არაფერსაც არ დავწერ

     ყველაფერი მაშინ იწყება მაშინ, როდესაც ლურჯ ფონზე ეს ორი სიტყვა წერია. ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ დავაჭირო. არადა, თითქმის არასოდეს ვიცი, რა უნდა მოხდეს დაჭერის შემდეგ. დაიჯერებს კი ვინმე, თუ ვიტყვი, რომ ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. უბრალოდ მივხვდი, რომ წერის სურვილი იმდენად დიდია, რომ who cares რას დავწერ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მაბამს ერთი ცნობილი ადამიანის ამერიკელი ქორეოგრაფი ფბ-ის ჩეთში. ნუ მართალია აქ შებმა არ არის, მაგრამ ამის შემდეგ იყო, უბრალოდ დასკრინვა დამეზარა.

   
     მერე მე მიჩნდება მის მიმართ შეკითხვა და მე თვითონვე მეღიმება დებილურად. (ჩემი დებილური ღიმილი – როდესაც მამაკაცს ვუსვამ რაიმე შეკითხვას, რომლის პასუხი 100-ით თუ არა, 80%-ით მაინც ვიცი. თუმცა-ღა მაინც ვსვამ, რადგან თანამოსაუბრის პასუხი მაინტერესებს). რაღა როგორ მიცნო, ეს არ იყო Ketevan-ის ამოკითხვას რომ ეპოტინებოდა??? Well yes, but in english I am Kate. ან ეს არ იყო, ჩემი ქართული სავიზიტო ბარათი ხელში რომ აიღო და “hmm, probably I will need to have this translated” რომ შემომძახა?! მე კი ჩემი კორპორატიული ღიმილის თანხლებით უჯრიდან ინგლისური სავიზიტო ბარათი ამოვაძვრინე და 28-32 კბილის (ჯერ არ ვიცი რამდენი კბილი მაქვს, სიბრძნის კბილები ამომდის მგონი მემილიონედ და სათვალავიც ამერია) გამოჩენით მივუგე: Oh, I can give you an English version of that. კარგია, რომ სავიზიტო ბარათზე Ketevan კი არა, Kate დავაწერინე, თორემ რა ეშველებოდა უიზის. ხოდა ახლა უიზი ბედნიერია, რადგან  არ დაიღლება ისეთი სიტყვის წარმოთქმით, რაც მისთვის რთული და უცხოა.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მწარედ მომწონს ეს ფეხსაცმელი. ოღონდ ვერ გავიგე უფრო “შუზი”-ა თუ სპორტული კეტი. რაც არ უნდა იყოს საზიზღრად მომწონს და საზიზღრად მენანება 95 დოლარი +საკომისიო+შიფინგი. თან რათქმაუნდა არაკორპორატიული ფეხსაცმელია და რაღათქმაუნდა ნერვები ამეთხრება, რადგან 24/5-ზე ვერ მივიკარებ. ხოდა სანამ ეს 95$ ჩემი დემოტივატორია, მე საყვარლად და ღიმილით აღსავსე ველოდები ფასდაკლებას. მგონი ამაოდ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მიხარია ხვალ ჩემი გოგოების ნახვა. თითოეული მათგანი რაღაცნაირად ახლობელია ჩემთვის და ვეცდები, რომ ხვალინდელი დღე სასიამოვნო იყოს მათთვის. ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ალკა ჩამოვიდა და იმედია, ისიც მოვა ხვალ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ უნამუსოდ ვკითხულობ ორჰან ფამუქს ნახევარ წელიწადზე მეტი ხანი და რა უნამუსოდ ვალოდინებ ნატალიას. არადა მიამ რომ იცოდეს, როგორ არ მიყვარს წაუკითხავი წიგნის გათხოვება, მაპატიებდა. 😀

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, რომ ისეთ ადამიანთან დავმეგობრდი, რომელთან მეგობრობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემგან სასწაულად შორსმდგომია. სასწაულად მიკვირს ეს ამბავი და ალბათ ეს გაკვირვებაც ნორმალური მომენტია. დღესაც კი ვერ ვგებულობ მეგობრები ვართ თუ არა.

    მაგრამ არაფერსაც არ დავწერ. არაა საჭირო და იმიტომ. 

Advertisements

აუგუსტ

“კრენძელ’ჩიკები” ისინია, რასაც მე და გიოშა არ ვაჩერებთ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ გიოშა ლოღნის და მე – ვშთანთქავ. 

