12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

Continue reading

Woodkid – I Love you

ლანა დელ რეის (Lana Del Rey) კლიპი Born To Die იცით ვისი გადაღებულია? იოან ლემუანის. ალბათ ყველას გაეცინება ამ ამ შემთხვევაში უინტერესო ამბით. ვინ არის Yoann Lemoine და რითი არის ის გამორჩეული გარდა იმისა, რომ ჩემსავით მარტის თევზებია?

ჰმ 🙂

მე გეტყვით იმას, რომ იოანს ასე ვერ იცნობთ; აუცილებელია მისი სასცენო ფსევდონიმიც იცოდეთ და თუ არ იცით, მე გეტყვით: Woodkid. ის ლიონელია, თუმცა სურათი რომ ნახოთ, ეგრევე მიხვდებით, რომ ებრაული სისხლი აქვს. სასწავლებლად ლონდონში გაემართა წლების წინ. ახლა კი ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად პარიზს.
ეს კლიპი თავიდან რომ ჩავრთე, შემეშინდა და გამოვრთე. არა-თავიდან რომ ჩავრთე, არ მომეწონა და გამოვრთე. და არა-არა-თავიდან რომ ჩავრთე, შემიყვარდა. ეს მოდელი მამაკაცი რუსი მოდელი მატვეი ლიკოვია და რომ არა მისი მოდელობა და საზღვარგარეთ ცხოვრება (ალბათ საფრანგეთში), მეეჭვება Yoann Lemoine-ს ის რუსეთში ეძებნა. კლიპის რეჟისორი რა თქმა უნდა, თვითონაა და ფრიად სანახაობრივი.

თვითონ Woodkid იქით იყოს და Yoann Lemoine-მა Pharrell-ის Happy-ს ვიდეოს კრეატიული დირექტორი გახლავთ. სულ ნომინაციებზეა წარდგენილი. ხან იმარჯვებს, ხან ვერა.
გიტოვებთ ამ ვიდეოს:

Wilkinson – Afterglow

ეს ის კლიპი და სიმღერაა, რომელმაც Bonobo – You Know ჩაანაცვლა ბლოგის მარცხენა პანელში. მუსიკის ავტორია ლონდონელი მუსიკალური პროდუსერი – მარკ უილკინსონი (Mark Wilkinson) , ვოკალი ეკუთვნის აგრეთვე ბრიტანელ მომღერალ ბეკი ჰილს (Becky Hill). სიმღერა შესულია მარკის სადებიუტო ალბომ “Lazers Not Included”-ში. 2013 წლის 20 ოქტომბერს სიმღერამ UK Singles Chart-ში დაიკავა მე-8, ხოლო UK Dance Chart-ში 1-ლი ადგილი. ვიდეო მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის შესახებ, რომელსაც 5 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ვიდეოში არის სტატისტიკური მონაცემები იმ ყველაფრისა, რაც ამ წყვილს ერთად გადახდენია თავს. Paul – ავსტრალიელი მსახიობი Leighton Sharpe, Dana – დანიელი მოდელი Ida Marie.

მე პირადად სიმღერაც და კლიპიც ძალიან მომეწონა. ბევრი ისეთი დეტალია, რასაც ალბათ არ დავკვირვებივართ :)))

p.s. დიდი ხანია ვაპირებდი და ბარემ ამ ვიდეოთი დავიწყებ პოსტების სერიას ამა თუ იმ მუსიკალური კლიპის შესახებ.