ დავინახე, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ბიჭის ცუდად ყოფნაში. ასეთ გუგებს მე ანუ არაპროფესიონალი (სამედიცინო სფეროში) ქეთევანი “დაკარგულ თვალებს” ვეძახი ხოლმე. გათიშულად ვერავინ მივიჩნევდით, რადგან მისი მკერდი იბერებოდა და იკუმშებოდა ყოველ ამო- და ჩასუნთქვაზე. ეს სუნთქვაც რაღაც არაადეკვატური იყო. წამის მეასედში თვალწინ გამიელვა აგონიაში მყოფი ადამიანის “სუნთქვამ”, თუმცა ეს აზრი ეგრევე უკუვაგდე. რაღაცნაირად ცუდად მენიშნა მისი შეხსნილი ქურთუკი, რომლის შიგნითაც ასევე გულამოღეღილი პერანგი თუ მაისური ემოსა. ანუ მოსჩანდა მისი “მსუნთქავი” გულ-მკერდი. არ ვიცი, “ცუდად მენიშნა” რას ნიშნავს, მაგრამ ხომ არის, რომ რაღაცაზე იტყვი ხოლმე “აქ რაღაც ნიტო არისო”-ო??? ხოდა ეგ მომენტი მქონდა. არ მესიამოვნა მისი ამოღეღილი გული. იმ აზრმაც კი გამიელვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მეც არანაკლებ ვნერვიულობდი და მინდოდა მისი მდგომარეობიდან გამოსვლა, ხელი არ მიხლია. არადა მზის სათვალიანი ბიჭით დაწყებული მძღოლით დამთავრებული ყველა შეეცადა მის გამოფხიზლებას. ვფიქრობ, ეს ერთგვარი შიშია ჩემი მხრიდან. თავში აზრები მიტრიალებდა: ხელი რომ მომეკიდა, უცბად გამოფხიზლდებოდა და დამარტყამდა ან მიყვირებდა ან არ ვიცი კიდევ რა. მსგავს მომენტებში პანიკა ვითარდება ხოლმე ჩემში და ალოგიკური ვხდები. არადა, მართლა მინდოდა რომ გამოფხიზლებულიყო. ნერვები მეშლებოდა, ასე როგორ სძინავს-მეთქი, მაგრამ ხელით შეჯანჯღარება არ მიცდია.

და ამ კულმინაციურ მომენტში სად არის სასწრაფო??? ან სად არის პატრული??? ანუ ის ორი პირველადი დახმარების სამაშველო ბრიგადა, რომელიც ვალდებულია მოვიდეს შემთხვევის ადგილზე და დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს??? არ ვიცით და არც არავინ იცის. არადა ავტობუსის მძღოლმა რამდენიმეჯერ დაურეკა ხან ერთს, ხან მეორეს, ხან საინფორმაციო სამსახურს. ვის აღარ. კაციშვილი არ მოდის. ამ ყველაფერს ემატება ბონუსად ის, რომ დილის 10-ის ნახევარია და ყველას სამსახურში ეჩქარება. ესაო, ისაო და მაინც სასწრაფო დახმარების მანქანათა მოძრაობის სიჩქარე არა და არ მატულობს. მეორე 85 მოვიდა ძლივს და მგზავრები მასში ავედით. სამსახურში ძალიან მეჩქარებოდა.

არც კი ვიცი, ახლა ის ბიჭი როგორ არის. იმედია, ცოცხალია და უვნებელი. უბრალოდ ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრების ტემპი უნდა შეიცვალოს საქართველოში. არ შეიძლება, ასეთი ზანტები ვიყოთ. არ შეიძლება 4-5-ჯერ უწევდეს ადამიანს სასწრაფოსა და საპატრულოში დარეკვა, რადგან ამ დროსა და ამ წამებზეა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. წამებში შეიძლება სამუდამოდ გაითიშოს და მერე ვერანაირი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის თუ შსს-ის სისტემაში გატარდება, ვერ უშველის. საქმე რეფორმებში არ არის, საქმე არის საქმის კეთებაში.

ისევ პირველი ლექცია

ოღონდ ამჯერად უკვე მეორე კურსის. რა უნდა ვთქვა, ოთხი დღე გვაქვს სწავლა და ოთხივე ისევ საღამოს.
საბანკო მარკეტინგი, გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივი მეთოდები ( ), ფინანსური და საბანკო რისკების მართვა და ბიზნეს-ლოჯისტიკა. სულ 4 საგანი და 4 ნაცნობი ლექტორი. ნათია ხუმრობს, თავი მეორე კურსზე მგონიაო.

სააკაძეზე ჩემი ყოფილი მეუღლე შემომხვდა. რა ცოტა გინდა ადამიანს სიხარულისთვის. ისე გამიხარდა. ხვალ ცოტათი ადრე გავალ სახლიდან და კიდევ ვნახავ.

ლექცია N 1. საბანკო მარკეტინგი. ლექტორი რათქმაუნდა ნაცნობი, საყვარელი და რაც ყველაზე მთავარია – საინტერესო. მოგვიკითხა, როგორ ხართო; როგორი მოწადინებული მაგისტრები ხართ, ლექციას რომ არ აცდენთო (ღმერთო ჩემო, შარავანდედი შემომადგით ვინმემ ); ალბათ ყველანი მუშაობთ და სათითაოდ ყველას ჩამოგვიარა და გვკითხა სად ვმუშაობდით.
ფილმი “იმერული ესკიზები” გახსოვთ??? “აბა ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს???” ხო როგორი თითიდან გამოწოვილი შეკითხვაა არა??? მე ზუსტად ის ვიყავი დღეს, ვინც მთელი აუდიტორიის მასშტაბით “ჩინჩლავს” გამოაცხადა. “მე გამომიშვეს” – და მთელი ჯგუფის კისკისი კარგი აკომპანიმენტი იყო, ვერაფერს ვიტყვი . იდეალურად მოხერხდა (თუ მოახერხეს), რომ ჩემს მაზოლზე წიხლი დაეჭირათ. მაგრამ მე იხტიბარი არ გავიტეხე და სიცილში მხარი ავუბი. (ღმერთო ჩემო, რა მაცინებს?!) რას ვიკლავდი მთელი ამდენი წელი სწავლით თავს, რას ვღებულობდი პრეზიდენტის ან თუნდაც ჩვეულებრივ სტიპენდიებს, რომ მერე “მე გამომიშვეს” მეთქვა??? ნუ მოკლედ, აქილევსი ვარ და ქუსლი მტკივა. ნათიას მივწერე “ჩემზე წყალწაღებული არავინ ზის აქ”-მეთქი.

ჯგუფელები ისევ იგივე. ისევ ტვინს ბურღავენ ზოგიერთები, ისევ მარიაჟობენ ზოგიერთები, ისევ “შკოლნიკობენ” ზოგიერთები და ისევ ვაგრესიულ-ვუხეშობთ მე და ნათია. ნათია  ისე შეჰყვა კერესასთან ჩხუბს, რომ ბოთეს ერთი ხელი ერთ ყურზე მივადე, მეორე – მეორეზე და თავი შემოვუტრიალე. ხო, კერესელიძის ფენომენი გეციდონებათ ამ პოსტიდან.

მაგრამ შაკომ საერთოდ აღფრთოვანებას გადამცა. მისული არ ვიყავი, “გამარჯობა” უნდა მეთქვა და რომელიღაცას უთხრა “აუ ქეთიმ იმენა დამაჯვა facebook-ის კომენტარში”-ო. ჩემს გონებაში გავიფიქრე “wtf???” და გონებაშივე ასეთი სახე მივიღე: არა იცი, ნუ ჩვენ (ანუ ზოგადად ერი) ხომ დასავლეთისკენ (ანუ თავისუფალი სიტყვი გამოხატვისკენ) მივილტვით და რამე (მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც ), მაგრამ სიტყვა “დაჯმა” რომ არ თქვას ხალხში, ისე ვერ გამოხატავს ნეტავ ადამიანი სათქმელს. მგონი კულტურის ქონაც საჭიროა, მაგრამ როგორც ლათინელებმა ბრძანეს adsinus ad Liram (“ვირი ლირის შესახებ”) ანუ ქართულად რომ ვთქვა – “ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია?!” ასე, რომ გავატარე. შემთხვევას რაც შეეხება, ერთ ჩვენს ჯგუფელს ესიყვარულებოდა, ხომ იცი როგორ მიყვარხარო და all that trash. რომ ვეღარ მოვითმინე, კომენტარში ვუთხარი, აფერისტობასა და ანგარებაში გენიოსი ხარმეთქი. არადა მართლა არ მესმის რა საჭიროა ჯგუფელს ესიყვარულებოდე და “შენ ხომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ მთელს ჯგუფში” უთხრა, როდესაც მისგან უბრალოდ ლექციების ცხრილი გინდა. რა საჭიროა ეს ფსევდო ფამილარული და აფერისტულ-მლიქვნელური ქცევები???

ნუ მოკლედ. ხო, კერესელიძე ისევ ნათიას ეომება, ხან ეპირფერება (არ იღლება მაინც??? ) ვიღაც ისევ იგვიანებს ლექციებზე, ვიღაც ისევე გარბის აუდიტორიიდან მობილურის დარეკვის შემდეგ (ლექტორისთვის ბოდიში მოხდის გარეშე) და ა. შ.

უფულობას რა ვუთხარი, თორემ ძალიან მინდა კარგ უნივერსიტეტში სწავლა და თან რამდენი რაღაცის. ისევ გავივლიდი ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და თუნდაც დოქტურანტურას, რატომაც არა. არაუშავს, კურსებს მაინც ავიღებ რამეში. მაგალითად ფინანსებში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებასა და ასე შემდეგ ეკონომიკურ საგნებში, გარდა ბუღალტერიისა, რომელიც მეზიზღება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის
online-სტატია დაწერილია უშუალოდ მაგისტრატურის მე-2 ანუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ.
თქვენ კი არ გადართოთ, რეკლამა მალე დამთავრდება.
Stay Tuned.

მერე ისევ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და წინ წასულობა

ჯერ არ დამითვლია, მაგრამ დავთვლი, სად წამივლენ.
მსიამოვნებს – არვიცი ოღონდ რა. ბლოგების კითხვა. ამ მომენტში გუგლ-რიდერი 73-ს წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს და მე ისეთი ბლოგერის პოსტს ვკითხულობ და ვაკომენტებ, რომელიც საერთოდ არ მყავს GR-ში.
რა შუაში იყო ახლა ეს?!
იდიოტობა რა არის???
მე რომ ჩემითვე amazon.com-დან გამოწერილ ლეპტოპს ვუზივარ და Magtifix-ის ნელი ინტერნეტით ვსარგებლობ, როცა იქით ოთახში საკუთარი კომპიუტერი “Caucasus”-ის შედარებით ჩქარი ინტერნეტით დგას.
ყოველი დღე რომ ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმუშევარი ზიხარ და ერთი სული გაქვს სადმე გაიპარო, უბრალოდ გაიქცე, მაგრამ უფულობა უუნარობა გახსენდება და უარესად გრძნობ თავს.
აქეთ-იქით რომ ვაკვირდები მოვლენებს და ასმაგად მინდება აქედან წასვლა. სამუდამოდ??? აი ზოგჯერ ისე ვარ, რომ ამ კითხვაზეც ვორჭოფობ. მაგრამ მერე ისევ მიწაზე ვეშვები და ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მარჯვენას ეუბნება, რომ მე ვერსადაც ვერ წავალ მთელი რიგი მიზეზების-და გამო. ნუ ერთადერთი ლოგიკური მიზეზი სწავლის გაგრძელება არის, მაგრამ მე ზუსტადაც რომ მაგას ვგულისხმობ.