პოსტი. პოსტი. პოსტი. 
არ ვიცი რაზე დავწერო. უფრო სწორად, თავში მხოლოდ Random აზრები მიტრიალებს და გული მიგრძნობს, ეს პოსტი შესაბამისი იქნება. 
* ოქროს საყურე დამეკარგა. ანუ 1 ცალი. მე ალბათ ძალიან ინდიფერენტული ვარ ხოლმე ასეთი მნიშვნელოვანი ამბების მოხდენის დროს. ზოგი მაგალითად ჩხუბის მე-3 კატეგორიაზე გადადის ხოლმე ამ დროს (არ დავასახელებ ნათესაურ სიტყვას, ადვილი მისახვედრია). მაგრამ მე “პოხუისტი” ვარ ისეთ ნივთებში, როგორებიცაა ოქროს საყურე, ბეჭედი, სამაჯური, კბილი, ნერვები და ა. შ. 
თუმცაღა
მთელი დღე ვატატას ვეზუზუნები ერთადერთი საყურე მაქვს და იმასაც ვერ მივხედე-მეთქი. ღამით მოვიხსენი, როდესაც ფრიად გავღიზიანდი ტკივილით, რომელიც ყურსა და ბალიშს შორის მოქცეულმა საყურემ გამოიწვია. ხოდა მოვიხსენი, იქვე შემოვდე, გაქრა. 
* ადამიანები ზედმეტ სიყვარულს არ იმსახურებენ-მეთქი, ამასწინათ “ავასტატუსე”. ხოოოდა ეგ იყო და ეგ. ჩამოვაყალიბე ყველაფერი დეტალურად. იდეაში ახალი არაფერი, ყველაფერი იმაზეა დაფუძნებული, რომ მე საოცრად მიჭირს ვიღაცის “წიკებთან” და ვიღაც “წიკიანთან” ურთიერთობა. აა დაკიდევ იმაზე, რომ ურთიერთობაში აუცილებლად მოხდება არაერთი “fail” სიტუაცია და მთელი ბლა-ბლა-ბლა. აქვე აღვნიშნე, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი და ასე შემდეგ. 
თუმცაღა
მე და ის ადამიანი, ვისაც ეხებოდა ეს სტატუსი მალევე შევრიგდით. და მივხვდით იმას, რომ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის. bullshit, მეგობრები არ ვართ, ვართ დაქალ-ძმაკაცი. ან შეიძლება არა-ბიოლოგიური და-ძმა. და ნუ დამიწყებს ახლა ვინმე ლექციის ჩატარებას იმის თაობაზე, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა და დაქალ-ძმაკაცობა არ არსებობს. ამ და სხვა დანარჩენი bullshit ამბების სმენის ეტაპი გავიარე უკვე დიდი ხანია. I’ma big girl. 
და საერთოდაც, მეგობრობაზე ნელნელა მეცვლება აზრი. ვფიქრობ, ამ საკითხს ცალკე პოსტი მივუძღვნა თუ ბარემ აქ მოვილიო. აი ასე დაჯდები ერთ დღეს და შენი ცხოვრების ყველაზე არაგასამხელ თუ არაგამხელილ დეტალებს მოუყვები ბიჭს, რომელიც ხვდები, რომ ისაა.
კი, ნამდვილად ისაა, ვინც მთელი ეს წლები გაკლდა. ურთიერთობის რომელიღაცა დღეს მითხრა: ნეტავ ადრე გამეცანი. მაშინ, როდესაც გჭირდებოდი ყველაზე მეტად. ბევრ რამეში დაგეხმარებოდი და შენ გვერდით ვიქნებოდი. ბევრ შეცდომას აგარიდებდიო. მთელი ეს დრო ვფიქრობდი ამ სიტყვებზე, მაშინ უბრალოდ ძალიან მესიამოვნა.  დღეს, სეირნობისას, სიჩუმეში მოულოდნელად წამოვიძახე: აქამდე სად იყავიმეთქი. არც ვიცი ამაზე რა დავწერო. ეს იმდენად დამაფიქრებელი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი მის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ არ იყო ჩემი მეგობარი 5 ან მეტი წლის წინ. მაშინ არც ირაკლის გავაჩენდი და არც ჩემი სურეალური სამყაროს სხვა წევრებს. ან ის როგორ იყო, დღეს რომ მომაძახა: წადი ახლა სახლში, დაისვენე, ირაკლის გაესაუბრე და მერე მომწერეო. :)))))))))
* ყველა წავშალე, ვისთანაც კი ოდესმე ფლირტის მაგვარი მაკავშირებდა. ერთი მეორეზე. ფბ მაინც დამპალია. წაშლილი ადამიანის დაბადების დღე ამომიგდო. თუმცა მე ხომ ოსტატურად შემიძლია ვიყო სალი და ციცაბო კლდე. ხოდა არც არაფერი. ვითომც მომეჩვენა. სკაიპიც გამოვცვალე. მალე იმ მეილსაც გამოვცვლი, რომელზეც ეს წაშლილი ადამიანი წელიწადში ერთხელ ანეგდოტს მიგზავნის. თან არც მოკითხვა, არც გამარჯობა, ეგრევე ანეგდოტი. ან ეს everyone-ზე კიარადა, 10 კაცთან გაგზავნილი მეილი რაღა ბედენაა?!
* გარეთ ძლივს აგრილდა. რომანტიული და მე რომ კატასავით ვკრუწუნებ, ის ამინდებია. 
თუმცაღა გუშინწინ თუ გუშინ  – არ მახსოვს სქელი “ადიალა” შემოვიხვიე შიშველ მხრებზე და სასწაულად მესიამოვნა მიუხედავად იმისა, რომ ასევე სასწაულად დამსუსხა. 
კიდევ ბევრი რამ მინდოდა დამეწერა, მაგრამ იყოს. 
არეულობა თავსა შიგან და თავსა გარეთ. 

