ნერვიულობა

ყოველთვის, როდესაც ვნერვიულობ,

  1. მუცელში დრაკონები დადიან და ნაწლავებს ერთმანეთში მიხლართავენ;
  2. ბოლთას ვცემ ულიმიტოდ, დაუსრულებლად, შეუსვენებლად, უმისამართოდ – საბოლოო დანიშნულების (ანუ destination) გარეშე;
  3. მუცელში პირღია დრაკონები დადიან და ნაწლავებს მიწყვეტენ;
  4. ისტერიული სიცილი მივარდება. ტირილნარევი.
  5. მეწყება კბილების კანკალი;
  6. მიჩქარდება გული. თუ მაჯა. თუ ორივე. თუ ეს ერთი და იგივეა. ნუ მოკლედ;
  7. მინდება ტირილი.

ამ ეტაპზე ეს 7 პუნქტი გამახსენდა. და ნაცვლად იმისა, რომ მე ვიჯდე და ხვალინდელი მნიშვნელოვანი დღისთვის ვემზადებოდე (და ხვალ ნამდვილად ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში), მე ვზივარ და ბლოგზე პოსტს ვწერ და იმაზე ვფიქრობ, კიდევ რამდენი კარგი (ან ჩემთვის კარგი) პოსტის დაწერა შემიძლია.

არადა ( “არადა”-ს გარეშე რა აზრი ექნებოდა ამ ნერვიულობას), ვიცი, რომ ხვალ ჩავფლავდები. ვერაფერს მოვახერხებ და კიდევ დიდ პესიმიზმში გადავეშვები. მაგრამ, დღეს მე მაინც პანიკაში ვარ და რაციონალურად აზროვნების დონე შვებულებაშია დიდი ხნით. ან უფრო სწორად, იმ მომენტამდე, სანა ხვალინდელი დღე არ ჩაივლის. სულ ასე ვიყავი. გამოცდები რომ მქონდა სტუდენტობისას, მაინცდამაინც გამოცდის წინა დღეს ვჯდებოდი, ღამეს ვათენებდი და მერე გამოცდაზე ჯგუფელებთან ვზუზუნებდი, არაფერი მე არ ვიცი-მეთქი. თუმცა, ნიშნები – ყოველთვის საუკეთესო. პარადოქსი.

მაგრამ ხვალინდელი დღე სხვა რამეა. ხვალინდელ დღეზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მე მაინც აგერ პოსტს ვწერ.

სკოლაშიც და სტუდენტობის დროსაც, არ შემეძლო დაფასთან გამოსვლა და კლასის თუ კურსის წინაშე წარდგომა. ალბათ ამან მიმახვედრა, რომ ორატორობა და აუდიტორიები საჩემო ხილი არ იყო. ალბათ ამიტომაც შემიყვარდა მათემატიკა ყველაზე მეტად. ბოლო წინადადების დაწერისას პასკულის ეღიმება და აქვე დასძენს, რომ მათემატიკა მხოლოდ ამის გამო არ შეყვარებია. მათემატიკა გაცილებით და ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე რაღაცის ზიზღის გამო შეყვარებული საგანი, მაგრამ ამაზე მერე. ნიშნებიც შესაბამისი. მათემატიკებსა და ენებში ფრიადები, დანარჩენებში – ხან რა, ხან რა.

მაგრამ ხვალინდელი დღე სხვა რამეა. ხვალინდელ დღეზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მე მაინც აგერ პოსტს ვწერ. თუ ეს სტრიქონი უკვე დავწერე?!

გიგას პოსტი ვნახე და სურათში ამოვიკითხე შეგონება.

 

Advertisements

არდაწყებული ზაფხული

წლევანდელი წელი სხვანაირია და ზუსტადაც, რომ წლევანდელი წელია, რომელიც თითქოს ახლა მოვიდა და უკვე მიწურულშია. მიწურულია, აბა რა ჯანდაბაა, როდესაც 8 თვე უკვე წარსულშია და მხოლოდ 4 თვე-ღა გვაშორებს მომავალ წელს. არა, არა, არ იფიქროთ, რომ გემშვიდობებით და тем более არ ვაპირებ რაიმე შემაჯამებელი პოსტი შემოგთავაზოთ. უბრალოდ აგვისტო წელსაც უნიათო, უემოციო და არაფრისმთქმელი იყო, როგორც შარშან. ალბათ იმიტომ, რომ ეს ზაფხულიც ამ საშინელ ქალაქ თბილისში გავატარე. ხო, აი ამ მომენტში საკუთარ თავს ვუტყდები ხოლმე, რომ თბილისი მეზიზღება. მერე ვფიქრობ იმაზე, თუ როდის მიყვარს ან როდის მიყვარდა ბოლოს ჩემი ქალაქი. და აი ერთადერთი დღე, როდესაც საოცრად ბედნიერი ვიყავი ჩემი ქალაქით, მაშინ იყო, როდესაც აეროპორტის კონტროლიორი ჩემს პასპორტს ამოწმებდა. მაშინ მჭირდა “რა ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი” და სხვა მარაზმულ-ნაციონალური-პარანოიდულ-შიზოფრენიული ემოციების შემოტევები. ეს 2010 წლის 16 აგვისტო იყო, როდესაც იტალიიდან ჩამოვფრინდი.
წელს კი სექტემბერია ჩემი ზაფხული, რომელიც მინდა მალე დადგეს. 13 სექტემბრიდან ჩემი შვებულება ოფიციალურად იწყება. მას ოფიციალურად კი ბათუმის საავტორო კინოს მე-7 კინოფესტივალი იწყებს. (ამ ფესტივალის შესახებ ახლო მომავალში ვრცელ პოსტს დავწერ და დეტალურად გაიგებთ რა იგეგმება და როგორ.) თვითონ ეს ფაქტი ძალიან მახარებს და როგორც არ უნდა ჩაიაროს ამ საფესტივალო დღეებმა, ვიცი, რომ მომეწონება. რატომ? რადგან განსხვავებული იქნება ჩემი წინა ბათუმური ზაფხულებისგან. შესაბამისად, განწყობა უკვე ამაღლებული მაქვს და ველოდები 13 სექტემბრის დადგომას, როდესაც თბილისიდან გავალ და 1 თვე გადაკარგული ვიქნები საყვარელ ქალაქ ბათუმში. BIAFF-ისა და ფილმების გარდა რა მელოდება ბათუმში??? მზე, ზღვა, თავისუფლება, გართობა, დასვენება, ძილი, ბოდიალი ქუჩებში და იმედს ვიტოვებ წიგნებიც. ამ უკანასნელზე ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება, მაგრამ სურვილი მაქვს, რამე წავიკითხო (ან დავამთავრო lol ).
მანამდე რას ვაკეთებ – არც არაფერს. სამუშაო დღეებში 6 საათის მოსვლას ველოდები, როდესაც ყველა მიდის სახლში, რომ მე ლოგინი დავაგო და გემრიელად წამოვწვე (სამსახურში გემრიელად წამოწოლას და დასვენებას რა ვუთხარი მე, მაგრამ и на то спасибо). მეორე დილით, სამსახურიდან მოსვლისას ვიძინებ. აი როგორც გუშინ დავიძინე და საღამოს 7-ზე გავიღვიძე მხოლოდ იმიტომ, რომ სერიალისთვის მეყურებინა და მეჭამა. ღამე გვიან დავიძინე და დღეს შუადღის 5 საათზე ავდექი ძლივს. მოკლედ, ჩემი არეული ინსომნიური პრობლემები ბოლოს მიღებს და ისე ვიღლები, რომ ნერვებიც კი ვეღარ მეშლება ამ ყველაფერზე.

ისე, რაც wordpress-ზე გადმოვედი, კომენტარების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ვერ ვხვდები, რა ჯანდაბა ხდება. თუმცა ახლა უბრალოდ ამ სიმღერას მოუსმინეთ და ტკბილად დაიძინეთ.

This creature of pain has found me again

Junior Boys – This Is Goodbye  იცით ხო??? ამას წინათ დავდე აქ, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო.

მაშინ 
  1. არ ვიცოდი, რა ხდებოდა;
  2. იმედი მქონდა რაღაცეების;
  3. იმედი მქონდა, რომ ძალიან მარტივად და რათქმაუნდა უმტკივნეულოდ მოგვარდებოდა ის ურთიერთობა, რომელსაც ასე დავკანკალებდი 12 ივლისიდან დღემდე. 
არა, თქვენ არ იცით ეს სიმღერა. 
ეს დასასრულის სიმღერაა. ძალიან კარგი ურთიერთობის დასასრულის სიმღერა. და სამაგიეროდ ჭკვიანური ცხოვრების დასაწყისი. და რამდენჯერაც მე ურთიერთობებზე ცხვირი წავიტეხე, ნეტავ იმის მემილიონედი ჭკუა მესწავლა. მაგრამ რათქმაუნდა შეცდომები ყოველთვის დუბლირებული მაქვს. განმეორებადი და დეჟავუს ტიპის, შინაარსით “მე ხომ ეს უკვე დამემართა?! ნუთუ კიდევ ვერ ვისწავლე ჭკუა?!”. ვერა, მეგობრებო, ვერა. მე ჭკუას არ ვსწავლობ, რადგან რესურსი არ მაქვს. თუმცა ყველა იმ ურთიერთობებს შორის, რაც მქონია, ეს ყველაზე წრფელი, ყველაზე გულუბრყვილო, სუფთა და მნიშვნელოვანი იყო. 
პ.ს. და იმედია არცერთი ჭკუათმყოფელი არ იფიქრებს, რომ პოსტი ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. 
პ.პ.ს. წინ ცივი და უარაფრო, უგრძნობი და ზედაპირული დამოკიდებულებებისკენ!! ამბობენ, გრძნობების ფეხებზე დაკიდება ადვილიაო. ამბობენ რა, მე ვამბობ ამწამს. ხოდა წინ!!!
ესაა პასუხი გულისტკენაზე, რაც დღეს ვიწვნიე 🙂
და ახლა იცით თქვენ ეს სიმღერა???

