Paypal In Georgia (since 10/04/2013)

      დაიმახსოვრეთ ეს დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა Paypal სისტემის წევრი ქვეყანა. რა არის Paypal? ეს არის ანგარიშსწორების გამარტივებული და დაცული ფორმა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ფინანსური ტრანზაქცია იქნება უსაფრთხო და სანდო. გაადვილდება ურთიერთობა განყიდველსა და მყიდველს შორის.ყველას, ვინც ძალიან ელოდა ამ დღეს, მინდა მოგილოცოთ. ეს დღე დადგა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Online shopping-ის მოდერატორისთვის და პლუს საბანკო საქმის სპეციალისტისთვის. 10-ში დილით ჯერ სებ-ში (საქართველოს ეროვნული ბანკი) დავრეკე და არანაირი ინფო არ ჰქონდათ, იქით ვამცნე. მერე კი შევედი ფორუმზე და ფაქტიურად სულ იქ ვარ. პარალელურად ვცდილობდი ინფორმაციები მომეპოვებინა იმისათვის, რომ ეს ინსტრუქცია დამეწერა. მაშ ასე, ვიწყებ.

      უპირველეს ყოვლისა, მოიმარჯვეთ პლასტიკური ბარათი. არის საუბრები იმაზე, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბარათიც (ანუ Visa Electron (მათ შორის მეტრომანი ანუ სტუდენტური ბარათი) ებმება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ორიენტაცია აიღოთ Visa Classic-ის ან Mastercard Standart-ის ტიპის ბარათებზე, რადგან Visa Electron-ისგან განსხვავებით ეს ბარათები ყველგან გავა. ამიტომაც არის ის Visa Electron-ზე ერთი საფეხურით მაღალი რანგის ბარათი. იქვე ბანკში ოპერატორს ამ ბარათზე მიაბმევინეთ დოლარისა და ევროს ანგარიშები Paypal-ზე რეგისტრაციისას თქვენ ზუსტადაც რომ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1$ და ევროს ანგარიშიდან 1,5 ევრო. თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ დოლარი გაქვთ, არაუშავს, უბრალოდ დამატებით დაგეკარგებათ კონვერტაციის კურსის თანხა. გინდათ ეს თქვენ? მგონი არა.ამის შემდეგ ეს ორი თანხა შეიტანეთ ამ თქვენს ანგარიშებზე.ყურადღება! ბარათზე ამ თანხების ქონის გარეშე თქვენ ვერ დარეგისტრირდებით Paypal-ზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ვირტუალურ ტერმინალებზე თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0%. სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) რომ ჩართოთ სმს ბანკინგი და ინტერნეტბანკინგი. ეს ძირითადად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ. შემდეგი ეტაპი არის რომელიმე გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირება. იგი თქვენ მოგანიჭებთ თქვენს უნიკალურ ამერიკულ მისამართს. ასეთი კომპანია არაერთია და აქ თქვენი გემოვნების ამბავია, რომელს აირჩევთ.

აი ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ Paypal. Continue reading