ბოლო პერიოდში რაც მე ამა თუ იმ ბლოგზე კომენტარი დავწერე, მათი 90% იყო მსგავსი შინაარსის:

ხო, აი ძირითადად ასეთი შინაარსისაა. ეს უკანასკნელი კი ამ პოსტზე დავტოვე. წაიკითხეთ ეგ პოსტი, თუ გაინტერესებთ. როგორი “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” ქვეყანა ვართ იდიოტობებით ბაქი-ბუქითა და სიტყვიერ-ფიზიკური შეურაცხჰყოფებით.
 მანამდე ნანუკა ხაზარაძის ამბები. აგერ პიკოსთან არის ყველაფერი მათთვის, ვინც არ იცის.  და ჩემი ეს კომენტარი.

ამან დღეს ძალიან დამთრგუნა. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მომხდარ ქართულ მარაზმებს შორის ყველაზე მეტად ამან გამომადებილა. თბილისი ისეთი ქალაქია, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი კი არა, “ჩერეზ-ჩერეზ” ვიღაც რომ არის ჰომოსექსუალისტი ის არ დაიმალება, მაგრამ ამაშია საქმე. როდესაც თავს დებ ჟურნალისტობაზე და ელემენტალურად წიგნი სახელად “ადამიანის უფლებები” არ უნდა გქონდეს წაკითხული??? კარგი, ვერ ვწვდებით ვერც მაგ თაროს და ვერც იმ თაროს, რომელზეც წიგნი სახელწოდებით “ეთიკის და ქცევის ნორმები” დევს. მაგრამ იმ თაროს მაინც ხომ მაინც ვწვდებით, რომელზეც დევს უდიდესი წიგნი სახელწოდებით “ბიბლია”??? “არა განსაჯო და არა განისჯები” ძალიან უცნობი ფრაზაა??? ან ის მაინც არ იკითხებოდა რომელიმე გვერდზე, რომ სიბოროტის ჩადენა არ არის კარგი საქმე??? რა სინდისით შეგიძლია ხვალ თვალებში ჩახედო ნანუკასა და ლევანის შვილს??? ეტყვი, რომ კარგი ადამიანი ხარ, კარგ საქმეს აკეთებ , მიუხედავად იმისა, რომ მის დედას სიბოროტეს უკეთებ??? ძალიან ცუდია, რომ ასე მძაფრად გვიყვარს სხვის უბედურებასა თუ პრობლემაზე მაზოლის დაჭერა და საკუთარი (ამ შემთხვევაში ჟურნალის ტირაჟის) ბედნიერებისთვის ადამიანის განაწყენება.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციო გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.  

მერე ისევ ბრბო, რომელიც ამ ჟურნალს უნახავივით (ანუ “ხამივით”) ყიდულობს და ტკბება: უიიიი, იცოდი, რომ ლევანიკოს შეყვარებული ბიჭი ჰყავდა??? უიიი, ნანუკამ “იდი ნა ხუი” უთხრა ჟურნალისტს??? დეეეეედაააა, ვაიმეეეე, უყურე შენ….

მერე ისევ საუბრები იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ცნობილი ჟურნალისტი საკუთარი საქმის პროფესიონალია.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.

მანამდე ვერ-შემდგარი გეი-აღლუმისა და მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის ამბები, რომელთა მოყოლა ძალიან მეზარება.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე. 

მანამდე ერეკლე დეისაძის ამბები.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.

მანამდე ტელეკომპანია “კავკასია”-ს დარბევა, ცემა-ტყეპა და ღმერთის სახელით მოქმედებები.

მერე ისევ ვიღაც რიგითი დეგენერატი, ჩემს ქუჩაზე მიმავალი ღამის კიარადა დილის, კიარადა ღამის რომელიღაც საათზე ძმაკაცის მისამართით ტექსტებით: “აუ ეგ ხო მაგარი *ლეა, იმდენი ვაგინე, რომ ტიპი იმენა აორთქლდა ორ წამში ჩემი დედა მოვტ*ან”.

მერე ისევ დემოკრატია, დემოკრატიული პრინციპები. 

მერე ვიღაცის ახალ-მოყვანილი არაქალიშვილი ცოლი და მასზე ჭორაობები.

მერე “არაქალიშვილები”-ს მიერ ქალიშვილებისა და ქალიშვილობა-მოყვარული ხალხის დაცინვა და ქილიკი.

მერე ისევ დემოკრატია, ქცევისა და ცხოვრების თავისუფლებაზე ბჭობა. არაერთი. 

მერე ისევ “შეჩემა”-ები და ხატთან პირჯვრისწერები.

მერე ისევ….

მერე ისევ რომელიმე უცხოელი ( იტალიის ამბებიდან გაცნობილი) თავის “კედელზე” (ანუ ფბ-ის ვოლზე) დაწერილი სახალისო სტატუსით და მე:


წავედი ბალიშისკენ, დილის 6 საათი სრულდება 10 წუთში. 

The Mediterranean Sea, the black one, memories and soldiers

როდის იქნება, რომ თბილისის ანძა აჯობებს ეიფელს??? მგონი არც არასოდეს. ან ის როდის იქნება, რომ შავი ზღვა აჯობებს ხმელთაშუას???
ვგულისხმობ არა თურქეთის და ა.შ. ქვეყნების მისადგომებთან, რადგან ბევრი ჩემი ნაცნობ-არანაცნობი ქართველისგან განსხვავებით, არასოდეს დამისვენია თურქეთში, მითუმეთეს – დანარჩენ ქვეყნებში.
არა არა, არა ამ ქვეყნების, არამედ აჭარის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მისადგომებს. ანუ მოკლედ და კონკრეტულად – საქართველოს წყლიან მხარეებს.

აფხაზეთი არვიცი, ვერ მოვესწარი, თუმცა წინა თაობა მეუბნება შეუდარებელი იყოო.  აი მაგალითად ავიღოთ დედაჩემი (მე მაპატიეთ, ალბათ ზედმეტად ხშირად ვახსენებ მას ჩემს პოსტებში, მაგრამ თუ რამის გაგება მინდა, მას ვაკითხავ ხოლმე). ხოდა აი დედაჩემი. შეუძლია უსასრულოდ ისაუბროს გაგრაზე, ბიჭვინთაზე, ლესელიძეზე (სადაც გაიცნო სხვათაშორის მამაჩემი) და აფხაზეთის სხვა კურორტებზე. წელსაც კი, საზღვაო სეზონი ისე არ გაგვიტარებია, რომ გაგრა არ ეხსენებინა. ჩუმად ვარ მართლა, ხმას არ ვიღებ. რაც არვიცი, არვიცი. ალბათ კარგი იყო.
სამეგრელოს მხრიდან ვიყავი ანაკლიაში 1996-ში მგონი (მე 9 წლისა გახლდით)  და მაზუთისა და ნიჟარებით გაძეძგილი ზღვის გარდა არაფერი დამამახსოვრდა. ააა, კიდევ მახსოვს ბევრი ტანკი, ჯარისკაცები, შიში. მახსოვს დედაჩემი, დეიდაჩემი და ბებიაჩემი მხოლოდ მეგრულად რომ საუბრობდნენ და არა ქართულად. მასპინძელმა გაგვაფრთხილა, მხოლოდ მეგრულად ისაუბრეთო. ბავშვები – ჩუმად ვიყავით მშობლებს აფარებულნი. რა საოცარია ისე: ერთადერთი მამრობითი სქესი მიშელი იყო, რომელიც მაშინ 7 წლის ბრძანდებოდა. ზღვა – როგორც უკვე აღვნიშნე, მაზუთიანი, საშინელი, ქვიშიანი (ეს პლუსია). შიგნით ძალიან ზერელედ შევდიოდით, რადგან ეგრევე ღრმავდებოდა და ყველას გვეშინოდა. და წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა, როდესაც მახუთი და ქვიშა ერთდროულად გეკრობა სხეულზე. პლუს ლოკოკინებით სავსე ნიჟარები, რომლებისაც მაშინ მეშინოდა. მოკლედ epic fail!
ფოთი – სამწუხაროდ ფოთის ზღვაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ პორტია. დასვენებით არ დამისვენია.
განმუხური – შარშან (ანუ 2009 წელს) ზუგდიდში ყოფნისას მიშელის სამეგობრომ გადაწყვიტა რამდენიმე საათით წავსულიყავით. იკა მოვიდა მანქანით და გავეშურეთ. ახლაც მეცინება რომ ვიხსენებ. საჭესთან იკა, რომელმაც მოითხოვა ქეთუნა ჯდება წინო, გვერდით – მე და უკან 5-6 მამაკაცი ერთმანეთზე მიწებებულნი. 😀 😀 😀 sometimes I love being a wom, especially when there’s ain’t no other 😀 სოფელ ოტობაიას გავცდით, განმუხურს მისადგომებთან ისევ ქართველი სამხედროები. იკას საბუთები მოსთხოვეს, ცოტა დავიძაბეთ, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ქართველები არიან.  გაკეთებული იყო განმუხური – იცოცხლე. კაფეები, ბარები, ფეხბურთის მინი-მოედანი, ფრენბურთის მოედანი, ბუნგალოები. მოკლედ მიშა მაგარია. ეს იმ პერიოდის მომდევნო პერიოდია, “აი განმუხური, განმუხური”-ს რომ გაიძახდა. მანამდე ახალგაზრდული ბანაკიც ხომ იყო 2008 თუ 7 წელს განმუხურში. ნუ მოკლედ. ოღონდ მიშა ჩავიდეს და მერე კი აკეთებენ რაღაც-რაღაცეებს. ზღვა ნორმალური, ხალხი – რათქმაუნდა “მურე წიე” საზოგადოება. ნუ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბართან გაქვს საქმე ან ყურებთან ძალიან ახლოს ჩაგიარა ვინმემ. ასე რომ ამას დიდად არ შევუწუხებივარ. “ცივი პივა” და “ცხელი სიმინდი” არ მახსოვს იყო თუ არა. ჩვენ ივლისში ვიყავით ჩასულები სულ რაღაც 3-4 საათით და ვერ ვიხსენებ ამას. ზღვა – ქვიანი, ჭუჭყიანი. გავიხედე ზღვიდან მარჯვნივ და გორაკები. გორაკებზე კი შორიდან და ბუნდოვნად ისევ სამხედროები, ამჯერად – რუსი. არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. აქეთ ჩვენ – რამდენიმე ასეული საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქე, იქით ავტომატ-მომარჯვებული რუსი ჯარისკაცები ჩვენი დაზვერვით დაკავებულნი.  მოკლედ fail!
ეს მე და მიშელი იკას მანქანაზე შემოდებული ჩემი “ნიკონი”-თა და მზის აკომპანიმენტით.