Is this goodbye???

       Junior Boys – This is goodbye ვის აქვს მოსმენილი ჩემი და გორეცკის გარდა??? პრინციპში არც არავის რომ ჰქონდეს, არ გამიკვირდება, რადგან მე ნინასთან ფბ-ზე მოვისმინე ეს სიმღერა და ეგრევე დავამატე მოსასმენ სიმღერათა სიაში (ე.წ.playlist-ში).
       გუშინ სოფიმ მკითხა, შენ მართლა ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ხარ თუ ცხოვრებაში უფრო ცივად იქცევი ხოლმე?! დავჯდები და ვიფიქრებ ამ საკითზეო. ხოდა სანამ სოფი ფიქრობს და დასკვნებამდე ნელნელა მიდის, მე პოსტს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ ბლოგზე წერა თითქოს მიძნელდება. არადა იდეაში ისევ ისე უნდა ვიყო. რადიკალური და კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. ისევ ისეთი ვარ და ყველაფერი ძველებურადაა.

       მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა. თუ ბლოგერი მეგობრების… არ ვიცი, რომელია შინაარსობრივად სწორი. უბრალოდ ბლოგერებს შორის არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. არასოდეს მბეზრდებიან და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა/სტატუსი/პოსტი/კომენტარი/სიცილი და აზრების სმენა. გუშინწინაც ეგეთი დღე იყო. თავისი პიცით, სიცილით, აზრებით, მიამიტობით, კამათით, ბოდიალით, ჩახუტებებით, ტაქსით, დაღლით და სიამოვნებით. აი მაგალითად მია, ზურაპერწკლი და კიდევ სხვები, რომლებსაც სხვა დროს ვნახავ.
       თუ სადმე არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მას უკვე ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია და უკვე ცალი ფეხით იქითაა, ეს ადამიანი აუცილებლად მეგრელია, სუფთა მეგრული სახელითა და გვარით და აუცილებლად ბებიაჩემია. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, რომ მას რამე ემართება, მე მომენტალურად სიკვდილი მინდება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც ის არ იქნება. ვერ წარმომიდგენია ასეთი დიდი სახლი მისი დიასახლისობის გარეშე და ვერ წარმომიდგენია მისი ლოგინი მის გარეშე, რომელშიც აგერ უკვე 24 წელია მიყვარს რბილად შეგორება და დაძინება.
       შემოდგომის პირველ რიცხვებში თუთაკა ჩადის პირველად. დედაჩემი, ჩემი და. ყველა ჩემ გარდა. სამსახურიდან ორი დღე ვითხოვე – ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ–კვირას გადავაბამდი. ხელფასის დაქვითვით რათქმაუნდა. არ მიშვებენ. მთელი ეს დღეები ვარ მოშხამული.        დიდე კი იქიდან მირეკავს და მეუბნება: მომენატრეო. მე კი ერთგულად ვურახუნებ ყოველდღე 8 საათი მე რომ არ მიყვარს, ისეთ კლავიატურას და ვუყურებ სხვა მოხუცებულ ხალხს, ჩემის მაგივრად. დღეს მაგალითად, გაჩერებაზე ვიდექი და მოხუცებული ქალი შევნიშნე, რომელიც ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დიდე გამახსენდა. ნეტავ იქ როგორ არის–მეთქი. მინდა მასთან ყოფნა, მეც მისნაირი მშვიდი ვხდები და ვწყნარდები. ჩვენი ოჯახური კონფლიქტების წამალია და ჩვენც უფრო საყვარლები ვხდებით. მერე მე გული მწყდება, რომ დიდედა ( ანუ დიდი დედა, ანუ დედის დედა) ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მე ფაფას მაჭმევდა და ბევრს მეფერებოდა. (offtopic: ისე პოსტის წერისას დიდეს რომ ვახსენებ, სულ მეტირება ხოლმე და კიდევ კარგი სამსახურში ასეთ რამეებს ვერავინ მამჩნევს, თუ ვინმე არ დამიჯდა ცხვირწინ).
       დიდე ახლაც მეფერება და თუ არსებობს ვინმე, ვინც მეფერება – ეს მხოლოდ დიდედაა. მინდა, რომ გიოშაც მეფერებოდეს, მაგრამ გიოშა მხოლოდ თავის სათამაშოებს ეფერება და იხუტებს; მე მისთვის ჯერ–ჯერობით ვიღაც, ვისაც შაბათ–კვირას ხედავს. ვიღაც, ვისაც შაბათ დილით ხელებს ურტყამს სახეში, რომ გააღვიძოს და ვიღაც, ვისაც შეუძლია კომპიუტერში „ბაბაბა“–ს (ანუ „ბასტი ბუბუ“–ს + „ობობა“) ჩართვა.


      მივხვდი, რომ მეგობრებს უნდა გაეკიდო, დაეწიო, შეეცადო ყველაფერი აუხსნა. ყველაფერი იღონო მათ შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს და ამ ყველაფრისგან შენ უკვე ტირილამდე ხარ მისული, მაშინ უბრალოდ უნდა მოტრიალდე და შენი გზით წახვიდე. ხო, ამას დღეს მივხვდი, 24 აგვისტოს. მაშინ, როდესაც ძალიან ძვირფას ადამიანს გული 100 თუ არა, 95%-ით მაინც გადავუშალე. თან ცრემლნარევი თვალებისა და ნერვიულობის ფონზე. კიდევ კარგი წინ არ მეჯდა, თორემ კანკალი და ტირილი ერთად ამივარდებოდა. ხოდა ვნახოთ რა იქნება. ველოდები, will this be goodbye of our friendship or not…

დავიღალე.

დასვენება მინდა.

თუნდაც ზამთრის სახლში.

აბა ზაფხული უკვე კარს იხურავს და უჩინარდება 1 წლით.

28

რეტროსპექტიულად მახსენდება ჩემი თავი 13 წლის ასაკში, როდესაც მე სადღაც ვარ. თბილისის გარეთ, მგონი ზუგდიდში.

გარეთ 2000 წელი დგას, აგვისტო. 
მანამდე ივნისი, 11, ჩემი დის დაბადების დღე და გოგონა გაბერილი მუცლით. 
აგვისტოში კი ჩამოსვლისას კარადის კარში მხვდება სურათი, დედაჩემი და მამაჩემი რაღაცნაირი სახეებით. მე მიხარია ეს სურათი, არადა ვერ ვხვდები საიდან მოვიდა ეს სურათი. რაღაცნაირი სახეები, ანუ ლოდინით და გაკვირვებით სავსე. 
მე – ეს სურათი მე არ ვიცოდი, სად გადაიღეთ???
დედაჩემი – უი ეს სამშობიაროში ვართ. დათუნა რომ დაიბადა.
სურათიც ისეთი, ცისფერ და თეთრ ფერებში. მიხვდები, რომ სამშობიაროა. დედაჩემის თაობაში და დედაჩემის გვარში ეს პირველი შვილიშვილია, არქმევენ დავითს. ამ ოდესღაც გაბერილი გოგოს ძმის სახელს. 
ბავშვი მეც მაინტერესებს და მივდივარ ჩემს სეხნიასთან, რომელიც იგივე ოდესღაც გაბერილ-მუცლიანი გოგოა 20 წლის ასაკში. დიახ, 20 წლის იყო, როდესაც შვილი გააჩინა და დავითი დაარქვეს. მერე რამდენიმე თვეში გახდა 21-ის. 
ვერ მიპოვნია ის ერთადერთი სურათი, სადაც მე და დათუნა ვართ ერთად. მე 13 წლის, დათუნა – თვეების. 
მას მერე მისვლები, მოსვლები, საჩუქრები, თამაშები, მერე მანგლისში წასვლა და მთელი ზაფხული იქ ყოფნა, როდესაც მე 17 წლის პირველი ეროვნულ-გამოცდებ-ჩაბარებული ვარ. იქ ყველაფერი, რაც კი შეიძლება. 
თორემ აბა 3-4 წლის ნიკოლოზი ერთხელ მყავს სულ ნანახი. 
28 რიცხვი მისი, დედამისის და ბიძამისის დაბადების რიცხვია და დედამისს ეგონა, რომ ივნისის 28-ში საავადმყოფოდან სახლში წავიდოდნენ. 28 დათუნას რიცხვია და ცუდი არაფერი მოხდება. თუმცა ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 
28 ივლისს კი დათუნა 11 წლის გახდებოდა. 
რეტროსპექტიულად, კადრებში მახსენდება მისი სიცელქე, დაჭყანვები, “ქეთუნა დებილო”-ები, ღუტუნი, სირბილი, ყველაფერი, სულ სულ ყველაფერი. 

