ჩემი საყვარელი დღესასწაული

ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე. ვნერვიულობ გამუდმებით. ნეტავ ყველაფერი წესრიგშია თუ არა. არადა რა არის სანერვიულო მაშინ, როდესაც ყველაფერზე სხვა ზრუნავს და ფიქრობს. მაგრამ მაინც. და ეს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია. გუშინ დედაჩემი მეუბნებოდა, ღია ვარდისფერი მინდა კვერცხები იყოსო. არადა იცის, რომ მე ძალიან მუქი წითელი მიყვარს. ქვაბიდან რომ ამოვიგეთ, ისეთი მუქები იყო, ლამის შავებია. ისე გამიხარდა, ისე. მერე მითხრა, გეხუმრეო :))))))))))))

ფორუმზე არის ერთი ადამიანი – გურამი, იგივე GURAMI19. ამწამს შევედი და თემა გაუხსნია სააღდგომო ძალიან ლამაზი. რაც კი რამეა ხოლმე მოსალოცი, ყველაფრის თემას გურამი ხსნის ხოლმე ძირითადად. მიყვარს მისი გახსნილი თემები. აგერ შეგიძლიათ იხილოთ კიდევაც  და ამ დროს ვიღაც შემოდის და უწერს:მერე???       ” აი იცით რას ვერ ვგებულობ??? მესმის, რომ არსებობენ ურწმუნონი, არსებობენ სხვა რელიგიის მიმდევრები, არსებობენ ათეისტები და მე ამაზე არანაირად არ მაქვს გართულება. როგორც იტყვიან, ყველას გაუმარჯოს თავის ცხოვრებასა და არჩევანში. მაგრამ როდესაც მე არ ვეხები შენს რელიგიას, არ დავცინი, არ ვაქილიკებ, შენ რატომ აკეთებ ამას??? თუ არ მოგწონს ეს რელიგია, უბრალოდ არ შეხვიდე ამ თემაში, გვერდი აუარე და მორჩება. რა საჭიროა ან თუნდაც რა წესია, რომ იმას დასცინი, რაც ჩემთვის ესოდენ ძვირფასია??? მართლა ვერ ვგებულობ მსგავს რამეებს.

მიშელი ზუგდიდში წავიდა სააღდგომოდ და მთელმა მისმა სამეგობრომაც, მანამდე თუ მის მერე, ერთიანად  იგივე ჰქნა. ბაბისამ დაწერა, მიყვარს, როდესაც თბილისი იცლებაო და ყველა რაიონში მიდის თავისთანო. მეც 100%-ით ვეთანხმები და ვიზიარებ ამ ამბავს.
დედაჩემი სვეტიცხოველშია ღამისთევაზე და არვიცი რამდენ ხანში მოვა. გუშინ დილის 5-დან 9-მდე ცისკარი იყო და მას დაესწრო. და სანამ ამ წუთში 5-ის 17 წუთია, ისევ მარტო ვარ. უფრო სწორად ორნი: მე და აღდგომა.

ეს უკვე მეორე აღდგომა და მთლიანობაში კი მესამე დღესასწაულია, რაც სახლში მარტო ვარ. შარშანდელი აღდგომა, წლევანდელი შობა და დღეს. უკვე თითქოს მივეჩვიე კიდევაც და ვცდილობ ამ დღეებს არაჩვეულებრივად შევხვდე ხოლმე. მიყვარს ეკლესიის ზარების რეკვების ხმა რომ შემოდის ჩემს ბინაში.

ეს წვიმაში კაცი ეზოში დაახლოებით 10-სთვის შევიდა. ჯერ კიდევ ეკლესიაში არავინ რომ არ იყო. ვუღებდი სურათებს და სულ “საყვარელი”-ს გავიძახდი ჩემთვის ჩუმად მასზე. ჯერ ეკლესიის გარეთ იჯდა, შემდეგ ეზოში შევიდა და თავისი პატარა სკამზე და ჯოხით ხელში ჩამოჯდა და დაუწყო ლოდინი. არადა მოვიდა დაახლოებით 9 საათზე.

მას შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. დანარჩენი “საყვარლები”. ისხდნენ და ელოდნენ.

მე კომპიუტერში ფილმის ყურება შევწყვიტე, დიდ მაგიდაზე დავაწყვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი იყო და საქმეს შევუდექი. დანის დადებაც კი დამავიწყდა. სახლში მაინც არ ვხმარობ და თუ სტუმარი მოდის ან 1-ზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, კი ბატონო. მაგრამ რადგან მე ვიყავი ეული, ამიტომაც ეგეც არ გამოვიღე.

მერე ერთ ხელში ერთი კვერცხი დავიჭირე და დავიძახე: “ქრისტე აღსდგა”. მეორეში – მეორე მეჭირა, “ჭეშმარიტად” ვუპასუხე და დავარტყი. პასკაც რათქმაუნდა ტრადიციულად უგემრიელესია. გამოვიღე ჩემი უსაყვარლესი ლიქიორი და თითქმის გამოვცალე. უსაყვარლესი რა… ლიქიორზე ვგიჟდები და ყველანაირ ლიქიორს “უსაყვარლეს”-ს ვეძახი.რომ მიმიშვა, ლიმიტისა და გაჩერების გარეშე დავლევ. თუმცა ეს მართლა უგემრიელესია. მიშელის ბაბუამ გვაჩუქა თავისი გაკეთებული. კვერცხს რაც შეეხება,  სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ღამით კვერცხის ჭამა არასახარბიელოა, სააღდგომო კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოთ, არაფერს გავნებთ. გარედან ეკლესიის ხმები მომდიოდა. როგორ მიყვარს მათი სმენა. ამასობაში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა რათქმაუნდა.

აქ უკვე აღარ იყო იმდენი, რადგან იმ დროს პასკას მივირთმევდი და ის მომენტი ვერ დავაფიქსირე, როდესაც ეზო სულ სავსე იყო. მერე გავედი ჭურჭელი გავრეცხე და დავუბრუნდი კომპიუტერს.
მახსენდება ის დრო, როდესაც მამაჩემს მე და ჩემი და სიონში დავყავდით აღდგომასა და შობის ღამეებზე. მახსენდება და მენატრება. ღმერთო, რა კარგი იყო ბავშვობა, რა მალე გავიზარდე. აქვე მინდა საკუთარ თავს შევძახო: “10 წლის ქეთუნა! 13 წელიწადში შენ სახლში შეხვდები შობასა და აღდგომას.მეტიც. ოჯახის არცერთი წევრი შენთან არ იქნება. ვიღაც გარდაცვლილი იქნება, ვიღაც უკვე სხვას რომ მიიჩნევს ოჯახად, იმასთან, ვიღაც კი მარტო წავა ეკლესიაში და არავინ დაგახვედრებს ცხელ, გემრიელ ხაჭაპურს ეკლესიიდან სახლში მოსულს და არავინ მოგეფერება. ასე რომ, უფრო დააფასე ის, ვინც და რაც 10 წლის ასაკში გყავს და გაქვს.”

მიყვარს ეს დღესასწაული და მინდა, მართლა მთელი გულით მინდა, რომ ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, კარგად იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ კითხულობს ამ ნაწერს. შეიძლება ეს იყოს სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც უბრალოდ სიტყვა “აღდგომა” ჩაწერა google-ის საძიებო სისტემაში და ჩემი ბლოგის ზღურბლზე დააყენა. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს მიმართ სიმპატიები აქვს თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, ვირტუალური არის თუ რეალური. ყველას გილოცავთ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ. სწორი გზით გატაროთ და ყოველთვის მისი მადლი გფარავდეთ.
ქრისტე აღსდგა!

არაფერი განსაკუთრებული

უბრალოდ გუშინ guest post-ი დავწერე კიკიტოსთან. 

აგერ იხილეთ პოსტი. 

კომენტარები გინდათ აქ, გინდათ იქ, გინდა არც აქ და არც იქ. 🙂

No alarms and no surprises

არაფერი განსაკუთრებული…

ძალიან ჩუმად, ძალიან მშვიდად და ძალიან წყნარად…


ეს მაისური დღეს მე 🙂




 

მე და ადამიანები

საერთოდ ადამიანები ძალიან მეცოდებიან

მით უფრო ქუჩაში ,როცა ბევრ ხალხს ვუყურებ მოსიარულეებს, ან ტრანსპორტში- ეს ფსიქოლოიურად რამეს ნიშნავს ალბათ და სახელიც ექნება და კარგი იქნებოდა ფსიქოლოგი მეგობარი მყოლოდა და ისე ჯუსტ მესაუბრა ხოლმე

მერე გუშინ ისეთ ფილმს ვუყურე,კიდევ უფრო შემეცოდნენ და მართლა ვიგრძენი ზიზღი- ეს ცუდი იყო, არავინ მეზიზღება ხოლმე და იშვიათია, ეს ვიგრძნო. კარგი ფილმია, ისტორიული, მაგრამ ხვდები, რომ ბრბო ყოველთვის საშიშია, მითუმეტეს რელიგიური ფონით და რწმენით თავდაჯერებულები..ფილმზე ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს, მაგრამ აი გუშინ, როცა ეს მთავარი გმირი ქვებით ჩაქოლა ბრბომ გამიკვირდა როცა ასე ემოციურად დაძაბული აღმოვაჩინე ჩემი თავი. თან ალეხანდრო ამინაბარის ფილმია, ხო იცით, როგორ ეხერხება ემოციებით თამაში ფილმებში, კადრებით, მუსიკით და ა.შ. აქ ფილმის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, თუ დაგაინტერესებთ, თავად იხილავთ.