Sleep

  1. მე მაგალითად იმ 41%-ში შევდივარ. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მცივა.
  2. სიზმრებს რაც შეეხება, ხან რა მესიზმრება, ხან რა. თუმცა სიზმრებში შეინიშნება ვარიაციები სქესის მიხედვით. და სიუჟეტები არის მუდმივად მრავალფეროვანი. ზოგჯერ ისეთი რამ მესიზმრება, გამოფხიზლებისას რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.
  3. ვთვლი, რომ ძილისთვის 8 საათი საკმარისია, თუმცა 11 საათზე რომ დავიძინო, 7-ზე ან 8-ზე მაინც ვერ გავიღვიძებ. 11-ზე ვერაფრით დავიძინებ, ბევრს ვიტრიალებ ლოგინში და ვერ მოვისვენებ. სამაგიეროდ დილით გამიჭირდება გამოფხიზლება. 
  4. მაქვს ძალიან ფხიზელი ძილი. მახსოვს, საკმარისი იყო რამე გაფაჩუნებულიყო, მე ეგრევე მეღვიძებოდა. ამის გამო დედაჩემი სულ “დაიძინე გოგო”-ს მეუბნებოდა. 
  5. მიუხედავად 1-ლი პუნქტისა, ლოგინში ბევრს ვწრიალებ. ბებიაჩემი ბავშვობაში ამაზე დამცინოდა. მალე მბეზრდებოდა ერთი და იგივე პოზები და მუდმივად ვეძებდი ლოგინში ცივ და ჯერ კიდევ არა-ათვისებულ ადგილებს. დღეს ამას ცოტა ნაკლებჯერ ვაკეთებ, რადგან ლოგინში უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე ადრე იყო და ვცდილობ ცივ ადგილებს არ ვეძიებდე.
  6. ვერ ვიტან, როდესაც ჩემს ტერიტორიაზე ვინმე იჭრება. იმას არ ვგულისხმობ, რომ სხვასთან ძილი არ მიყვარს. არამედ იმას, რომ აი მაგალითად მიძინია ისეთ ადამიანებთან, რომელსაც ძილში შემთხვევით ან იდაყვი მოუხვედრებია თვალში ან ცხვირში. 
  7. სხვასთან ძილი მიყვარს, მაგრამ ტერიტიული წრე არ უნდა დამერღვეს. არ მიყვარს, როდესაც ვინმე მავიწროებს. 
  8. ვეთანხმები იმას, რომ გამოღვიძებიდან 5 წუთის ინტერვალში სიზმარი დავიწყებასაა მიცემული, რაც მე არ მომწონს. მინდა, რომ კარგად მახსოვდეს ეს სიზმარი. თუმცა ყოველთვის არ მავიწყდება და ხან ვის, ხან ვის ვუყვები მათ შესახებ. 
  9. ვერ ვიტან დილით, ახალგაღვიძებულზე ხელ-პირის დაბანამდე ვინმე რომ მესაუბრება (თან მნიშვნელოვან ამბავს თუ მეუბნება, ხომ საერთოდ). ამ ინტერვალში ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ და საკუთარი სახელიც რომ მკითხონ, არაადეკვატური ვარ, ვიბღვირები და ვჩხუბობ.
  10. როდესაც მეძინება, გარდა იმისა, რომ ვამთქნარებ (ამას ვინ არ აკეთებს რო?) მაქვს თავბრუსხვევები და პლუს, ვერ დავდივარ სწორ ხაზზე. ანუ ვეჯახები კარს, დავდივარ ე/წ “ვასმიორკებით”, ვამბობ სისულელეებს, ვიბღვირები, უმიზეზოდ ვკამათობ ნებისმიერ საკამათო თუ არასაკამათო თემაზე. 
  11. მიყვარს გაზმორება. 
  12. გაზმორების პარალელურად მახასიათებს კრუტუნი. 
  13. საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ ძილისთვის საკმარისი დრო არასოდეს გვაქვს. ძილს რომ დაუმატო, სხვა რაღაცას უნდა მოაკლო. 😦

38 წლის წინ

ზუსტად 3 აპრილს მოხდა ის, რითიც ეს დღე შევიდა ისტორიაში. უფრო ზუსტად კი მარტინ კუპერმა პირველად განახორციელა სატელეფონო ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით.
როგორც CNN-ი ამბობს, კვირას არის ისეთი რაღაცის იუბილე, რამაც შეცვალა თქვენი ცხოვრება. მართალიცაა. კარგისკენ შეცვალა თუ ცუდისკენ, ეს მეორე მომენტია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ზუსტად 1973 წლის 3 აპრილს ადამიანმა გააკეთა ის, რაც არასოდეს მანამდე არავის გაუკეთებია. მაშინ მარტინ კუპერი 44 წლის იყო. მანამდე მობილური ტელეფონის შესაძლებლობები მხოლოდ ლაბორატორიაში იყო ნაცადი.

