
To the last person you kissed

Как Вы??? Где Вы сейчас??? Я помню, что Вы переехали в Рязянь. Мы с моей сестрой часто Вас вспоминаем. Очень скучаем, любим. Мама опять работает там-же, а отец погиб. Были у нас трудные времена, но сейчас у нас всё нормально. Кстати, Тамуна вышла замуж и родила сына, назвали именем нашего отца. Каждый раз, проходя или-же проезжая улицу Канделаки, хочеться к вам зайти, но Вас там давно уже нет.
Целую, обнимаю мою любимую няню.
Ваша Катя.
დღესაც მახასიათებს ასე გაბრაზება და ბუტიაობა. ეგეთი ვარ.
და რომ ვთქვა, 100%–ით ჩემი ბრალია, რაც მოხდამეთქი, ტყუილია. იმას რომ არ ეთქვა, არც არაფერი შეიცვლებოდა.
მაგრამ მე მაინც ვიდანაშაულებ თავს და მინდა, რომ თუ დღესაც ჩემზე ნაწყენია, წარსულს ჩაბარდეს.
ამას წინათ შემხვდა არაერთხელ ქუჩაში, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ფბ–ზეც დავმეგობრდით.
ვიცი, რომ იგივე ურთიერთობა აღარ აღდგება, მაგრამ მაინც.
არ ვიცი ამ პოსტს წაიკითხავს თუ არა. არადა ბლოგერია, როგორც აღმოვაჩინე. ნუ მოკლედ, რაც არ უნდა იყოს.
შენს აფერისტობას რა დავარქვა??? კიარადა უფრო სწორად ანგარებასა და ტყუილს. საშინლად ანგარებიანი ხარ და ზუსტად მაგიტომაც გადაწყვიტე ჩემს ძმასთან რომანი გაგება. ტომიც ხო სულელია, ვერაფერს მიხვდა და მე მაინც ვერ გავიგე რატომ დაგშორდა. უფრო სწორად, საერთოდ არც კი ვიფიქრებდი, თუ დაგშორდებოდა, რადგან უაზროდ უყვარდი და შენც ამით სარგებლობდი. სასაცილოა პრინციპში. ალბათ მიზეზი ისევ ისაა, რომ ჩემი ოჯახი არ მიგიღებდა. ან ალბათ მიგიღებდა, მაგრამ არ მოგიწონებდა. მართალიც იქნებოდა ალბათ. აი ტომი კი კეთილია და თუმცა ტომი ჩემზე ასჯერ ჭკვიანია, მე მაინც ვერ ვიაზრებ იმას, რომ შენ ის ასე უნამუსოდ ატყუე.
ლამაზი ხარ. მართლა სასწაულად ლამაზი. და თუმცა მე მეზიზღება ქერები, მაინც ვაღიარებ, რომ არის შენში რაღაც, რაც მომწონს. ლამაზი არ ხარ. დაბალი ხარ და სქელი, გაღუნული ფეხები გაქვს, აი აგერ მაქვს ფაქტი, სადაც ჯოშთან ერთად ხარ.
მაგრამ მაინც გიჟდებიან მამაკაცები შენზე. მე კი ის გამიკვირდა, რომ მე მოვეწონე კრისს. თუმცა მოდი იმას აღვნიშნავ, რომ ჩემსა და კრისის ურთიერთობაში მე ვიაქტიურე. შენ ასე არ იქცევი, შენ ყველა იქით გეხვევა, მაგრამ მე საოცრად მომინდა ინიციატივის გამოჩენა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ თეატრში წავედით ერთად, შემდეგ სახლში დავპატიჟეთ და ასე ნელ-ნელა გაგრძელდა ურთიერთობა. მაგრამ შენ ხომ საზიზღარი ხარ?! საერთოდ ნერვიც კი არ შეგიტოკდა, როდესაც კრისთან რომანი გააბი. საერთოდ. მერე დაფეხმძიმდი კიდევაც. ან მაინცდამაინც მინდორში რატომ??? იქნებ მე დამენახეთ???