Rest In peaceful sleep

არსებობს სიკვდილი მოხუცებულის…

არსებობს სიკვდილი არც თუ ისე მოხუცებულის…
არსებობს სიკვდილი ახალგაზრდის…
და თურმე არსებობს სიკვდილი ძალიან ახალგაზრდის…
ძალიან ახალგაზრდას კი მეორენაირად ბავშვს უწოდებენ…
არც კი ვიცი რა ვთქვა…
დაცლილი ვარ ყველა ემოციისგან. 
ტირილისგან მარჯვენა თვალში ბინდი მიდგას და მიჭირს ყურება. 
თუ გუშინდელ სიუჟეტს გადააწყდით 10 წლის ბავშვის შესახებ, კომენტარში მომწერეთ. 
სურათის დადება მინდოდა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ეთიკური იქნება ჩემი მხრიდან.

მგონი დღეს და მგონი ამდროს

პიზძეცი როდის დგება???
მგონი დღეს… და მგონი ამდროს…
ბლოგის თემპლეითს დედა ეტირა. დღეს ჩორვენი ვნახე და რა ეტაკა შენს დიზაინსო.
მე კი ჩემი ბრაუზერის ან თუნდავ კომპიუტერის მორიგი ისტერიკა მეგონა.
თურმე არა.
არავინ დამეხმარება  ბლოგის მოწესრიგებაში.
100 წელი არავინ.
გამოცდილებიდანვე ვამბობ.
ხოდა blogspot design-ში შევედი და იქვე რაც იყო, ერთ-ერთი სირული დიზაინი “დავსვი”.
არადა მართლაც რა სირულია.
უსირულესი.
აი ისეთი საზიზღრული, რომ არც ვიცი რა დავწერო.

მამაკაცი ოდესმე მიხვდება, რომ “ფსევდო-კაი-ტიპობის” თამაშით არასრულფასოვნების კომპლექსს ვერ დამალავს და მართლა “კაი-ტიპი” ვერ გახდება???
“აჩირიდნოი რაზ” კინაღამ გული ამერია.

მაგარი რაღაცაა ეს ალკოჰოლი.
დღევანდელ შემთხვევაში კი – ლუდი.
ილუზიას უქმნის ადამიანს, რომ ყველაფერი კარგად არის.
ალბათ ამიტომაცაა, რომ მას არ ვაძლევ უფლებას “სივრცეში დამკარგოს”.
რეალური ადამიანი ვარ და მინდა, ყველაფერს რეალურად ვხედავდე.
ძალიან იშვიათად ვსვამ და ყოველი დალევისას მეცინება.
რა მაცინებს, ერთი ვიცოდე…

ნათიას ბლოგს რომ დედა უტირა ვიღაც აგრეთვე სირმა, მაგაზე უკვე თვებია მინდა დავწერო.
http://gnatia.blogspot.com/ აი ამად აქცია ვიღაც დეგრადირებულმა.
დადის ახლა ნათია ბლოგის გარეშე და სულ მეწუწუნება, ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგიო.

ვსო
მოვრჩი

და ისეთი დაღლილი და გათიშული ვარ, ლოგინში შიშველი დავწვები.
პიჟამოს ჩაცვლაც კი მეზარება.
უბალიშოდ გავითიშები.
დღეს მთვრალი ვარ და
დღეს ყველა მეზიზღება მგონი, არვიცი.

I do it all again..

ჯერ ხო პოსტის დაწერა…
აი ასე ქაოტურად.
დალაგებისა და წინაწარი მოფიქრების გარეშე.
გიჟივით დაწერილი.
თითქოს მელნის ბუმბულიანი კალმით მოხატული, დაგდებულ-დაყრილი პერგამენტზე…
იმდენად დაგდებული-დაყრილი ასოები, რომ ზოგჯერ მგონია ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გამექცევიან.
ამის მეშინია ხოლმე.

 დღესაც ბოლო დღე მქონდა სამსახურში.
კიარადა ამას უკვე აღარ ვამბობ, თორემ მერე ისევ დამირეკავენ კადრებიდან და ისევ ვივლი სამსახურში. ჩემზე უკვე ლეგენდები დადის, კატას და ძაღლსაც კი იცნობსო. ააა, ხო და კიდევ ძალიან კომუნიკაბელურიაო. სასწაულად კომუნიკაბელური. და ძალიან კარგი გოგოაო.
კარგი ვარ თუ არა, ეს მე არ მეხება.
მაგრამ კომუნიკაბელურიაო, რომ ეუბნება პეტრე პავლეს, პავლე – ივანეს, ხოლო ივანე კი – მე, მეღიმება ხოლმე. აა ხო და კიდევ, ეგ დედაჩემს არ უთხრათ… თვალებს გააფართოებს და იტყვის, ვაიმე ნუთუ ეს შენზე თქვესო. ხო, სახლში სრულიად სხვა ვარ. მოწყენილი, მოწყენილი, მოწყენილი, აუტისტი, აუტისტი, აუტისტი, უკონტაქტო, უკონტაქტო, ჩუმი, ჩუმი, ჩუმი. ჩემი რეალური სახე აღარ ვიცი რომელია. ალბათ ორივე და ამავდროულად არცერთი.

მხოლოდ 3 ნაოჭს ვამჩნევ სახეზე.
პირველი წარბებს შორის არის მოთავსებული. სარივით რომ მაქვს ჩასობილი. და 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა საჩვენებელი თითი მატაკა და მითხრა, აი იმდენად სულ შეწუხებული სახე გაქვსს,იმდენად სულ ცუდად ხარ, იმდენად სულ წარბები გაქვს შეკრული, რომ ნაოჭი გაქვსო. რამდენჯერაც სარკეში ვიხედები, ეგ მომენტი მახსენდება. არდაბრუნებადი მომენტი.
მეორე ტუჩებთან მაქვს. ზედმეტი სიცილისგან. ისტერიულად ვიცინი და იმიტომ.
მესამე კი თვალების კუთხეებში. ორივე ზემოთ აღნიშნული შემთხვევისთვის – სიცილისა და ტირილისთვის.

ნეტავ შემეძლოს, რომ ყველას პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე, ბინადრობის მოწმობასა თუ პირადობის დამადასტურებელ ნებისმიერ სხვა ტიპის იურიდიული ტიპის საბუთზე დაბადების თარიღის გაქრობა. არავის გვეცოდინებოდა, ვინ რამდენი წლისები ვართ. სრულიად არავის. ოღონდ ამასთანავე საკუთარი ასაკიც რომ არ ვიცოდეთ. და კითხვაზე “რამდენი წლის ხარ?”, გვქონდეს პასუხი: “არვიცი, მართლა არვიცი.”

 კიარადა…
 
სიმღერის ვიდეო უნდა დამედო.

ადრე ეს პოსტი დავწერე. პატაპუტინამ შთამაგონა, ხოდა რომ დავფიქრდი, მეც ეგრე ვარ.

ახლა კი სიმღერა ვიპოვე…
კიარადა კლიპი, რომელშიც ზუსტად ის ხდება, რაც პატაპუტინამ თქვა.
 საოცარია, რომ სადღაც ოკეანის გადაღმა არსებობს გოგო, რომელიც კლიპს გადაიღებს იმ შინაარსის მიხედვით, რა შინაარსის აზრებიც შენ მოგდის თავში.
ხოდა  სიმღერაც ზუსტად ისეთია…
და ზუსტად იგივე სამსახური მაქვს, რაც 2008 წლის 14 სექტემბერს მქონდა.
და ზუსტად იგივე სასწავლებელში, იგივე ფაკულტეტსა და სპეციალობაზე ვსწავლობ.
და ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც 2008 წლის 14 წელს ვფიქრობდი თუ ვეთანხმებოდი. ხოდა დავწერე კიდეც…
საერთოდ ჩემი ბლოგის ძველ პოსტებს არ ვკითხულობ.
მეშინია.
რომ ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გაქცეულები დამხვდებიან.
ამისი სულ მეშინია.
ამიტომაც არ ვკითხულობ. სხვისი ბლოგების დაარქივებული პოსტების კითხვა კი ძალიან მიყვარს. აი განსაკუთრებით ასეთი შინაარსის პოსტებს თუ გადავაწყდი: “გამარჯობა, მე ახალი ვარ ბლოგ-სამყაროში. ხოდა ჯერ არვიცი რა და როგორ უნდა გავალამაზო, მაგრამ ნელნელა გავერკვევი. იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებით ჩემს მიმართ, ჯერ პატარა ვარ ბლოგერობაში”.
ზუსტად იგივე სახლში ვცხოვრობ.
და ზუსტად იგივე ისა რა ჰქვია კაცო…
კიარადა
I do it all again…

და როდესაც Corrine Bailey Rae ხმამაღალი ტონალობით რამდენჯერმე გაიმეორებს ამ ფრაზას, მე ჯერ პირველ ნაოჭს დავისრისავ, შემდეგ – მეორეს, შემდეგ – მესამეს. ბოლოს კი მთლიან სახეს ხელებში ჩავრგავ და Corrine-ის მსგავსად გავიმეორებ რამდენიმეჯერ:

I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN!!!

