არვიცი საიდან დავიწყო, ან რა დავიწყო ან რა უნდა ვთქვა.
ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორი ვარ ქუჩაში.
აქვე უნდა განვიხილოთ 2 შემთხვევა.
თუ სამსახურში მივდივარ:
აუცილებლად მაცვია პერანგი, მისი მეგობარი ჯაკეტი, ფეხსაცმელი და შარვალი. თუ დილით დედაჩემმა შარვალი დამიმალა მოტივით “რა სულ შარვალი გაცვია ბიჭივით?!”, მაშინ იძულების ფორმით მაცვია ქვედაბოლო. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს იშვიათად ხდება.
თუ სამსახურში არ მივდივარ:
აუცილებლად მაცვია რომელიმე ჩემ სპორტული მაისური, მისი მეგობარი ჯინსის შარვალი, მათი მეგობარი amazon.com-დან გამოწერილი ლურჯი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ზაფხულშიც მსგავსად, თუმცა უფრო მოშიშვლებული მაქვს მხრები, რის შედეგადაც მიჩანს სვირინგი და მავანნი და მავანნი მაკვირდებიან სხვადასხვანაირი თვალები. “როგორ შეიძლება ქართველ გოგოს ჰქონდეს თან ამხელა, თან ფერადი და თან ასეთ გამოსაჩენ ადგილას სვირინგი?” ამ დროს უნდა ნახოთ როგორ მეცინება ხოლმე :)))))))))
ერთხელ სახლის ფორმით ვიყავი სახლიდან გამოსული. ანუ მეცვა სვიტრი და ადიდასის სპორტული შარვალი. შუა პეკინზე პოლსკი უნდა მენახა. ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც ქალმა მითხრა, ადრე გოგოები უფრო ქალობდნენ და ახლა კი რა კარგია, რომ ასე სპორტულად გაცვიაო და გამიღიმა. მართალი რომ ვთქვა, გამიკვირდა. მერე ბუკიას ბაღში მალოდინა სალომ. რაც უფრო დიდი ხანი აკვირდები ვიღაცას ან რაღაცას, მით უფრო ბევრს ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე. მე არ დამითვლია რამდენმა ადამიანმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ გარწმუნებთ ნახევარი საათის პირობაზე საკმაოდ ბევრი იყო. ნუთუ არ შეიძლება 23 წლის გოგო ქუჩაში გამოსული იყოს ადიდასის სპორტული შარვლით???
ავტობუსის გაჩერებაზე:
თუ დილაა ვდგავარ ფეთიანივით. სულ მეჩქარება. ვარ საშინელი არაპუნქტუალური. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს და დროის მხრივ არ მზღუდავენ. ხშირად მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრან 4 საათი, თვითონ კი 5-ის ნახევარზე მოვიდნენ, რადგან მეც 5-ის ნახევარზე მივალ შეხვედრის ადგილას. ამ ულამაზო ჩვევის ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვამარცხებ. თუ ვინმე ახალ-გაცნობილი ადამიანია, ვატყუებ ხოლმე. “აი ისეთ საშინელ საცობში მოვყევი”, ან თუნდაც “აი მოვდივარ 5 წუთში მანდ ვარ” არადა მინიმუმ 15 წუთი მჭირდება მისაღწევად. არაპუნქტუალურობის გამო ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა, რაშიც მიდის პრინციპში ჩემი ისედაც პატარა ხელფასის დიდი ნაწილი. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ხვალ დროზე გავალ სახლიდან, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი მაგას ვასრულებდე.
თუ საღამოა ვდგავარ გამოფიტული, დაღლილი. არაფრის თავი არ მაქვს. ვდგავარ ერთ ადგილას და ვერც ვინძრევი. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ვინმე მეჯახება. ეს კი ძალიან, ძალიან ხშირად ხდება. ერთი ქალი დამეჯახა და აქეთ დამიწყო ყვირილი. მინდოდა ორმაგად მეყვირა, მაგრამ მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა. თანაც 3-4 წლის ბავშვი მოჰყავდა და ის შემებრალა, რომ ასეთი არანორმალური პატრონი ჰყავდა. ხოოო, ასეთებიც ხდება.