იცი სულ მართმევ კაცებს. ჯერ ჯოშიო, მერე ჯასტინიო, მერე კრისი. ახლა ვფიქრობ სადმე ჯეიკთან არ დაგინახო. თან ჯეიკს ხომ სასწაულად იზიდავს ქერები (რიზი, ტეილორი და კისრტენი). რაიანთანაც კი ვერ გაძელი. ვერ ძლებ მამაკაცებთან. ხავიერთანაც ვერ გაჩერდი და მის “ორმაგ” მეუღლესთან -მარია ელენა პენენოპესთან მოგინდა ინტიმი.
ისე კი ფრთხილად იყავი, ჩემს ქმარს ნუ ეხუმრები, რადგან თუ გააცოფე, შეიძლება მოგკლას კიდევაც. ასე რომ ფეხმძიმობით მანიპულირებას შეეშვი. არ გირჩევ.
არადა მეზიზღები ამ ყველაფრის გამო. თან ქერებს ვერ ვიტან. და თან უზომოდ მინდა შენი გაცნობა. თავიდან იმიტომ მეზიზღებოდი, რომ შარლიზს ჰგავდი, მე კი არ მიყვარს, როდესაც ვიღაც ცნობილი მეორე ცნობილს ჰგავს.
ახლა ის გავიგე, რომ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ერთ-ერთი წამყვანი იქნები. მშურს ისევ. კიდევ იმიტომ მშურს, რომ ბილთან ერთად იაპონიაში მშვენიერი დრო ატარე, არადა ჯოვანის ცოლი გერქვა.
ხო მართლა, ეს სურათი გახსოვს??? ჩემს სახლში არის გადაღებული. მაშინ ჯერ კიდევ ჩემი ძმის შეყვარებული გერქვა.
შენი თმის ფერი ჩემია. მართლა. მერე რა, რომ მე ყავისფერი თმები მაქვს, ეგრე თუა, შენც შეღებილი გაქვს. იშშ
აი ეს მიყვარს შენში. რომ არ გწყინს ხოლმე ასეთი რაღაცეები. გეხუმრები და ხუმრობად იღებ. მე კი ზუსტად ეგ მიყვარს ადამიანებში.
ყველაზე ჩემნაირი ხარ და იმ დღეს შენი ნახვა ძალიან გამიხარდა. არაორდინალური ხარ და მომწონს ეგ. ა ხო, კიდევ ალთა-ბალთას ხარ მოდებული.
ჯინსებში ვეღარ ეტევი და ამის გამო ნახევარი ფბ ააწრიალე
მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ძალიან სასაცილო ხარ და მეც მეცინება
კიდევ შენი სტატუსები, ყველა სასაცილო ერთმანეთის მიყოლებით. ნუ მოკლედ, ეგ არის რა.
მეტს ვეღარ ვწერ.
აკი ხომ გითხარი, მეზარები–მეთქი.
მაგრამ ახლა დავწიე კუში და ამაზე ჩამოვედი. 😀
სახლი ხმელთაშუა ზღვის პირას სარდინიაზე.
ბევრი მოგზაურობა.
ბევრი საინტერესო ადგილის დათვალიერება.
სასურველი ადამიანების გაცნობა და მათთან მეგობრობა (hello Jake 😀 ).
საყვარელი ადამიანების კონცერტებზე დასწრება.
ხატვა ისე, როგორც ადრე ვხატავდი.
მსახიობობაც პრინციპში, რატომაც არა?!
თბილისშიც მინდა დიდი ბინა ან სახლი.
მუდავ ბაუნტი და პეპსი მაცივარში.
კრემიანი ნამცხვარი და пористый შოკოლადი. უხვი რაოდენობით.
კიდევ, მუდამ ხალისიანი განწყობა.
ბევრი ახლობელი და მეგობარი გვერდით. ბევრი კარგი ადამიანის გაცნობა და მათთან სასიამოვნო ურთიერთობა.
ახლობლებისა და ჩემიც კარგად ყოფნა.
გეცინებათ ხო??? მეც 😀 მაგრამ თუ ოცნებაა, ბარემ ოცნება იყოს.
რა გითხრათ, რა გთხოვოთ??? ასრულება და ახდენა??? და რა, ასრულდება და ახდება???