ისევ ადამიანებს და ადამიანობას თუ დავუბრუნდებით, იმას ვიტყვი, რომ ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ გამუდმებით უკმაყოფილოები ვიყოთ. მე არ მიყვარს ხოლმე, როდესაც მისდგებიან ქართველ ერს, საქართველოში მცხოვრებლებს და აკრიტიკებენ, მაგრამ გულწრფელად და გაზვიადების გარეშე ვამბობ, რომ ძალიან მძიმე აურა გვაქვს, დაძაბულები და უკმაყოფილოები ვართ სულ და მუდამ და ყველაფრის გამო.

ეს ყოველთვის იგრძნობა- აი შედიხარ მაღაზიაში- გამყიდველი უკმაყოფილოა და გთრგუნავს და გამძიმებს, რამეს უხეშად გეტყვის,მერე აღარც საჩუქრის არჩევა გინდა, აღარც რამის ყიდვა..ტრანსპორტის მძღოლები გამუდმებით იგინებიან და ბუზღუნებენ, ზოგჯერ კი ხმაც რომ არ ამოიღონ, ისედაც მძიმდები მათი განწყობის გამო. მიდიხარ სილამაზის სალონში, იქ კიდე ცალკე სისულელეები. წუწუნებენ..თან მერე რამდენ თემაზე, თავისაზე თუ სხვისაზე, ყველას ამბებს მოისმენ და ყველას ოჯახურ დეტალებს გაგაცნობენ..

აი ზოგადად აურაა ისეთჳ, რომ ყოველი მათგანი რაღაცას ”უძლებს”(თუ მე მეჩვენება ასე?!).ადამიანების უმრავლესობა სულ უკმაყოფილო და მოღუშული სახეებით დადის და მერე ვატყობ რომ ვმძიმდები, ვმძიმდები და მენატრება სილაღე 🙂

კი, არსებობს სირთულეები და არც არავის ეხალისება წუწუნი,მაგრამ მაინც მგონია რომ ყველა ზედმეტად შეწუხებული და შეშფოთებულია და თან ისიც მგონია, რომ ეს განსაკუთრებით ჩვენთანაა ასე. მასას, ხალხს სჭირდება განტვირთვა, ან გადატვირთვა 😐

რაღაცნაირი პოსტი გამოვიდა, ამით ვერ გახალისდებით და ალბათ ვერც დადებითს მიიღებთ, მაგრამ ჯუსტ რეალობა ასე ჩანს ჩემგან და ეს ერთი რეალისტური პოსტი რეალისტურად მიიღეთ და თან თქვენი აზრიც გამოხატეთ, მე მეჩვენება, თუ მართლა დამძიმებულია ჰაერი ადამიანების უკმაყოფილო და შეწუხებული განწყობებით 🙂

მე სილაღე მინდა

მუსიკა კი, ბონუსად :)))

პ.ს.

მე ბაბისა ვარ, მადლობა ქეითს მოწვევისა და მასპინძლობისთის ❤

ბლა ბლა ბლა

ახლა…კიარადა ერთი საათის წინ დიდი პოსტი გავაშანშალე და draft–ში დევს. 
ხოდა არ გამოვაქვეყნე…
და საერთოდ…
იქნებ ბლოგი invisible გავხადო???
და არა ყველასთვის ხილული???
იქნებ ზედმეტად ხილულია ყველაფერი….
fuck…
ახლა ღამის 4:28 არის. 
წავალ, შევჭამ და დავწვები. 

ვერაფრით ვერ ვიპოვე

რამდენიმე თვეა მინდა ვიყიდო ან ვიშოვო..
არ აქვს მნიშვნელობა…
მთავარია, რომ მინდა მქონდეს ყულაბა.
არაერთი მაღაზია მოვიარე.
კიარადა პრინციპში არც მომივლია, უბრალოდ სხვა ნივთის საყიდლად შესულს დამითვალიერებია და გამიფიქრია მასზე. დროც არ მაქვს, რომ ადამიანურად მოვძებნო.
ხოდა თუ ვინმე წააწყდით, იქნებ მითხრათ რა.
მოთხოვნები:
  • ძალიან პატარა არ უნდა იყოს. ( ძალიან პატარა კვერცხში ახლა კარგად მაქვს მონეტები ჩატენილი. ანუ უნდა იყოს ნორმალური ან დიდი. დიდი, მაგრამ არაგიგანტური, რადგან თაროზე უნდა შემოვდო)
  • არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. ( მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი ისედაც არასაყვარელი ფერებია. წითელი, სტაფილოსფერი და ლურჯი მიყვარს. მაგრამ მიუხედავად ყველა სიყვარულისა თუ არსიყვარულისა, არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. რადგან სასწაულ კონტრასტში იქნება ოთახის ინტერიერთან. ოთახი არის ხის ავეჯისგან ანუ ჩვეულებრივი კონსერვატორული ყავისფერისგან. კარადაც, სეკრეტერიც და თაროებიც. ანუ მოკლედ, არანაირი მყვირალა ფერი)
  • უნდა იკეტებოდეს გასაღებით (თუ არსებობს ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და აქ აღარ ცხოვრობს, ფულს (და არა მარტო ფულს) ისე მომპარავდა ბავშვობაში, სინდისის არცერთი ღერო არ ერხეოდა. რამდენიმე თვის წინ ისე უტიფრად მომპარა (!!!!!) ანტონიო ბანდერასის ტანის ლოსიონი, რომ სანამ დედაჩემის გასაგონად ერთი ამბები არ ავტეხე და სანამ დედაჩემმა არ დაურეკა, ამ დღეებში მოიტანეო, მანამდე შენც არ მომიკვდე. ხოდა გასაღებს ღრმად შევინახავ და არ შემეშინდება მისი მოსვლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში არ ვიქნები.)
  • არ უნდა ღირდეს ძვირი. (თუ ბევრი ფული გადავიხადე, შიგ რაღა ჩავდო???)
  • არ უნდა იყოს ბავშვური რაღც უწი–პუწი დიზაინის და არც მოქეიფე კაცის ან კინტოს დიზაინის.
დედაჩემს ვუთხარი ამას წინათ ბარემ რამდენიმე კვირაში ჩემი დაბადების დღე მოდის და იქნებ მაჩუქომეთქი და რბილად რომ ვთქვა 2 ყურის პრინციპითა და დაცინვით მომიშორა. 😀 😀 😀 ხო დაცინვაში ორივე მაგარია და საქმე საქმეზე რომ მივა …

ხო, ამ საიტზე დავათვალიერე და არ მომეწონა, რადგან არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ვიცი, რომ მოთხოვნები აღემატება რეალობას, მაგრამ იქნებ მაინც შეძლოს ვინმემ დახმარება.
გკოცნით თქვენი მე :*
პ.ს. საქმე არ მქონდა დილის 6 საათზე და ბარემ დავწერე. წავედი გავთბე და მერე დავწვე.