dudeless

დიახაც რომ.

ჩემი პოსტი დაიბეჭდა გაზეთ “Weekend”-ში. ასეთი რამ პირველად მოხდა და ძალიან გამიხარდა. იმ დღეს ისეთი სახით დავდიოდი, თითქოს სამყარო გადავარჩინე ატომური ბომბისგან ან უარესისგან (ლოლ, არადა ლილუ მხოლოდ მილა იოვოვიჩია და ისიც მხოლოდ ფილმში). მე მაინც წარმოუდგენლად გამიხარდა. Freya–მაც დამისტატუსა, ნახე ჩვენი პოსტები გვერდი–გვერდ რომ დაიპოსტაო?! ამან უფრო მეტად გამახარა. ხომ ხდება ხოლმე, რომ ასეთი მერკანტილური რაღაცეები გახარებს. ხოდა მეც ასე მომივიდა.
მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. კარგი მხარე ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.
ცუდი მხარე კი ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.

***
არადა ყოველთვის ენა “მეკარგება” ხოლმე, რომ პირში რამენაირად მოვატრიალო და წარმოვთქვა ის ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია.
ფრაზები უნდა ჟღერდნენ ასე:
“ფორუმელია/ბლოგერია”
“ბლოგერები შევიკრიბეთ”
“ფორუმზე დავპოსტავ და მეტყვიან”
“facebook–დან გავიგე” – ნუ არა, ეს მაინც ასეა თუ ისე, ნაცნობი, პოპულარული და აპრობირებული ადგილმდებარეობაა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მილიონნაირ არაადეკვატურ პასუხს “ვეზიდები” ტვინიდან, რომ რამე ისეთი ვუპახუსო ხალხს, რომ მათ არც გიჟად/არაჩვეულებრივ/არასტანდარტულ/უნაურ ადამიანად ჩამთვალონ და მეც მშვიდად ვიგრძნო თავი, რომ არ ვატყუებ.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას ანუ როდესაც ერთ ადამიანს ვუხსნიდი რატომ არ უნდა შემოჯლაგუნდეს პეტრე და პავლე ჩემს ბლოგში, ის იყო, რომ ამ ადამიანმა მითხრა, მაშინ word–ში წერეო. მე ისევ გაღიმება გამოვხატე მის მიმართ და შევეშვი.
და საერთოდაც, ჩემი ბლოგი არ მიუვარდებოდა მის მონიტორს, რომ არა სხვა ადამიანი, რომელსაც მე თვითონ მივეცი სტატიად ქცეული პოსტის ლინკი. ნუ მოკლედ, გავიარეთ.