ქობულეთი – ბოლოს ვიყავი 2001 წელს. მე, მამაჩემი და მიშელი. საერთოდ არაფერი. მთელი სოფელი არის აღმაშენებლისა და რუსთაველის ორი უგრძელესი გამზირი მილიონი საჭმელი ობიექტით. ზღვა – ბინძური, სიტუაცია – არაფრისმთქმელი, ანუ რომ ამბობს “არაფერი”-ო. fail!
ბათუმი – ზედა აბზაცს თუ არ ჩავთვლით, 2000 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე 10 წელია ჩავდივარ. (გამონაკლისი იყო 2008 წელი ომისა და სამსახურის გამო და 2009 წელი – სამსახურის გამო) ცვლილებები შეიმჩნევა. წელს განსაკუთრებული. ბათუმელი მოსახლეობა გმინავს მთელი ბათუმი თურქეთისააო. მართლა ეგრეა. ახალი შენობა-ნაგებობები თურქულ-ბანძოსტან სტილში გადაწყვეტილი. კოშმარი. ფასები – კიდევ უფრო კოშმარული. სამაგიეროდ გადაძეძგილია ტურისტებით :მიშასგაცისკროვნებულისახეგამანახეთ: და ფულიც მათზე კეთდება. ერთმა ბათუმელმა არქიტექტორმა გვითხრა რა ჯანდაბად გვინდა ეს სასტუმროები, თუ ქართველს შიგ ფეხი არ დაედგომებაო. ვეთანხმები. საქართველო უპირველეს ყოვლისა ქართველისთვის უნდა იყოს და არა უცხოელი ტურისტისთვის, იმჰო. მაგრამ დიზაინია ისეთი საზიზღრული, რომ თურქული ხელწერა ეგრევე ეტყობა უმეტესობას. კარგი რაღაც ის იყო, რომ ბულვარში რკინა-ცემენტი დააგეს, რაც ძალიან მოსახერხებელია. ნაპირი ისევ ქვიანია და რატომღაც ბათუმში ძალიან დიდი ზომის ქვებია. ზღვა – უჭუჭყიანესი!!! “ცივი პივა” და “ცხელი სიმინდი” ისევ აქტუალურია და მანამდე ტელევიზორში გაშუქებული სიცრუე, თითქოს სანაპიროებზე გარე-მოსიარულე ვაჭრობა აიკრძალა. ღამის კლუბების რაოდენობა ერთი-ორად შემცირდა და რაც არის, ისინი იმაზე ძვირია, ვიდრე მაშინ, ჩემი თინეიჯერობის ჟამს. აი ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემი და და მისი უახლოესი სამეგობრო ყველგან დამათრევდა. შეზლონგი ადრე თუ 3 ლარი ღირდა, ახლა საათობრივ აღრიცხვაზე გადავიდნენ და თუ დღეში დაახლოებით 7 საათი გაჩერდები (ჯამში 7 საათი), მაშინ 7 ლარი დაკარგულია ქვებზე არ-წოლისთვის. აჭარული ხაჭაპური 8 ლარამდე ავარდა და ერთი ოთახი კაცზე 15-20 ლარი ღირს.
სარფი, გონიო, კვარიათი – შედარებით ნორმალური სიტუაცია. ქვები ბათუმთან შედარებით მცირე ზომის და ზღვა – საუკეთესო მთელ საქართველოში. მაგრამ ფასებს აქ მითუმეტეს არ უნდა მიეკაროთ.
ზღვაში მოშარდვა ისევ აქტუალურია, ისევე როგორც ნაგვის ჩაყრა და ფურთხება.

ამ დროს ხმელთაშუა ზღვა.
ვაიმეეე!!!
აქაც დადიან, ოღონდაც მხოლოდ ფერადკანიანები ( კიარადა კუპრივით შავი აფრიკელები) სიმინდისა და ლუდის მაგივრად სარაფნებსა, პირსახოცებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს ჰყიდიან “prego”-ს (გთხოვთ, ინებეთ – იტალიურად) ძახილით. სანაპირო ოქროსფერ-ქვიშიანი,
უსუფთავესი, ულამაზესი.
აი ნახეთ რა მაგარი ზღვაა.
მე და სლოვაკი გოგო. 

ესეც ორმხრივი ნაპირი, ადრეც დავდე ამ ადგილის სურათი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

მეტი რა შემიძლია დავწერო??? არ შემიძლია შავი ზღვა უფრო მომწონდეს, ვიდრე ხმელთაშუა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი მქვია. ამბობენ, თურქეთს რომ ესაზვრება ის ხმელთაშუა ზღვა საშინელია და არ ბანაობენო, კი, მეც გამიგია, მაგრამ რაც მე ვნახე, არაჩვეულებრივია.

ლექცია

ჩანაწერებს ვაკეთებ არა მხოლოდ ბლოგში, არამედ ბლოკნოტში. ეს კი იმიტომ, რომ წერა ყველგან მინდება:სამსახურში, მეტროში, ლექციაში, ავტობუსში, ყველგან. 

მაშ ასე: 
განვიხილავ ჩემთვისა და ნათიასთვის “სასიამოვნო” შემთხვევას. 
ახალი სემესტრიდან ანუ სადღაც დაახლოებით თებერვლიდან დაგვინიშნეს ახალი ლექტორი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. დაგვიწყო მე ვარ ესა და ეს. უნდა შეგასწავლოთ ბიზნეს-ურთიერთობები. 
საგნის სახელწოდებაა ბიზნესის ხელოვნება. (ასეა ხო ბოთე???)
პარალელურად მე რათქმაუნდა ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და წავიდა ორი საზიზღარი მაგისტრანტ-ბლოგერის ჩანაწერები. 

მე – რა შუაშია ამის დისერტაციები ჩვენთან??? ამასაც ლაზვიაშვილი ეტაკა??? (ლაზვიაშვილი წინა სემესტრში გვყავდა, რომელიც საკუთარი ქება-დიდებას, სერტიფიკატების ურიცხვ რაოდენობასა და საკუთარ უსაზღვრო ნიჭზე მრავალჯერადად გვაუწყებდა. 6 მარტს ჰქონია დაბადების დღე და ისე გაუხარდა 5 მარტს, ჩაათვლაზე რომ ვუთხარი, ხვალ დაბადების დღე მაქვსმეთქი, რომ ლამის ცას ეწია.)
ნათია – “მე თქვენთან რუსეთიდან ჩამოსული თვითმფრინავი ვარ(P.S. დეპორტირებული)”
მე – სალომესთვის სავიზიტო ბარათი მიუცია და არიქა!!! გავამრავლოთ xerox 😀 მაგრამ რუსული მობილურის ტელეფონის ნომერი რომ წერია, ეს ალბათ ვეღარ გათვალა. 😀
ამასობაში ლექტორმა მოისურვა გაეგო რა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორ მამაკაცს/ქალს ამოვირჩევდით და რა კრიტერიუმები იყო ჩვენთვის მთავარი. 
ნათია – საუბრები ოჯახზე, სექსზე და ჯანმრთელ ბავშვზე.
მე – სექსი ზემოდან თუ ქვემოდან???
ნათია – ტკბილად იძინე. 


ეს იყო ამ ადამიანთან პირველი ლექცია. მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებისა, მართლა სანტერესოდ მიჰყავდა დისკუსია, ასე რომ მე სულაც არ მეზარებოდა საღამოს 8 სააათზე 7-8 სართულის ფეხით ავლა. მართალია მთელი რვა სართული ჟუჟუნას და სტუ-ს ერთად ვლანძღავ იმის გამო, რომ პირველი 7 საათამდე მუშაობს ლიფტში, მეორეს ადმინისტრაცია კი – ჟუჟუნას ანდობს ხოლმე 6 ლიფტის გასაღებს და შესაბამისად 6-ვე დაკეტილ-ჩარაზულია, მაგრამ ამ საგანზე დასწრება მაინც საინტერესოა. 

რამდენიმე კვირის წინ შევდივართ ისევ ლექციაზე და ზემოთ ხსენებული ლექტორის მაგივრად გვხვდება სრულიად სხვა პერსონა. ჩვენი ლექტორი კი რაღაც ბიზნეს-შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ლექციის დროს. 
ჯერ ორი ბოთე დებილებივით შევედით აუდიტორიაში, სადაც ჩვენი ყურდაფჩენილი ჯგუფელები ერთფეროვანი სახის გამომეტყველებით ისხდნენ. 


****
ჩემი ჯგუფი…
ეს რაღაც ენით აღუწერელია. 
ეს უნდა ნახო. 
არის ერთი კერესელიძე, რომელიც ენას არასოდეს აჩერებს იმ მოტივით, რომ “მოდი ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი, მთავარია, რომ ჭკვიანი გამოვჩნდები.” მის მენტალურ ნაკლს ისიც ემატება, რომ არის რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სიმპატიური და მსუქანი და მაგრად რომ ვთქვა, … . მაგრამ გარეგნობა მართლაც არ არის პირველ-ხარისხოვანი და ყურადღება მისაქცევი, რომ იქცეოდეს ნორმალური შეგნებული ადამიანივით, როგორც მაგალითად ამას მეორე მსუქანი ადამიანი აკეთებს. 
არის მარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მთელი თავისი სასწავლო ცხოვრების განმავლობაში სულ პირველ მერხზე იჯდა და 4-იანი არასოდეს მიუღია. ენის არ-გამჩერებელი და კლინიკური შოკი ჩვენი ჯგუფისა. 
თუმცა მისნაირი არაერთია. ძირითადად ქაქანები და ძირითადად ტვინის ბურღები. 
გვყავს შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს მგონი 1 მმ-ის რადიუსით არ შორდება და ვერ ხვდებიან, რომ ლექციის მსვლელობისას ერთმანეთის ლოღვნა არც თუ ისე ლამაზი, ეთიკური და კულტურული ჟესტია. 
გვყავს ჩემი მოგვარე, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ მისი გვარი იმ შემთხვევაში მაღიზიანებს, როდესაც სიას ან ნიშნებს აცხადებენ გვარის მიხედვით. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება. 
არის ერთი ირაკლი, რომელზეც ადრე დავწერე კიდეც. მისი გვარი კი ისეთია,რომ სულ “გადადექი”-ს ვეძახით.

