ტკბილეული

იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს შემთხვევა, რომ არ ვჭამო.
აი უბრალოდ არ არსებობს.
ძალიან მიყვარს.

ტორტი
ნამცხვარი
პეროგი
“პეჩენია”
“პონჩიკი”
ქადა
ნებისმიერი სახის ფუნთუშეული.

გარდა ამისა
შოკოლადი
იოგურტი
მარწყვი
ნესვი
მარმელადი
ლიქიორი
ხაჭოს “სიროკი”
და კიდევ მილიონი რამ, რაც არის ტკბილი.

გამორჩეულად საყვარელი შოკოლადი არის რათქმაუნდა ბაუნტი. ეს არის შოკოლადი, რომელსაც პოსტიც კი მივუძღვენი თავის დროზე.აი აგერ პოსტიც. ახლა რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივეს დაწერის სურვილი გამიჩნდა. ეს არის შოკოლადი, რომელიც ყოველთვის მინდა. ერთხელ სიფოს (ერთი ფორუმელი) სკაიპის ნარდში 7:0 მოვუგე, ხოდა მეორე დღეს 7 ცალი ბაუნტი მომიტანა. თან აი ისეთი, ერთში 3 ცალი რომ დევს. ანა (ჰერმიონე) მეხვეწებოდა ერთი ცალი (1 შეკვრა) მომეციო, მე კი ერთი ცალი მივეცი, გაგიჟდა, რა ღორი ხარო. ღორი იდეაში არ ვარ, მაგრამ ბაუნტიზე მეკეტება ყველანაირი აზროვნების უნარი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ახლოს ვარ ადამიანთან თუ არა, ვთხოვ ხოლმე, რომ ბაუნტი მიყიდოს. იმიტომ კი არა, რომ ფული არ მაქვს, ზედმეტი ლარიანი ყოველთვის მოიძიება ჩემს საფულეში. უბრალოდ აი ეგეთი აკვიატება მაქვს, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა ვთხოვო ბაუნტის ყიდვა.

მაგარ, შავი შოკოლადი სასტიკად არ მიყვარს. ანუ აი რომ ამბობენ ნამდვილი შოკოლადი არისო, ვერ ვიტან, არ ვიკარებ. ძალიან მიყვარს “Alpen Gold”-ი. არა მარტო მწვანე, ყვითელიც.

კიდევ ძალიან მიყვარს ბურთულებიანი (რუსულად пористый) შოკოლადი “Millennium”, რომელსაც სულ ვყიდულობდი “პოპულში” თან თეთრი იყო, თან თხილიანი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გააქრეს და დღემდე არ არის. ყავისფერი დევს მხოლოდ. კი, ესეც კარგია, მაგრამ ამას თხილი არ აქვს.

“Nestle”-ს შოკოლადი ყოველთვის უგემრიელესია. ძალიან მიყვარს. “ბამბანერკა”-ც ძალიან კარგია.

რაფაელო. მმმმ. ვგიჯდები. ამასწინათ აღმოვაჩინე სახლში. ხოდა მთელი ყუთი ისე შევჭამე, რომ ყუთი საერთოდ არ გამიხსნია.. და თან ყველაზე ღადაობა ის იყო, რომ ის ცარიელი ყუთი უკანვე შევინახე. დედაჩემმა მითხრა, თუ გამოცალე, ყუთი რა ჯანდაბად შეინახეო. რავიცი, რომ გგონებოდა, რომ რაფაელო გვქონდა სახლშიმეთქი. ჩემი ლოგიკა rules  :))))))))))))))))

საყვარელი რამ, რაც აგრეთვე არასოდეს მბეზრდება, არის რათქმაუნდა პეპსი. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც 5-6 მაღაზიას თუ სუპერმარკეტს ჩამოვივლი, რომ ვიყიდო. ერთი პერიოდი ძალიან დეფიციტი იყო და იმ დროს საშინელი “ლომკა” მქონდა. ნერვებ-აშლილი დავიარებოდი. ამას წინათ ნათიას ვუთხარი ლექციაზე მოსვლამდე, პეპსი მიყიდემეთქი. ესეც აკვიატებული ჩვევა.

და თუ არაფერი მსგავსი არ მეგულება სახლში, მაშინ შაქარი….
შაქარი უპირველეს ყოვლისა.
დღეში 1-4 კოვზამდე.
ყოველთვის ჩუმად ვიპარები სამზარეულოში.
და ჩუმადვე ვჭამ.
ერთხელ დედაჩემი შემოვიდა და გადაირია, ისევ დაიწყეო???
“ისევ” იმიტომ, რომ ბავშვობაში სერიოზულად “შემჯდარი” ვიყავი.
წარმოიდგინეთ მამაჩემი ხშირად მთხოვდა წყლის მიტანას, როდესაც ის წამოწოლილი იყო. რამდენჯერაც სამზარეულოდან წყალი გამომქონდა, იმდენჯერ ერთ კოვზ შაქარს ვჭამდი. მაგრამ მერე გადავეჩვიე, რადგან ჭიანი კბილები ამოვიღე და აღარ ვჭამდი, რადგან ჯანმრთელი კბილების ხელახლა დაჭიანება არ მინდოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ისევ შევეჩვიე, თუმცა შემცირებული დოზებით.

რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც არ შაქარს ვეტანებოდი და ამ დროს სახლში ვერაფერ სასუსნავს ვერ ვნახულობდი, “ლომკა” მეწყებოდა. დავდიოდი სამზარეულოში უაზროდ, ვიქექებოდი უჯრებში. ტკბილის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. მაგრამ ახლა უკვე შაქრით ვახერხებ “ლომკის მოხსნას”. სამაგიეროდ საუკუნეა შაქრიანი ჩაი არ დამილევია. ნუ ანუ ჩაი არ დამილევია ძალიან დიდი ხანია.
 და ყველაზე კარგი და სასიამოვნო ისაა, რომ არ ვსუქდები ტკბილეულობაზე.
საერთოდ ისედაც ცოტას ვჭამ, მაგრამ ტკბილეულზე რეაქცია არ აქვს ორგანიზმს.

მაინც ვცდილობ, რომ შაქარი არ ვჭამო, მაგრამ “ლომკა” მაქვს, მიჭირს ტკბილი სასუსნავის გარეშე. ამ დროს ძირითადად წყლის დალევას ვცდილობ, თუმცა ეს ყოველთვის არ მეხმარება.

ხოოოოდა… ჩემმა დამ რძიანი შოკოლადი მომიტანა გუშინ და ახლა მას მივირთვამ.

BSBF (Black Sea Book Festival)

ძალიან მაგარი ფესტივალი იყო…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე…
აგრეთვე ძალიან გამიხარდა Moreira -ისა და humanoidi -ის ნახვა, აგრეთვე the_lizard_king -ის გაცნობა…

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ძალიან მომეწონა “დიოგენე” და “სიესტა”…
აღფრთოვანებული ვარ მათი წიგნებით, ფასდაკლებებით, ბუკლეტებით, მომსახურებით და მოკლედ ყველაფრით…
“პარნას”-ს ჰქონდა ძალიან კარგი რუსული წიგნები, მაგრამ სამწუხაროდ თანხა აღარ მქონდა და მათგან ვერაფერი შევიძინე.
ტვინი გამიბურღა “პროსპერო”-მ და “კოსმოპოლიტან”-მა, განსაკუთრებით პირველმა… 1 წამით მიუახლოვდებოდი თუ არა, ეგრევე ტვინს ბურღავდნენ… წიგნები კარგი ჰქონდათ, მაგრამ ფასები ძვირი…
“სანტა ესპერანსა”-ც არის რა… მე მათი მხოლოდ აკას წიგნები მინდოდა, მეტი არაფერი განსაკუთრებული…
“ცხელი შოკოლადი”-ს სტენდთან მდგომებმა 2 ცალი “ოზონი” მაჩუქეს, არადა ჯერ მათი ჟურნალი უნდა მეყიდა და ამ უკანასკნელს მაჩუქებდნენ, მაგრამ იმდენი სხვა წიგნი შევიძინე, რომ “ცხელი შოკოლადზე” აღარ მიფიქრია…

დავესწარი დაჯილდოებასაც…
ეს ზაზა ბურჭულაძე საერთოდ რა დღეშია…
ჯერ რომ გამოვიდა თავიდან, სიგარეტი ვერ გამოიღო პირიდან, მერე მეორეჯერ რომ გამოვიდა, ერთი საათი ტვინი წაიღო, რაღაცას ლუღლუღებდა, ფული ავიღო თუ არაო?! ვითომ ორიგინალურია, სინამდვილეში კი საერთოდ არ არის.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მისი “მინერალური ჯაზი” ითარგმნა რუსულ ენაზე… და ვისურვებდი ბევრი სხვა მისი და არამარტო მისი წიგნი გავიდეს მსოფლიო არენაზე…
ვიყიდე ეგ კრებული ანუ “15 მოთხრობა”, სადაც ცერემონიაზე წარდგენილი მოთხრობებია შესული და როცა ამ ერთ წიგნს მოვრჩები, მერე ჩავუჯდები…
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე და ნელნელა კითხვაც დავიწყე…
როგორც ლიზარდამ მითხრა მთელი ზამთრის მარაგი გაქვს ახლაო.
საერთო ჯამში ფესტივალის ფარგლებში და მის გარეთ ჩემს მიერ შეძენილ წიგნთა რაოდენობა შეადგენს 45-ს, რაც უზომოდ მახარებს…აქედან ჩემი საყვარელი მწერლის 10 წიგნის მფლობელი ვარ…
დანარჩენებსაც შევიძენ… I hope…
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ზაფხული აქ უნდა ვიყო…
ძალიან მახარებს ეს ამბავი…
კიარადა ჩაფლავებული ზაფხულის კი არა, ბევრი წიგნის შეძენის…
მიხარია, რომ კითხვას ვიწყებ…
დოდი, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი საყვარელი მწერლის წიგნების ჩუქებისთვის…