გაზეთი სახლში ამოვიტანე. ავტობუსში თამთას გადავურეკე, ჩემი სიხარული გავუზიარე. სავარაუდოდ ხმამაღლა მომივიდა მასთან საუბარი, რადგან წინ მჯდომი გოგონა მიყურებდა და მიღიმოდა.
ამოვიტანე სახლში და დედაჩემს სხვათაშორის ვამცნე ეს ამბავი. წაკითხვამდე დამისვა არაერთი შეკითხვა:
საიდან მოხვდა შენი ნაწერი მანდ?
მათთვის დაწერე?
მე ცოტათი მაინც შევეცადე, გასაგები პასუხები გამეცა.
და ბლოგი რა არის? – ო ღმერთო, რამდენჯერ უნდა ავუხსნა?! მაგრამ ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მე მუდამ გაუგებრად ვუხსნი.
და აბა ბლოგერი ვინ არის? – მორჩა, თავს ვიკლავ!!!
წაკითხვამდე გავაფრთხილე, წაიკითხე, მაგრამ კომენტარები არ გააკეთომეთქი. ეგ რაღა გამოვიდაო.წაიკითხა.მართლაც–და თხოვნა შემისრულა და არაფერი უთქვამს.
თუმცა მე თვითონ რომ ვეღარ მოვითმინე, მეორე დღეს ვკითხე, რას იტყვი–მეთქი. არადა რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა იმ მომენტებში. დაწრმუნებული ვიყავი, არ მოეწონებოდა. ერთადერთი რაც მითხრა, მომეწონაო. მე კი ათასი კუდი გამოვაბი ამ ფრაზას:

– მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: “ლესბოსელი ხარ???”

თუმცა არა. არანაირი უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფრაზას.
ვიცი, რომ მასაც მოეწონა ნაწერი. რა კარგია, რომ დაბეჭდესო და მშვიდად გავიარეთ ის დღეები.

გუშინ რეკავს ბებიაჩემი. მთელი თავისი მოკითხვებითა და ამბებით. და უცებ მეუბნება: შენ ნუ ეუბნები დედაშენს, რომ გათხოვება არ გინდაო. უცებ გავშრი. თურმე დედაჩემს უთქვამს მისთვის, რომ ამას იძახის სულო. არადა ყოველთვის მეცინებოდა მაშინ, როდესაც დედაჩემს ჩემი არ–გათხოვების საკითხი სისულელე ეგონა. ხან მპასუხობდა, ჯერ ადრეაო. ხან – ყველა გოგო ეგრე ამბობს და მერე ყველაზე ადრე ეგ გოგოები თხოვდებიან. ხან კი უბრალოდ იყრუებდა. აქედან გამომდინარე, მართლა გამიკვირდა, როდესაც გუშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ამბავი გულთან ახლოს მიუტანია.

არადა…

არადა,  მე ისევ იმ აზრზე ვარ.
არადა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ გათხოვება და ზოგადად ურთიერთობა არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სტრესის, დაძაბულობის, ნერვიულობის, გაღიზიანების, გამუდმებული დათმობების, ტირილის მომტანი.

არ მინდა.
აი საერთოდ არ მინდა.

არ შემიძლია ეს ბავშვის გაზრდები, სახლის ლაგებები, ჭურჭლის რეცხვები და ასე შემდეგები. ეს ყველაფერი მე ცუდად მხდის და იმდენად არასაჩემოა, რომ მეტი არ შეიძლება.

და ყველას ვბლოკავ. ვინც კი შეიძლება მომეწონოს და ვინც უკვე მომწონს.
ყველას ვბლოკავ გონებაში. რადგან ასე მირჩევნია.
ის ბიჭიც დავბლოკე, რომელსაც იმ დღეს თავი წავაყვანინე სადღაციდან სადღაც. და გზაში, როდესაც მან scorpions – you and I  ჩართო, მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და ტექსტს ავყევი. მანაც არ დააყოვნა და ვაფრენ ამ სიმღერაზეო. ღმერთო ჩემო!!! რატომ მოვიტყუე, მე ხომ არასოდეს ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე. კი მიყვარს, მაგრამ ვგიჟდები Beatles–ებზე,Queen–ზე.
გზაში გავერთეთ საუბრით. აქეთ–იქით. ფრიად სასიამოვნოდ.
მერე მოვედი სახლში და დავფიქრდი: gosh, what was I doing???
ნახევარსაათიანი ურთიერთობის გამო ეგრევე scorpion–ი შემიყვარდა. მერე უცებ წარმოვიდგინე მასთან თუნდაც 2 წლიანი ურთიერთობის გამო რამდენი “მისი რამე” შემიყვარდებოდა და ჩემსას ფეხებზე დავიკიდებდი.
აი ეს რომ წარმოვიდგინე, უცებ ცუდად გავხდი.
ესე იგი რამდენი უნდა დავთმო, რომ მყავდეს ის one and only ადამიანი, რომელიც მეყვარება.
მთელი ჩემი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები ქარს უნდა გავატარო და მისი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები შევისისხლხორცო.