მას ფარულად თუ ხილულად ეფლირტავება თეონა. თეონა “სწერვა”-თაგან ერთ-ერთია. სულ სამნი ვართ. თეონა სულ იმის დემონტრირებაშია, რომ ძალიან ენამახვილია, რეალურად კი მისი იუმორი ზოგჯერ დამღლელია. ერთხელ გაჩერებაზე ირაკლის ნათიასა და მის დასანახად მხარზე თავი ჩამოვადე და ”ქალური ამბები” დავიწყე, რისთვისაც თეონასგან დაბოღმილი თვალები, ბოთესგან კი – სიცილ-კისკისი მივიღე. მე კი, როგორც დამპალმა და საზიზღარმა არსებამ, თეონას ცივი მზერა ვესროლე და “ვჭორაობთ”მეთქი მივუგე.მაგრამ ჩემს თვალებში იკითხებოდა:” რა გინდა??? მიხედე რა შენს საქმეს, მინდა და ვეხუტები!!!” სად იყო თეონა ბაკალავრიატის 4 წლის მანძილზე??? თეონა მაშინ “ილიაუნი”-ში იყო, მე და იკას ერთად რომ გვიტარდებოდა ლექციები. ზოგჯერ მინდა, რომ ეს ხმამაღლა დავუყვირო, მაგრამ მეზარება. ბოთესთვის არაერთხელ მითქვამს არადა.
გვყავს სალომე, რომელმაც მგონი ისიც არ იცის, რომ მაგისტრატურაზე სწავლობს. არასოდეს არაფერი არ იცის. შეიძლება საგანი ჰქონდეს ნასწავლი, მაგრამ მე ამ ცოდნაზე არ მაქვს საუბარი. “გოგო არვიცი, აქ გვაქვს ლექცია???” და ა.შ. 

გვყავს ნინო, რომელიც იმ ყველის ვაჭარს მაგონებს, რომელიც სულ იცინის. ამაზეც ნერვები გვეშლება მე და ნათიას. ვერ გაგვიგია, როგორ შეიძლება ადამიანი სულ იცინოდეს მინიმუმ 28 და მაქსიმუმ 32 კბილით. თუ ცუდ ნიშანს იღებს, ჩვილივით გამეტებით ტირის და საჭიროებს მოფერებას, რომელიც ასე გაიჟღერებს: “აააალა ნინო, აააალ იტილო, აააალა ნინო, ალაა”. 
გვყავს ია, რომლის მაკიჟის რომელიმე ერთი კომპონენტით დაწყებული სამოსის რომელიმე ერთი კომპონენტით დასრულებული ყველაფერი სხვადასხვა ფერის აქვს. თუმცა სხვებთან შედარებით მას ვასმენინებ ხოლმე, როდესაც ჯგუფს რისხვას ვაყრი. 
კიდევ შალვა, რომლის ატანაც არ გვაქვს. ერთხელ იდიოტობები თქვა ნათიაზე და მე ეგრევე ყვირილი დავუწყე: “ნათიას პირში უთხარი, თუ მაგარი ხარმეთქი”. 
ის სწორედაც ის შალვაა, რომელმაც მე, თეონა და ნათია ჯგუფის ყველაზე “სწერვა” გოგოებად შეგვრაცხა მთელი აუდიტორიის გასაგონად. ნუ თეონა მოთამაშეა. ირაკლის ეთამაშება და ირაკლიზე თამაშობს, ასე რომ არ ვცნობ მის “სწერვობა”-ს. მე და ბოთე კი – მართლა საზიზღრები ვართ. ნათია მოხევეა, მე – მთიული. თუ ოდესმე ითამაშებს და ითვალთმაქცებს ან მოხევე და ან მთიული, მაშინ მთებს ბარში ჩამოვიტან. მაგრამ მერე რომ ვუკვირდები, პირდაპირები ვართ. თავს რომ ვერ ვიკავებთ, ხმამაღლა ვამბობთ. 
და ბოლოს ნათია – უბოთესი უბოთესთა შორის. მეზიზღება, მიყვარს, მერე ისევ ვერ ვიტან, მერე ისევ მენატრება. მერე ცემა მინდება, მერე ისევ ვუმესიჯებ, მერე საუბრისას თითებს მიტკაცუნებს. არადა მთელი 4 წელი ზედ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. მერე ჩემი ბლოგი წაიკითხა და კიდევ მერე მითხრა შენი ბლოგი რომ წავიკითხე, მივხვდი,რომ შენ ჩემნაირი ხარო. 
ჭორაობა??? ხო, რავიცი. ჩვენ ისე ვართ, რომ პირდაპირ ვეუბნებით ყველაფერს. აუდიტის ლექტორმა მეთორმეტეჯერ რომ დაიწყო იმის გამოცხადება, თუ როდის და რა სახით გვექნება გამოცდა, ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვიძახე: “აუ რა გჭირთ, რა ვერ გაიგეთმეთქი. მეასეჯერ უნდა თქვას მაინცდამაინც?”-მეთქი. აი ასეთი ფეთქებადი ვარ მე და ვერ მიტანს მთელი ჯგუფი, რადგან ეგრევე აგრესიაზე გადავდივარ. 
ჭორაობა ბლოგზე??? არა მგონია ეს ჭორაობა იყოს, ყველამ კარგად იცის ვიზე რას ვფიქრობ. ვინც არ იცის, ის არაა ისეთი ახლობელი, რომ იცოდეს. მოყვარეს – პირში, მტერს – პირს უკან. ნუ მტრები არ არიან, მაგრმა არც მოყვრები, ასე რომ… : )




***


ლექციას ატარებს ვიღაც 75 წლის მამაკაცი, რომელსაც ხმა ერთ წამში ეხრინწება, მეორეში – კი მოსდის, მაგრამ მერე ისევ ეხრინწება და ნუ მოკლედ.
ნათია – საწყალი:((( ვერ ხვდება,რომ უბერავს. 
მე – ვაიმე!!! ეს ვის დაკარგვია, ხომ არ იცი???
ნათია – “კომპუტერი”
მე – ამან რა იცის, რა არის კომპიუტერი.
ნათია – გონზე არაა ცხოვრების. 
მე – “ზატო” სათვალე უკეთია 15 ზომით დიდი.
ნათია – კომაში ვარ!!!
მე – ქარი უბერავს და ეს საწყალი ფურცლებს იჭერს. ირაკლის სახეს შეხედე  😀 😀 😀
ნათია – და მარი როგორ ყვება ბაზარში? :))))
მე – ეგ ოღონდ ალაპარაკე და მეტი რა უნდა. 
ნათია – “ბოდიშით”
მე – “ზატო” დიპლომები და დისერტაციები აქვს, იიიიშ!!
ნათია – გავარტყი ეგეთ ხარისხებს. 



ლექტორი:
პროგნოზირება და რისკი – გადაწყვეტილების მიღების უშეცდომო მნიშვნელობა (გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკაში)
პროგნოზირება – მეცნიერული და ალბათური მსჯელობა მომავლის შესახებ, მომავლის განჭვრეტა. 
გლობალიზაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაერთიანება. 
პროგნოზი – მომავლის განჭვრეტის შედეგი. 
მოდელი – უცნობის ნაცნობი ფორმით გამოხატვა. 
ალბათობა – რაიმე მოვლენის მოხდენის რიცხვითი შეფასება ( 0≤a≤1)






და ჩანაწერი ლექციაზე:
დიდი ხანია არ ვყოფილვარ ლექციებზე. აქედან გამომდინარე, მომენატრა… თუმცა ის, ვისი ლექციაც მინდოდა (აუდიტი), სადღაც წასულა, ხოდა ახლა მე-2 ლექციას ვესწრებით. 
ლექტორი ამ შემთხვევაშიც სხვაა, ის რატომღაც გვიცდენს და ახლა სხვა გვიტარებს. 
მე – ცრემლიანი ლოყებითა და თვალებით. 
ნათია – კარე შავი თმით ხითხითებს. 
ია – გარუჯული. 
შალვა, ირაკლი, თეონა – ენამოსწრებულები. 
“სისწრაფეც მაღალი აქვს კომპუტერს” – ეს არის დღის ფრაზა. 
რა უნდა, რას გვერჩის?! ან ვინაა???
რა განწყობაზე უნდა იყოს 12 სტუდენტი, როდესაც ლექტორს 10 ზომით დიდი ზომით დიდი სათვალე უკეთია და უჭირს წინადადების იმ ხმაზე წარმოთქმა,რომ ჩვენ გავიგოთ. აზრის ჩამოყალიბებაც სირთულესთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, დიპლომი და სერტიფიკატი ექნება მრავლად და დისერტაციები დაცული და წიგნები გამოშვებული და კიდევ რამე და კიდევ რამე. ასაკი – 75-ს ზემოთ. არადა მომავალზე, კომპიუტერზე, სიახლესა და გლობალიზაციაზე გვესაუბრება. ჩემი და ნათიას გამოთვლით მისი მომავალი ჩვენი, ჯერ კიდევ იდეაშიც რომ არ ვიყავით ის პერიოდია, ანუ სადღაც 40-50-60-იანები. საბჭოთა კავშირის მძვინვარება როდესაც სჭარბობდა “ქართსა შინა”.
პეპსის მაგივრად კოკა-კოლა შემომეყიდა და ვცდილობ იმით მაინც მოვიკლა წყურვილი. 
20:37 სრულდება უკვე. სახლში “წერტილუკა” მელოდება და მისი წერტილოვანი ცხვირი მენატრება. გარეთ ვიყურებითკიდევ კარგი, ფანჯარა ღიაა და თბილისი გარეთაა. 2 მერცხალი ცას ეთამაშება . ცა დღეს აგრესიული არ არის, თბილია და მოსიყვარულე. მერცხალი რა… ჩემთვის ცაში მფრინავი ყველა ჩიტი მერცხალია. თბილისი ფიქრობს, იღიმის, მოძრაობს, ტკბება ზაფხულის მეორე დღით. ანძას გავხედე. ფუნიკულიორი თავისი ჭრელი ფერებით მიბრუებს თვალებსა და გონებას, დამცინის: ” მე ასე ვცელქობ, შენ კი კიდევ 40 წუთი მანდ უნდა იჯდე.” “სკამზე ძლივს დაჯდა” – მიჩურჩულებს ნათია. ხმაც იხლიჩება. რაღაც ხუმრობას ამბობს და იცინის. შაკოც ფსევდო სიცილით უბამს მხარს, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ ხუმრობაზე კი არა, ლექტორზე გვეცინება ყველას. დიდი ძალისხმევით ვცდილობ ჩემი საქვეყნოდ ცნიბილი ისტერიული სიცილი შევიკავო, ნათია მირტყამს, გაჩერდი, ახლა არ დაიწყოო. იქით კერესელიძე რათქმაუნდა სიბრძეებს აფრქვევს. ეგ ხომ ჩვენი ჯგუფის კომაა. უცბად “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მახსენდება, ვიღაც რომ გახდება ცუდად და კლასის 97% რომ მიყვება. ეს რა შუაში იყო ახლა??? მაგრამ ლექციაა ასეთი. 
თბილისი უკვე გამოწვევაზე მიდის. მთლიანად დაბნელდა. ფუნიკულიორი ისევ მე მეპრანჭება და მეკეკლუცება. ღმერთო, რა სიმწარეა. ბოთემ მობილურით აღბეჭდა ლექციის მსვლელობა. ორივე სამსახურებიდან მოვდივართ და ორივეს გული გვაქვს შეღონებული, რომ ლექცია ასე მომადუნებელია. 