მარტინ კუპერი 2009 წელს, როდესაც მას გადაეცა სპეციალური პრიზი ჩატარებული კვლევისთვის. 

 – როდესაც მე ტელეფონით ხელში გადავადგილდი ქუჩაში, – თქვა მარტინ კუპერმა, – განცვიფრებული ნიუ იორკელები თვალს არ მაშორებდნენ. მათ სახეები გაიყინა, როდესაც დაინახეს ადამიანი, რომელიც თან მოძრაობდა და თან ტელეფონზე საუბრობდა.
მანამდე არსებობდა ავტომანქანაში მიმაგრებული რადიო–ტელეფონი, რომელიც ავტომანქანაში იყო შეერთებული რომელიღაც ნივთზე.
მაგრამ კუპერმა, რომელიც ამასთანავე კომპანია “Motorola”-ში მუშაობდა, გადაწყვიტა, რომ ხალხს საერთოდაც არ სურს მიბმულები იყვნენ რაიმე ნივთს და გამოიყენონ მხოლოდ სტაციონალური ტელეფონი. და მიუხედავად იმისა, რომ მანქანის საშუალებით შესაძლებელია მისაბმელიანი ტელეფონის ტარება, მანდ მაინც ჩათვალა,რომ ადამიანმა ტელეფონი მანქანის გარეთაც თან უნდა იქონიოს.

(c) წყარო

რას ნიშნავს მობილური ტელეფონი დღეს??? ალბათ ვერავის წარმოუდგენია დღეს მის გარეშე არსებობა. და 21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგია რაც უფრო შორს მიიწევს, ჩვენ უფრო დამოკიდებულები ვართ მასზე. მათზე იმდენად დამოკიდებულნი ვართ, რომ ყოველ დილით მისი მაღვიძარის იმედი გვაქვს, მასში ჩაწერილი სიმღერებისა თუ სურათების საშუალებით ვკმაყოფილდებით. მისი მეშვეობით ვაგვარებთ საკმაო რაოდენობის და ალბათ მნიშვნელობის საქმეებსაც.
ბოლო რამდენიმე წელია იწარმოება ისეთი მობილური ტელეფონები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ინტერნეტის მხარდაჭერით. მხარდაჭერა გამოგვიცხადეს მობილურმა ოპერატორებმაც და ისინი გამუდმებით სთავაზობენ რამდენიმე ბაიტს ამა თუ იმ თანხის სანაცვლოდ. ამის გარდა, უკაბელო ინტერნეტი, რომელიც ახლა უკვე არა მხოლოდ ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი.
ადამიანი კი, რომელიც გამუდმებით ცდილობს ახალი გამოგონება აითვისოს და მისი ცხოვრების ნაწილად გახადოს, სულ უფრო მეტ პრეტენზიას ავლენს ტელეფონის მწარმოებელი ფირმის მიმართ.

Martin Schoeller (part 2)

ისევ ეს ადამიანი გამახსენდა და ისევ მომინდა მის მიერ შექმნილი სურათების აქ დადება.

ამ ალბომის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ უკვე რამდენიმე პოსტის ქვევით. მე მას Everything is so simple დავარქვი, მარტინმა კი Close Up.  და მართლაც, როგორ ახლოს არის იგი თითოეულ მათგანთან. თითქოს სჩანს მათი შინაგანი სამყარო.

Your Colour Profile

საინტერესო ტესტი ვიპოვე. თან უადვილესი. იდეა ისაა, რომ მოცემულია საგნები და საღებავები, შენ კი შენი სურვილისამებრ უნდა შეღებო. ბოლოს კი იღებ შედეგს იმის შესახებ, თუ როგორი ხარ.
ჩემი ზუსტად დაემთხვა.

Martin Schoeller

ყველაფერი რა მარტივია.
Всё как просто.
Everything is so easy.
Alles ist so leicht.
მეტი ენა არ ვიცი.

The photos, taken by Martin Schoeller. Some famous ones are those, that put you so close to their idols, it seems that you can read their eyes. Phenomenal.