ეგრევე ვეღარ მოვითმინე და ჩემს ერთ მეგობართან ასეთი დიალოგი გავმართე:

ხოდა უნდა დავივიწყო, ამოვიგდო თავიდან. კოლინის გმირი მიჩელი კი მხოლოდ დესკტოპზე და ამ პოსტშია. 

მე თუ ოდესმე გავთხოვდი, მართლა სასწაული მამაკაცი უნდა იყოს, ჩემო მიჩელ. სასწაული ბიჭები კი არ არსებობენ. ასე რომ…

ა ხო: გაზეთის პოსტი თუ გაინტერესებთ, აგერაა.
თუმცა თქვენ, ერთგულ მკითხველებს წაკითხული გაქვთ ეს პოსტი.

პ.ს. თავის დაბანა მინდოდა, ტვინს გამოვირეცხავ–მეთქი, მაგრამ საკმაოდ გვიანია მაგისტვის. ხოდა sweet dreams. :*

გავსაყვარელდი

ეს ის დროა, როდესაც ჩემს გასაყვარლებას აკლია დღეები. ან წუთები, ან კიდევ წლები, ან სულაც რამდენიმე წამი. არ ვიცი, ჯერ უფრო კონკრეტულად არ მიფიქრია ამ საკითხზე.
გამარჯობა, მე საყვარელი ვხდები.
ვისი??? არის ერთი ასეთი.
ის ერთი არის ასეთი, ისეთი, მერე ისევ ასეთი და ისეთი.
მე ისედაც მინდოდა ეს ყველაფერი და ისედაც არ მეზარებოდა.
რატომღაც მომინდა ეს ყველაფერი და თამაში სახელად “გავსაყვარელდი”–ც დაიწყო.
მერე რა, რომ სიტყვა “დაოჯახებული” ჩემი პრობლემა უნდა ყოფილიყო. არ იყო და…
უბრალოდ მომინდა ინსტინქტების ჭკუაზე მევლო. არ მიმექცია ყურადღება მორალისა და ზნეობისთვის.
მერე რა, თუ ორიდან ერთ–ერთი დაკავებული იყო თანაც სერიოზულად. მომინდი და მორჩა.
შენ მოგინდი, როდესაც გეგონე ასეთი.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიყავი ასეთი.

ხო, ახლაც ასეთი ვარ. თმა რამდენიმე დღის წინ შევიჭერი ბიჭურად და ხალხი უკვე აქტიურად მაიგივებს ბიჭთან.
მაგრამ მაინც შენ მე გიზიდავ!!!
გეუბნებოდი, არ ვარ ლამაზი–მეთქი.
არ ვარ განსაკუთრებული–მეთქი.
და სხვა დანარჩენი.
შენ არ დაიჯერე.

ხოდა შედეგიც ის იყო, რომ რაც უფრო ძლიერად ცდილობდი საკუთარ დამკავებელთან ყოფილიყავი, მით უფრო ძლიერად მე გინდოდი.
მეც დავიწყე თამაში.
დავივიწყე ეგ დამკავებელი, თამაში ხომ უნდა დაიწყოს?!
თუმცა ალაგ–ალაგ მშვიდობაში მე უფრო მახსენდება ეგ დამკავებელი, ვიდრე შენ.
შენ ჩემთან გინდა. და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე.
დღეს ნატალი პორტმანის მასტურბაციის დღე იყო და ქალი მომანდომა. o, gosh, რა ვნებიანად კოცნიდა მილა კუნისს?! ან თუნდაც ვენსან კასელს?!
თუმცა მე მაინც სკარლეტის ვარ, რომელიც ერთგან სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს. მეორე ფილმში სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს და მერე მის ცოლზეც არ ამბობს უარს. მესამე ფილმში კი ეტიც, საკუთარი ქმარი ჰყავს და მაინც სხვის ქმართან ერთობა.
მერე კირა ნაიტლი, რომელიც ვერ ჯერდება იმას, რომ გათხოვილია. მაინც ძველი სიყვარული ახსენდება, შანსს ხელიდან არ უშვებს და მე იცი რას ვფიქრობ?!
იმას, რომ ვნება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატუსი იმისა, ვინც შენს გვერდითადაა.

არადა მაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი არა–მიმზიდველი ტანსაცმლით ვმოძრაობ, სრულიად არა–მიმზიდველი გამომეტყველებით.