კოლაჟები

***

არსებობენ ადამიანები, რომლების მიმართაც პირველად შექმნილი შთაბეჭდილება არასოდეს მეცვლება. მერე ვიწყებ ხოლმე გამუდმებით მათზე საუბარს. ყველგან და ნებისმიერ კომპანიაში. ვინც რა არ უნდა მითხრას ცუდი მასზე, მინიმუმ არ მაღელვებს და მაქსიმუმ ამ ადამიანს ვეუბნები, რომ “ის ჩემი ახლობელია, შენ მას საერთოდ არ იცნობ და თან, გარდა ამისა, მიდი და პირში უთხარი ეს ყველაფერი მას, ჩემი თანდასწრებით ნუ საუბრობ ჩემთვის ძვირფას ადამიანზე”. გარდა ამისა,  მერე უკვე საოცარი რამ მემართება; ვეღარ ვხვდები მისი ქება–დიდების მომენტს როდის უნდა მოვუძებნო დასასრული. ვაქებ დაუსრულებლად, მზად ვარ მხარში ვედგე ნებისმიერ მომენტში. თუ ახლო მეგობარია ეს ადამიანი, მაშინ სურვილი მიჩნდება ჩახუტებაში, კოცნასა და ფერებაში ამოვხადო სული.მაგრამ თუ ძალიან ახლო არ არის, მაშინ მზად ვარ, რომ ნებისმიერ მის მიერ დაწყებულ საქმეში მხარში ამოვუდგე და მივახვედრო, რომ შეიძლება ცუდად ან საერთოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ მასთან ვარ.
გუშინ ისეთი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ერთ–ერთი ასეთისგან, რომ სულ ვერ ვიფიქრებდი. იმასაც ვერ ვიფიქრებდი ასე ძლიერ თუ იქნებოდა ჩემიანი. არა პრინციპში ეს ვიცოდი ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მუშაობა დავიწყე. აი მაშინ, როდესაც სრულიად არ მაღელვებდა მუშაობა, როდესაც ასამდე წიგნით დატვირთული ჩანთით, საზაფხულო მაისურითა და კეტებით (“კედებს” ვერაფრით შევეჩვიე) მივედი გასაუბრებაზე. 10 წუთის დაგვიანებით. 12-ის 10 წუთი იყო, მერე რა მოხდა…მაგრამ ის იყო არაბუნებრივად უშუალო და საყვარელი. არანაირი ბარიერი. მას შემდეგ 19 თვე (წელიწადი და 7 თვე) გავიდა და დღეს იგივე ადამიანთან მიწევს მუშაობა. თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად და არ მინდა ეს დრო ოდესმე დასრულდეს. ძალიან მაგარი ადამიანია. მესაუბრა გუშინ, დაახლოებით 1 საათი… იმდენ რაღაცას შევეხეთ, იმდენი მომენტი თუ სიტუაცია განვიხილეთ, შევაფასეთ და ავწონ–დავწონეთ ბევრი რამ. თუნდაც ჩემი ამბავი…დაუსრულებელი ეპოპეა. ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ მორიდებისგან გავწითლდი და ავტომატურად იმის მტკიცება დავიწყე, თუ როგორი ცუდი ვარ (ხო, ეს ჩვევა ვერ ამოვიგდე და მგონი ვერ ვერასდროს ამოვიგდებ). ხო… ეგეთია ჩემი 2–კვირიანი უფროსი!!! ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანის თანამშრომელი მქვია!!! 
კიარადა ახლა უკვე 1–კვირიანი   1 კვირის მერე ისევ სახლი    (ნუ ეს უკვე არავის უკვირს   )
***
მალე გამოცდები უნდა დამეწყოს. პპც. უსიკვდილოდ მეზარება. მალე ანუ ორშაბათიდან.
საერთოდ 2010 წელს, თუ გავიხსენებთ როგორ სევდით აღსავსე შევხვდი სავარძელში მწოლიარე ტირილითა და ძილით, რა დამებედა რთული წარმოსადგენ–მისახვედრი არ უნდა იყოს. ხოდა მთელი 2010 წელი მეძინება. ეკონომიკისა და ინოვაციური მენეჯმენტისთვის ნამდვილად არ მცხელა. ნუ ინგლისურს, ფინანსებსა და საბანკო საქმეს კიდევ ჩავაბარებ, არაა პრობლემა.ვიცი ეგ საგნები ძალიან, ძალიან კარგად და იმიტომ. თორემ ხელის ხლება მათთვისაც დამეზარებოდა. უბრალოდ აწეწილმა სამსახურებრივმა და პირადმა ამბებმა ისე დამღალა, რომ სწავლა დავივიწყე. არადა პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი მთელი ბაკალავრის განმავლობაში. და ახლა წიგნის გადაშლაც კი მეზარება. ერთხელაც არ ჩამიბარებია რამე რომელიმესთვის. ხოდა გამოცდებზე თავის მოკვლა და ტრადიციული ღამის თენებები თუ მიშველის, არვიცი. 
***
მოხუცებული ქალი რომ გეტყვის ნამტირალევი ხმით, ბავშვისთვის წამალს ვერ ვყიდულობ, რადგან მხოლოდ 5 ლარი მაქვს და 70 თეთრი მაკლდებაო, რა უნდა ჰქნა??? და ამ 70 თეთრის გამო აფთიაქში რომ წამალს არ აძლევენ, რა უნდა ჰქნა??? მერე რომ ამოიღებს სააკაშვილის “იაფი დაზვევა”–ს პროექტით მიცემულ სადაზღვევო ბარათს და ერთ–ორს შეიკურთხება, ეს არის საზიზღარი სააკაშვილის დაზღვევაო, წამალი ვერ მიყიდიაო და ტირილს იწყებს…რა უნდა ჰქნა???
ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მოხუცელი ადამიანს რომ ვხედავ, თვალები ცრემლებით მევსება ხოლმე…ძალაუნებურად…გაჭირვებულსაც თავი რომ და მინდოდა წვიმიან ქუჩაში მეტირა… ჯიბიდან ამოვიღე 2ლარიანი მონეტა და მივეცი. სიხარულისგან მე–9 ცაზე იყო ის და მე მე–100–ზე იმის გამო, რომ ის მე–9–ზე იყო… ხელები უნდა დაგიკოცნოო… მორიდებისგან და სირცხვილისგან დამბურძგლა…არა არ არის საჭირო, იყოსმეთქი. იუარა… აქ ყველა ჩემი მორიდებულობის კომპლექსი ერთდროულად ჩაირთო. მლოცა ბევრი და წავიდა. 
ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ისეთ კარგ ნოტაზე გამოვედი უფროსისგან, რომ ეს ქალი სპეციალურად შემხვდა. უცბად მახსენდება ფილმი the family man, სადაც ნიკოლას კეიჯის გმირს ხვდება ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მას ცხოვრებას უცვლის… ნუ მოკლედ… ძალიან ბედნიერი ვიყავი.
***
საბოლოოდ მივხვდი, კიარადა დავრწმუნდი იმაში, რომ არ მსიამოვნებს საკუთარ ბლოგზე (და მასში გაკეთებულ პოსტებზე) საუბარი. ვერ ვიტან მართლა. ისევე როგორც საკუთარ თავზე. ჩემი ბლოგი (პოსტი) ისაა, რაც მე. თუ პირიქით მე ვარ, რაც ჩემი ბლოგია (პოსტია). ნუ მოკლედ არ მიყვარს არც ერთი, არც მეორე. მაგრამ ეს კიდევ არ არის “საბოლოოდ მივხვდი”. “საბოლოოდ მივხვდი” არის ის, რომ სხვები რომ საუბრობენ ჩემს ბლოგზე (ან მასში დაწერილ პოსტზე), სასტიკად არ მსიამოვნებს. ვერ ვიტან ფრაზებს, როგორებიცაა: “უი გუშინ შენი პოსტი წავიკითხე და გუშინწინ მართლა იტირე???”, “ბლოგში რომ წერ ვიღაც ბიჭზე, ისაა შენი შეყვარებული???”, “აუ შენ მაგარი დეპრესიული ხარ, შენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი”, “ბლოგი რა არის??? რას აკეთებ ბლოგში???” , “მერე რომ წერ ბლოგში, რომ შემოვიდეს ვინმე და ნახოს რეებს წერ, არ ტეხავს???”, “ვაიმე გუშინ რომ დაწერე სიგარეტი მოვწიეო, მართლა მოწიე???” და ა. შ. 
რახან აქ შემოდის ადამიანი, რახან მე მივეცი ამ ბლოგის ლინკი, თუ გუგლმა ამოუგდო, თუ ვიღაც სხვამ მისცა და ახლა უკვე შემოდის აქტიურად და მეც კეთილი მასპინძლის სტატუსი მოვირგე, იმას არ ნიშნავს, რომ პირად შეხვედრებში ასეთი ფრაზები მითხრას. არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ვინმე რომ ფათურობს. რახან აქ შემოდის, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემს პირადს იგებს და მგონი ეს საკმარისია. არ მიყვარს ცნობისმოყვარეობა. კითხულობ, იკითხე, მაგრამ პირად შეხვედრებზე ზედმეტი კითხვები არ დასვა და არც ალოგიკური დასკვნები გამოიტანო. 
ეს პატარა კოლაჟი არავის არ ეხება კონკრეტულად. არცერთ ბლოგერს და არცერთ არაბლოგერს. მართლა არა. უბრალოდ ამის დაწერა მინდა ძალიან დიდი ხანია და არვიცი რატომ არ ვწერდი. ამის დაწერა მაშინ მინდოდა, როდესაც ჯერ კიდევ 2007–ის დასასრული და 2008-ის დასაწყისი იდგა და საერთოდ არ ვიყავი ცნობილი ბლოგერი. მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა კომენტარი მქონდა ხოლმე და ბლოგსამყაროც ძალიან განუვითარებელი იყო დღევანდელთან შედარებით. მაგრამ მაშინ არ დავწერე არვიცი რატომ. 
თუმცა იმედი მაქვს ხალხი ამის გამო მეორე უკიდურესობაში არ გადავარდება და არ იტყვის: “საერთოდ არ შემოვალ, არ წავიკითხავ და არ გკითხავ არაფერს.” პირიქით, ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები და ის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ აქაურობას. 
აუუუ, არვიცი, მგონი ძალიან იდიოტურად ვთქვი სათქმელი. არ მინდა, რომ რომელიმე დაიძაბოთ ან არასწორად გამიგოთ. მაშინ ისევ ისე მოიქეცით, როგორც აქამდე იქცეოდით და მე მივხედავ “ზედმეტობებს”. უბრალოდ ოფიციალური ღიმილის ოფიციალური ფანი გავხდები და არ მინდა ეგ. 
ახლა საიდან გაჩნდა ეს ცუდი დამოკიდებულება ამის მიმართ. საიდან და ბლოგერული შეხვედრებზე დავაკვირდი სხვების საუბრებს. და კიდევ კარგი მე რამდენჯერაც ვიყავი ამ შეხვედრებზე, იმდენჯერ ჩვეულებრივი რიგითი ბლოგერის სტატუსით მივედი და აწიც ეგრე მივალ, და არა როგორც “ეეე, შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე??? ახლავე დაჯექი და ნახე. ამით შენ ხომ სუპერ–სენსაციას ვერ გაიგებ”. კარგით რა. მე არ ვარ რა ეგ ტიპაჟი. ასეთ ხალხს მე “მატერიალისტებს” ვუწოდებ ხოლმე. მატერიალისტი კი არ მსიამოვნებს ამ სიტყვის არანაირი მნიშვნელობით. 
ერთადერთი ბლოგერების შეხვედრა, სადაც ზუსტად ის სიტუაციაა, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ანუშკასთან სტუმრად. ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით ერთმანეთის ამბები ბლოგის მეშვეობით, ყველა შევდივართ ერთმანეთის პოსტების სანახავად და ყველანი თვალს ვადევნებთ ერთმანეთის სიახლეს. და თუ ვინმეს რამის თქმა მოუნდა საკუთარ თავზე დამატებით, ამბობს, ყვება. და არა იმიტომ, რომ ვიღაც ეკითხება რამეს. პირველი შეხვედრაც ზუსტად ბლოგის ცნობის საფუძველზე მოხდა, თორემ არც ანუშკას, არც ნატალიას, არც ნასტასიას არ ვიცნობდი. 
***
რამდენიმე დღეა აქტიურად ვიყენებ ღილაკს “გამოიწერე კომენტარები”. ჩემს ბლოგში გაკეთებულებს არ ვგულისხმობ, ეგენი ისედაც მომდის მეილზე. ანუ მე დავუშვათ ვეკითხები გიღაცას რაღაცას მისსავე ბლოგში. და მაინტერესებს პასუხი.  გადის დრო და საერთოდ მავიწყდება, რომ ოდესმე რაღაც ვიკითხე. ხოდა კომენტარების გამოწერა ძალიან კარგი საშუალებაა იმის გასაგებად გიპასუხეს თუ არა კითხვაზე. დავწერ ვინმესთან კომენტარს და ვიწერ კომენტარებს. სულ ეგაა. ამის გამო მართალია gmail–თან გაცნობის დღესავით მქონდა, რადგან ჩემი სული და გული hotmail–ს ეკუთვნის, მაგრამ ბლოგი იმაზეა მიბმული. თუ არა blogspot–ზეა ის ბლოგი, მაშინ რათქმაუნდა  hotmail–ს ვუთითებ. 
***
დღეიდან მე და ის  ერთმანეთს 2 თვის მანძილზე საერთოდ არ დავეკონტაქტებით. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ხოდა ეს შეთანხმება მოიცავს: არა შეხვედრას, არა სმს–ს, არა სატელეფონო ზარს, არაფერს საერთოდ. ამიტომაც ეს დღეები ინტენსიურად ვნახეთ ერთმანეთი. ბოლოს – დღეს. იმის თავში მაგარი არეულობაა. ზოგჯერ პატარა სულელი და ცელქი ბავშვი მგონია და მე მისი ჭკუის დამრიგებელი დეიდა. არადა ჩემზე უფროსია. სულელურად რომ იქცევა, მინდა, წავიდე ხოლმე. ნერვები მეშლება მის ცანცარზე. ვბრაზდები საკუთარ თავზე, რატომ ვხვდები საერთოდ, თუ ასე მაღიზიანებსმეთქი. მაგრამ მაინც ვზივარ, ვაკვირდები. მერე ვეჩხუბები, შენიშვნას ვაძლევ და ზევით ვწევ ტონს. მერე ის იწყებს ხუმრობას, მერე სერიოზულდება და სიტუაციაც თავის კალაპოტს უბრუნდება. არადა არ მინდა ასე ვიყო. 
ჩემზე არასტაბილური ადამიანი თუ არსებობდა არ მეგონაო. 
2 თვე მასთან ურთიერთობის გარეშე როგორი იქნება??? არვიცი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადებილებს.ზოგჯერ მგონია, რომ ვთამაშობთ.  არვიცი როგორ მოვიქცე, ჯერჯერობით დინებას მივყვები. დრო და სიტუაცია მიჩვენებს. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ. თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ არვიცი არაფერი. 
***
პირველი თოვლი. გუშინ ღამე თვალყურს ვადევნებდი. ჩემს გარეშე არ მოსულა. გამიხარდა. მართალია დღეს დამაგვიანდა მაგს გამო, მაგრამ ვაპატიე. ყველაზე ვნებიანი ბუნებრივი მოვლენა. 
და დღესსაც იგივე აზრზე ვარ, რომ არ არსებობს თოვლზე უფრო 
საყვარელი…
ვნებიანი…
მიმზიდველი…
ლამაზი…
სექსუალური…
იდუმალი..
ჯადოსნური…
იმედის მომცემი…
ოცნებებით აღსავსე…
ეს ყველაფერი თოვლია!!!