my orange-head girl

ნახეთ მე ვინ მყავს…

ისე მიყვარს… ისე…
საყვარელი…
ჩემი ავატარის გოგო + ემინა კუნმულაჟი + და რათქმაუნდა მე…
სიმღერაზე ხო ვგიჯდები. 
და ამ კაცის ხმის ტემბრზე.. 
მაგრამ სტაფილოსფერთმიანი გოგო არის ჩემი…
და მხოლოდ ჩემი. 
ეს გოგო მე ვარ. 
მასსავით საყვარელი ვარ. 
ნარცისიზმი არაფერ შუაშია…
უბრალოდ იმდენად არავინ მეუბნება რაიმე კარგს და იმდენად მხოლოდ ჩემი უარყოფითი თვისებები, ქცევები თუ ხასიათის შტრიხებია სასაუბრო თემა, რომ გადავწყვიტე მე თვითონვე აღმოვაჩინო ჩემი ხასიათისა თუ თვისებების დადებითი მხარეები. 
ბოლოს მიღებს ეს დაუსრულებელი ნეგატიური ატმოსფერო. 
თითქოს ტკიპასავით მაქვს მოწებებული.
ყველა საკუთარი თავის ქება-დიდებაშია და ჩემზე არავინ არაფერს ამბობს. 
გუშინდელმა სტუმრიანობამ აშკარად დამიმტკიცა ეს. 
“უი ,როგორი ლამაზი ხარ გათხოვების შემდეგ” და “ვაიმე რა საყვარელი ფეხმძიმე ხარ” არსად დაეკარგოს არავის.
მაგიტომაც არ გავსულვარ სასტუმრო ოთახში. 
სულ არ მინდა არავის ქება-დიდება. არ მჭირდება. არ დავიკარგები ისედაც. როგორც აქამდე არ დავკარგულვარ. 
ეჭვიანობაც არაფერ შუაშია, ეგეც ძალიან მაგრად მკიდია. 
უბრალოდ უსამართლობაა და მაგაზეა რომ ვერ ვრიგდები. 
თორემ ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ისეთს გეტყვის, რომ მერე მთელი 2 დღე (ნუ ჯერ 2 გავიდა) გაღიმებული ივლი და ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდება, ვიდრე აქამდე გიყვარს.

some

ან უბრალოდ პირდაპირ მე-20 წაიკითხეთ. და ეგაა.
კიარადა…
უჰ…

  1. დილის 6-ის წუთებზე დავწექი.
  2. საშინელი ტკივილი მუცლისა და წელის არეში. 
  3. დილის 8 საათზე ადგომაზე დავაყენე ტელეფონის მაღვიძარა. 
  4. მაგ დროს არა, მაგრამ მიახლოებით მაგ დროს ვიღაც სახლში. 
  5. ბიჭი და გოგო, სახლში სიცილ-კისკისით შემოდიან და ძილს მიფრთხობენ, ჩემი საძილე ანგელოზებს “ქშა”-ს ეუბნებიან. არ მსიამოვნებს მათი სიცილი.
  6. ცოტა ვიძინებ და მერე ისევ ვიღვიძებ. თურმე უკვე 9-ს ნახევარია. არადა პპც, უნდა დაერეკა მაღვიძარას. 
  7. გიჟივით ვდგები და ოთახებში ვიწყებ სიარულს. შევდივარ ერთ-ერთში, რომ ტანსაცმელი გამოვიღო კარადიდან. ფეხაკრეფით რატომ უნდა შევდიოდე საკუთარი სახლის ერთ რიგით ოთახში. რატომ ვარ გამუდმებით შებოჭილი საკუთარ სახლში. სრულიად არასასურველი სტუმარი რატომ უნდა იყოს იწვეს ლოგინში, რომელშიც ისედაც სტუმარი წევს. ნათესავის ნათესავი. ლოგინში, სადაც მე და შენ დას გვეძინა ბავშვობაში. ლოგინში, რომელიც მამაჩემმა საიდანღაც მოიტანა კიარადა მგონი ჩამოიტანა. ფერზეც კი ეტყობა, რომ სხვა დიზაინია. არასაბჭოური. თუმცა სსრკ-ში როგორებს ამზადებდნენ, არვიცი დიდად. ისიც მახსოვს, როგორ ავაწყვეთ მთელმა ოჯახმა ეს ლოგინი. “ვინტიკები”-თა და “ბოლტიკები”-თ. აი ეს ყველაფერი არაფერს ამბობს ალბათ მისთვის ან მისთვის, ვისაც დილით ეძინა ამ ლოგინში, მაგრამ ჩემთვის ხომ ამბობს არა??? ისე იწვა, რომ სახეზე აგრესიის წყალი შემესხა, რომ შემოვედი. 
  8. სახლიდან გამოვედი, ისე რომ ლუკმა არ ჩამიდია პირში.
  9. გუშინ რომ დედაჩემის დაბადების დღე იყო და მე რომ ტანის ლოსიონი ვაჩუქე, გამყიდველს “დუშ გელი” რატომ ვუთხარი. აი რატომ, რატომ, რატომ… ნუთუ მართლა დაუფიქრებელი და დებილი ვარ, როგორც მერე მითხრეს??? ჩავიდე ჩანთაში და გავეშურე იმ იმედით, რომ გამიცვლიდნენ. 
  10. Hair Haus-ში საუცხოო სიტუაცია დამხვდა. დილით 10-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. გავიკეთე ეს, ის. ეს არ არის მე-10 ცუდი ამბავი. მე-10 ცუდი ამბავი ისაა, რომ გეპეიში გავუხვიე, სტუდ-ბილეთი ავიღე, როგორც იქნა. ალბათ იფიქრებთ, რომ ესეც არ არის მე-10 ცუდი ამბავი. მაგრამ კარგი, ქევით ჩავალ.
  11. “ვულე-ვუ”-ში მივედი შხაპ-გელის ტანის ლოსიონზე გაცვლის იმედით. ძალიან ვწუხვართო. არადა რა კარგი საჩუქარი იქნებოდა. კიარადა იდეაში იყო კიდევაც 20 აპრილისთვის დედაჩემისთვის. 19-ში მითხრა ან ტანის ლოსიონი მინდა, ან 2 სახეობის ყვავილი: კალა და გიაცინტებიო. მე კიდევ ავდექი და ყველაფერი ვიყიდე. და უცბად… :(((((პპც რა. ტანის ლოსიონი არ ჰქონდათ საერთოდ. 
  12. “ლუტეცია”-ში შევედი და მინიატურულ ტანის ლოსიონზე 30 ლარი მომიხია. არადა ბლინ ნუ.. არ მაქვს ამდენი ფული. გამოვედი გასაზიზღრებული. 
  13. არადა ხომ შეეძლო არ შეემჩნია და მერე ჩუმად ეთქვა “უი იცი შენ შემთხვევით ის კი არა, ის მიყიდე”. არა ნუ… ნერვები იმისი თუ წყდება, ჩემიც უნდა მიაყოლოს. 
  14. “ისი-პარი” უკანასკნელი იმედი იყო და ძლიიიივს. “პუმა”-ს ტანის ლოსიონი ყველანაირად მომეწონა. განსაკუთრებით კი ფასით. შემიფუთეს, წამოვედი.
  15. ზარს ვრეკავ, არავინ მიღებს. კარგი. გასაღები შევარჭვე, აშკარად არ ტრიალებს არცერთი. გავრეკე, ავტეხე ისტერიული რეკვა. და ამ დროს ფიქრები: “იმ დებილკას ისევ ძინავს და მაგის გამო ჩემს სახლში ვერ შევდივარ. გასაოცარი პირდაპირ, საკუთარ სახლში ვიღაც უცნობი გოგო იმყოფება და კარს არ მიღებს.” იქნებ ქურდები შემოვარდნენ და რამე მოიპარეს. 
  16. რატომღაც კარის სახელური ჩამოვწიე. რატომღაც………………… კარი ღიაა და სახლში არავინ. მხოლოდ დღეს უნდა ვენახე მე ვინმეს, რომ ენახა, რას ნიშნავს სიტყვა “свирепость” (რუსული ლექსიკონი თუ ვერ მოიძიეთ, “გაცოფება”-ს, “გააფთრება”-ს ნიშნავს) წარმოიდგინეთ ვიღაც 19 წლის ლაწირაკმა გოგომ სახლის კარი ღია დამიტოვა. და სახლი ცარიელი სრულიად. თავიდან ვიფიქრე, მაღაზიაში გავიდამეთქი, მაგრამ არა. დავურეკე ღრმად პატივცემულს. მე არაფერი ვიციო.ნუ დედაჩემთან რამდენიმე გადარეკვის შემდეგ კარგი, დავწყნარდი თითქოს. მოვიდა ღრმად პატივცემული და კიდევ აქეთ პრეტენზიები!!!!!!!!!!!!!!!!!! აი რომ ამომასხა, ვეღარ გავჩერდი.
  17. ჩათვლები კარგად დავწერე. მე და ნათია ტრადიციულად ერთად გამოვედით და ჩემი კონვერტი გავხსენით. აღმოჩნდა, რომ ბაკალავრის სტუდ-ბილეთი მომცეს და არა მაგისტრის :((((((((((
  18. სახლში სტუმრები იყვნენ, მათ შორის ჩემი დაც. სადარბაზოში შემოსვლამდე გოგა გამახსენდა რათქმაუნდა. საყვარელიიიიიიიიიი… ბაღში დავჯექით, ვიჭორავეთ. აქეთ, იქით. მიყვარს გოგა… ერთ-ერთი საყვარელი თანამშრომელია. აი ისე იცის ხოლმე ხუმრობა… ვერ მიხვდები თითქოს… ნებისმიერ ჩეთში ასეთია…კარგია, რომ არსებობს ვიღაც, ვისთანაც შეგიძლია წვიმაში დაჯდე ბაღში და თავიდან აიცილო სტუმრები და ზოგადად სახლში ამოსვლა… 
  19. ამოვედი მერე, სტუმრებს შორიდან ხელი დავუქნიე და მივესალმე. ასე უკეთესია, არ არის ეს ჩამოვლა და კოცნები საჭირო. შემოვედი ჩემთვის აქ და დავჯექი. კივის ტორტის უზარმაზარი ნაჭერი დავიდე და ეგაა. 
  20. თუ ეს ყველაფერი იდიოტობაა, არ წაიკითხოთ. უბრალოდ pms-ი მთენთავ და ორმაგად აგრესიულს მხდის ეს 2 დღეა. აღრენილი ვარ ყველაზე და ყველაფერზე.

    or maybe…

4-ის ნახევარია.
მზიან დილას და წარმატებულ დღეს გისურვებთ. 