არადა ამასთანავე, როგორ ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ არაფერს აშავებ. უბრალოდ რაღაც გინდა და აკეთებ. მაგრამ მერე იწყება სინდისის ქენჯნა. გამუდმებული. საკუთარ თავს ვერ პატიობ იმას, რომ ვიღაცას ვნებ. იმის დამკავებელს თუ შენსას. მერე რა, თუ იმის თუ შენი დამკავებელი უარესად გღალატობს. და შენ მაინც ისევე გინდა ძლიერი პიროვნება იყო და პრინციპებს არ ღალატობდე. ბოლო მომენტამდე შენც და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფრის აღიარება სიმშვიდეს მოგვიტანს, მაგრამ ჩვენ არაფერსაც არ ვამბობთ, არავისაც არ ვუყვებით.
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიზიდავს.
და მე როგორ სასწაულად მეშინია, რომ ამას ვერ გადავაბიჯო.

ამ ყველაფერზე მე არ მინდა ფიქრი. უბრალოდ ახლა ასე ვარ, როგორც სურათზე. არ ვიცი რა აზრები მომდის თავში და არ ვიცი, რა აზრები მიმდის თავიდან.

კირა კი – ასე.

p.s. გადამრიეს ამ ფილმებმა. 

To me YOU are perfect

დიდი ხანია ვწერ ამ პოსტს. ხოდა დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი. მინდა იმ მამაკაცთა სურათები დავდო, რომლებიც ძალიან მესიმპატიურებიან. ზოგი – “პაპსა”-ა უკვე, ზოგი – “ფუჰ, რას ჰგავს”. მაგრამ ყველა მათგანს ერთი ნიშა აერთიანებთ. და ეს ნიშაა: “ვგიჟდები ამ კაცზე”.
თავიდან ვფიქრობდი ნუმერაციით მივყოლოდი, მაგრამ გზადაგზა გამახსენდება ვინმე, ვინც ზედა სურათზე გამოსახულ მამაკაცზე მეტად მომწონს და ამერევა ყველაფერი. ხოდა შესაბამისად, არანაირი ნუმერაცია არ იქნება. I love you all. 🙂

ნუ.. მიუხედავად “ანტი-ნუმერაციობი”-სა, არსებობს მამაკაცი ნომერი 1!!!
მახსოვს სადღაც 1995-1996 წელი იქნებოდა, როდესაც spice girls-ზე გადამკვდრები ვიყავით მე და ჩემი და. რაღაც გაზეთში წავიკითხეთ ვიქტორია “Manchester United”-ის ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ხვდებაო და არიქა. მივვარდით მამაჩემთან ფრაზით: “აუ, რომელია ბექჰემი, გვანახე რა.”  დათოს დამსახურებაა, რომ ჩვენ ფეხბურთს ვუყურებდით. არ დამავიწყდება “მანჩესტერ იუნაიტედი”-სა და “მიუნჰენის ბაიერნი”-ს შერკინება 1999 წლის ფინალში, სადაც მე-6 წუთზე მარიო ბასლერმა გაიტანა გოლი ინგლისელთა კარში. ამის მერე 89-ე წუთამდე იმედ-წართმეულს სავარძელში მეძინა. მერე კი იყო ორი გოლი თითო-თითო წუთების მიყოლებით. სახლი ზანზარებდა ჩვენი კივილისა და ხტუნაობისგან. მეორე დღეს დედაჩემმა გვითხრა, გამეღვიძა, მიწისძვრა მეგონაო.
                                                                           The David

                                                                        ბრედ პიტი

                                                               ალ პაჩინო

                                                             რობერტ დე ნირო

                                                         ლეონარდო დიკაპრიო

                                                                ჯოშ ჰარტნეტი

                                                            ჯეიკ ჯილენჰაალი

                                                            ჯერარდ ბატლერი

                                                                   ჩენინგ ტატუმი

                                                                 უილ სმიტი

                                                              პაოლო მალდინი

                                                        ალესანდრო ნესტა

                                                              მასიმო ამბროზინი

                                                               ფრანჩესკო ტოტი

                                                         რეინალდო ჯიანეკინი

                                                            როდრიგო სანტორო

                                                              ფაბიო ასუნსაო

                                                                    რიჩარდ ეშკროფტი

                                                           
                                                                 კრის  მარტინი

                   
                                                             რაიან ფილიპი

                                                     
                                                            ბრედლი კუპერი

                                                                 დეივ ნავარო

მარკ უოლბერგი

                                               