გამა–ცეცხლეს!!!

ყველაფერი როგორ დაიწყო???

ძალიან მარტივად! უბრალოდ ყველაფერი ისევ facebook–ით დაიწყო. და ამ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით.
არა, ვცდები.
ყველაფერი სამსახურიდან ჩემი რიგით მე–4 გამოშვებით დაიწყო.
მაგიტომ დავწერე ტირეთი სათაური. ანუ არ იფიქროთ, რომ გამაცეცხლეს.
უბრალოდ გამა–ცეცხლეს. ანუ სიტყვა “ცეცხლ”–ს დააკვირდით.
fired!!!! (fire – ცეცხლი)
ვინც კი რამეს მეუბნება ამ საკითხზე, დებილივით ვიცინი ხოლმე.
სასაცილოა და იმიტომ.
ნამდვილად არ მინდა ამ საკითხს ჩავუღრმავდე.
არა მართლა რა სასაცილოა მე–4–ჯერ რომ გიშვებენ ერთი და იმავე სამსახურიდან.
მაგრამ მორჩა, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ფიქრი და არც არაფერი.
შაბათს მივდივარ კორპორატიულ წვეულებაზე. ლამაზი წითელი შავით გაწყობილი კაბა მეცმევა და მაპატიეთ და, სულ ცალ ფეხზე მკიდია ყველა და ყველაფერი.
არ დავკონკრეტდები ვის და რას ვგულისხმობ.
ყველა იმას ვგულისხმობ, ვინც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა.
ორმაგად უხეშად ვუპასუხებ ყველა იმას, ვისგანაც 0,0001 გრამ “სწერვობა”–ს ვიგრძნობ.
და
ორმაგად სიყვარულით ვუპასუხებ ყველა იმას, ვისგანაც 0,0001 გრამ სითბოს ვიგრძნობ.
ასეთი ვარ.
რადიკალი.
რადიკალისტი.
რადიკალური.
არანაირი “უწი–პუწი”.
საკმარისი იყო.
და ასეთი ვიყავი კიდევაც. უბრალოდ მაინც მორცხვი და მორიდებული ვიყავი. ანგარიშს ვუწევდი ძალიან ბევრ რამეს. ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობდი.
ახლა კი მორჩა, ან ყველაფერი, ან არაფერი. საშუალო არა!!!
ეს დღეები ვიღვიძებ გვიან.
ლექციებზე არ დავდივარ. დღეს ნათიამ მომწერა, არ მოდიხარო. ისე გავიკვირვე, სადმეთქი.
იმას ორმაგად გაუკვირდა, როგორ თუ სადო.
არ მაქვს ახლა ლექციების თავი და ნერვები.
ახლა თითქოს უფრო რაღაც უფრო საინტერესოს უნდა ვაკეთებდე, ვიდრე მუშაობაა.
ვიდრე სწავლაა.
ახლა უფრო უნდა ვაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი მაშინ, როდესაც 2008 წელს უამრავი წიგნი ვიყიდე პავილიონში წიგნების ფესტივალზე ივნისის 28-ში.
და იმავე დღეს, წიგნებით დახუნძლული გასაუბრებაზე მივედი.
ხოდა ამიყვანეს.
ამიყვანეს და ასე დასრულდა ის სურვილი იმ უამრავი წიგნის წაკითხვისა.
გუშინ გამოვიღე ჯემალ ქარჩხაძე.
პირველ გვერდზე “Kate 2008” რომ აწერია.
ხოდა შაბათს ძალიან მოვილხენ.
თან ალეკოც მოდის და შევუთანხმდი სულ მე უნდა მეცეკვომეთქი.
მართვის ბილეთებს ვისწავლი და ჩავაბარებ.
ხოდა ეგრე!!!

კანკალი

ეს ის მომენტია, როდესაც გრიპი მქონდა…

დედაჩემმა დასკვნაც გამოიტანა ღორის გრიპი იყოო…
37…
38,4
38,9
39,4…
ეს ჩემი რეზონანსული ტემპერატურები იყო…
არვიცი…
ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე…
ხალხი კვდება ამ გრიპისგან და მე რა ჯანდაბად გადავრჩიმეთქი ვფიქრობ…
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი…
არვიცი რატომ…
ორშაბათს მოვედი სამსახურიდან და …
კიარადა ანუ…
7 დეკემბერს…
ანუ გუშინწინ კი არა, იმის წინა ორშაბათს…
და ტირილი დავიწყე…
ტკივილისგან…
მაკანკალებდა სულ…
მიცახცახებდა ფეხები…
ძირითადად ფეხები…
და ტკივილები…
რა დიდი…
მერე ირაკლი მეხვეწებოდა თუ გინდა მასაჟებს გაგიკეთებო…
მაგრამ არ მიშველიდა…
თან მთელი სამეგობრო იყო ლამის შეკრებილი…
ირაკლის რომ მასაჟი გაეკეთებინა, ჭორს გასაქანი მიეცემოდა…
მაგრამ მაინც აზრი არ ჰქონდა…
ვაიმე რა საშინლად მტკიოდა…
ირაკლის შენს სახეს რომ უყურებდა, უნდა ეღრიალა…
და მე რომ ვუყურებდი მის სახეს, ვხედავდი როგორ ცდილობდა გავეღიმებინე…
მინდოდა ვინმეს სხეული დაეგლიჯა ჩემთვის…
არადა სულ იმით ვბაქიბუქობ, ფიზიკურ ტკივილს ვიტან…
მორალურია რომ განადგურებსმეთქი…
მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო…
ჩემი და მეკაიფება ბაღლინჯოს გრიპი გჭირსო…
მართლა გადავრჩი რაღაცნაირად.
რა შუაში იყო ახლა ეს 10 დღის წინანდელი ამბავი არვიცი…
უბრალოდ ბლოგი მომინდა…
მიყვარს, როდესაც მას ვეხუტები…
სითბო მოდის მისგან…
ისეთი… როგორი სითბოც ყველასგან მინდა ხოლმე…
მიუხედავად სქესისა…
ასაკისა…
რელიგიური მრწამსისა…
სექსუალური ორიენტაციისა…
ადამიანია, ცხოველი თუ საგანი…
ან ეს რა შუაში იყო…
კიდევ დავიბენი…

კიიი, როგორ არა…

კი, როგორ არა… 
თავს ვიკლავ წერით…

ვამდიდრებ ბლოგს…

კიარადა draft–ებს…


***

რა ბედნიერი და შინაგანად მშვიდი ვიქნებოდი, საკუთარი ვნებების, ლტოლვებისა და ემოციების მართვა რომ შემეძლოს?!