ისევ მეცინება 😀
როდესაც სია პირველად გადავიკითხე, ეგრევე მივხვდი, რომ ამ წერილის დაწერა გამიჭირდებოდა ყველაზე მეტად. ძნელია რაღაც გრძნობის გარეშე რაღაცაზე ან ვიღაცაზე საუბარი. თუნდაც საქმეზე, ფიზიკურ ნივთზეც კი. რაღაცას უნდა ვგრძნობდე, რომ მასზე ისაუბრო, თუნდაც პასუხისმგებლობას მასთან მიმართებაში. ან აი მაგალითად, ინდი სტილი არის უსულო საგანი და მასზე შემიძლია ადვილად წერა, რადგან რაღაც გრძნობა გამაჩნია მის მიმართ. ახლა ისიც არ ვიცი ვინ უნდა იყოს ადრესატი. ნუ მოკლედ. უნდა დავწერო მაინც.
ვარსკვლავები, ჩემი თვალების ვარსკვლავები. შენ რომ მინთებ, ისინია . ყოველდღე შემიძლია გიყურო და ჩემთვის მეღიმებოდეს. არადა აი მართლა რა სისულელეა ეს ყველაფერი. შენ ყოველდღე ასჯერ არ ამივლი და შესაბამისად, ასჯერ არც ჩამივლი. ალბათ სულ 4-5-ჯერ და ისიც ძირითადად საქმეზე ფიქრობ. არა, ცოტა მეტჯერ, მაგრამ მაინც საქმეზე ფიქრობ. უბრალოდ ერთადერთი ისაა, რომ თუ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ, თვალს მიკრავ, ან მიღიმი. არა, თვალს მიკრავ, დიახ. მაგრამ აი ვარსკვლავებს რა ჯანდაბა ვუყო ხოლმე?! ვიღაც გაქებს ასეთი და ისეთიაო. ასეთი გადასარევი პიროვნება არის და იცის მამაკაცური მოქცევაო. ამას ამბობს და მეორე ადამიანს გადარებს და ხაზს უსვამს, რომ არ ხარ აფერისტი და ა. შ. არ ვიცი. ეგრე კარგად არ გიცნობ. არადა მართლა გაქებს ვიღაც და მეც სულ მაინტერესებს, როგორი ხარ. მერე მახსენდება მამაკაცის მოწონების ჩემი 3 წინაპირობა და ვმშვიდდები. ვმშვიდდები, რადგან სამივეს არ აკმაყოფილებ და შესაბამისად, ამაზე მეტად ჩვენი ურთიერთობა არასოდეს გასერიოზულდება. უი შენ ჩემი 3 წინაპირობა არ იცი ალბათ. ან საიდან გეციდინება, სულ ახლახანს გაგიცანი და…
1) ჩემზე მაღალი უნდა იყო. კი, ხარ. მართალია, ქუსლებზე რომ ჩავიცვა, უკვე გიტოლდები, მაგრამ მაინც. თან ქუსლებს იშვიათად ვანიჭებ უპირატესობას.
2) ჩემსა და შენს ასაკებს შორის სხვაობა უნდა იყოს ან 0; 4; 8; 12 …. ანუ 4-ის ჯერადი ნებისმიერი რიცხვი. და მაგასაც აკმაყოფილებ, პასუხია 0 და ანუ ჩემხელა ხარ.
3) ჩემს გვარზე გრძელი გვარი უნდა გქონდეს. და აი აქ მარცხდები.
და მე მიხარია შენი დამარცხება, რადგან სერიოზული ურთიერთობა გამორიცხულია ფაქტიურად და მე ისევ ისე მენთება ვარსკვლავები შენი დანახვისას და ისევ ისე მსიამოვნებს შენი თვალის ჩაკვრა. არანაირი სერიოზული ურთიერთობა, უბრალოდ ვარსკვლავები.
ეს 3 პირობა რა უბედურება არისო, არ მითხრა, გთხოვ. ვიცი, მაინც ვერ მიხვდები. ეს ჩემი ახირებაა და თუ შენ ჩემი ახირებას ვერა გაუგე რა, მაშინ რად გინდა ჩემთან ურთიერთობა და რად გინდა ადამიანი ჩემი სულითა და სხეულით?! ხომ ხედავ როგორ მარტივად არის ყველაფერი?! უმარტივესად.