აი ასე უბრალოდ

ასე უბრალოდ ხდება ხოლმე. 
ყოველგვარი დიდი მონდომების გარეშე. 

კიარადა.. აქ ლირიული გადახვევა ნამბერ უან…

მარტო მე მიმესიჯებენ ხოლმე, როდესაც ვიღაცას რაღაც სჭირდება???
ანუ აი ისე… არც მოკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელია არ გადავყრივართ ერთმანეთს არსად, არც იქნებ რამე გიჭირს, იქნებ გძინავს, იქნებ ავად ხარ…
თუ მარტო მე მაქვს ხოლმე ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია, რომ ვცოფდები და ნერვები მეგლიჯება ხოლმე. 



და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ თუ…
ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაცის გამოცხობა. არვიცი რატომ, მაგრამ მომინდა, რომ ჩაიდანის ადუღების, კვერცხის შეწვისა და ღომის მოხარშვიდან (და აქ ალბათ კიდევ რამეა, მაგრამ მე არ მახსენდება ამ მომენტში სამწუხაროდ) მეორე ეტაპზე გადავსულიყავი. იდეაში და “მამენტ” ჩემი კომენტარები რომ ენახა ვინმეს ტომუშკას ბლოგში, იფიქრებდა, რომ აჰა, ეგაა. მაგრამ გუშინ ისეთ დროს გავიძვიძე, რომ გვერდზე გადავდე ეს საქმე. და აი მოვიდა დღევანდელი დღე. ყველაფერი გავაკეთე: რეცეპტი ვორდის ფაილზე “გადმოვიტანე”, ზედა ნაწილზე სურათი დავადე იმისა, თუ რა უნდა გამოსულიყო საბოლოო ჯამში, გავვარდი კვერცხის საყიდლად, შაქარი, მარილი, სოდა, ლიმნის ცედრა და საერთოდ ყველაფერი დანარჩენი, facebook-ში დადებული სურათი, ჩემი ამ წუთსაც კი შაქრის, ლიმნის, ვანილისა და ნიგვზის სურნელიანი თითები და საკუთარი თავის გასამხნევებელი კომენტარი. მაგრამ აუცილებლად რაღაც მოხდება. თუმდაც ის,რომ ძალიან კარგი კულინარი სახლში მაინცდამაინც დღეს გვიან მოვა და მე კი ჯერ კიდევ სრულიად უნიჭოს ამ საკითხში, გამბედაობა არ მყოფნის, რომ 100%-ით დამოუკიდებლად საქმე ბოლომდე მივიყვანო, მაინც მჭირდება,რომ კეთების პროცესში მიყურებდეს ვინმე გამოცდილი.  მერე კი უიი… ჯემი არ გვაქვს, მხოლოდ მურაბები და ის უშველებელი ბლენდერი ვერ დამეხმარება, რადგანაც ხილს წყლად აქცევს და როგორ თუ მე არ დავფიქრდი მანამ, სანამ რაღაცის გაკეთება დავაპირე. დევს ახლა მადისაღმძვრელი სურნელით აღსავსე ცომი მაცივარში და რას ელოდება არვიცი. ალბათ სანაგვე ყუთში მოთავსებას. “ხვალ ვიყიდოთ ჯემი და გავაკეთოთ”. არადა დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი, ხვალ მთელი დღე სახლში არ იქნება, მერე მე საღამოს ლექცია მაქვს, მოვალ სადღაც 9-ზე. ხალისი აღარ მაქვს უკვე გაკეთების, არადა იდეაში ეს უნდა გამოსულიყო და როგორ მინდოდა.
 

და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ სრი…  
თუმდაც ის, რომ არაერთი ჯგუფელი ასჯერ დაგირეკავს კითხვებით” მაგისტრატურის ფული როდის არის შესატანი?”, “ხვალ რომელ აუდიტორიაში გვაქვს ლექცია?”, “კობას (ლექტორი) ქსეროქსები არ გაქვს, რომ მათხოვო?” და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იწყებს ხმამაღლა და გამაღიზიანებლად საუბარს მაშინ, როდესაც დილის 10 საათია და შენთვის იქით არ არსებობს არანაირი რეალური სამყარო. საღამოს კი შემოდის სკაიპში და იგივე ტექსტს აგრძელებს. ნელნელა (და რატომ ნელნელა და ამდენი ხანი სად ჯანდაბაში ვიყავი ნეტავ) ვხვდები, რომ არ შემიძლია ისტერიკიან ეგოისტებთან ურთიერთობა. აი ნუ არა და მორჩა რა. ორი მინუსი ერთმანეთს რომ ვერ ეწყობა, ეს ჯერ კიდევ როდის თქვა ხალხმა, დაამტკიცა და მერე ამ დამტკიცებებს “ფიზიკა” და “ქიმია” უწოდეს. ნუ რა ვქნა. არ შემიძლია ისეთ ადამიანებს დავუთმო და კომპრომისს მოვუხმო, როდესაც იგივეს ვერ ვხედავ მისგან.








და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ ფორ…
ჩემს ბლოგს ჰყავს 41 ოფიციალური მკითხველი (ანუ ბლოგურ და უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა “მიმდევარი” და ანუ “follower”-ი).
ბლოგი სულ 3-4 დღით დავხურე მგონი და დღეს დილით რომ შემოვედი, 41-დან 40-ზე ჩამოვიდა.
დღეს საღამოს კი ისევ 41-ზე ავიდა.
საქმე 
follower-ობაში არ არის, იყო დრო ერთიც არ მყავდა და არც შურის თვალით ვუყურებდი, სხვას რომ 20 ჰყავდა, ჩემზე მაგარი ბლოგის პატრონს. და დღემდე არცერთი ბლოგის follower-ი არ ვარ, მაგრამ არცერთი პოსტი არ მრჩება უყურადღებოდ. 
საქმე იმაშია, როგორ იკიდებს A ადამიანი B ადამიანს, როდესაც  B ადამიანი თავს რაღაც ისე კარგად არ გრძნობს, როგორც A მისგან მოელის. და კიდევ იმაში, თუ როგორ ეგრევე ახსენდება, როდესაც B ადამიანი ისევ “ცვეტში”-ა და ბლოგ- თუ ურთიერთობაგახსნილია.
ნასტასიამ დაწერა ასეთი რამ: “იდეალურია, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პერიოდულად, მაგრამ ნებისმიერი ,,შენ” უყვარხარ”. და ნეტავ ასეთი “იდეალური” ოდესმე თუ არსებობს??? არვიცი.
სხვა დრო რომ ყოფილიყო, ყველაფერს ვიღონებდი იმ ადამიანის დასაბრუნებლად, ახლა კი უკაცრავად ქუჩური და უტაქტო სიტყვისთვის, მაგრამ “მკიდია”. კარი ყველასთვის ღიაა. და ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც უნდა გავიდეს.

გამოვრთე სკაიპი..
გამოვედი facebook-დან. 

გამოვკეტე ოთახის კარი.
Thank’s God, he’s not in here for a couple of days.
და ვცდილობ ყველა და ყველაფრისგან იზოლირებას, რაც მაგიჟებს.
ერთი ეს სურნელი ვერ მოვიშორე თითებიდან. მინდა ხვალ მივუბრუნდე ისევ. უბრალოდ მურაბებს უფრო ხშირად ვაკეთებთ, ვიდრე თვალს ვახამხამებთ და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან, თორემ…
 
ღამის 11 საათზე დახურული “პოპული”-ს დედა ვატირე, თორემ რა უნდა ჯემის შოვნას.

მანამდე კი… ჩვევაში გადასული იდიოკრატია…
26 hours of hunger. :))))) 




აი ასე მარტივად

დიახ…ასე მარტივად და უმტკივნეულოდ ბლოგი დაიხურა. გახდა პირადი. არვიცი სხვების გუგლ-რიდერებში გამოვჩნდები თუ არა. მაგრამ იმედია არა.არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიზამდი. მაგრამ ნუ მოკლედ. 