If only I could…..

ახალი ბლოგები

ნუ როგორც ყოველ კვარტალში ერთხელ ან ცოტა ხშირად/იშვიათად, გთავაზობთ ახალ ბლოგებს, რომლებიც ახალი შექმნილებია.

ან შეიძლება ძველებია, მაგრამ მე არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებ.
მაშ ასე…
http://aliceandcoffee.blogspot.com – ავტორი Alice Eat The world. ფრიად საინტერესო ბლოგი.
http://bloody-clown.blogspot.com/ – ავტორი clown უცბად მეგონა, რომ ზღაპრების ქვეყანაში შევაბიჯე.
http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com – ავტორი Grigol. ერთი პოსტი წავიკითხე და ეგრევე გულზე მომხვდა.
http://sunnygold.blogspot.com/ – ავტორი Sophie Golden. ისევ ისეთივე მზიანი, როგორც მეორე ბლოგზე.
http://adinfernum.wordpress.com/ – ავტორი Lilu. დამაფიქრებელი ბლოგია, კიარადა პოსტები.
http://gnatia.blogspot.com/ – ნათია, ჩემი ბოთე.

აი ძირითადად ესენია.
კიარადა უფრო მეტია, უბრალოდ იმათი ლინკები შემომეკარგა და რომ ვიპოვი, დავდებ.

რა არის ვერ გავიგე

ე. ი. ჯერ იყო და ჩემი სპოსტსმენი ააყენეს და წაიყვანეს…

მერე ის შემოსეს…
არადა ორი ათლეტის ხილვა ყოველდღე მიწევდა იმ გზის გათვალისწინებით, რასაც გავდივარ ყოველდღე.
იდგნენ მშვენივრად.
დამიბრუნეთ ჩემი სპორტსმენი და გააშიშვლეთ ჩემი “ფოთოლა” !!!!!!!!!!!


Dream

არადა აშკარად “ჩემი შეყვარებული”–ს გაგრძელებას ვაპირებდი, რომ თურმე დავუტაგივარ როიზინს პოსტში. არც ვიცი რაზეა საუბარი.., კიარადა სავარაუდოდ ოცნებებზე. ხოოო…

ოცნებები…
ეგ ადრე იყო, სანამ ჭკუა არ მქონდა… სანამ გულუბრყვილო, ბედნიერი და დებილი ვიყავი…
All dreams have vanished…
Slipped away…
Goodbye sweet childhood. 🙂
ტაგები

back to Tb

კვირა დილა…
კიარადა ჯერ შაბათი ღამე.
ზუგდიდი.
ცხელი შხაპი მივიღე.
ძალიან მციოდა.
წვიმები თითქმის გაუთავებლად.
ზოგჯერ ნოემბრის და არა აგვისტოსი.
გაყინული შევედი ცხელი ჭავლის ქვეშ.
უფრო გასათბობად, ვიდრე დანიშნულების გამო.
რომ შევდივარ, მერე გამოსვლა აღარ მიყვარს.
თბილად ვარ. თან საშინელი მცივანა ვარ.
გამოვედი, პატარა ჩანთა ჩავალაგე.
ჩემოდანსაც რომ ვერ უწოდებს კაცი.
ოთახში წამოწოლილი დედაჩემის შენიშვნა.
“მაინცდამაინც ღამის 1 საათამდე უნდა მოგეტანა ჩანთის ჩალაგება” და ა.შ.–ები.
კოღოები სადაც ნაკლებია, იქ ვწვები.
ანუ ზალაში, ტახტზე, თუმცა ლოგინის მხრივ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია სიგრძით ვეტეოდე.
და სიგანის ნაკლებობასა და მოუხერხებლობას ავიტან.
ღამის 2–ის წუთები.
3 საათში უკვე ფეხზე უნდა ვიყო.
ბიძაჩემს მანქანით მოვყავართ მე და დედაჩემი.
როგორი ბიძაა არ მკითხოთ. ბაბუაჩემის ბიძაშვილის შვილია,დედაჩემი ბიძაშვილად მიიჩნევს, და მეც – ბიძად. საერთოდ სამეგრელოში სულმთლად ყვავი ჩხიკვის მამიდა რომ იყოს, მაინც ვახლობლობთ, თუ ვიცით, რომ რომელიღაცა ჩვენი წინაპრის ვიღაც იყო.


ვწვები…
ვიცი, რომ უნდა დავიძინო, რადგან 3 საათია ადგომამდე.
და დილის 11 საათზე სამსახურში გასაუბრებაზე უნდა ვიყო.
არვიცი როგორ მოვასწრებთ თბილისში ისე ჩასვლას, რომ 11–ზე უკვე გასაუბრებაზე ვიყო.
დაგვიანებაზე საუბარიც არ არის.
მაგრამ მაინც ტელეფონს ვიღებ მაგიდიდან.
100%–ით დატენილ ტელეფონს.
და ვიწყებ Twilight–ის კითხვას…
კიარადა ვაგრძელებ.
ჯანდაბა!!!
აზრი არ აქვს, ძალიან გვიანია, “ნარკომანის თვალებით” მისვლა კი იქ არ მინდა.
ვდებ ტელეფონს და ვხუჭავ თვალებს.
და თითქოს 5 წუთში მესმის ჩემი ტელეფონის საშინლად უსიამოვნო და გამაყრუებელი ხმა.
ვტრიალდები და კარებზე ვუკაკუნებ დედაჩემს.
“ხო, მღვიძავს უკვე.”
მე ძილს ვაგრძელებ, თუმცა მალევე დედაჩემი შემოდის ზალაში.
“ადექი, მალე უნდა გავიდეთ, სოსო სადაცაა მოვა.”
დაჰიპნოზებული დავდივარ ოთახებში, აბაზანას ვეძებ.
წყლის შესხმა, კბილების გამოხეხვა, ლინზები…
ყველაფერს ვაკეთებ, მორჩა, მზად ვარ.
ჩაი მინდა ნახევარი ჭიქა მაინც.
“ვაიმე, შენ უკვე აქ ხარ?! ახლავე ჩამოვდივართ.”
ჯანდაბა, ჩაისაც ვერ ვასწრებ, მაგრამ მირჩევნია დროზე გავიდეთ.
მივდივართ სენაკში, კიდევ ერთი მგზავრი უნდა დავიმატოთ, მე და დედაჩემი უკან ვსხედვართ.
დედაჩემი არვიცი და მე საშინლად ვზივარ, შუაში ბიძაჩემის გრძელი, სპორტული ჩანთა მიდევს, რის გამოც ვერ ვეტევი. თან მცივა, მაგრამ მერიდება რამე რომ ვთქვა.
სენაკი დილის 5 საათზე.
რატომღაც მეგონა, რომ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
მაგრამ სოფლის და ზოგადად საქართველოს პირობაზე არაჩვეულებრივია.
გალამაზებული, მოვლილი, დახვეტილი.
ძალიან მომეწონა.
თვალებს ფართოდ ვახელ და ვამჩნევ, რომ რაც კი სახლი დგას, აბსოლუტურად ყველა აგურისაა, წითელი აგურის. და ყველა ეს სახლი თითქოს ერთნაირია და ლამაზი, მყუდრო.
არის კორპუსებიც და ანუ შესაბამისად ბინებიც.
რომ არ ვიცოდე, რომ სოფელში ვარ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ.
თვითონვე მიკვირს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არის პატარა საყვარელი ქალაქი.
თეატრიც გარემონტებული, შადრევნები ლამაზად მოპირკეთებული.
აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ პატარა ტიპის ქალაქში, ოღონდ თბილისთან ახლოს.
აი მაგალითად სადმე ბაგებში რომ იყოს.
და თავისი რომ ჰქონდეს ამ ქალაქს ყველაფერი.
მმართველობა (გამგეობის ტიპის)…
სადგური (ისეთივე მოწესრიგებული, როგორიც სენაკისაა)
კულტურული ობიექტები (კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო დარბაზები)
მაღაზიები (ჯეოსელისა და მაგთის მაღაზიები დავინახე, ანათებდნენ, დანარჩენები არის თუ არა, არვიცი, დილის 5 საათზე ისედაც დახურული იქნებოდა.)
მგზავრი მალევე გვიჯდება და ჩვენც გამოვდივართ. იქვე ვგრძნობ ბორბლებქვეშ რკინებს, ეს რელსებია. მე ვხვდები, რომ ისევ ჰიპნოზში ვარ და ამიტომაც მინდა დავიძინო. მაგრამ საშინლად მოუხერხებლად და ვიწროდ ვზივარ. მინდა, რომ მძღოლმა თავისი სკამი გაწიოს, მაგრამ ეგეც მერიდება, არადა ფეხები არ მეტევა. მე მაპატიეთ, მაღალი ვარ.
თავად მგზავრი კი რასაც ჰქვია “ჯგარჯგალა” მეგრელი. ჯგარჯგალი როგორ არის ქართულად, არვიცი. საუბარი კი არა, აი რაღაც ძალიან უსიამოვნო საუბარი, რომელიც ყურს გიხვრიტავს. ტან სენაკური მეგრული მაინც უფრო სოფლურია, ვიდრე ზუგდიდური, ფოთური. საშინელი აქცენტით, მახვილებითა და ინტონაციებით.
მინდა ვუთხრა: “ჭიჭე ხანს გაჩენდ, ვე შემლებ თეზმა დო თეცალь ჯგარჯგალь” (“ცოტა ხანი გაჩერდით, არ შემიძლია ასეთი და ამდენი ლაყბობა)
მაგრამ მე ისევ ხმას არ ვიღებ.
ვიღებ ფოტოაპარატსა და სურათებს, მიყვარს ის გძელი ხეივანი.
იქითაც რომ ჩავდიოდი და ამ ხეივანში შევიდა ავტობუსი, რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
სურათები ულამაზო გამოდის, რადგან მანქანა ჩქარა მიდის.
თეთრად რაც მოსჩანს, ის წესით მაღალი, თეთრი ლამპიონებია.