ამას რომ გწერ, სახიდან სიცილს ვერ ვიშორებ და გთხოვ არ გაბრაზდე ამ წერილზე. ცუდი არაფერი მიწერია. უბრალოდ მე ჩემი ხასიათი მაქვს და შენ, დარწმუნებული ვარ, მას ვერ მოერგები. აი მაგალითად: მე რომ შუა ქუჩაში საშინელი ხმით ხმამაღლა ვიმღერო რაიმე მხიარული სიმღერა და თან ვიცეკვო, გაგებით მოეკიდები??? ან ვმღეროდე Madonna-ს სიმღერა “What it feels like for a girl?”-ს და მეტირებოდეს, გაიგებ??? არა, რადგან შენ ამ სიმღერის ტექსტს არ მოისმენ, ფეხებზე დაიკიდებ და მეც ნერვები მომეშლება იმაზე, რომ რაზეც მე ვტირი და გრძნობით ვეკიდები, შენ ფეხებზე გკიდია.
რა ვქნა, არ ვარ შაბლონური ადამიანი და შენ როგორი ხარ, აზრზე არ ვარ. რასაც ვხედავ ისაა, რომ საოცრად საქმიანი ხარ და რავიცი, რავიცი.
ხო, კიდევ ის, რომ ვარსკვლავები თვალებში მყვანან მთელი 9 საათის განმავლობაში, მაგრამ თამაშით მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ სადმე, ჰორიზონტზე. მაგაზე ნამდვილად ვხარჯავ დროს, თორემ აბა საღი თვალით ჩემსა და შენს საერთო სამსახურს ჩვენმა მტერმა უყუროს.
ახლა რომ მახსენდება როგორი გაგიცანი, მეცინება. რაღაც ამბავი ხდებოდა და თვალები დაჭყიტე, მომიყევი რა ხდებაო. თავიდან ამრეზით შემოგხედე, გავიფიქრე, ამას რა ჯანდაბა უნდა, ვის დაკარგვიამეთქი. მაგრამ მე ხომ ეგრე ვიცი. არ შემიძლია საშუალო კატეგორიის განწყობები. ან რადიკალურად ცუდად ვარ განწყობილი, ან – რადიკალურად კარგად, ან ფეხებზე მკიდია. სულ თავიდან ისე ავუვლიდით და ჩავუვლიდით ერთმანეთს, ზედაც არ ვუყურებდით. ერთადერთი თანამშრომელი იყავი, რომელსაც ეგრე ამრეზით ვუყურებდი. მაღიზიანებდი. არადა ზურგიდან რომ მიყურებდი, გგონია არ ვიცი??? 😀 მაგიტომაც იყო, რომ არ მომეწონა. მაგას ვერ ვიტან. იყავი ბიჭი, რომელიც მაკვირდება და თვალებს აპარებ ჩემკენ. აუუ, როგორ მეზიზღება.
ხოდა ახლა უკვე არ ვიცი. ამას წინათ შენკენ შემოვედი და რაღაც სხვა განწყობა ვიგრძენი. არადა წესიერად არ მიცნობ და უპრობლემოდ მომიყევი, რომ ამა და ამ თანამშრომელს ვერ იტან. გამიკვირდა, მე რომ მითხარი. მერე მეც გითხარი რაღაც-რაღაც დეტალები. ხომ იცი სამსახურებში ყველაფერი ხდება ხოლმე. მე პირადად არაფერი მიკვირს. ხოდა რაღაც მეც მოგიყევი.
მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ crush-ი ჩემთვის მხოლოდ ვარსკვლავებთან და პეპლებთან ასოცირდება. დამიჯერე, მეტს ვერ შეძლებ და მეც ვერ გავუძლებ იმას, რომ შენ არ აღმოჩნდე ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყო. აი ასე მარტივად არის ყველაფერი. ყველაფერი მარტივი კი გენიალურია. 🙂
ძალიან მიყვარხარ. :*