:(

შემოვა ახლა აქ ოთო და რაღაც რეაქცია ექნება ამ პოსტის ნახვისას…

რადგან შინაარსი ზუსტად იგივეა, ოღონდ უფრო განვრცობილი…

უბრალოდ მინდა აქ დავწერო…
რატომ???
იმიტომ, რომ ასე მინდა…
და თუ ვინმეს არ მოუნდება, ნურც წაიკითხავს…
უბრალოდ მინდა ჩემს ბლოგს ვესაუბრო…
შენობით…
მეორე პირში….
*********************************
ვცდილობ აზრები ისე მოვიკრიბო, რომ ცრემლები უკუვაგდო…

ან თუ უკუგდება არ გამომივა, მაშინ უკან დავწიო…
ცოტათი მაინც…
ან არვიცი…
არც ვიზამ მაგას…
მსგავსებები???
რომელი ერთი ვთქვა…
ორივე გიჟი…
ოღონდ აი იცი როგორი გიჟები…
არაფერს რომ არ გერჩიან…
უბრალოდ ენერგიის მოზღვავება…
სისხლი რომ უჩქეფთ ყოველ სისხლძარღვში…
მსგავსებები???
ორივემ ტყუპი დედ–მამიშვილები დატოვა…
ერთმა – 2 ტყუპი და…
მეორემ – 2 ტყუპი ძმა…
პირველი – ჩემი კლასელი…
მეორესთან ერთად კი ვემზადებოდი.. უფრო კი – მის ტყუპ ძმებთან…
ანუ, საბოლოო ჯამში…
ჩაბარების შემდეგ არცერთი მინახავს….არც მეორე…
ააა უი…
ორივე ვნახე ისე…
გაკვრით…
და მეტი არაფერი…
ანუ რომ ვთქვა ყოველდღიური ურთიერთობა და სიახლოვე მქონდა რომელიმესთანმეთქი, ტყუილია…
თუმცა ამ სამყაროში რა არის ტყუილი და რა მართალი, უკვე აღარ მინდა ვიცოდე…
ან რა მნიშვნელობა აქვს, როგორი სიხშირის ურთიერთობა მქონდა?!
მსგავსება???
აა… კიდევ მსგავსება გინდა, რომ გითხრა???
ავარია…
ქეიფის შემდეგ…
სასიკვდილო ავარია…
და კიდევ სხვებიც დაშავებულები…
მსგავსება???
ორივეს პანაშვიდზე გაშეშებული ვიდექი…
ერთის – შარშან…
მეორისაზე – დღეს, გუშინ…
კიდევ მსგავსება???
ერთის სურათები მაგიდაზე მიმოფანტული…
მეორესი – კედლების ჩარჩოებში მოქცეული…
რა საჭიროა???
როცა მაინც გვემახსოვრება…
მაგრამ მაინც კარგია, რომ ვუყურებ სურათებს…
არ მინდა რომელიმეს სახე დამავიწყდეს…
კიდევ უამრავი ნაცნობი სახე…
კიდევ იცი რა???
კიდევ ტყუპი გოგოების წაშლილი სახეები…
და ტყუპი ბიჭების ძლიერი ჩახუტება…
ცხელი ტირილი…
და სისხლისფერი თვალები…
პირველს თურმე სრულიად შემთხვევით…
სრულიად უაზროდ…
ნათელმხილველი გადაყრია სადღაც…
სარკაზმით აღსავსე სამყაროში…
უთქვამს…
“შენ 23 წლამდე ვერ მიაღწევ”–ო…
ამას კი სიცილი აუტეხია….
“ვახ ვახ… აბა ვნახოთ 23 წლამდე როგორ ვერ მივაღწევ”–ო…
მსგავსება???
ორივე ზუსტად ჩემხელა…
კიდევ???
ორი გაუბედურებული დედა…
კიდევ???
ორი დიდი ტკივილი…
კიდევ???
გულის არევამდე განრისხებული მე…
რატომ???
პირველის პანაშვიდზე არმოსული საერთო კლასელი, რომელიც ძმაკაცობას ეფიცებოდა…
ვერ მოახერხა… 🙂
მეორის პანაშვიდზე არმოსული ჩემი და ტყუპების საერთო თანამშრომელი…
ბავშვი ჰყავდა ბაღიდან გამოსაყვანი…:)
ვერაფერს იტყვი… ორივე ლოგიკა რკინისაა…
თუმცა ჩვენს ქვეყანას ხომ სარკაზმეთი ჰქვია…
ჩვენს ცხოვრებას კი – ილუზია, რომ ირგვლიმყოფები კარგები არიან და არა ის რეგვენები, რომლებიც გაყინული სახეებით წრეს დაარტყამენ მიცვალებულს, გაყინულ სახეებს მიადებენ ჭირისუფლებს თანაგრძნობის საჩვენებლად და სახლებში წავლენ…
ღმერთოოოოოოოოო…
რა საშინელებაა…..
ოთოს პოსტი სახელი…
და ამ პოსტის ნახვამდე ჩემი FB–ის სტატუსი…
“ფრთხილად იარეთ რა მანქანებით :((((((( “
ვფიქრობდი რა სიმღერა დამედო…
რა კლიპი…
და ოთოსგან გადმოვიღე ესეც…
და არა იმიტომ, რომ ეს ჩემი საყვარელი ჯგუფია….
უბრალოდ ზუსტად ისაა…
such a rush to get nowhere at all…
just slow down, please….




in loving memories of
Levan Karchkhadze
nicknamed as “Fubu”
&
George Aitsuradze
nicknamed as “Kapota”

: )

ესეც ახალი წელი…

რას ველოდები მისგან…

ან ის რას ელოდება ჩემგან…

მე არ შევცვლილვარ და რას უნდა ელოდებოდეს ის ჩემგან…

და ის თუ შეიცვლება და იქნება ახალი და განსხვავებული, მე რაღაც ეჭვი მეპარება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ სამუშაო გარემოში მომისროლეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შტატში არ ჩამსვეს და ვიღაც გაშვებული დააბრუნეს და ის ჩასვეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გოგომ ახლა უნდა ისწავლოს ის, რასაც მე წელიწადნახევარი ვაკეთებ, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ადგილისთვის CV–ს გაგზავნა და გასაუბრებაზე მისვლა უაზრობა იყო, რადგან არავის შეყვარებული, ცოლი, და, შვილი არ ვარ, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 31-შივე თემოსთან ავედი კაბინეტში და ვტიროდი ამ ყველაფრის გამო, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაც ახლა გადამიყვანეს იქ მხოლოდ 2 კვირით უნდა ვიყო ვიღაცის შვებულების განმავლობაში, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 2 კვირის შემდეგ კიდევ სადღაც გადამისვრიან, საშინლად დაიწყო. იმედი მქონდა რაღაც–რაღაცეების, მაგრამ შენც ნუ მომიკვდები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეკვლე არ გვყოლია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭიქა არავისთვის მიმიჭახუნებია, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 12 საათამდე სავარძელში ვიჯექი 4 ნაწილად მოკეცილი, ვტიროდი და განვიცდიდი, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს პირველად სასწაულად მაღიზიანებდა ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების ხმა და ხილვა, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავის მოულოცია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ფეხმძიმე და სადღაც მიყრუებულ სოფელში წავიდა მეუღლესთან ერთად მეუღლის ბიძის ორმოცის და ამის პარალელურად რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალი წლის შესახვედრად იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოსულიყო, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შუადღეს დედაჩემს თავი ტკიოდა და წნევას ვუზომავდი, საშინლად დაიწყო.

ერთადერთი პოზიტივი…

ჩემი ნაჩუქარი სუნამო ძალიან მოეწონა.

და ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე???

ან უბრალოდ მაცოდინა რა არის სასიხარულო იმაში, რომ 1 წლით დავბერდებით???

ნუ მოკლედ…

რაც არ უნდა იყოს… 

გილოცავთ ყველას.  მრავალს დაესწარით. 

დაე ეს (და არა მხოლოდ ეს) წელი ყოფილიყოს თქვენი სიხარულის, ბედნიერების, წარმატების, წინსვლის, მატერიალური კეთილდღეობის, ბევრი ღიმილისა და ჯანმრთელობის წელიწადი. 


non-reachable

იმდენი რაღაც მინდა დავწერო…

იმდენი…
ძალიან ბევრი…
ყველაფერი მინდა ამოვიღო, მთლიანად…
სულ მთლიანად…
მაგრამ რაღაც სურვილი არ მაქვს…
არც აქ, არც Facebook–ზე, არც ფორუმზე…
და არათუ იმის დაწერა არ მინდა თუ რატომ, არამედ იმის დაწერაც არ მინდა თუ როგორ ვარ.
ქვევით…
ან თუარადა…
არსაითკენ…
არადა როგორ მიყვარს 26 სექტემბერი…
კარგი სიტყვაა “არადა”
და მისგან წარმოქმნილი სიტყვები…
“კიარადა”
“თუარადა”…
ხო იდეაში.
გამიწყდა.
მერე სხვაგან ვიტყვი. სხვა ხელნაწერის სახით. თუ ვინმე მიხვდება, რომ ისიც მე ვარ.