ვხვდები, რომ ამ კაცზე დროს ტყუილად დავკარგავ და აჯობებს, დავიძინო.
მარჯვენა ხელისკენ გვერდულად ვიხრები ნახევარი ტანით და ჩემოდანს ვაწვები ზემოდან. დედაჩემიც რაღაცას მაძლევს მოსახურს, დასაფარებელს. მცივა და იმიტომ.
არვიცი როგორ, მაგრამ მეღვიძება. გავჩერდით.
“სად ვართ?” – ისევ დაჰიპნოზებული სახის გამომეტყველებით ვიყურები ხან აქეთ, ხან იქით.
“ქუთაიში ვართ,საჭირო ოთახში ხომ არ გინდა? “
“არა” და ისევ ცალი გვერდით ვემხობი”
ცოტა ხნის მერე ისევ.
“სად ვართ???”
“გორში”
“ვაა, რა მაგარია ასე მალე. კიდევ რამდენი დარჩა???”
“დაახლოებით 1 საათი”
პასუხის შემდეგ იგივე პოზაში ვთავსდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ წელი, ზურგი და კისერი ძალიან მტკივა. კაცმა არ იცის რამდენი საათი ვწევარ ასე მოღრეცილი, ერთ მხარეს გადაწოლილი. მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
დედაჩემი მაჯანჯღარებს.
“ქეთუნა გაიღვიძე, უკვე თბილისში შევდივართ.”
ვიხედები ფანჯრიდან და ტრასას ვცნობ უკვე მშობლიურს.
“ხო კაი”
და ისევ ვიძინებ.
ისევ დედაჩემი.
“გაიღვიძე უკვე, რა წესია, საკმარისია ნუ.”
წარბებს ვღრიცავ უკმაყოფილების გამოსახატავად.
ვაა, უკვე გაგარინის მოედანი.
არადა თითქოს რამდენიმე წუთით ვიძინებდი, მაგრამ აჰა.
არადა მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ძალიან მალე ჩამოვედი. იმიტომ, რომ ძილი არ მეყო და ჩემის მოკლე ჭკუით ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მეძინა. არადა 5 საათი გამოვიდა. 5–დან 10–მდე.
ვიღვიძებ და ილიასი არ იყოს, “ოყრაყული” სახით ვიყურები. უკვე ჩემი ქუჩა.
იმაზე ათჯერ მეტად დანგრეული და გადათხრილი, ვიდრე წასვლამდე.
უბანიც ისეთი, როგორიც დავტოვე თითქოს.
11–ის 20 წუთია და სახლში შევდგით ფეხი.
11–ზე კი იქ უნდა ვიყო…
გიჟივით ჩავიცვი ოფიციალური ტანისამოსი და გავქანდი.
ამანაც დრო წაიღო.
ვერ მოვასწრებ, ტაქსით უნდა წავიდე.
მივედი, მძღოლს ფული გავუწოდე, საათს დავხედე, ზუსტად 11.
შევედი, ვიკითხე ის ადამიანი, ვინც უნდა გამსაუბრებოდა.
ამიშვეს ზევით და ისიც გამომესაუბრა.
“უი შენ ხარ ქეთი??? რამდენიმე წუთი შეგიძლია დამელოდო???”
“დიახ, რათქმაუნდა” და ღიმილი.
დავჯექი მოსაცდელში და ვცდილობ გარემო დავათვალიერო.
მაგრამ უხერხულად, რადგან პირველად ვარ აქ და თან მგონი ვკვდები შიმშილისგან.
წინა დღეს, ზუგდიდში რომ ვისადილე, იმის მერე ლუკმა არ ჩამიდია.
ანუ შუადღის 3–4 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე მშიერი ვარ.
რა “მეგასაუბრება”???
მაგრამ კარგი, ვითმენ as always.
ამოდის თემო…
კიდევ კარგი ერთადერთი ნაცნობი.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი.
ჩემი ამბებით დაინტერესდა და მეც მოვუყევი რა და როგორ იყო.
მერე ისევ სკამზე ვჯდები და ველოდები.
უკვე იმდენ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, რომ საკუთარ თავზე ვხუმრობ უკვე.
“თუ სადმე გასაუბრებაა საჭირო, მე დამიკავშირდით
ეს მე–6 გასაუბრებაა უკვე. თანაც ერთი და იგივე სამსახურში. ერთი და იგივე პოზიციაზე.
ამასობაში ინტერვიუერი მოდის, ერთ–ერთ კოლეგას უხმობს და გასაუბრება იწყება.
“აბა მოგვიყევი შენს შესახებ”
ყველანაირ კითხვას ველოდი და ამას არა.
საშინლად მეზიზღება რაღაცის მოყოლა.
რაიმე უბრალო ამბავსაც რომ ვყვები ხოლმე, იმასაც ისე არეულად ვყვები, რომ მე თვითონ ვერ ვგებულობ სად იყო თავი და სად იქნება ბოლო.
ბლოგშიც ანალოგიურად არეულად და გაუგებრად ვწერ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ნორმალურად.
სასწაულად დავიძაბე.
გოგო და ბიჭი მიყურებენ მომღიმარი სახეებით, მე კი ვცდილობ “ჩემს შესახებ”–ი აზრებად შევკრა, აზრები – სიტყვებად, სიტყვები – წინადადებებად, წინადადები – გადმოვცე. თანაც გადმოცე ისე, რომ მათ მეც მოვეწონო, ჩემი “ჩემს შესახებ”–იც, ჩემი გადმოცემის უნარიც და საუბრის მანერაც.
“ღმერთო, კითხვებს რატომ არ მისვამენ??? ნეტავ კითხვები დაესვათ” – მწარე აზრი მიტრიალებს თავში. მინდა იატაკი გასკდეს, რომ ჩავვარდე და ამოვისუნთქო;მინდა ავორთქლდე;მინდა ვინმემ კარი შემოაღოს და რომელიმეს დაუძახოს. მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი ხდება.
“პირველ რიგში მე ვარ ქე…” – ვიწყებ.
მაგრამ ჩემი აზრები სრულიად სხვაგან არიან,ვნერვიულობ, რომ არ შემიძლია საუბარი.
შიგნით მუცელი მტკივა.
რადგან უჭმელი ვარ.
წელი მტკივა.
რადგან გზაში ცივი ჰაერი მიბერავდა მანქანის უკანა სკამიდან.
ზურგი და კისერიც მტკივა.
რადგან საშინელი მოღრეცილი მეძინა მთელი გზა.
თვალები მტკივა.
რადგან რასაც გზაში ვაკეთებდი, იმას “ძილი” არ ერქვა. მაგას “მაზოხიზმი” და “სადიზმი” ერქვა.
საუბარი გრძელდება.
კიარადა, რა საუბარი.
გრძელდება ჩემი მონოლოგი.
ძლივს მეშველა და ბიჭმა კითხვეის დასვა დაიწყო.
მეც ცოტა ამოვისუნთქე.
“თემოს საიდან იცნობ???” – გამჭოლი მზერით მეკითხება. თითქოს მისი თვალებში იკითხება – “თემოს რა პონტში იცნობ???
მეც თითქოს საკუთარი თავის გამართლების მიზნით ვეუბნები სად და როგორ გავიცანი თემო.
ორივე საკმაოდ კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, მაგრამ მე ძალიან დაძაბული ვარ და ვნერვიულობ. მეშინია, ამან ცუდად არ იმოქმედოს ამ ყველაფერზე.
“კარგი ქეთი, მე რამე განსაკუთრებული ჩამჭრელი შეკითხები არ მაქვს.”
ოფიციალური ღიმილი, თითქოს ხუმრობაა და “არა, რა სისულელეა.”
“ჩვენ კიდევ 1–2 გოგოს გავესაუბრებით და თუ რამეა, თეო(ის გოგო, ვინც მე დამიკავშირდა ზუგდიდში) შემოგეხმიანება.)ამას სადღაც ორი დღე დასჭირდება სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.”
ისევ ღიმილები.
წამოვედი. წავედი ძველ სამუშაო ადგილას. იქ ძალიან თბილად დამხვდნენ. თურმე იქაურ თანამშრომელს გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. ვეუბნები, რომ ძალიან ვნერვიულობდი. იქ კი ჩემი ორივე ინტერვიუერი აქეს, არ არიან ისეთები, როგორიც მე მეგონა.
იგივე დღე. საღამო. კომპიუტერთან ვზივარ.
ზარი. თეონა.
“ქეთი, ზეგიდან უკვე ივლი.”
ამოვისუნთქე.
ხოდა დავდივარ.
არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი სიტუაცია, სიმყუდროვე, სიწყნარე. არ მიყვარს ყაყანი, ადვილად ვიღლები და ვღიზიანდები, და გულიც მიცრუვდება. აქ კი ისეთი სიწყნარეა, ისეთი…
შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და იმან ატეხოს ერთი ამბავი, იხმაუროს, ალიაქოთი დააყენოს, მაგრამ მე სხვა სიწყნარეზე მაქვს საუბარი. მშვიდი და წყნარი, კეთილგანწყობილი სიტუაცია სუფევს და თავს ძალიან კარგად გრძნობ.
როდემდე???
სანამ ის გოგო, რომელიც 2 დღის წინ გავიცანი, დეკრეტიდან არ გამოვა. ანუ 4 თვე.
4 თვის მერე რა იქნება, არვიცი.