                                                                        ჰიტ ლეჯერი

                                                                       მარატ საფინი

                                                                        ჯუდ ლოუ

                                                                  ჯეიმს მერსდენი

                                                           
                                                                    ბენისიო დელ ტორო

                                                                     ჯეისონ სტეტემი

                                                                     
                                                                     ეშტონ კაჩერი

                                                                 მეთიუ მაკკონაჰი

ტილ შვაიგერი

                                                                 
                                                                   ჯემი დორნანი

                                                                   ჯონ კორტაჯარენა

                                                                 გუსტავო კუერტენი

                                                                           
                                                                   
მგონი მთელი ჰოლივუდი ჩამოვწერე 😀 😀

Here Comes The Sun

მიხარია ყოველი დღე, რომელიც იქნება 31 ცალი და რომელსაც გააერთიანებს ჯადოსნური სიტყვა “მარტი”…
არვიცი, როგოს გადმოვცე ჩემი უდიდესი გრძნობა ამ თვის მიმართ…
რაღაც ენით აღუწერელია…
ესაა…
მიყვარს არანორმალურად.
ალბათ ბედი და განგებაა ის, რომ ზუსტად მარტში დავიბადე.
და არა ისეთ არაფრისმთქმელ თვეში, როგორიცაა აპრილი, მაისი, ივლისი, აგვისტო, ოქტომბერი.
თუ უნდა დავბადებულიყავი, ან მარტში, ან ნოემბერში.

ისე, დაკვირვებული ვარ, რომ მხოლოდ მაშინ ვწერ, როდესაც ყველას სძინავს…
კიარარადა…
ანუ ყველა ნორმალურს. :))))))
არვიცი რატომ… მართლა არვიცი.

დედაჩემი რამდენიმე დღე სამეგრელოშია და ფრიად მოხარული ვარ ამ ფაქტით.
თუმცა უფრო მოხარული ვიქნებოდი, სრულიად მარტო რომ ვყოფილიყავი სახლში და იდეაში ასეც იგეგმებოდა, მაგრამ ვაჟბატონი მაინც აქაა.
ნუ ოცნება მარტო ცხოვრებაზე ისევ ისეთივე უღიმღამო ოცნებად რჩება…
როგორც ოცნება ბედნიერებაზე…

წერა დავიწყე 4:10 იყო, ახლა კი 8:07-ია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი მოჰიკანი სახლში არ იმყოფებობა, ვიცეკვე, ვიმღერე, კინოებს ვუყურე, მგონი ერთხელ საჭმელიც კი ვჭამე, არ მახსოვს… ხოდა ყირაზე გადავედი.
მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მარტი დადგა…
მიხარია.
მინდა გარეთ მთელ ჩემს ბოხ ხმაზე ვიღრიალო.
მერე რა, თუ დედაჩემი ვერ იტანს მარტს.
და მეუბნება, მარტში დაბადებული მარტივით გიჟი და არანორმალური არისო.
მერე რა, რომ ვიღაცამ თქვა – მარტის ქალო, მარტივით გიჟი ხარო.
მერე რა, რომ სულ რაღაც 5 დღეში დაბადების დღე მაქვს.
მერე რა, რომ აგრეთვე ვიღაცამ თქვა – მარტი წინ რომ იყოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
მერე რა, რომ მარტის კატებს ვერ იტანენ…
ისე რა სასაცილოა მარტის ვარ და ზოდიაქოთი კი კატა.
კიარადა…
მერე რა…
არც არაფერი.
მკიდია სრულიად ყველას დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.
მიყვარს და მკიდია ყველა და ყველაფერი.
მაგარი თვეა და მორჩა.
ვისაც ჩემი სიგიჟე და არანორმალურობა არ მოსწონს, თავის სიმშვიდეში იყოს. უკვე აღარ მაღელვებს, ვინ როგორს მხედავს.
მთელი თვე ჩემია.
და ვიცი, რომ მარტში განსაკუთრებით სენტიმენტალური, მგრძნობიარე და მტირალა ვარ.
თითქოს ამ თვეში ასმაგად მახსენდება ყველაფერი ის, რაც მაწუხებს. რაც გულზე ლოდად თუ ბუმბულად მადევს.
და ამ 31 დღის განმავლობაში იმედია ოდეს ვინმე მიხილავს ასეთს, არ გაიკვირვებს, რა სჭირს, რატომ არის ასეთი, რატომ იქცევა ასე, რა ეტაკაო.
პასუხი ამგვარია: მარტია და შემარგეთ.

My Dude….