and I fall into a hole and I can take no more…

Rest In peace

14–ში, ჩვეულებრივად ვისხედით თანამშრომლები და ვმუშაობდით.
არაფერი განსაკუთრებული.
მერე, ამასობაში უფროსი მივიდა მასთან და კომპიუტერში რაღაცას ანახებდა.
ესეც არაფერი ისეთი.
უცბად ამ გოგოს მესიჯი მიუვიდა. მან “ვაიმე დედა”–ო და პირზე ხელი აიფარა.
მოულოდნელად შევხედეთ.
“მეგობარი დამეღუპა ავარიაში, თვეების შვილი დარჩა”–ო.
მთელი ის დღე ჩვენც უხასიათოდ ვიყავით.
დათრგუნულები.
დღეს დოდისთან და ნატოშასთან შევედი ბლოგებში და თურმე….
ჩვენი მეგობარი ბლოგერისა და ფორუმელის მირას მეუღლე – გიორგი გარდაცვლილა ავარიაში.
საშინელ ხასიათზე ვარ.
არადა როგორი ბედნიერები იყვნენ.
მახსოვს მირა ჯერ კიდევ წინა წლებში მიყვებოდა ბეთხოვენაზე ერთად ვართ და მალე დაქორწინებას ვაპირებთო…
მერე იქორწინეს, შვილი შეეძინათ – ნატალია…
თავ–თავიანთ ბლოგებში სულ დებდნენ ცალკე მირა და ცალკე გიო ბავშვის სურათებს და ვხედავდი, როგორ კარგად და ბედნიერად ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი…
საშინელებაა რა…
კოშმარი, რომელიც სამწუხაროდ რეალობაა…

გუშინ მირასთან ავედით მე და სვითი.
It was awful. მირამ ჩამიკრა და მეც არ მინდოდა მისი მოშორება.
მინდოდა ჩამეკრა. არვიცი რამდენი ხნით. მაგრამ 5 წამით არა. ბევრად მეტი ხნით.
ბევრად. ბევრად.
კიბეებზე ავდიოდით და მარის ვუთხარი, ხომ არ გამეცინებამეთქი.
სვითიმ გაოგნებული სახით შემომხედა, არა გოგო, რას ამბობო.
არადა თითქო უკვე გამოვედი იმ ასაკიდან,როცა ბავშვები გებულობენ რა არის პანაშვიდი და ა. შ.
არ მახსოვს პანაშვიდი, გასვენება… სადაც არ მიტირია. არ მახსოვს. არ შემიძლია ეს ოფიციალური წრის დარტყმა და “ვსიო, წავედი, კარგად იყავით” გა
კარებს როგორც კი მივუახლოვდი, თავი ვეღარ შევიკავე.
უბრალოდ ვეღარ შევიკავე.

მირა.
მირა.
მირა.
მირა.
მირა.
ნატალი.
მირა.
ნატალი.
მირა.
დავინახე და არვიცი.
მართლა არ ვიცი.
ჩამეკრო. ჩამეხუტა.
ისე ახლობლურად.
არადა ისევ მახსენდება ყველა ის msn საუბარი რამდენიმე ხნის წინ: “ქეთ, იცი შეყვარებული მყავს და ალბათ წელს გავყვები. დიდი ხანია ერთად ვართ და რავი აბა. არადა თან სახლში მინდა, ჩემებთან. ჯერ რა გვეჩქარება.”
მერე გათხოვება.
მერე მთელი 9 თვე.
მერე უცბად მირას ბლოგი გაივსო ნატალიას სურათებით.
მერე გიოს ბლოგშიც ნატალია.
ბავშვი, სახელად “დუდღნიკი”.
მერე მირას ბლოგის სახელის დარქმევა ჩემს ბლოგროლში “დუდღნიკის დედა”.
აი ასე გიყურებდით შორიდან.
და ერთი დამატებითი ღიმილის საბაბი მეძლეოდა.
რომ კარგად ხართ.
გიო საერთოდ ნანახი არ მყავდა. სურათებიდან ვერ ვახერხებდი მისი სახის დამახსოვრებას. რაღაც ვერ. ყველა სურათში სხვანაირი იყო და იმიტომ. არადა ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსენდება ტექნიკური უნივერსიტეტი. და იქ მიტივტივდება გიოს სახე. მეცნობა. მაგრამ მაინც ბუნდოვნად.
მინდოდა მირასთან ჩავცუცქულიყავი.
არ შემიძლია ასე გვერდი ავუარო ამ ამბავს.
დღეს ჩემი თანამშრომელი მარი 2 საათით გაენთავისუფლა უფროსს, რადგან დაკრძალვას დაესწრო. მეც მინდოდა. მაგრამ მერე ვინღა იმუშავებდა 2 ადამიანის ნაცვლად.
გავალ, გამოვალ, მაინც იქ ვარ.
მისი სახე მიდგას თვალწინ.
მერე ეზოში ჩამოვდივართ მე და სვითი.
და ნატალია ვიღაცის ხელში. იცინის. ვერც იაზრებს. არც ახსოვს. მხოლოდ სურათებიდან ემახსოვრება.
აუ არვიცი რა.
მართლა არვიცი.
უბრალოდ არვიცი.

Summer In TB

არანაირი არდადეგები…
კიარადა არდადეგები კი კი, მაგრამ არანაირი შვებულება…
ცხოვრებაში პირველად ვატარებ მთელ ზაფხულს თბილისში…
კიარადა…
არც კი ვიცი მთელი ზაფხული აქ რა უნდა ვაკეთო…
როგორ გავერთო…
ზაფხულში ხომ თბილისში გლობალური ბეზპონტობაა…

და ცვეტში ცარიელი თბილისი მაგრად გატეხავს ალბათ…
თან გარდა იმისა, რომ თბილისში ვარ, ნუ კარგი…
მაგრამ ყოველ დილით 8–ის 15 წუთზე რომ უნდა ავდგე ხოლმე, ისევე, როგორც ახლა ვდგები, მაგას როგორ შევეგუო???
აუ, ძალიან ტეხავს…

მეორეს მხრივ…
მალე არტ–გენი იწყება და მანდ ვივლი ხოლმე…
გოეთეშიც რაღაც საინტერესო პონტები გაეძრობა მალე…
კონცერტები და ამბები….
და გარდა მაგისა…
საღამოობით ქუჩაში ვისეირნებ ხოლმე…
მომენატრა სეირნობა…
ოღონდ აი ზუსტად ის, რასაც “სეირნობა” ეწოდება და არა გიჟივით სირბილი ამა თუ იმ საქმეზე…
კიარადა ეს იმიტომ ვახსენე, რომ ძირითადად ყველგან ჩქარა მივდივარ ხოლმე..
სულ სადღაც მეჩქარება…
თუმცა ამ ბოლო დროს, არვიცი რისი ბრალია, მგონი სიბერის :D…..
კიარადა დაღლილობის ალბათ…
ანუ ის, რომ ახლა პირიქით, სურვილი გამიჩნდა, რომ ნელა ვიარო ხოლმე…
არ მეჩქარებოდეს ხოლმე…
ამიტომაც არის, რომ დილის 9–ის ნახევარზე გაჩერებაზე ერთი ტრანსპორტით ქვევით ჩავდივარ, მერე მეორეში ვჯდები და სამსახურში მივდივარ…….
საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ 9–ს რომ 15 აკლია, უკვე ოფისის წინ ვდგავარ ხოლმე……
არც კი ვდილობ კარის შეღებას…
მაინც არ აქვს მაგ ქმედებას აზრი….
მაინც ჩაკეტილია….
ანუ მთელი 45 წუთით ადრე ვდგავარ კარებთან…
10–ის ნახევარზე ვიხსნებით…
ხოდა, მერე 9–ზე მოდის დაცვის რომელიმე ბიჭი და იწყებს შენიშვნების მოცემას………
რა არის, სახლიდან გაგდებენ ხოლმე ყოველ დილით სულ ასე ადრე რომ მოდიხარ…..
არ გეზარება მაინც ქუჩაში ყურყუტი……
ეგ კი არა და იმასაც მეკაიფებიან……
ჩვენ რომ წავალთ შვებულებაში, გასაღებს შენ დაგიტოვებთო…..
მაინც ყველაზე ადრე მოდიხარო…..
დაცვის სამსახურის საკაიფო რომ გახდები….
ხოდა ახლა უკვე მთელ staff–ში გაბაზრებულია, რომ ძალიან ადრე მოვდივარ……..
მაგრამ რა ვქნა? მეშინია, რომ არ დამაგვიანდეს და ერთგვარად თავს ვიზღვევ დაგვიანებისგან……
მერე ვიცი, რომ ძალიან მომერიდება უფროსების….
თან ამ ტრანსპორტების იმედად ხომ ვერასდროს იქნები?!
ხოდა, ამიტომაც ადრე მივდივარ ხოლმე…..
ეგ კიარადა…
გუშინ გვიან დავწექი…
3–ის ნახევარი იყო დაახლოებით…
და მაღვიძარას დაყენება დამვიწყნია…
ზუსტად ნახევარ საათში, ანუ სამზე, გამეღვიძა, არ დამიყენებია მაღვიძარამეთქი და დავაყენე…
თორემ დღეს გამიჭირდებოდა ალბათ ადგომა…
კიარადა…
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ მეთქვა ის, რომ….
არ ვჩქარობ ხოლმე რა….
ნელა, ნელა, ნელა, ნელა მივდივარ….
პოსტალიონივით მაქვს მძიმე ჩანთა გადაკიდებული და მივდივარ……
კიარადა საიდან სად გადავხტი???…..
იმას ვამბობდი, რომ მომენატრა სეირნობა….
კიარადა…
მიყვარს სეირნობა….
და თუ ვინმე ჩემნაირი volunteer ვიპოვე, ძალიან გამიხარდება…
ხოდა ვცდილობ, რომ სამსახურში მისვლის “ყოველდილური” პროცედურა სეირნობას დავამსგავსო……
ანუ ამით მაინც არ ვიფიქრო და მწყდებოდეს გული იმაზე, რომ მთელი ზაფხული აქ ვარ…

ლევან!