ნათიას კომენტარი: 
ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როგორც წესი, ოთხშაბათობით ტექნიკური უნივერსიტეტის ბოროტი ბიძები ანუ დაცვა 9 სთ-ზე ამოდის მე-7 სართულზე და გვიქრობს ხოლმე შუქს. ანუ ეს ბრძანებაა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ წესით და რიგით, ჩვენი ლექცია კი 9:30-ზე მთავრდება. 
არცერთ დღეს არ მინატრია იმ ფორმიანების ამოსვლა, მაგრამ დღეს ვინატრე…
ნეტავ შუქი ჩააქრონ..
ნეტავ…






"დიდი მადლობა" თუ უსინდისობა ქართულად???

როდესაც სამსახურში უკიდურესად მეჩქარება, მივდივარ ხოლმე ტაქსით. დღეს არვიცი რატომ, გადავწყვიტე ქვედაბოლო ჩამეცვა, არადა შარვლის შემთხვევაში მობილურ ტელეფონს მის ჯიბეში ვიდებ ხოლმე. მაგრამ ქვედაბოლოს ჯიბე არ ჰქონდა (როგორც ჩემი ქვედბოლოების 99% და ამიტომაც არ ვიცვამ მათ. არ მიყვარს, როდესაც ტანსაცმელს ჯიბე არ აქვს), აქედან გამომდინარე ხელში მეჭირა. ნუ კარგი, არაუშავს. წავედი სამსახურში არხეინად. ვზივარ, ვმუშაობ, რაღაც აქეთ-იქით და შესვენების დრო რომ დადგა, ანუ 2 საათი, გავიხედე და ტელეფონს ვერ ვხედავ ვერსად, არადა იქვე მიდევს ხოლმე. რომ იყოს ძვირადღირებული, შევინახავდი, მაგრამ “ბილაინი”-ს 30 ლარიანი ტელეფონია. მეორე და ძირითადი რომელიცაა, იმის გაყიდვა მინდა აერ უკვე რამდენი თვეა, ხოდა სანამ იმას გავყიდი, ამას ვიყენებ დროებით.

მე არვიცი რამდენი ვრეკე, არავინ ყურმილს არ აიღო. სამსახურში ჩამოვიარე ყველა ოთახი სათითაოდ, პლუს ჩანთა, ჩემი უჯრები, ქურთუკი… არსად არაა. სახლში გადმოვრეკე, არ არისო მითხრეს. თან ვფიქრობ “ნუ კაი, ჯანდაბას, სულ რაღაც 30 ლარიანი ტელეფონია და მეტი არა. არაუშავს, არ ვაპირებ სიკვდილს მაგის გამო” მაგრამ საქმე მის ძვირადღირებულებაში კი არა, იმაშია, რომ ძალიან მჭირდება, აი ძალიან!!! შევედი მერე წუწუნით ბუღალტერთან ასე და ასემეთქი და რეკვა დაიწყო. არ დარეკო, აზრი არ აქვს, არავინ იღებსმეთქი და უცბად “ალო”. გამოვშტერდი!!! მარი ისე საყვარლად ესაუბრა, “აი ასე და ასე დილით რომ მოყვანეთ იმ გოგოს თქვენს მანქანაში მობილური დარჩა” და “თუ არ შეწუხდებით” და ნუ მთელი ამბები. მოკლედ ჩავიწერე მისი ნომერი და შევთანხმდივით, რომ საღამოს შევეხმიანები, რომ მივიდე და გამოვართვა. ნუ კარგი. მე ისეთი “პანიკა” ვარ, რომ ყველას გავაგებინე მგონი, დამეკარგამეთქი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა სულ “იდიოტი” და “დეგენერატი” უწოდა, “უეჭველი მოპარვა უნდოდა, მაგრამ მერე რომ დაინახა, რომ არაფერი ტელეფონია, შეეშვა და აიღო დარეკილზე ყურმილი”-ო. ახლა რომ ვფიქრდები, მეც ამ აზრს ვემხრობი, თუმცა დანამდვილებით არ ვამბობ არაფერს, იქნებ არ ესმოდა. თუმცა მეეჭვება ამდენი ნარეკი ვერ გაეგო. “ხომ შეეძლო შენს ტელეფონში ჩაწერილ ნებისმიერ ადამიანისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ “აი იცით ამ ნომრის პატრონს დაეკარგა ეს ტელეფონი და იქნებ თქვენ მისი სხვა კოორდინატი იცოდეთ და გააგებინოთ, რომ დაკარგა და” ასე შემდეგ. არა!!! ტიპი 9 საათიდან 2 საათამდე არ გამოჩენილა და მე თვითონ რომ ვურეკავდი, მაშინაც არ იღებდა.  ნუ კარგი, ესეც ჩავყლაპე. დავურეკე ამჯერად უკვე სამუშაო დღის ბოლოს და ვეკითხები რაღაცეებს. და იქიდან გამომდინარე, რომ ტაქსისტია, ვფიქრობ, რომ იქნებ სადმე ქუჩაშია, მოძრაობაში. ვესაუბრები ჩემი ჩვეული ზრდილობით “თქვენ სად იქნებით 20-30 წუთში”, “თუ არ შეწუხდებით”და ა. შ. არვიცი ოჯახისა და აღზრდის, არვიცი სამსახურში არსებული “სერვისი +”-ის დამსახურებაა თუ ორივესი ერთად, მაგრამ რაც მართალია, მართალია!!! ზრდილობა, კულტურა და ეთიკა მართლა არ მაკლია. და აცრილი ვარ უზრდელ, ტუტუც და თავხედ ადამიანებზე. ვესაუბრები, ვცდილობ შევუთანხმდე, თან არის ბურდღუნა და მისი ხმა ცუდად მესმის. ამაზე დამიწყო ეგრევე ყვირილი, გეგონება ძალით შევტენე ჩემი ტელეფონი. პანკისის ქუჩაზე ვცხოვრობო. თან აზრზე არ ვარ სად ჯანდაბაშია ეს პანკისის ქუჩა. თურმე დოლიძის ერთ-ერთი შესახვევი ყოფილა. ნუ კარგი. ვიცი მხოლოდ მანქანის ნომერი ოთხასოცდარაღაც და ამ მურადის მობილური. “იქნებ ეზოში ჩამოხვიდეთ”-მეთქი და რა ჩამოვიდე, წამოწოლილი ვარო. ნუ კარგი მივედი, 500 კაცს რომ ვკითხე ქუჩა. ბოლოს ერთი პატარა მაღაზიის გამყიდველ ქალს მივეჭერი, იმან ძალიან კეთილ და ღვთისნიერ 35-40წლის ბავშვიან მამაკაცთან მიმიყვანა. მერე აი ამ მამაკაცმა ნუ არვიცი, მართლა გადამყვა ზედ. ვიპოვეთ ეს მურადი და გამოვართვი ტელეფონი. დიდი მადლობები ვუხადე და  იმანაც არაუშავს, ხდება ხოლმეო. ცალკე ამ ბავშვიანს ხო ასი თუ არა. 10 მადლობა მაინც ვუთხარი და წამოვედი. მოვიჩქარი ჩათვლაზე გიჟივით. დოლიძიდან სააკაძემდე ფეხით. უკვე ძალიან მაგვიანდება. ამოვიღე ეს დაბრუნებული ტელეფონი და ინსტინქტურად dialled calls-ში შევედი…
1) +81079….. და ასე შემდეგ. ანუ ზარი უცხოეთში. 
2) +712 და ნუ რაღაც ნომერი. ისევ ზარი უცხოეთში. 
3) ზარი მურადის ნომერზე. 
აი იცით რა არის…
ანგარიშზე მქონდა სულ 4-5 ლარი, ან შეიძლება ისიც არა და ბალანსი რომ შევამოწმე 1.2ლრი იყო. მაგრამ საქმე ამაში ხომ არ არის. 
რათქმაუნდა არ გავბრუნებულვარ და რათქმაუნდა თავ პირის მტვრევით მივრბოდი ჩათვლაზე. გზაზე პატაპუტინა შემომხვდა და ფრიად ვახალისე ამ ამბავზე. 
ნუ რავიცი რავიცი. 
მე რომ სხვისი ტელეფონი მეპოვნა
1) მის ნაცნობებს შევატყობინებდი. 
2) არ დავიზარებდი და ჩემს სახლთან მოსულ პატრონს ეზოში შევხვდებოდი. 
3) მისი ტელეფონიდან ზარებს არ განვახორციელებდი. 
ეს ისე… თორემ ან 30 ლარიანი ტელეფონი რა სალაპარაკოა და ან 4-5 ლარიანი სალაპარაკო ბალანსი. 

ჩემი საყვარელი დღესასწაული

ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე. ვნერვიულობ გამუდმებით. ნეტავ ყველაფერი წესრიგშია თუ არა. არადა რა არის სანერვიულო მაშინ, როდესაც ყველაფერზე სხვა ზრუნავს და ფიქრობს. მაგრამ მაინც. და ეს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია. გუშინ დედაჩემი მეუბნებოდა, ღია ვარდისფერი მინდა კვერცხები იყოსო. არადა იცის, რომ მე ძალიან მუქი წითელი მიყვარს. ქვაბიდან რომ ამოვიგეთ, ისეთი მუქები იყო, ლამის შავებია. ისე გამიხარდა, ისე. მერე მითხრა, გეხუმრეო :))))))))))))

ფორუმზე არის ერთი ადამიანი – გურამი, იგივე GURAMI19. ამწამს შევედი და თემა გაუხსნია სააღდგომო ძალიან ლამაზი. რაც კი რამეა ხოლმე მოსალოცი, ყველაფრის თემას გურამი ხსნის ხოლმე ძირითადად. მიყვარს მისი გახსნილი თემები. აგერ შეგიძლიათ იხილოთ კიდევაც  და ამ დროს ვიღაც შემოდის და უწერს:მერე???       ” აი იცით რას ვერ ვგებულობ??? მესმის, რომ არსებობენ ურწმუნონი, არსებობენ სხვა რელიგიის მიმდევრები, არსებობენ ათეისტები და მე ამაზე არანაირად არ მაქვს გართულება. როგორც იტყვიან, ყველას გაუმარჯოს თავის ცხოვრებასა და არჩევანში. მაგრამ როდესაც მე არ ვეხები შენს რელიგიას, არ დავცინი, არ ვაქილიკებ, შენ რატომ აკეთებ ამას??? თუ არ მოგწონს ეს რელიგია, უბრალოდ არ შეხვიდე ამ თემაში, გვერდი აუარე და მორჩება. რა საჭიროა ან თუნდაც რა წესია, რომ იმას დასცინი, რაც ჩემთვის ესოდენ ძვირფასია??? მართლა ვერ ვგებულობ მსგავს რამეებს.