მე არაფერი მინდა…
მე უბრალოდ მინდა ვწერო…
მე უბრალოდ მინდა მახსოვდე…
აი, ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ხარ…
ცუდი თუ კარგი, არვიცი…
კიარადა ვიცი, და ჩემის მოკლე ჭკუით კარგი ხარ…
კიარადა…
რომც არ იყო, მკიდია…
კიარადა, სხვა, ათასი და ათიათასი რომ მიმტკიცებდეს შენზე, ცუდიაო, მკიდია…
ნა ხუი ხალხი, მთავარია ჩემთვის როგორი ხარ…
ჩემთან როგორი ხარ…

შენ ალბათ კითხულობ ამ ნაწერს..
or maybe not…
ხეზ…
შენს სადღაც ყოფნას გამუდმებით ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო…
ფიქრებში…
აზრებში…
აზროვნებასა და გონივრული პასუხის ძებნაში…
ეს გამიზნულად არ ხდება…
უბრალოდ ხარ და მორჩა…
ან გამიზნულად როგორ უნდა მომხდარიყო?!
მე არვიცი.
გამიზნულად რა გამიკეთებია, რომ ეს ვაკეთო?!
მთელი ჩემი ცხოვრება სპონტანურ ყოფასა და ქმედებაზეა დაფუძნებული.
ფიქრის გარეშე ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს…
უბრალოდ არ გამომდის დაგეგმვა…
შენი გაცნობაც არ დამიგეგმავს, პირდაპირ გაგიცანი…
კიარადა შენ გამიცანი და რაღაც სისულელეს გამო ბოდიში მომიხადე.
არადა მაშინ რატომღაც მეშინოდა შენი…
კიარადა მეშინოდა და მერიდებოდა.
ვფიქრობდი, ამას საერთოდ როგორ უნდა მივესალმომეთქი.
მოსიარულე სიმკაცრე და “სწერვობა” არისმეთქი.
და მაშინ ბოდიში რომ მომიხადე, გაკვირვებისგან <<<<< ასეთი გამომეტყველება მივიღე…

ახლა რომ ვუკვირდები, არც ისეთი ძნელი ყოფილა შენთან ურთიერთობა…
ჰმმ…
ძნელი?
ძნელი კი არა, უადვილესია…
ვერც კი წარმომიდგენია ყოველდღე როგორ უნდა ვიყო შენთან საუბრის გარეშე…
ერთი ისაა, რომ მაინც ცოტა მკაცრი ხარ და ალბათ “სწერვაც”…
ან შეიძლება მე ვარ დამფრთხალი კურდღელივით…
შენთან საუბრის დაწყების წინ აზრებს ვალაგებ ხოლმე…
თუმცა ხშირად ამ სმაილის არ იყოს, მეც თავზე მემსხვრევა ნათუ…კიარადა აზრები…
კიარადა, შენ მაინც მიძლებ…
მიტან…
მიუხედავად იმისა, ვიცი ის მრავალჯერ დამტკიცებული და კანონად მიღებული დებულება, რომ მე რთული ვარ… Kate
ვიცი, რომ ვარ…
ამას ჯერ კიდევ ჩემი დედ–მამა ამბობდა ჩემს უღრმეს ბავშვობაში… Kate
ხოდა რა გასაკვირია, რომ ახლა ვიყო მარტივი და იოლი…
უბრალოდ შენ რაღაცნაირად გესმის ჩემი და მიძლებ რა…
ეს ალბათ ის მომენტია, როდესაც
კიარადა…
აზრზე არ ვარ, ეს რა მომენტია…
უბრალოდ ასე ხდება, რომ მიგებ, მიძლებ და მიტან…

უდიდესი მადლობა ამისთვის, რადგან ამ მომენტში ვერავის ვიხსენებ ისეთს, ვინც მიგებდეს და მიტანდეს ისევე საოცრად და არანორმალურად კარგად, როგორც ამას შენ აკეთებ…
თან იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ამას თუ აკეთებს 60%–ით, ძლივს ახერხებს…
შენ კი 100%–ით აკეთებ ამას, და არარეალურად ადვილად გამოგდის.

ნათ, ეს სიმღერა რატომ არ ვიცოდი???
კიარადა, რომ არ ვიცოდი, ვიცი…
მაგრამ…
რომ არ ვიცოდი, რატომ არ მომეცი?!
კიარადა, მე თვითონაც არვიცი რას გეუბნები…
უბრალოდ თურმე ეს სიმღერა მინდოდა…
True Love Waits…
Kate