მშვიდად

არვიცი რა განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში მივემგზავრები. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე რა დავტოვე აქ და რა მელოდება იქ. ვინ დავტოვე აქ და ვინ დამხვდება იქ. თუმცა ნებისმიერი მგზავრობა მაინც მუდამ სევდით აღსავსე დროის სვლაა და მეტი არაფერი. მანძილის არა, მხოლოდ დროის. მანძილი ამ დროსთან ერთად ილევა, თუმცა მხოლოდ დროებით. იგი ისეთივე სიგრძის რჩება,რაც თავიდან იყო. დრო კი მოკლდება. და მოკლდება არა მხოლოდ მგზავრობის კონკრეტულ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, გზაში სულ ცრემლები მაწვება ხოლმე. რატომ???
იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გზაში ყოფნისას ვამჩნევ, რომ დრო ძალიან ჩქარა გარბის. ტირილის გარდა ფიქრიც მაწვება. გზაში ვფიქრობ თითქმის ყველა იმ მომენტზე, რაც ცხოვრებაში გადამხდენია. და აქ ხდება ხოლმე დეფინაცია თუ რა ამბავი უფრო ადრე გადამხდა, რა უფრო გვიან. რა უფრო წინარე წარსულია, რა უფრო ახალი მომხდარია, რა იქნება რამდენიმე ხნის მერე წარსული და არასოდეს იქნება წარსულიც კი.
ფიქრი…ხშირად იმდენად დამღლელია და სევდიანი, რომ ვცდილობ ამ არაქვეცნობიერ და ჩამთრევ პროცესს გავექცე ხოლმე. ვიცი, რომ ამას ღრმად შევყვები მეც და მირჩევნია რამე ვაკეთო უფრო ნაკლებ სენტიმენტალური, ვიდრე ფიქრია. თუნდაც ჩემს სევდიან ბლოგში ახალი პოსტის გაკეთება ნაკლებ სევდიანია, ვიდრე ფიქრი. ყველაფერი, რაც ოდესმე მომხდარა, ხდება ან მოხდება ქვეცნობიერად არ მსიამოვნებს საბოლოო ჯამში, რადგან ვიცი, რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბავს ან უარყოფითად გავიხსენებ და გავიფიქრებ რა ცუდია, რომ ეს მოხდამეთქი. ან დადებითად გავიხსენებ და გავიფიქრებ, რა ცუდია, რომ ის კარგი მომენტი უკვე წარსულია და დამთავრდამეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გავიხსენებ ამბავს თუ ცუდად, მაინც სევდიანი იქნება ეს გახსენება. მაგრამ გვინდა-არ გვინდა ვიხსენებთ, რადგან მეხსიერება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
დღეს შხაპი მივიღე. შხაპის მიღებაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. არც განსაკუთრებით აღსანიშნავი პროცესია, ყველა აკეთებს და ზაფხულში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დროს. მაგრამ ახლა შხაპის მიღების ჰიგიენურ თუ აუცილებელ მხარეზე არ მაქვს საუბარი. თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ძილის და მგზავრობის დროს მოდის საფიქრალი??? არადა არა. თუმცა აქამდე მეც ასე მეგონა. დგახარ ცხელი წყლით სავსე ჭავლის ქვეშ, გრძნობ თითოეულ წვეთს, და რა??? და ისევ ფიქრობ. თითოეული ცხელი წვეთი სხეულზე დაცემული, თითოეული იმ წამის ტოლფასია, რაც გაგივლია, რაც გიცხოვრია და აანალიზებ მომხდარს, მერე უკვრიდები ან ცდილობ მაინც დაუკვირდე, სად შეცდი შენ, ან სად შეცდა სხვა. მერე მაინც გული გტკივა, რომ რამე ცუდი დაგემართა, მაგრამ ის კი არ გახსოვს, რომ შენც დამართე ვინმეს ცუდი. ვიდექი ჭავლის ქვეშ და საერთოდ არ ვფიქრობდი ამ ჭავლიდან გამოსვლაზე. ვიდექი, ვიდექი. მერე დიდე შემოვიდა, ხო ცოცხალი ხარო?! იდეაში ვიყავი, მაგრამ არვიცი მართლა ვიყავი თუ არა ცოცხალი, აქაურ სამყაროში. მგონი ეს პირველი პოსტია, სადაც 3 წერტილი არ დამისვამს რომელიმე წინადადების ბოლოში. არადა მესიჯებზეც უკვე ისეთი მიჩვეული ვარ, რომ ერთი წერტილის მნიშვნელობა აღარც მახსოვს მგონი, თუმცა ახლა ამას ვინ დაეძებს. ან ვინ უკვირდება?! ან ჩემს 3 კითხვის ნიშანს ვინ უკვირდება, ყოველი კითხვითი წინადადების ბოლოში რომ ვსვამ??? მგონი არც არავინ საკუთარი თავის გარდა და მგონი არც არავის შეუმჩნევია დიდად.