მიშელი ზუგდიდში წავიდა სააღდგომოდ და მთელმა მისმა სამეგობრომაც, მანამდე თუ მის მერე, ერთიანად  იგივე ჰქნა. ბაბისამ დაწერა, მიყვარს, როდესაც თბილისი იცლებაო და ყველა რაიონში მიდის თავისთანო. მეც 100%-ით ვეთანხმები და ვიზიარებ ამ ამბავს.
დედაჩემი სვეტიცხოველშია ღამისთევაზე და არვიცი რამდენ ხანში მოვა. გუშინ დილის 5-დან 9-მდე ცისკარი იყო და მას დაესწრო. და სანამ ამ წუთში 5-ის 17 წუთია, ისევ მარტო ვარ. უფრო სწორად ორნი: მე და აღდგომა.

ეს უკვე მეორე აღდგომა და მთლიანობაში კი მესამე დღესასწაულია, რაც სახლში მარტო ვარ. შარშანდელი აღდგომა, წლევანდელი შობა და დღეს. უკვე თითქოს მივეჩვიე კიდევაც და ვცდილობ ამ დღეებს არაჩვეულებრივად შევხვდე ხოლმე. მიყვარს ეკლესიის ზარების რეკვების ხმა რომ შემოდის ჩემს ბინაში.

ეს წვიმაში კაცი ეზოში დაახლოებით 10-სთვის შევიდა. ჯერ კიდევ ეკლესიაში არავინ რომ არ იყო. ვუღებდი სურათებს და სულ “საყვარელი”-ს გავიძახდი ჩემთვის ჩუმად მასზე. ჯერ ეკლესიის გარეთ იჯდა, შემდეგ ეზოში შევიდა და თავისი პატარა სკამზე და ჯოხით ხელში ჩამოჯდა და დაუწყო ლოდინი. არადა მოვიდა დაახლოებით 9 საათზე.

მას შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. დანარჩენი “საყვარლები”. ისხდნენ და ელოდნენ.

მე კომპიუტერში ფილმის ყურება შევწყვიტე, დიდ მაგიდაზე დავაწყვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი იყო და საქმეს შევუდექი. დანის დადებაც კი დამავიწყდა. სახლში მაინც არ ვხმარობ და თუ სტუმარი მოდის ან 1-ზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, კი ბატონო. მაგრამ რადგან მე ვიყავი ეული, ამიტომაც ეგეც არ გამოვიღე.

მერე ერთ ხელში ერთი კვერცხი დავიჭირე და დავიძახე: “ქრისტე აღსდგა”. მეორეში – მეორე მეჭირა, “ჭეშმარიტად” ვუპასუხე და დავარტყი. პასკაც რათქმაუნდა ტრადიციულად უგემრიელესია. გამოვიღე ჩემი უსაყვარლესი ლიქიორი და თითქმის გამოვცალე. უსაყვარლესი რა… ლიქიორზე ვგიჟდები და ყველანაირ ლიქიორს “უსაყვარლეს”-ს ვეძახი.რომ მიმიშვა, ლიმიტისა და გაჩერების გარეშე დავლევ. თუმცა ეს მართლა უგემრიელესია. მიშელის ბაბუამ გვაჩუქა თავისი გაკეთებული. კვერცხს რაც შეეხება,  სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ღამით კვერცხის ჭამა არასახარბიელოა, სააღდგომო კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოთ, არაფერს გავნებთ. გარედან ეკლესიის ხმები მომდიოდა. როგორ მიყვარს მათი სმენა. ამასობაში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა რათქმაუნდა.

აქ უკვე აღარ იყო იმდენი, რადგან იმ დროს პასკას მივირთმევდი და ის მომენტი ვერ დავაფიქსირე, როდესაც ეზო სულ სავსე იყო. მერე გავედი ჭურჭელი გავრეცხე და დავუბრუნდი კომპიუტერს.
მახსენდება ის დრო, როდესაც მამაჩემს მე და ჩემი და სიონში დავყავდით აღდგომასა და შობის ღამეებზე. მახსენდება და მენატრება. ღმერთო, რა კარგი იყო ბავშვობა, რა მალე გავიზარდე. აქვე მინდა საკუთარ თავს შევძახო: “10 წლის ქეთუნა! 13 წელიწადში შენ სახლში შეხვდები შობასა და აღდგომას.მეტიც. ოჯახის არცერთი წევრი შენთან არ იქნება. ვიღაც გარდაცვლილი იქნება, ვიღაც უკვე სხვას რომ მიიჩნევს ოჯახად, იმასთან, ვიღაც კი მარტო წავა ეკლესიაში და არავინ დაგახვედრებს ცხელ, გემრიელ ხაჭაპურს ეკლესიიდან სახლში მოსულს და არავინ მოგეფერება. ასე რომ, უფრო დააფასე ის, ვინც და რაც 10 წლის ასაკში გყავს და გაქვს.”

მიყვარს ეს დღესასწაული და მინდა, მართლა მთელი გულით მინდა, რომ ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, კარგად იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ კითხულობს ამ ნაწერს. შეიძლება ეს იყოს სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც უბრალოდ სიტყვა “აღდგომა” ჩაწერა google-ის საძიებო სისტემაში და ჩემი ბლოგის ზღურბლზე დააყენა. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს მიმართ სიმპატიები აქვს თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, ვირტუალური არის თუ რეალური. ყველას გილოცავთ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ. სწორი გზით გატაროთ და ყოველთვის მისი მადლი გფარავდეთ.
ქრისტე აღსდგა!

I love Georgia, there is always some "სანახაობა" (c) Dodka

სხვა ვერაფერი სათაური ვერ მოვიფიქრე და ამიტომაც იყოს ეს. დოდ, თუ რამე პრობლემაა, შევცვლი, უბრალოდ ტვინის უჯრედების ამუშავება მეზარება ახალი სათაურის მოფიქრებასთან დაკავშირებით. 

წინასწარვე დავწერ იმას, რომ ამ ბლოგში დაწერილი ყველა პოსტი არის ავტორის (თუ არ ჩავთვლით მოწვეული სტუმრების მიერ დაწერილ პოსტებს) პირადი აზრი. და ვინაიდან ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რბილად რომ ვთქვა თავს დებს და მაგრად რომ ვთქვა, იჭაჭება მასზედ, რომ “სხვის აზრს პატივი უნდა სცე ნებისმიერ შემთხვევაში” ან თუნდაც “მე სხვის აზრს პატივს ვცემ და მინდა ჩემსასაც სცენ პატივი”, მაშინ მეც მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ამჯერადაც საკუთარი აზრი დავაფიქსირო საკუთარ ბლოგზე. ხოლო მათ, ვინც რბილად რომ ვთქვა, რაციონალურ აზროვნებას მოკლებულია და მაგრად რომ ვთქვა, არ აქვს უნარი სხვის აზრს პატივი სცეს, შეგიძლიათ ახლავე, პოსტის წაკითხვამდე გაბრძანდეთ ჩემი ბლოგიდან. გულის ასარევად საჭირო ოთახი არსებობს, ან თუ გული არ გერევათ, მილიონი სხვა ბლოგი, სადაც წაიკითხავთ ზუსტად იმას, რისი წაკითხვაც გინდათ. აქ კი წაიკითხავთ იმას, რისი დაწერაც მე მინდა. 

დავაიგნორე ფორუმში გახსნილი ყველა თემა, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის facebook სტატუსი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის ბლოგზე დაწერილი პოსტი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 

დავპოსტე მხოლოდ იმ თემებში, სადაც საუბარი არ იყო ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე მხოლოდ იმ facebook სტატუსებზე, სადაც არ იყო საუბარი ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე და წავიკითხე მხოლოდ ის ბლოგ-პოსტები, რომლებშიც არ ეწერა ამ საკითხზე. ( მაგ. კიტოს პოსტი დაქალების შესახებ
მაის პოსტი აპრილში გამოსასვლელი ფილმების შესახებ)