დავდივარ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ჩქარა. აი მართლა ძალიან, ძალიან ჩქარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაპუნქტუალური ვარ, ისედაც. რომც არსად მეჩქარებოდეს. არ ვსეირნობ არასოდეს. მარტო ხომ არ ვისეირნებ. თუ დედაჩემთან ერთად მივდივარ სადმე, ყოველთვის ვასწრებ, რის გამოც სულ მეჩხუბება, რა წესია, რა გიჟივით გავარდები ხოლმე წინო. რამდენიმეჯერ Mr. M-აც მითხრა, სადმე გეჩქარება??? ერთად არ მივდივართო?! ამაზე გამეცინა, თან მომერიდა, “ფორა მივეცი” და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიფიქრე წინ იქნება ბარემ და გამასწრებსმეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ წინ მივდიოდი. მგონია, რომ ნელა რომ ვიარო, რამე მომივა. არვიცი რა, მაგრამ აი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო “ნატალი”-ში დავდიოდი მთელი 4 წელი, ნელა სიარულისას 8-ებს ვურტყამ. იგივეს ვაკეთებ სახლში. მაგრამ ეს დაღლილობისგან არის, თორემ ისე ერთხელ, 1-ლ კურსზე მივდიოდით დაახლოებით 5-6 ადამიანი. მე რათქმაუნდა წინ გავვარდი მერამდენედ. ამათმაც იფიქრეს რამე გავუჩალჩოთო და უცბად ჩუმად შეუხვიეს სადღაც. მე მივდივარ, მივდივარ. მერე უცბად მოვტრიალდი და არავინ რომ არ დამხვდა, ჯერ გავოგნდი. ერთხანს არც არავის დავუძახე. მერე ძახილი დავიწყე, თუმცა არავინ მომიგო. მეც ვიდექი ასე, ვიფიქრე მაღაზიაში ხომ არ შევიდნენ ჯგუფურადმეთქი. ხოდა ვიდექი, ვიდექი. საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო. მერე გავტრიალდი, წავალმეთქი და ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ყველანი ერთად. :))))))))
ხო კიდევ რა…
მაკიაჟს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე შევეჩვიე. თუმცა კარგად გაკეთება ვერა და ვერ ვისწავლე.
არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან არაკომფორტულია, თუმცა სიარული ვიცი, “ნატალი”-ში მასწავლეს. ვერ ვიტან, როდესაც ქუსლებზე სიარულისას თბილისელი გოგჩოები ცუდად დადიან. “ცუდად სიარულში” მუხლების არ-გაშლა იგულისხმება. ჯერ ისწავლე და მერე იარე.
ხოო… კიდევ რა დავამატო.
კიდევ ავტობუსს ხშირად მივსდევ რამდენიმე მეტრით დაშორებული მანძილიდან. რომ ავდივარ, ყველა გაკვირვებული მიყურებს. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გოგო ასე დარბოდეს. ასე სპორტულად. მაგრამ რავიცი აბა… მამაჩემი სპორტსმენი იყო და ალბათ ეს გენეტიკურია.
უბნელ ტაქსის მძღოლებს უკვე აღარ ვუჯდები. ისიც იკმარონ რაც ამდენი თვის (თუ უკვე წლის) განმავლობაში ჩავუჯექი. სულმთლა განაგლდნენ და იმიტომ.
ეს დღეები მეტროთი დავდიოდი სამსახურში. მიყვარს მეტრო. არ ვარ “ვაიმეეე, მეტროში როგორ უნდა ჩავჯდე” ტიპი. რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირი კომპლექსი არ შემაწუხებს მაგისი. უფრო მეტად სისუფთავე რომ იყოს, უფრო მეყვარებოდა. მიწის ზევით, მიუხედავად მატარებლების გუგუნისა და ანუ ხმაურისა, უფრო სიმშვიდეა, ვიდრე მიწის ზევით.