მე შენ ისეთი მახსოვხარ, როგორიც მაშინ იყავი…
რამდენიმე წლის წინ…
ბოლოს შარშან გნახე და ძალიან გამიხარდა შენი ხილვა…
გადაგეხვიე, გაგიღიმე, გაგიცინე, სითბო გამოვხატე….
შენც ასევე…
თბილი თვალებით შემომხედე…
ორივემ ვიგრძენით, რომ ერთმანეთი გვიყვარს…
მიუხედავად იმისა, რომ დიდად ახლოს არც ვყოფილვართ ერთმანეთთან…
თუმცა რატომაც არა???
რამდენი წელი მაკავშირებდა შენთან…
კერძოდ კი 5 თუ 6…
5 თუ 6 წელი თითქმის ყოველდღე გიყურებდი…
შემოხვიდოდი, უკან დამიჯდებოდი და გადმომძახებდი: “ვაა, ნარო…”.
სულ ყურში ჩამესმის შენი ბოხი ხმა…
თითქოს ისევ მეძახი… გინდა რაღაც უაზრო ხუმრობა მითხრა, მელაზღანდარო…
საყვარელი, სასაცილო, აუტანელი და საზიზღარი იყავი…
ბოლო წლებში ზაფხულობით გხედავდი ხოლმე ბათუმში…
თუმცა სულ ბოლოს შარშან გნახე და რაღაცნაირად გამიხარდა…
იცი როგორ???
იშვიათად შემხვედრი რომ გადაგეყრება ქუჩაში, მაგრამ რომ იცი, რომ ეს შემხვედრი შენთვის ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად შემხვედრია…
თუმცა მე მირჩევნია, კარგ და საყვარელ ადამიანებს იშვიათად ვხვდებოდე და მთელი გულითა და სულით მიხაროდეს მისი ნახვა და ვგრძნობდე, რომ მასაც უხარია ჩემი ხილვა, ვიდრე ყოველდღე ვხედავდე და ვიცოდე და ვგრძნობდე ჩემი, მისი ან თუმდაც ორივეს ხასიათის მოშხამვას…
მთელი 2 დღეა წაშლილი ვარ…
შენს გარდა არავინ მიტრიალებს თავსა და გულში…
დავდივარ ყოვლად გამოშტერებული…
ყველა ბიჭში შენს სახეს ვხედავ…
ყველა ბიჭში გეძებ…
ვფიქრობ, ნეტავ სადმე გადამეყაროსმეთქი. აი, ისევე შემთხვევით, როგორც შარშან გადამეყარე…
მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სურვილია, ფანტაზია, წარმოსახვა და მეტი არაფერი…
მინდა გავჩერდე ქუჩაში სიარულისას და ხმამაღლა ვიღრიალო, ვიტირო, ცრემლი დავღვარო შენთვის…
მინდა მთელ სამყაროს გავაგონო, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ასე…
დღესაც გეძებდი ხალხში…
მინდოდა ვინმეში დამენახე, რაღაც მომენტში დაგინახე კიდევაც, მაგრამ არა! ეს უბრალოდ სურვილია, ფანტაზია და წარმოსახვა იყო…
ხვალ უნდა მოვიდე შენთან, სახლში…
წარმოგიდგენია, პირველად მოვდივარ შენთან სახლში და ისიც ისე, რომ შენ არ შემომეგებები, არ გამიცინებ და არ მეტყვი: “ვაა, ნარო…”.
კი, მაგრამ როგორ???
ახლა ჩვენს საერთო სურათს ვუყურებ, ერთადერთ საერთო სურათს, სადაც ხელიხელ გადხვეულები ვდგავართ და კადრში ვიცინით…
და ამ სურათის მომზირალს მიჩნდება კითხვა: როგორ???
როგორ მოვიდე შენთან, როდესაც ვიცი, რომ შენი მომღიმარ სახეს არ შევხედავ.
ან რომ შემოვალ, რა უნდა ვქნა??? როგორ მოვიქცე??? წრე დაგარტყა და გავიდე??? და მორჩა??? მორჩება ამით ჩემი და შენი ურთიერთობა???
ან დედაშენს რა ვუთხრა??? მიმანიშნე მაინც, რა ვუთხრა სოფოს??? მთელი ის წლები, რაც დედაშენს ვიცნობ, ვიცნობ, როგორს სოფოს. ოფიციალურობის გარეშე.
ან შენს პატარა ტყუპ დებს რა ვუთხრა???
ან საერთოდ რა ვქნა???
ეჰ…
რის თქმასა თუ გაკეთებაზე არის საუბარი, როცა ჯერ რაც აუცილებელია, ის ვერ გამიკეთებია…
ანუ ვერ გამიცნობიერებია, რომ აღარ ხარ…
არც ვიცი რა გითხრა…
თან მე თითოეულ სიტყვას ვუკვირდები…
ნახვამდისმეთქი რომ გითხრა, სად გნახავ??? რომელ ნახვამდე???
კარგად იყავიმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო კარგად???
მშვიდობითმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო მშვიდობით???
ხოდა მაშინ ამ 2 სიტყვას გეტყვი მხოლოდ:
მუდამ მემახსოვრები!

ქალბატონო ანა!!!

ანა კალანდაძე გარდაიცვალა…
რაღაცნაირად ცრემლები მომადგა თვალთ…
არც კი ვიცი რა დავწერო…
თუ რამე სიყვარული გამაჩნია მე პოეზიის, ეს ანას გამოა…

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები…
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები… ფოთლები…
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები… ფოთლები…

განწყობა

რაღაც ბევრ რაღაცაზე მეშლება ნერვები.

თუ მე თვითონ ვიშლი.

თუ ხალხი მიშლის.

ნუ ანუ ნიტო მეშლება, ნიტო ვიშლი ან ნიტო მიშლის.

მაგრამ ფაქტია, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიღაც აშკარად მემართება.

რაღაც მომენტში ლაგდება სიტუაცია ჩემს არე-მარეში, თავის კალაპოტში ჯდება და უცებ – ტკაც!!! 

აი იცი რა პონტია???

როდესაც რამე ზე-იდიოტობა არის ხოლმე მოსახდენი, თითქოს სიტუაცია მე დამეძებს. მამენტ შეიძლება სიტუაცია კი არა ”ის” დამეძებს. 

ეს ”ის” ისეთი ვიღაცაა, რომ არვიცი, როგორ ავხსნა. გერმანულში არის ასეთი ნაცვალსახელი ”man”(მან) და ეს სიტყვა არ გამოხატავს ვინმე კონკრეტულს. მაგ: man sagt, man kauft…- ამბობენ (ხალხი ამბობს), ყიდულობენ (ხალხი ყიდულობს) და ა. შ. ანუ ზოგადად ხდება ეს ყველაფერი. ისევე როგორც ჩემი ნერვების მოშლა. მამენტ ვიცი, რომ განგებ და სპეციალურად არავის უნდა ეს ამბავი, მაგრამ მაინც ასე გამოდის. ანუ გამოდის, რომ მაინც უნდათ. :ქალურილოგიკამაინცსულსხვაარისსმაილიკი:

რა საზიზღრობაა ამდენი ”ჭკვიანი” ადამიანის აგრესიული მონოლოგის თუ დიალოგის სმენა, როდესაც არ მაინტერესებს მათთან საუბარი და მითუმეტეს არ მსურს მათთან კამათი.

არა, მაგრამ აი იცი  რა ხდება ??? კონფლიქტური მდგომარეობა ხომ უნდა გახდეს ზე-კონფლიქტური არა??? ხომ უნდა გართულდეს ყველაფერი??? ყველაფერი ხომ უნდა გახდეს საშინელი და საზიზღარი??? ხომ უნდა ვეჩხუბოთ საყვარელ ადამიანს??? ხომ უნდა ვატკინოთ გული??? ხომ უნდა დავაყენოთ ეჭვ- და კითხვის ნიშნის ქვეშ, ის სიყვარული, რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ???

და ამ დროს მე: ადამიანი, რომელიც ვერ იტანს მსგავს სიტუაციებს და ეზარება ყველანაირი კონფლიქტი. მინდა უბრალოდ სიწყნარეში და სიმშვიდეში ცხოვრება.

როგორ ვერ ვიტან, როდესაც ის ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ყურადღებას არ მაქცევს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მე ვაქცევ მას. და ამ ყველაფერთან ერთად სახის ისეთი გამომეტყველება უჭირავს, რომ თითქოს არაფერი ხდება. ვერ ხვდება, რომ მე ვიგრუზები. საერთოდ რატომ ხდება, რომ ის ვიღაც სხვა ჩნდება და მე უკვე უკანა რიგებს ვიკავებ. არადა სულ ასე არ იყო!!!

ვგრძნობ, რომ მისგან ყურადღება მაკლია!!!

მაგრამ დავიღალე ბრძოლით. დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც იქნება.

არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა გამო არ ვაპირებ ბრძოლას.

ხოდა მე არ შევეგუები იმ აზრს, რომ ვინც ჩემსთვის ძალიან ძვირფასია და ვისაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ, იმისთვის მე მეორე ხასისხოვანი ვიყო!!

რა ვქნა?! ასეთი ვარ!! მაქსიმალისტი. ყველაფერი ან არაფერი. ხოდა ჰყავდეს ის. თუ ის ჩემზე უკეთესია და თუ ის უფრო ძვირფასია. მე ზედმეტი ვარ ყველა პონტში 😐