გამონაკლისი: პიკოლინას პოსტი 

არადა თურმე “იმედს” გადაცემის დასაწყისშივე გამოუცხადებია, რომ აღნიშნული გადაცემის შინაარსი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს დადგმული იყო. მაგრამ კარგი. ყურება შუიდან დავიწყეთ. დეიდაჩემი ურეკავს ზუგდიდიდან მიშელს და ეუბნება, ომი დაიწყო, სასწრაფოდ ჩამოდიო. ამ დროს მიშელი ცხოვრებაში პირველად მზადაა ფეხებზე დაიკიდოს თავისი ერთობ საყვარელი ლეპტოპი, რომელზეც ჰა-ჰა ჯვარი აქვს უკვე დაწერილი. მე ვხვეტავ და ვწმინდავ სამზარეულოს, ჩემთვის ვფიქრობ ათასგვარ სისულელეზე. გამორბის გიჟივით, მეპატიჟება ტელევიზორთან, ქეთუნა, ნახე ომი დაიწყო. მე ვცდილობ მოვიშორო: “მოიცა კაცო, რა ომი, სამზარეულოს ვალაგებ”, მაგრამ მისი პანიკა და ტელევიზორის პულტზე არსებული ხმის მარეგულირებელი ღილაკი აწევას რომ ექვემდებარება, მეც ძალაუნებურად გავდივარ ტელევიზორთან. იქით კი დედაჩემი წევს გრიპიანი, სიცხიანი, “სახსრების-ტკივილიანი”, “ხმა-ჩახლეჩილიანი”, “ყელ-ტკივილიანი” და კიდევ “დანარჩენიანი”. 
აქ კი ჩვენთვის ერთობ “საყვარელი” დიმიტრი მედვედევი “გვეუბნება”, რომ უკვე შემოდის საქართველოში რუსთა მუსრგამვლები, შეიარაღებული არმია, რომ მოგვაცილონ ჩვენთვის მეორე ერთობ “საყვარელი” მიხეილ სააკაშვილი. ქვევით კი წარწერა “ინტერვენცია”. 
პარალელურ რეჟიმში მიშელი ხმამაღალი ტონით ცდილობ დედამისი დაარწმუნოს, რომ “ამ შუაღამეს როგორ წამოვიდე ზუგდიდში?”. 
მე კი ვხვდები, რომ დედაჩემი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ვამბობ. მშვიდად, წყნარად, ნახევრად რომ არც ესმის აქეთ ოთახებში რა ხდება. არც გვეძახის, არც პანიკაშია, არც არაფერი.  
მე სრულიად მშვიდი. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი fail პოსტი, სადაც ისეთ პანიკაში ჩავვარდი, რომ ისტერიული ტირილი ამიტყდა. ამ სიტყვებს რომ ვწერ, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ დედაჩემი ძალიან მაგრად მიყვარს. და იგი არაჩვეულებრივად კარგი პროფესიის არის. სწორედაც რომ ის მაწყნარებდა, მეფერებოდა, დიდი რაოდენობით ხუმრობდა, როდესაც მე ასეთ დღეში ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჭორი ჭორს ზემოდან ედებოდა, რომ თითქოს აი ბომბები, ტანკები, თბილისი უნდა გადაწვან და მარაზმულ აზრთა სხვადასხვაობანი გავრცელებულნი არანაკლებ მარაზმული ადამიანების მიერ. ხოდა გუშინ ეგრევე ამომიტივტივდა ეს პოსტი და იმ დღის ჩემი სულიერი დაცემა. სულ რომ სიმართლე ყოფილიყო დემეტრიუს-საძულველის სიტყვები, ტექსტში იყო ის, რომ ჩვენ გვინდა სააკაშვილი მოვაშოროთ ქვეყანას, რათა საქართველოს მოსახლეობა განვათავისუფლოთ მისგანო. ასე რომ მიშელს, ოდეს მან თავისი გაფართოებული თვალებით შემომხედა, ვუთხარი, რომ მე საერთოდ არ მეშინოდა. უიი, ისე მეგრელი რისი მეგრელია, რამე რომ არ ეაფერისტა. მოკლედ რუსულ ტანკს გაუტანია ზუგდიდში ერთი მეგრელის ძროხა. ძროხა კი იქნებოდა არვიცი რამდენი წლის, მაგრამ მთლად “მუშა” მდგომარეობაში რომ არ იქნებოდა, ხომ ვიცით ახლა მეც და თქვენც. მაგრამ ნუ კარგი, დავუშვათ იყო კიდევაც. კარგი ძროხის ფასი არის სადღაც 200 დოლარამდე. ხოდა მეგრელის ძროხას რომ შეუჩერა ტანკმა სუნთქვის გაგრძელების პერსპექტივა, რუსი ჯარისკაცი ტანკიდან გადმოვიდა და რამდენი მოგცე ფული ამ ფაქტის გამოო. ხოდა მეგრელმა 1000 მწვანე შეფერილობის კუპიურა მოთხოვა. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ახლო ნათესავმა გვიამბო. 200დოლარიანიც რომ არ იყო ისეთში 1000 დოლარი აიღო         ხოდა ნუ ბევრი რაღა გავაგრძელო და ვნახეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი არის აბსურდული ინფორმაცია. შევედით დედაჩემთან და ეგრევე ვამცნე, არაფერი არ ხდება, დამშვიდდიო მიშელმა. დედაჩემი კი პასუხობს, მე ერთი წამით არ მინერვიულია. ვინც ნერვიულობს, მიდი ეგერ და დაურეკეო. I just adore my mom!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თუ ეს უკვე ვთქვი ხო??? “ბოდიში, მაპატიეთ, შეგაწუხეთ” (c)მარკ შრეიდერი “ცისფერი მთები ანუ ტიანშანი ანუ დაუჯერებელი ამბავი” ანუ უბრალოდ ბატონი ელდარის გენიალური კომედია. კარგი. ვთქვათ დაიწყო ომი. მართლა არის ერთი ამბავი.

სად ეპატიჟები შვილს???

ზუგდიდი უფრო ახლოს არ არის რუსეთისთვის (ჩერეზ აფხაზეთი), ვიდრე თბილისი???

და თბილისში თუ შემოვა ჯარი, ზუგდიდში არ შევა???

ან რომ ეუბნები ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი (აქ მინდოდა სიტყვა “ჩამოდი”-ზე თავზე ხარისხად მიმეწერა რამე ათეული რაოდენის ციფრი, მაგრამ ტექნიკურად არვიცი როგორ ვქნა), იმაზე არ ფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში ძალიან საშიშია სახლიდან გასვლა და მატარებლამდე მისვლა???

ნუ მერე “პერევალზე” და მგზავრობაზე აღარ მაქვს უკვე საუბარი. 
ან რომ ეუბნები ჩამოდიო, არ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ აქ გრიპიან დას და დისშვილს ტოვებს???

ნუ კარგი, შევეშვათ ამ გრიპს და კითხვა გავიმეოროთ სიტყვა “გრიპიან”-ის გარეშე…

ისე გავცოფდით მე და დედაჩემი, აი ისე, ისე, ისე, ისე, რომ არვიცი როგორ გადმოვცე. რაც შეეხება ზოგადად ხალხს…

ოდესმე დაწყნარდება ნეტავ???  

მესმის და 100%-ით ვიზიარებ იმას, რომ “იმედი” საშინლად მოიქცა. (ნუ, აქ კიდევ ერთხელ უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ თავიდან გამოუცხადებია არ არის სიმართლეო). 

მესმის, რომ ძალიან ბევრი ძალიან ანერვიულდა.მაგრამ რატომ უყვარს ამ ხალხს ნერვიულობა???

რატომ არ უყვარს ხოლმე ამ ხალხს დაფიქრება, გაანალიზება, ინფორმაციის გადამოწმება, ცივი გონებით მსჯელობა???ნუთუ მოსწონთ სტატუსი “ბრბო”???

კარგი ხო, გააკეთეს ძალიან ცუდი რამ. რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკის ნორმას,

მაგრამ ხო მორჩა არა???

ხომ დამთავრდა???

და ნუ რ2-ზე სიუჟეტები ქვეტექსტით “ძირს “იმედი”, გაუმარჯოს “რუსთავი 2″-ს”. არადა რუსთავს არასოდეს გაუშუქებია არასწორი ინფორმაცია, თქვენმა მზემ.

დღეს ვუყურებ ხალხს და მეუფლება აზრი, რომ “I love to panic, I love trouble, I love being nervous” აწერია ყველას.

კარგით რა. ნუ ქმნით ბუზისგან სპილოს მაშინ, როდესაც ბუზი არ არსებობს.

დამშვიდდით და იაზროვნეთ საღად.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”…საღოლ!!!

ის მაინც მიეწერათ ქვევით ან ზევით ან მარცხნივ ან მარჯვნივ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია.. რაღა “LIVE” ააკრეს დემეტრიუს-საძულველს???
ძალიან დიდი ანტირეკლამა გაუკეთა საკუთარ თავს თვითეულმა ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა. ძალიან დიდი. არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთლიანად არხმა.  

ყველგან ერთი და იგივე კითხვები…
“როგორ ხარ???”
“ხომ არ გეშინია???”
“ხომ არ ნერვიულობ???”

ისადა…
უკაცრავად და რაზე??? იმაზე რომ ტელეკომპანია ხუმრობს უკბილოდ???
არა, ნამდვილად არ ვნერვიულობ…
ააა ომის გამო???
რავიცი, გუშინ 30 საათზე მეტი ხანი მშიერი ვიჯექი და რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი მომკლავს თუ შიმშილი???   
ჩვენ მაინც მოვკვდებით   (c) ნატოშა

ნუ, ეს რათქმაუნდა ვეცადე იუმორის ელემენტები შემეტანა, მაგრამ ისე კი…

ააა, ხო… რატომ პიკოს პოსტი??? იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად მიუდგა ამ ყველაფერს. ყოჩაღ ნინ. :**

one of thoze "just"-s

ყოველთვის, როდესაც პოსტის წერას ვიწყებ, ვფიქრობ – როგორ დავიწყო. ეს არის ის მომენტი, რომელიც პანიკას იწვევს ჩემში. შინაარსი უკვე მეორე საქმეა და მასზე არ მაქვს ახლა საუბარი. მაგრამ დაწყებაა ის, რაც მაჩერებს ხოლმე. ყოველ იმ ჯერზე, როდესაც რაიმე უნდა დავწერო აქ. და მე – ადამიანი, რომელსაც პანიკური და კატასტროფული შიში აქვს სიახლის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერ შეუყვარდეს ეს სიახლე, ვცერდები ხოლმე და რაღაც შინაგან წინააღმდეგობას ვლახავ ხოლმე.