თვალები რომ ფრიად სათუთი მაქვს, კი იცით ალბათ. მინუს 5 მაქვს და ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, მზეში აუცილებლად სათვალეებით მიხილავთ ქუჩაში. ზამთარში ჩემი საყვარელი ქუდი მახურავს, რომელიც იანვრიდან დღემდე მოყოლებული ანუშკასთან მდებარეობს. იმის მერე ვერ დავაყენე საშველი მისი მოტანისა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ცუდად ძალმიძს დროის განაწილება.
კიდევ რა…
ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას “არაფანჯარასთანმჯდომი” მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს. ან როდესაც გამოსვლის დროს მხოლოდ ფეხებს ატრიალებს (ადგომის და გამოტარების მაგიერ). ასეთ ადამიანებს რეგვენებსა და უკულტუროებს ვუწოდებ.
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსსა თუ ავტობუსში იყოს ასეთი დასაჯდომები. იქნებ ამ მხრივ მაინც აღიგავოს მძიმეწონიანების მიერ მსუბუქწონიანების ჩაგვრა. :დაჩაგრული:
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის სიმაღლე იყოს მინიმუმ 2 მეტრი, რომ არ მიწევდეს 15 ნაკეცად მოკეცვა. :მაღალიდადაჩაგრული:
მინდა, რომ ტაქსით ყველგან მისვლა ღირდეს არაუმეტეს 3 ლარისა და მძღოლი არ მიყვებოდეს რა მაგარი იყო ძველი დრო… რა მაგარი ტიპი იყო თვითონ… რატომ არ უნდა ვიყო გათხოვილი, მასმენინოს, თუ რაოდენ ცნობილი და პოპულარული ხალხი უტარებია…
კიდევ მინდა, რომ City park-ის სამსახურმა დააჯარიმოს ყველა იმ მანქანის პატრონი, რომელიც ვიწრო ქუჩაზე არის დაყენებული.
დააჯარიმონ ყველა მძღოლი, რომელიც შუა ქუჩაში აჩერებს მანქანას.
ხო… კიდევ ის, რომ ზაფხულში ჩემი ცხვირი სავსეა ჭორფლებით. ის ჭორფლები ზამთარშიც მაქვს, მაგრამ ჩუმად მამჩნევია.
ვმოძრაობ ყურთსასმენებით, მაგრამ ახლა დროებით სანამ ახალი ტელეფონი მიყიდია, 29 ლარიან ბილაინის ტელეფონით ვსარგებლობ, ასე რომ ყურთსასმენები დროებით არ მიკეთია და ამიტომ იძულებული ვარ ქუჩის ხმაური ვისმინო.
თმები ყოველთვის დავარცხნილი, თუმცა აჩეჩილი და გიჟურად.
მობილურს ხშირად ვატრიალებ ხელში იმიტომ, რომ საათს ვუყურებ წამში ასჯერ. დავხედავ და მალევე მავიწყდება, რომ დავხედე. შესაბამისად ისიც მავიწყდება, რა დრო იყო.
პრინციპში სულ ეს იყო…
კიარადა იმაზე უფრო მეტიც იყო, ვიდრე უნდა დამეწერა.
აი ესეც მე…
შეწუხებული სახის გამომეტყველებით…
უბანში.
რომელშიც პირველად შარშან ჩავედი.
ნუ პურის მოტანასა და მეზობელთან გადასვლას არ ვგულისხმობ.
უბანში “ბირჟაობასა” და “ეზოში ჩასვლის” ინსტიტუტზე მაქვს საუბარი.
შარშანდელი ივნისი.
მანამდე და მას შემდეგ არ ჩავსულვარ.
და არც ვაპირებ.
არ მკითხოთ რატომ.
იცით ისედაც ამ ბლოგის ყველა აქტიურმა მკითხველმა. : )
ხო…
დიდი მადლობა როდეს დატაგვისთვის, თორემ მე 100 წელი არ მომაფიქრდებოდა ამ სახის პოსტის დაწერა.
ჩემის მხრივ კი ნამდვილად არვიცი ვინ დავტაგო, რადგან მგონი ყველამ დაწერა ამ შინაარსის პოსტი.
ხოდა მოდი ასე ვიზამ.
ვისაც გაგიხარდებათ, მათ დაწერეთ. თუნდაც კომენტარებში გამოხატეთ სურვილი. როგორც გაგიხარდებათ.
Like this:
Like Loading...