სანამ მე აქ მშვიდად ყოფნა მინდა და დროებით თბილისისგან დასვენება, უინტერნეტობის ფონზე ჩემი დეიდაშვილის (რომელსაც მე ხშირად ძმადაც მოვიხსენიებ ხოლმე და არ დაიბნეთ) უმაუსო ლეპტოპი დავიმარტოხელე ღამის 4 საათზე, თუ დილის. ნუ ვისთვის როგორ. და ვორდის ფაილს ვქმნი, რომელსაც მერე სავარაუდოდ მობილურში შევიტან (რადგან ჩემი ძმა „Fლეშკა“-ს ვერ მოიძიებს ხვალ დილით სავარაუდოდ) მერე წავალ ინტერნეტ კაფეში და ამ ყველაფერს ბლოგში დავდებ. არადა იდეაში ბლოგისგანაც უნდა ვისვენებდე, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს. ეს 2 დღეა, რაც ჩამოსული ვარ, მიშიკოს მეზობელთან დავყავარ და აქტიურად ვთამაშობთ ჯოკერს. ისე სასწაულად გავედი მეოთხე ადგილზე, რომ ჯამიდან 20 თეთრიანის ამოღება მე მომიწია. მომიწია რა, ვერ ამოვიღე. მასპინძელმა 18 წლის ბაქარმა გამომიტანა ნახევრადსავსე ჯამი, შიგ 20 თეთრიანი ჩააგდო და წინ დამიდო.თან არ მინდოდა ძალიან ბევრი წყალი ყოფილიყო, რადგან ლინზების დასველება ვერა მთლად კარგი ამბავი, თუმცა ბაქარმა ჩემი თვალების ამბავი საერთოდ რომ არ იცოდა, ისე შემისრულა ცოტა წყლის არსებობის პირობა. ენით ვცადე, პირით თუ ცხვირით შესრუტვა, წყლის დალევისმიერი მეთოდით მისი შემცირებით, ვერა!!! ვერაფრით ვერ მოვახერხე. თავანი ვერ ჩავაბარე, თან თავანს ჩემი ძმა იბარებდა, ყვეგანლა ხო სასწაულად დაიხოცა სიცილისგან და რჩევები არ დაიშურეს. ასე ქენი, ისე ქენი, ენით უფრო ადვილია, წყალი დალიე და ეგრევე ამოვა. მაგრამ ვერ ვქენი. ამასობაში მეც უკვე მუღამში შევედი, ბიჭებმა უკვე ბურას თამაში დაიწყეს, ჩემს საყურებლად არავის ეცალა, ბაქარს შევხედე და შენი ცოდვით აღარ ვარო, რამდენიმეჯერ ამოიხვნეშა. ვერ ვიღებმეთქი და დამინდეს, შეეშვიო. დღეს სადილზე მიშიკოს ვუთხარი, ჯოკერი ადამიანურად მასწავლემეთქი, ანუ აი ისე, რომ კარგად ვთამაშობდემეთქი. მე როგორ გასწავლო, ეგ ნიჭი უნდა გქონდესო – სიამაყით განმიცხადა
ხო, ნიჭს რაც შეეხება, დღეს აქ ყოფნის განმავლობაში პირველად ხელი მოვკიდე ბისერებს. მაიკო გადმოვიდა – ჩვენი მეზობლის რძალი, 3 წლის ელენესა და 2 წლის ლიზისთან ერთად, თვითონ მაიკო მესამე ბავშვზე და თან მესამე გოგოზე მე-9 თვეშია. მშურს სასწაულად. თან ისეთ დროს შემოვიდნენ, როდესაც ბისერებს ვაცვამდი. მოვიდნენ, წინა კვირებში აცმული ბისერებით აღფრთოვანდნენ. ელენე გამიშინაურდა, არადა მთელი 2 დღეა „როჟები მიკერა“, მაგრამ ბისერებმა თავისი ჰქნა. არ არსებობს ბავშვი არ მოვიშინაურო, უბრალოდ არ ხდება ასეთი რამ. (ახლა უცებ ის გამახსენდა, Mr.M-მა თავის ცოლ-შვილიან მეგობართან ერთად რომ წამიყვანა სახინკლეში, 3 წლის ლიზი ერთადერთხელ ვნახე. Mr.M-ი მახარბებდა შენთან არ მოვა, მე მეხუტება, ტყუილად ნუ ეძახიო. არადა ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში ჩავიხუტე, გამოშტერდა Mr.M-ი,ეს როგორ მოახერხეო.:დ )ხოდა ახლა ჩემმა დეიდაშვილმა გუშინ მითხრა ელენიკო არ მიგიკარებს შენო, მხოლოდ მე მეძმაკაცებაო:დ არაფერი ვუპასუხე, მაგრამ დღეს სასწაულად მომეკარა. მიყვარს ბავშვები, ყოველთვის მიყვარდა და ის მომენტიც მიყვარს, როცა მასთან კონტაქტს ვამყარებ. ვესაუბრები, თვლას ვასწავლი, ვთხოვ მიპასუხოს რა გვარია, ვთხოვ დამისახელოს მისი ოჯახის წევრები რა სახის ნათესავები არიან მისთვის, ვეუბნები, რომ ლამაზ სამკაულს გავუკეთებ, თუ ჩემთან ახლოს მოიწევა. ასეც მოხდა დღეს. ჭრელი ბისერისგან ხელის სამაჯური გავუკეთე, თან აქეთ მაფრთხილა „ახა ნემცები მოაძე, თოლე მეტინება“ ქერა, სწორი კარე ძალიან საყვარლად აქვს, დეიდაჩემს შეუჭრია. სამაჯური გავუკეთე და ეგრევე დედამისთან გაიქცა. ამდენი ხანი მარტო გამიჩერდა, რაც სასწაულად გამიკვირდა.

თუ ფიქრობთ, რომ პოსტი უაზროდ არის გაწყვეტილი, არ დაიბნეთ.
სულ ეგრე არ ვაკეთებ?!

ხოდა ისა…
კიარადა…
კიდევ შემოვირბენ ხოლმე.
და დავწერ რამეს…
მანამდე კი ვორდის ფაილი და იქ წერა მომავალი პოსტის.

საცდელი პოსტი

ახლა პირველად ჩემი ბლოგერობის განმავლობაში ვწერ windows live writter–ის საშუალებით.

პოსტის შინაარსზე დიდად პასუხს არ ვაგებ…

კიარადა…

ვაგებ, მაგრამ საცდელი პოსტი იქნება ეს.

მაინტერესებს ეს პროგრამა რა არის, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ.

დღეს ბლოგების დღე მქონდა და თიკოსთან რომ შევედი და ეს პოსტი მომხვდა თვალში, ფრიად გამიხარდა.

იხილეთ თქვენც და ისიამოვნეთ. ანუ ეს არის ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ახალი windows live messenger. ძალიან მაგარია მართლა. შეიძლება იმიტომ არის მაგარი, რომ მე მიყვარს მსნ. არვიცი თქვენ როგორ მოგეწონებათ.

<span class="fullpost">

კიდევ რა???

ააა, კიდევ ის, რომ როიზინის ბლოგში არსებობს ასეთი პოსტი. მართლა ძალიან გამიხარდა და ძალიან დავიბენი. მესიამოვნა. და გავწითლდი. :ჩემი სმაილი: ანუ ეს აი რა შეუძლია გუგლში საძიებო სისტემაში სიტყვების ჩაწერას.

gallery_1207_6_1158308479ეს ისე განწყობის შესაბამისი სურათი. მაინტერესებს როგორ ჩაჯდება.

</span>

სხვა და სხვა

გუშინ ნატოშამ წაიკითხა რა ცემი პოსტი lineage-ის ლანღვის შესახებ და პლუს ამას ფრიად არასასიამოვნო დამოკიდებულება დაინახა ჩემგან ამ თამაშის მიმართ, კომენტარებში მომცა ლინკი თავისი ბლოგიდან. ურთიერთობა და თამაშები.
მანამდე Mr. M-თან სახლში ყოფნისას, ანუ მაშინ, როდესაც ჩემს ბლოგს იზეპირებდა, რამდენჯერმე შემომიტრიალდა და მკითხა: აუ მე როგორი ცუდი როჟა გავიჩითე ამ პოსტის მერეო. და ეს გამიმეორა ძალიან ბევრჯერ.
არ მომეწონა ის ფაქტი, რომ არაერთხელ მომიწია იმის ახსნა, თუ რა არის ბლოგი. ბლოგი – არა როგორც საიტი,სადაც რეგისტრირდები, აფორმებ, წერ, უამრავ ფუნქციას ამატებ, კომენტარებს უტოვებს ხალხი ერთმანეთს, არამედ ბლოგი – როგორც ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ვცდილობდი გულდასმით ამეხსნა რა არის ბლოგი.
I failed
კიარადა… გარდა იმისა, რომ ვერ მოვახერხე და ჩავიჭერი, რაღაც ისეთი გრძნობა დამიტოვა თითქოს ბლოგი მისთვის საერთოდ სხვა სამყაროა. ასეც არის. მართლა სხვა სამყაროა. სიტყვა ბლოგერი ჰგონია “უცხოპლანეტელი. შენი სამყარო გაქვსო რომ მითხრა, მეც არ დავიბენი და ხო, ტყუილად კი არ ჰქვია Kate’s Universe–იმეთქი.

მართლა არავისთვის არასოდეს დამჭირვებია იმის ახსნა, თუ რა არის ბლოგი.
ალბათ იმიტომ, რომ არც არავისთვის მითქვამს, რომ მაქვს ბლოგი.
გამონაკლისია ბლოგერები და ფორუმელები.
ბლოგერი თვითონაა ამ საქმეში თხემით ტერფამდე ჩართული და როგორც მე – ბლოგერი არ ვკითხავ მას, თუ რა არის ბლოგი, ისე ის არ დამისვამს ამ შეკითხვას.
ფორუმელი კი ის ადამიანია, ვისაც არაფერი უკვირს, იმდენს და ისეთებს ხედავს ფორუმზე. ბლოგი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის.
არცერთი ნათესავისთვის არ მიჩვენებია ბლოგი.
უი არა, ვიტყუები.
ჩემს ბიძაშვილი აქტიურად კითხულობდა “ჩემს შეყვარებულს”, მაგრამ მაგის მეტი არაფერს. სხვა პოსტი როგორ ენახა, ისიც არ იცოდა. და სულ მე ვაძლევდი ლინკს.
ჩემმა დეიდაშვილმა იცის, რომ მაქვს და ვწერ. მაგრამ რას ვწერ და რა არის, არასოდეს დაინტერესებულა.
მეტი არავინ.
ხოდა რავიცი, ვწერ რა.
როგორ ავხსნა ხოლმე არვიცი.
უბრალოდ ვწერ, რასაც ვფიქრობ.
ვახ!

ახალი ბლოგები მართლაც რომ

გუშინწინ დავწერე ამ დღეებში დავამატებ ახალ ბლოგებს აქაც და GR-შიცმეთქი.

ხოდა დავიწყე:
http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/ – ბუ
http://jokeyforever.blogspot.com/ – Jo Key
http://asklypiodota.blogspot.com/ – ასკლიპიოდოტა (ო მამა მია :D) ან სულაც “როცა ონკანში ჭის წყალი მოდის”
http://likakakiashvili.blogspot.com/ – ლიკა კაკიაშვილი
http://absolutelyfreelevan.blogspot.com/ – აბსოლუტურად თავისუფალი ლევანი ან მაძიებელი ბლოგი

http://freelandia.wordpress.com/ – თავისუფალი სიტყვის ბლოგი
http://nodar7th.blogspot.com/ – No Dar 7th
http://djguro.blogspot.com/ – High Radiation Zone
http://armyranger.wordpress.com/ – Rangers Lead the Way!
http://pctrick.wordpress.com/ – ინტერნეტ – news ამბები
http://faukclub.wordpress.com/ – Faukclub

პრაშუ ლიუბიწ ი ჟალოვაწ. 🙂