რა შუაში იყო ახლა იმ პოსტთან, რომელიც აწი უნდა დავწერო…
არც არაფერში.
უბრალოდ ახლაც იგივე ვიგრძენი და დაახლოებით 15-20 წუთია ვუყურებ ამ გვერდს, ჯერ კიდევ ცარიელს. მაგრამ დავარღვიე სიჩუმე
კიარადა…
სიცარიელე.
გუშინ ვიყავით ბასა ჯანიკაშვილის წიგნის – “აბსურდისტანი”–ს პრეზენტაციაზე. მე, ნუცა, ნასტასია და მისი მეგობარი, რომელსაც თურმე ეკა ჰქვია. (სიტყვა “თურმე” რატომ, მერე ნახავთ)
წიგნზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, რადგან არის ისტორიული. და მე – როგორც ადამიანი, რომელსაც სკოლის დროიდან ეზიზღება ყველაფერი, რასაც “ისტორია” ჰქვია, არც ვიყიდი და რომ მომცეს ვინმემ, არ წავიკითხავ. ეს ისეთია, ჩართო რომელიმე პოლიტიკური გადაცემა და დასაწყისიდან დასრულებამდე უყურო. არ მიყვარს საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გახსენება. ისევე, როგორც საქართველოს ისტორიის. თან არც თუ ისე ლამაზი ფინალებით.
მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი და მერე ნასწისაც.
“რაც არ უნდა ბანძობა იყოს, მაინც არ იქნება ბანძობა, რადგან ჩვენ მივდივართ”. მიყვარს აქა თუ იქ ვინმესთან ერთად სიარული. თეატრი, გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია, კინო, მუზეუმი, კაფე ან თუნდაც უბრალოდ ქუჩაში ბოდიალი.. იმდენი რაღაც მემატება ხოლმე.
ბანძობა არ ყოფილა. მე რომ მიყვარს ისეთი ადამიანები იყვნენ.
დათო ტურაშვილი
რატი ამაღლობელი
ლაშა ბუღაძე
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფი “ვაკის პარკი” წარსდგა ჩვენს წინაშე.
შემდეგ კიდევ ვიღაცეები, რომელთა სახელები და გვარები ვერ დავიმახსოვრე.
საბოლოო ჯამში ფრიად კარგი იყო.
ყველა ის ახლობელი სიმღერა. მესიამოვნა.
ჩემი მზერა სულ ერთი მაღალი და ქერა მამაკაცისკენ იყო მიმართული, რომელიც უბრალოდ სურათებს იღებდა. ნუ ჩაცმულობა ხო ზუსტად ის, რაც ასე ძალიან მომწონს მამაკაცზე და ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დიახთ, რათქმაუნდა უცხოელი იყო, გასვლისას რომ დამეჯახა და “sorry”–ო რომ მითხრა. ნასტასია ჩაბჟირდა: რა გინდა, ხო დაგეჯახაო.
წამოვედით, კაფე “რუსთაველი”, რომელშიც ისეთი დამშეულები შევედით, რომ მომსახურე პერსონალი რატომღაც ერთს ოცნებობდა – მალე წავსულიყავით. wtf??? ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ იქ ვეღარ გავაგრძელე სადილობის გამო. (რაღა სადილობა ღამის 10სთ–ზე, მაგრამ მაინც).
პრეზენტაციამდე კაფე “acts”. ზუსტად ისეთი სიტუაცია, როგორიც მე მიყვარს. მე და ნა. ლუდი – იმის სისხლში, ბეილისი – ჩემსაში. დავაფიქსირე, რომ ზუსტად ჩემნაირია. არანორმალური და free-minded. აი ისეთი, ფანტაზიას გასაქანს რომ აძლევენ. ერთნაირი ოცნებები, სურვილები.
თავისუფლება..
რაღაცეებზე ჩაბჟირებები.
წვიმის წვეთები გარეთ.
ანჯელინა და ბრედი.
ოდრი და გრეგორი.
მაიკლი და ელვისი.
სურათებით მოჭედილი კედლები.
ისევ თავისუფლება.
შინაგანი.
აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი არ მაქვს ისეთი, როგორიც მინდა, რომ მქონდეს.
მხოლოდ კორპორატიული მაქვს.
და ახლა როდესაც შევიძენ ჩემებურ რაღაცეებს, ხელფასი არ მაქვს.
როდესაც მინდა, რომ არსებობიდან ცხოვრებაზე გადავიდე, ფული აღარ მექნება.
ბლინ!
და აი ის ჩანაწერი, რომელიც დავიწყე ბლოკნოტში და ვაგრძელებ აქ.
***
ეს ის ადგილია, სადაც ახლა ვარ. ჩემი სიმღერა “what it feels like for a girl”. გასხივოსნება მემართება ხოლმე მუდამ, როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ. ამ სიმღერას აშკარად ვუყვარვარ, ზუსტად ვიცი, თვითონ მითხრა.
მე, ნასტასია და მისი მეგობარი, რომლის სახელი არც კი ვიცი.
(აქ წყდება ეს ჩანაწერი და ვაგრძელებ)
ახლა ქუჩაში ვდგავარ. მშობლიური ავტობუსის ლოდინით აღსავსე. ვდგავარ და არც ვდგავარ. ვმოძრაობ ერთ ადგილიდან მეორეში, გათბობის მიზნით. ვდგავარ ოპერასთან, 11-ის რაღაცაა უკვე და მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ჩემი ავტობუსი ჩამოივლის და სახლში ამიყვანს. სახლში, სადაც სითბოა. გაჩერებაზე ცოტა ხალხია. ზოგჯერ ოპერას ვუყურებ და ვხედავ მის ერთ–ერთ სვეტზე დიდი, მწვანე ბეჭედმირტყმულ სიტყვებს: “თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას” თუ გიორგის, აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სულ ერთია. ადამიანი, რომელიც კულტურულ დაწესებულებას რამეს მიაწერს ან რეკლამის სახით რამე ქაღალდს მიაკრავს, უკვე მერიდება ხოლმე, რომ მე და ის ადამიანი ერთი და იგივე ქვეყანაში ვართ. მერე ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც სრულებითაც არ ხდება ჩემი ჩანახატის გმირი, რადგან თავისთვის დგას და ისიც ჩემს ბედშია ჩავარდნილი ავტობუსის ლოდინის თვალსაზრისით. 4 გოგო, რომელთაგან 4–ვე ქერაა და ძალიან “ჯაან ტაკოი ვიდზე”. არ მიყვარს ზოგადად ქერა ადამიანი, არც ადრე მიყვარდა. უნდობლობას იწვევს. ბავშვობაში, მე და ჩემი და ერთმანეთს რომ ვეუბნებოდით ვინ მოგვწონდა, მე სულ შავგვრემნებს ვასახელებდი და ის თუ ვინმე ქერას იტყოდა (მაგალითად კლაუდია შიფერი), ეგ ხო ქერაა და ეგ როგორ მოგწონსმეთქი. რაღაც ცრუა, არ მიყვარს. 4 ქერა და 4 ერთმანეთზე იდიოტური საქციელი. სურათების გადაღება ოპერის სვეტთან, აუცილებლად ყურებამდე სიცილი და ტუჩების “დაპრუწვა”. ან სულაც იმ ძეგლთან, რომელიც ოპერასთან დგას (არვიცი ვისია). ნუ აი რა მარაზმია. ეს კაცი კი – რომელიც საერთოდაც არ უნდა გამხდარიყო ჩემი ჩანაწერის პერსონაჟი, მისდევს ამ “ჩიტვორკას”. თან ისინი ხან აქეთ არიან, ხან – იქით. ეს კაციც მიძუნძულებს, მიყვება. სად მიყვები??? ვინ ხარ??? რა გინდა???
რატომღაც სულ მეგონა, რომ თბილისის ანძა ძალიან შორს იყო. უფრო სწორად, ვერ გამოვთქვი. ანუ მეგონა, რომ იყო სადღაც თავისუფლების ზევით. არადა ოპერასთან დგომისას აღმოვაჩინე, რომ უნდა გაიხედო წინ და ზევით. ანუ დიაგონალზე. და ეგაა. დაინახავ ფუნიკულიორს, რომელშიც ნაპერწკალი ინთება და ქვრება ყოველ რაღაც წამში.
მეღირსა ჩემი ავტობუსი. უკან რამდენიმე მთვრალი მამაკაცი. აუ, როგორ ვერ ვიტან ამ ერთსა და იმავე ქართულ სიტუაციას. ალკოჰოლის სუნი მთელს ავტობუსში რომ ტრიალებს. 12-ის რაღაცაა უკვე და სახლამდე რამდენიმე მეტრი მაშორებს. მიყვარს დედაჩემი. არ მირეკავს და იმიტომ. იცის ჩემი ამბავი. მენდობა და არ დამირეკავს შეკითხვებით: “სად ხარ??? როდის მოხვალ???” მართლა მიყვარს, ოღონდ მართლა ძალიან. თუმცა ჩემს ტელეფონში მას მაინც “სად ხარ???” ჰქვია და არა სახელი.

გურჯისტანი ანუ აბსურდისტანი

სანამ საერთოდ გავიგებდი რა და როგორ იყო, მანამდე ვუწოდე ამ წიგნს “საქართველო” და დავწერე კიდევაც “facebook”-ის შესაბამის ადგილას. რეალურად წიგნის სახელი გახლავთ “აბსურდისტანი”. წიგნი მოგვითხრობს ჩვენს ცხოვრებაზე, როდესაც ჩვენ ჯერ არ ვიყავით. ან ვიყავით, მაგრამ ძალიან პატარები. თუმცა ამ საკითხზე დიდხანს არ გავჩერდები, რადგან წიგნში აღწერილი სიუჟეტის ცოდნა ჩვენს ასაკზე, მეხსიერებასა და გონებრივ მონაცემებზეა დამოკიდებული. “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!” – ზუსტადაც რომ ეს კითხვა დაგებადებათ ამ წიგნის წაკითხვისას. ხალხი, რომელიც სხვადასხვა მუსიკას უსმენს, თუმცა მათ აერთიანებს სურვილი იმისა, რომ კომუნისტური ეპოქა დასრულდეს. ჩაიცვამდი ბოტასებს და რეიგანის შვილს გიწოდებდა ვინმე, როგორ თუ ბოტასები გაცვიაო. ფუფუნების საგნად იყო მაშინ მიჩნეული ასეთი ნივთები. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ცრუა. სადაც არსებობს წყობილება. დესპოტური და დიქტატორული.

წიგნი “არსებობს” 70-–იანი წლებიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით. ყველა მნიშვნელოვანი დეტალით. ფულის ჩეკებზე გაცვლით თუ სამოქალაქო ომებით.

: )

ესეც ახალი წელი…

რას ველოდები მისგან…

ან ის რას ელოდება ჩემგან…

მე არ შევცვლილვარ და რას უნდა ელოდებოდეს ის ჩემგან…

და ის თუ შეიცვლება და იქნება ახალი და განსხვავებული, მე რაღაც ეჭვი მეპარება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ სამუშაო გარემოში მომისროლეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შტატში არ ჩამსვეს და ვიღაც გაშვებული დააბრუნეს და ის ჩასვეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გოგომ ახლა უნდა ისწავლოს ის, რასაც მე წელიწადნახევარი ვაკეთებ, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ადგილისთვის CV–ს გაგზავნა და გასაუბრებაზე მისვლა უაზრობა იყო, რადგან არავის შეყვარებული, ცოლი, და, შვილი არ ვარ, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 31-შივე თემოსთან ავედი კაბინეტში და ვტიროდი ამ ყველაფრის გამო, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაც ახლა გადამიყვანეს იქ მხოლოდ 2 კვირით უნდა ვიყო ვიღაცის შვებულების განმავლობაში, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 2 კვირის შემდეგ კიდევ სადღაც გადამისვრიან, საშინლად დაიწყო. იმედი მქონდა რაღაც–რაღაცეების, მაგრამ შენც ნუ მომიკვდები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეკვლე არ გვყოლია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭიქა არავისთვის მიმიჭახუნებია, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 12 საათამდე სავარძელში ვიჯექი 4 ნაწილად მოკეცილი, ვტიროდი და განვიცდიდი, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს პირველად სასწაულად მაღიზიანებდა ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების ხმა და ხილვა, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავის მოულოცია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ფეხმძიმე და სადღაც მიყრუებულ სოფელში წავიდა მეუღლესთან ერთად მეუღლის ბიძის ორმოცის და ამის პარალელურად რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალი წლის შესახვედრად იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოსულიყო, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შუადღეს დედაჩემს თავი ტკიოდა და წნევას ვუზომავდი, საშინლად დაიწყო.

ერთადერთი პოზიტივი…

ჩემი ნაჩუქარი სუნამო ძალიან მოეწონა.

და ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე???

ან უბრალოდ მაცოდინა რა არის სასიხარულო იმაში, რომ 1 წლით დავბერდებით???

ნუ მოკლედ…

რაც არ უნდა იყოს… 

გილოცავთ ყველას.  მრავალს დაესწარით. 

დაე ეს (და არა მხოლოდ ეს) წელი ყოფილიყოს თქვენი სიხარულის, ბედნიერების, წარმატების, წინსვლის, მატერიალური კეთილდღეობის, ბევრი ღიმილისა და ჯანმრთელობის წელიწადი. 


რა არის ვერ გავიგე

ე. ი. ჯერ იყო და ჩემი სპოსტსმენი ააყენეს და წაიყვანეს…

მერე ის შემოსეს…
არადა ორი ათლეტის ხილვა ყოველდღე მიწევდა იმ გზის გათვალისწინებით, რასაც გავდივარ ყოველდღე.
იდგნენ მშვენივრად.
დამიბრუნეთ ჩემი სპორტსმენი და გააშიშვლეთ ჩემი “ფოთოლა” !!!!!!!!!!!